განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2019
საქმის ნომერი
020100119003160390
დავის ტიპი
265 3 ა
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119003160390 (1/485-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26.08.2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

ბრალდების მხარე - პროკურორი მა---------ა

დაცვის მხარე - ბრალდებული - ლე-------------- (პ/ნ 62--------1, დაბ. 09.08.1974 წ, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, უმუშევარი, მცხოვრები ზუგდიდი, სოფელი ინგირი)

ადვოკატი კახ-------------უა

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონმო დათესვა და მოყვანა

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი:

საპროცესო შეთანხმების არსი:

2019 წლის აპრილის თვეში ქ.ზუდიდში, დემეტრე თავდადებულის ქ.N12-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ეზოში ლე--------------მ უკანონოდ დათესა და 2019 წლის 24 აგვისტოს უკანონოდ მოიყვან 6 ძირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3380 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი -კანაფის მცენარე.

საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად: ლე-------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის შესაბამისად უნდა ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება -6 თვის ვადით, ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით

ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - 6 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფის მცენარე განადგურდეს.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

ბრალდებულ ლე--------------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების გუ-–-------------იას, რო---------–-ას, გი-------------–---–--ს, შა-–---------ს გამოკითხვის ოქმები, ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზს დასკვნა.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

სასამართლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

მოსამართლის მიერ ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე- 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ასევე სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები, ბრალდება დასაბუთებულია და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადაგენილი პრაქტიკის მიხედვით ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 24.04.2014, No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.) ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობის მიხედვით იმისათვის, რომ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს აუცილებელია აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით. ამავე დროს ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

სამართლებრივი შეფასება:

ლე--------------მ, მის განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვით და მოყვანით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მა---------ას შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.

 

2. ლე-------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.

 

ლე--------------ს ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება -6 თვის ვადით, ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით

 

3.ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - 6 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფის მცენარე (ინახება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში) განადგურდეს.

 

4. ლე--------------ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან- 24.08.2019 წ 07:46 სთ-დან.

 

ლე-------------- გათავისუფლდა დაკავებიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, კერძოდ: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სსსკ-ის XXI-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

7. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა