განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100119003015319
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2394-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----–------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------------–----ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არ მქონე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ--------–----------------------------.

 

ადვოკატი - ლ--–----–--–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

დისპოზიცია:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი);

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

გ------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა, რითაც ნ---------–----ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. კონკრეტულად:

2018 წლის მარტის შუა რიცხვებში ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

2018 წლის 15 აპრილს ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, მუშტები დაარტყა თავში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

2019 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი უცნობია, შუადღის საათებში, ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხებში ჩაარტყა ფეხები, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, წიხლები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, ავტომობილის გასაღები ჩაარტყა თავში და მხარზე, მოქაჩა თმებით, სახეში გაარტყა ხელი და ფეხები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტით.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

გ------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აფურთხებდა სახეში, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რომელსაც ჰყავდა საყვარლები, მუდმივად ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. 2018 წლის მარტში, 15 აპრილს, 2019 წლის იანვარში, 13 მარტს და 11 აპრილს გ------------–----მა ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის პარალელურად სახეში აფურთხა ნ---------–----ს და ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. გ------------–----ის ქმედებებით ნ---------–----ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

 

1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

გ------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე და 2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ზ----–----–-----------------------7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანას დაარტყამდა გულში და მოკლავდა. გ------------–----ის მუქარა ნ---------–----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის მარტის შუა რიცხვებში, ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ე.ი. გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის მარტის შუა რიცხვების ეპიზოდი).

 

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 აპრილს, ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, მუშტები დაარტყა თავში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ე.ი. გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი).

 

2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი უცნობია, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხებში ჩაარტყა ფეხები, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ე.ი. გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი).

 

2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, წიხლები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ე.ი. გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი).

 

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, ავტომობილის გასაღები ჩაარტყა თავში და მხარზე, მოქაჩა თმებით, სახეში გაარტყა ხელი და ფეხები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ე.ი. გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი).

 

2.6. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

გ------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქ. თბილისში, ზ----–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ-----, თ-------, ნ-----–---- და თ-------- ტ--–----ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აფურთხებდა სახეში, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რომელსაც ჰყავდა საყვარლები, მუდმივად ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. 2018 წლის მარტში, 15 აპრილს, 2019 წლის იანვარში, 13 მარტს და 11 აპრილს გ------------–----მა ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის პარალელურად სახეში აფურთხა ნ---------–----ს და ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. გ------------–----ის ქმედებებით ნ---------–----ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

 

2.7. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

გ------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე და 2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ზ----–----–-----------------------7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანას დაარტყამდა გულში და მოკლავდა. გ------------–----ის მუქარა ნ---------–----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ------------–----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა გ------------–----მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მოწმეების მ--------–------–---–ისა და გ-----–------–---–ის ჩვენებების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (დაზარალებულ ნ---------–----ის, მოწმეების თ----- ტ--–----ის და თამარ ძ----–---–ის, გამომძიებლების მ----------–--–---–ის, გ--------------ის, ც-------------–---–იას, მ-----–----------ის და ზ-------------–---–იას, ექსპერტების გ---–--------------–---–ის და გ-------------–---–ის ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და მასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნები, საქმეზე დართული საგნები და ნივთები და საქმეში არსებული ყველა წერილობითი მასალა) საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

2.4. მოწმე გ-----–------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ნ-------------–ის მამა. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა რეალურად გაცილებულები იყვნენ. მათ ჰყავთ ოთხი საერთო შვილი - თ-----ი, თ-------ი, ნ-----–----ი და თ--------. გ------------–----სა და ნ---------–----ს ერთმანეთთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ, რაც გამოწვეული იყო გ------------–----ის საშინელი ხასიათითა და ეჭვიანობით. იგი ნ---------–----თან ჩხუბს გაშორების შემდეგაც არ მოეშვა. ის არც ბავშვების მოვლაში ეხმარებოდა თავის მეუღლეს. გ------------–----ი ნ---------–----ს ბავშვების თანდასწრებით ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბრალდებულის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მოწმემ ნ---------–----ს ფეხზე სისხლჩაქცევა შეამჩნია და ჰკითხა თუ რის გამო ჰქონდა, ნ---------–----მა უპასუხა, რომ მას გ------------–----მა შეკამათებისას ჩაარტყა ფეხი. ოჯახს ფინანსურად გ------------–----ი უზრუნველყოფდა, ხოლო ნ---------–----ი არ მუშაობდა. მართალია მოწმე გ------------–----ის მიერ ნ---------–----ზე განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, მაგრამ იცის, რომ იგი მის შვილს ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბოლო შეურაცხყოფის ეპიზოდზე მოწმემ თავისი მეორე შვილისგან - მ--------–------–---–ისგან შეიტყო, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ გ------------–----მა ნ---------–----ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმე ამ დროს სოფელში იმყოფებოდა და დაუყოვნებლივ წამოვიდა თბილისში და მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ნ---------–----ი იყო მისული. მას პოლიციის განყოფილებაში ეტყობოდა ფეხზე სილურჯეები, რამდენიმე ადგილას.

 

2.5. მოწმე მ--------–------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული ნ---------–----ი არის მისი და. ნ---------–----ი 15 წელია ქორწინებაში იმყოფება გ------------–----თან. ამ დროის განმავლობაში, გ------------–----ი პერიოდულად იმყოფებოდა რ------ში. როდესაც იგი თბილისში ჩამოდიოდა, უთანხმოება ჰქონდა ნ---------–----თან, რა დროსაც იგი ნ---------–----ს სცემდა, აფურთხებდა, თმებს ქაჩავდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის შესახებ ნ---------–----ი მას ტელეფონის საშუალებით უყვებოდა. მოწმეს არაერთხელ უნახავს ნ---------–----ის ფეხებზე სილურჯეები, რაც გ------------–----ის მიერ მიყენებული დარტყმების შედეგი იყო. 2019 წლის 12 აპრილს, მოწმე იმყოფებოდა სოფელში, მამამისთან, რა დროსაც ნ---------–----მა დაურეკა მოწმეს და უთხრა, რომ გ------------–----მა იგი სცემა. მოწმე ჩავიდა თბილისში, რა დროსაც ნ---------–----ი ნახა, რომელიც იყო ნაცემი და სხეულზე ეტყობოდა სილურჯეები. მოწმე მას გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში. ნ----მ ასევე უთხრა მოწმეს, რომ გ------------–----ი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებს. ნ---------–----ი პოლიციისთვის მიმართვისგან თავს იკავებდა, რადგან გ------------–----ი მისი ოთხი შვილის მამა იყო და ეცოდებოდა.

 

2.6. ბრალდებულმა გ------------–----მა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ, თუმცა ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

2.7. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------–----მა საკუთარ მეუღლეზე - ნ---------–----ზე არაერთხელ იძალადა ფიზიკურად. სასამართლოს მსჯელობის და შეფასების საგანს წარმოადგენდა საკითხის გარკვევა, გ------------–----ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობები სისტემატური იყო, თუ არა.

 

2.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს სისტემატურ ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო განმარტავს, რომ მრავალეპიზოდური ძალადობისა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) და სისტემატური ძალადობისათვის (სსკ-ის 126-ე მუხლის I2 ნაწილი) ერთნაირად დამახასიათებელია როგორც დროში წყვეტა, ისე უმეტესწილად კონფლიქტის მიზეზის სხვადასხვაობა (თუმცა ერთი მიზეზით კონფლიქტიც არც გამოირიცხება). სისტემატური ძალადობა სახეზეა მაშინ, როცა ძალადობა ატარებს ერთგვარად მუდმივ, პერმანენტულ ხასიათს. მას ადგილი უნდა ჰქონდეს ხშირად. მრავალეპიზოდურობაც და სისტემატურობაც თავის თავში მრავალჯერადობას გულისხმობს, მაგრამ თუ პირველ შემთხვევაში ძალადობა დროის დიდი ინტერვალის არსებობას გულისხმობს (მაგალითად, სცემა იანვარში, მაისში და ნოემბერში), მეორე შემთხვევაში იგი დროის შედარებით მოკლე ინტერვალში ხდება და თითქოს ერთგვარად უწყვეტ ხასიათს ატარებს (მაგალითად, სცემს ყოველ კვირაში ერთხელ, ან თვეში ორჯერ, მაგრამ ამას აქვს ერთგვარი მუდმივი ხასიათი). ე.ი. სისტემატურობა მხოლოდ რაოდენობაზე ვერ დაიყვანება, რადგანაც სიმრავლე მრავალეპიზოდურობასაც ახასიათებს და მხოლოდ სისტემატურობის ნიშანი ვერ იქნება.

რაც შეეხება დროის ინტერვალს, იგი შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი ინდიკატორი და თუ სახეზეა დროის დიდი შუალედი, სისტემატურობა გამოირიცხება და დგინდება ეპიზოდურობა, მაგრამ მხოლოდ დროის ინტერვალითაც დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, საგანგებო ყურადღება არ მიექცა ძალადობის ინტენსივობას. სისტემატურობის დროს ძალადობა ატარებს ერთგვარად უწყვეტ ხასიათს. ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიურად და მუდმივად უნდა ხდებოდეს, არამედ დროის შედარებით მოკლე ინტერვალში უნდა ხორციელდებოდეს და პერმანენტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, რაც ეპიზოდურად ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელი არ არის, რადგან იგი ხორციელდება ზოგჯერ, ხანდახან.

 

2.9. სისტემატურობის პირველი ნიშანია ძალადობის სიმრავლე. რაოდენობის თვალსაზრისით, ძალადობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, რადგან ერთხელ ან ორჯერ განხორციელებული ძალადობა შეუძლებელია მიჩნეულ იქნას სისტემატურად, მაგრამ თუ სამჯერ ან მეტჯერ ექნება მას ადგილი, ეს იქნება სისტემატურობის პირველი ნიშანი; მეორე ნიშანია დროის ინტერვალი. ყოველ მომდევნო ძალადობას შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, რადგან თუ იგი თვიდან თვემდე უფრო დიდ ინტერვალში ხორციელდება, შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე ჯერ კიდევ, არ იყო განელებული ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი. ,,გაუნელებლობა“ მნიშვნელოვანია იმით, რომ რამდენჯერმე განცდილმა ,,ტკივილმა“ უნდა მიაღწიოს ,,ტანჯვის“ ხარისხს, რაც სწორედ სისტემატურ ძალადობას უნდა მოჰყვეს. ტანჯვა შეიძლება ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობასაც მოჰყვეს (მაგალითად, წამების დროს), მაგრამ სისტემატური ძალადობისათვის ტანჯვის გამოწვევა აუცილებელია, როგორც ზედიზედ რამდენჯერმე მიყენებული ტკივილის ჯამური შედეგი. სწორედ ამის გამო არის გამოწვეული სსკ 126-ე მუხლის I2 ნაწილში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) შედეგის სახით ტანჯვის გამოწვევაზე მითითებული, ხოლო არასისტემატურობის დროს (სსკ 126 მუხლის I ნაწილში) - ტანჯვის გარდა ტკივილზე მითითებული. ამდენად, ყოველ ჯერზე განხორციელებული ძალადობა თუ მხოლოდ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტკივილს იწვევს და მორიგ ძალადობამდე ისეთი დროა გასული, რაც მის განელებას იწვევს, ვერ მიაღწევს იგი იმ ხარისხის ტკივილს, რომელიც ტანჯვად აქცევს მას. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი, სისტემატური ძალადობა არ იქნება სახეზე და ყოველი მორიგი ძალადობა დამოუკიდებელ ეპიზოდად უნდა შეფასდეს. სისტემატური ძალადობის მესამე ნიშანია ძალადობის ინტენსივობა, როცა მას აქვს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი ხასიათი. ძალადობა უნდა ხასიათდებოდეს ხშირად განმეორებით, რომელიც თავისი ინტენსიურობით უნდა ქმნიდეს ერთგვარ სისტემურ ჯაჭვს, რადგან მხოლოდ დროის მოკლე ინტერვალში ჩადენილი რამდენიმე ძალადობა ვერ მიაღწევს სისტემატური ძალადობის ხარისხს, თუ მას არ ახასიათებს ერთგვარი უწყვეტობა, განმეორებითობა და სიხშირე.

 

2.10. მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------–----მა საკუთარი მეუღლის - ნ---------–----ის მიმართ ფიზიკურად იძალადა 2018 წლის მარტის შუა რიცხვებში, 2018 წლის 15 აპრილს (ერთი თვის შემდეგ), 2019 წლის იანვარში (ცხრა თვის შემდეგ), 2019 წლის 13 მარტს (ორი თვის შემდეგ) და 2019 წლის 11 აპრილს (ერთი თვის შემდეგ). ამდენად, გ------------–----ის მიერ ჩადენილი ზედიზედ სამი ძალადობრივი ქმედება დროის ინტერვალის მიხედვით აღემატება ერთ თვეს, შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ 2018 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის იანვრამდე, ან 2019 წლის იანვრიდან 13 მარტამდე ჯერ კიდევ, არ იყო განელებული ნ---------–----ის ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------------–----ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი, 2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი, 2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი და 2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი).

 

2.11. რაც შეეხება სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ეპიზოდებს, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; სისტემურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ხოლო აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ---------–----ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან გ------------–----ი, რომელიც მას აყენებდა ფიზიკურ და სისტემატურ შეურაცხყოფას, დაემუქრა, რომ დანას დაარტყამდა გულში და მოკლავდა. დაზარალებულის განმარტებით (რომლის ჩვენებაც მხარეთა მიერ არასადაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული), მას ამ დროს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.6. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო დაზარალებულს მის მიმართ აქვს ლოიალური დამოკიდებულება. გ------------–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ------------–----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, ხოლო დაზარალებულს მის მიმართ აქვს ლოიალური დამოკიდებულება. გ------------–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა.

 

5.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს გ------------–----ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------------–----ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.8. სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

5.9. სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ გ------------–----ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი განიცდის მომხდარ ფაქტს და ინანიებს, სურს დაბრუნდეს ოჯახში და განაგრძოს თანაცხოვრება მეუღლესთან, ხოლო თავად დაზარალებულმა ნ---------–----მა არ მისცა სასამართლოს ჩვენება მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც იგი აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სურს მასთან შერიგება.

 

5.10. მიუხედავად ამ გარემოებისა სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, გ------------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, იგი შეურიგდა დაზარალებულს, არის ოთხი შვილის მამა, ოჯახი განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------------–----ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება 3(სამი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 274-ე და 276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------------–----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის მეორე ნაწილის ”კ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი, 2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი, 2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი, 2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი).

 

გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი.

 

მსჯავრდებულ გ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. გ------------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 აპრილიდან - 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ გ------------–----ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ გ------------–----ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ნ---------–----ის ვიზუალური დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 1 ცალი ელექტრონული დისკი, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამო ცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე