განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/20-19 (№041301118002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–---------- ს---–-------- ძე რ------- - დაბადებული 1--- წლის 2---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, რ----------–---–---------------;
ადვოკატი - ნ------ ბ-------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქუთაისში, ზ. გ--------------------. პ------–--–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–---------- რ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ--- კ--–---- კუთვნილ „RENAULT MEGAN RT”-ის მარკის (სახელმწიფო ნომრით: C--------) ავტომანქანას, რის შედეგადაც მ--- კ--–---- მიადგა 4000 (ოთხი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ა-–---------- რ-------- აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: მ--- კ--–----, კ----–-- კ--–----, მ------- ა---–-----, ნ-----–- კ------–---–--, ფ-------–- ს-------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთები, პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, ბრალდებულ ა-–---------- რ-------- გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ა-–---------- რ-------- ნასამართლობის ცნობა, 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა) ერთობლიობა ა-–---------- რ-------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- რ-------მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- რ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ ა-–---------- რ-------ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა-–---------- რ-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 2 სექტემბრიდან 2014 წლის 28 ნოემბრამდე. გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 12 დეკემბრიდან. იმერეთის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად ა-–---------- რ------- 2018 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით იმყოფება აღრიცხვაზე, მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- რ-------- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---------- რ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–---------- რ-------- მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა-–---------- რ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა-–---------- რ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ა-–---------- რ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 ნოემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები კომპაქტ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები კომპაქტ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ა-–---------- რ-------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანა რენაულტის პულტ-გასაღები, ა-–---------- რ-------- მობილური ტელეფონი, ა-–---------- რ-------- მანტო, ავტომანქანა რენაულტი (სახელმწიფო ნომრით: C--------), სიჩქარის გადამრთველი ხელსაკიდი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
ა-–---------- რ-------- ხელის კვალის ნიმუშები, ა-–---------- რ-------- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ერთი კვალი, მიკრონაწილაკები, სიგარეტის ნამწვი, ამოღებული ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ა-–---------- რ-------- ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური