განაჩენი

სისხლის სამართლის 21.08.2019
საქმის ნომერი
080100119002896537
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/194-19 (№069300119002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- გ-----------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: თ------ ნ---------

მამის სახელი: ვ--–----

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქე: საქართველო

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გ-------;

 

ადვოკატები - გ--- შ-----–--, კ---- ს------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის სექტემბერში, საღამოს საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- მდებარე სახლში, თ------ ნ---------მ იძალადა ორსულ მეუღლეზე ნ-----–-- შ--------- (ფეხი ჩაარტყა მუცელში), დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2018 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- მდებარე სახლში, თ------ ნ---------მ იძალადა მეუღლეზე ნ-----–-- შ--------- (ცემა), დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- მდებარე სახლში, თ------ ნ---------მ იძალადა მეუღლეზე ნ-----–-- შ--------- (ცემა), დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება თ------ ნ---------- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ------ ნ---------- ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ტ------- მ--–-–---- აჩვენა, რომ თ------ ნ--------- და მისი მეუღლე ნ-----–-- შ------ არიან მისი მეზობლები, ერთმანეთთან აქვთ ნორმალური ურთერთობა. როგორც დაზარალებულისაგან შეიტყო მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ თავად ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, აღნიშნული საფუძვლით ერთხელ სახლიდანაც გამოაგდო და ერთი კვირის მანძილზე ნ-----–-- მასთან ცხოვრობდა. მასთან სახლში ყოფნის პერიოდში ნ-----–-- ყოველდღიურად სვამდა. მოწმის განმარტებით როდესაც ნ-----–-- შ------მ მას უამბო, რომ მეუღლემ სცემა, ასევე აჩვენა სილურჯე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნ-----–-- შ------მ შემდეგ უთხრა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო რეალური და მან მოიგონა მეუღლეზე გაბრაზების გამო. მოწმემ განმარტა, რომ ის არასოდეს შესწრებია თ------ ნ----------ა და ნ-----–-- შ------ს შორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს და ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისაგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ------- ტ-------- განმარტა, რომ ნ-----–-- შ------ მასთან ბინაში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს 2018 წლის აგვისტოს თვეში. რამდენიმე დღე არ მივიდა სამუშაოდ, შემდეგ როდესაც მივიდა უთხრა, რომ მეუღლესთან თ------ ნ---------სთან ჰქონდა კონფლიქტი და თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დალურჯებები. აღნიშნულის გამო მოწმემ გადაწყვიტა ბრალდებულს დალაპარაკებოდა, რაზეც თ------ ნ---------მ განუმარტა, რომ მისი მეუღლე ნ-----–-- სულ სვამდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. შემდეგ მოწმემ ეს ამბავი სხვა პირებთან იკითხა და დაუდასტურეს, რომ ნ-----–-- ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. რაც შეეხება გამოძიებისას მის მიერ მიცემულ ჩვენებას მოწმემ განმარტა, რომ მუცელში ფეხის ჩარტყმის და მუცლის მოშლის ფაქტზე გამომძიებელთან არ უსაუბრია. იგი არც პირადად შესწრებია ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის ფაქტს და აღნიშნული იცის ნ-----–-- შ------საგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებმა ვ------- ა-------- და გ------- გ----–---- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს------- ჩ----–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ არის კლინიკა ,,ბ---------ს“ ექიმი, მას მიმართა ნ-----–-- შ------მ, 2018 წლის 22 ივნისს შეწყვეტილი ორსულობით, ვადა 9 კვირა და 2 დღე. ნ-----–-- შ------სათვის კლინიკაში მისვლამდე ცნობილი იყო ორსულობის შეწყვეტის თაობაზე. მოწმის განმარტებით ქალბატონს არაფერი უთქვამს არც მეუღლესთან კონფლიქტის და არც ფიზიკური ძალადობის შესახებ.

 

დაზარალებულმა ნ-----–-- შ------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - გამოძიება დაიწყო 2019 წლის 30 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- ვარციხეჰესის დასახლებაში მცხოვრები ნ-----–-- შ------ს ოჯახში, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 30 იანვრის გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- წ---------- პატაკით ირკვევა, რომ ნ-----–-- შ------საგან მიიღო ინფორმაცია, რომ თავის საცხოვრებელ სახლში სოფელ გ------–- ცემა მისმა მეუღლემ თ------ ნ---------მ და ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 30 იანვარს 19:30 საათზე წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–-, კ. გ------------------------, ბინა 7-ში მისივე საცხოვრებელ სახლში თ------ ნ--------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით;

 

2019 წლის 1 თებერვლის შპს კლინიკა ,,ბ---------ს’’ მიერ გაცემული ცნობის თანახმად მოქალაქე ნ-----–-- შ------მ 2018 წლის 22 ივნისს მიმართა კლინიკას. დიაგნოზი: შეწყვეტილი ორსულობა ცხრა კვირის.

 

2019 წლის 11 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N000725919 დასკვნით: 30.01.2019წ. 18:39-19:00 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–-- შ------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. ბრალდების ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თ------ ნ---------- მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი);

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის სექტემბერში, საღამოს საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- მდებარე სახლში, თ------ ნ---------მ იძალადა ორსულ მეუღლეზე ნ-----–-- შ--------- (ფეხი ჩაარტყა მუცელში), დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და 2018 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- მდებარე სახლში, თ------ ნ---------მ იძალადა მეუღლეზე ნ-----–-- შ--------- (ცემა), დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–-- შ------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ტ------- მ--–-–----, რ------- ტ--------, ვ------- ა--------, გ------- გ----–---- ჩვენებებს სასამართლო უთითებს, რომ ტ------- მ--–-–---, რ------- ტ-------, ვ------- ა-------, გ------- გ----–--- გადმოსცემენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

რაც შეეხება თ------ ნ---------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 29 იანვრის ეპიზოდი), სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–- მდებარე სახლში, თ------ ნ---------მ იძალადა მეუღლეზე ნ-----–-- შ--------- (ცემა), დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის N000725919 დასკვნა, რომლის თანახმად 30.01.2019 წ. 18:39-19:00 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–-- შ------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები ნ-----–-- შ------მ მიიღო თ------ ნ---------- ძალადობრივი ქმედების შედეგად.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ტ------- მ--–-–----, რ------- ტ--------, ვ------- ა--------, გ------- გ----–---- ჩვენებებს სასამართლო უთითებს, რომ ტ------- მ--–-–---, რ------- ტ-------, ვ------- ა-------, გ------- გ----–--- გადმოსცემენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ თ------ ნ---------- ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------ ნ---------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც თ------ ნ--------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ------ ნ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

თ------ ნ---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

თ------ ნ--------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ თ------ ნ---------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური