გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
030210017002181201
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030210017002181201

№2/1181-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: სს „კ------- ბ----”,წარმომადგენელი: ა-–--–- ლ-------,მოპასუხეები: ს-----–--- ს----–---–-, ე------ ს----–---–-, ლ-------–- ყ----–--, ნ---- გ---–---ნ---------;

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს ს-----–--- ს----–---–-, ე------ ს----–---–-, ლ-------–- ყ----–--ს და ნ---- გ---–---ნ---------- სოლიდარულად დაეკისროთ 16234,26 ლარის და სახ. ბაჟის სახით გადახდილი 487 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2016 წლის 26 იანვარს სს „კ------- ბ-----“ და ს-----–--- ს----–---–- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N2------------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 12000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, ყოველთვიური 2,52% სარგებლით. აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები: ე------ ს----–---–----, ლ-------–- ყ----–--ს---- და ნ---- გ---–---ნ----------თან, რომლის საფუძველზეც თავდებებმა იკისრეს კრედიტორის წინაშე სოლიდარული ვალდებულება დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულებას ძირითადი მოვალის მიმართ.

მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მიუხედავად ბ----ს წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა, არ ხორციელდება დავალიანების დაფარვა, რაც ამ დროისთვის შეადგენს: 16234,26 ლარს (10060,08 ლარი - ძირითადი თანხა, 5077,06 ლარი - პროცენტი, 595 ლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 422,86 ლარი - ჯარიმა და 79,26 ლარი - საკომისიო).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

მოპასუხეებმა (ძირითადი მოვალე) ს-----–--- ს----–---–--, (თავდებები) ე------ ს----–---–-- და ლ-------–- ყ----–--მ სარჩელი ცნეს მთლიანად, ხოლო მოპასუხე (თავდები) ნ---- გ---–---ნ---------, სხდომაზე მოწვეული იყო საჯარო შეტყობინების გზით და იგი არ გამოცხადდა.

მოპასუხეებმა ს-----–--- ს----–---–--, ე------ ს----–---–-- და ლ-------–- ყ----–--მ სარჩელი სცნეს მთლიანად და განმარტეს, რომ ვერ შეძლებენ 16234,26 ლარის გადახდას, ვინაიდან არანაირი საშუალება არ გააჩნიათ.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2016 წლის 26 იანვარს სს „კ------- ბ-----“ და ს-----–--- ს----–---–- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N2------------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 12000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, ყოველთვიური 2,52% სარგებლით. ასევე ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევისა----- გადასახდელი თანხა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- 2016 წლის 26 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებით N2------------, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

3.2. მოპასუხეების ს-----–--- ს----–---–-ს, ე------ ს----–---–-ს და ლ-------–- ყ----–--ს მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მიუხედავად ბ----ს წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა არ ხორციელდება დავალიანების დაფარა, რაც ამ დროისთვის შეადგენებს: 16234,26 ლარს (10060,08 ლარი - ძირითადი თანხა, 5077,06 ლარი - პროცენტი, 595 ლარი - სიცოცხლის დაზღვევა, 422,86 ლარი - ჯარიმა და 79,26 ლარი - საკომისიო).

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

3.3. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები ე------ი ს----–---–----, ლ-------–- ყ----–--ს---- და ნ---- გ---–---ნ----------თან, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაეფარათ ძირითადი დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

თავდებების განცხადებებით და თავდებობის ხელშეკრულებებით, მხარეთა ახსნა განმარტებებით.

 

3.4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები ე------ი ს----–---–----, ლ-------–- ყ----–--ს---- და ნ---- გ---–---ნ----------თან, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაეფარათ ძირითადი დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში (თავდები) ნ---- გ---–---ნ--------- სხდომაზე მოწვეულ იქნა საჯარო შეტყობინების გზით, მას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და არ შემოუტანია შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში და არც სხდომაზე გამოცხადდსა.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

თავდებების განცხადებებით და თავდებობის ხელშეკრულებებით, მხარეთა ახსნა განმარტებებით, მოპასუხე ნ---- გ---–---ნ----------ა----- სარჩელისა და მანდართული მასალებისჩაბარების გზავნილით (გზავნილი ჩაბარდა პოლიციის მეშვეობით).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად და მოპასუხეებს ს-----–--- ს----–---–-, ე------ ს----–---–-, ლ-------–- ყ----–--ს და ნ---- გ---–---ნ---------- სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 16234,26 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

ამ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ს-----–--- ს----–---–--, ე------ ს----–---–-- და ლ-------–- ყ----–--მ სარჩელი ცნეს მთლიანად (მოპასუხე: ნ---- გ---–---ნ--------- სხდომაზე მოწვეულ იქნა საჯარო შეტყობინებით), შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები ს-----–--- ს----–---–-, ე------ ს----–---–- და ლ-------–- ყ----–-- უთითებენ, რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ დავალიანება, თუმცა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებენ, ვინაიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები) საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და საფუძვლიანია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

6.5. დადგენილია, რომ სს „კ------- ბ-----“ და ს-----–--- ს----–---–- შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ე------ ს----–---–--, ლ-------–- ყ----–--მ და ნ---- გ---–---ნ---------მ 2016 წლის 26 იანვარს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა ს-----–--- ს----–---–-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეულმა 21653,29 ლარის ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თავდებებს: ე------ ს----–---–-, ლ-------–- ყ----–--ს და ნ---- გ---–---ნ---------- ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა, ს-----–--- ს----–---–-ს მიერ 2016 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ს-----–--- ს----–---–-, ე------ ს----–---–-, ლ-------–- ყ----–--ს და ნ---- გ---–---ნ---------- მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 16234,26 ლარის გადახდა.

ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ნ---- გ---–---ნ---------- ნათესავს ე------ ს----–---–- ჩაბარდა 2018 წლის 11 თებერვალს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნ---- გ---–---ნ---------- მიმართ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე და 625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იგი მოწვეულია სხდომაზე კანონით დადგენილი წესით და არ გამოცხადდა, არ არსებობს მის მიმართ გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ს-----–--- ს----–---–--, ე------ ს----–---–-- და ლ-------–- ყ----–--მ მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს მთლიანად და სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამიტომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 365,25 ლარი, ხოლო კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხე ნ---- გ---–---ნ---------- სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 121,75 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი, მოპასუხეების ს-----–--- ს----–---–-ს, ე------ ს----–---–-ს, ლ-------–- ყ----–--ს და ნ---- გ---–---ნ---------- მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხეებს ს-----–--- ს----–---–-, ე------ ს----–---–-, ლ-------–- ყ----–--ს და ნ---- გ---–---ნ---------- სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16234,26 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელე სს „კ------- ბ----“-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 365,25 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 15.11.2017. საგადასახადო დავალება N26727, რეფერენსი CR-000000025420).

მოპასუხე ნონო გ---–---ნ---------- მოსარჩელე სს „კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 121,75 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე