განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003133387
1-688/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა----------–--ლი
ბრალდებული - ა-–------ი ე-–--–------არა
ადვოკატები - ი-----–--–----ე, ხ--------------–ია
თარჯიმანი - ი----------ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 171080719006
ბრალდებული: ა-–------ი ე-–--–------არა
დაბადებული: 23.01.1----–--–-
დაბადების ადგილი: თ----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 08 ივლისს დღის საათებში, ქ.---------------------------დებარე რესტორან "ი------------–ი" ე-–--–------არა ა-–------მა ფიზიკური სეურაცხყოფა მიაყენა ხ-----ნა ჭ---------ეს, კერძოდ: სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შმდგომაც ძლიერად მოუჭირა ხელები კისრის არეში და ფეხი ჩაარტყა ზურგში, რის შედეგადაც ხ-----ნა ჭ---------ემ მიიღო ფიზიკური დაზიანებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების ხ-----ნა ჭ---------ის, გ---–-----–-----------------------–------–------------------------------–---------------------–--–-ძის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 08 ივლისის შემაკავაბელი ორდერი და ორდერის ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------ი ე-–--–------არამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ან ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა-–------ი ე-–--–------არას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ა-–------ი ე-–--–------არას პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-–------ი ე-–--–------არას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი, რადგან ჯარიმის გამოყენება გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ა-–------ი ე-–--–------არას რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–------ი ე-–--–------არა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღრულებო ბიუროს
ა-–------ი ე-–--–------არას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ხ-----ნა ჭ---------ეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 10 ივლისს - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი