განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
010100117001947712
დავის ტიპი
210 1 , 182 3 ბ , 182 2 დ , 180 2 ბ
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001947712

1-451/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - მ-----–--------–--ე

 

ბრალდებული - გ------- ჩ----ე

ადვოკატი - ვ-–------------------–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: გ------- ჩ----ე

მამის სახელი: თ------

დაბადებული: 28.09.1-----–--–---------–--------------------–----------–------------–------------–------------------------------------------------–--------------------------------------------------–------------------–--–--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქ/პ და მე-3 ნაწილის "ბ" ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქ/პ და მე-3 ნაწილის "ბ" ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1 ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პ და მე-3 ნაწილის "ა" ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქ/პ და მე-3 ნაწილის "გ" ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1 ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

გ-------ჩ----ემ, რომელიც მუშაობდა ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კ---–---------–----–-------–---------------------“ (ააიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კ---–---------–------------------------- ბუღალტერის, ხოლო შემდეგ საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, 2014 წლის პერიოდში, ორგანიზაციის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე ორგანიზაციის კუთვნილი თანხა, ჯამში 11 275 ლარი, რითაც ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას“ მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

გ------- ჩ----ემ, რომელიც მუშაობდა ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კ---–---------–----–-------–---------------------“ (ააიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კ---–---------–------------------------- ბუღალტერის, ხოლო შემდეგ საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, დაამზადა და ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კ---–---------–----–-------–---------------------“ სახელით შემოსავლების სამსახურში 2015 წლის 14 სექტემბერს, 2015 წლის 15 ოქტომბერს, 2015 წლის 14 ნოემბერს, 2015 წლის 14 დეკემბერს, 2016 წლის 15 იანვარს და 2016 წლის 31 მარტს წარადგინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები - „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები“ და „ინფორმაციები საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ“, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები: შეამცირა ა(ა)იპ ლანჩხუთისმუნიციპალიტეტის „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მიერ გაცემული ხელფასების ოდენობა, თანამშრომელთა რაოდენობა და ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა. ხსენებული ხერხით ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კ---–---------–----–-------–---------------------“ კუთვნილ საშემოსავლო გადასახადში წარმოშობილი ზედმეტობა, გ------- ჩ----ემ 2015 წლის პერიოდში ორგანიზაციის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას“ მიაყენა დიდი ოდენობით - ჯამში 35 722 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

გ------- ჩ----ე, რომელიც მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ფსიქონერვოლოგიური დისპანსერის შპს „ნ-------------------------- ეკონომისტის თანამდებობაზე, 2016 წლის 25 ნოემბერს მოტყუებით დაეუფლა შპს „ნ--------ს“ კუთვნილ 1216 ლარს, რომელიც მიწოდებული მედიკამენტების სანაცვლოდ ორგანიზაციას უნდა გადაეხადა შპს „პსპ ა------------ის“, რითაც შპს „ნ-------ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

გ-------ჩ----ემ, რომელიც მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ფსიქონერვოლოგიური დისპანსერის შპს „ნ-------------------------- ეკონომისტის თანამდებობაზე, დაამზადა და შპს „ნ--------ს“ სახელით შემოსავლების სამსახურში 2016 წლის 15 ივნისს, 2016 წლის 15 აგვისტოს, 2016 წლის 16 სექტემბერს, 2016 წლის 17 ოქტომბერს და 2017 წლის 16 იანვარს წარადგინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები - „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები“, ასევე დაამზადა და შპს „ნ--------ს“ სახელით შემოსავლების სამსახურში 2016 წლის 15 ივნისს, 2016 წლის 15 აგვისტოს, 2016 წლის 16 სექტემბერს, 2016 წლის 17 ოქტომბერს და 2016 წლის 16 ნოემბერს წარადგინა ყალბი „ინფორმაციები საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ“, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები რომ თითქოს შპს „ნ-------ს“ ზემოხსენებულ პერიოდებში არ ჰქონდა გაცემული ხელფასები და არ უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი. ხსენებული ხერხით შპს „ნ--------ს“ კუთვნილ საშემოსავლო გადასახადში წარმოშობილი ზედმეტობა, გ------- ჩ----ემ 2016 წლის პერიოდში და 2017 წლის იანვარში ორგანიზაციის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც შპს „ნ-------ს“ მიაყენა ჯამში - 8 274 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს თვლის, რომ გ------- ჩ----ემ დანაშაულის ჩასადენად და სხვის ფულადი სახსრების დაუფლებისათვის გამოიყენა ყალბი საგადასახდო დოკუმენტები და არამარტო გამოიყენა არამედ დაამზადა კიდეც ამგვარი დოკუმენტები, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ დანაშაულს ჩადენის ხერხი და საშუალება იყო ტყუილი. კერძოდ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენების გზით მოატყუა ქონების მფლობელები და ამ გზით დაეუფლა სხვის ქონებას, რის გამოც სასამართლო თვლის რომ გ------- ჩ----ის მიერ ჩადენილია არა სხვის ნივთის მართსაწინააღმდეგო მითვისება მაშინ, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის გამგებლობაში იმყოფებოდა არამედ ჩადენილია თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რის გამოც გ------- ჩ----ის ქმედება საქ. სსკ-ის 182-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქ. სსკ-ის 180-ე მუხლზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ჩ----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტით ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ჩ----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

გ------- ჩ----ის შემამსუბუქებელი გარემოება ის ფაქტი, რომ მან სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ოჯახური პირობების გათვალიწსინებით-ყავს 5 (ხუთი) არასრულწლოვანი შვილი, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით-აანაზღაურა სრულად ზიანი დახელი შეუწყო გამოძიება, სასამართლო თვლის, რომ გ------- ჩ----ეს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

გ------- ჩ----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------- ჩ----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას სხვა ძირითადი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ჩ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გ------- ჩ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, თ---ზ ჩ----ის (პ/ნ 2----------) და ი------------–-–---–-------------------) თანა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი შუხუთი (ზონა _ლანჩხუთი 27, სექტორი 05, კვარტალი 48, ნაკვეთი 268) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი