განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2019
საქმის ნომერი
820100119003134743
დავის ტიპი
126 (1) 1 , 187 1 , 151 , 126 2 ე
თარიღი
10.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003134743

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

საქმის # 1-176/2019 წ.

10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

სხდომის სახე: ღია

ბრალდების მხარე - პროკურორი რ------–----ე

დაცვის მხარე - ბრალდებული რ------------–--ე (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მოქალაქეობა: საქართველო, განათლება: ს-–----–--, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სო----–-------------------–------------–----).

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი - არაერთგზის, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათიდან 19:50 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მ----–- საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 ივლისის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა რ------------–--ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთკამათისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას გ---–--------------–--ე, კერძოდ: რ------------–--ემ გ---–--------------–--ეს, ორთავე ხელით ძლიერად უბიძგა მხრებზე, რის შედეგად თავი ვერ შეიკავა და ზურგით მიეჯახა კედელს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე რ------------–--ე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–- საცხოვრებელ სახლში, 2018 წლის 22 ნოემბრიდან 2019 წლის 05 ივლისის ჩათვლით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედამის გ---–--------------–--ეს. რ------------–--ე 2018 წლის 22 ნოემბერს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, გათავისუფლების შემდგომ სისტემატიურად ღებულობდა ალკოჰოლს, ვეღარ უწევდა საკუთარ თავს კონტროლს და გამოხატავდა დედამისის მიმართ აგრესიას, კერძოდ: აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას.

 

2019 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათიდან 19:50 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მ----–- საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რ------------–--ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთკამათისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას გ---–--------------–--ეს, რის შემდგომ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათიდან 19:50 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მ----–- საცხოვრებელი სახლის ეზოში რ------------–--ემ ცულის გამოყენებით დააზიანა მისი ძმის ავტომანქანის (ვ---–----------------------------) წინა და უკანა საქარე მინები რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა 320 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

არაერთგზის, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ბრალდებულმა რ------------–--ემ, სასამართლოს წინაშე ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, გ---–--------------–--ის, ი-–--------–--ის, ზვ-----------–--ის, ზ------------–--ის, ნ--------------ის, გ------------------ს, ი-----–-----–--ის, ჟ--–-----------–---ს, ბ----------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტო-ცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაკავების ოქმი, სამედიცინო, ტრასოლოგიური, ცივი იარაღის და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი, დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, 05.07.2016 წლის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი, ალკოტესტით შემოწმების ქვითარი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ნივთმტკიცებები.

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა რ------------–--ემ ოჯახის წევრის დედის გ---–--------------–--ის მიმართ განახორციელა არაერთგზის ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე ოჯახის წევრის დედის გ---–--------------–--ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც გ---–--------------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ასევე დააზიანა და გაანადგურა ოჯახის წევრის ძმის ზვ-----------–--ის ავტომანქანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა რ------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არაერთგზის ძალადობით და სისტემატური შეურაცხყოფით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა რ------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა რ------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებით და განადგურებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, საკუთრებას, ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა, რომლებიც ჩადენილი იქნა სიმთვრალეში. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რ------------–--ე გასამართლებული იქნა ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებისთვის დედის გ---–--------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და საპატიმრო სასჯელის მოხდიდან კვლავ განაგრძო მის მიმართ აღნიშნული ქმედებები, რაც მიუთითებს ბრალდებულის საზოგადოებრივ საშიშროებაზე და ნების სიმტკიცის დაბალ ხარისხზე, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებები ბრალდებულის წარსულიდან არ არსებობს.

ამავე დროს სახეზე არაა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრალდებულ რ------------–--ის იზოლაცია და ჩადენილი ქმედების პროპორციულად მის მიმართ სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რა დროსაც გასათვალისწინებელია საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილი წესი სასჯელის დანიშვნისას, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე რ------------–--ის მიმართ სანქციის ფარგლებში უნდა დაინიშნოს მინიმალურ ვადაზე სულ მცირე 1 წლით მეტი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;

 

შესაბამისად ნივთმტკიცება ნაჯახი, ჯოხი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოჩანაწერი უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

რ------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

რ------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ რ------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

გაუქმდეს რ------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2019 წლის 05 ივლისიდან.

 

ნივთმტკიცება ნაჯახი, ჯოხი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოჩანაწერი განადგურდეს განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი