განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
330100119002837391
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/500-19

გამოძიების N0-----------

09 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ------------–---–ი;

დაცვის მხარე:

ბრალდებული თ------------------ (პ/ნ 2----------) - დაბადებული 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თელავი, ს------–-----------–-, მ-------------------–---------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–------------------------------–----------------------------ში;

ადვოკატი - პ------------–---–-,თარჯიმანი - ვ-----–--------------, ელ------------ი, ს----–-----------, ე-–---------------

კვალიფიკაცია:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. თბილისში, ე.წ. ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-----------------მა მეუღლეს, ფ----–------------ს მუშტი დაარტყა მარჯვენა ყურის არეში და წიხლი ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში, რა დროსაც ფ----–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი).

2018 წლის 1------------ს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–----------------------------ში, თ-----------------მა, არასრულწლოვანი შვილის - რ----------------ის თანდასწრებით, მეუღლეს, ფ----–------------ს ხელები მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ფ----–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

2018 წლის 1------------ს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–----------------------------ში, თ------------------ მეუღლეს, ფ----–------------ს დანის საშუალებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ფ----–------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა თ------------------ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ თ------------------ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

ქ. თბილისის ი--------------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ მ-----------–---–---–-ს მიერ ზეპირი განცხადების მიღების შესახებ შედგენილი ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------ს ზემოაღნიშნულ განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ფ----–------------, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლე თ------------------ მუდმივად ძალადობდა მასზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ფიზიკური შეურაცხყოფის ბოლო ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 1------------ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, სადაც თ------------------ ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ფ----–------------მ განაცხადა, რომ იყო შეშინებული, ბოლო ორი დღის განმავლობაში სახლში ვეღარ მიდიოდა, რის გამოც ითხოვა დახმარება და კანონის შესაბამისად მისი მეუღლის დასჯა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ. თბილისის ი--------------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელმა მ-----------–---–---–მა, დაადასტურა ზემოაღნიშნული ოქმის ავთენტურობა.

2018 წლის 2------------- N0----- შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ ორდერი გამოცემულია თ------------------ს მიმართ, 2018 წლის 16 და 1------------ს მისი მეუღლის, ფ----–------------ს ფიზიკური შეურაცხყოფის და დანის გამოყენებით მუქარის განხორციელების ფაქტზე.

მოწმე ნ----------------------მ, დაზარალებული ფ----–------------ს დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს არათანმიმდევრული ჩვენება მისცა სასამართლოს. მოწმემ ერთის მხრივ, ბრალდების მხარის მიერ მისი დაკითხვისას, დაადასტურა წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორე, სადაც იგი აფიქსირებდა, რომ ქალიშვილისგან არაერთხელ სმენია იმის შესახებ, რომ მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და სახლიდან მისი წამოსვლაც ბოლო პერიოდში თ. ა--------ის განსაკუთრებულ აგრესიას უკავშირდებოდა; მეორეს მხრივ კი, დაცვის მხარის შეკითხვებზე, მოწმე პასუხობდა, რომ შვილს მისთვის არ უთქვამს, რომ მეუღლე სცემდა, არც მის სხეულზე უნახავს ფიზიკური ძალადობის კვალი და იმის შესახებ, რომ თ-----------------მა მეუღლე სცემა, სხვათაგან შეიტყო. ცოლ-ქმარს შორის რაიმე ინციდენტს თავად არასდროს შესწრებია.

მოწმე ს---------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული ფ----–------------ მისი მეუღლის დეიდაშვილია, კარგად იცნობს ფ. ა--------ას მეუღლესაც - თ-----------------ს. ფ----–------------სა და თ-----------------ს ერთმანეთთან კარგი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ. მათ კონფლიქტს არასდროს შესწრებია. მათ შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ სხვა, გარეშე პირებისგან შეიტყო.

მოწმე ნ------------–---მა, დაზარალებული ფ----–------------ს დამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის დეკემბერში ფ----–- 4-5-დღის განმავლობაში ცხოვრობდა მასთან, რადგან, ამ უკანასკნელის განმარტებით, მეუღლესთან, თ-----------------თან ნაჩხუბარი იყო.

 

დაზარალებულმა ფ----–------------მ და მოწმე რ----------------მა სასამართლო განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით, არ მიეცათ ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება.

ბრალდებულმა თ-----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლისთვის არაერთხელ მიუყენებია, მაგრამ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მუქარას მათ შორის ადგილი არასდროს ჰქონია.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის თ------------------ს მიერ ფ----–------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტების დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები _ ზეპირი განცხადების მიღების შესახებ შედგენილი ოქმი, 2018 წლის 2------------- შემაკავებელი ორდერი, მოწმეების - მ-----------–---–---–-ს და ნ----------------------ს ჩვენებები, _ რომლებიც თ------------------ს მიერ ფ----–------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა, წარმოადგენს ნაწარმოებ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ასახვისას ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ფაქტობრივ ინფორმაციას. აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზეპირი განცხადების მიღების შესახებ შედგენილი ოქმი, შემაკავებელი ორდერი და მ-----------–---–---–-ს ჩვენება მთლიანად ეფუძნება დაზარალებული ფ----–------------ს მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, რომელიც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულა, რადგან საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში მეუღლის მამხილებელი ჩვენება; მოწმე ნ----------------------ს ჩვენება კი ინფორმაციის წყაროდ მიუთითებს „სხვა პირებს“, მათი იდენტიფიცირების გარეშე, რაც ამ პირთა რეალურად არსებობის შემოწმების შესაძლებლობას არ იძლევა. რაც შეეხება ს---------------ს და ნ------------–---ას ჩვენებებს, - გარდა იმისა, რომ არც ეს პირები წარმოადგენენ მათ ჩვენებებში ასახული ინფორმაციის პირველწყაროს, - ისინი მხოლოდ ზოგად განაცხადს შეიცავს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი „ჩხუბის“ და არა თ. ა--------ის მხრიდან ფ. ა--------აზე ფიზიკური ძალადობის შესახებ.

ზემოაღნიშნულ ჩვენებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პირები უშუალოდ არ არიან თ------------------ს მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის, ფ----–------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემსწრენი, ამასთან, მათ მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ პირთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------------------ს მიერ მისი მეუღლის - ფ----–------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ვერცერთი ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა.

რაც შეეხება ფ----–------------ს მიმართ განხორციელებული მუქარისთვის თ------------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, - ისიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით დადასტურებული ვერ იქნა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ამ კუთხით ინფორმატიული მტკიცებულებები - ზეპირი განცხადების მიღების შესახებ შედგენილი ოქმი და 2018 წლის 2------------- შემაკავებელი ორდერი, - ისევდაისევ, დაზარალებული ფ----–------------ს განმარტებებს ეყრდნობა, რომლის სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობა არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს არ მისცემია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (იგივე ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.

სამართლებრივი შეფასება:

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თ------------------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს თ------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

გამართლებულ თ-----------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი