განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
330100119002804079
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე №1/165-19

გამოძიების N0------------

10 ივლისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------–---------;

დაცვის მხარე:

ბრალდებული თ---------–---------- (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თბილისი, ს------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–-------------------–---------------------------–ი,ადვოკატი - ნ---------–------,კვალიფიკაცია:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის აპრილის თვის დასაწყისში, ქ. თბილისში, ვ---------–----------------------------------------------ში, თ---------–----------მ ოჯახური კონფლიქტის დროს ფიზიკური და სიტვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხ-----------–----------ს, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახის არეში და რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა მუცლის არეში. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი);

2018 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებში, ქ. თბილისში, ვ---------–----------------------------------------------ში, თ---------–----------მ ოჯახური კონფლიქტის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხ-----------–----------ს, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახის არეში და რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა მუცლის არეში. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი);

2018 წლის 21 დეკემბერს, ქ. თბილისში, ვ---------–----------------------------------------------ში, თ---------–----------მ ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანის, 2002 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ნ--------------ს თანდასწრებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ხ-----------–----------ს, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - ნ-------------ს. კერძოდ, ხ-----------–----------ს ერთხელ დაარტყა ფეხი მუცელში, ნ-------------ს კი ხელი ჩაავლო მხრებში და კედელზე მირტყმით დაუზიანა მტევანი. აღნიშნული ქმედებებით, დაზარალებულმა ნ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები).

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა თ---------–---------ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------–---------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

მოწმეებმა - გო-----–-----მ და ბ-------------–----მ, შ--------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-------------–---------------მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინების მიღების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–---------------------------ში. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ხ-----------–----------, მისი მეუღლე - თ---------–---------- და შვილი - ნ-------------. ბინა იყო არეული, იატაკზე საყოფაცხოვრებო ნივთები, დამტვრეული ჩაიდანი და ტანსაცმელი ეყარა, ხ-----------–---------- კი აღელვებული იყო და ტიროდა, მან განმარტა, რომ მეუღლემ მას და მის შვილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებული მათი თანდასწრებით არანაირ აგრესიას არ ავლენდა. ხ-----------–----------ს მოთხოვნით გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. თ---------–---------- ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული და შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური.

მოწმე გ------------–---–---, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------------–--------------- გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაზარალებულისა და ბრალდებულის ბინაში მისულს ხ-----------–----------მ და მისმა ქალიშვილმა განუცხადეს, რომ თ---------–----------მ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხ-----------–----------ს განმარტებით, მისი ცემის ფაქტს წარსულშიც ჰქონია ორჯერ ადგილი.

მოწმე ბ--–---------------, ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას და თ---------–----------ს ჰყავთ საერთო, 10 წლის შვილი, რომლის სანახავადაც ბრალდებული მათთან ხშირად მიდის. 2018 წლის დეკემბრის თვეში, თ---------–----------ს უბანში შეექმნა პრობლემები, რის გამოც იგი გარკვეული ხნით მათთან დარჩა. 2018 წლის 20 დეკემბერს კარზე კაკუნი მოესმა და კარი რომ გააღო სადარბაზოში არავინ იყო, მხოლოდ ტანსაცმლით სავსე ორი პარკი დახვდა იქ. დაინტერესდა რა ხდებოდა და კორპუსიდან გარეთ გავიდა, სადაც ხ-----------–---------- და მისი ქალიშვილი ნახა. მათთან დალაპარაკება და სიტუაციის ახსნა რომ მოინდომა, ხ-----------–----------მ და მისმა შვილმა არ მოუსმინეს და მისი ლანძღვა და მუქარა დაიწყეს. ხ-----------–---------- ეუბნებოდა „შენთან დარჩესო“, მისი შვილიც მხარს უბამდა და „რაც უნდოდა, ის მიიღოო“, ამბობდა. ვინაიდან მიხვდა, რომ მათთან ვერაფერს გააწყობდა, დაბრუნდა შინ. მოწმე ბ--–--------------- ასევე განმარტა, რომ ხ-----------–---------- მუდამ ეჭვიანობდა მეუღლეზე, იმის გამო, რომ ის ყოფილ ცოლთან და შვილთან კონტაქტს არ წყვეტდა. ამ ნიადაგზე, 2018 წლის აპრილის თვეში, ხ-----------–----------მ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებებიც კი მისწერა.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 დეკემბერს, 11:55 საათზე, მისსავე საცხოვრებელ ბინაში დაკავებული იქნა თ---------–----------, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებისას მუცლის, ზურგის, გულმკერდის, ყელის, კისრის და სახის მიდამოში აღენიშნებოდა „ნაკაწრები და დაზიანებები“. თ---------–---------ის განმარტებით, დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებემდე.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის N1-- სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ ნ-------------ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 21.12.2018 წ., სასწრაფო სამედიცინო ბარათის ჩანაწერში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების შესახებ მითითებული არ არის.

24.12.2018 წ., მოქ. ნ-------------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის მიდამოში მე-5 ნების ძვლის საპროექციოდ. ექსპერტის დასკვნით, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 21.12.2018 წ.

ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ნ------------- ზემოაღნიშნულ დაზიანებას უკავშირებს 2018 წლის 21 დეკემბრის დილას მის სახლში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც იგი ცდილობდა ხელი შეეშალა მამინაცვლისთვის, რომელიც მას და დედას სახლიდან აგდებდა და აივნიდან ჩემოდნის გადაგდება სურდა. მამინაცვალმა ხელი ჰკრა, რის შედეგადაც მარჯვენა მტევანი დაარტყა კედელს და დაიზიანა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის N1--- სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ ხ-----------–----------ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 21.12.2018 წ., 09:07 საათზე. სასწრაფო სამედიცინო ბარათის ჩანაწერში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების შესახებ მითითებული არ არის.

24.12.2018 წ. მოქ. ხ-----------–----------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში და მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, მე-2-3 ნების ძვლების საპროექციოდ, სისხლნაჟღენთების სახით.

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 21.12.2018 წ.

დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ხ-----------–---------- ზემოაღნიშნულ დაზიანებებს უკავშირებს 2018 წლის 21 დეკემბრის დილას მეუღლესთან მომხდარ ინციდენტს. ხ-----------–----------ს განმარტებით, „2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 11:00-12:00 საათისთვის, მეუღლე ჩხუბობდა, ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან /შვილთან ერთად/, რა დროსაც ისროდა და ამტვრევდა სხვადასხვა ნივთებს, /შესამოწმებელი ვერ აკონკრეტებს რაიმე მოხვდა თუ არა/.“

დასკვნის ამავე ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებით ხ-----------–----------სთვის 21.12.2018 წ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, პაციენტს ჰქონდა თავის ტკივილი და სხვა ჩივილები, არ უძინია მთელი ღამის განმავლობაში, აღენიშნებოდა გამოხატული ფსიქო-ემოციური ლაბილობა, დაესვა დიაგნოზი: თავის ტკივილის სხვა სინდრომები, გულისრევა და პირღებინება, სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას.

ხ-----------–----------ს „ხელწერილით“ დგინდება, რომ მის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს თ---------–---------ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება იყო „მეტად გაზვიადებული“ და მეუღლე მის მიმართ არასდროს ყოფილა აგრესიული.

ბრალდებულმა თ---------–----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს, გვიან საღამოს, იმყოფებოდა ყოფილი მეუღლის - ბ--–--------------ს და შვილის ბინაში, რა დროსაც კარზე გაიგონა ბრახუნი. ბ--–--------------- გახსნა კარი და დაინახა, რომ კართან პარკები იდო. პარკში საკუთარი ნივთები იცნო და მიხვდა, რომ მისი მეუღლე - ხ-----------–---------- იყო მისული. ბ--–-------------- გარეთ გავიდა, მაგრამ მალევე ამობრუნდა სახლში და უთხრა, რომ ეზოში ნ--- და ხ------- უნახავს და მათთან შელაპარაკება მოსვლია. კონფლიქტს თავი აარიდა და იმ ღამით სახლში არ მისულა. შინ დილას მივიდა სამსახურის ინსტრუმენტების წასაღებად. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხ------- და ნ--- სახლის კარს არ უხსნიდნენ. როცა შინ შესვლა შეძლო, ორივეს უსაყვედურა მათი საქციელის გამო, რაზეც ხ-------მ ყვირილი დაუწყო - წაეთრიე შენს ცოლ-შვილთანო, წყევლიდა და უშვერი სიტყვებით აგინებდა. შემდეგ ტელეფონი დაუმტვრია ფეხით. ტელეფონის ნაწილებს რომ კრეფდა, ხ------- ზემოდან დააცხრა, „დუტის“ ქურთუკი დაახია და სახე დაუკაწრა. ვინაიდან ხ------- ძალიან არაადეკვატური იყო, თავი შეიკავა, გაერიდა და ტელევიზორს აუწია, რომ ხ-------ს ხმა არ გაეგონა. როცა ნ---ს უსაყვედურა, რომ მათგან ამის ღირსი არ იყო და დედისთვის უნდა დაეშალა ის, რაც წინა დღეს გააკეთა, ნ---მ უპასუხა - ტანსაცმელი ჩემი ხელით ჩაგილაგე და ჩამოგიტანე შენს ცოლთან, წაეთრიე აქედანო. ვინაიდან მისი სახლიდან გაგდება უნდოდათ, კარადიდან მათი ჩემოდნის ჩამოღება დაიწყო. ხ------- და ნ---, რომლებიც მიხვდნენ, რომ თავად მოუწევდათ მის მიერ ნაქირავები სახლიდან წასვლა, მისცვივდნენ, დაუწყეს ჯაჯგური, კბენა და ცემა. გაბრაზებულმა მათი ჩემოდანი აივანზე გაიტანა და ეზოში გადააგდო. სახე სისხლიანი ჰქონდა, ამიტომ აბაზანაში შევიდა და მოწესრიგდა. აბაზანიდან რომ გამოვიდა, მალევე პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და დააკავეს. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი ჰქონდა აპრილის თვეშიც, როცა ხ-----------–----------მ მაგიდა ამოუტრიალა და კონფლიქტი მოუწყო საკუთარი ვაჟიშვილის შინ დაგვიანების გამო, რომლის კონტროლსაც მას ავალდებულებდა. ბრალდებულმა თ---------–----------მ ასევე აღნიშნა, რომ ხ-----------–----------ს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მცირედ განერვიულების შემთხვევაშიც ისტერიკა ემართება და მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ. მისთვის არაერთხელ გამოუძახებიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რა დროსაც ექიმებმა ნევროპათოლოგთან კონსულტაციის გავლა ურჩიეს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის თ---------–---------ის მიერ ხ-----------–----------სა და ნ--- რ-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტების დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები _ შ--------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-------------–---------------ის და ამავე სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროს გამომძიებელ გ------------–---–--ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა დასკვნები, _ რომლებიც თ---------–---------ის მიერ ხ-----------–----------სა და ნ--- რ-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა, წარმოადგენს ნაწარმოებ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ასახვისას ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ფაქტობრივ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მთლიანად ეფუძნება დაზარალებულების - ხ-----------–----------სა და ნ--- რ-------ს მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, რომლებიც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულან, რადგან საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლეს კონსტიტუციური უფლებით არ მიეცათ დანაშაულში ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება.

ზემოაღნიშნული, ნაწარმოები მტკიცებულებების, - რომლებიც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ასახვისას ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ფაქტობრივ ინფორმაციას, - შეფასების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, როგორც ნაწარმოები მტკიცებულება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ავტორები უშუალოდ არ არიან თ---------–---------ის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის, ხ-----------–----------სა და ნ--- რ-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემსწრენი, ამასთან, მათ მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ პირთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა დასკვნებით დასტურდება 2018 წლის 21 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ ხ-----------–----------სა და ნ--- რ-------ს სხეულზე (ნ. რ-------ს შემთხვევაში - ხელის მტევანზე, ხ. კ--–----------ს შემთხვევაში კი - წინამხარსა და მტევანზე) სისხლმაჟღენთების არსებობა, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებები ცალსახად არ მოწმობს ბრალდებულის მხრიდან დაზრალებულების მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტთა მიერ დადგენილი დაზიანებების ლოკალიზაცია შეესაბამება ბრალდებულის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემოდნის გადაგდების მცდილობისას მას დედა-შვილი წინააღმდეგობას უწევდა და ხელიდან ჩემოდანს გლეჯდა, და თავსებადი არ არის ხ. კ--–----------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თ. კ--–----------სთვის წარდგენილ ბრალდებასთან, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა მეუღლეს წიხლი ჩაარტყა მუცელში, გერს კი „ხელი ჩაავლო მხრებში და კედელზე მირტყმით დაუზიანა მტევანი“. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ დაკავების ოქმის თანახმად, შემთხვევის დღეს დაკავებულ ბრალდებულს მუცლის, ზურგის, გულმკერდის, ყელის, კისრის და სახის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები და სხვა ტიპის დაზიანებები, რაც ასევე დამაჯერებელს ხდის ბრალდებული თ---------–---------ის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები, რომლებმაც იგრძნეს მის მიერ ნაქირავები სახლიდან მათი გაგდების საშიშროება, მისცვივდნენ, ართმევდნენ ჩემოდანს, რომელიც გადასაგდებად აივნისკენ მიჰქონდა, რა დროსაც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას - კბენდნენ, კაწრავდნენ და ურტყამდნენ ხელს.

რაც შეეხება ხ-----------–----------ს მიმართ თ---------–---------ის მიერ 2018 წლის აპრილის თვის დასაწყისში და იმავე თვის შუა რიცხვებში ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტებს, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით ვერც მათი დადასტურება შეძლო ბრალდების მხარემ. პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ამ კუთხით ინფორმატიულია ერთადერთი მტკიცებულება - გამომძიებელ გ------------–---–--ს ჩვენება, რომლის თანახმადაც მან ხ-----------–----------სგან შეიტყო, რომ თ---------–---------ის მიერ მისი ცემის ფაქტს წარსულში ორჯერ ჰქონდა ადგილი. ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და ისევდაისევ, დაზარალებული ხ-----------–----------ს განმარტებას ეყრდნობა, რომლის სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობა არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს არ მისცემია, - ფაქტის უტყუარად დადგენის თვალსაზრისით იგი სასამართლოსთვის ღირებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------–---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.

სამართლებრივი შეფასება:

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში თ---------–---------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ---------–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს თ---------–---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

გამართლებულ თ---------–----------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი