განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
330100119002926167
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1393-19

(#0----------4)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ნ---------------ის,ბრალდებულ _ ვ-–---------–-–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ვ-–-----–-------------------–-–---–-ს (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–----–------–--------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ-–---------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ნ------------–---ის, თ--------–---------–----ს, გ-----------–----ის, ზ------------–--ის, ს---–-----------–---–ის, ლ--------------ის გამოკითხვის ოქმებით; დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით; თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ვ-–---------–-–--ლმა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ვ-–---------–-–---–-, 2019 წლის 05 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ--------------ის მფლობელობაში არსებულ სსიპ „ს-----------------------–----–---------------–--------------------ოს“ კუთვნილ ნივთებს: ჩანთას, ტელეფონს, ყურსასმენებს, ელექტროსადენს, ხმის მიმღებს, კამერის შუქამრეკლს, მიკროფონის ჩასადებს, რითაც დაზარალებულ სსიპ „ს-----------------------–----–---------------–----------------------ს“ მიაყენა 965 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვ-–---------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ვ-–---------–-–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ვ-–---------–-–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ კმაყოფაზე ჰყავს სიმსივნით დაავადებული დედა, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თავად არის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 06 ივნისის განაჩენით, ვ-–---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

„ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი; მობილური ტელეფონის ყურსასმენი; ე.წ. „SDI“ ვიდეოკამერისა და პირდაპირი სიგნალის დამაკავშირებელი ელექტროსადენი; ვიდეოკამერისა და მობილურის დამაკავშირებელი ხმის მიმღები მოწყობილობა; ვიდეოგადამღები კამერის ელემენტები; ვიდეოგადამღები კამერის შუქამრეკლი, შალითით; ვიდეოგადამღები კამერის შალითა; ვიდეოგადამღები კამერის წვიმისგან დამცავი შალითა; მიკროფონის ორი პლასტმასის დეტალი; მიკროფონის ჩასადები; მოშავო ზურგჩანთა, ასევე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათით, იმეი კოდებით: 3--------------, 3--------------; საქართველოს მოქალაქის პასპორტი; საქართველოს მოქალაქის აიდი (პირადობის) მოწმობა; ორი გასაღები; ოთხი ფურცელი; ერთი ერთლარიანი კუპიურა; ერთი ორმოცდაათთეთრიანი, ოთხი ოცთეთრიანი და სამი ათთეთრიანი მონეტა, რომლებიც ინახება თბილისში, ნ------–---–--------------ში მდებარე საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი DVD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 06 ივნისის განაჩენით, ვ-–---------–-–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საბოლოოდ დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საბოლოოდ, ვ-–---------–-–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის განჩინებით, ვ-–---------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ვ-–---------–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 09 ოქტომბრიდან - 2018 წლის 09 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 05 მარტის 18:16 საათიდან.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

„ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი; მობილური ტელეფონის ყურსასმენი; ე.წ. „SDI“ ვიდეოკამერისა და პირდაპირი სიგნალის დამაკავშირებელი ელექტროსადენი; ვიდეოკამერისა და მობილურის დამაკავშირებელი ხმის მიმღები მოწყობილობა; ვიდეოგადამღები კამერის ელემენტები; ვიდეოგადამღები კამერის შუქამრეკლი, შალითით; ვიდეოგადამღები კამერის შალითა; ვიდეოგადამღები კამერის წვიმისგან დამცავი შალითა; მიკროფონის ორი პლასტმასის დეტალი; მიკროფონის ჩასადები; მოშავო ზურგჩანთა, ასევე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათით, იმეი კოდებით: 3--------------, 3--------------; საქართველოს მოქალაქის პასპორტი; საქართველოს მოქალაქის აიდი (პირადობის) მოწმობა; ორი გასაღები; ოთხი ფურცელი; ერთი ერთლარიანი კუპიურა; ერთი ორმოცდაათთეთრიანი, ოთხი ოცთეთრიანი და სამი ათთეთრიანი მონეტა, რომლებიც ინახება თბილისში, ნ------–---–--------------ში მდებარე საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი DVD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე