განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/421-19
(გამოძიების №00----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ--------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------------------------–----------–---------------------------------------–------------------------–-----------–------------------------------------–---------------------–-------------------–-------–--------------–---------------------------------------ში),ადვოკატები - დ------------------–---–ი, ზ-------–----ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით.
2018 წლის 12 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში დ--------------–---–მა ყოფილი მეუღლის - რ-------------–--–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ ატვირთა მის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერები. დ--------------–---–ის ქმედებების შედეგად რ-------------–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.4. დ--------------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - რ-------------–--–---–ის, მოწმეების - ე-–-----–---–----ის, ი---–------–--------ის, მ--------------–---–ის, თ-------------–-–---–ის, მ------------ისა და ს----------------ის ჩვენებები, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი, კერძოდ:
2.5. დაზარალებულმა რ-------------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ყოფილი მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ დ--------------–---–თან ერთად 2010 წელს შექმნა ოჯახი. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც 2015 წელს ერთმანეთს დაშორდნენ ერთმანეთს. მასეზე დანით განხორციელებული მუქარის გამო დ--------------–---–ი 2018 წელს სასამართლომ გაასამართლა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა მეუღლემ კვლავ დაიწყო მისი კორპუსის სადარბაზოსთან მისვლა, ყვირილი და მუქარის შემცველი წერილების დატოვება, რის გამოც ქუჩაში გასვლის ეშინოდა. დ--------------–---–ის უკანონო ქმედებების გამო მიმართა პოლიციას და ბრალდებულის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 1 თვის ვადით. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში დ--------------–---–მა ს----------------ეს (რ-------------–--–---–ის მეგობარი) სამსახურში მიუტანა ფურცელი სადაც ეწერა „ფეისბუქის“ პირადი გვერდის მისამართი. ბრალდებული მოითხოვდა დაზარალებულს დაეთვალიერებინა ,,ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთული ვიდეო ფაილები. დაზარალებულის განმარტებით, ვიდეოჩანაწერებში ბრალდებული მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა რ-------------–--–---–ს, აცხადებს, რომ ,,კისლატას“ შეასხამდა. ვიდეოში ბრალდებული ასევე იმუქრებოდა, რომ ყოფილი მეუღლე მზის სინათლეს ვერ ნახავდა, ისე დასჯიდა დაზარალებულს, რომ სიცოცხლის ბოლომდე დაამახსოვრდება, „კანე-კორსოს“ ჯიშის ძაღლს არტერიას დააზიანებინებდა. ვიდეოების ნახვის შემდეგ განცხადებით მიმართა პოლიციას და დაიწყო გამოძიება. დ--------------–---–ის მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან ბრალდებული არაერთხელ დამუქრებია, მათ შორის წარსულში მივარდა ქუჩაში დანით და ყელის გამოჭრით დაემუქრა. დაზარალებულის განმარტებით, დ--------------–---–ს ვიდეოები გადაღებული აქვს რ-------------–--–---–ის კორპუსის ეზოში, ბრალდებულის სახლში და საწყობში. რ-------------–--–---–მა ასევე დაადასტურა, რომ დ--------------–---–ი ქუჩაში დახვდა ე-–-----–---–----ეს, რომელსაც ყვირილით მოსთხოვა დაზარალებულისთვის გადაეცა რომ ,,დაბრიდავდა“.
2.6. მოწმე ს----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რ-------------–--–---–ი მისი მეგობარია და მასთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. მოწმემ დაადასტურა, რომ დ--------------–---–ი და რ-------------–--–---–ი რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ს----------------ის განმარტებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში ბრალდებულმა სამსახურში მიუტანა წერილი რ-------------–--–---–ისთვის გადასაცემად. დ--------------–---–მა გაღიზიანებულმა, ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ წერილი აუცილებლად გადაეცა რ-------------–--–---–ისთვის. დ--------------–---–ის მიერ დატოვებულ ფურცელზე ეწერა ვებ. გვერდის მისამართი, რომელიც გადაუგზავნა დაზარალებულს. ბრალდებულის მიერ დატოვებულ წერილს პირადად არ გაცნობია. რ-------------–--–---–ისგან იცის, რომ დ--------------–---–ი ხშირად ემუქრებოდა. რ---------ი იყო შეშინებული. დაზარალებულმა აჩვენა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბრალდებული სხვანაირი იყო (სავარაუდოდ ნასვამი) და შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამწარებით ემუქრებოდა.
2.7. მოწმე ე-–-----–---–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რ-------------–--–---–ი მისი მეგობარია. მისთვის ცნობილია, რომ დაზარალებული და ბრალდებული 2010 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდნენ ერთად (იყვნენ მეუღლეები). მიუხედავად იმისა, რომ რ-------------–--–---–თან ყოველდღიური ურთიერთობა არ ჰქონდა, დაზარალებულისგან იღებდა ინფორმაციას მეუღლეებს შორის (დ--------------–---–ი და რ-------------–--–---–ი) არსებული უკმაყოფილების თაობაზე, რამაც მათი დაშორება გამოიწვია. ასევე რ-------------–--–---–ისგან შეიტყო, რომ დ--------------–---–მა ყოფილ მეუღლეს ყელზე დანა მიადო, რის გამოც ბრალდებული გაასამართლეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დ--------------–---–ი კვლავ აწუხებდა რ-------------–--–---–ს, უთვალთვალებდა ყოფილ მეუღლეს, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოწმე ე-–-----–---–----ემ ასევე დაადასტურა 2018 წლის 19 დეკემბერს, დ--------------–---–თან ქუჩაში შეხვედრის ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულმა უთხრა, რომ რ-------------–--–---–თან დაკავშირებით სურდა საუბარი. ე-–-----–---–----ემ ბრალდებულს საუბარზე უარი უთხრა, რის გამოც დ--------------–---–ი აგრესიული და არაადეკვატური გახდა, დაიწყო ყვირილი - „რ-------------–--–---–ს უთხარი მნახოს, თორემ ,,დავბრიდავო“. მოგვიანებით, რ-------------–--–---–ისგან შეიტყო, რომ დ--------------–---–მა პირად „ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთა ვიდეო ჩანაწერი, სადაც საუბრობს ე-–-----–---–----ესთან შეხვედრაზე. ბრალდებული ვიდეოში ამბობს, რომ შეხვდა ე-–-----–---–----ეს, რომელსაც დააბარა: „რ-------------–--–---–ი თუ არ შემხვდება მოვკლავ“. დაზარალებულმა დახმარებისთვის მიმართა პოლიციას. თვითონაც (ე-–-----–---–----ე) დაიბარეს გამოკითხვაზე, სადაც ასევე იმყოფებოდა რ-------------–--–---–ი. დაზარალებულმა მობილურ ტელეფონში აჩვენა დ--------------–---–ის მიერ, „ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთული ვიდეო ჩანაწერები. ერთ ვიდეოში ბრალდებული რ-------------–--–---–ს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება. შემდეგ ვიდეოში ბრალდებული აცხადებს, რომ რ-------------–--–---–თან ანგარიშსწორების მიზნით, შეიძენს იტალიური ჯიშს ძაღლს (კანე-კორსო), რომელიც არტერიას აგლეჯს ადამიანს და კლავს. ვიდეო ჩანაწერებში დ--------------–---–ი მკაფიოდ და გარკვევით ჩანდა. ბრალდებულის მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა რადგან, დ--------------–---–ი აგრესიული ტონით საუბრობდა და არაადეკვატურად ყვიროდა, ასევე შეაშინა იმ გარემოებებმა, რომ დ--------------–---–ი მუქარის გამო სასჯელს იხდიდა და მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერები. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული რ-------------–--–---–ს ყოველდღე ემუქრებოდა, კორპუსის ეზოში მიდიოდა და ყოფილ მეუღლეს უყვიროდა. დაზარალებულს საღამოს ქუჩაში გასვლის ეშინოდა.
2.8. სასამართლო აფასებს დაზარალებულ რ-------------–--–---–ის, ასევე მოწმეების - ე-–-----–---–----ისა და ს----------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. რ-------------–--–---–ი, ე-–-----–---–----ე და ს----------------ე იდენტურად აღწერენ დ--------------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა დაზარალებულისა და მოწმეების იმგვარი დაინტერესება ბრალდებულის მიმართ, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. დაზარალებულმა რ-------------–--–---–მა ცალსახად დაადასტურა, რომ ყოფილმა მეუღლემ დ--------------–---–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გაიმეორა მის (რ-------------–--–---–ის) მეგობარ ე-–-----–---–----ესთან შეხვედრისას, ხოლო მეორე მეგობარს - ს----------------ეს გადასცა წერილი, რომელშიც მითითებული იყო „ფეისბუქ“ გვერდის მისამართი, სადაც ბრალდებულს განთავსებული ჰქონდა მუქარის შემცველი ვიდეო ფაილები. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ დ--------------–---–ის მიერ განთავსებული არაერთი ვიდეო ჩანაწერი იყო მუქარის შემცველი. ბრალდებული ემუქრებოდა დაზარალებულს, რომ შერიგებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოკლავდა, რ-------------–--–---–ის სიცოცხლის მოსასპობად ძაღლს (კანე კორსო) გამოიყენებდა, რომელიც არტერიას აგლეჯს ადამიანს. დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ე-–-----–---–----ემ და ს----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. ე-–-----–---–----ემ აღნიშნა, რომ ქუჩაში შეხვდა ბრალდებული დ--------------–---–ი, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა რ-------------–--–---–თან შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა ყოფილი მეუღლის სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულის დანაბარები გადასცა რ-------------–--–---–ს. დაზარალებულმა მობილურ ტელეფონში აჩვენა დ--------------–---–ის მიერ, ,,ფეისბუქ“ გვერდზე ატვირთული, მუქარის შემცველი ვიდეო ფაილები, რომელშიც ნათლად ჩანდა, რომ დ--------------–---–ი ძაღლის ,,კანე კორსოს“ გამოყენებით არტერიის გამოგლეჯვით ემუქრებოდა რ-------------–--–---–ს. მოწმე ს----------------ემ კი დაადასტურა, რომ ბრალდებულმა დაუტოვა წერილი რ-------------–--–---–ისთვის გადასაცემად. დაზარალებულისგან შეიტყო, რომ ბრალდებულს ,,ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებული ჰქონდა მუქარის შემცველი ვიდეო ფაილები. ამდენად, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება დ--------------–---–ის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტები. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ-------------–--–---–ის მიმართ ძაღლის ,,კანე კორსოს“ გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებისა და არტერიის გამოგლეჯვის თაობაზე მუქარის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დგინდება, როგორც დაზარალებულ რ-------------–--–---–ის, ასევე მოწმე ე-–-----–---–----ის ჩვენებებით, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ვიდეო ჩანაწერი. მუქარის ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე ს----------------ეც. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უტყუარად დგინდება და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რ-------------–--–---–ს მუქარის გამო შიში გაუჩნდა. აღნიშნული გარემოება თავად დაზარალებულმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა და ამაზე მოწმეებმაც მკაფიოდ მიუთითეს. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე გამოთხოვილი იქნეს ელექტრონული სახით დაცული ინფორმაცია (მათ შორის ვიდეო ჩანაწერი). მიუხედავად აღნიშნულისა ეს მოცემულობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული იმგვარად, რომ მოწმეების ჩვენებები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ვიდეოჩანაწერში განხორციელებული მუქარა, აპრიორი არადამაჯერებლად და არასარწმუნოდ განვიხილოთ. ამ შემთხვევაში თითოეული მოწმის ჩვენება ფასდება უტყუარობის და დამაჯერებლობის ხარისხით იმგვარად, როგორც სხვა ორდინალურ შემთხვევებში და სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სტანდარტით დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების შეფასების შემდეგ მათ მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. შესაძლოა არსებობდეს იმგვარი მოცემულობაც, როდესაც ვიდეოს ხილვის შემდეგ ავტორმა ინტერნეტ სივრციდან წაშალა ვიდეოჩანაწერი, თუმცა თუ მოწმეებმა აღნიშნული ნახეს და ამავდროულად დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად, ვერ გამოირიცხება მუქარის ავტორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება რ-------------–--–---–ის მიმართ მეგობრის - ე-–-----–---–----ის მეშვეობით შეთვლილ მუქარას, აღნიშნულის დასადასტურებლად არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულბება (ე-–-----–---–----ის ჩვენება), რაც არ არის საკმარისი ფაქტების უტყუარად დასადგენად.
2.9. გამომძიებელმა თ-------------–-–---–მა და ბ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.
2.10. ქ. თბილისის ი------------------–--------------–-------------------–---------------------------------------–მა ი---–------–--------მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს შევსებული შემაკავებელი ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა რ-------------–--–---–ის განცხადების საფუძველზე . დაზარალებული უთითებდა ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულს ერთი თვით აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება. რ-------------–--–---–ი აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფეისბუქის პირად გვერდზე ატვირთა მუქარის შემცველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები.
2.11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 თებერვლის #0-------- დასკვნის თანახმად, დ--------------–---–ს აღენიშნება არა ფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქო აქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი F19.71 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არა ფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა განუკურნებელი დაავადებების ჯგუფს არ მიეკუთვნება. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი, იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. იგი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
2.12. ექსპერტმა მ------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამრთლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 თებერვლის #0-------- დასკვნითა და ექსპერტ მ------------ის ჩვენებით ცალსახად დგინდება ბრალდებულის გართულებული ფსიქიკური მდგომარეობა, თუმცა დღეის მდგომარეობით, დ--------------–---–ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი, იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ბრალდებული იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ-ფსიქიატრის ჩვენებით დადგენილ გარემოებებს სასამართლო მხედველობაში მიიღებს დ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დასაბუთების ნაწილში.
2.14. 2018 წლის 20 დეკემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის #7------ დასკვნის თანახმად, დ--------------–---–ს ლაბორატორიულად დაუდგინდა „ამფეტამინის“, „ბუპრენორფინის“, „მეტამფეტამინისა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტები.
2.15. ექსპერტ - ნარკოლოგმა მ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ნარკოლოგიური კვლევის სისწორე.
2.16. ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ნარკოლოგ მ--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, დ--------------–---–ს დაუდგინდა არაერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
2.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე და მიექცა აღსასრულებლად.
2.18. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენით დასტურდება, რომ დ--------------–---–ი ნასამართლევია ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი.
2.19. ბრალდებულმა დ--------------–---–მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია. წარსულში მისი ნასამართლობა დაზარალებულის მაპროვოცირებელმა ქმედებებმა გამოიწვია. ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებულს და მის ძმას გარკვეული თანხა მისცა, რომელიც არ დაუბრუნეს და დაემალნენ. სწორედ აღნიშნულ თანხას ითხოვდა რ-------------–--–---–ისგან, რის გამოც დაზარალებული არასწორად ამხელს დანაშაულის ჩადენაში. მუქარის შემცველი ვიდეოები მას არ აუტვირთავს. დაზარალებული კომპიუტერის სპეციალისტია და ვარაუდობს, რომ მისი სახელით სოციალურ ქსელში რაღაცეები გააკეთა. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ დაზარალებულს მისი ეშინია და სახლიდან არ გამოდის, თუმცა დ--------------–---–ისთვის გაუგებარია თუ რატომ ეშინია რ-------------–--–---–ს. სოციალური ქსელით სარგებლობს, მაგრამ იშვიათად.
2.20. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ--------------–---–ის განმარტებებს მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ 2018 წლის 12 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში დ--------------–---–მა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ ატვირთა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ყოფილი მეუღლის - რ-------------–--–---–ის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერები. დაზარალებულმა ბრალდებულის მუქარა აღიქვა რეალურად, მისი პიროვნებისა და წარსული ქმედებების გათვალისწინებით. დაზარალებულმა და მოწმე ე-–-----–---–----ემ ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ვიდეოში საუბრობდა დ--------------–---–ი, რომელმაც მკაფიოდ და გარკვევით გამოხატა მუქარა რ-------------–--–---–ის მიმართ. რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას ვიდეოჩანაწერის სიყალბის შესახებ, აღნიშნულს მათ შორის აქარწყლებდა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ვინაიდან დაუშვებლად არის ცნობილი, სასამართლო მას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. ბარალდებულის ვერსია გაქარწყლებულია დაზარალებულ რ-------------–--–---–ის, მოწმეების - ს----------------ისა და ე-–-----–---–----ის ჩვენებებით. მოწმეებმა გარდა ამ ვერისის პირდაპირ უარყოფისა, ასევე აღნიშნეს, რომ ,,ფეისბუქ“ გვერდის მისამართი რომელზეც ატვირთული იყო მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერები, რ-------------–--–---–ს ს----------------ის დახმარებით შეატყობინა დ--------------–---–მა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული ,,ფეისბუქ“ გვერდის რეალურად არსებობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ: მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი კონკრეტულ მუქარას რეალურად. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, არაერთჯერადი ხასიათი, ფიზიკური კონდიციები მუქარის წარმოთქმისას და ობიექტური დაბრკოლებების არსებობა/არარსებობა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ დ--------------–---–ი და რ-------------–--–---–ი იყვნენ ყოფილი მეუღლეები, რაც უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, შესაბამისად, დ--------------–---–ი არის ოჯახური დანაშაულის სუბიექტი.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში დ--------------–---–მა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ ატვირთა რ-------------–--–---–ის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოჩანაწერები. დ--------------–---–ის აგრესიული მიმართვა და სიცოცხლის მოსპობის/ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ნებისმიერ, ჩვეულებრივი, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეუქმნიდა განცდას მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, დამმუქრებლის პიროვნების (ნასამართლევია მუქარისთვის), დამნაშავესა და მსხვერპლს შორის გამწვავებული ურთიერთდამოკიდებულების (მათ შორის დაზარალებულისათვის წარსულში დანის ყელზე მიბჯენის გამო ნასამართლობის), მუქარის გამოხატვის ხერხისა და დაზარალებულის განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.5. რაც შეეხება მუქარის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
3.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ--------------–---–ი არის ნასამართლევი პირი საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ვინაიდან მუქარისათვის ნასამართლევი დ--------------–---–ი კვლავ დაემუქრა ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, შესაბამისად, სახეზეა მუქარის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა არაერთგზის.
3.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც დ--------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ--------------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს დ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის - ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დ--------------–---–ი სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ-------------–--–---–ს), დ--------------–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე, მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის დასაქმებული, არის ნარკოტიკების მომხმარებელი, აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები - არის შეზღუდული შერაცხადი, წარსულში ნასამართლევია ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/დაზარალებულის დაშინება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.7. ამდენად, განაჩენის 4.5. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ--------------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.8. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დ--------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-? ?????? ან 63-? მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ დ--------------–---–ი წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წამოადგენს სწორედ მისი წარსული ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი (სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე).
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - ხმის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. დ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. დ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 დეკემბრიდან.
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ხმის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი