განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100113229384
საქმე N1-382/13
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ლ----------------
ადვოკატები - მ-----–-------------–-----------–---–-
ბრალდებული: გ-------–-----–---
მამის სახელი: დ------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 2-.0-.1------–--–-
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
განათლება: უ-----–------------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
მცხოვრები: ქ---------------–-----–-----------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 2011 წლის 26 ოქტომბერს, მ-----–----–----- და მ-------–-----–---- შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მ-----–----–---- 20 000 აშშ დოლარი სესხის სანაცვლოდ მ-------–-----–---- იპოთეკით დაუტვირთა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ხ--–----------------------------–----–-------–-- ხელშეკრულება დაიდო 03 თვის ვადით, ხოლო ყოველთვიურ პროცენტულ სარგებელს შეადგენდა 1000 აშშ დოლარი, რაც სესხის აღებისას წინასწარ გადაუხადა 03 თვის ჩათვლით - 3000 აშშ დოლარი. მ-------–-----–---- მინდობილ პირს - გ-------–-----–---სა და მ-----–----–---- მამას, თ------–-----–---- შორის შემდგარი ზეპირი შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა კიდევ 06 თვის ვადით, ანუ 2012 წლის 26 ივლისამდე, იმ პირობით, რომ აღნიშნულ ვადაში გ-------–-----–--- არ მოითხოვდა იპოთეკით დატვირთული ქონების აღსრულებას, რისთვისაც 2012 წლის 15 მარტიდან - 2012 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, გ-------–-----–--- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თ------–-----–-------- დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას 6100 აშშ დოლარს (იმ პერიოდის კურსით 10034 ლარი), რის შემდეგაც 2012 წლის ივნისის თვის დასაწყისში გ-------–-----–---მ გამოითხოვა სააღსრულებო ფურცელი, რის შემდეგ ზემოაღნიშნული ქონება იძულებითი აუქციონის წესით გასხვისდა.
1.2 გ-------–-----–---ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.3 გ-------–-----–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2. სასამართლო სხდომაზე სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
2.1 2011 წლის 26 ოქტომბერს, ქ---------–-----------------------------–- მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ლ---–--------- მიერ შედგენილი სანოტარო აქტის თანახმად, მ-------–-----–---- (დაბადებული 0-.03.1---–. ხ--–--------–---–---------- ბ---------------------------------–--–---------–--–-------------------------------------------) და მ-----–----–---- (დაბადებული 20.01.1---–---------–----–---------------------–----------------------------------------------------------- შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მ-------–-----–------------–----–------ სამი თვის ვადით, თვეში 5 პროცენტის დარიცხვით, გასცა სესხი თანხით 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი (რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი უდრის 1.6654 ლარს) ექვივალენტია 33308 (ოცდაცამეტი ათას სამას რვა) ლარის, ხოლო მ-----–----–---- მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, რის შესახებაც მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მხარეები ურთიერთშეთანხმებით უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა. სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობითი შეთანხმებით და იგი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მხარეთა შეთანხმებით მსესხებელმა მ-----–---–---- გამსესხებლის მ-------–-----–---- სასარგებლოდ გადაიხადა სამი თვის პროცენტი წინასწარ, რაც შეადგენს 3 000 (სამი ათას) აშშ დოლარს შესაბამის ეროვნულ ვალუტაში. მ-----–----–---- იპოთეკით დატვირთა თავის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება (მდებარე მისამართზე: ხ--–----------------------------–-----–---------. იპოთეკის საგნის უზრუნველსაყოფი მოთხოვნის მოცულობა 39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარით განისაზღვრა.
2.2 2012 წლის 19 აპრილს შედგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მ-------–-----–---- მინდობილი პირი გ--------–-----–--- და მ-----–---–-------------------–----–--- შეთანხმდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელებაზე 2012 წლის 26 ივლისამდე. ხელწერილში მითითებულია, რომ ,,6 თვის პროცენტი 6000 (ექვსი ათასი) დოლარი გადახდილია და დარჩენილია 50$. გადახდილია 100$ (ჯარიმა).''
2.3 2012 წლის 12 ივნისს, ნოტარიუს ლ---–--------- მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ მოვალეს - მ-----–----–----- კრედიტორის - მ-------–-----–---- სასარგებლოდ დაეკისრა 23 497 აშშ დოლარის, 124 ლარის და 36 თეთრის გადახდა.
2.4 2012 წლის 28 ივნისს, კერძო აღმასრულებელმა ნ-----------–---–-- წინადადებით (,,წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ") მიმართა მოვალეს, მ-----–----–---- და მოსთხოვა კრედიტორის - მ-------–-----–---- სასარგებლოდ დაკისრებული 23 497 აშშ დოლარის, 124 ლარისა და 36 თეთრის ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში გადახდა. ასევე მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოხდებოდა იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების (მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი სალიბაური, საკადასტრო კოდი N22.22.14.1--- - რეალიზაცია.
2.5 2012 წლის 23 აგვისტოს, მ-----–----–---- უძრავი ქონება გაიყიდა მეორე განმეორებით აუქციონზე.
2.6 სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდებული გ-------–-----–---, დაზარალებული გ-------–----–---- ასევე ბრალდების და დაცვის მოწმეები. დაზარალებული და ბრალდების მხარის მოწმეები აცხადებენ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ხელწერილში მითითებული 6 თვე და გადახდილი 6000 დოლარი პროცენტის თანხა, მოიცავს ხელშეკრულების გაგრძელების პერიოდს - 2012 წლის 26 იანვრიდან 26 ივლისამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ გ-------–----–---- მიერ ხელშეკრულების დადებისას - 2011 წლის 26 ოქტომბერს გადახდილი 3 თვის პროცენტის 3000 დოლარის შემდეგ, მან კიდევ გადაიხადა 6000 დოლარი, რაც ჯამში 9000 დოლარია, ხოლო ბრალდებული და დაცვის მხარის მოწმეები აცხადებენ, რომ 6 თვეში იგულისხმება ხელშეკრულების დადებისას, 2011 წლის 26 ოქტომბერს, წინასწარ გადახდილი 3 თვის პროცენტი - 3000 დოლარი და 2012 წლის 19 აპრილამდე ხელშეკრულების გაგრძელების ვადის 3 თვის პროცენტი - 3000 დოლარი, რაც ჯამში არის 6000 დოლარი.
3. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ-------–-----–---მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 26 ოქტომბერს, მ-----–----–----- და მ-------–-----–---- შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მ-----–----–---- 20 000 აშშ დოლარი სესხის სანაცვლოდ მ-------–-----–---- იპოთეკით დაუტვირთა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ხ--–----------------------------–----–-------–-- ხელშეკრულება დაიდო 03 თვის ვადით, ხოლო ყოველთვიურ პროცენტულ სარგებელს შეადგენდა 1000 აშშ დოლარი, რაც სესხის აღებისას წინასწარ გადაუხადა 03 თვის ჩათვლით - 3000 აშშ დოლარი. მ-------–-----–---- მინდობილ პირს - გ-------–-----–---სა და მ-----–----–---- მამას თ------–-----–---- შორის შემდგარი ზეპირი შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა კიდევ 06 თვის ვადით, ანუ 2012 წლის 26 ივლისამდე, იმ პირობით, რომ აღნიშნულ ვადაში გ-------–-----–--- არ მოითხოვდა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე გატანას და იძულებით აღსრულებას, რაც 2012 წლის 19 აპრილს ხელწერილით დაადასტურა. გ-------–-----–---მ არ შეასრულა პირობა. 2012 წლის 12 ივნისს, მიმართ ნოტარიუსს, გამოითხოვა სააღსრულებო ფურცელი და მიმართ კერძო აღმარულებელს, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ------–-----–---- ფულად თანხას - 3000 აშშ დოლარს.
4. სამართლებრივი შეფასება
4.1 სასამართლო განმარტავს, თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს მოტყუება წარმოადგენს, რაც გულისხმობს ნივთის მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეალობის განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში (წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე), ისე პასიურში (იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო).
დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს. ამ დროს დაზარალებული შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.
თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუების ერთ-ერთი ფორმაა ნდობის ბოროტად გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში. დაზარალებულის ნდობა, როგოც წესი, ეფუძნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამოქალაქო-სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობებს.
4.2 საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ-------–-----–---მ ბოროტად გამოიყენა მასა და გ-------–----–---- შორის არსებული ნდობის ფაქტორი და მას შემდეგ, რაც გ-------–----–---- გადაუხადა 6 თვის ფულადი თანხა - 6000 დოლარი პროცენტის სახით, დარწმუნა იგი, რომ 2012 წლის 26 ივლისამდე არ მოახდენდა უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას და ნდობის განსამტკიცებლად წერილობით დაადასტურა აღნიშნული ვალდებულება (ხელშეკრულების 6 თვით გაგრძელება). 2012 წლის 15 ივნისს მიმართა ნოტარიუსს და ისე, რომ არ განუცხადებია ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, გამოითხოვა სააღსრულებო ფურცელი, რის შემდეგ აღნიშნულ ქონებაზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო თვლის, რომ გ-------–-----–--- მოტყუებით დაუფლა არა 6000 აშშ დოლარს, არამედ 3000 აშშ დოლარს, რადგან 2012 წლის 19 აპრილს, მხარეებმა ხელწერილით დაადასტურეს, რომ გადახდილი იყო 6000 აშშ დოლარი, ხელშეკრულება გაგრძელებული იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 3 თვიანი ვადის ამოწურვიდან - 2012 წლის 26 იანვრიდან - 2012 წლის 26 ივლისამდე - 6 თვით, ხოლო იმ დროისათვის (2019 წლის 19 აპრილი) 6 თვიდან 3 თვე თითქმის ამოწურული იყო და 3000 აშშ დოლარი - 3 თვის პროცენტის თანხა, გ-------–-----–---ს ეკუთვნოდა ხელშეკრულების შესაბამისად.
4.3 სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------–-----–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
5. წარდგენილი ბრალდების არსი:
5.1 2012 წლის მარტი-აპრილის თვეში, კრედიტორი მ-------–-----–---- მინდობილმა პირმა - გ-------–-----–---მ, 6100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, პირობა მისცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაურში) მესაკუთრის მ-----–----–---- მამას - თ------–----–----- რომ ზემოაღნიშნული ქონების აღსრულებას არ მოითხოვდა 2012 წლის 26 ივლისამდე. რის გამოც 2012 წლის 15 მარტიდან -18 აპრილის შუალედში, თ------–----–-------- მიიღო 6100 აშშ დოლარი და ხელწერილით დაუდასტურა თანხის მიღება, რის შემდეგაც 2012 წლის ივნისის თვეში გამოითხოვა სააღსრულებო ფურცელი და მიმართა კერძო აღმასრულებელს, რის შედეგადაც მ-----–----–---- კუთვნილი 120 000 ლარად ღირებული უძრავი ქონება, იძულებითი განმეორებითი აუქციონის შედეგად გაასხვისა 36 000 ლარად, დაზარალებულმა კი განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
5.2 გ-------–-----–---ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
5.3 გ-------–-----–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ხერხს მოტყუება წარმოადგენს. კვალიფიკაციისას მნიშვნელობა არა აქვს, დამნაშავეს მოტყუება წინასწარ ჰქონდა განზრახული, თუ განზრახვა შემდეგ აღმოუცენდა.
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით გულისხმობს იმას, რომ დამნაშავე უფლებამოსილ მხარეს არ აძლევს კუთვნილ სარგებელს, რა დროსაც დაზარალებულის ქონება არ მცირდება, მაგრამ ზიანი დგება აცდენილი მოგების სახით (სარგებლის მიუღებლობა). დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო, თუმცა ნორმატიული აქტის საფუძველზე ქონება შეტანილი უნდა ყოფილიყო მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის ფონდში, ე. ი. მისი ფონდი უნდა გაზრდილიყო.
ამდენად, ქონებრივი ზიანი არ არის გამოხატული პირდაპირ ზიანში და გულისხმობს სარგებლის მიუღებლობას.
6.2 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის'' პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს განმეორებით აუქციონს. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს (2012 წელს მოქმედი რედაქცია).
მოცემულ შემთხვევაში, გ-------–----–---- შვილს, მ-----–----–---- აუქციონის ჩატარებამდე, მიეცა წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, მაგრამ მან ვალდებულება არ შეასრულა. ამასთანავე, მე-2 განმეორებითი აუქციონი ჩატარდა 2012 წლის 23 აგვისტოს, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მ-----------------–----–------ უნდა შეესრულებინათ 2012 წლის 26 ივლისამდე.
6.3 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება ისეთი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და არსებითად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
6.4 ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში გ-------–-----–---- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ-------–-----–---- ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
7.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
7.2 გ-------–-----–---- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ გ-------–-----–---ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.
8. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 2-8-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ-------–-----–---- ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
2. გ-------–-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 800 (ორიათას რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, გ-------–-----–---ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 100 (ორიათას ასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ-------–-----–---ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5. გ-------–-----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით, გ-------–-----–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ ლ-------–-------------------------------------–-----------–-----------------------------------------------------------------------–----–----------–-----------------------------------------------) – 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ნივთმტკიცება - 01 ცალი DVD დისკი, დეტალური მონაცემები მობილური ოპერატორებიდან, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი