განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
010100113229526
დავის ტიპი
118 1
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100113229526

საქმე N1- 385/13

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

29 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ-----------–--–---

ადვოკატი - დ----------------

 

ბრალდებული: დ----------–-----

მამის სახელი: ა----

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 0--0-.1----–--–-

მოქალაქეობა: ს----------–-----------–---

განათლება: ს-–----–-----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

რეგისტრირებული მისამართი: ხ---–---------–----–----------------–--------

მცხოვრები: ქ-------------–-------------------10-

ნასამართლობა: ნ----------–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდები არსი:

 

1.1 დ----------–-----ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 12 მარტს, ქ---------–----–-----------------------–-, დ----------–-----მ ხ---------------–---–- მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.2 დ----------–-----ს ბრალი წაეყენა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.3 დ----------–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

2. სასამართლო სხდომაზე სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

 

2.1 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ხ---------------–---–-- ჩვენების თანახმად, სამსახურიდან მივიდა სახლში. ნახა მეზობელი ტაქსის მძღოლი, რომელიც ლუდზე დაპატიჟა და სასმელის მოსატანად წავიდა. გზაში დ----------–----- შეხვდა, რომელსაც დალევა შესთავაზა. ტაქსისტის მანქანაში დალიეს ლუდი. შემდეგ დ----- მანქანიდან გადმოვიდა და ფულის ჩასარიცხად წავიდა. ბიჭებთან ერთად დაბრუნდა და უთხრა, რომ მანქანიდან გადმოსულიყო. მათთან ერთად იყო, დედამ, რომ დაუძახა და წაყვა მას. შემდეგ მეზობელმა შეიყვანა პირველ სართულზე - ,,ყავა დავლიოთო.’’ ამასობაში დ----- ეძებდა, რომელიც მე-2 სართულზე ასულა. დედის ხმა გაიგონა და გარეთ გამოვიდა. ამ დროს დ-----მ ჩამოირბინა და ქვა ჩაარტყა, რის შემდეგ გაითიშა. სასწრაფოთი, რომ წაიყვანეს, მაშინ მოვიდა გონს. ბებიასთან მიმართებით რა მოხდა არ იცის. დ-----სთან ერთად სხვა სამი ბიჭიც ურტყამდა. არ დაუნახავს, მაგრამ ხმა ესმოდა. დ-----სთან ერთად მარკეტში არ გასულა. მანქანაში ტელეფონი არ დაუკარგავს. მარკეტთან სამ ბიჭთან არ უსაუბრია. მანქანაში ლ-–- მახარაძე არ იყო. რატომ ჩაარტყა დ-----მ ქვა არ იცის.

 

2.2 მოწმე ე--------------- ჩვენების თანახმად, ბავშვი მოვიდა სამუშაოდან. იქ ეზოში მოხუცებული კაცია, ტაქსისტი - გ---- რომელიც ხ----მ ლუდზე დაპატიჟა. წავიდა ბავშვი და მოიტანა ლუდი. გზაში შეხვდა დ----------–-----. სამნი იყვნენ და მანქანაში დალიეს ლუდი. ამის შემდეგ დ----- მანქანიდან გადმოვიდა, დარეკა და ბიჭები მოვიდნენ. დაინახა, რომ მიყავდათ ხ----- ერთ-ერთი ეუბნებოდა - ,,კაი ბიჭი იცი რას ნიშნავსო“. ჰკითხა სად მიოდნენ, უპასუხეს - ,,არაფერი დეიდა ფეხბურთი უნდა ვითამაშოთო,'' - უთხრა ქერათმიანმა ბიჭმა. წვიმდა უკვე. ბავშვს ხელი სტაცა და წამოიყვანა. პირველ სართულზე ცხოვრობდა დედა და შვილი. მათთან შევიდა ხ----, დ----- კი მთელი ერთი საათი გარს უვლიდა სახლს. ბებიამისს დაურეკა, მაგრამ არ იყო სახლში, ხულოში იმყოფებოდა. დ----- არ მიდიოდა. ქმრის რჩევით სინათლე ჩააქრო. მაინც არა წავიდნენ. კარი გააღო და დაინახა დ-----, რომელსაც პლასტმასის იატაკის ჯოხი მოუქნია. დ-----მ კიბეებზე ჩაირბინა. პირველ სართულზე ამ დროს ხ---- გამოვიდა, რომელსაც ქვა ჩაარტყა თავში. გამოცვივდნენ მეზობლები. ე--- მილიციას გამოვიძახებო. დ----------–----- ტელეფონს ართმევდა. თეთრბოტასებიანმა ბიჭმა ცხვირ-პირში ურტყა ხ----ს. ამასობაში ხ----ს ბებია - თ--------------- ჩამოვიდა და დ-----ს უთხრა ,,რა შვები შვილიშვილს მიკლავო.'' დ-----მ ბებიას ზურგში მოკიდა ხელი, დააპორწიალა და დაგდებულ ქალს ფეხი დაარტყა. ,,ბებიასათვის არცერთ ბიჭს არ დაურტყამს დ-----ს გარდა.“

 

2.3 მოწმე ა---------–-------–---- ჩვენების თანახმად, საღამოს მივიდა ოჯახში. ვახშმობის შემდეგ აპირებდა დასვენებას. ცოლმა თქვა, რომ ბავშვი არ იყო სახლში. გაირკვა, რომ მას დ----------–-----სთან მოსვლია შელაპარაკება. ხ---- პირველ სართულზე ლტოლვილებთან იყო შესული. შემოესმა ყვირილი. აივანზე გავიდა და დ----------–-----ს უთხრა, რომ წყნარად წასულიყვნენ სახლში. ცოლი გავიდა გარეთ. დ----------–----- იქ იყო ისევ. ცოლმა იატაკის ჯოხი მოუქნია. ამ მომენტში, ხ----მ, რომელიც პირველ სართულზე იყო, გაიგონა დედის ყვირილი და გამოვიდა. დ-----მ ხ----ს ქვა ჩაარტყა. ჩხუბის დროს ბებია გადაეფარა შვილიშვილს. ერთ-ერთ ბიჭს ხელი სტაცა და მას იჭერდა. მეზობელმა ე------- პოლიციაში დარეკა. მივიდა პოლიცია და ხ---- წაიყვანეს საავადმყოფოში. დ-----მ ხელი უჯიკა ბებიას თ---------------ს, რომელიც წაიქცა. ,,ყველა ურტყამდა წაქცეულ ხ----ს“, ,,თ---------------საც ყველა ურტყამდა“. სულ ოთხნი იყვნენ.

 

2.4 სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა თ---------------- ჩვენება, რომელშიც იგი განმარტავს შემდეგს: ,,ორი სამი კვირის უკან, მაშინ როცა ვიმყოფებოდი ჩემს ამჟამინდელ დროებით საცხოვრებელ მისამართზე, ჩემს შვილთან ე------------------- სახლში, გარედან ღამის საათებში შემომესმა, რომ ჩემს ქალიშვილს და ოჯახის წევრებს ვიღაც ახალგაზრდები ე---ათებოდნენ, ეჩხუბებოდნენ. მე იმ დროს არ ვიწექი და ჩავედი ძირს. ჩემს ოჯახის წევრებისთვის დასახმარებლად. როდესაც შევედი სახლის წინა ეზოში იქ დავინახე რომ ჩემი შვილიშვილი ხ---- დ--------–---–- მიწაზე ეგდო, ხოლო ახალგაზრდები ეჩხუბებოდნენ ე------- და ჩემს სიძეს ავთანდილს, ამასთანავე, ურტყამდნენ ძირს წაქცეულ ხ----ს. მე დავინახე რომ ხ----ს დაარტყა ჩემს მეზობლად მცხოვრები ნ---–-- შვილიშვილმა დ-----მ, რომელიც ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა და მას და მის ბებიას კარგად ვიცნობ. მე დ-----ს მოვკიდე ხელი და ვუთხარი რატომ ცემ ჩემს შვილიშვილს, რატომ მიკლავო, ამ დროს მან უხეშად მკრა ხელი და წავიქეცი, რის შემდეგაც ვეღარ წამოვდექი, წაქცეულს რამდენჯერმე დამარტყეს, რის გამოც მოვიტეხე ფეხი და ამჟამად ლოგინად ვარ ჩავარდნილი. მე არ შემიძლია სიარული, ასევე მაქვს ტკივილები. მიკეთებენ გამაყუჩებელს თუმცა არ მშველის. "

 

2.5 ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 01:18:00 სთ მე-6 ვიდეო თვალში ჩნდება ზოლებიან სპორტულ შარვალში და კაპიშონიან ქურთუკში ჩაცმული ახალგაზრდა, რომელიც წააგავს ხ---------------–---–-, რომელიც ჩადის მაღაზიაში და იძენს დასალევს. 02:14:55 სთ მე-6 კამერაში ჩნდება სამი ახალგაზრდა, რომლებიც წააგავენ გ--------------------------------------------------–-------- მათაგან გ----------------- თავზე ახურია კეპკა ქუდი. 02:19:00 მე-6 კამერაში გამოჩნდა ხ---- დ--------–---–- და პიროვნება, რომელიც წააგავს დ----------–-----ს. ზემოაღნიშნული პირები ჩნდებიან მე-5 კამერაში, სადაც ისინი საუბრობენ და საუბრის დროს პიროვნება, რომელიც წააგავს გ----------------- ე---ათება დ----------–-----ს, რის შემდეგადაც დარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ ესენი გააშველეს. შემდეგ ხუთეული გაემართა ბ------------------------------–--–---–----უჩის მიმართულებით, სადაც მათი ფიგურები აღარ შეიმჩნევა. 03:13:20 საათზე მე-6 და მე-5 კამერაში ჩნდებიან გ------------------------------------, დ----------–-----, ნ------–---------- ახლგაზრდა, რომელიც წააგავს ლ-–------------- ამ პირებმა სუპერმარკეტში შეიძინეს დასალევი და 03:32 საათამდე დრო და დრო ჩნდებიან ვიდეო ჩანაწერებში, რის შემდეგაც ისინი გაემართნენ ბ------------- ქუჩიდან ს. ხ--–--–---–-- ქუჩის მიმართულებით. 03:50:00 საათზე მე-6 კამერის კადრში ბ------------- ქუჩაზე ჩანს ქალი, ხოლო 04:02:30 მე-6 კამერის კადრში გამოჩნდა პოლიციის ავტომანქანა პიკაპი, რომლის ნომერიც არ ჩანს.

 

2.6 ბრალდებულ დ----------–------ ჩვენების თანახმად, ლ-–---------------- და ლ-–-------------------- ერთად თამაშობდნენ კარტს. გახდა 12 საათი. ბიჭები სახლებში წავიდნენ. მამამ დაურეკა, რომელსაც უთხრა, რომ იძინებდა, მაგრამ, რომ დაწვა, არ დაეძინა. გავიდა სიგარეტზე. მივიდა ლ-–----------------, მაგრამ ის დაწოლილი დახვდა. წავიდა მარკეტში. ტრასაზე შეხვდა მთვრალი ხ---- დ--------–---–-, რომელსაც ლიტანახევრიანი ლუდი ეჭირა ხელში. ხ---- სიგარეტის საყიდლად გაყვა. იქიდან, რომ დაბრუნდნენ, ჩასხდნენ ,,მერსედესის“ მარკის მანქანაში. წინ მძღოლი იჯდა. ხ----მ დაუსხა ლუდი. ყლუპს მოსვამდა და ჩუმად აქცევდა. ამ დროს დაურეკა ლ-–------------ და გამოვლისას ერთი ღერი სიგარეტის დატოვება სთხოვა. ლ-–- ლუდის დასალევად დაპატიჟა და ისიც მივიდა. ამ დროს ხ---- ტელეფონს ეძებდა მანქანაში, მაგრამ ტელეფონი ვერ ნახეს. ხ----მ მარკეტთან გასვლა სთხოვა, სადაც შეხვდათ სამი ბიჭი. ერთ-ერთი ნ------–------- 2 სხვა უცნობი. ნ---------- საუბრობდა, როცა მოესმა საუბარი ,,ტონს დაუწიეო“. იმ ბიჭებმა ხ----ს გამოკითხეს ხონში თუ იცნობდა გარკვეულ პირებს, რის გამოც მოხდა შე---ათება მათ შორის. ნ------ უთხრა, რომ ეს ბიჭები წაეყვანა. ერთ-ერთმა - გ----------------- უთხრა ,,ბიჭო შენ ვინ უნდა წაიყვანოო“. დაიძაბა სიტუაცია. ამ დროს ხმურზე გამოვიდა ხ----ს დედა, მაგრამ ხ---- არ გაჰყვა სახლში. ჩამოვიდა მამინაცვალი - ა---------–-------–--- და დაეხმარა წაყვანაში. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა - ,,ან იმ ბიჭს გამოიყვან ან შენ აგებ პასუხსო“, რაზეც უთხრა, რომ ხ----ს მეორე დღეს გამოიყვანდა. ლ-–- მახარაძე მივიდა და უთხრა, რომ წამოსულიყო, რაზეც გ----------------- თქვა, რომ ,,ვერ წამოვაო“. ლ-–-ს მოცდა სთხოვა, თუმცა არც მერე არ გაჰყოლია. მერე ამ ბიჭებთან ერთად შევიდა მარკეტში. 2 ლარი დაუმატა და ლუდი იყიდეს. კვლავ გრძელდებოდა ზეწოლა ხ----ს გამოყვანაზე. ამ დროს გამოვიდა ე-------------- და იძახის ,,წაეთრიეთ აქედანო’’. დედის ტოლა ქალი ხარ და გთხოვ შეურაცხყოფა არ მომაყენო თქო“. ,,ყველა აგებთ პასუხსო'' - განცხადა ე--------------მ და სახლში შევიდა. გ----------------- ხელი გამოდო და საუბარი ხ----ს გამოყვანა-არგამოყვანაზე გაგრძელდა. დაპირდა, რომ ხ----ს მეორე დღეს გამოიყვანდა. ა---------–-------–---- თხოვნით მასთან მივიდა. მან უთხრა, რომ წასულიყვნენ და ბელას არ გადაყროდნენ. ამ დროს ე--------------მ ჯოხი ისროლა და დაიწყო ლანძღვა. ხ---- გამოვიდა, ჩაჯდა ჟიგულში და თქვა დავილაპარაკოთო, რაზეც გ----------------- უთხრა, რომ მანქანის გარეთ ელაპარაკათ. ამ დროს ხ---- მანქანიდან გადმოვიდა და მუშტი დაარტყა გ-----------------, რომელმაც ქვა ისროლა. დაიწყო ჩხუბი. ხ---- დ--------–---–- ძირს დაეცა. გ----------------- ჩხუბის საშუალებას არ აძლევდა ა---------–-------–--- და იჭერდა. ბებიას ხელი ვინ დაარტყა არ დაუნახავს. ალბათ წაიქცა. ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც იქ იმყოფებოდა, პოლიციაში დარეკა. ნაბრი შაინიძე მიეხმარა გ-----------------, გაიქცნენ და მიეფარნენ კორპუსებს, თან მიაძახეს პოლიციაში არა დაესახელებინა. ამის შემდეგ, ლ-–-სთან მივიდა და იქ გაათენა ღამე. მეორე დღეს მეზობელმა უთხრა, რომ პოლიცია ეძებდა. ჯ----–-–-–--–---- ძმამ უთხრა, რომ ჯ----–- დააკვალიანებდა. მივიდა პოლიციაში, სადაც დაკითხეს. ამბობდნენ, ,,მოვიდა 80 წლის ბებიის მცემელიო.'' დაურეკა მამას, რომელიც ჩამოვიდა სოფლიდან. ჩხუბის მეორე დღეს მივიდა ა---------–-------–--- და უთხრათ, რომ დ----------–-----ს არავისათვის ხელი არ დაურტყავს, მაგრამ ის ბიჭები მისი მოყვანილი იყვნენ და თუ მათ არ მოიყვანდა მასზე დაწერდნენ ყველაფერს. მამა უთხრა, რომ მხოლოდ ერთს იცნობდა. ის ასევე ესაუბრა სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილის მიმართ არაფერი არ იყო და ურჩია სახლის მშენებლობისათვის მიეხედა. მე-10 დღეს დაურეკა გამომძიებელმა, გ-----------–---------–------ მივიდა მე-4 განყოფილებაში, სადაც ბრალი წაუყენეს. საქმეს იძიებდა კარის მეზობელი, ჯ----–-–-–--–---- რომელთანაც კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა.

 

2.7 სამედიცინო ექსპერტიზის 2013 წლის 20 მარტის N--------- დასკვნის თანახმად, ხ---------------–---–- აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები სახის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.8 სამედიცინო ექსპერტიზის 2013 წლის 27 მარტის N--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, თ--------------- 2013 წლის 12 მარტს მიღებული ტრამვასთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ქალაქ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის ძვლის, ყელის მოტეხილობა ცდომით. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ხ---------------–---–-- ცხვირის არეში დაზიანების არსებობა (დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის მოუშლელად), რაც დასტურდება საქმეზე არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.

 

სადავოა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უნდა დადგინდეს, თუ რა ვითარებაში მიიღო ხ---- დ--------–---–-ა ცხვირის არეში დაზიანება და ეს დაზიანება მიაყენა თუ არა დ----------–-----მ. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას შორის.

 

3.2 ბრალდების მხარემ უარი განაცხადა ვიდეო ჩანაწერის გამოკვლევაზე, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ---------------–---–-- ჩვენებაში მითითებულ გარემოებებსა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში აღწერილ გარემოებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა, კერძოდ, დაზარალებული ხ---- დ--------–---–- უარყოფს 2013 წლის 12 მარტს, ღამის საათებში, დ----------–-----სთან ერთად მარკეტში გასვლას და გზაში გ-----------------თან, დავით დავითაძესთან, ნაბრი შაინიძესთან (ინციდენტში მონაწილე პირები) საუბარს, ხოლო ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 02:14:55 სთ მე-6 კამერაში ჩნდება სამი ახალგაზრდა, რომლებიც წააგავს გ--------------------------------------------------–-------- მათაგან გ----------------- თავზე ახურია კეპკა ქუდი. 02:19:00 მე-6 კამერაში გამოჩნდა ხ---- დ--------–---–- და პიროვნება, რომელიც წააგავს დ----------–-----ს. ზემოაღნიშნული პიროვნებები ჩნდებიან მე-5 კამერაში, სადაც ისინი საუბრობენ და საუბრის დროს პიროვნება, რომელიც წააგავს გ----------------- ე---ათება დ----------–-----ს, ხოლო დარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ ისინი გააშველეს, რის შემდეგაც ხუთეული გაემართა ბ------------- ქუჩაზე ს. ხ--–--–---–-- ქუჩის მიმართულებით, სადაც მათი ფიგურები აღარ შეიმჩნევა.

 

სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული შეუსაბამობები აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება დაზარალებულის მიერ აღწერილი ვითარება რეალურ სურათს, ხოლო ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - in dubio pro reo -ს თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დ----------–-----მ ხ---------------–---–- ქვა ჩაარტყა და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

3.3 სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ოჯახის წევრების (დედა, მამინაცვალი) ჩვენებები დამაჯერებლობას არის მოკლებული (ჩვენებებში უთითებენ, რომ დ----------–-----მ კიბეებზე ჩაირბინა, პირველ სართულზე ქვა ჩაარტყა ხ---------------–---–- და მათ უშუალოდ დაინახეს ეს მომენტი) და ბრალდების მხარის მიერ არაა შევსებული სხვა ნეიტრალური, დ----------–------ ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებით (ბრალდების მხარემ არ დაკითხა ინციდენტის მონაწილე პირები).

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოწმეთა ჩვენებებს და დადგენილად მიაჩნია, რომ დ----------–-----მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 12 მარტს, ქ---------–----–-----------------------–- მდებარე სახლის ეზოში მიმდინარე ჩხუბის დროს, დ----------–-----მ ხ---------------–---–- ხელი გაარტყა სახეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3.4 კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია).

 

ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში, თმებით თრევაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----------–----- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

4. წარდგენილი ბრალდები არსი:

 

4.1 დ----------–-----ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 12 მარტს, ქ---------–----–-----------------------–-, დ----------–-----მ, თ---------------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

4.2 დ----------–-----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.3 დ----------–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1 სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის თ---------------- ბარძაყის არეში დაზიანების არსებობა (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), რაც დასტურდება საქმეზე არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

სადავოა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უნდა დადგინდეს, თუ რა ვითარებაში მიიღო თ---------------მ დაზიანება და ეს დაზიანება მიაყენა თუ არა დ----------–-----მ. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს - არსებულ ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.

 

5.2 სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა თ---------------- ჩვენება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

 

სასამართლოს მიერ აღნიშნული ჩვენების გამოქვეყნება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ შეიძლება დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ჩვენების შინაარსზე, კერძოდ, თ--------------- ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ,,მე დ-----ს მოვკიდე ხელი და ვუთხარი რატომ ცემ ჩემს შვილიშვილს, რატო მიკლავო, ამ დროს მან უხეშად მკრა ხელი და წავიქეცი, რის შემდეგაც ვეღარ წამოვდექი, წაქცეულს რამდენჯერმე დამარტყეს, რის გამოც მოვიტეხე ფეხი''

 

ამდენად, მართალია, თ--------------- ამბობს, რომ მას ხელი დ-----მ ჰკრა და წაიქცა, მაგრამ ფიზიკური დაზიანებები (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) მაშინ მიიღო, როდესაც წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყეს, თუმცა კონკრეტულად ვინ ურტყავდა და ვინ მიაყენა დაზიანებები არ ამბობს.

 

5.3 წინააღმდეგობრივია მოწმეების - ე--------------- და ა---------–-------–---- ჩვენებები, კერძოდ, ე-------------- ჩვენებაში ამბობს, რომ ,,ბებიასათვის არცერთ ბიჭს არ დაურტყამს დ-----ს გარდა.“, ხოლო ა---------–-------–--- აცხადებს, რომ ,,თ---------------ს ყველა ურტყამდა“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები (ბრალდების ამ ნაწილში) უკავშირდება უშუალოდ თ---------------- მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების აღწერას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. ე-------------- და ა---------–-------–---, რომლებიც არიან ცოლ-ქმარი, მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით, ხოლო მითითებული წინააღმდეგობები, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლო მათ არ იზიარებს.

 

5.4 სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა მიუკერძოებელი მოწმეები, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ ინციდენტში ან შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს და დაადასტურებდნენ ამ თუ იმ გარემოებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, მტკიცებულებათა წარმოდგენა ცალსახად მხარეთა კომპეტენციაა, თუმცა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და ამავე დროს ეს მოწმეები არიან დაზარალებულის ოჯახის წევრები, ამ მოცემულობაში, ნეიტრალური და საქმის შედეგებით დაუინტერესებელი მოწმის ჩვენება მაღალი ალბათობით პასუხს გასცემდა არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დარჩენილ ბუნდოვან გარემოებებსა და კითხვებს.

 

5.5 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო დ----------–------ ბრალეულობაზე მსჯელობისას, ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების არასაკმარისობაზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ბრალდების ამ ნაწილში, კერძოდ, მოწმე ე--------------- და ავთანდილ მამულაშვილის ჩვენებები აშკარად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ხოლო თ---------------- გამოქვეყნებული ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა იმ ერთობლიობად, რომელიც საკმარისია ბრალდებულ დ----------–------ დამნაშავედ ცნობისათვის.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1/1/548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება ისეთი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და არსებითად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში დ----------–------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ----------–------ ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის

პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

6.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

6.2 დ----------–------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ დ----------–-----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ----------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. დ----------–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით, დ----------–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. ნივთმტკიცებები - „----------------------- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდო ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის ქუდი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5. დ----------–-----ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 118-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი