განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N00115001100483
საქმე N1- 1200/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - დ--------------
ადვოკატები - მ--–------------------------------
ბრალდებული: მ--–---------------
მამის სახელი: ლ-----
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 23.03.1----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ხე-–----------------–----–----------------–-----------------------------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 მ--–---------------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი და განახორციელოს რაიმე ქმედება.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2----–-–------------------------- ბრძანებით, მ--–--------------- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 29-ე, მუხლების საფუძველზე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზანაქიძეებში და ითვლებოდა საჯარო მოხელედ. 2015 წლის 12 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზანაქიძეებში - მ--–---------------, შეხვდა თავის ნაცნობებს ი-----–-------------------------–---–---–-- საუბარში გაირკვა, რომ ეს უკანასკნელები დაინტერესებულნი იყვნენ სოფელ ზანაქიძეების მიმდებარედ სასაფლაოების მოწყობით. მ--–---------------მ აუხსნა, რომ იგი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე კარგად იცნობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის (გამგეობისა და საკრებულოს) ხელმძღვანელ პირებს, მათთან სარგებლობდა მაღალი სამსახურეობრივი ავტორიტეტით, იყო მათთვის სამსახურეობრივად სანდო პირი და თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის (თავისი თანამდებობისა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების) გამოყენებით, მისთვის 1000 ლარის ქრთამის გადახდის შემთხვევაში, ხსენებული ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მეშვეობით (მათი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებით) მოაგვარებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისათვის სათანადო ნებართვის გაცემის საკითხს.
2015 წლის 13 აგვისტოს, ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქ. N1-ში განთავსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ ზანაქიძეებში) - მ--–---------------- სამუშაო კაბინეტში, წინასწარ შეთანხმებისამებრ მ--–--------------- შეხვდა ი-----–-------------------------–---–---–-- სადაც წინასწარი მოთხოვნის თანახმად, მ--–---------------მ ქრთამის სახით სასაფლაოების მოწყობის ნებართვის საკითხის მოგვარების სანაცვლოდ გ---------–---–---–- გამოართვა 1000 ლარი.
1.2 მ--–---------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3 სასამართლო სხდომაზე მ--–---------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2. სასამართლო სხდომაზე ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად გამოკვლეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
2.1 მოწმის სახით დაკითხული ი-----–---------- ჩვენების თანახმად, 2015 წლის აგვისტოს თვეში მუშაობდა აჭარისა და გურიის მთავარ სამმართველში ინსპექტორის თანამდებობაზე. მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მ--–--------------- კორუფციულ გარიგებებში შედიოდა მოქალაქეებთან. ოპერატიული ინფორმაციის გადასამოწმებლად, გ---------–---–---–---- ერთად წავიდა ხელვაჩაურის გამგეობაში. ,,ვიკითხე თუ რომელი იყო მ--–---------------''. გავიცანით ერთმანეთი. ვუთხარი, რომ თბილისსა და კახეთში დაკავებული ვიყავით სასაფლაოების მოწყობით.'' მ--–---------------მ განაცხადა, რომ იყო ასეთი ტერიტორია და შეეძლო ეჩვენებინა. მანქანით წავიდნენ. ტერიტორია დაათვალიერეს და მოეწონათ. შემდეგ წამოვიდნენ გამგეობაში. გზაში მ--–---------------მ უთხრათ, რომ ხელვაჩაურის გამგეობაში და საკრებულოში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და საქმის მოგვარებისთვის მოითხოვა 1000 ლარი. შემდეგ ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე წავიდნენ სადილზე. გ---------–---–---–-- ადრე წავიდა. სადილის შემდეგ კიდევ ერთხელ ავიდნენ მიწის სანახავად. 12-ში ნაკვეთი ორჯერ დაათვალიერეს. ,,მიწის გაწმენდაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა. მუშა-მოსამსახურეების მუშაობის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ჩვენს შორის არ ყოფილა." ამ ნაკვეთის გარდა სხვა ნაკვეთი არ უნახავს. 2015 წლის 13 აგვისტოს პატაკით მიმართა სამმართველოს უფროსს. იმავე დღეს მ--–------ დაურეკა და უთხრა, ,,ამოდით და თან წამოიღეთ ის 1000 ლარიო“ 5000 ლარი კიდევ უნდა მიეცათ სასაფლაოების მოწყობის დასრულების შემდეგ, თუმცა ამის თაობაზე პატაკში არ აღნიშნა. გ---------–---–---–---- ერთად წავიდა. მ--–------ კაბინეტში მიიპატიჟა და უთხრათ, რომ შეეძლოთ მუშაობის დაწყება. ამის შემდეგ გადასცეს ქრთამი 1000 ლარი.
2.2 მოწმის სახით დაკითხული გ---------–---–---–-- ჩვენების თანახმად, 2015 წლის აგვისტოს თვეში მუშაობდა აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. მ--–--------------- 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში სამსახურებრივი საქმიანობიდან გაიცნო. ზუსტი თარიღი და როგორ გაიცნო არ ახსოვს. 12 აგვისტოს ი-----–----------აგან გაიგო, რომ მ--–--------------- კორუფციულ გარიგებაში შედიოდა მოქალაქეებთნ. იმავე დღეს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეხვდნენ მ--–---------------ს, რომელსაც მეწარმეებად გაეცნენ. წავიდნენ ზ---------–-- მ--–---------------მ რამდენიმე მიწის ნაკვეთი ანახათ. ერთზე ჩამოყალიბდნენ. მიწის დათვალიერების დროს სხვა არავინ ყოფილა. გზაში მ--–---------------მ თავისი ავტორიტეტის გამოყენებით 1000 ლარის სანაცვლოდ აღუთქვა სასაფლაოს გახსნის ნებართვის გაკეთება. მიწის დათვალირების შემდეგ ისადილეს. რა სასმელი დალიეს არ ახსოვს. მათთან ერთად იყო ი-----–---------. შეხვედრაზე მ--–---------------მ თქვა, რომ 1000 ლარის სანაცვლოდ ააღებინებდათ ნებართვას სასაფლაოების მოსაწყობად. შეთანხმდენენ, რომ პასუხი 14 აგვისტოს იქნებოდა. შეხვედრა ადრე დატოვა. 2015 წლის 13 აგვისტოს დაიწყო გამოძიება.გარკვეული დროის შემდეგ, მ--–---------------მ დაურეკა ი-----–---------- და მოსთხოვა მის სამუშაო ადგილას შეხვედრა. მ--–---------------მ პირადად გამოართვა ათასი ლარი. ფულის გადაცემაზე უთხრა ,,დატოვე, მომეციო“. მანანა შველიძეს არ იცნობს. სოფელ ერგეში არ ყოფილა.
2.3 ფარულ ვიდეო ჩანაწერში ასახულია 2015 წლის 13 აგვისტოს, ქ. ბათუმში, დიდ აჭარის ქუჩა N1-ში განთავსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ ზანაქიძეებში) - მ--–---------------- სამუშაო კაბინეტში, გ------- ლეკიშვილის და ი-----–- იოსავას შეხვედრა მ--–---------------სთან. მ--–----- - შვიდი თუ რვაში აქვს მაგას შეტენილი. გ------- - მაგაზე ... შენც მომეხმარები. მ--–----- - ასეთი სიტუაცია. გ------- - კაროჩე ამ ნებართვაზე პრობლემა არ არის. მ--–----- - არ არის და ხო გვითხრა იმან, კი ბატონო. გ------- - შენი ავტორიტეტის იმედი მაქვს, თავიდან ბოლომდე 100 %-ით რა. მ--–----- - ვერ გავიგე ეხლა. ი-----–- - ... მ--–----- - შვიდი თუ რვა. გ------- - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი ძმაო ა გენაცვალე. მ--–----- - საჭირო არი აგი ახლა დატევა? გ------- - რავი აბა გაანაწილე, შენ როგორც გინდა რა, მაგის მიხედვით რა. მ--–----- - პრინციპში იყოს, ყოველ შემთხვევაში ასე იყოს. გ------- - შეხედე, შენი იმედი მაქვს რა, მე უნდა წავიდე, შენი იმედი მაქვს, დარეკე როგორც კი ისა, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას რა. მ--–----- - დევიწყოთ უკვე, ფაქტიურად უკვე შეიძლება დაწყება. გ------- - ვსიო, ბაზარი არ არის. მ--–----- - იმას ახლა კიდევ ერთხელ შევეხმიანები, რომ მაინც ნებართვა მოგვცეს ქაღალდი გვქონდეს ჩვენ. გ------- - ვსიო, მაგ ქაღალდზე ვართ დამოკიდებული, მე მაგაზე გადაფორმებას დავიწყებ უკვე მაგისი რა, ხოდა მაგ ქაღალდზე ნებართვას როგორც დამირეკავ, იქ უკვე შენ ხალხს დავიხმარ და მუშაობას და იმას. მ--–----- - კიდე რა არის იცი? ჩვენ დაწყება რომც რამე. გ------- _ დავიწყო შენ მაგას მეუბნები? მ--–----- - აბა რა. გ------- - ვსიო ბაზარი არ არის. მ--–----- - კერძოა მაგი და როგორც გვინდა ჩვენ ისე გავაკეთებთ, გახსნამდე ჩვენ ნებართვას გავაკეთებთ. გ------- - ნებართვა გაკეთებულია ფაქტიურად. მ--–----- - ფაქტიურად გაკეთებულია და მეიცადე აბა, მეიცადე რა, ფიზიკურად გაკეთებულია. გ------- - ვსიო, ხო რაღა გინდა მაშინ. მ--–----- - ვინ უნდა მივიდეს და მეზობლებთან ვიყავით, ვინც რომ იყო მეზობელი. გ------- - ვსიო. მ--–----- - აქეთ მეზობელიც ვნახე, ერთერთი ჩემი თანაკლასელი იყო ჯუმბერა. გ------- - მთავარი არის ეგ. მ--–----- - დანარჩენი მუშაობის პროცესში კიდე ჩართული ვიქნებით, არაა პრობლემა. გ------- - კონიაკი მოგეწონა. საუბრობენ ყოფით საკითხებზე. გ------- - ანუ მე იმას დავიწყო, შემიძლია ირაკლას დავაწყებინო მუშაობა. მ--–----- - კი ბატონო კაცო. გ------- - ნებართვაზე პრობლემა არ მაქვს ხო არანაირი. მ--–----- - არა, ხალხსაც მოვახმართ, დაჟე პროსტო ეხლა იმ ქალს ვერ ვენდობი მერე არ დაიწყოს კონკრეტულად მოლაპარაკება. ი-----–- - იმას არაფერი არ უთქვია კაცო, პირიქით. მ--–----- - არა პირიქით კი მარა. გ------- - მაგი ჩემი საქმეა, პრობლემა არ არის არანაირი ვაფშე. მ--–----- - მე რას ვამბობ ვერ გამიგე, რომ დეიწყებ იქა.
2.4 ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩრეკის ოქმის თანახმად, 2015 წლის 13 აგვისტოს, მ--–----------------აგან ამოღებულ იქნა გ---------–---–---–-- და ი-----–---------- მიერ მისთვის გადაცემული ფული 1000 ლარის ოდენობით (10 ცალი 100 ლარიანი კუპიურის სახით).
2.5 მოწმე ჯ----------------- ჩვენების თანახმად, მ--–---------------- კლასელი და მეგობარია. შარშან აგვისტოში, ხელვაჩაურში, სადაც თვითონ ცხოვრობს, მივიდა მ--–-----, რომელსაც მეგობარი ახლდა. უთხრა, რომ ახლობლებს სასასაფლაოს გაკეთება სურდათ და ჰკითხა თუ დაეხმარებოდა. ის ადგილი, დაახლოებით 200 მეტრშია. პრობლემა არ შეუქმნია, მაგრამ უთხრა, რომ თვითონ ვერ იმუშავებდა. საუბარი ტერიტორიის დამუშავების თანხასაც შეეხო. ,,შეიძლება 500, 1000, 2000 ლარამდე ან სხვა თანხა მოგთხოვონ ტერიტორიის დამუშავებაში თქო.'' სხვა, რომ მისულიყო, წინააღმდეგი იქნებოდა.
2.6 მოწმე დ---------------- ჩვენების თანახმად, პროფესიით იურისტია და მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 2015 წელს სასაფლაოების მოწყობის წესი კანონით არ იყო რეგულირებული. ,,თვითმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში იყო ზოგადი ჩანაწერი, რომ მუნიციპალიტეტის მოვალეობას წარმოადგენდა აღნიშნული საკითხის მოგვარება. მოგვიანებით მიიღეს სპეციალური წესი, რომლის მიღებამდე სასაფლაოების მოწყობის საკითხი განცხადების საფუძველზე წყდებოდა. ნებართვის ფორმა არ არსებობდა და არც პრაქტიკა იყო. მსგავსი განცხადება გამგეობაში არ შემოსულა.
2.7 ბრალდებულ მ--–---------------- ჩვენების თანახმად, მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლად, რომლის მოვალეობაში შედიოდა მოქალაქეების მიღება და დაკვალიანება, მათი პრობლემების შესწავლა და მოხსენება. 2015 წლის აგვისტოს თვეში შემოვიდა ზარი. მოსაუბრემ განუცხადა, რომ მეზობლის შვილი, ი-----–-------------- იყო. მისი ახლობელი იყო ჩამოსული, გასაუბრება უნდოდა გამგებელთან და ტელეფონის ნომერს მისცემდა, რაზეც თანხმობა განუცხადა. 12 აგვისტოს მასთან მივიდა უცხო პირი, რომელმაც უთხრა, რომ იყო ი-----–--------- და მისი მეგობარი მიწას ეძებდა. ი-----–---------- აუხსნა, რომ მიწა არ იყიდებოდა. ასევე უთხრა, რომ სოფელ ერგეში იყო მამაპაპური მიწები და იქ უნდა წასულიყო. ბერსენაძესთან ერთად სოფელ ერგეში წავიდა და ნახეს მიწა. უკან რომ დაბრუნდნენ, ისევ მას მიაკითხეს და უთხრეს, რომ თბილისიდან მოდიოდა მეგობარი ბიზნესმენი და მიწას აჩვენებდნენ. საღამოს ხუთი საათისათვის ჩამოვიდა. ისევ მიაკითხეს და უთხრეს, რომ ტელეფონზე არავინ პასუხობდა. დარეკა ბერსენაძესთან. უპასუხა მისმა ძმამ, ა-------------------, რომელსაც უთხრა წაეყვანა ეს ხალხი. წავიდნენ ერგეში, საიდანაც კმაყოფილები დაბრუნდნენ. ამ დროს ოთახში იმყოფებოდნენ თავდგირიძე, ზაქრაძე და ბერსენაძე, რომელთაც მოუვიდათ კამათი ამ მიწების თაობაზე. იოსავა და ლ---–---–-- რომელიც ბიზნესმენად წარადგინეს, გარეთ გამოვიდნენ. ჰკითხეს კიდევ სად შეიძლებოდა მიწების ნახვა და ამის შემდეგ წავიდნენ. საღამოს შვიდ საათზე დაურეკეს. უთხრეს, რომ ხვალ მიაკითხავდნენ დასამშვიდობებლად. მეორე დღეს მოაკითხეს ი-----–---------მ და გ---------–---–---–-- და წავიდნენ ბათუმში, ე---------------- რესტორანში. საუბრის დროს მათ უთხრეს, რომ მ--------–---–---- მიწა იყიდეს. ლეკიშვილი მალე წავიდა, დარჩა ი------- რომელმაც უთხრა, რომ მიწას აჩვენებდა და მანქანით ვაშალომიძეებში წავიდნენ. იქ გ-----------–------ შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ თუ რამეს გაკეთდებოდა, წინააღმდეგი არ იქნებოდა. შემდეგ დაინახა კლასელი ჯ----------------- რომელმაც აუხსნა, რომ 1000-1500 ლარი დაჯდებოდა სასაფლაოსათვის მიწის გაწმენდა. იქიდან რომ წამოვიდნენ, გზაში ი-----–---------მ განუცხადა, რომ ნისიად არავინ იმუშავებდა და თანხა, რომ დაეტოვებინა გ---------–---–---–- მიწის ეკალ-ბარდებისაგან გასაწმენდად ხომ არ იქნებოდა წინააღმდეგი. მეორე დღეს დატოვებული თანხა მუშებისათვის იყო განკუთვნილი. ნებართვებებზე, რომ საუბრობდა მეზობლების თანხმობებს გულისხმობდა. 13-ში წაიყვანეს განყოფილებაში და ტელეფონი ჩამოართვეს. რომ დაუბრუნეს ნომრები წაშლილი იყო.
2.8 სასამართლო სხდომაზე, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ანზორ ბერსენაძის ჩვენება დამტკიცდა, როგორც უდავო მტკიცებულება.
ა------------------- ჩვენებაში განაცხადა შემდეგი: ,,მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დამირეკა ჩემმა ძმამ და მითხრა, რომ თბილისიდან იყო ჩამოსული მიწის საყიდლად დაინტერესებული პიროვნება და ვანახოთ ჩვენი მიწაო. მე დათქმულ დროს მივედი მიწის ნაკვეთთან, რომელიც მდებარეობს სოფელ ერგეში. ჩემი ძმა ტ------–----------- და ჩემთვის უცნობი პირი, რომელიც შემდეგ გამეცნო სახელით - ი-----–-- ვისაუბრეთ მიწის თაობაზე და ავუხსენი, რომ რეგისტრაცია ჩემს სახელზე არ იყო. ეს მიწა არის გამგეობის ბალანსზე ნახევარი და ნახევარი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე თქო და თუ რამე იქნება საკითხი გასარკვევი, ყველაფერი გამგეობაში უნდა გაირკვეს თქო. ამასთან დაკავშირებით მან მთხოვა იქნებ შენ მიხვიდე გამგებელთან და თხოვო დახმარებაო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ წამოდი და ერთად გავარკვიოთ თქო. მართლაც წამოვედით და დავიწყეთ საკუთრების უფლებაზე ან/და იჯარაზე რა იქნებოდა საჭირო. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ამ საუბარზე მ--–--------------- არსად არ ესწრებოდა. ჩემი თანდასწრებით ზემოხსენებულმა პირმა, რომელიც გამეცნო სახელად ი-----–- დარეკა ტელეფონზე და ხმამაღლა ელაპარაკა ვიღაცას „მ--–------ მომაქცია ყურადღება, მადლობა ყველაფრისთვისო და საქმე როგორც ჩვენ გვინდა ისე არისო“ ამის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით მეორე დღეს შეხვედრაზე სამის ნახევრისთვის. მე მეორე დღეს დავურეკე ი-----–-ს და ვკითხე სად იყო, მან მითხრა, რომ ჭ--------- ქუჩაზე რეცხავდა მანქანას, სადაც მე მივაკითხე და შევეკითხე რა ხდებოდა მიწის თაობაზე. მან მიპასუხა, ჩემი პარტნიორი ჩამოვიდა წუხელ, ეხლა ისვენებს და მოგვიანებით დაგირეკავ, შენ წადი და გამგებელი ნახე. მე მისი საუბარი აღარ მომეწონა, რადგან ისე ზერელე და უინტერესო პასუხი გამცა და წამოვედი სახლში. ველოდებოდი მის ზარს. თუ დარეკავდა ჩავიდოდი გამგეობაში, მაგრამ მის შემდეგ ჩემთან აღარ დაურეკავს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული პიროვნება ჩემს ძმასთან გამოუშვა მ--–---------------მ ’’.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრვი მფარველობა.
ამდენად, ქრთამის საფუძველზე შესასრულებელი მოქმედებები შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ქრთამის აღებით შეიძლება შესრულდეს როგორც კანონიერი, ისე უკანონო მოქმედება. პირველ შემთხვევაში მოხელე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც კანონიერ ხასიათს ატარებს და მის სამუშაო ფუნქციაში შედის, ხოლო მეორე შემთხვევაში, მოხელე ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ახორციელებს ქმედებას, რომელიც კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სრულდება.
3.2 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს, ქ----------–------------------------–- განთავსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ ზანაქიძეებში) - მ--–---------------- სამუშაო კაბინეტში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლმა გ---------–---–---–-- მ--–---------------ს ნამდვილად გადასცა თანხა - 1000 ლარი, მაგრამ იმავე მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს თანხა მ--–---------------მ მიიღო ქრთამის სახით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
ა) პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ 2012 წლის 12 აგვისტოს, მ--–--------------- შეხვდა თავის ნაცნობებს - ი-----–-------------------------–---–---–-- გამოკვლეული მტკიცებულებებით, 2012 წლის 12 აგვისტომდე მ--–---------------- ი-----–----------თან და გ---------–---–---–---- ნაცნობობა არ დასტურდება. ი-----–---------- ჩვენების თანახმად, ოპერატიული ინფომაციის გადასამოწმებლად, გ---------–---–---–---- ერთად წავიდა ხელვაჩაურის გამგეობაში. ,,ვიკითხე თუ რომელი იყო მ--–---------------''. გავიცანით ერთმანეთი. ვუთხარი, რომ თბილისსა და კახეთში დაკავებული ვიყავით სასაფლაოების მოწყობით. '' გ---------–---–---–-- ჩვენების თანახმად, მ--–--------------- აგვისტოს თვის დასაწყისში სამსახურებრივი საქმიანობის დროს გაიცნო, მაგრამ სად და როდის არ ახსოვს.
ბ) მოწმე გ------- იოსავას ჩვენების თანახმად, მ--–---------------მ დაურეკა ტელეფონზე და სთხოვა შეხვედრა და შეთანხმებული თანხის მიტანაც ,,ამოდით და თან წამოიღეთ ის 1000 ლარიო“ მოწმის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ფარულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც თანხის მიწოდების მომენტში მიმდინარეობს შემდეგი საუბარი: - გ------- - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი ძმაო ა გენაცვალე. მ--–----- - საჭირო არი აგი ახლა დატევა? ამ შემთხვევაში, მ--–----------------ათვის ფულის გადაცემა მისი მოთხოვნით არ მომხდარა.
გ) ბრალდებულ მ--–---------------- ჩვენების თანახმად, მასთან მისული ი-----–--------- სოფელ ერგეში მიწების სანახავად წავიდა. ი-----–---------- ჩვენების თანახმად, სხვა პირებს მიწის საკითხთან დაკავშირებით არ შეხვედრია და სოფელ ერგეში არ ყოფილა. მოწმე ა------------------- ჩვენებაში (უდავო მტკიცებულება) განაცხადა შემდეგი: ,,მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დამირეკა ჩემმა ძმამ და მითხრა, რომ თბილისიდან იყო ჩამოსული მიწის საყიდლად დაინტერესებული პიროვნება და ვანახოთ ჩვენი მიწაო. მე დათქმულ დროს მივედი მიწის ნაკვეთთან, რომელიც მდებარეობს სოფელ ერგეში. ჩემი ძმა ტ------–----------- და ჩემთვის უცნობი პირი, რომელიც შემდეგ გამეცნო სახელით - ი-----–-- ვისაუბრეთ მიწის თაობაზე და ავუხსენი, რომ რეგისტრაცია ჩემს სახელზე არ იყო. ეს მიწა არის გამგეობის ბალანსზე ნახევარი და ნახევარი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე თქო და თუ რამე იქნება საკითხი გასარკვევი, ყველაფერი გამგეობაში უნდა გაირკვეს თქო. …აღნიშნული პიროვნება ჩემს ძმასთან გამოუშვა მ--–---------------მ ’’.
დ) ი-----–---------- ჩვენების თანახმად, მიწის გაწმენდაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა და არც მუშა-მოსამსახურეების მუშაობის ანაზღაურებაზე იყო საუბარი, ხოლო ბრალდებულ მ--–----------------ა და ბრალდების მხარის მოწმის, ჯ----------------- ჩვენებით დასტურდება, რომ სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის დათვალიერების დროს, მ--–---------------სა და ჯუმბერ ირემაძესა შორის საუბარი იყო მიწის დამუშავებაზე და ამისათვის სათანადო ფულადი ანაზღაურების სავარაუდო ოდენობაზე.
სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული შეუსაბამობები აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ჩვენებებში აღწერილი ვითარება რეალურ სურათს, ხოლო ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - in dubio pro reo - ს თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მ--–---------------- დამნაშავედ ცნობის თაობაზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ჩვენებები არაა შევსებული სხვა ისეთი ნეიტრალური, ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ეცნო მ--–--------------- წარდგენილ ბრალდებაში.
3.3 სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 333-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მისთვის ნორმატიული აქტით მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებას. მოხელის უფლებამოსილების დადგენა ხორციელდება დებულების, წესდების, ბრძანების ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებები, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს დარღვევის არსებითობა, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, წინასწარ ჩამოყალიბებული ან კანონმდებლობით განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
3.4 სასამართლოს მტკიცებულებების შეფასების შედეგად, დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაული - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: მ--–--------------- დანიშნული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ ზანაქიძეებში და ითვლებოდა საჯარო მოხელედ. 2015 წლის 12 აგვისტოს, მ--–--------------- შეხვდა ი-----–-------------------------–---–---–-- რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სოფელ ზანაქიძეების მიმდებარედ სასაფლაოების მოწყობით. მ--–---------------მ, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლო მოქალაქებთან შეხვედრა და მათი პრობლემების გაცნობა, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და ი-----–---------- და გ---------–---–---–- ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებაში და ფიზიკურ სამუშაოთა წარმოების ორგანიზებაში (სასაფლაოს მოწყობისათვის განკუთნილი ტერიტორიის დამუშავება) დახმარება აღუთქვა, ხოლო 2015 წლის 13 აგვისტოს, გ---------–---–---–- მუშებისათვის გადასაცემად გამოართვა 1000 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოხელისათვის შეუფერებელი აღნიშნული საქციელით, მ--–---------------მ შელახა საჯარო მოხელის პრესტიჟი და ავტორიტეტი, რითიც არსებითად დააზიანა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
4.2 მ--–---------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ მ--–---------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ--–---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. მ--–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ--–---------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
4. მ--–---------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, მ--–---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ დ------------------------------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ხ--–----------------------------–-----------, (ზ----------–--------------------------------–---–---------------–--------------------------------------–------------------.0----------------------------------------------------------------------–----- ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ნივთმტკიცება: ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ამსახველი 01 ცალი კომპაქტ დისკი, - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი