გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210119003004956
#2/167-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06.09.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს.,, კ------- ბ----“
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: გ------- ბ-–--ე, მ--–---- ნ--------ე
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ”კ------- ბ----”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - გ------- ბ-–--ის (პ/ნ 5----------) და მ--–---- ნ--------ის (პ/ნ 5----------) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 6 686 ლარისა და 13 თეთრის გადახდა, საიდანაც 3530 ლარი არის სესხის ძირი, 2351,69 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 163,05 ლარი არის სადაზღვევო შენატანი, 641,39 ლარი არის პირგასამტეხლო.
მოსარჩელის მოთხოვნაა მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ არსასრულებლად.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის და 58 თეთრის ანაზღაურება ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი -50 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი -21 ლარი, რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი-11 ლარი, ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის ხარჯი-200 ლარის ოდენობით.
1.2.მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 21დეკემბერს ს.ს.,, კ------- ბანკ“-სა და გ------- ბ-–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N183553680829MWM, რის საფუძველზედაც მან ისესხა 3530 ლარი 36 თვის ვადით 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 35,20 პროცენტს , ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 49,85,64 % . სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებელს ჰყავს თავმდები- მ--–---- ნ--------ე 2018 წლის 18 დეკემბერს მ--–---- ნ--------ემ იკისრა თავდებობა სესხის ძირზე 6239 ლარზე და 62 თეთრზე. ხელშეკრულების 8.1. მუხლის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მოსარჩელის პოზიციით მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება, რის გამოც მომართა სასამართლოს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე გ------- ბ-–--ემ სადაც იგი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 3530 ლარის ნაწილში. მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ შემოუტანია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ 2018 წლის 21 დეკემბერს ს.ს.,, კ------- ბანკ“-სა და გ------- ბ-–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N183553680829MWM,, რის საფუძველზედაც მან ისესხა 3530 ლარი 36 თვის ვადით 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 35,20 პროცენტს , ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 49,85 % . სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.22-30)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. მსესხებელს ჰყავს თავმდები - მ--–---- ნ--------ე. 2018 წლის 18 დეკემბერს მ--–---- ნეფარიზემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს გ------- ბ-–--ეს სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში გაფორმდება სესხი 6239,62 ლარის ფარგლებში. იგი იღებს ვალდებულებას იმ შემთხვევაში , თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. დადგენილია, რომ სესხი დაზღვეულია. მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეთა მიერ დავალიანება არ არის დაფარული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.32-35)
- დაზღვევის ბუკლეტი(ს.ფ.31)
გაფრთხილება(ს.ფ.38-39)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით დავალიანების დოკუმენტის მიხედვით მოპასუხე მხარის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 6686 ლარს და 13 თეთრს საიდანაც 3530 ლარი არის სესხის ძირი, 2351 ლარი და 69 თეთრი არის საპროცენტო სარგებელი (487,95 ლარი პროცენტი 1765,27 მიუღებელი შემოსავალი), 163 ლარი და 05 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 641,39 ლარი არის პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი(ს.ფ.22-30)
- დავალიანების ისტორია(ს.ფ.45)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ------- ბ----”-ს სარჩელი გ------- ბ-–--ისა და მ--–---- ნ--------ის მიმართ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანამდე , ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბანკის მონაცემების გამოყენებით სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროს დაზღვევა ხელშეკრულების შეწყვეტამდე. პირგასამტეხლო არაგონივრულობის გამო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
დადგენილია რომ 2018 წლის 21 დეკემბერს ს.ს.,, კ------- ბანკ“-სა და გ------- ბ-–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N183553680829MWM,, რის საფუძველზედაც მან ისესხა 3530 ლარი 36 თვის ვადით 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 35,20 პროცენტს , ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 49,85 % . სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით დავალიანების დოკუმენტის მიხედვით მოპასუხე მხარის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 6686 ლარს და 13 თეთრს საიდანაც 3530 ლარი არის სესხის ძირი, 2351 ლარი და 69 თეთრი არის საპროცენტო სარგებელი(487,95 ლარი პროცენტი 1765,27 მიუღებელი შემოსავალი), 163 ლარი და 05 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 641,39 ლარი არის პირგასამტეხლო.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
6.5. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
6.6. ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული , დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს 353ლარით .
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა , შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს 163,05 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ძირი თანხის ათ პროცენტამდე , კერძოდ 353 ლარამდე.
6.9.სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მსესხებელს ჰყავს თავმდები - მ--–---- ნ--------ე. 2018 წლის 18 დეკემბერს მ--–---- ნ--------ემ იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდგეს გ------- ბ-–--ეს სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში გაფორმდება სესხი 6239,62 ლარის ფარგლებში. იგი იღებს ვალდებულებას იმ შემთხვევაში , თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. დადგენილია, რომ სესხი დაზღვეულია. მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეთა მიერ დავალიანება არ არის დაფარული.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
6.10 . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
6.11.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.12. ამდენად სასამართლო თვლის , რომ .სს. ,, კ------- ბ----ს“-ს -ს (ს/კ2--------) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გ------- ბ-–--ეს და მ--–---- ნ--------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----ს“-ს სასარგებლოდ 4887 ლარის ( ოთხიათასრვაასოთხმოცდაშვიდი) გადახდა (საიდანაც 3530 ლარი არის ძირითადი თანხა, 487,95 ლარი არის პროცენტი , 353 მიუღებელი შემოსავალი , სიცოცხლის დაზღვევა არის 163,05 ლარი, პირგასამტეხლო 353 ლარი, )
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
7.2. დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე გ------- ბ-–--ემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, ხოლო მ--–---- ნეფარიზე საერთოდ არ გამოცხადდა სხდომაზე, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. გ------- ბ-–--ეს და მ--–---- ნ--------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს.,, კ------- ბანკ“-ის სასარგებლოდ მოპასუხის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,, კ------- ბ----ს“-ს სასარგებლოდ 93 ლარის და 66 თეთრის გადახდა.
სს.,, კ------- ბანკს“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ( საგადასახადო დავალება N გადახდის თარიღი – 16.05.2019 წ; საგადახდო დავალება - №657147, გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ----“; გადამხდელის ბ---- – სს ”კ------- ბ----”; ბ----ს კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 200,58 ლარი;) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 52 ლარი და 95 თეთრი.
გ------- ბ-–--ეს და მ--–---- ნ--------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბანკ“-ის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი -11 ლარი, საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის ხარჯი- 21 ლარი, ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის ხარჯი -200 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სს. ,, კ------- ბ----“-ს -ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ------- ბ-–--ეს და მ--–---- ნ--------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 4887 ლარის ( ოთხიათასრვაასოთხმოცდაშვიდი) გადახდა (საიდანაც 3530 ლარი არის ძირითადი თანხა, 487,95 ლარი არის პროცენტი, 353 ლარი - მიუღებელი შემოსავალი, სიცოცხლის დაზღვევა არის -163,05 ლარი, პირგასამტეხლო - 353 ლარი)
2. გ------- ბ-–--ეს და მ--–---- ნ--------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 93 ლარის და 66 თეთრის გადახდა.
3.სს.,, კ------- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (გადახდის თარიღი – 16.05.2019 წ; საგადახდო დავალება - №657147, გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ----“; გადამხდელის ბანკი – სს ”კ------- ბ----”; ბანკის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 200.58 ლარი;) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 52 ლარი და 95 თეთრი.
4. გ------- ბ-–--ეს და მ--–---- ნ--------ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი -11 ლარი, საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის ხარჯი- 21 ლარი, ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის ხარჯი -200 ლარი.
5. ს.ს. ,,კ------- ბანკ”-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
6.დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი