განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2460-19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - დ------–----–---–-ს,ბრალდებულ - კ---------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კ--------------------------ის (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: ქ----------–---–------------------–---------------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---–-----–--------–---------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (10 ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (10 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების - ე----------ს, მ------------–---–-ს, ქ----------------–-–---–-ს, ნ-------------ის, მ------------------ს, თ------------–---–--ს, კ---------–--------ს, ნ--------------–---–-ს, ა----–-------------ს, მ----------ის, თ--------------ის, ა-----------------–---–-ს, ბრალდებულ კ---------------ის გამოკითხვის ოქმებით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ჩხრეკის ოქმით; ვიდეოჩანაწერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ---------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის. მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის (10 ეპიზოდი).
კ---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 04 მარტს, თ---–--–---–-----------–---–---------------ში მდებარე მაღაზია „ნ-------დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 44.99 ლარად ღირებულ „ს-------–---–-ს“ ფირმის კონიაკს, რა დროსაც შეჩერებულ იქნა მაღაზიის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 26 მარტს, დაახლოებით 10 საათსა და 53 წუთზე, თ---–--–-----------------------------------–----------- კორპუსის ქვეშ მდებარე მარკეტ „ო-----------დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ორ 95 გრამიან შუშის ქილაში არსებულ, 37,90 ლარად ღირებულ „კა---------რის“ ფირმის ყავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 30 მარტს, თ---–--–-------–-------–--------------------ში მდებარე სუპერტმარკეტ „ი---–-დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 63,50 ლარად ღირებულ „კა---------რის“ ფირმის ორ ხსნად ყავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 19 მარტს, თ---–--–------–-------–------------------ში მდებარე სუპერტმარკეტ „ს-----დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 69.00 ლარად ღირებულ „ჯეკ დენიელსის“ სახელწოდების ალკოჰოლურ სასმელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 26 მარტს, თ---–--–----------------------------------–------- „ბ“ კორპუსის ქვეშ განთავსებულ მარკეტ „ო-----------დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 37,90 ლარად ღირებულ ორ „კა---------რის“ ფირმის ყავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 17 აპრილს, დილის საათებში, თ---–--–------–-------–--------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „იფქლის“ მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 82 ლარად ღირებულ სამ ქილა „კარტნუარის“ ფირმის ყავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 26 მარტს, დაახლოებით 18 საათსა და 07 წუთზე, თ---–--–------–-------–------------------ში მდებარე სუპერტმარკეტ „ს-----დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 213 ლარად ღირებულ „ს-------–---–-ს“ ფირმის კონიაკს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 12 საათსა და 17 წუთზე, თ---–--–------–-------–------------------ში მდებარე სუპერტმარკეტ „ს-----დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 39.40 ლარად ღირებულ „კა---------რის“ ფირმის ყავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 08 საათსა და 36 წუთზე, თბილისში, ა--–-------–------------------ში მდებარე სუპერტმარკეტ „ფ-----------დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 39.80-39.80 ლარად ღირებულ ორ შუშის ქილაში არსებულ „კა---------რის“ ფირმის ყავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 16 აპრილს, თ---–--–------–-------–--------------------ში მდებარე სს „ფ-----------ს“ მაღაზია „ი---–-დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 79,60 ლარად ღირებულ ორ 190 გრამიან „კა---------რის“ დასახელების ყავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) ნასამართლევი კ---------------ე, 2019 წლის 03 მარტს, თ---–--–---–-----------–---–---------------ში მდებარე მაღაზია „ნ-------დან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 39.99 ლარად ღირებულ „კარტნუარის“ ფირმის ყავას.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია კ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
კ---------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (10 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს კ---------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (10 ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, ვინაიდან კ---------------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (10 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა თბილისის საქალაქო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
კ---------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამი ქილა „კა---------რის“ ხსნადი ყავა და მ------------–---–-სგან ამოღებული ალკოჰოლური სასმელი „ს-------–---–-“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო სამი DVD დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მარტის მაღაზია „ო-----------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 მარტის მაღაზია „ი---–-ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მარტის მაღაზია „ო-----------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 მარტის მაღაზია „ს-----ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 მარტის მაღაზია „ს-----ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 03 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (09 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები - თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 04 (ოთხი) წლით, 05 (ხუთი) თვითა და 07 (შვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით, კ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აპრილის 13:52 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
კ---------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამი ქილა „კა---------რის“ ხსნადი ყავა და მ------------–---–-სგან ამოღებული ალკოჰოლური სასმელი „ს-------–---–-“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო სამი DVD დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე