განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #3076292-1/171-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
06.09.2019 წელი ქ.ახ--––--ე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ვ-–------რ მ-----–--ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 21.04.1972 წელს, პ/ნ 4---------4 მცხ: ახ--––--ე, რაიონი სოფელი ბ---ა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" და „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბერს ოჯახში არაერთგზის ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებულმა ვ-–------რ მ-----–--ემ 2018 წლის ოქტომბრის თვეში ახ--––--ის რაიონის სოფელ ბ---აში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფითი ურთიერთობის ნიადაგზე მამას ამ----ნ მ-----–--ეს აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაწყოფას, რაზეც გამოექომაგა დედა ვ--–------ა რ----ი, აღნიშნულის გამოქომაგების გამო გაღიზიანებულმა ვ-–------რ მ-----–--ემ დედას ვ--–------ა რ----ის მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ მუშტების დარტყმით თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 26 აპრილს დაახლოებით საღამოს საათებში, ახ--––--ის რაიონის სოფელ ბ---აში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე კვლავ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მამას ამ----ნ მ-----–--ეს, რაზეც კვლავ გამოექომაგა ვ--–------ა რ----ი, დედის გამოსარჩლებით განაწყენებულმა ვ-–------რ მ-----–--ემ ვ--–------ა რ----ის კვლავ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შემდეგ რკინის ჭიქის თავის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბერს ოაჯხში არაერთგზის ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებულმა ვ-–------რ მ-----–--ემ 2018 წლის დეკემბრის თვეში ახ--––--ის რაიონის სოფელ ბ---აში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფითი ურთიერთობის ნიადაგზე მამას ამ----ნ მ-----–--ეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მარცხენა ხელის არეში რამოდენიმეჯერ ღუმელის რკინის საჩხრეკის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შვილის ვ-–------რ მ-----–--ის ძალადობრივი ქმედების აღკვეთა შეეცადა დედა ვ--–------ა რ----ი, რომელსაც მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ მუშტების დარტყმით თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა.
2019 წლის 25 აპრილს საღამოს საათებში ახ--––--ის სოფელ ბ---აში მდებარე საცხოვრებელი ბინაში ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე მამას ამ----ნ მ-----–--ეს კვლავ მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ნაჯახის გამოყენებით თავის მოჭრით, რა დროსაც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილითან ერთად მუქარის განხორციელებით გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 26 აპრილს დაახლოებით საღამოს საათებში, ახ--––--ის რაიონის სოფელ ბ---აში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე კვლავ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მამას ამ----ნ მ-----–--ეს, ხოლო შემდეგ ხელების მოჭერით ყელის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა და სკამის თავში დარტყმით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულ ამ----ნ მ-----–--ეს ფიზიკურ ტკივილითან ერთად გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, ვ-–------რ მ-----–--ის ძალადობრივი ქმედების აღკვეთა შეეცადა დედა ვ--–------ა რ----ი, რომელსაც მიაყენა ჯერ სიტყვიერი შემდეგ რკინის ჭიქის თავის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ-–------რ მ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" და „გ“ ქვეპუნქტით.
ასევე ვ-–------რ მ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ვ-–------რ მ-----–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედებები.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ვ--–------ა რ----ის 27.04.2019წ, 28.04.2019წ, ამ----ნ მ-----–--ის 27.04.2019წ, 28.04.2019წ, ვ-–------რ მ-----–--ის 27.04.2019წ, ლ-–ა ს-------ს 28.04.2019წ, ლ---ნ ბ------ს 28.04.2019 მოწმის, დაზარალებულის და ბრალდებულის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ვ-–------რ მ-----–--ის დაკავების ოქმი, მოწმე ვ--–------ა რ----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3------------ს განაჩენი ვ-–------რ მ-----–--ის მიმართ, ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განაჩენი ვ-–------რ მ-----–--ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ---ნტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელ---ნტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს დასკვნა ვ-–------რ მ-----–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლ--- ბრალდებულ ვ-–------რ მ-----–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ’’ ქ/პ-ით და 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს დასკვნა ვ-–------რ მ-----–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს და იძლ--- ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ", 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,გ" ,,ე" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ვ-–------რ მ-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი არის ნასამართლევი და სახეზეა რეციდივი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ამასთან ვ-–------რ მ-----–--ე სათვის პ/ნ 3---------5) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და ,,ე“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, მხედველობაში ვერ მიიღება, რადგან ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი და მოცემულ შემთხვევაში ნასამართლეობა წარმოადგენს მაკვალიფიცირებელს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–------რ მ-----–--ე პ/ნ 3---------5) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და ,,ე“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
ვ-–------რ მ-----–--ე პ/ნ 3---------5) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,ე’’ ქ/პებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით.
ვ-–------რ მ-----–--ე (პ/ნ 3---------5) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარ სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ვ-–------რ მ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ვ-–------რ მ-----–--ეს თავისუფლების აღკვეთის 1 (ერთი) წლის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 27 აპრილიდან.
2. ვ-–------რ მ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ლითონის ფინჯანი და ერთი ცალი ნაჯახი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახ--––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია