განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
080100119003052187
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003052187

საქმე №1/496-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

06.09.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: გუ------------–--ე;

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: მი----–-------ე;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული: და----ი ქა----–--ე

მამის სახელი: დე-----ი

დაბადების თარიღი: 1---------წ.

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქუ-----ი, ს. ხუ-----ის ქუჩა №5-----

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, რ. თა-----–---–ის ქუჩა №1----.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი.

 

2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქუ-----ში, რ. თა-----–---–ის ქუჩა №1-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და---- ქა----–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ფი----ა ალ-----ეს კერძოდ აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით, შემდგომ ხელი დაარტყა სახის არეში, ძლიერად მოქაჩა თმები და მკლავებზე უჭერდა ხელს. აღნიშნული ქმედებებით ფი----ა ალ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და----ი ქა----–--ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლე----------–--ემ განმარტა, რომ - 2019 წლის 25 მაისს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, მეწყვილესთან სუ-–---------------–---–თან ერთად ახორციელებდა ღამის შემოვლას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება თა-----–---–ის 118-ში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ისინი მალევე გამოცხადდნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ ქალბატონი ფი----ა ალ-----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა. ქალბატონ ფი----ას ვიზუალურად, სახის არეში ეტყობოდა სიწითლეები. მოწმის განმარტებით მან დარეკა ხელმძღვანელთან და მიიღო ბრალდებულის ადგილზე დაკავების ბრძანება, რის შემდეგაც მოხდა მისი ადგილზე დაკავება, განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, ხოლო სუ-–---------------–---–ის მიერ შედგენილ იქნა დაკავების ოქმი. დაკავების ოქმს მოწმემაც მოაწერა ხელი, ამის შემდეგ ბრალდებული გადაყვანილ იქნა ქუ-----ის პოლიციის მე-4 განყოფილებაში. მოწმის განმარტებით მას არ ახსოვს მოაწერა ხელი თუ არა ბრალდებულმა დაკავების ოქმს. მას ბრალდებულისთვის არ გადაუცია დაკავების ოქმის ასლი. დაკავებისას საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ოთახში იმყოფებოდა ბრალდებული, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაზარალებულიც იმავე სახლში იყო, სადაც ბრალდებული ცხოვრობს. მოწმე დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს არ შესწრებია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შო----–---–---ემ განმარტა, რომ - ის პოლიციაში მუშაობს 2008 წლიდან, ამჟამად მუშაობს ქუ-----ის პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფრო ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 25 მაისს, დილის საათებში დაახლოებით 11:00-12:00 საათზე, მოწმე და ამავე განყოფილების გამომძიებელი გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე თა-----–---–ის ქუჩა 113-ში და საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე და მოახდინეს დათვალიერება. სახლი დაათვალიერეს იქ მცხოვრები ქალბატონის თანხმობის საფუძველზე. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები არ ყოფილან, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზა------------ემ მობილურის საშუალებით გადაიღო სურათები. ქალბატონმა მათ მიუთითა ადგილი, როგორც ახსოვს სამზარეულო ოთახი, სადაც მის მიმართ განხორცილდა ძალადობის ფაქტი. დაზარალებულმა თანხმობა წერილობით განუცხადა მათ, რის შემდეგაც მოახდინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმებზე ყველამ მოაწერა ხელი. დაზარალებულმა მიუთითა რომ მას ბრალდებულმა შეურაცხყოფა მიაყენა სამზარეულოს ოთახში. მოწმის განმარტებით მას ზუსტად არ ახსოვს, თუ რა განმარტა დაზარებულმა, რა სახის შეურაცყოფა მიაყენა მას ბრალდებულმა. თუმცა მისი თქმით დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, დაზიანებას ეტყობოდა, რომ ბუნებრივი არ იყო, აშკარა ჩანდა რაიმე ნივთის ზემოქმედების შედეგად მიყენებული გამოკვეთილი კვალი, რომელიც იყო მოწითალო ფერის. ადგილზე დათვალიერებისას მათ რაიმე სახის ნივთმტკიცება არ ამოუღიათ. მოწმის განმარტებით მას არ ახსოვს გადაეცა თუ არა დაზარალებულ ფი----ა ალ-----ეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თუმცა მას გამომძიებლის მიერ განემარტა მის უფლება-მოვალეობები. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლე----–----მ განმარტა, რომ - ის პოლიციაში მუშაობს 2006 წლიდან. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა პოლიციის მე-4 განყოფილებაში, მაისის თვიდან. გამომძიებელი იყო ზა------------ე. 2019 წლის 17 ივლისს მან დაზუსტებული ბრალი გააცნო ბრალდებულს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ასევე გაუცვალა მათ მტკიცებულებების ნუსხა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზა------------ემ განმარტა, რომ - მიმდინარე წლის 25 მაისს ღამის საათებში, ქუ-----ის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე საიდანაც იკვეთებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტი, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე ზა------------ის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმეები: ფი----ა ალ-----ე, რომელიც შემდგომში ცნობილ იქნა დაზარალებულად და განემარტა მისი უფლებები, სუ-–---------------–---–ი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, გი-------------------–---–ი - პატრულის თანამშრომელი, დე-----ი გვ-------ე, რომელიც არის ბრალდებულის მამა, მა---ა გვ-------ე და ავ--------–--------ე - პატრულ-ინსპექტორი. მოწმის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შო----–---–---ის მონაწილეობით. გამოძიება დაწყებული იქნა ლა–---–-------ის მიერ, რომელიც არის დეტექტივ - გამომძიებელი მეოთხე განყოფილებაში. უშუალოდ ზა------------ის მიერ გამოკითხულ იქნა ქალბატონი ფი----ა ალ-----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა ძალადობის ფაქტი ღამის საათებში მეუღლის მიერ. კერძოდ მეუღლემ ჩაარტყა სახის არეში, ძლიერად მოქაჩა თმებში, მკლავზე მოუჭირა ხელი ძლიერად. დაზარალებული გამოიქცა სახლიდან რადგან ფიქრობდა, რომ მისი მეუღლე მასზე ძალადობას ისევ გააგრძელებდა და მისი სახლის ეზოდან დაუკავშირდა საინფორმაციო სამსახურს 112-ს და ითხოვა პოლიციის დახმარება. ამის შემდეგ, როგორც ფი----ა ალ-----ემ განმარტა ადგილზე გამოცხადდნენ მეოთხე განყოფილების პოლიციის თანამშრომლები და პატრულ ინსპექტორები. რაც შეეხება ბრალდებულს ის იმ დროისათვის სახლში იმყოფებოდა და ფი----ა ალ-----ემ პირდაპირ მიუთითა ბრალდებულზე, მის მეუღლეზე, რომ მან მიაყენა რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. აღნიშნულის შემდეგ დაკავებულ იქნა და---- ქა----–--ე, ასევე პატრულ-ინსპექტორების მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი შემაკავებელი ორდერი. ფი----ა ალ-----ეს, როგორც სახეზე ასევე ხელების მიდამოში მკლავებზე ეტყობოდა ჩალურჯებები და მიუთითებდა, რომ ეს ჩალურჯებები მიაყენა მისმა მეუღლემ. დაზარალებულის თანხმობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში მდებარეობდა. საცხოვრებელი მისამართი იყო თა-----–---–ის ქუჩა 113 ოთახი 2, რომელიც კორპუსის მეორე სართულზე მდებარეობდა. სახლში მისვლისას დაზარალებულმა მიუთითა სამზარეულო ოთახზე, სადაც მისმა მეუღლემ მასზე განახორციელა ძალადობა. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი შო----–---–---ე. შედგა დათვალიერების ოქმი, რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ტექნიკურ საშუალებად იქნა გამოყენებული მოწმის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ეს სურათები შემდგომში დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ასევე მის მიერ დანიშნულ იქნა ფი----ა ალ-----ეზე სამედიცინო ექსპერტიზა. საპატრულო პოლიციაში გაგზავნილი იქნა მიმართვა, რის შემდგომაც მიღებული იქნა საინფორმაციო სამსახური 112-ის ჩანაწერი, მოთავსებული CD დისკზე, რომელიც დათვალიერებული იქნა მათ მიერ. აღნიშნულ ჩანაწერზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რადგან აშკარად იკვეთებოდა, რომ ჩანაწერზე არსებული ხმა ფი----ა ალ-----ეს ეკუთვნოდა. მოთხოვნის გამგზავნი იყო ბატონი ზაზა, რომლმაც მოთხოვნაში მიუთითა შეტყობინების ნომერი. მოთხოვნა საინფორმაციო სამსახურიდან ჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე გაგზავნილი იქნა თავად მოწმის მიერ, სადაც მითითებული იქნა დანაშაულის შეტყობინების ნომერი, რომელსაც აგზავნის საინფორმაციო სამსახური 112. ამ შეტყობინებას პოლიციის შესაბამის განყოფილებაში აკეთებს, როგორც საინფორმაციო სამსახური 112, შემდგომში ასევე საპატრულო პოლიციაც. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სისხლის კვალი არ აღმოუჩენიათ, ასევე არ ყოფილა რაიმე გატეხილი. ბრალდებულს დაკავებისას შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა დღის საათებში 25 მაისს 12:20 საათზე. გამოძახება და ბრალდებულის დაკავება მოხდა ღამის საათებში, ხოლო დათვალიერება დღის საათებში. მოწმემ დაზარალებული პირველად ნახა დაკითხვისასა, ფაქტიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გი---------------–-–---–მა განმარტა, რომ - 2019 წლის 25 მაისს ქალაქ ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ზა------------ის მომართვის საფუძველზე შემოწმებულ იქნა მოქალაქე ფი----ა ალ-----ე. დასკვნის ნომერი 0--------. პირადი შემოწმებისასა ფი----ა ალ-----ეს აღენიშნებოდა, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, დაზიანებები სისხლნაჟღენთის, სწორკიდეებიანი ჭრილობისა და ნაკაწრების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება თარიღს, საქმის გარემოება 2019 წლის 25 მაისს ქუ-----ში თა-----–---–ის ქ. №1-----ში ფი----ა ალ-----ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ქმარმა და---- ქა----–--ემ. დაზარალებულის განცხადებით 2019 წლის 25 მაისს დაახლოებით 00:05 სთ-ზე ქუ-----ში, თა-----–---–ის ქ. №1-----ში თავის საცხოვრებელ ბინაში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება მეუღლესთან და---- ქა----–--ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტის მიერ დაიწყო 06:53 საათზე. შესამოწმებელი პირი უჩიოდა ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედები დონეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრები. მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ისეთივე ხასიათის ნაკაწრი. მარჯვენა მტევნის I თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის სწორკიდეებიანი ჭრილობა. დასკვნაში წერია, რომ დაზარალებული უჩიოდა ტკივილებს, რაც ექსპერტმა დაადგინა გამოსაკვლევი პირის გადმოცემით. შესამოწმებელ ოთახში იყო მხოლოდ ექსპერტი გი---------------–-–---–ი, მას არ ახსოვს შემოწმებას ესწრებოდა თუ არა პოლიციელი. ექსპერტიზის ბიუროში არ არის ქალბატონი ექსპერტი თანამშრომელი, რომელმაც უნდა შეამოწმოს შესამოწმებელი ქალბატონი, თუმცა, პირს რომელთანაც ტარდება ექსპერტიზა უმარტავენ სურს თუ არა ტანსაცმლის გახდა და დათვალიერების ისე ჩატარება. ექსპერტს არ ახსოვს, თუ რა ეცვა ტანზე შესამოწმებელ პირს. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ჭრილობის მიხედვით კიდეებში იყო გამოხატული სისხლჩაქცევები, სისხლჩაქცევები ლაგდება უკვე მეორე დღეს აქედან გამომდინარე დაზიანება არ იქნებოდა მიყენებული ერთი დღით ადრე. შესაძლებელია აღნიშნული დაზიანების მიყენება მომხდარიყო იმავე დღეს, შემთხვევამდე 6 ან 7 საათით ადრე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიებიების დაწყების აღრიცხვის ბარათის - ფორმა №1 თანახმად, გამოძიება დაიწყო 2019 წლის 25 მაისს. ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №1-----ში ფი----ა ალ-----ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარმა და---- ქა----–--ემ. (ს.ფ 1).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული №13----- 25/05/2019 00:12 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის თარიღი არის 25 მაისი 2019 წელი 00:09:11 საათი, ინციდენტის ტიპი ოჯახური ძალადობა, ფი----ა ალ-----ემ (მობილურის ნომერი: 5--------), რომლის საცხოვრებელი მისამართი არის ქ. ქუ-----ი, რე---- თა-----–---–ის ქუჩა №1----, განაცხადა, რომ მეუღლემ სცემა, ითხოვა პატრული, ხოლო სასწრაფოს გამოძახებაზე უარი განაცხადა, იმყოფება ეზოში და ჩუმად რეკავს. (ს.ფ.2).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული №1------ 25/05/2019 01:10 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუ-----ი) ,,114’’ საპატრულო ეკიპაჟიდან ა. გუდაძემ ტელ: 5-------- - ით აცნობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ინსპექტორს შა-–----------ნს, რომ ქუ-----ში თა-----–---–ის ქუჩა №1-----ში და---- ქა----–--ემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (მეუღლე) ფი----ა ალ-----ეს. შედგება შემაკავებელი ორდერი. (ს.ფ.3).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნის №0-------- თანახმად, ბრალდებულ და---- ქა----–--ეს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი. (ს.ფ.23-24).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუ-----ში რ. თა-----–---–ის ქუჩა №1-----ში განთავსებულ ფი----ა ალ-----ის საცხოვრებელ ბინაში, მითითებული ბინა არის ორსართულიანი მრავალბინიანი. ფი----ა ალ-----ის ბინაში, კერძოდ პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე ავდივართ ბეტონის საფეხურებით. ფი----ა ალ-----ემ თანხმობა განაცხადა ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარებაზე, რის შემდეგაც ერთფრთიანი რკინის კარით შევდივართ ბინის მისაღებ ოთახში. მისაღებიდან მარცხნივ შევდივართ სამზარეულოში, სადაც განთავსებულია მაგიდა, სკამები, ტელევიზორი, მაცივარი. სამზარეულოს ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ფი----ა ალ-----ემ მიუთითა სამზარეულო ოთახის შუა ადგილზე და განმარტა, რომ 2019 წლის 25 მაისს ღამის საათებში, მისმა მეუღლემ და---- ქა----–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სწრაფად ჩავიდა ბინის ეზოში და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ითხოვა პოლიციის დახმარება. დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ სახლში ნივთები დამსხვრეული არ არის, სამზარეულო ოთახიდან გავდივართ სასტუმრო ოთახში, სადაც რბილი ავეჯია განთავსებული, ხოლო სამზარეულოდან მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს დიდი ზომის საძინებელი ოთახი, ასევე მცირე ზომის საძინებელი ოთახი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დასურათდა ფი----ა ალ-----ის საცხოვრებელი სახლი, სადარბაზო და ბინის ეზოს მიმდებარე ტერიტორია. გადაღებული ფოტოსურათები ფოტოცხრილის სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. (ს.ფ 28-38)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემაკავებელი ორდერით №0----- ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 25 მაისს 00:55 სთ ქ. ქუ-----ში, თა-----–---–ის ქუჩა №1-----ში, დაზარალებულ ფი----ა ალ-----ის განმარტებით, ქმარმა და---- ქა----–--ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ სწვდა თმებში, დაარტყა ხელი სახეში და აგინა მას. შემაკავებელი ორდერის თანახმად და---- ქა----–--ეს აეკრძალა ფი----ა ალ-----ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 54-60).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 25.05.2019წ. 06:53-07:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ფი----ა ალ-----ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის, სწორკიდეებიანი ჭრილობისა და ნაკაწრების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ 124-127).

 

დაზარალებულმა ფი----ა ალ-----ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.

 

საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.

 

3.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლ--იტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ და---- ქა----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის მე-49 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ოჯახური კონფლიქტის მონაწილე პირებს - დაზარალებულსა და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე, რაც არ წარმოადგენს ბრალეულობის დამადასტურებელ არგუმენტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა და---- ქა----–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს აზრით და---- ქა----–--ის მიერ, მეუღლის - ფი----ა ალ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი ვერ ადასტურებენ აღნიშნული დაზიანებები მიაყენა თუ არა კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ასეთი პირის ქმედება ბრალეული.

 

ბრალდების მხარის მიერ დასახელებული არც ერთი მოწმე არ არის პირდაპირი შემსწრე დანაშაულის ფაქტისა და მხოლოდ იმეორებენ სხვის მონაყოლს, გადმოცემით იციან, რომ და---- ქა----–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ფი----ა ალ-----ეს. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დადასტურებულია დაზარალებულის სხეულზე გარეგნულად მიყენებული დაზიანებების კვალი, თუმცა თავად დაზარალებულს სასამართლო განხილვის დროს არ მიუცია ჩვენება და არ დაუდასტურებია, რომ ეს დაზიანებები მან მიიღო მეუღლის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს, ხოლო თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტის პირდაპირი თვითმხილველი მოწმე წარმოდგენილი არ არის. საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებები, არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

ამდენა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ან/და მოწმის ჩვენება, რომელიც ამ დაზიანებათა წარმოშობას ბრალდებულის ქმედებას დაუკავშირებდა, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ და---- ქა----–--ემ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და----ი ქა----–--ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. და----ი ქა----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

2. გაუქმდეს და----ი ქა----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. და---- ქა----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ოლ--ი გვ-------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თე-------–ის რაიონის სოფელ ქვედა სი-------–ი, საკადასტრო კოდი: 3----------- (უძრავი ქონების მახასიათებლებია: სა-----------–---------------------–------------------------------------------------–------------------, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. და----ი ქა----–--ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

4.1. შსს საინფორმაციო ცენტრ 112-დან გადმოგზავნილი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე