გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-2---19 გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-.0-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე:------ თ----–---–ი
სხდომის მდივანი: ე-–--- ო-----
მოსარჩელე -მ--–---- თ--–-----ე,წარმომადგენელი - ნ-------- მ---–-–---–ი,მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,წარმომადგენელი: თ----- რ-----–---–ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 1-------ის №2-------- განკარგულების ბათილად ცნობას. მოსარჩელის მითითებით, 2--- წლის 1-------ს 1--1- საათზე გადაეცა 2--- წლის 1-------ის „მსჯავრდებული მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ №2-------- განკარგულება", რითაც პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული იქნა - გაფრთხილება, რასაც არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია 2--- წლის 1-------ს მორიგე განწესის წევრის მისვლის და ასევე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი ზ------ ჩ------ის მისვლის მოთხოვნასა და ამ უკანკნელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მისი განმარტებით, მის საკანში მყოფი კ--- ა-–------ე დაავადებულია ქრონიკული კანის ავადმყოფობით და საჭიროებს ყოველდღიურ ჰიგიენურ მოვლას და ყურადღებას, რაზედაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში კონტროლიორებს სთხოვდა მისთვის მიეტანათ „ბიგის" საპარსი, თუმცა არ გადაუციათ. 2--- წლის 1-------ს მოსარჩელის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა კ--- ა-–------ემ იგივე თხოვნით მიმართა კონტროლიორებს, რომ საპარსის მიტანის თაობაზე ეცნობებინათ მათზე ზემდგომი პირისათვის, რა დროსაც მ--–----ი თ--–-----ე საკნიდან გამოდიოდა სასეირნოდ წასასვლელად და საკნიდან გამოსვლის დროს კონტროლიორებს უთხრა, რომ დაეძახებინათ კომპეტენტური პირისათვის. 2--- წლის 1-------ს დაახლოებით 21:00 საათზე №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა გასაცნობად მიუტანეს ოქმი - „დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის შესახებ", რა დროსაც შეიტყო, რომ თითქოს მან სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი ზ------ ჩ------ის მიმართ უმიზეზოდ გამოხატა აგრესია და განაწყენებულმა მიაყენა შეურაცხყოფა. 2--- წლის 1-------ს გადაეცა №2-------- განკარგულება „ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ", რაც მისი განმარტებით უკანონო და დაუსაბუთებელია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სადავო განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, 2--- წლის 1-------ს მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალიწინებული მოთხოვნების დარღვევას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2--- წლის 1-------ს 19:00 საათზე შედგენილი იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. ოქმის თანახმად, დარღვევის შინაარსი გამოიხატა შემდეგში: ამა წლის 1-------ს დაახლოებით 16:45 საათზე დაწესებულების მეორე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე არსებულ №91 საკანში განთავსებულმა მსჯავდრებულმა მ--–---- გ-------- ძემ თ--–-----ემ საკნიდან დაიძახა, რომ მასთან მისულიყო მორიგე განწესის წევრი, დაძახებისთანავე მსჯავრდებულის საკანთან მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორები ბ----- ლ-------ა და ვ--–---ი ბ----–---–ი. მ--–---- თ--–-----ემ განმწესის წევრებს მოსთხოვა მასთან ასევე მისულიყო სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი ზ------ ჩ------ი. კორპუსის ოფიცერი ზ------ ჩ------ი მივიდა მსჯავრდებულთან გასარკვევათ თუ რა ესაჭიროებოდა მას, ამ უკანასკნელმა უმიზეზოდ გამოხატა აგრესია და განაწყენებულმა ზ------ ჩ------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მსჯავრდებულ მ--–---- თ--–-----ის მიმართ, 2--- წლის 1-------ს 21:00 საათზე შედგა დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი, რომელზედაც მან ხელის მოწერასა და ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 1-------ის №2-------- განკარგულებით მსჯავრდებულ მ--–---- თ--–-----ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის სახე გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2016 წლის 1-------ის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის ოქმი; (ს. ფ. 29-30);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერის ზ------ ჩ------ის 2--- წლის 1-------ის ახსნა-განმარტება; (ს. ფ. 26);
-2--- წლის 1-------ის დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი (ს. ფ. 32);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 1-------ის №2-------- განკარგულება (ს. ფ. 19-20);
-2--- წლის 1-------ის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დირექტორის განკარგულების ჩაბარების შესახებ ოქმი (ს. ფ. 35)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 1-------ის №2-------- განკარგულება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია 2--- წლის 1-------ს მორიგე განწესის წევრის მისვლის და ასევე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი ზ------ ჩ------ის მისვლის მოთხოვნასა და ამ უკანასკნელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. ამასთან მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოპასუხემ არ გადაამოწმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი''.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - მ--–---- თ--–-----ის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე საკანონმდებლო აქტის 82-ე მუხლი კი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის სახეებს, რომლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეა - გაფრთხილება;
სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო მიუთითებს, რომ დაცულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. სადავო აქტი გამოცემულია წერილობითი ფორმით.
სასამართლო მიუთითებს, რომ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლით დისციპლინური გადაცდომისთვისთვის დაწესებულების დირექტორს, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შეუფარდოს მსჯავრდებულს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტით, კერძოდ კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 1-------ის №2-------- განკარგულებით, მსჯავრდებულ მ--–---- თ--–-----ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის სახე გაფრთხილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 1-------ის №2-------- განკარგულება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომლიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან 2--- წლის 1-------ს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერის ზ------ ჩ------ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს მოეთხოვა ვიდეო მასალის დაარქივება ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ"და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში - განკარგულების მიღებისას არ მოუწვევია დაინტერესებული პირი, მოსარჩელე და მისი ადვოკატი, არ მოუსმენია მათი მოსაზრებები დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, შეფასება არ მიუცია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისათვის.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ 2--- წლის 1-------ს 16:45 საათზე დაწესებულების მეორე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე არსებულ №91 საკანთან სხვა პირის ღირსების შემლახველი გარემოების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა წერილობით შესაგებელში მითითებული გარემოება, გასაჩივრებული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილია, რომ 2--- წლის 1- სექტემბერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხის გამოცხადებისას მოპასუხის დასახელება მიეთითა არასწორად, რაც წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და უნდა გასწორდეს. 7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-1-, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–----ი თ--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 1-------ის №2-------- განკარგულება ბათილად იქნეს ცნობილი;
2. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ( ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი