განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
330100119003155975
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3894-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ლ---- გ-------–--ე

ადვოკატები: თ------ გ--–---ი, მ----------–---

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა-–---------- გ---–--ე

მამის სახელი: ა---------–-

დაბადების თარიღი: 2---------–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–---------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1---------წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი,აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა-–---------- გ---–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი: ა-–---------- გ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი და მეტი პირის მიმართ.

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის 10 ივლისს 02:00 სთ-ზე, თბილისში, ბ------------------–--------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ა-–---------- გ---–--ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის - შ------- ხ--------ისა და მეუღლის მშობლების - ნ--- და ნ-------- ხ--------ეების მიმართ, რასაც ესწრებოდა ა-–---------- გ---–--ისა და შ------- ხ--------ის 7 წლის შვილი ს--- ხ--------ე. ა-–---------- გ---–--ემ, შელაპარაკებისას მეუღლე შ------- ხ--------ეს ხელი დაარტყა სახეში, რითაც შ------- ხ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა-–---------- გ---–--ის გინებისა და ჩხუბის ხმაზე ოთახში შევიდნენ ნ--- და ნ-------- ხ--------ეები. ა-–---------- გ---–--ემ ნ--- ხ--------ეს სახეში გაარტყა ხელი, რითაც ნ--- ხ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნ-------- ხ--------ე ხელის კვრით მიაჯახა კედელზე, რითაც ნ-------- ხ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა-–---------- გ---–--ე კონფლიქტისას შ------- ხ--------ეს დაემუქრა მოკვლით, რაც შ------- ხ--------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით, თბილისში, ბ------------------–--------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ა-–---------- გ---–--ე გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით მეუღლეს - შ------- ხ--------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმიზეზოდ ეკამათებოდა ყველა წვრილმანზე, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ეუბნებოდა, რომ იყო ქალი და მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო, მისი ყველა მოთხოვნა უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა, უშლიდა მეგობრებთან ურთიერთობას, თვითონ ურჩევდა და უკონტოლებდა, ვისთან ემეგობრა, უშლიდა საკუთარი გემოვნებით ტანსაცმლის შერჩევასა და ჩაცმას, უკონტროლებდა ტელეფონსა და სოციალურ ქსელში მიმოწერებსა და აქტივობებს. ეუბნებოდა, რომ მას როგორც ქალს, არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ეუბნებოდა, რომ ქალის ერთადერთი მოვალეობა ოჯახის მოვლა, ბავშვების გაზრდა, ასევე ქმრის მოვლა-პატრონობა და სხვა ფუნქცია მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა. მან რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ა-–---------- გ---–--ის ქმედებით შ------- ხ--------ე განიცდიდა ტანჯვას.

ა-–---------- გ---–--ემ ქ. თბილისში, ბ------------------–--------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლის ეზოში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 2 ძირი ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 60.88 გრამი, რომელიც 2019 წლის 10 ივლისს იქნა ამოღებული.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შეს---მისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–---------- გ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი და მეტი პირის მიმართ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით.

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 150 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონ---ება, შერიგება დაზარალებულებთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ა-–---------- გ---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით. მასვე, 05-10 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა-–---------- გ---–--ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ა-–---------- გ---–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ა-–---------- გ---–--ეს განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.

ა-–---------- გ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ა-–---------- გ---–--ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ა-–---------- გ---–--ეს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა-–---------- გ---–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დინების მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 2 ცალი სპეციფიკური სუნის მქონე მცენარე დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.

ნ--- ხ--------ის ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 01 ცალ ელ.დისკზე, ნ-------- ხ--------ის ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 01 ცალ ელ.დისკზე, შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია 01 ცალ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე