განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
820100119002995051
დავის ტიპი
157 1 , 157
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119002995051 (1-108/2019)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.09.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე - დახურული

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა

დაცვის მხარე - ადვოკატი დ----------------ე

 

ბრალდებული - ა---------–-------–--ა (დაბადებული 2--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მოქალაქეობა: საქართველო, განათლება: ს-–----–--, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ოჩამჩირის რაიონი, სოფელი კ------ა, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, თა---------------------------–-----).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილი - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი - პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება და შენახვა გავრცელების მიზნით.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილი - პირადად ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ა---------–-------–--ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ივლისის თვეში, ქ. ბათუმში თ--------------------------------------–------ში ყოფნისას, ა---------–-------–--ამ, ა-–----------------ას მობილური ტელეფონიდან უკანონოდ მოიპოვა ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი სექსუალური შინაარსის ვიდეო მასალა, რის შემდეგაც, იმავე საღამოს, შიშველ, მძინარე მდგომარეობაში მყოფ ა-–----------------ას, ნებართვის გარეშე, მობილური ტელეფონის საშუალებით, უკანონოდ გადაუღო ვიდეო და ფოტოები, რომელიც შეინახა თავის მობილურ ტელეფონში, რის შემდეგაც აღნიშნული პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ა---------–-------–--ამ, სოციალური ქსელის საშუალებით გადაუგზავნა ა-–----------------ას და აგრეთვე ა-–----------------ას მეგობრებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---------–-------–--ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილით.

 

მასვე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება და შენახვა გავრცელების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ივლისის თვეში, ქ. ბათუმში თ--------------------------------------–------ში ყოფნისას, ა---------–-------–--ამ, ა-–----------------ას მობილური ტელეფონიდან უკანონოდ მოიპოვა ა-–----------------ას გენიტალიების გამოსახულებით შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ვიდეო მასალა, რის შემდეგაც, იმავე საღამოს, შიშველ, მძინარე მდგომარეობაში მყოფ ა-–----------------ას, ნებართვის გარეშე, მობილური ტელეფონის საშუალებით, უკანონოდ გადაუღო გენიტალიების გამოსახულებით პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეო და ფოტოები, რომელიც შეინახა თავის მობილურ ტელეფონში, რის შემდეგაც აღნიშნული პირადი ცხოვრების ამსახველი პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეო და ფოტოები, ა---------–-------–--ამ, სოციალური ქსელის საშუალებით გადაუგზავნა ა-–----------------ას და აგრეთვე ა-–----------------ას მეგობრებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---------–-------–--ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მასვე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა პირადად ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ნოემბრიდან, 2019 წლის 23 მარტამდე დროის პერიოდში, ა---------–-------–--ა, ა-–----------------ას მიმართ სისტემატიურად ახორცილებდა ადევნებას, მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და მოითხოვდა ა-–----------------ასთან შერიგებას, სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად ა-–----------------ა განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა---------–-------–--ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ ა---------–-------–--ას მიმართ არ დასტურდება უტყუარად ბრალად შერაცხული დანაშაული საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს ბრალდების ამ ნაწილებში, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 157 მუხლის პირველი ნაწილზე, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და შენახვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში, ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს. მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლოს ქმედების გადაკვალიფიცირება შეუძლია იმავე ხარისხის ან მსუბუქ ბრალდებაზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ პირის მდგომარეობა არ გაუარესდეს და ბრალდებულის ქმედებამ იმაზე მეტი შინაარსი არ შეიძინოს, ვიდრე ეს ბრალდების მხარემ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოაყალიბა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს არ გასცდეს, რასაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამავე დროს სასამართლოს მიაჩნია, რომ არ ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან სასამართლოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად განეხორციელებინა დაცვის უფლება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი (ამჟამად მოქმედი 31-ე მუხლი) იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის ივლისის თვეში, ქ. ბათუმში თ--------------------------------------–------ში, ა---------–-------–--ამ, ა-–----------------ას მობილურ ტელეფონში ნახა ა-–----------------ას შიშველი სხეულის ამსახველი ვიდეო მასალა, რაც უკანონოდ გადაწერა საკუთარ ტელეფონში და უკანონოდ შეინახა, რის შემდეგაც, შიშველ, მძინარე მდგომარეობაში მყოფ ა-–----------------ას, ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე უკანონოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით, გადაუღო ფოტო და ვიდეო, რომელიც უკანონოდ შეინახა თავის მობილურ ტელეფონში, რამაც ა-–----------------ასთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და შენახვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ა-–----------------ამ განმარტა, რომ 2017 წელს ინტერნეტით გაიცნო ა---------–-------–--ა და ბოლო 4-5 თვე მასთან ცხოვრობდა, რა დროსაც ა---------–-------–--ამ მისი ნებართვის გარეშე, გადაუღო სურათები და ვიდეოები, რის შემდეგაც ფეისბუქზე მისდიოდა ფოტოები, ვიდეო და ესემესები, რომ ბევრი ასეთი ფოტო და ვიდეო აქვს, რომ ამას ნახავდა მთელი მსოფლიო და მის შვილს გაუგზავნიდა, რის გამოც ეშინოდა, რომ ბავშვს გაუგზავნიდა ვიდეოს და ანახებდა. ეს იყო მისთვის მთავარი, პირადი ცხოვრება არ უნდა სხვამ ნახოს, მოქმედებს ფსიქიურად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ---------------ემ დაადასტურა, რომ მან გამოკითხა ა-–----------------ა და ა---------–-------–--ა, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები ა-–----------------ას და ა---------–-------–--ას მონაწილეობით, გამოითხოვა ინფორმაციები, ამოიღო და დაათვალიერა მობილური ტელეფონები, სადაც იყო სურათები, ვიდეოები და ტექსტური შეტყობინებები.

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული ი-----–--------–--ას გამოძიებისას 2019 წლის 27 მარტის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ დაახლოებით ორი წელია შექმნილი აქვს ფეისბუქგვერდი, სადაც მისი სახელი და გვარი მითითებულია ქართულად, მობილური ტელეფონი არ აქვს დაახლოებით ერთი წელია. უცხოური ასოებით მისი სახელი და გვარით ფეისბუქგვერდი შექმნილი ჰქონდა დაახლოებით ორი წლის წინ, რაც შეცვალა ქართულით. სოციალური ქსელით ფეისბუქით ბოლოს ისარგებლა 2018 წლის დეკემბრის თვეში და მას შემდეგ ამ ქსელით არ უსარგებლია. მისი მამის ა---------–-------–--ასთვის მისი ფეისბუქის პაროლი არასოდეს მიუცია. ა-–----------------ას არ იცნობს. არასოდეს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები მესენჯერით არავისთვის გაუგზავნია და არც გამოუქვეყნებია და არც ვინმესთვის გაუგზავნია. მისთვის უცნობია მამამისს მის სახელზე და გვარზე შექმნილი სოცქსელი თუ ჰქონდა.

 

2019 წლის 23 მარტის შეტყობინებით ირკვევა, რომ 112-ზე დაუკავშირდა ა-–---------------ვა, რომ მისი ნაცნობი ა---------–ი ემუქრება და ინტერნეტით ავრცელებს მის ფოტოებს, რომელიც გადაღებულია შიშველ მდგომარეობაში.

 

2019 წლის 25 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ა---------–-------–--ასგან ამოღებული იქნა სამსუნგის ფირმის (S------ – J5) მობილური ტელეფონი.

 

2019 წლის 27 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ა-–----------------ასგან ამოღებული იქნა ,,ჰ-----------ე 10“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ა-–----------------ას მობილური ტელეფონი ,,ჰ-----------ე 10“, რა დროსაც ერთერთი ფაილის გახსნისას მასში აღმოჩნდა შიშველი ქალბატონის სურათი, მძინარე მდგომარეობაში, სურათი ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა“, ა-–----------------ას განმარტებით გამოსახულია თვითონ, რომელი სურათიც მას მესენჯერის საშუალებით გადმოუგზავნა ა---------–-------–--ამ. აღნიშნულ სურათზე დათვალიერების დროს ქალბატონის ინტიმური ადგილები არ მოსჩანს. მომდევნო ფოტოზე გამოსახულია ორი ფოტოსურათი. სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა”, ერთერთ სურათზე გამოსახულია ქალის უკანა ტანი შიშველ მდგომარეობაში, მეორე სურათზე გამოსახულია ქალის ფოტოსურათი, გულაღმა მდგომარეობაში მწოლიარე, აცვია ზედა ჭრელი ფერის უსახელო მაისური, ქვედა ტანი შიშველ მდგომარეობაშია და მოჩანს სასქესო ორგანო. მომდევნო სურათზე გამოსახულია ოთხი სმს შეტყობინება რუსულ ენაზე. სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა”, ა-–----------------ას განმარტებით აღნიშნული სმს შეტყობინებები მას მიღებული აქვს ა---------–-------–--ასაგან. მომდევნო სურათზე გამოსახულია ქალის უკანა ტანი შიშველ მდგომარეობაში, სადაც ჩანს სასქესო ორგანოები. სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა”. ა-–----------------ას განმარტებით აღნიშნული სურათზე გამოსახულია მისი სხეული და სურათი გადმოუგზავნა ა---------–-------–--ამ. მომდევნო სურათზე გამოსახულია სმს შეტყობინებები, სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა”, სურათზე ჩანს ვიდეოფაილების კოდები ვიდეო-1--------0 მპ.4; ვიდეო-1--------------------------------7.მპ4; სმს შეტყობინებები რუსულ ენაზე. მომდევნო სურათზე გამოსახულია შიშველი ქალის სურათი, სადაც ქალი წევს გულაღმა მდგომარეობაში, მძინარე. სურათზე ჩანს ქალის ზედატანი და სასქესო ორგანო, სურათის ქვემოთ მინაწერია სმს შეტყობინების სახით რუსულ ენაზე. სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა”, ა-–----------------ასა განმარტებით სურათზე გამოსახულია თვითონ და აღნიშნულის სურათი და სმს შეტყობინება მას გადმოუგზავნა ა---------–-------–--ამ. მომდევნო სურათზე გამოსახულია შიშველი ქალის სურათი და გაურკვეველი გამოსახულების ფოტოსურათი, სადაც ჩანს თეთრი ფერის ელექტრონული მეხსიერების ჩიპი. ა-–----------------ას განმარტებით სურათზე გამოსახულია თვითონ, რაც გადმოგზავნილია ა---------–-------–--ას მიერ, თეთრი ფერის ჩიპის სურათი თუ რა ქვეტექსტით გადმოუგზავნა ა---------–-------–--ამ განმარტებას ვერ აკეთებს. სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა”. მომდევნო სურათზე გამოსახულია ორი ფაილი: 1-ლი ვიდეოფაილის სქრინშოტი, ფაილი არ იხსნება, მე-2 სურათზე გამოსახულია გულაღმა მდგომარეობაში მწოლიარე შიშველი ქალის სურათი წელს ზემოთ, ა-–----------------ას განმარტებით სურათზე არის თვითონ, ხოლო სურათი გადმოგზავნილი იქნა ა---------–-------–--ას მიერ. სურათის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებულია გამომგზავნი ,,ი-----–--------–--ა”.

 

ანალოგიური გარემოებები იქნა დადგენილი მხარეთა შორის შეთახმბებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 30 მარტის ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმით (ს.ფ. 94).

 

2019 წლის 30 მარტის ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გაიხსნა ა-–----------------ასგან ამოღებული ტელეფონი ,,ჰ-----------ე 10“, რა დროსაც განხორციელდა ტელეფონიდან ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ვიდეოფაილების, ფოტოების და პირადი მიმოწერების, ინტერნეტაპლიკაციით გადაგზავნილი ფოტოების და მიმოწერის ამოღება.

2019 წლის 07 მაისის ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გაიხსნა C----- დისკზე განთავსებული ა-–----------------ას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია შეტყობინებების სახით რუსულ ენაზე, რაც შემდგომი თარგმნის მიზნით გადატანილი იქნა თაბახის ფურცლებზე.

 

2019 წლის 25 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც შემოწმდა ა---------–-------–--ას მიერ მიცემული ინფორმაცია დადგენილია, რომ ა---------–-------–--ამ მიუთითა ქ. ბათუმში თ----------------- ჩიხში საავტომობილო გზის ხელმარჯვნივ მე-10 საცხოვრებელი სახლი, რომლის უკან მდებარეობს ერთსართულიანი პატარა შენობა, რომელშიც განთავსებულია საწოლი, სადაც ა---------–-------–--ას მითითებით ეძინა მასთან მყოფ ა-–----------------ას შიშველ მდგომარეობაში და გადაუღო ფოტოსურათი.

 

2019 წლის 05 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც შემოწმდა ა-–----------------ას მიერ მიცემული ინფორმაცია დადგენილია, რომ ა-–----------------ამ მიუთითა ქ. ბათუმში თ----------------- ჩიხში საავტომობილო გზის ხელმარჯვნივ მე-10 საცხოვრებელი სახლი, რომლის უკან მდებარეობს ერთსართულიანი პატარა შენობა, რომელშიც განთავსებულია საწოლი, სადაც ა-–----------------ას მითითებით ა---------–-------–--ამ გადაუღო ფოტოსურათები და ვიდეო.

 

მხარეთა შორის შეთახმბებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 25 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ა---------–-------–--ას მობილური ტელეფონი, რომელშიც აღმოჩნდა შიშველი ქალბატონის სურათი, ქალბატონი არის დაწოლილ და მძინარე მდგომარეობაში, მას პერანგი აწეული აქვს მკერდის არეში, ქვედა მხარე შიშველ მდგომარეობაში. აღნიშნულ ფოტოსურათზე მოწმის ა---------–-------–--ას განმარტებით გამოსახულია ა-–----------------ა, რომელი სურათიც მის მიერ იქნა გადაღებული, აღნიშნულ სურათზე დათვალიერების დროს ქალბატონის ინტიმური ადგილები არ მოსჩანს, დათვალიერების დროს ეკრანზე ასევე გაიხსნა მე-20 ფაილი. აღნიშნული ფაილის გახსნისას ეკრანზე გამოჩნდა 3 (სამი) ვიდეო ფაილი მარცხნიდან პირველ ფაილზე მითითებულია ვიდეო ჩანაწერის დრო 0:33. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში მოსჩანს საწოლზე პირჩაღმა მდგომარეობაში სრულიად შიშველ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, ვიდეოჩანაწერში ჩანს ქალბატონის ინტიმური ადგილები. მოწმე ა---------–-------–--ას მითითებით აღნიშნული ქალბატონი არის ა-–----------------ა, რომელიც არის მძინარე მდგომარეობაში, აღნიშნული ფაილის მარჯვენა მხარეს, მეორე ფაილზე მითითებულია ვიდეო ჩანაწერის დრო 0:11. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში მოსჩანს საწოლზე პირაღმა მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, აცვია პერანგი, რომელიც ამოწეული აქვს მკერდამდე, ტანს ქვემოთ არის სრულიად შიშველი. ვიდეოჩანაწერში ჩანს ქალბატონის ინტიმური ადგილები. მოწმე ა---------–-------–--ას მითითებით აღნიშნული ქალბატონი არის ა-–----------------ა, რომელიც არის მძინარე მდგომარეობაში, რომელსაც აღნიშნული ვიდეოები მან თვითონ გადაუღო. აღნიშნული ფაილის მარჯვენა მხარეს მესამე ფაილზე მითითებულია ვიდეო ჩანაწერის დრო 0:19. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში მოსჩანს საწოლზე პირაღმა მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, მძინარე მდგომარეობაში, აცვია პერანგი, რომელიც ამოწეული აქვს მკერდამდე. ტანს ქვემოთ არის სრულიად შიშველი. ვიდეოჩანაწერში ჩანს ქალბატონის ინტიმური ადგილები, ქალბატონთან უცნობი პირი ცდილობს სქესობრივი კავშირის დამყარებას. მოწმე ა---------–-------–--ას მითითებით აღნიშნული ქალბატონი არის ა-–----------------ა და განმარტა, რომ პიროვნება, რომელიც ა-–----------------ასთან ცდილობს სქესობრივი კავშირის დამყარებას თვითონ არ არის. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გადმოიწერა თვითონ ა-–----------------ას მობილური ტელეფონიდან მესენჯერის საშუალებით.

 

მხარეთა შორის შეთახმბებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 30 მარტის ნივთიერ მტკიცებულებათ გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გაიხსნა ა---------–-------–--ასგან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,ს----------5“ და განხორციელდა ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ვიდეოფაილების, ფოტოების და პირადი მიმოწერების, ინტერნეტაპლიკაციით გადაგზავნილი ფოტოების და მიმოწერის ამოღება.

 

2019 წლის 30 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დადგენილია, რომ ა---------–-------–--ას მობილურ ტელფონ ,,ს---------- 5“-დან ამოღებული და ერთ ცალ დისკზე გადატანილი იქნა მასში არსებული ინფორმაცია, კერძოდ სოციალური ქსელიდან გადატანილი ფოტოსურათების და ვიდეოჩანაწერების ფაილები, რომლებშიც აღმოჩნდა ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოსურათები, სოციალურ ქსელ ვაცაპში სააბონენტო ნომრიდან 5----------- სააბონენტო ნომერზე 3------------ზე განთავსებული 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 12 იანვრის ჩათვლით რუსულ ენაზე შესრულებული 8 ესემეს შეტყობინება. სოციალურ ქსელ მესენჯერში და ოდნოკლასნიკებში ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არ მოიპოვება. ესემეს შეტყობინებებში ფაილში სააბონენტო ნომრიდან 5----------- სააბონენტო ნომერზე 3------------ზე განთავსებული 2018 წლის 28 ნოემბრიდან 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით რუსულ ენაზე შესრულებული 45 ესემეს შეტყობინება.

 

2019 წლის 30 მარტის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დადგენილია, რომ ა-–----------------ას მობილურ ტელფონში ,,ჰ-----------ე 10“-დან ამოღებული და ერთ ცალ დისკზე გადატანილი იქნა მასში არსებული ინფორმაცია, კერძოდ სააბონენტო ნომერზე 3------------ზე სააბონონეტო ნომრებიდან 5-----------, 5----------- და 5------------დან გაგზავნილი ესემეს შეტყობინებები და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათები.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ პრეიუდიციულად მიჩნეული 2019 წლის 27 ივლისის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი #1 ტელეფონში (ა---------–-------–--ას ტელეფონი) არსებული #1, #3 და #4 სიმბარათებში მოკლე ტექსტური შეტყობინებები, როგორც არსებულ ასევე აღდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება. #2 ტელეფონიდან (ა-–----------------ას ტელეფონი) და მასში მოთავსებულ #5 სიმბარათიდან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მულტიმედიური ტიპის ფაილები გადატანილი იქნა საქაღალდეში და ჩაწერილი იქნა დისკებზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ა---------–-------–--ამ განმარტა, რომ იგი აღიარებს გამოძიებისას მის მიერ მიცემულ ინფორმაციას, რომ ა-–----------------ას სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა დაამზადა და შეინახა, მაგრამ არ გაუვრცელებია და არც გავრცელების მიზანი არ ჰქონია. ცხოვრობდნენ ერთ ბინაში დაახლოებით 5 თვე და ამ ხნის მანძილზე მასთან ჰქონდა ცოლქმრული ურთიერთობა, ჰქონდათ სქესობრივი კავშირი და ნანახი ჰყავთ ერთმანეთი შიშველი. მას გადაღებული აქვს ფოტო და ვიდეო შიშველ ა-–----------------ასთვის, როდესაც ეძინა, რა დროსაც მისგან ნებართვა არ ჰქონია. ფოტოები და ვიდეო საკუთარი მესენჯერით გაუგზავნა ა-–----------------ას, რა დროსაც სარგებლობდა ,,ს----------5“ ტელეფონით, რომელშიც ინახებოდა მითითებული ფოტოები. სხვა არ სარგებლობდა მისი ტელეფონით ან ნომრით. ა-–----------------ას მეგობრისთვის ფოტო და ვიდეო არ გაუგზავნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე17(1) მუხლით დადგენილია, რომ „არავინ უნდა დაექვემდებაროს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებურ ან უკანონო ჩარევას ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას.“

 

1948 წლის 10 დეკემბერის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცავს პირადი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა პირის პირადი საიდუმლოება. დაცვის სფეროში შედის ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფინანსების ან სხვა პირადი საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება კი შესაძლებელია მხოლოდ პირის თანხმობით ან აღნიშნულ ნორმაში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლის თანახმად არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.

 

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცულ ურთიერთობათა სფერო საკმაოდ ფართოა და არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს მრავალ საკითხს, მათ შორის პირის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას, პატივსა და ღირსებას, სოციალურ იდენტიფიცირებას, პირის სახელსა და გვარს, სქესობრივ ცხოვრებას, ადამიანის სხეულთან დაკავშირებულ ასპექტებს, საცხოვრებელ გარემოსა და სხვ. მე-8 მუხლი ასევე ვრცელდება პირების კომუნიკაციის საშუალებების მონიტორინგზე, ადამიანის ფოტო და ვიდეო მასალაზე, დნმ-სა და თითის ანაბეჭდებზე, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, პირთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და შენახვაზე და ა.შ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძირითადი უფლებაა, რომელიც ადამიანს გარანტიას აძლევს, რომ მისი პირადი, კერძო სფერო დაცული იქნება. ადამიანის პატივი და ღირსება პირადი ცხოვრების უფლებით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეა.

 

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, „პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება („საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე. “სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს “პირადი ცხოვრების” კონცეფცია, რაც ასევე ამ უფლების ფართო ხასიათსა და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. საქმეზე კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Costello-Roberts v. the United Kingdom, 25 მარტი 1993, § 36), ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პირადი ცხოვრება ფართო კონცეფციაა, რომელიც „არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას.“ საქმეზე ნიმიტცი გერმანიის წინააღმდეგ (Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი, 1992, § 29) ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ: „სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს „პირადი ცხოვრების“ კონცეფცია.

 

საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების უფლებით დაცულია პირების კერძო სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ექცევა არამხოლოდ გარკვეული ტერიტორია ან ნივთი, არამედ იმ პირთა წრე, რომელთანაც პირადი ცხოვრების მატარებელი პირი ამყარებს კომუნიკაციას, დაცულია ასევე თავად ის საკითხი, რაზეც იგი საუბრობს ამ პირებთან. ამრიგად პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ფარგლებში ექცევა ყველა ის ტერიტორია, ნივთი, პიროვნება, საუბარი თუ სხვა რამ, რომელიც ამ პირის კერძო სივრცეს განეკუთვნება.

 

საქმეში ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2007 წლის 26 დეკემბერი) საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა ,,ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე, კი, ერთის მხრივ ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისაგან. ამ უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებებით“.

 

საქმეში ,,საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“ (პუნქტი 21) სასამართლომ განმარტა: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი (ძველი რედაქცია, ამჟამად მოქმედი მე-15 მუხლი) არ მოიცავს პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტს ... ოჯახურ ურთიერთობებს, ისევე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამავე საქმეში მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ პირადი ცხოვრების ცნების განმარტება. სასამართლომ აღნიშნა: „პირადი ცხოვრების თავისუფლების ფარგლებში იგულისხმება ინდივიდის ფიზიკური და სოციალური იდენტობის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სახელის, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობა, ასევე პირის უფლება დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან და სხვა.“

 

პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება იცავს ადამიანის ხელშეუხებლობას, ისევე, როგორც ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც ადამიანს არ სურს საზოგადოებისათვის და აქვს სამართლიანი მოლოდინი, რომ ხსენებული ინფორმაცია არ გახდება ცნობილი საზოგადოების სხვა წევრებისათვის მისი თანხმობის გარეშე. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, უწინარესად, გულისხმობს და იცავს პირის სხეულს, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.

 

საქმეზე სოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ (Söderman v. Sweden) [დიდი პალატა], № 5786/08, ECHR 2013 68) მომჩივანმა 14 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ მისი მამინაცვალი აბაზანაში, გასარეცხი თეთრეულის კალათში მალულად დამონტაჟებული ვიდეოკამერით ახდენდა მის გადაღებას. ინციდენტი მოხდა მის სახლში, სადაც მას თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა ეგრძნო, მოცემულ საქმეზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაირღვა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება.

 

ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის საქმეზე S.A.S. საფრანგეთის წინააღმდეგ (S.A.S. v. France) [დიდი პალატა], №43835/11, ECHR 2014) განმარტა, რომ ადამიანის პიროვნული არჩევანი, როგორ გამოჩნდეს და წარდგეს საზოგადოებისა თუ კერძო პირების წინაშე, არის მისი პიროვნულობის გამოხატულება და, შესაბამისად, ექცევა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების სფეროში. ადამიანის პერსონალური ავტონომია არის პირადი ცხოვრების უფლების ამოსავალი პრინციპი.

 

ადამიანის ფოტო და ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. საქმეზე ერიკაინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ (Eerikainen and others v. Finland) , № 3514/02, 10 თებერვალი, 2009 წ., ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „სასამართლოს აზრით, ფოტოსურათის გამოქვეყნება, ზოგადად, უნდა იქნეს განხილული, როგორც პირის პირად ცხოვრებაში უფრო არსებითი ჩარევა, ვიდრე პირის ვინაობის ან სახელის მოხსენიება.“

 

რაც შეეხება სექსუალური კავშირის საჯაროობას, სასამართლომ კ.ა. და ა.დ. საქმეში განმარტა, რომ სექსუალური კავშირის ქონა მოიაზრებს სხეულის თავისუფლად გამოვლენას, რაც, თავის მხრივ, პიროვნების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა. ეს ასევე შეიძლება აერთიანებდეს იმ ფორმებს, რაც სხვათა მორალური შეხედულებებისთვის მიუღებელი, ან შეურაცხმყოფელია. ამით სასამართლომ დაასკვნა, რომ სექსუალური აქტი, თუნდაც ნებაყოფლობითი, ჯდება მე-8 მუხლის დაცვის ქვეშ და მისი გასაჯაროვება, უკიდურესად საგამონაკლისო ლეგიტიმური გამართლების გარდა, არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

 

ყოველი ადამიანი უფლებამოსილია თავად აირჩიოს და გადაწყვიტოს, თუ რა ვითარებაში და რა ფარგლებში სურს მას საკუთარი სახის, საკუთარი პიროვნებისა და ხასიათის გახსნა საზოგადოებისათვის. ამ უფლებაზე დაყრდნობით ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს მისი პიროვნების დამამცირებელ, ყალბ და არასასურველ საჯარო გამოსახვას. მან თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ წარსდგეს სხვა პირის ან საზოგადოების წინაშე. შესაბამისად ყოველი ინდივიდი უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ფოტოსურათები ან ვიდეოჩანაწერები მისი გამოსახულებით სხვებისთვის ან საზოგადოებისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენელი ელემენტია პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება და ა.შ.

 

პირად საიდუმლოს შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტული პირის პირადი თვისებები, ჩვევები, ხასიათი, დაავადება, ვალი, სხეულის ანატომიური აგებულება, ინტიმური კავშირი და მრავალი სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში ა---------–-------–--ას ბრალი ედება მასში, რომ მან ა-–----------------ას მობილური ტელეფონიდან უკანონოდ მოიპოვა ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი სექსუალური შინაარსის ვიდეო მასალა, რის შემდეგაც შიშველ, მძინარე მდგომარეობაში მყოფ ა-–----------------ას, მისი ნებართვის გარეშე, მობილური ტელეფონის საშუალებით გადაუღო ვიდეო და ფოტოები.

 

დადგენილია, რომ ა---------–-------–--ა და ა-–----------------ა გარკვეული დროის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად ერთ სახლში, მათ ერთმანეთთან ჰქონდათ ცოლქმრული ურთიერთობა და სქესობრივი კავშირი, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ა-–----------------ას სქესობრივი ურთიერთობა და მისი შიშველი სხეულის ხილვა ა-–----------------ასთვის ა---------–-------–--ასთან მიმართებაში არავითარ პირადი ცხოვრების საიდუმლოს არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 1571 მუხლის მიზნებისთვის.

 

ა-–----------------ას ურთიერთობა ა---------–-------–--ასთან, როგორც ცოლქმრული, ასევე სქესობრივი ეს მისი პირადი არჩევანი და ნება იყო, რომლის ხელშეუხებლობას და მასში ჩარევას იცავს კანონი, ხოლო სხვა ნებისმიერი პირისთვის ეს ინფორმაცია, ისევე, როგორც მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა წარმოდგენდა ა-–----------------ას პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

 

საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენელია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

 

დადგენილია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ ა---------–-------–--ამ თანაცხოვრების პერიოდში ა-–----------------ას ნებართვის გარეშე უკანონოდ მობილური ტელეფონით გადაუღო ფოტო და ვიდეო, რაც უკანონოდ შეინახა მობილურ ტელეფონში, ასევე მისსავე ტელეფონში მესენჯერით გადააგზავნა ა-–----------------ას მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეო მასალა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილით კომპიუტერულ სისტემად განიხილება მობილური ტელეფონი, ხოლო ამავე მუხლის 28-ე ნაწილით კომპიუტერული მონაცემია – კომპიუტერულ სისტემაში, ანუ მობილურ ტელეფონში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია. შესაბამისად ფოტოსურათი ან ვიდეო, რაც მოიპოვა ა---------–-------–--ამ ა-–----------------ას ტელეფონში, რის შემდეგაც თვითონ გადაიღო და შეინახა ტელეფონში ა-–----------------ას შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო წარმოდგენს ინფორმაციას, რომელიც თავის შინაარსით არის ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---------–-------–--ას მიერ ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების და ვიდეოს კანონიერი გზით მოპოვება სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. ა---------–-------–--ას არ გააჩნდა ა-–----------------ს ნებართვა გადაეღო მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, იგი არ სარგებლობდა რაიმე სპეციალური ნებართვით დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ვიდეო ან ფოტო გადაღების შესახებ. არ არსებობდა სხვა, კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული აუცილებლობა, რომელიც მას მიანიჭებდა ფოტო და ვიდეო გადაღების ან შენახვის უფლებამოსილებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე დაირღვა ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, შეილახა მისი პატივი და ღირსება, რითაც მან განიცადა მორალური დისკომფორტი და მისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთ თავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ა---------–-------–--ამ უკანონოდ მოიპოვა ა-–----------------ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რაც ასევე უკანონოდ შეინახა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ა---------–-------–--ას ასევე ბრალად ედება ა-–----------------ას შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელება, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად მტკიცებულებაა – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 და 82-ე მუხლების თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და იძლევა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

ის ფაქტი, რომ ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია გაავრცელა ა---------–-------–--ამ და გადაუგზავნა ა-–----------------ას მეგობრებს დასტურდება მხოლოდ და მხოლოდ ა-–----------------ას ჩვენებით. ა---------–-------–--ამ უარყო მის მიერ ფოტო და ვიდეო მასალის სხვა პირებისთვის გადაგზავნა. აღნიშნულის გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება (მოწმეთა ჩვენებები, ინტერნეტსაიტების დათვალიერების ოქმები, ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნის შესახებ) წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

შესაბამისად უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ა---------–-------–--ას მხრიდან ა-–----------------ას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. ამდენად იგი ბრალდების ამ ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა---------–-------–--ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილ ქმედებასთან დაკავშირებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დანაშაულის შემადგენელი თითოეული ელემენტი უნდა დასტურდებოდეს კანონის დაცვით მოპოვებულ, წარდგენილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

განსახილველი მუხლის შესაბამისად ა---------–-------–--ას ბრალდების დასადასტურებლად უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ ა---------–-------–--ამ სისტემატურად პირადად განახორციელა არასასურველი კომუნიკაცია ა-–----------------ასთან ტელეფონის საშუალებით, რასაც უნდა გამოიწვია ა-–----------------ას ფსიქიკური ტანჯვა.

 

მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა ა---------–-------–--ას მიერ ა-–----------------ასთან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ა-–----------------ას ჩვენების მიხედვით მასთან ა---------–-------–--ა ახორციელებდა ზარებს და მისდიოდა ტექსტური შეტყობინებები, რის გამოც პარანოია დაეწყო, არ გამოდიოდა ქუჩაში, იყო ცუდად, არავის ელაპარაკებოდა და ახლაც უჭირს ხალხთან ლაპარაკი და ურთიერთობა, რამაც შეცვალა მისი ცხოვრება, გახდა ჩაკეტილი არავისთან უნდა კონტაქტი, ეშინია, ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს თავს. თუმცა მოცემული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს, რომ არასასურველმა კომუნიკაციამ გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რომლის დასადგენად საჭიროა სპეციალური ცოდნა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ გამოუკვლევია სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად სასამართლოს არ შეუძლია უტყუარად და გონივრულ ეჭვს (ვარაუდს) მიღმა მხოლოდ ა-–----------------ას ჩვენების საფუძველზე დაამტკიცოს, რომ მან განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

შესაბამისად ბრალდების მითითებულ ეპიზოდშიც ა---------–-------–--ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა---------–-------–--ას ასევე ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - პორნოგრაფიული ნაწარმოების, უკანონოდ დამზადება და შენახვა გავრცელების მიზნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოების დასადგენად ა---------–-------–--ას მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა წარმოადგენს თუ არა პორნოგრაფიულ ნაწარმოებს საჭიროა სპეციალური ცოდნა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოცემულ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული არაა, შესაბამისად სასამართლოს არ შეუძლია შეაფასოს ა---------–-------–--ას მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ა-–----------------ას შიშველი სხეულის ამსახველი სურათები და ვიდეო წარმოადგენს თუ არა პორნოგრაფიულ ნაწარმოებს. შესაბამისად ბრალდების მითითებულ ეპიზოდში ა---------–-------–--ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ა---------–-------–--ამ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებით და შენახვით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომლებიც დაცვის განსაკუთრებული მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულის მიმართ არ არსებობს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და ჩადენილი ქმედების პროპორციულად მის მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

შესაბამისად ნივთმტკიცება მობილური ტელეფონები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს, ხოლო ორი ცალი C----- დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა---------–-------–--ა საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა---------–-------–--ა საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა---------–-------–--ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის პირველ ნაწილზე, რაშიც ა---------–-------–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა---------–-------–--ას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2019 წლის 31 მარტიდან.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ორი ცალი C----- დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

გამართლებულს - ა---------–-------–--ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი