განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
330100119002974948
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1919-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ხ----- ყ------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჰ--- ბ---------ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, მო----------------------------------------------ში

 

ადვოკატი - ს------- გ----–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (6 ეპიზოდი) და სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

თარჯიმნები - დეა გვასალია, მედეა პირველი, თინათინ ლომსაძე, არჩილ ხარაზიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჰ--- ბ---------მა გამოყენების მიზნით, შეიძინა კვიპროსის რესპუბლიკის 3 ცალი ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით C--------, ასევე კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტი ნომრებით C-------- და C--------, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს 2 ცალი დიპლომატიური ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით 1--------, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქის ყალბი პასპორტი ნომრით 1-------, გაცემული A----- D------ს სახელზე, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა.

 

2018 წლის 16 აგვისტოს, ჰ--- ბ---------მა ქ.თბილისი, სანაპირო ქუჩა 2-ში მდებარე თბილისში იუსტიციის სახლში წარადგინა ყალბი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით C--------, რითიც დაარეგისტრირა შპს ,------–--ი“.

 

1.2. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჰ--- ბ---------მა გამოყენების მიზნით, შეიძინა კვიპროსის რესპუბლიკის 3 ცალი ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით C--------, ასევე კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტები ნომრებით C-------- და C--------, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს 2 ცალი დიპლომატიური ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით 1--------, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქის ყალბი პასპორტი ნომრით 1-------, გაცემული A----- D------ს სახელზე, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა.

 

2018 წლის 17 ივლისს ჰ--- ბ---------მა ქ.თბილისი, სანაპირო ქუჩა 2-ში მდებარე თბილისში იუსტიციის სახლში წარადგინა ყალბი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით C--------, რითიც დაარეგისტრირა შპს ,-------ი“, შპს ,--------------ი“ და შპს ,,-----ი“.

 

1.3. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჰ--- ბ---------მა გამოყენების მიზნით, შეიძინა კვიპროსის რესპუბლიკის 3 ცალი ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით C--------, ასევე კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტები ნომრებით C-------- და C--------, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს 2 ცალი დიპლომატიური ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით 1--------, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქის ყალბი პასპორტი ნომრით 1-------, გაცემული A----- D------ს სახელზე, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა.

 

2018 წლის 12 ივლისს, ჰ--- ბ---------მა ქ.თბილისი სანაპირო ქუჩა 2-ში მდებარე თბილისში იუსტიციის სახლში წარადგინა ყალბი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით C--------, რითიც დაარეგისტრირა შპს ,-------–---ი“.

 

1.4. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჰ--- ბ---------მა გამოყენების მიზნით, შეიძინა კვიპროსის რესპუბლიკის 3 ცალი ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით C--------, ასევე კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტები ნომრებით C-------- და C--------, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს 2 ცალი დიპლომატიური ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით 1--------, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქის ყალბი პასპორტი ნომრით 1-------, გაცემული A----- D------ს სახელზე, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა.

 

2018 წლის 16 ივლისს ჰ--- ბ---------მა ქ.თბილისი, სანაპირო ქუჩა 2-ში მდებარე თბილისში იუსტიციის სახლში წარადგინა ყალბი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით C--------, რითიც დაარეგისტრირა შპს ,---–-----“.

 

1.5. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჰ--- ბ---------მა გამოყენების მიზნით, შეიძინა კვიპროსის რესპუბლიკის 3 ცალი ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით C--------, ასევე კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტები ნომრებით C-------- და C--------, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს 2 ცალი დიპლომატიური ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით 1--------, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქის ყალბი პასპორტი ნომრით 1-------, გაცემული A----- D------ს სახელზე, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა.

 

2019 წლის 8 თებერვალს, ჰ--- ბ---------მა ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წარადგინა ყალბი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით C--------, რითიც ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთას.

 

1.6. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ჰ--- ბ---------მა გამოყენების მიზნით, შეიძინა კვიპროსის რესპუბლიკის 3 ცალი ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით C--------, ასევე კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტები ნომრებით C-------- და C--------, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს 2 ცალი დიპლომატიური ყალბი პასპორტი ერთი და იმავე ნომრით 1--------, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქის ყალბი პასპორტი ნომრით 1-------, გაცემული A----- D------ს სახელზე, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა.

 

2018 წლის 21 ივნისს, ჰ--- ბ---------მა ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი N29-ში მდებარე იუსტიციის სახლში წარადგინა ყალბი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით C--------, რითიც დარეგისტრირდა ინდ. მეწარმედ.

 

1.7. 2019 წლის 8 თებერვალს, ჰ--- ბ---------მა ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წარადგინა ყალბი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი ნომრით C--------, რითიც ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ამოღებული საზღვარგარეთის პასპორტები, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, იუსტიციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილი დანართ მასალასთან ერთად და სხვ.) ერთობლიობა ჰ--- ბ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჰ--- ბ---------მა ჩაიდინა:

 

1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ექვსი ეპიზოდი);

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ჰ--- ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს;

3.2. ჰ--- ბ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის, ბრალდებულის პიროვნებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰ--- ბ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჰ--- ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (6 ეპიზოდი) და სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ--- ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვითა და 4 (ოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ჰ--- ბ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 თებერვლიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, ჰ--- ბ---------ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) და ჰ--- ბ---------ის ხელის კვლის ნიმუში (ინახება სპეციალურ ბაზაში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- ყალბი პასპორტები, წებოვანი ფურცლები, ლილვაკი (ინახება შ-----–-----------–--------------------–-----------–-----------–--აში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- მაკბუკი, მობილური ტელეფონი, ჰ--- ბ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ელექტრო მოწყობილობები, პროცესორები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლასტმასის მოწყობილობა, მიკროსკოპი და ჩანთა (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე), ჰ--- ბ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, ჰ--- ბ---------ის პირადი ჩხრეკისას 2019 წლის 8 თებერვალს ამოღებული ნივთები, მექანიკური მოწყობილობა, სანათი მოწყობილობა (ინახება შ-----–-----------–--------------------–-----------–-----------–--აში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია