განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N19003015083-1/142-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
16.09.2019წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი -თამარ ტეფნაძე
სხდომის სახე - დახურული
ბრალდების მხარე - პროკურორი - კა--------–---–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ--------------–--- - საქართველოს მოქალაქე, დაბ.2--------- წელს, პ/ნ------------, ბ---------–-, მცხ. ბ---------- ა----–-----–-- ქ--------------
კანონიერი წარმომადგენელი - ე-----------------
ადვოკატი - პ------------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქ/პ-ით( 2 ეპიზ).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 20:45 საათზე, ქ. ბ---------–-, რ---------–-- ქუჩაზე, კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილებისას თ------------------ დაიმგზავრა არასრულწლოვანი ლ--------------–---, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად დაეუფლა ავტომანქანის უკანა სავარძელზე დადებული ხელჩანთიდან 360 ლარის ოდენობის ფულად თანხას. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ-----------------ს მიადგა 360 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტით.
2.სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 5 მარტს ქ. ბ---------–-, რ---------–-- ქუჩა N----–-------------- საჯარო სკოლაში ლ--------------–--- ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნი----–-----------–---–-- კუთვნილ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტით.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა ლ--------------–---მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ( შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1, მოწმეთა გამოძახების ოქმი, დადგენილება თ------------------ დაზარალებულად ცნობის შესახებ, თ------------------ უფლებების განმარტების ოქმი, თ------------------ მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება ნი----–-----------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, ნი----–-----------–---–-- უფლებების განმარტების ოქმი, ნი----–-----------–---–-- მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლ--------------–---- ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ლ---------------–---ს ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, ლ--------------–---- გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა: დ------------------–-–---–-------------------------------------––-–-------------–----------–---–-----------------------------–---------–--–---–---------------------------------------------------------------–----- პატაკი, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის ოქმი და ხელწერილი, დადგენილება ადგილმდებარეობის დათვალიერების შესახებ, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ტელეფონის ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი (ტელეფონზე), საქონელმცოდნებითი ექსპერტიზის დასკვნა ტელეფონზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლოს დასკვნა ლ--------------–---- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ლ--------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის ასაკს. განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
სასჯელის დანიშვნისას კანონთან კომფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, ლ--------------–---- ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოკვეთილი საკითხების შსაბამისად სასურველია მასთან მუშაობა მისი რეაბილიტაციის მიზნით.საჭიროა მუშაობა წარიმართოს. მავნე ნივთიერებების მოხმარების უარყოფითი შედეგების გააზრების კუთხით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანთან მუშაობა დანაშაულის სრულფასოვნად გაცნობიერების მიმართულებით. თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ასევე ჯანსღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით,ასევე მიმღებ ოჯახთან მუშაობა, რათა შეძლონ მოზარდის ქცევის მართვა, სჭირდება სასურველი პროფესიის მიღების სურვილის განმტკიცებასი და პროფესიის შესწავლაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლის ამასთან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ლ--------------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - მინიმალური ოდენობით, რომელიც იქნება 1/3-ით შემცირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული განსახილველ საქმეში ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლევი არ ყოფილა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობით გამოსაცდელი ვადით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულებები - სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, 1 ცალი აღრიცხვის წიგნაკი, 1 ცალი ვერცხლისფერი მაჯის ციფერბლატიანი სააათი თავისივე სამაჯურით, 1 ცალი ყვითელი ფერის ოვალური ბეჭედი ზედ ამოტვიფრული ჯვრით, 1 ცალი შავტარიანი პისტოლეტი სანთებელა, თავისივე შავი ფერის დასადგამით, 1 ცალი თეთრი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, 1 წყვილი შავ-თეთრ ფერებში გაწყობილი,,ნაიკის“ ფირმის ემბლემიანი კეტები რომლებიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------------–--- პ/ნ 3---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ--------------–---ს 1/3 -ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ლ--------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ--------------–---ს 1/3 -ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი, და საბოლოოდ, ლ--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი .
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
4. ლ--------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდეს;
5. ნივთიერი მტკიცებულებები - სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, , 1 ცალი აღრიცხვის წიგნაკი, 1 ცალი ვერცხლისფერი მაჯის ციფერბლატიანი სააათი თავისივე სამაჯურით, 1 ცალი ყვითელი ფერის ოვალური ბეჭედი ზედ ამოტვიფრული ჯვრით, 1 ცალი შავტარიანი პისტოლეტი სანთებელა, თავისივე შავი ფერის დასადგამით, 1 ცალი თეთრი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, 1 წყვილი შავ-თეთრ ფერებში გაწყობილი,,ნაიკის“ ფირმის ემბლემიანი კეტები რომლებიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია