გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210019003001056
(№2/334-2019)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 აგვისტო, 2019 წელი. ქ. სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭ---------ა
მოსარჩელე - შპს ‘’ნ------------–--ნ’’
წარმომადგენელი - და---- ს-------ი
მოპასუხე - გ--- ჭ---------ა
მოპასუხე - ი-–-- ჭ---------ა (კანონიერი წარმომადგენელი ხ------- ხ-------- - ჭ---------ა)
წარმომადგენელი - კ---- ბა------ა
დავის საგანი - უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2019 წლის 20 მაისს სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შპს „ნ------------–--ნმა“ გ--- ჭ---------ას და ი-–-- ჭ---------ას წინააღმდეგ და მოითხოვა ბათლად იქნას ცნობილი გ--- ჭ---------ასა და ი-–-- ჭ---------ას შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, მდებარე ქალაქი სენაკი ტ---------ს ქუჩა №35, ს/კ 44.01.2-.1--. და აღნიშნული ქონება აღირიცხოს გ--- ჭ---------ას სახელზე.
მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 19 ოქტომბერს, სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და გ--- ჭ---------ას დაეკისრა 11636 აშშ დოლარისა და 142- ლარის გადახდა. 19 ოქტომბერის გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უძღოდა 08 ოქტომბერს გამართული სასამართლოს მთავარი სხდომა, სწორედ აღნიშნული სხდომიდან 2 დღეში 10 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების დადებით გ--- ჭ---------ამ თავის ახლო ნათესავს შვილიშვილს გადაუფორმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. სენაკი ტ---------ს ქ, №35-ში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.1 მუხლის ძალით ბათი-–-- გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურდიული შედეგი მოჰყვეს. მოსარჩელის განმარტებით გ--- ჭ---------ას მიერ ქონების გაჩუქებას მიზნად ჰქონდა მათ მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება და სადაო გარიგებას არა----არი სხვა იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ქონების გაჩუქების შემდგომ მოპასუხე ჩვეულებრივ განგრძობს ცხოვრებას იმავე მისამართზე, რაც დაადასტურა მის მიერ იმავე მისამართის მითითებით შედგენილი და სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრით.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე გ--- ჭ---------ას მიერ, მის საკუთრებაში არსებული სახლის ჩუქების ხელშეკრულებით გასხვისების შედეგად ბოროტად იქნა გამოყენებული სამოქალაქო უფლება, იგი არ იყო უფლებამოსილი მოეხდინა უძრავი ნივთის გაჩუქება სადაო საკითხის გარკვევამდე და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რიც გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 10 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება გ--- ჭ---------ასა და ი-–-- ჭ---------ას შორის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენელმა კ---- ბარამიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჩუქება გაფორმდა კანონის დაცვით, ი-–-- ჭ---------ა არის სადაო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქვე განმარტა, რომ გ--- ჭ---------ას მოპასუხისათვის გადასახდელი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 11636 აშშ დოლარი და 142- ლარი, სასამართლოში დავისას მოსარჩელის მოთხოვნა სადაო თანხის პროპორციულად სასამართლო განჩინებით უზრუნველყოფი-–-- გ--- ჭ---------ას საკუთრებაში არსებული რამდენიმე სატვირთო ავტომანქანებით, რომელთა ღირებულება აჭარბებს 50. 000 ათას აშშ დოლარს, გადაწყვეტილება აღსრულების პროცესშია და გ--- ჭ---------ა არ აპირებს სასამართლოს მიერ დაყადაღებული სატვირთო მანქანების დაკარგვას, სურს ვალდებულება შეასრულოს სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის გარეშე, რაც შეეხება გაჩუქებულ სახლს იგი ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ არის და გ--- ჭ---------ას თავისუფლად შეეძლო მისი გასხვისება ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 19 ოქტომბერის სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ--- ჭ---------ას მოსარჩელე შპს „ნ------------–--ნის“ სასარგებლოდ დაეკისრა 11636 აშშ დოლარის და 142- ლარის გადახდა, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კონიერ ძალაში. სარჩელი სენაკის სასამართლოს განჩინებით უზრუნველყოფი-–-- გ--- ჭ---------ას საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებული ყადაღით. მოსარჩელის თავდაპირველი სარჩელის განხილვისას მოპასუხის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება სარჩელის უზრუნველსაყოფად არ მოუთხოვია.
დადგენი-–-- და მხარეებს სასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გაუხდიათ, რომ თავდაპირველი სარჩელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს განჩინებით დაყადაღებული გ--- ჭ---------ას სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 50.000 ათას აშშ დოლარს.
მხარეთა აღიარებით დადგენი-–--, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და იგი აღსრულების პროცესშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სენაკის სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება.
- მხარეთა განმარტებებით.
4 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1 მოპასუხე გ--- ჭ---------ამ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით 10 ოქტომბერს ი-–-- ჭ---------აზე (კანონიერი წარმომადგენელი ხ------- ხ---------ჭ---------ა) გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე ქალაქი სენაკი ტ---------ს ქუჩა №35 ს/კ. 44.01,2-.1--.
4.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთი-–-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შპს „ნ------------–--ნის“ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 115-ე მუხლებით.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 56 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათი-–-- გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი როგორც წესი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გამოიყენა თუ არა მოპასუხე გ--- ჭ---------ამ ბოროტად სამოქალაქო უფლება და გ--- ჭ---------ასა და ი-–-- ჭ---------ას შორის 2018 წლის 10 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება არის თუ არა მოჩვენებით დადებული გარიგება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო შემთხვევაში გ--- ჭ---------ას მიერ სამოქალაქო უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და 2019 წლის 10 ოქტომბერს ი-–-- ჭ---------ასთან დადებული ჩუქების ხელშეკრულება არ არის მოჩვენებით დადებული გარიგება. სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი მტკიცებულებების შეფასების შედეგად.
როგორც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა 2018 წლის 19 ოქტომბერის სენაკის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ--- ჭ---------ას მოსარჩელე შპს „ნ------------–--ნის“ სასარგებლოდ დაეკისრა 11636 აშშ დოლარის და 142- ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა კანონით დადგენილი წესით და იგი შესულია კანონიერ ძალაში. განხილული სარჩელი სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინებით უზრუნველყოფილი იყო გ--- ჭ---------ას საკუთრებაში არსებული რამდენიმე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებული ყადაღით. მოსარჩელის აღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება სარჩელის უზრუნველსაყოფად არ მოუთხოვია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მან საკმარისად მიაჩნია სადაო თანხის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები.
დადგენი-–-- და მხარეებს სასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გაუხდიათ, რომ განხილული სარჩელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს განჩინებით დაყადაღებული გ--- ჭ---------ას სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება არის დაახლოებით 50.000 ათასი აშშ დოლარს.
მხარეთა აღიარებით ასევე დადგენი-–--, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და იგი აღსრულების პროცესშია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე ორგანიზაციისათვის გადასახდელი თანხა 11636 აშშ დოლარის და 142- ლარის ოდენობით უზრუნველყოფი-–-- გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საკმარისი ქონებით, რომლის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 50.000 ათას აშშ დოლარს, მოპასუხე გ--- ჭ---------ას არ უზღუდავდა უფლებას ჩუქების წესით გაესხვისებინა სადაოდ გახდილი უძრავი ქონება, რადგან რაიმე საეჭვო დამაბრკოლებელი გარემოებები სახეზე არ არსებობდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- ჭ---------ას მხრიდან სამოქალაქო უფლების ბოროტად გამოყენებას და ჩუქების ხელშეკრულების ი-–-- ჭ---------ასთან მოჩვენებით დადებას სადაო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგება შფასებითი კარეგორიაა და იგი უნდა დადგინდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით, მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მკლებული უნდა იყოს ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად უნდა გამოიყენებოდეს, რაც საქმეში არსებული მასალებით ჩუქების ხელშეკრულების დადებისას არ იკვეთება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გ--- ჭ---------ამ 2018 წლის 10 ოქტომბერს მოჩვენებით დადო ჩუქების ხელშეკრულება ი-–-- ჭ---------ასთან და ბოროტად გამოიყენა სამოქალაქო უფლება.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ‘’ნ------------–--ნი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე გ--- ჭ---------ას და ი-–-- ჭ---------ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე