განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002851779
#1/48-19 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–------------–--ე - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ---–---------–---–---–---------;
ადვოკატი - ა------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 30 დეკემბერს შსს თელვის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ლ------------–-–---–ი, შ--–---–--–----–-–---–ი და მ-----–--------–---–ი სამსახუროებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, რა დროსაც მათ შენიშნეს მათგან საპირისპირო ზოლში მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა სახ.№H--------, რომელსაც მართავდა მ--–------------–--ე. მოძრაობისას მ--–------------–--ეს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და აღნიშნულზე რეაგირების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა მ--–------------–--ეს გააჩერებინეს ავტომანქანა. ლ------------–-–---–მა მ--–------------–--ეს განუმარტა, რომ მისთვის უნდა შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განუმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ლ------------–-–---–მა დაიწყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ოქმის შევსების დასრულებამდე მ--–-------------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------–-–---–ს, დააფურთხა საჯარიმო ოქმზე, გამოსტაცა ლ------------–-–---–ს ოქმი ხელიდან, გადახია შუაზე და დააგდო დაბლა. აღნიშნულზე ლ------------–-–---–მა მას მოუწოდა წესრიგისკენ, რა დროსაც მ--–------------–--ემ ლ------------–-–---–ს მარცხენა თვალთან გაარტყა მუშტი, რის გამოც ლ------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ--–------------–--ე ხელებით მოეჭიდა ლ------------–-–---–ის სამსახურებრივ უნიფორმას და დაუზიანა იგი. მ--–------------–--ის ქმედებაზე რეაგირებისთვის მათთან მივიდა შ--–---–--–----–-–---–ი, რომელსაც მოახლოებისას მ--–------------–--ემ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგად შ--–---–--–----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--–------------–--ემ შ--–---–--–----–-–---–ს მასზე თავდასხმისას დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა.
მ--–------------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 12 კალიბრის „ИЖ-18-Е“ მოდელის ერთლულიანი თოფი, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად ჰქონდა დამოკლებული, რასაც 2018 წლის 30 დეკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის საბარგულში. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგრიას და ვარგისია სროლისათვის.
2018 წლის 30 დეკემბერს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, მ--–------------–--ე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 12 კალიბრის „ИЖ-18-Е“ მოდელის ერთლულიანს თოფს, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად აქვს დამოკლებული. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგრიას და ვარგისია სროლისათვის.
მ--–------------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 36,96 გრამი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თავისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში. 2018 წლის 30 დეკემბერს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, მ--–------------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში ჩატარებული ჩხრკისას ამოღებულ იქნა მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით 36,96 გრამი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 30 დეკემბერს შსს თელვის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ლ------------–-–---–ი, შ--–---–--–----–-–---–ი და მ-----–--------–---–ი სამსახუროებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, რა დროსაც მათ შენიშნეს მათგან საპირისპირო ზოლში მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა სახ.№H--------, რომელსაც მართავდა მ--–------------–--ე, რომელსაც არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა მ--–------------–--ეს გააჩერებინეს ავტომანქანა და ლ------------–-–---–მა მ--–------------–--ეს განუმარტა, რომ მისთვის უნდა შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასევე განუმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ლ------------–-–---–მა დაიწყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
ოქმის შევსების დასრულებამდე მ--–------------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------–-–---–ს, დააფურთხა საჯარიმო ოქმზე, გამოსტაცა ლ------------–-–---–ს ოქმი ხელიდან, გადახია შუაზე და დააგდო დაბლა.
აღნიშნულზე ლ------------–-–---–მა მას მოუწოდა წესრიგისკენ, რა დროსაც მ--–------------–--ემ ძალადობით, რათა არ დასრულებულიყო მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ლ------------–-–---–ს მარცხენა თვალთან გაარტყა მუშტი, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგ მ--–------------–--ე ხელებით მოეჭიდა ლ------------–-–---–ის სამსახურებრივ უნიფორმას და დაუზიანა იგი. მ--–------------–--ის ქმედებაზე რეაგირებისთვის მათთან მივიდა შ--–---–--–----–-–---–ი, რომელსაც მოახლოებისას მ--–------------–--ემ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგად შ--–---–--–----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--–------------–--ემ შ--–---–--–----–-–---–ს მასზე თავდასხმისას დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ლ------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, შ--–---–--–----–-–---–თან და მ-----–-------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდა ვაზიანი-გომბორის გზაზე თელავის მიმართულებით. მოძრაობისას საწინააღმდეგო ზოლში შეხვდათ მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რაზეც ავტომანქანა მოაბრუნეს და ხსენებულ ავტომანქანას ხმოვანი სიგნალით მოუწოდეს გაჩერება. გაჩერების შემდეგ გადავიდა, დაადგინა მძღოლის ვინაობა, რომელიც იყო მ--–------------–--ე, აიღო საჯარიმო ქვითარი და დაიწყო შევსება. საჯარიმო ქვითრის შევსების დროს მ--–------------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც მიუახლოვდა მას და დაუფურთხა ქვითარზე, ასევე უთხა, „ეს არის თქვენი კანონებიო“, ხელიდან გამოგლიჯა ქვითარი და დააგდო ძირს, რის შემდეგაც მ--–------------–--ემ გაარტყა ხელი და ჩამოახია სამსხურებრივი ფორმა. ამის შემდეგ იგი ცდილობდა მ--–------------–--ის დაწყნარებას და იჭერდა ხელებით, ამ დროს ავტომანქანიდან დასახმარებლად გადმოვიდა შ--–---–--–----–-–---–ი, რა დროსაც მ--–------------–--ემ მასაც დაარტხა ხელი სახის არეში და ჩამოახია „საროჩქა“, შემდეგ მ--–------------–--ე გაიქცა საბარგულისკენ და უთხრა „ეხლა ნახე რას გიზავთ, დაგხოცავთო“, რა დროსაც მოახდინეს მისი დაკავება. ამ დროს ავტომანქანიდან მ-----–-------–---–მა გამოიძახა დამხმარე ჯგუფი და დაახლოებით 10-15 წუთში მათთან მივიდნენ ზ---------------–---–ი, გ---------------ე და ჯ---------–---–ი. ადგილზე მოსვლისას გ---------------ემ დაიწყო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, რა დროსაც მ--–------------–--ე კვლავ გამოხატავდ აგრესიას და მასთან კონტაქტი იყო შეუძლებელი, რაზეც იგი ჩასვეს ავტომანქანაში, შემდეგ გადმოიყვანეს, გამომძიებელმა განუმარტა, რომ უნდა შეედგინა ოქმი, რაზეც მ--–------------–--ე კვლავ გამოხატავდა აგრესიას და იძახდა, რომ ხელს არაფერზე მოაწერდა. მოწმის განმარტებით გამომძიებელმა მ--–------------–--ეს უთხრა, რომ მისი მანქანაც უნდა დათვალიერებულიყო, რაზეც მ--–------------–--ე ამბობდა, რომ ხელს არაფერზე მოაწერდა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ დარყმის დროს განიცადა ტკივილი და თვალთან მიიღო დაზიანება. ასევე განმარტა მათსა და მ--–------------–--ეს შორის „ხელჩართული ბრძოლა“ არ ყოფილა.
შ--–---–--–----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს ლ------------–-–---–თან და მ-----–-------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე და გადაადგილდებოდნენ თელავის მიმართულებით, რა დროსაც მათ შენიშნეს საპირისპირო მხარეს მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა. ლ------------–-–---–მა თქვა, რომ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს არ ეკეთა ღვედი, რაზეც მოაბრუნეს ავტომანქანა და ხმამაღალი მოლაპარაკის საშუალებით მოუწოდეს ავტომანქანის გაჩერებისკენ. მანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლთან მიდივა ლ------------–-–---–ი, წარუდგინა თავი და განუმარტა მძღოლს, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო უნდა შეედგინა სათანადო ოქმი, რაზეც მძღოლმა გამოთქვა უკმაყოფილება. ამის შემდეგ ლ------------–-–---–მა გაჩერებული ავტომანქანის საბარგულზე დაიწყო საჯარიმო ქვითრის შედგენა, რაზეც მძღოლი მ--–------------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და ლ------------–-–---–ისკენ წავიდა გინებით, გამოართვა ქვითარი, დააფურთხა, დახია და დააგდო ძირს, ხოლო შემდეგ ლ------------–-–---–ს დაარტყა ხელი, რაზეც თავადაც გადავიდა ავტომანქანიდან და მოუწოდეს სიმშვიდისკენ, რა დროსაც მ--–------------–--ემ მასაც დაარტყა ხელი და მოქაჩა მაისურზე. ამის შემდეგ მ--–------------–--ე წავიდა საბარგულისკენ და იმუქრებიდა დახოცვით, რა დროსაც მან და ლ-----------–-–---–მა მოახდინეს მისი დაკავება, ხოლო მ-----–-------–---–მა გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. მოწმის განმარტებით შემდგომ მათთან მივიდა დამხმარე ჯგუფი, კერძოდ ჯ---------–---–ი, გ---------------ე და ზ---------------–---–ი, რომლებსაც აუხსნეს მომხდარი და გ---------------ემ დაიწყო დაკავების ოქმის შედგენა. მოწმის განმარტებით დაკავების ოქმის შევსების დროს მ--–------------–--ე იყო აგრესიული, რაზეც ჩასვეს ავტომანქანაში, რამდენიმე წუთში კვლავ გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მოწმის განმარტებით დაკავების ოქმის დასრულებამდე მ--–------------–--ე მათ მიმართ იყო აგრესიული. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მ--–------------–--ემ მას შემოახია ტანსაცმელი და მიღო დაზიანება. ასევე მ--–------------–--ის რეაქცია და აგრესია გამოიწვია პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამ და ძალადობა მიმართული იყო იმისკენ, რომ მის მიმართ ოქმი არ შედგენილიყო.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–-------–---–მა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან გამოიძახა დამხრამე ჯგუფი რაციის მეშვეობით. ასევე მ--–------------–--ე აგრესიას გამოხატავდა გ---------------ის მიმართ. მოწმის განმარტებით მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა პირადობის მოწმობა, დახეული სამართალდარღვევის ოქმი, სამხრეები და ღილები, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკისას, სალონიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, „მარიხუანა“, ხოლო საბარგულიდან თეთრ პარკში გადახვეული იარაღი და ტყვიები. მოწმის განმარტებით მ--–------------–--ე საგამოძიებო მოქმედებების დროს იყო აგრესიული და აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს. ჯ---------–---–მა ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება სოფლის რწმუნებულის გამოძახებაზე, რომელიც დაესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას და ავტომანქანის ჩხრეკას. მოწმემ აჩვენა, რომ მ--–------------–--ემ თავიდანვე უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მას უწერდნენ ჯარიმას. მოწმის განმარტებით, როდესაც მ--–------------–--ემ თავდაპირველად ლ------------–-–---–ს დაარტყა ხელი და ძიძგილაობნენ, ამ დროს შ--–---–--–----–-–---–ი გადავიდა ავტომანქანიდან, რომელსაც ასევე დაეძიძგილავა და დაარტყა ხელი, ხოლო თავად დარჩა ავტომანქანაში და გამოიძახა დამხმარე ჯგუფი, რის შემდეგაც გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც მ--–------------–--ე უკვე იყო დაკავებული.
გ---------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს საათებში რაციაში თელავის ეკიპაჟმა დაიძახა, რომ შუამთის ტერიტორიაზე ჭირდებოდათ დახმარება. ამის შემდეგ ჯ---------–---–თან და ზ---------------–---–თან ერთად გაემართა მითითებულ ტერიტორიაზე, სადაც დახვდნენ ლ------------–-–---–ი, შ--–---–--–----–-–---–ი და მ-----–-------–---–ი, რომლებსაც დაკავებული ყავდათ მ--–------------–--ე. მოწმის განმარტებით ადგილზე მას პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მ--–------------–--ემ მათ გაუწია წინააღმდეგობა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მოახდინეს დაკავება. ამის შემდეგ მან შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამავდროულად მიმდინარეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მოწმის განმარტებით ოქმის შედგენის დროს მ--–------------–--ე იყო აგრესიული, ხოლო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ავტომანქანის ჩხრეკის დროს მ--–------------–--ე იყო აგრესიული, ამასთან მან განუმარტა, რომ უნდა გაეჩხრიკათ მისი ავტომანქანა, რაზეც განაცხადა, რომ იგი ხელს არაფერს მოაწერდა, შესაბამისად აზრი არ ქონდა მისი ავტომანქანის ჩხრეკაზე დასწრებას და გამოიძახეს სოფლის წარმომადგენელი.
ჯ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, რადიო სადგურის საშუალებით შესული შეტყობინების საფუძველზე გ---------------ესთან და ზ---------------–---–თან ერთად გამოცხადდა თელავი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ თანამშრომლები, ლ-------------–-–---–ი, შ--–---–--–----–-–---–ი და მ-----–-------–---–ი. მათ გვერდით ყავდათ პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ შეიტყო იყო მ--–-------------–--ე. თანამშრომლების გადმოცემით, როდესაც გააჩერეს ავტომობილი, მ--–-------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თანამშრომლებმა ასევე უთხრეს, რომ ხსენებული პირი იწევდა მანქანისკენ, რამაც გაუჩინა ეჭვი, რომ მანქანაში შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე დანაშაულის იარაღი. ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ასევე უთხრეს, რომ დაუხია სამართალდარღვევის ოქმი და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს ეს პიროვნება. იმის გამო, რომ შემთხვევის ადგილი ეკუთვნოდა სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ტერიტორიას, მან გამოიძახა სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ასევე ექსპერტები. გ---------------ემ მ--–-------------–--ე გაიყვანა გვერდით, დაიწყო მისთვის უფლებების განმარტება და დაკავების ოქმის შევსება, თვითონ დაელოდა ექსპერტებს და დ------------–---–ს. მათი მოსვლის შემდეგ დ------------–---–ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, რის შემდეგ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილიდან ამოიღო დახეული საჯარიმო ქვითარი, მ--–------------–--ის პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, სამსახურებრივი ფორმის ღილები და სამხრე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ვინაიდან მ--–-------------–--ე იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა თანამშრომლების მისამართით, შესაბამისად მისი მონაწილეობით ვერ ჩაატარებდა საგამოძიებო მოქმედებას, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პიროვნება დაკავებული იყო ძალადობრივი დანაშაულისათვის, ასევე გაითვალისწინა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს შემაღლებულ ადგილზე, ე.წ. ხევისპირზე და არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ შესაძლოა ადგილი ქონოდა რაიმე ძალისმიერ ქმედებას და იქ ჩავარდნით დაშავებულიყო მისი თანამშრომელი ან მ--–------------–--ე, აღნიშნულიდან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება გააცნო დ------------–---–ს და ამის შემდეგ ჩაატარა მ--–------------–--ის მანქანის ჩხრეკა. ჩხრეკის დროს მანქანის სალონიდან ადგილიდან ამოიღო მომწვანო ფერის მცენარეული მასა, ასევე ტელეფონი, ხოლო მანქანის საბარგულში, ე.წ. ნოხის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა ე.წ. გადაჭრილი თოფი და ორი ცალი ვაზნა, რომლებიც ამოღებული იქნა და ექსპერტების მიერ დაილუქა შესაბამისად, ხოლო ავტომობილი გადატანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას ლ------------–-–---–ს და შ--–---–--–----–-–---–ს დაკავებული ყავდათ მ--–----ი, რომელიც იყო აგრესიული, იგინებოდა, ბორგავდა, ეჯიკავებოდა თანამშრომლებს, ხოლო მ-----–-------–---–ი იდგა მანქანასთნ ახლოს და იცავდა შემთხვევის ადგილს. მოწმემ განმარტა, რომ მას მ--–------------–--ისთვის დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ არ გაუცნია, ასევე არც უთქვამს, რომ ავტომანქანის გაჩხრეკას აპირებდა, აღნიშნული მ--–------------–--ეს უთხრეს მისმა თანამშრომლებმა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------–---–მა.
დ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს დღის ბოლოს მას ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომლები და როგორც სოფლის წარმომადგენელს სთხოვეს გამოცხადებულიყო შუამთის ტერიტორიაზე, რადგან დაკავებული ყავდათ პიროვნება და საჭირო იყო საგამოძიებო მოქმედებებში მისი დასწრება. ამის შემდეგ დააახლოებით 40 წუთში იგი გამოცხადდა ადგილზე ნახა პოლიციის ავტომანქანები, ასევე „პროჟექტორებით“ განათებული იყო ტერიტორია, ხოლო ადგილზე განუცხადეს, რომ საჭირო იყო მისი დასწრება შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე. შემდეგ მონაწილება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მისვლამდე იყო დაცული, რა დროსაც ამოღებული იქნა სამხრეები, ღილები, დაჭმუჭნული საჯარიმო ქვითარი. მოწმის განმარტებით დათვალიერების დროს იქვე ახლოს ავტომანქანაში იჯდა პიროვნება, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, გაჩხრიკეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს, ხოლო შემდეგ დაიწყეს ავტომანქანის ჩხრეკა. მოწმის განმარტებით ავტომანქანის სალონიდან ამოღებული იქნა ქაღალდში გახვეული მცენარეული მასა, სოლო საბარგულიდან ასევე ამოღებული იქნა გადაჭრილი თოფი და ვაზნები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ავტომანქანის უკანა სალონში და საბარგულში სხვადასხვა ნივთებთან ერთად ელაგა საახალწლო ნობათი, ჩუხრჩხელები, ღვინო, გოჭო და ასე შემდეგ. მოწმემ განმარტა, რომ მისი მისვლისას დაკავებული პიროვნება პოლიციის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, რაც გამოიხატებოდა ყვირილში, ხოლო გაწევ-გამოწევას და გინებას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია. მოწმის განმარტებით დაკავებული პიროვნება მისი იქ ყოფნის დროს გადმოიყვანეს ავტომანქანიდან დაახლოებით 15 წუთით, გაჩხრიკეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ კრიმინალისტმა ნ-----–------------–---–მა, დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გამომძიებელმა ჯ---------–---–მა სცადა, რომ მ--–-------------–--ე დაესწო მისი ავტომანქანის ჩხრეკაზე მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ქ------–--ე იყო აგრესული, იგინებოდა, რის გამოც მანქანის ჩხრეკა ჩაატარეს ქ------–--ის მონაწილეობის გარეშე. მოწმის განმარტებით მ--–------------–--ე პოლიციის მიმართ გამოხატავდა აგრესიას მისი მისვლის მომენტიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამსახურებრივი ფორმის პერანგებზე არსებული დაზიანებები გახევის, სამხრისა და ღილების ამოგლეჯის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ღილები და სამხრე ფორმით, ზომით, ფერით, გავს პერანგზე დამაგრებულ ღილებს და შესაძლებელია ეკუთვნოდეს ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პერანგს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნომერგადაშლილი გადაჭრილი თოფი ადრე წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, 12 კალიბრის „ИЖ-18-Е“ მოდელის ერთლულიან თოფს, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად აქვს დამოკლებული, გადაჭრილი ნომერგადაშლილი თოფი არის ცეცხლსასროლი იარაღი და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2 ცალი საკვლევი ობიექტი არის ქარხნული წესით დამუხტული 12 კალიბრის პლასტმასის ვაზნები განკუთვნილი 12 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: მომწვანო და მოყავისფრო ფერის გამომშრალი მცენარეული მასების ნარევი, საერთო წონით: 0,23 გრამი, შეიცავს ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალ მარიხუანას 0,16 გრამის ოდენობით. მომწვანო ფერის გამომშრალი მცენარეული მასა, წონით - 15,63 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. მომწვანო ფერის გამომშრალი მცენარეული მასა, წონით - 21,17 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონაა - 36,96 გრამი
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომლის თანახმად: 31.12.2018 წ-ს პირადი გასინჯვით შ--–---–--–----–-–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018 წ-ს.
31.12.2018 წ-ს პირადი გასინჯვით ლ------------–-–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ნაჭდევი მარცხენა ყვრიმალის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018 წ-ს.
31.12.2018 წ-ს პირადი გასინჯვით მ--–------------–--ეს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირის არეში და სისხლნაჟღენთი გულმკერდის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირის არეში არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018 წ-ს. ხოლო სისხლნაჟღენთი გულმკერდის არეში ხანდაზმულობით ძველია (7-9 დღისაა) და ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018წ-ს. მუცლის წინა კედელზე არსებული თიაქარის განვითარების 30.12.2018წ-ს მიღებული ტრავმასთან დაკავშირების საფუძველი არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: პაკეტში წარწერით: „თოფიდან და ვაზნიდან აღებული ანაწმენდი“, მოთავსებულ“: ანაწმენდებზე, თოფიდან და ერთ-ერთი ვაზნიდან, არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–------------–--ეს (ობ. N5; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუშის აღება 1 (ერთი) ც სპეც. ბიოლოგიური ჩხირით, ბრალდებულ მ--–-----–--------- ქ------–--ის (დბ. 14.0....1967)...“); ანაწმენდებზე, მეორე ვაზნიდან, არსებულ ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი პარციალურად შერეულია. 0ბ. N3-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის მ--–------------–--ეს (ობ. N5); პაკეტში წარწერით: „...2 (ორი) ფურც. გახეული ადმინისტ. სამართალდარღვევათა ოქმი ამოღებული თელავი გომბ. ვაზიანის 57 კლ. მიმდ. ტერიტ. მდგარი მერს. რაკ. ა/მანქ. H---------ის მიმდ. ტერიტორიიდან...“, მოთავსებულ საჯარიმო ქვითარზე და მის ასლზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მ--–------------–--ეს (ობ. N5).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---–------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: მ--–------------–--ეს ნარკოლოგიური შემოწმებისას, ლაბორატორიულად დაუდგინდა ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.
მ-----–--------–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს მ--–------------–--ე ჩავიდა მათთან სახლში თ--–----------------------–--------–-. მოწმის განმარტებით მ--–------------–--ე იყო საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი, აწუხებდა ტკივილები და იყო სუსტად, რის გამოც მას ავტომანქანაში ჩაულაგეს საახალწლო ნობათი. მოწმის განმარტებით მას მ--–------------–--ის ავტომანქანაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ შეუმჩნევია.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მ--–------------–--ის წასვლიდან მოკლე ხანში მის საცხოვრებელ სახლთან დაინახა ვერცხლისფერი დაბურული ავტომანქანა. მოწმემ ასევე აჩვენმა, რომ მ--–------------–--ე დაკავებამდე რამოდენიმე ხნით ადრე დაბარებული ყავდათ თელავის რაიონულ სამმართველოში, სადაც უთხრეს, რომ თელავში არ ჩამოსულიყო.
მ--–------------–--ემ სასამართლო სხდომაზე არ აღიარა დანაშაული და აჩვენა, რომ მისი დევნა დაიწყო 2018 წლის გაზაფხულზე. იგი ჩამოვიდა მამის გარდაცვალების გამო, შემდეგ რამოდენიმეჯერ მოუწია ჩამოსვლა სასაფლაოს გასაკეთებლად. მოწმის განმარტებით თ--–----------------------–--------–- რამოდენიმეჯერ შეუცვივდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე ა----------------ე. პირველ შევარდნაზე გაუტეხა 2 ცალი 22 ლიტრიანი ბადაგით სავსე ბოცა, მეორე შევარდნაზე კი გაუტეხა 22 ლიტრიანი ღვინით სავსე ბოცები. შემდეგ დაიბარეს თელავის პოლიციაში, სადაც გამოცხადდა პოლიციის უფროსის კაბინეტში, სადაც უთხრეს, რომ თელავში აღარ ჩამოსულიყო და მის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ზემოქმედება და ემუქრებოდნენ, რომ ავტომატს ჩაუდებდნენ. აღნიშნულის თაობაზე მან მეორე დღესვე აცნობა სახალხო დამცველს. მოწმის განმარტებით 2018 წლის 30 დეკემბერს იგი ჩამოვიდა თ--–----------------------–--------–- სადაც მოინახულა დედა, ძმა, რომლებსაც ჩამოუტანა მცირეოდენი საჩუქრები, ხოლო სოფელში მას მანქანაში ჩაულაგეს საახალწლო ნობათი და იმავე დღეს დაბრუნდა თბილისში. მოწმის განმარტებით, მან გზაში შეამჩნია პოლიციის მანქანები, რომელიბიც მას აედევნნენ და შუამთის ტერიტორიაზე გააჩერეს, რა დროსაც მასთან მივიდა ლ------------–-–---–ი და მოსთხოვა საბუთები, ამასთან მოსთხოვა საბარგულის გახსნა, რასაც იგი დაემორჩილა. მოწმის განმარტებით ამ დროს მათთან მივიდა ა----------------ე, რომელმაც უთხრა თუ რამდენს ალაპარაკებდა და ჩაარტყა იარაღი, რაზეც დაკარგა გონება. გონებაზე მოსვლის შემდეგ იგი ხელბორკილებით მისი მანქანის მარჯვენა წინა საბურავთან ყინულზე იყო დაგდებული და მასზე ახორციელებდნენ ძალადობას პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით მას პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ამასთან ადგილზე არანაირი დოკუმენტი არ შემდგარა და ყველაფერი შეივსო თელავის რაიონულ სამმართველოში. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას ავტომანქანაში არც ნარკოტიკული საშუალება და არც ცეცხლსასროლი იარაღი არ ქონია და იგი მას ჩაუდეს პოლიციის თნამშრომლებმა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას დაკავებისას თან ქონდა ფულადი თანხა და ძვირფასი მაჯის საათი, რომელიც ასევე წაართვეს პოლიციის თანამშრომლებმა.
ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაიწყო 2018 წლის 30 დეკემბერს. (სფ.1)
შეტყობინების რეგისტრაცის ბარათის მიხედვით შეტყობინება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში შევიდა 2018 წლის 30 დეკემბერს 17:50 საათზე. (ს.ფ 2)
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად მ--–------------–--ე დაკავებული იქნა 2018 წლის 30 დეკემბერს 17:45 საათზე, ხოლო ამავე დღეს ადგილზევე 19:05-19:25 საათების პერიოდში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომელიც მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. (ს.ფ 3-10)
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2018 წლის 30 დეკემბერს 18:15-18:15 საათების პერიოდში დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. (ს.ფ. 12-31)
ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 30 დეკემბერს 19:16-20:40 საათების შუალედში. (ს.ფ 33-59)
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ ქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში, რაც გულისხმობს აგრესიას, რასაც თან ახლავს ძლადობა ან ძლადობის მუქარა. მოცემული მუხლით კვალიფიკაციისთვის, დამნაშავის ქმედება აუცილებლად კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ამასთან, ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება მაშინაც, თუ იგი ჩადენილია არა მარტო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლის შემდეგაც. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივისა და მიზეზობრივი კავშირის დადგენა ხელყოფასა და პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ--–------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შ--–---–--–----–-–---–მა განმარტა, რომ მ--–------------–--ის ძალადობა და ძალადობის მუქარა მიმართული იყო იმ მიზნისკენ, რომ მის მიმართ არ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმი, მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ასრულებდა კიდეც ლ------------–-–---–ი. სწორედ ოქმის შედგენის პროცესში დაიწყო მ--–------------–--ემ ძალადობა და ძალადობის მუქარა, რაზეც გამოგლიჯა კიდეც მან პოლიციის თანამშრომელს ხელიდან ოქმი, დახია, დააფურთხა და დააგდო იგი ძირს, რითაც იგი ხელს უშლიდა პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრიივ მოვალეობის შესრულებაში.
რაც შეეხება თავად ბრალდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უძალადია პოლიციის თანამშრომლებზე, ასევე ის გარემოება, რომ ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არანაირი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ადგილი არ ქონია, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, რადგან აღნიშნული დადასტურებულია, როგორც პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. გარდა ამისა ყურადსაღებია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებმაც ადგილზე აღმოაჩინეს დახეული სამართალდაღვევის ოქმი, რაც ადგილზე იქნა ამოღებული, დასურათებული და დალუქული სათანადო წესით. გარდა ამისა ხსენებულ ოქმზე აღმოჩენილი იქნა მ--–------------–--ის ბიოლოგიური კვლების ნიმუშები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მ--–------------–--ის ქმედებაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამასთან საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით დასჯადია პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობაში მოიაზრება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ., ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას, ამასთან მუქარა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუჩნდეს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ--–------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
რაც შეეხება მ--–------------–--ისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო, ხოლო მეექვსე ნაწილის თანახმად დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით. შესაბამიასდ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გამომძიებელს ეკისრება დადგენილების წარდგენის ვალდებულება, რაც საფუძვლად უდევს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. ხოლო დადგენილების გაცნობაზე ან/და ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი აკეთებს შესაბამის შენიშვნას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--–------------–--ის ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა ისე, რომ მ--–------------–--ეს არ გააცნეს დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რაც დასტურდება, როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენებით, ისე თავად დადგენილებით, რომელზეც შენიშვნა გამომძიებელს არ გაუკეთებია, რომ თითქოს მ--–------------–--ემ გაცნობაზე ან ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.
რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ--–------------–--ე ავტომანქანის ჩხრეკის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, დადგენილია თავად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმებით.
კერძოდ ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 30 დეკემბერს 19:16-20:40 საათების შუალედში, ხოლო პირადი ჩხრეკა ჩატარდა დაკავების ადგილზე 2018 წლის 30 დეკემბერს 19:05-19:25 საათების პერიოდში.
ამასთან ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე დ------------–---–მა, რომელიც ნეიტრალური პირია, განმარტა, რომ ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყეს მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლები მორჩნენ მ--–------------–--ის პირად ჩხრეკას, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმებში მითითებულ დროებთან.
გარდა ამისა წინააღმდეგობრივია ის გარემოებაც, როდესაც სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლები მიუთითებდნენ ზედმეტ სიფრთხილესა, თუ იმ გარემოებაზე თითქოს მ--–------------–--ე გამოხატავდა განსაკუთრებულ აგრესიას, მაშინ როდესაც აღნიშნულიც არ დაადასტურა თავად დ------------–---–მა.
ამასთან მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, როდესაც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში თავად გამოძიებელს, რომელიც სასამართლო სხდომაზე ხაზს უსვამდა მ--–------------–--ის განასკუთრებულ აგრესიაზე, ცალსახად და ნათლად აქვს მითითებული, რომ მ--–------------–--ის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოებაში. ასევე შენიშვნაში თავად გამომძიებელს აქვს მითითებული, რომ მ--–------------–--ე გაეცნო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და ხელმოწერაზე გაურკვეველი მიზეზის გამო განაცხადა უარი. შესაბამისად პოლიციის თანამშრომელთა განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ--–------------–--ისთვის ზედმეტი აგრესიულობის გამო შეუძლებელი იყო ავტომანქანის ჩხრეკის დადგენილების გაცნობა და ჩხრეკაზე დასწრება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასებით, მ--–------------–--ის ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევებით, რომლის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებებსაც სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაუდებს. შესაბამისად მ--–------------–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–------------–--ე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, რაც შეეხება მის დამამძიმებელ გარემოებას არის ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ--–---- ქ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ--–------------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ--–------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ--–------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ--–------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ--–------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მ--–------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 დეკემბერიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: - ღილები, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, უნიფორმის სამხრეები, მობილური ტელეფონი, ავტომანქანა, სამსახურებრივი ფორმა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს. საჯარიმო ქვითარი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ანაწმენდები, ნეწყვის ნიმუშები და ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს. გადაჭრილი თოფი და ვაზნები გადაეცეს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზვიად შარაძე