განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
080100118002687528
დავის ტიპი
381 1
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002687528

საქმე №1/945-18 (№076010518001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ვ--–---------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გ------------------

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული: ქუთაისი, ი-–------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–------------------–------

 

ადვოკატი: ე-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. ძირითად სასჯელთან ერთად, მას ხუთი წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შვიდივე უფლება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც. მიუხედავად ამისა, გ------------------მ კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული - არ შეასრულა 2014 წლის 14 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მოთხოვნა და 2018 წლის 1 მაისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქალაქ ქუთაისში კუპრაძის ქუჩაზე მართავდა „მერსედეს ბენც“-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით “O--------” ავტომობილს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

გ------------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: კ---------------------, პ---–---–---------–----- გამოკითხვის ოქმები, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, გ------------------- ნასამართლობის ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ: გ------------------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), ჯანმრთელობის მდგომარეობა, - გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც არის ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------------------ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მას ამ განაჩენით უნდა დაედოს მსჯავრი ჩადენილი აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენის გამოტანამდე - 2018 წლის 1 მაისს. ამდენად, გ------------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილის შესაბამისად (როგორც განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი). სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და გ------------------- პიროვნების გათვალისწინებით მას სასჯელი განესაზღვროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: ამ განაჩენით განსაზღვრულ ჯარიმას - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 500 (ხუთასი) ლარი და საბოლოოდ გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის გადახდილი ნაწილი - 333.95 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ჯარიმას 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 500 (ხუთასი) ლარი და საბოლოოდ გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ------------------ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი 333.95 ლარის ოდენობით.

 

გ------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გ------------------- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური