განაჩენი

სისხლის სამართლის 05.08.2019
საქმის ნომერი
330100119002874552
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/838-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 აგვისტო 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - დ----- ხ--------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

გ------- გ------ი - დაბადებული 1--- წლის 6--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი გ----------–---–-ს მ----–--------------–-----; ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ა------------------–------

 

ადვოკატი - მ------- ქ-------ე

 

კვალიფიკაცია:

გ------- გ------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 08 აგვისტოს, შუადღის საათებში, ბენზინგასამართი სადგურის შპს ,,ბ----“ უფროსმა ოპერატორმა გ------- გ------მა, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საწვავის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა 7656 (შვიდიათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულ შპს ,,ბ----“ მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი

იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში

 

2.1. ბრალდებულმა გ------- გ------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ მუშაობდა რა ბენზინგასამართი სადგურის შპს ,,ბ----“ უფროსმა ოპერატორად 2018 წლის 08 აგვისტოს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საწვავის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა 7656 (შვიდიათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

 

2.2. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა მოწმეების კ--------- გ---–-----ს ჩვენებებისა მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ი----------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლმა კ--------- გ---–----- განმარტა, რომ გამოძიება დაიწყო 2019 წლის 09 აგვისტოს შპს ,,ბ----“ მენეჯერის ბ---- კ------ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მისმა თანამშრომელმა ჩამსხმელ-ოპერატორმა უკანონოდ მიითვისა თანხა და ითხოვდა რეაგირებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოიკითხა განცხადების ავტორი, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ჩვენების სისწორე.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითვისება ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად, თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- გ------მა მიითვისა შპს ,,ბ----’’ კუთვნილი ფულადი თანხა, რომელიც მის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა.

 

2.5. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ------- გ------ის ბრალდებას მაში, რომ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს ,,ბ---- “ კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება.

 

მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

2.6. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- გ------ი მუშაობდა ,,შპს „ბ----“ ბენზინგასამართი სადგურის უფროს ოპერატორად, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საწვავის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა.

 

2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- გ------მა ჩაიდინა მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

მითვისება, რამაც მნიშვნელოვანის ზიანი გამოიწვია

 

2.8. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- გ------მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საწვავის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა 7656 (შვიდიათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

 

2.9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 7656 (შვიდიათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარი.

 

2.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- გ------მა ჩაიდინა მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. გ------- გ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ბ---- კ------ის, რ----- მ-------–--ის, ე--------- კ--–-----ის, ა------- მ--–-----ს გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაცია, თავად გ------- გ------ის გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაცია, სააღრიცხვო ჟურნალის დათვალიერების ოქმი, თანდართული ჟურნალის გვერდების და ქვითრის ასლები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- გ------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მითვისებით, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტიებთ.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- გ------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ------- გ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. გ------- გ------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. გ------- გ------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, არის დაოჯახებული და ყავს მცირეწლოვანი შვილი, არის დასაქმებული, მიყენებული ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გ------- გ------ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------- გ------ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნეს ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.

 

6.3. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------- გ------მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცება:

 

7.1. ბ---- კ------ისაგან ამოღებული ჟურნალი, რომელიც შესანახად ჩაბარებული აქვს ბ---- კ------ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- გ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. გ------- გ------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი ) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 19 თებერვლიდან - 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით გ------- გ------ს შეუმცირდეს ჯარიმის ოდენობა 200(ორასი) ლარით და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

4.გ------- გ------ს ჩამოერთვას მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5. გ------- გ------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. მსჯავრდებულ გ------- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7.ნივთმტკიცება:

7.1. ბ---- კ------ისაგან ამოღებული ჟურნალი, რომელიც შესანახად ჩაბარებული აქვს ბ---- კ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/