განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
190100119002990384
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-369-19

(№042120419001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17.09.2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ლევან ჯალაღანია

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი: გიორგი დავითაშვილი

 

ბრალდებული: რ--------------ი

მამის სახელი: მ-----ი

დაბადებული: 04.01.1--- წ.

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. მარნეული, ლ---------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” და "დ" ქვეპუნქტები - ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

 

თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე;

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად სცნო:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მსჯავრდებული რ--------------ი 2019 წლის 12 აპრილს 16:17 სთ-ზე მარნეულში, გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით, 0,502 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.1.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელის ზ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ა---------–----–-----–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. მარნეულში მცხ. რ--------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვასთან დაკავშირებით, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებთან შ------------ასთან, ი-----–------–--ასთან ერთად გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, ქ. მარნეულში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე. თარჯიმნის, ვ-------------–---ის მიერ რ--------------ს განუმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. გააცნეს გამომძიებლის დადგენილება. პირადი ჩხრეკისას, გასაჩხრეკ პირს, რ--------------ს მუქი ფერის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ერთ წონაკად დაფასოებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება, სავარაუდოდ "ჰეროინი", რაც ადგილზევე დაილუქა. ბრალდებულმა ჩხრეკის ოქმს და ლუქს მოაწერა ხელი ნებაყოფლობით. ჩხრეკის დასრულებისთანავე მოახდინეს რ--------------ის დაკავება. დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, განუმარტეს ასევე უფლებები. ოქმი პირადად მან შეავსო ადგილზევე. დაკავების ოქმსაც ბრალდებულმა მოაწერა ხელი ნებაყოფლობით (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.1.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის შ------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ა---------–----–-----–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების მიზნით შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებთან ზ---------------–---–თან და ი-----–------–--ასთან ერთად გავიდნენ ქ. მარნეულში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობდა რ--------------ი. იგი შეაჩერეს, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. გამომძიებლის დადგენილების გაცნობის შემდეგ, პირადი ჩხრეკისას რ--------------ის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება, რაც ადგილზევე დაილუქა. აღნიშნულის შემდეგ რ--------------ი დააკავეს. დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ზ---------------–---–ის მიერ ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები. რ--------------მა ჩხრეკის და დაკავების ოქმებს მოაწერა ხელი ნებაყოფლობით (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

2.1.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელის ი-----–------–--ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. მარნეულში მცხ. რ--------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვასთან დაკავშირებით, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებთან შ------------ასთან და ზ---------------–---–თან ერთად ქ. მარნეულში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს რ--------------ი, რომელსაც თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. გააცნეს გამომძიებლის დადგენილება. პირადი ჩხრეკისას, რ--------------ს მუქი ფერის სპორტული შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ერთ წონაკად დაფასოებული მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რაც დაილუქა. ჩხრეკის დასრულებისთანავე მოახდინეს რ--------------ის დაკავება. დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, განუმარტეს ასევე უფლებები. ოქმი პირადად შეავსო ზ---------------–---–მა ადგილზევე. მისივე განმარტებით, ჩხრეკის და დაკავების ოქმებს რ--------------მა მოაწერა ხელი ნებაყოფლობით (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.1.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის ა---------–----–-----–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 12 აპრილს სატელეფონო ინფორმაცია მიიღო, რომ ქ. მარნეულში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობდა რ--------------ი, რომელსაც პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.1.5. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N1848/სქ-1856/ქრ დასკვნის თანახმად ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოლურჯო ფერის პოლიეთილინის მილღობიალთავიან და მთლიანობადარღვეულ ნაჭერში მოთავსებული ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილოვანი ნივთიერება გამომშრალ მდომარეობაში, წონით 0.95 გრამი, წარმოადგენს კუსტარულა მიღებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0, 502 გრამი(ტ.1, ს.ფ. 30-34).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა ი-----------ამ და მ----------–-ამ.

 

2.1.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მაისის ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის N003596819 დასკვნის თანახმად:

გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ნივთიერება წონით 094 გრამი, 2) პოლიეთ. ნაჭრები რომელშიც მოთავსებული იყო ნივთიერება..." მოთავსებულ მოლურჯო ფერის პოლიეთილინის პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.#1) გენეტიკური პროფილი და რ--------------ის (ობ.#2) პაკეტი წარწერით: "ნერწყვის ნიმუში... აღებული ბრალადებული რ--------------ის პირის ღრუდან..." გენეტიკური პროფილი იდენტურია(ტ.2. ს.ფ.).

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ე----------ემ.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცა გამომძიებელმა ს-------–--------ემ, დაიკითხნენ თარჯიმნები ვ-------------–---ი და ნ------------ე, ნერწყვის ნიმუშის ამღები ექსპერტი გ-------------–---–ი, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; დათვალიერდა ნივთმტკიცება, ასევე გამოქვეყნებული იქნა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2.2. დაცვის მხარის მტკიცებულება:

 

2.2.1. ბრალდებულმა რ--------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა ქ. მარნეულში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმა პოლიციელმა დააკავა, გადაიყვანა ა/მანქანით ხელბორკილდადებული მიტოვებულ პარკში, სადაც ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ თარჯიმანთან ერთად ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს სიგარეტის კოლოფში მოთავსებული შავ ცელოფანში გახვეული ნივთიერება. მისი პროტესტის მიუხედავად ჩხრეკის და დაკავების ოქმს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი, რადგან პოლიციელებმა ურჩიეს, ეღიარებინა და საპროცესო შეთანხმებით გაუშვებდნენ(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

 

საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნისათვის.

 

უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოპოვებას სხვადასხვა გზით.

 

უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში.

 

უკანონო გადაზიდვა /გადაგზავნა ნიშნავს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ამავე მუხლის ,,წ“ ქ/პუნქტის თანახმად გასაღება არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან - განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

5.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს პოლიციელებმა. არგუმენტი, რომ დაკავების წინ თუ ნარკოტიკული საშუალება ექნებოდა, ბრალდებული გაექცეოდა პოლიციელებს, არადამაჯერებელია. თვით ბრალდებულის განმარტებით, დაკავების წინ, საპარიკმახეროდან გამოსვლისას უკნიდან ერთმა პოლიციელმა შეაკავა მყარად, ორი წინ დაუდგა, რის გამოც ბრალდებულის განმარტებითვე, გაქცევას, თუ ამის სურვილი ექნებოდა, ვეღარ მოახერხებდა. აღნიშნული დადასტურებულია ასევე, საქმეზე დაკითხული პოლიციელების ზ---------------–---–ის, ი-----–------–--ას და შ------------ას თანმიმდევრული ჩვენებებითაც;

 

5.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ პოლიციაში მიყვანისას ბრალდებულს მისი მოთხოვნით ერთჯერადი ჭიქით დაალევინეს წყალი და ამ სითხით სავსე ჭიქიდან მოხდა ნიმუშის აღება. სასამართლო სხდომაზე მოწმეების საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ექსპერტის გ-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ უშუალოდ მან მოახდინა რ--------------ისგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნერწყვის ნიმუშის აღება. აღნიშნული დადასტურებულია ასევე თარჯიმნის ნ------------ის ჩვენებით, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ესწრებოდა ნიმუშის აღებას და თარგმნიდა. გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მაისის ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის N003596819 დასკვნით, რომლის სარწმუნოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ რ--------------ისგან ამოღებული ნივთიერების და რ--------------ის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუშის გენეტიკური პროფილები იდენტურია.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული რ--------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

რ--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

9.1. რ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;

 

9.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ - უნდა განადგურდეს (ინახება შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა" და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 04 წ. თებერვლის #1/34-18 განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

რ--------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად:

 

05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

2. რ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ - განადგურდეს (ინახება შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი