განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
210100119003069632
დავის ტიპი
19 - 126 , 18 - 126 2 გ , 126 2 ე , 126 2 გ , 126 2 , 126
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003069632

saqme #1/130-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი, 2019 წელი ქ.სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - რ----- ჭ---–---–--,ადვოკატ - ნ-----–- ბ-–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №0344220519001

 

ბრალდებულ რ----- ჭ---–---–-- მიმართ

 

დაბადებული - 16.01.1991 წელი

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი -4----------

განათლება - ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი

ნასამართლობა - ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------, სოფელი ბ-----------, მე-1- ქუჩა, №-

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ რ----- ჭ---–---–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით რ----- ჭ---–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად იქნა დატოვებული.

 

- 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის, სოფელ ბ----------–- მდებარე ჭ---–---–---- საცხოვრებელ სახლში კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა რ----- ჭ---–---–-- ხელ-ფეხისა და მტვერსასრუტის მილის სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთი დარტყმით, ძალადობა განახორციელა ბებიის - ნ-----–- ჭ---–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ესე იგი, რ----- ჭ---–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით რ----- ჭ---–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად იქნა დატოვებული.

 

- 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ს--------- რაიონის, სოფელ ბ----------–- მდებარე ჭ---–---–---- საცხოვრებელ სახლში კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა რ----- ჭ---–---–-- ხელ-ფეხისა და მტვერსასრუტის მილის სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთი დარტყმით, ძალადობა განახორციელა პაპის - თ----- ჭ---–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, რ----- ჭ---–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუქნტით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - რ----- ჭ---–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა რ----- ჭ---–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 22 ივლისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ რ----- ჭ---–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ----- ჭ---–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ----- ჭ---–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №1303542 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილებები - ნ-----–- ჭ---–---–-- და თ----- ჭ---–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულების - ნ-----–- ჭ---–---–-- და თ----- ჭ---–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ლ---- ზ-----–-–---–--, ლ----- ო----–---–--, შ------- ე-–-–---–--- და რ----- გ-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმები; ნ-----–- ჭ---–---–-- ავადმყოფობის ისტორია; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 23 მაისის №003486019 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თ----- ჭ---–---–-- მიმართ; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 16 ივნისის №004129419 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნ-----–- ჭ---–---–-- მიმართ; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი რ----- ჭ---–---–-- მიმართ; რ----- ჭ---–---–-- დაკავების ოქმი; რ----- ჭ---–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისასს მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ რ----- ჭ---–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ რ----- ჭ---–---–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ რ----- ჭ---–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რ----- ჭ---–---–- სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს. მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, რ----- ჭ---–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ჭ---–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დაადგინა:

 

1. რ----- ჭ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. რ----- ჭ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და რ----- ჭ---–---–-, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

4. გაუქმდეს რ----- ჭ---–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რ----- ჭ---–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 მაისიდან.

 

6. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მტვერსასრუტის მილები, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი