გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/461-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.08.2019წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’;
წარმომადგენელი - შპს ,,ტ----ა’’ ლ---–-----–--ე;
მოპასუხე - მ------ თ-------ე, ზ------ თ-------ე, პ------------–---–ი, ი----------------, ა---------–------–-–-----ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ------ თ-------ეს, ზ------ თ-------ესა და პ------------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის მიხედვით) და 2015 წლის 17 დეკემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 4974,07 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2816.66 ლარი, პროცენტი -1131.43 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 1000 ლარი და დაზღვევა - 25.98 ლარის ოდენობით.
2015 წლის 17 დეკემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის მიხედვით) ძირ თანხაზე - 2816.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 29%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68.06 ლარს; თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 6500 ლარი.
1.2. მ------ თ-------ეს, ი----------------სა და ა---------–------–-–-----ეს სს „თ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის მიხედვით) და 2016 წლის 31 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 11585.57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8000 ლარი, პროცენტი - 2585.57 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 1000 ლარი.
2016 წლის 31 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის მიხედვით) ძირ თანხაზე - 8000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 25%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 166.66 ლარს. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 10400 ლარი.
1.3. მოპასუხეებს მ------ თ-------ეს, ზ------ თ-------ეს, პ------------–---–ს, ი----------------სა და ა---------–------–-–-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ის’’ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 750,30 ლარის, უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 60 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეები 2019 წლის 07 აგვისტოს საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად სარჩელს არ დაეთანხმნენ და მიუთითეს, რომ მათთვის ცნობილია, რომ ძირი თანხის გადახდის ვალდებულება აკისრიათ, მაგრამ არ აქვთ საშუალება შეასრულონ მოვალის ვალდებულება, სასამართლოს სთხოვენ შეამციროს შეუსაბამო პროცენტი და ჯარიმა ასევე ითხოვენ მსესხებელს გადაუნაწილდეს თანხა და მოეთხოვოს მას პირველ რიგში.
მათი ხელშეკრულების ფარგლებში პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განსაზღრულია 10 400 ლარით, ხოლო ბანკი მათგან ითხოვს 11585.57 ლარის დაკისრებას რაც კანონდარღვევაა.
ასევე მოპასუხე მ------ თ-------ე 2019 წლის 09 აგვისტოს საქმეზე წარმოდგენილი შესაგებელით და სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ ეთანხმება ძირ თანხას - 2816,66 ლარს, არ ეთანხმება პროცენტს-1131,43 ლარს, ჯარიმას-2116,67 ლარს და დაზღვევას 25,98 ლარს. ასევე ეთანხმება ძირ თანხას - 8000 ლარს, არ ეთანხმება პროცენტს-2585,57 ლარს და ჯარიმას 2349,20 ლარს, რადგან მისი ვალდებულებების დარღვევა გამოიწვია მისმა უმძიმესმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელშიც აღმოჩნდა ამ სესხის აღების შემდეგ, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო; ოჯახთან ერთად, რეგისტრირებული არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა საარსებო შემწეობა, ამხელა თანხის გადახდას ვერ შეძლებს და რასაც ეთანხმება, იმის გადახდასაც ხანგრძლივ პერიოდზე განაწილების შემთხვევაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----------სა" და მ------ თ-------ეს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N 0---.3------.0--, რის საფუძველზეც გაფორმდა 2015 წლის 17 დეკემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 29%-ით. კრედიტის ვადა - 24 თვე, დაფარვა უნდა განხორციელბულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარი, (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და გადაცილებული ერთი დღის შემდეგ დავალიანების 1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G-- - ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 11 სექტემბერის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება; ს.ფ.20-28;
- 2015 წლის 17 დეკემბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;- ს.ფ.29-36;
3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფისთვის სს “თ----------სა“ და ზ------ თ-------ეს, პ------------–---–ს შორის 2015 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებები სოლიდარულად და სრულად გახდნენ პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 6500 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.12.2015წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; - ს.ფ.37-46;
3.1.3. სს „თ----------სა და მ------ თ-------ეს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N0---.3------,0-- რის საფუძველზეც გაფორმდა 2016 წლის 31 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 8000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 25%-ით. კრედიტის ვადა - 26 თვე, დაფარვა უნდა განხორციელბულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას 10 ლარი, (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და გადაცილებულ ერთი დღის შემდეგ დავალიანების 1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G-- - ში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 11 სექტემბერის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება; - ს.ფ.47-49;
- 2016 წლის 31 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.- ს.ფ.50-54;
3.1.4. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფისთვის სს “თ----------ს“ და ი----------------ს, ა---------–------–-–-----ეს შორის 2016 წლის 31ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებები სოლიდარულად და სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 10400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 31ოქტომბერის თავდებობის ხელშეკრულება; - ს.ფ.55-64;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებმა ზემოთხსნებეული 2016 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვიეს 2018 წლის 20 ივნისის შემდგომ არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსეხებლებისთვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის მიხედვით) და 2016 წლის 3 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ერიცხებათ) დავალიანება - 13934.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 8000 ლარი, პროცენტი - 2585.57 ლარი ,ჯარიმა - 3349.20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თ----------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;-ს.ფ.67;
- გადახდების ისტორია; -ს.ფ.65-66;
3.2.2. მოპასუხეებმა 2015 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვიეს 2016 წლის 10 დეკემბრის შემდგომ არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას.
2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის მიხედვით) და 2015 წლის 17 დეკემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება - 6090,74 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2816.66 ლარი, პროცენტი -1131.43 ლარი, ჯარიმა - 2116.67 ლარი და დაზღვევა - 25.98 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თ----------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;-ს.ფ.67;
- გადახდების ისტორია; -ს.ფ.65-66;
3.2.3. როგორც აღინიშნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის ნებისმიერ მსესხებელთან საბანო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლებს - მ------ თ-------ის, ზ------ თ-------ის, პ------------–---–ისა, ი----------------ისა და ა---------–------–-–-----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----------სა’’ და მ------ თ-------ეს, ზ------ თ-------ეს, პ------------–---–ს, ი----------------სა და ა---------–------–-–-----ეს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხეების მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მათ ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 17.12.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 4974.07 ლარი, ხოლო 31.10.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 11585.57 ლარი, რომელთა გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხემ ცნო სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 17.12.2015წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1131.43 ლარისა და 31.10.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2585.57 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''თ----------სა'' და მ------ თ-------ეს შორის 2015 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''თ----------სა'' და მეორეს მხრივ ზ------ თ-------ესა და პ------------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ზ------ თ-------ემ და პ------------–---–მა - იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 6500 ლარით.
სს ''თ----------სა'' და მ------ თ-------ეს შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''თ----------სა'' და მეორეს მხრივ ი----------------სა და ა---------–------–-–-----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ი----------------მა და ა---------–------–-–-----ემ - იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 10400 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2015 წლის 17 დეკემბრისა და 2016 წლის 31 ოქტომბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მ------ თ-------ეს, ზ------ თ-------ესა და პ------------–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 2015 წლის 17 დეკემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2816.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 29%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68.06 ლარს; თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 6500 ლარი.
მ------ თ-------ეს, ი----------------სა და ა---------–------–-–-----ეს სს „თ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: 2016 წლის 31 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 8000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 25%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 166.66 ლარს. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 10400 ლარი.
აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. გასათვალისწინებელია, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად წლიურად 29%-ს პირველი სესხის შემთხვევაში და წლიურად 25%-ს მეორე სესხის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე დასარიცხი სარგებელი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო - 2015 წლის 17 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1000 ლარის შემცირებული ოდენობი, ხოლო 2016 წლის 31 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარს ასევე შემცირებული ოდენობით ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადაგადაცილების პერიოდისა და ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის ნაწილს მხოლოდ ნაწილს შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, საბოლოოდ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს დაკმაყოფილებული სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნების ცნობის პროპორციულად, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 750,30 ლარიდან 324,50 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მოპასუხეებს მ------ თ-------ეს ზ------ თ-------ესა და პ------------–---–ს 2015 წლის 17 დეკმბრის საბანკო კრედიტის ვალდებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 150 ლარის გადახდა. მ------ თ-------ეს, ი----------------სა და ა---------–------–-–-----ესა და 2016 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვალდებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 275,86 ლარის გადახდა. ასევე ყველა მოპასუხეს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარისა და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 60 ლარის ანაზღაურება.
ასევე, სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად უნდა განაწილდეს საადვოკატო მომსახურების ხარჯი მოპასუხეთა შორის და მოპასუხეებს მ------ თ-------ეს, ზ------ თ-------ესა და პ------------–---–ს 2015 წლის 17 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად 150 ლარის გადახდა. მ------ თ-------ეს, ი----------------სა და ა---------–------–-–-----ეს 2016 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ვალდებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 350 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს მ------ თ-------ეს (პ/ნ 0----------), ზ------ თ-------ესა (პ/ნ 0----------) და პ------------–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით 2015 წლის 17 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4974,07 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2816.66 ლარი, პროცენტი -1131.43 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი და დაზღვევა - 25.98 ლარი.
ასევე, მოპასუხეებს მ------ თ-------ეს (პ/ნ 0----------), ზ------ თ-------ესა (პ/ნ 0----------) და პ------------–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 17 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით, ძირ თანხაზე - 2816.66 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 29%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68.06 ლარს;
თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვროს 6500 ლარი.
3. მოპასუხეებს მ------ თ-------ეს (პ/ნ 0----------), ი----------------სა (პ/ნ 0----------) და ა---------–------–-–-----ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით და 2016 წლის 31 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11585.57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8000 ლარი, პროცენტი - 2585.57 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 1000 ლარი.
ასევე, მოპასუხეებს მ------ თ-------ეს (პ/ნ 0----------), ი----------------სა (პ/ნ 0----------) და ა---------–------–-–-----ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 31 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით, ძირ თანხაზე - 8000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 25%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 166.66 ლარს.
თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 10400 ლარი.
4. მოპასუხეებს მ------ თ-------ეს (პ/ნ 0----------), ზ------ თ-------ესა (პ/ნ 0----------) და პ------------–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 17 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (მათ მიმართ წარდგენილი მოთხოვნის პროპორციულად) ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯის (150+150) სულ 300 ლარის გადახდა.
ხოლო, მოპასუხეებს მ------ თ-------ეს (პ/ნ 0----------), ი----------------სა (პ/ნ 0----------) და ა---------–------–-–-----ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 31 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (მათ მიმართ წარდგენილი მოთხოვნის პროპორციულად), ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯი სულ (350+275,86) 625,86 ლარის გადახდა.
5. მოპასუხეებს მ------ თ-------ეს, ზ------ თ-------ეს, პ------------–---–ს, ი----------------სა და ა---------–------–-–-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ის’’ მიერ გაღებული საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი 110 ლარის ოდენობით.
6. სს „თ----------ს’’ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 750,30 ლარიდან ხაზინიდან დაუბრინდეს 324,50 ლარი (15.07.2019 რეფერანსი 2---------).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი