გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2019
საქმის ნომერი
190210019002792289
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1-19

(საქმე N190210019002792289)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შ-----------------------------------------

წარმომადგენელი - მ---- მ-----------–-–---–ი

 

მოპასუხე - ზ------ თ------ი

 

დავის საგანი - ფულადი თანხის ანაზღაურება. კეთილსინდისიერი მფლობელისთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე - ზ------ თ------ს (---------------- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ს------------ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის 1736 (ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარის ანაზღაურება.

 

1.2. ს------------ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს დაეკისროს ს------------ სპეციალური დაცული სადგომიდან (მის: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) სატრანსპორტო საშუალების ნისან ტიდა სახ.ნომრით S--------, საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.

1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს ასევე დაეკისროს ს------------ მიერ წინამდებარე სარჩელის შეტანისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 220 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შ----------------------------------------- 2014 წლის მაისის თვიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.

 

2017 წლის 4 ნოემბერს მოპასუხე - ზ------ თ------ს (---------------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება ნისან ტიდა სახ.ნომრით S--------, რომელიც ს------------ მიერ გადაყვანილ იქნა ქ.თბილისში, დიღომში მდებარე ს------------ სპეციალურ დაცულ სადგომზე (ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) და ამავე მისამართზე იმყოფება დღემდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, არსებული მდგომარეობით აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას, ს------------ ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის (შენახვის) გამო, ერიცხება ს------------ მომსახურების საფასური 1736 (ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის 489 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული ს------------ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად.

 

მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამოც, არ არსებობს სპეციალურ დაცულ სადგომზე მისი დატოვების საჭიროება. გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ტერიტორია რომელზეც მოწყობილია სპეციალური დაცული სადგომი და განთავსებულია მოპასუხისთვის დროებით ჩამორთმეული ავტომანქანა, სსიპ „112“-ს სარგებლობაში გადაცემული აქვს სახელმწიფოს მიერ და იმყოფება მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში. მოცემულ ავტოსადგომზე დროებით ჩამორთმეულ სატრანსპორტო საშუალებათა ხანგრძლივი პერიოდით დგომა არამიზნობრივად ტვირთავს მას და უარყოფითად აისახება ს------------ სერვისზე, რადგან მცირდება სადგომის ფაქტობრივი გამოყენების რესურსი და იზღუდება თუნდაც საგამოძიებო მიზნით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღების შესაძლებლობა, რომელთა შენახვის ვალდებულებაც გააჩნია სსიპ „112“-ს. ამდენად, მოპასუხისთვის დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების ს------------ სპეციალურ დაცულ სადგომზე ყოველგავრი რელევანტური მიზეზის გარეშე დატოვება იწვევს ს------------ კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების უკანონო ხელშეშლას. შესაბამისად, დავის საგნის მეორე კომპონენტს წარმოადგენს სწორედ ამგვარი ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხისთვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ს------------ ავტოსადგომიდან გაყვანის ვალდებულების დაკისრების გზით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ზ------ თ------მა და განმარტა, რომ იგი ეთანხმება მოთხოვნას, უბრალოდ მისთვის ერთიანი თანხის გადახდა შეუძლებელია. ამიტომ სურს მოხდეს რამენაირი შეთანხმება თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შ----------------------------------------- 2014 წლის მაისის თვიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შს მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის # 18 ბრძანებით დამტკიცებული ს------------ დებულება.

 

3.1.2. 2017 წლის 4 ნოემბერს მოპასუხე - ზ------ თ------ს (---------------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

 

3.1.3. სატრანსპორტო საშუალება ნისან ტიდა სახ.ნომრით S--------, ს------------ მიერ გადაყვანილ იქნა ქ.თბილისში, დიღომში მდებარე ს------------ სპეციალურ დაცულ სადგომზე (ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) და ამავე მისამართზე იმყოფება დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებული ასლი.

 

3.1.4. ს------------ ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის (შენახვის) გამო, ერიცხება ს------------ მომსახურების საფასური 1736 (ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დარიცხული მომსახურების საფასურის შესახებ.

- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის #489 დადგენილება.

 

3.1.5. ტერიტორია, რომელზეც მოწყობილია ს------------ სპეციალური დაცული (საჯარიმო) სადგომი, იმყოფება მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 161-ე, 172-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების თანხის გადახდა და ავტომანქანის გატანა სადგომიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2017 წლის 4 ნოემბერს მოპასუხე - ზ------ თ------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება ნისან ტიდა სახ.ნომრით S--------, რომელიც ს------------ მიერ გადაყვანილ იქნა ქ.თბილისში, დიღომში მდებარე ს------------ სპეციალურ დაცულ სადგომზე და ამავე მისამართზე იმყოფება დღემდე. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის #489 დადგენილების თანახმად, ს------------ ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის (შენახვის) გამო, მას ერიცხება ს------------ მომსახურების საფასური 1736 (ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

 

6.2. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა, ხოლო 172-ე მ,უხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა და არ არსებობს სპეციალურ დაცულ სდგომზე მისი დატოვების საჭიროება. ტერიტორია, რომელზეც მოწყობილია სპეციალური დაცული სადგომი და განთავსებულია მოპასუხისთვის დროებით ჩამორთმეული ავტომანქანა, სსიპ „112“-ს სარგებლობაში გადაცემული აქვს სახელმწიფოს მიერ და იმყოფება მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში. მოცემულ ავტოსადგომზე დროებით ჩამორთმეულ სატრანსპორტო საშუალებათა ხანგრძლივი პერიოდით დგომა არამიზნობრივად ტვირთავს მას და უარყოფითად აისახება ს------------ სერვისზე, ამდენად, მოპასუხეს უნდა დაევალოს ავტომანქანის გაყვანა თავისი ხარჯებით .

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 220 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს სასამართლოს მთავარ სხდომამდე იგი მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე ზ------ თ------მა სარჩელი ცნო სრულად მოსამზადებელ ეტაპზე , ამიტომ მას მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ დაეკისრება, თავად მოსარჩელეს კი უკან დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს შ-------------------------------------------- სარჩელი მოპასუხე ზ------ თ------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოსარჩელის საქართველოს შ-------------------------------------------- სასარგებლოდ მოპასუხე ზ------ თ------ს (---------------- დაეკისროს სსიპ "112"-ს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის 1736 ლარის ანაზღაურება.

 

3. სსიპ "112"-ს სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს ზ------ თ------ს დაეკისროს სსიპ "112"-ს სპეციალური დაცული სადგომიდან (მის.: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) სატრანსპორტო საშუალების ნისან ტიდა სახ.ნომრით S--------, საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.

 

4. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-ს უკან დაუბრუნდეს საგადახდო მოთხოვნით N16578-თ 24.12.2018 წელს, მიმღები ბანკის ანგარიში TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300063150, გადახდილი თანხა 220 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი