განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
190100119002936699
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-267-19

(№012220219001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

16.09.2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი თეონა წოწკოლაური,დაცვის მხარე: ადვოკატები - ალექსანდრე კობაიძე და კახაბერ შინჯიაშვილი,1. ბრალდებული: თ---------------–---–ი

მამის სახელი: ო-----ი

დაბადებული: 05.08.1--- წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ქ. რუსთავი, თ--------------------------ში

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, ტ-------------ში.

 

2. ბრალდებული: ი-----–--–--------ე

მამის სახელი: რ-----

დაბადებული: 23.02.1--- წ.

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ოჩამჩირის რ-ნი, სოფელი კ------ა

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, მე-8---------------ში.

 

კვალიფიკაცია ორივე ბრალდებულის მიმართ: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.

სხდომის სახე: ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქალაქ რუსთავში, მე-8---------------------- კორპუსის ეზოში არსებულ ფარდულში მივიდა მ---------------–---–ი, სადაც ასევე იმყოფებოდნენ თ---------------–---–ი და ი-----–--–--------ე. ამ უკანასკნელს გაახსენდა, რომ რამდენიმე კვირით ადრე, მ---------------–---–მა არ ასესხა ფული, რის გამო გაბრაზებულმა ტუჩის მიდამოში ორჯერ დაარტყა ხელი. მ---------------–---–მა მოახერხა ფარდულიდან გაქცევა და სახლში ასვლა, თუმცა ი-----–--–--------ემ იგი კვლავ დააბრუნა ფარდულში და დაუწყო ცემა - ოთხჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც მ---------------–---–ი წაიქცა და წაქცეულს ი-----–--–--------ესთან ერთად თ---------------–---–მაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თ---------------–---–მა სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, ხოლო ი-----–--–--------ემ სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული მ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი-----–--–--------ე და ვ----–--------–---–თან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. თ---------------–---–ს იცნობდა შორიდან. 2019 წლის 21 თებერვალს საღამოს საათებში სახლში დაბრუნებისას საცხოვრებელი კორპუსის ე. წ. ,,ბესეტკაში“ იმყოფებოდნენ ი-----–---–--------ე, თ---------------–---–ი და ვ----–--------–---–ი და ქეიფობდნენ. მის დანახვაზე ი-----–--–--------ემ ვ----–--------–---–ს და თ---------------–---–ს უთხრა, რომ თითქოს მან რამდენიმე დღის წინ ფული არ ასესხა. ამის გაგონებაზე ვ----–--------–---–ი და თ---------------–---–ი მის მიმართ გახდნენ აგრესიულები, დაუწყეს გინება, ი-----–--–--------ემ კი ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა და გაიქცა სახლში. ცოტა ხანში სახლში მიაკითხეს ი-----–--–--------ემ და ვ----–--------–---–მა და დაიყოლიეს გაჰყოლოდათ დაბლა სალაპარაკოდ. ეზოში, ე.წ. "ბესეტკაში" შესვლისას დახვდა თ---------------–---–ი, რომელმაც გადაკეტა "ბესეტკის" კარი, მიადგა სკამი და სცემეს უსასტიკესად. პირველად ი-----–--–--------ემ დაარტყა სახეში მუშტი 4-ჯერ და წაიქცა, თ---------------–---–მა დაარტყა სკამის ფეხი ტანის არეში. დარტყმისას განიცადა ტკივილი და სახეზე და ტანზე, მარჯვენა თვალის და ყურის არეში მიიღო დაზიანებები. წინააღდეგობის გაწევა არ შეეძლო, მხოლოდ დედამისის კივილის ხმაზე მოახერხა გაქცევა, სადარბაზოში დაეწივნენ სამივე და მუშტებით სცემდნენ. დედამისი ჩავიდა ეზოში და აიყვანა სახლში, სიარული აღარ შეეძლო. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში. კონფლიქტის შემდეგ მათ არ შეხვედრია, მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი, მაგრამ თანახმაა აპატიოთ(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის მ---------------–---–ის დედა. 2019 წლის 21 თებერვალს საღამოს 11 საათზე, მისი შვილის მ------ის სახლში მისვლის შემდეგ, რამდენიმე ხანში ი-----–--–--------ეც მივიდა მათთან ოჯახში; მალე მეორე, მისთვის უცნობი ბიჭიც მივიდა. იგი გავიდა სამზარეულოში, უცებ კარი გაიჯახუნეს და სამივე ბიჭი გავიდა. მათი ასეთი გასვლა, ცუდად ენიშნა, რის გამოც გავიდა აივანზე, ათვალიერებდა ბიჭები საით წავიდნენ. ცოტა ხანში შემოესმა მ------ის ტკივილნარევი ხმა და დაინახა, რომ სადარბაზოსკენ გამორბოდა, უკან ი-----–--–--------ე და მისთვის უცნობი ბიჭი მისდევდნენ. იგი გავარდა სადარბაზოში და მე-2 სართულზე შეეგება მის შვილს, რომელიც დასისხლიანებული შეიყვანა სახლში, ლაპარაკი არ შეეძლო, დარეკა 112-ში, რომელსაც მოჰყვა პოლიციაც. მოგვიანებით, ლაპარაკი რომ შეძლო, მ------ისგან გაიგო, რომ ი-----–--–--------ეს ფული უთხოვია, რადგან არ მიუცია, უცემიათ(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის მ---------------–---–ის ძმა. ი-----–--–--------ეს იცნობს ბავშობიდან, თ---------------–---–ს არ იცნობს. 2019 წლის 21 თებერვალს იყო სახლში, სადაც ცხოვრობს ასევე მისი ძმა მ------ი და დედა. საღამოს, დაახლოებით 11 საათზე, იმყოფებოდა თავის ოთახში და არ გაუგია როგორც თავისი ძმის, ასევე ი-----–--–--------ის და ვ----–--------–---–ის მისვლა მათ ბინაში. დედამისის ყვირილზე გავიდა თავის ოთახიდან და ნახა დასისხლიანებული და ნაცემი ძმა. მოგვიანებით მისი ძმისგან გაიგო, რომ უცემიათ, ჯოხით - თ---------------–---–ს, ხელით - ი-----–--–--------ეს. ასევე მისი ძმისგან გაიგო თანხას სთხოვდნენ მის მ------ს, რადგან მანქანა გაყიდეს და ფული უნდოდათ(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამასახურის ექიმის თ-------–----ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, იყო მორიგე და გამოძახებაზე იმყოფებოდა მათი ეკიპაჟი ბინაზე, ქ. რუსთავში, მ---------------–---–თან. ამ უკანასკნელის განმარტებით, სამმა პიროვნებამ სკამის ფეხით სცემა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის მ---------------–---–ის რძალი(ძმის ცოლი). შემთხვევის ღამეს იმყოფებოდა თავის ოთახში, დედამთილის ტირილზე გავიდა ოთახიდან და ნახა, რომ მისი მაზლი მ------ი იყო ნაცემი, სისხლი მოსდიოდა ტუჩიდან. ასევე გაიგო, რომ შელაპარაკებისას ეზოში სცემეს მის მაზლს, რომელიც სახლიდან გაიყვანეს. გამოიძახეს სასწრაფო, რადგან მ------ი ძალიან ცუდად იყო. სისხლნაჟღენთები ჰქონდა სახეზე, მისთვის ცნობილია, რომ ი-----–--–--------ე და მისი მაზლი მეგობრობნენ(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. საქმეზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №001320219 დასკვნის თანახმად: 1,2,3). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით მოქ. მ---------------–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 21.01.19წ.-დან 22.02.19 წ-მდე დიაგნოზით: ზედა ტუჩის ნახეთქი ჭრილობა, ხოლო 22.02.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, სხეულზე; დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითიტებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ბესიკ მანჯგალაძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს ასევე გამომძიებლებმა მიხეილ ჯანყარაშვილმა, ანზორ მასურაშვილმა, დავით ფოფხაძემ, გიორგი მოდებაძემ, დაკითხული იქნა ქვ. ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ექსპერტი-კრიმინალისტი ზურაბ ბაზერაშვილი რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ავთენტურობა; გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცება.

 

3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, გ--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი-----–--–--------ე არის მისი მეზობელი. 2019 წლის 21 თებერვალს საღამოს, ე.წ. ,,ბესეტკაში’’, ქეიფობდნენ დაახლოებით 8-10 კაცი, მათთან ერთად იმყოფებოდა ი-----–--–--------ე და თ---------------–---–ი. მოგვიანებით "ბესეტკაში" მივიდა მ---------------–---–ი. იგი იყო აღელვებული, ნაჩხუბარი, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ასევე სილურჯე ჰქონდა თვალზე. ვიღაცის მიმართ იგინებოდა. არ მოისვენა სუფრაზე და გავიდა, ი-----–--–--------ე გაჰყვა, არაფერი მოიწიოსო. მ---------------–---–ი დაბრუნდა სუფრაზე დაახლოებით 20 წუთში, ისევ გავიდა სუფრიდან და ისევ გაჰყვა ი-----–--–--------ეც. რამდენიმე ხანში "ბესეტკიდან" გავიდა და ნახა, სასწრაფო იყო მისული მ---------------–---–თან. ამ უკანასკნელის მიმართ სუფრაზე რაიმე ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზეწოლას ან აგრესიას ადგილი არ ჰქონია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი-----–--–--------ე არის მისი მეზობელი და მეგობარი. მ---------------–---–იც მეზობელია, მაგრამ კარგად არ იცნობს. 2019 წლის 21 თებერვალს "ბესეტკაში" ქეიფობდნენ რამდენიმე მეზობელი, რომელთა შორისაც იყვნენ ი-----–--–--------ე და თ---------------–---–ი. მოგვიანებით სუფრაზე, მივიდა აღელვებული მ---------------–---–ი, რომელსაც ტუჩიდან სისხლი სდიოდა, რამდენიმე წუთში უკანვე გავიდა, ი-----–--–--------ე გაჰყვა. მოგვიანებით ისევ დაბრუნდა მ---------------–---–ი და ისევ გავიდა. სუფრაზე რაიმე ინციდენტს - ცემას, შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რა მოხდა არ იცის, სანამ ის ეზოში იყო, თ---------------–---–მა და ი-----–--–--------ემ სცემეს თუ არა ვინმეს არ იცის(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, ვ----–--------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი-----–--–--------ე არის მისი მეგობარი და მეზობელი. თ---------------–---–ს არ იცნობს. 2019 წლის 21 თებერვალს, საღამოს "ბესეტკაში" ცოტა ხანს გაჩერდნენ და ის და ი-----–--–--------ე ადრე წავიდნენ. მისი იქ ყოფნისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, მ---------------–---–ი იქ არ უნახავს, მის სახლში არ ყოფილა და არც დედამისი უნახავს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.4. ბრალდებულმა ი-----–--–--------ემ სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, საღამოს "ბესეტკაში" თორნიკე ჭოტაშვილთან და სხვებთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი მსუბუქად. მოგვიანებით მივიდა აღელვებული მ---------------–---–ი, რომელსაც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და ეტყობოდა, რომ ვიღაცასთან იყო ნაჩხუბი, რადგან არის კონფლიქტური პიროვნება. მან სთხოვა მ------ს, ცოტა ხანი მოეცადა და მიხედავდა. მ------მა უთხრა, რომ მისი იმედი ექნებოდა და გავიდა. იგი გაჰყვა, კვლავ შეიყვანა ,,ბესეტკაში“ და უთხრა რომ ყურადღებას მიაქცევდა. დაახლოებით რამდენიმე წუთში მ------მა უთხრა, რომ თავის თავს თვითონ მიხედავდა და წავიდა. მისივე განმარტებით, მას და თ---------------–---–ს მ---------------–---–თან არანაირი დაპირისპირება ფულზე ან სხვა რამეზე არ ჰქონიათ, იმ საღამოს მის ბინაში არ ყოფილან ასულები და მათ შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ფაცხადან გამოსვლის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანა არ უნახავს. მისი აზრით, პოლიციამ გამოიყენა მ---------------–---–ი და შეუკვეთა ასეთი ჩვენების მიცემა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.5. ბრალდებულმა თ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 21 თებერვალს იმყოფებოდა მე-8------ნში ეზოს ფაცხაში ი-----–--–--------ესთან ერთად. სუფრაზე დაჯდომიდან დაახლოებით ნახევარ საათში ფაცხაში მივიდა აფორიაქებული ბიჭი, როგორც მერე გაიგო მისი სახელი მ---------------–---–ი, ი-----–--–--------ეს მიუჯდა და ცოტა ხანში გავარდა. ი-----–ი გაჰყვა, ელაპარაკა და დააბრუნა. დაახლოებით 15 წუთში გავიდა მ------ი ისევ, ი-----–ი გაჰყვა და მალევე დაბრუნდა ფაცხაში. ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ სუფრაზე და ის და ი-----–--–--------ე ერთად წავიდნენ კლუბში. ფაცხადან გამოსვლისას სასწრაფო დახმარების მანქანა და შეკრებილი ხალხი იქ არ უნახავს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს სხვისი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ სხვა პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განხილულ გარემოებებთან მიმართებაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის განხორციელების გარდაუვალობას. მოცემულ შემთხვევაშიც თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთერთი ელემენტი - სისხლისსამართლებრივი ბრალეულობა, ანუ განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, არამედ მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებდა ანდა შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობა.

 

ობიექტური მხრივ ქმედება გამოხატული უნდა იყოს მოქმედებაში, შედეგში და უნდა არსებდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

 

დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში რამაზ ღარიბაშვილის ჯანმრთელობა.

სუბიექტური მხრივ ქმედება ჩადენილი უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით.

 

სამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულებს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენიათ.

 

5.1. დაცვის მხარის განმარტებას, რომ მ---------------–---–მა სხვაგან მიიღო დაზიანება და მისთვის ბრალდებულებს რაიმე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ---------------–---–ის ჩვენებით, რომლის განმარტებითაც, 2019 წლის 21 თებერვალს საღამოს საათებში ი-----–---–--------ემ და თ---------------–---–მა მის საცხოვრებელ ეზოში, ე.წ. "ბესეტკაში" სახეში მუშტების და სკამის ფეხით ტანის არეში არაერთგზის დარტყმით მიაყენეს დაზიანებები. დაზარალებულის მიერ მითითებული დაზიანებები აღწერილია და სრულ თანხვედრაშია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №001320219 დასკვნაში, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ასევე დაზარალებულის ოჯახის წევრების თ-------------–---–ის, გ---------------–---–ის, თ----------------–ის თანმიმდევრული ჩვენებებით, რომლითაც ასევე დადასტურებულია, რომ მ---------------–---–ი სახლიდან იქნა გაყვანილი ი-----–--–--------ის მიერ, 10-15 წთ-ში სახლში აიყვანეს ნაცემი და აცხადებდა რომ დაზიანებები ხელით და სკამის ფეხით მიაყენეს ი-----–--–--------ემ და თ---------------–---–მა. დაზარალებულის განმარტება, რომ სცემეს ი-----–--–--------ემ და თ---------------–---–მა, დადასტურებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმის თ-------–----ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენისას განუმარტა დაზარალებულმა.

 

5.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმეების გ--------------ის, ლ---------–---–ის განმარტებას, რომ მ---------------–---–მა დაზიანებები მიიღო სხვაგან, ფაცხაში შევიდა ნაჩხუბარი და ტუჩგახეთქილი, თვალზე სილურჯით. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულის განმარტებას, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ამოღებულ ნივთმტკიცებას.

 

5.3. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ვ----–--------–---–ის განმარტებას, რომ ის და ი-----–--–--------ე ადრე წავიდნენ სუფრიდან, მ---------------–---–ი არ უნახავს, მის სახლში არ ყოფილა და არც დედამისი უნახავს, ეწინააღმდეგება როგორც ბრალდებულების თ---------------–---–ის და ი-----–--–--------ის ჩვენებას, ასევე დაზარალებულის და მოწმე თ-------------–---–ის განმარტებებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ თ---------------–---–ს და ი-----–--–--------ეს გაცნობიერებული ჰქონდათ თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, სხვისი (მ---------------–---–ის) ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, რაც სურდათ, ითვალისწინებდნენ და შეგნებულად უშვებდნენ, ხელით და ხის საგნით სხეულის სხვადასხვა ადგილას დარტყმით.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ---------------–---–ის და ი-----–--–--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, ბრალდებულთა პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი-----–--–--------ეს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით ისეთი სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას. ასევე, ბრალდებულ თ---------------–---–ს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით ისეთი სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

9.1. თ---------------–---–ის და ი-----–--–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

9.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული:

 

- ხის ჯოხი 2 ცალი ნატეხი და მ---------------–---–ის სისხლის ნიმუში უნდა განადგურდეს;

 

- სპორტული ზედა ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს(ნივთმტკიცება ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–--–--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 15.02.2017 წ. #1/43-17 განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი-----–--–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

 

2. ი-----–--–--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 05 მარტიდან.

3. თ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

 

4. თ---------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 05 მარტიდან.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული:

 

- ხის ჯოხის 2 ცალი ნატეხი და მ---------------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს;

- სპორტული ზედა ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

(ნივთმტკიცება ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი