განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002978186
საქმე N1/357-19 (N041230319002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ-------–------------------------ - დაბადებული 1-----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ----------------------–---–---------------
ადვოკატი - ო-–--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტმატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის;
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე ქ-------–-----------–---–----------- კ-------–------------- მუშტების სხეულის სხვადასხვა ადგილზე დატყმებით და ქ-------–-----------–---–----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მუშტების თავის არეში დარტყმებით იძალადა მეუღლეზე - ჟ---------–---–---. ძალადობის შედეგად ჟ---------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 24 ნოემბერს ქ-------–-----------–---–----------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ტელეფონის თავის არეში დარტყმით იძალადა მეუღლეზე - ჟ---------–---–---. ძალადობის შედეგად ჟ---------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 24 ნოემბრიდან 2019 წლის 23 მარტის ჩათვლით კ-------–------------ აკითხავდა დ-------–-----–------------------–-----------------------------–-- დასაქმებულ ყოფილ მეუღლეს ჟ---------–---–- და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ჟ---------–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 24 ნოემბრიდან 2019 წლის 23 მარტამდე დროის პერიოდში კ-------–------------ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების სისტემატურად გაგზავნის და აგრეთვე პირადად შეხვედრების გზით, ყოფილ მეუღლესთან - ჟ---------–---–---- არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რითაც ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში გამოიწვია და დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, გამოეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი და არ ესარგებლა საცხოვრებელი სახლიდან სამუშაო ადგილზე მგზავრობისას ცენტრალური ქუჩებით.
2019 წლის 23 მარტს, ქუთაისში, 12:00-დან 13:00 საათამდე დროის მონაკვეთში დ-------–-----–-----------------–------------–--------------- კუთვნილ მაღაზიაში კ-------–------------ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „-------------- კუთვნილ 2,40 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ ლუდს „ქარვას“.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ კ-------–------------- აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება, მოწმეების: ჟ---------–---–--, გ--------–-----–----, შ----------------, ნ-----------–----, ს---------------–-–---–--, რ----–-------–---–--, ი-–--------–--–-- გამოკითხვის ოქმები) ერთობლიობა კ-------–------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია კ-------–------------- მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ-------–------------- ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტმატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას’’.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კ-------–------------- აღნიშნული ქმედებები ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის თანახმად გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
კ-------–------------- პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნო ბრალდების ფაბულაში აღწერილი გარემოებები და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე მხედველობაში იღებს, რომ დაზარალებულებმა ჟ---------–---–-- და გ--------–-----–---- განცხადებით მომართეს სასამართლოს, სადაც მიუთითეს, რომ მათ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
ამრიგად, დანაშაულის ჩადენის გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მეტად გავრცელებულია, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ-------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი; დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511 მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ-------–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
კ-------–------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
კ-------–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 1 აპრილიდან
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება: DVD დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური