განაჩენი

სისხლის სამართლის 13.08.2019
საქმის ნომერი
110100119002848239
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002848239

N1/32-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 აგვისტო, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ე----- ტ--–-----;

 

ბრალდებული - გ------- კ--------, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქ--------------; ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 19.108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 00:30 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში, საავტომობილო გზაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ------- კ--------მ ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ-------- ჩ--------ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა მას ხელი დაარტყა სახის არეში. მომხდარის გამო განაწყენებულმა გ------- კ--------მ, შურისძიების მოტივით, განიზრახა თ-------- ჩ-------ის განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით, მან, სახლიდან გამოიტანა დანა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და თ-------- ჩ-------ის მოკვლის მიზნით, თანქონებული დანა რამდენჯერმე დაარტყა მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში, რის შედეგადაც თ-------- ჩ--------ს მარცხენა ბარძაყის უკანა და წინა ზედაპირებზე და მარჯვენა დუნდულოს არეში პარაანალურად მიაყენა დაზიანებები, რაც იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო სხვა დანარჩენი ჭრილობები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ადგილზე მყოფი თ-------- ჩ-------ის და გ------- კ-------ის თანმხლები პირების აქტიური ჩარევის შედეგად, გ------- კ--------მ, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო თ-------- ჩ-------- გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაწეული დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - განზრახ მკვლელობის მცდელობა:

 

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ-------- ჩ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა რესტორანში, საქეიფოდ მეგობრებთან ნ--- გ---------სთან, გ------- გ---–---–თან, შ-------- ჩ--------სთან და ლ-–- ჩ--------სთან ერთად. როდესაც დაიშალნენ და წავიდნენ სახლის მიმართულებით, გზაში ნახეს გ------- კ--------, რომელთანაც მოუვიდა შეკამათება და გააშველეს. გ------- წავიდა. აღნიშნულის შემდეგ იმყოფებოდნენ უბანში, ქვედა და ზედა საზანოს გასაყართან. როდესაც აცილებდა ნ--- გ---------ს სახლის მიმართულებით, უკანა მხრიდან, ფეხის არეში იგრძნო დარტყმა, ძლიერი ტკივილი და გაითიშა. როდესაც გონს მოვიდა, უკვე საავადმყოფოში იყო. დაზარალებულის განმარტებით, მას, სხეულზე 6 ჭრილობა აქვს, 2 ფეხში, 2 მარჯვენა გვერდზე და 2 ზურგის არეში. მას შემთხვევის ადგილზე, გ------- კ-------- არ უნახავს, ის ნახა მხოლოდ ერთხელ, როდესაც შეკამათება მოუვიდა და გააშველეს. როგორც შემდგომ ახლობლებისგან და ბიძისგან გაიგო, ის დაჭრა გ------- კ--------მ. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 361-362), თუმცა თ-------- ჩ--------მ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და პროკურორის შეკითხვებზე განმარტა, რომ გ------- კ-------- დანით არ დაუნახავს და არც ის დაუნახავს გ------- მისკენ თუ იქნევდა დანას. დაზარალებულის განმარტებით, გ------- კ-------ის ოჯახის წევრები მატერიალურად ეხმარებიან მას, უწევენ მკურნალობისათვის საჭირო დახმარებას.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- ჩ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა რესტორან „მ-------–-“ ნ--- გ---------სთან, ლ-–- ჩ--------სთან, თ-------- ჩ--------სთან და გ------- გ---–---–თან ერთად, აღნიშნავდნენ ნ---ს დაბადების დღეს. რესტორნიდან გამოვიდნენ დაახლოებით ღამის 12:00 საათზე და გზაში, სახლში მისვლამდე, ნახეს გ.კ--------, რომელთანაც თ-------- ჩ--------ს მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც თ--------მ ხელი დაარტყა გ-------ს. სიტუაცია განმუხტეს და გ------- წავიდა მანქანით. ამის შემდეგ ავიდნენ ნ--- გ--------ის სახლთან. როდესაც ქუჩაში იდგნენ და საუბრობდნენ, დაინახა, რომ თ-------- ჩ--------სთან, რომელიც მისგან 4-5 მეტრში იდგა, მივიდა პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რომელიც აირეკლა მანქანის შუქზე. დაინახა, რომ პიროვნებამ ხელი მოიქნია თ--------ს მიმართულებით რამდენჯერმე, რა დროსაც თ-------- ძირს დაეცა. რამდენიმე წამში, მეგობრებთან ერთად მივარდა თ--------სთან და ცდილობდა იმ პიროვნებისათვის ნივთის წართმევას. წართმევის დროს ნახა, რომ ნივთი იყო დანა, ხოლო პიროვნება გ------- კ--------, რომელიც გაოგნებული იდგა ადგილზე. წაართვეს დანა გ-------ს. ყურადღება თ--------ზე გადაიტანა და შეეცადა მიშველებოდა მას, შესაბამისად, თუ სად წავიდა გ------- არ იცის. რამდენჯერ დაარტყა გ.კ--------მ დანა თ.ჩ--------ს ზუსტად არ იცის, თუმცა თ--------ს სხეულზე ნახა ექვსი ჭრილობა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 50-52) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „ამ დროს დავინახე, რომ გ------- კ--------ს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, მე შევამჩნიე ვერცხლისფერი დანის პირი, რომელიც დავინახე ავტომანქანის შუქების საშუალებით. გ------- კ--------მ, დანიანი მარჯვენა ხელი რამოდენიმეჯერ სწრაფად მოიქნია თ-------- ჩ-------ის მიმართლებით და რამდენჯერმე დაარტყა მას დანა. დანიან ხელს იგი იქნევდა თ--------ს სხეულის მიმართლებით. მან რამდენჯერმე მოიქნია დანიანი ხელი თ--------ს მიმართულებით, თუმცა რამდენჯერ დაარტყა ზუსტად არ ვიცი. მე გავიგონე თ--------სგან დაძახება: „ვაიმე მომკლა მგონიაო და თ-------- დაეცა ძირს“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ გ.კ--------ს დანა რომელ ხელში ეჭირა, ზუსტად არ ახსოვს.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს----- კ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს, იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს. შემოესმა გ------- კ-------ის ხმა, რომელიც იძახდა, რომ მის ეზოში ცემეს. აღნიშნულზე გადავიდა გ-------სთან, თუმცა ის წასული იყო. მამასთან დ----- კ--------სთან, მ-–---- კ--------სთან ერთად წავიდა მანქანით გ-------ს საძებრად. გზაში შეხვდათ კ------- კ--------, რომელიც ასევე, ჩაუჯდა მანქანაში და განაგრძეს გზა. თავიდან მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა გ------- იქ არ იყო, მოაბრუნეს მანქანა და წავიდნენ უკან, რა დროსაც დაახლოებით 400-500 მეტრში ნახეს გ-------. მამამისი დ-----ი და კ-------ი გადავიდნენ მანქანიდან და თხოვდნენ გ-------ს გაჩერებულიყო. ის და მ-–---- კი წავიდნენ თ--------სთან, რათა გაეფრთხილებინათ რომ გ------- მიდიოდა მასთან. როდესაც იმყოფებოდა თ-------- ჩ--------სთან ერთად, ადგილზე მივიდა გ------- კ--------, რომელსაც თ--------მ სახეში გაარტყა ხელი, რის შემდეგაც გ------- კ--------მ დანა დაარტყა თ-------- ჩ--------ს ფეხში, რა დროსაც თ--------ს წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, დანის დარტყმის შემდეგ, გ------- ადგილზე გაჩერდა დაახლოებით 5 წუთი და მერე წავიდა, იძახდა „ეს რა ვქენიო“.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- კ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში. ღამის საათებში, მას დაურეკა შ------- ა------ემ და უთხრა, რომ გ-------მ დანა აიღო და საჩხუბრად მიდიოდა ჩ--------ებში. ადგა, ჩაიცვა და წავიდა. შეხვდა მ-–----ს, დ-----ს და ს-----ს. დაიწყეს გ-------ს ძებნა, თუმცა თავიდან ვერ ნახეს. მანქანით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც თავიდან 4 ბიჭი იდგა, თუმცა გ------- იქ არ იყო. შესაბამისად, მოაბრუნეს მანქანა და წავიდნენ უკან. გზაში, დაახლოებით 400-500 მეტრში ნახეს გ-------, რომელსაც ხელში არაფერი ეჭირა. თხოვეს გაჩერებულიყო, თუმცა ის იყო ანერვიულებული და იძახდა, რომ ტყუილად ცემეს. ვერ შეძლეს გ-------ს შეჩერება და გაიქცა. ის და დ----- კ-------- ფეხით გაუყვნენ გზას და როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, დაინახეს ხალხი, გაიგონეს ჩოჩქოლი. დაინახა, რომ გ------- კ--------მ, რომელსაც რაღაც ეჭირა ხელში, ხელი მოიქნია თ.ჩ-------ის მიმართულებით, ფეხთან, რა დროსაც თ--------ს წამოუვიდა ბევრი სისხლი და დაეცა ძირს. აღნიშნულმა მასზე ძალიან იმოქმედა და ახლოს ვეღარ მივიდა თ--------სთან. იქ მყოფი ხალხი ცდილობდა თ--------ს დახმარებას და ჭრილობის გადახვევას, სისხლის შეჩერებას. მეზობლების მანქანით წაიყვანეს თ-------- ჩ-------- საავადმყოფოში.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ---------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს ჰქონდა დაბადების დღე, რაც აღნიშნა რესტორან „მ-------–-“. რესტორანში იმყოფებოდა მეგობრებთან, შ-----, ლ-–-, თ-------- ჩ--------ებთან და გ------- გ---–---–თან ერთად. დაახლოებით ღამის 12:00 საათზე წამოვიდნენ რესტორნისკენ. როდესაც სახლისკენ მიდიოდნენ, გზაში, უბანში, მოსაცდელთან ყოფნის დროს გაიარა მანქანით გ.კ--------მ, რომელმაც გააჩერა მანქანა და ბიჭები ნახა. მოიკითხეს ერთმანეთი და გ-------ს მიულოცეს ძმის გაბედნიერება. საუბრის დროს, მათთან მივიდა თ-------- ჩ--------, რომელიც მანამდე მოშორებით იდგა და ტელეფონზე მოკლეტექსტურ შეტყობინებას აგზავნიდა ან რეკავდა. თ--------ს მისვლისთანავე, გ-------მ და თ--------მ უწმაწური სიტყვებით მიმართეს ერთმანეთს, რა დროსაც, თ--------მ თავი ვეღარ შეიკავა და ხელი მოიქნია გ-------ს მიმართულებით. ჩაერივნენ და გააშველეს. გ------- ჩასვეს მანქანაში და გაუშვეს. წავიდნენ მისი სახლის მიმართულებით. სახლში ყოფნისას დაახლოებით 2 ჭიქა სასმელი კიდევ მიიღეს და შემდეგ დაიშალნენ. მეგობრები სახლიდან გააცილა და შებრუნდა უკან. შებრუნებიდან დაახლოებით 5 წუთში გაიგონა ჩოჩქოლის ხმა, იქიდან საითაც მისი მეგობრები ცხოვრობენ და წავიდნენ. როდესაც ადგილზე ჩავიდა, ნახა, რომ თ-------- ჩ-------- ძირს იწვა, ლ-–- ჩ-------- ყვიროდა ძმა მომიკლესო. მიუახლოვდა თ--------ს და დაინახა, რომ მას ფეხიდან სისხლი სდიოდა. შეეცადა პირველადი დახმარების აღმოჩენას და სისხლდენის შეჩერებას. ჭრილობაში, რომელიც ძალიან დიდი იყო, ბარძაყის არეში, უკანა მხარეს შეუყო ხელი და შეეცადა სისხლდენის შეჩერებას, ხელი მოუჭირა არტერიაზე. სინის გამოყენებით შეძლო არტერიის მავთულით დამაგრება და თ--------, გ.გ---–---–ის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილზე ყოფნის დროს, ესმოდა ხმა „გ------- რა ქენი, რატო დაგვღუპეო“. როდესაც პოლიციაში მივიდა, იქ გაიგო, რომ თ-------- დაჭრა გ------- კ--------მ. მოწმის განმარტებით, მან მხოლოდ ერთ ჭრილობა ნახა თ--------ს ტანზე, ფეხზე, ბარძაყის არეში, სხვა დაზიანებების შესახებ არაფერი იცის.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ---–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, მეგობრებთან ნ--- გ---------სთან, ლ-–-, თ-------- და შ----- ჩ--------ებთან ერთად იმყოფებოდნენ რესტორან მ-------–- და ქეიფობდნენ, დალიეს ღვინო. დაახლოებით ღამის 12:00 საათზე დაიშალნენ და წავიდნენ უბნისკენ. შემდეგ შევიდნენ ნ.გ---------სთან სახლში, დალიეს რამდენიმე ჭიქა ღვინო და დაიშალნენ. სახლში ყოფნისას, როდესაც აპირებდა დაწოლას, გაიგონა ჩოჩქოლის და შველის ხმა. გავიდა გარეთ და წავიდა გზისკენ. გზაში შეხვდა შ--–-- თ-------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ თ-------- ჩ-------- უნდა წაეყვანათ საავადმყოფოში და ჭირდებოდათ მანქანა. მიბრუნდა სახლში, წამოიყვანა მანქანა, მივიდა ადგილზე, სადაც ნახა თ.ჩ--------, რომელიც უგონო მდგომარეობაში იწვა გზაზე, ასფალტზე. თ-------- ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილზე როდესაც მივიდა, ნახა რომ თ--------ს დაზიანებები ბარძაყზე და კუდუსუნზე აღენიშნებოდა. მოგვიანებით, პოლიციაში გაიგო, რომ თ-------- დაჭრა გ------- კ--------მ. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 81-83) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „ჩავსვით მანქანაში და ვინაიდან მე ვიყავი დაღლილი და ანერვიულებული, რის გამოც ვერ შევძლებდი სწრაფად სიარულს მანქანით, ამიტომ საჭესთან დაჯდა შ--–-- თ-------–--ე და წამოვედით ზესტაფონში, ფერომედის საავადმყოფოში. მანქანაში ყოფნის დროს, ჩვენ საერთოდ არ გვისაუბრია მისი დაჭრის გარემოებებზე, ჩვენ მხოლოდ მას ვასულიერებდით და როცა საავადმყოფოში ჩავედით, გავიგე ლ-–- ჩ-------იდან, ნ--- გ--------იდან და შ----- ჩ-------იდან, რომ თ--------ს კონფლიქტი მოუვიდა იქვე, გზაზე ჩვენს სოფლელ გ------- კ--------სთან, რომელმაც თ--------ს რამდენჯერმე დაარტყა დანაო, რის შემდეგაც გ------- კ-------- იქედან გაქცეულა და მე რომ მივედი არ მინახავს. მე პირადად მითხრეს სამივემ ლ-–- ჩ--------მ, შ----- ჩ--------მ და ნ--- გ---------მ, რომ მათ დაუნახავთ თუ როგორ უქნევდა ჩხუბის დროს დანიან ხელს გ------- კ-------- თ-------- ჩ--------ს და როგორ მოარტყა რამდენჯერმე დანა სხეულზე. მე პირადად მანქანაში მის სხეულზე ვნახე ორი ჭრილობა, ერთი იყო მარცხენა ფეხის ბარძაყზე და მეორე იყო უკან, მარჯვენა დუნდულოზე“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გარემოებები და განმარტა, რომ აღნიშნული იცის გადმოცემით.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ბ--------ა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში. ზუსტი დრო არ ახსოვს, გაიგონა ხმაური და როდესაც გარეთ გავიდა, გაიგო მისი მაზლის ხმა და სიტყვები „რატო მომაყენე შეურაცხყოფა, მე შენ კარგად არ გიცნობ“. შემდეგ გაიგო მანქანის წასვლის ხმა. დაახლოებით 15 წუთში, ისევ გაიგო მანქანის მოსვლის ხმა. რამდენიმე ხანში კი გაიგო კივილის ხმა. გავარდა გარეთ და როდესაც ადგილზე მივიდა, ნახა, რომ თ-------- ჩ-------- (მისი მაზლი) იწვა ძირს, ასფალტზე და ფეხიდან სდიოდა სისხლი, იყო დაჭრილი. ადგილზე იყვნენ შ----- ჩ--------, ლ-–- ჩ--------, ნ--- გ---------, სხვა პირები და გ------- კ--------. გ-------ს ხელში დანა ეჭირა და მიდიოდა თ--------ს მიმართულებით. ბიჭები მიცვივდნენ გ-------ს და წაართვეს დანა. მოწმის განმარტებით მას არ დაუნახავს დაჭრის ფაქტი, თუმცა როგორც შემდგომ გაიგო, თ-------- დაჭრა გ------- კ--------მ მომხდარი შელაპარაკების გამო. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, თ-------- ჩ-------ის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ გ------- კ-------ის ოჯახის წევრები, ისინი იღებენ მკურნალობის ხარჯებს.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- თ-------–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა შველის ხმა. გაიქცა გზის მიმართულებით, სადაც ნახა ნ--- გ---------, მ-–---- ჩ-------- და თ-------- ჩ--------. თ-------- იყო დაჭრილი, იწვა ძირს ასფალტზე და ნ---ს კალთაზე ედო თავი. გაიქცა მანქანის მოსაყვანად და გზაში ნახა გ.გ---–---–ი. თავად იჯდა მანქანის საჭეზე, რომლითაც თ-------- ჩაიყვანეს საავადმყოფოში. თ--------ს ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში ჰქონდა. როგორც შემდგომ ხალხისგან გაიგო, თ-------- ჩ--------, შელაპარაკებისას, დაჭრა გ------- კ--------მ.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- კ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, ღამით, გვიან, როდესაც დაწვა, შემოესმა მეზობლად მცხოვრები შ------- ა------ის და გ------- კ-------ის ხმა. შ-------, გ-------ს ეხვეწებოდა არ წასულიყო, თუმცა გ------- ეურჩებოდა და წავიდა. შ-------მ დაიწყო ყვირილი, რის გამოც ადგა, ჩაიცვა და წავიდა მათი სახლის მიმართულებით. გზაში შეხვდა კ------- კ-------- და მ-–---- კ--------. წავიდნენ გ-------ს მოსაძებნად და დასაწყნარებლად. მანქანით მივიდნენ იმ ადგილზე, სადაც იდგნენ ნ--- გ---------, შ-------- და თ-------- ჩ--------ები. მიბრუნდნენ უკან და კვლავ დაიწყეს გ-------ს ძებნა. ნახეს შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში. ის და კ-------ი ჩავიდნენ მანქანიდან და თხოვეს გ-------ს დაწყნარებულიყო, თუმცა არ მოუსმინა და წავიდა. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ნახეს, რომ თ-------- ჩ-------- იწვა ძირს, ასფალტზე, დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. ბიჭები გ-------ს ეძახდნენ ეს რა ქენი, რატომ დაჭერი. ასევე, გაიგონა სიტყვები, დანა წაართვით. მოწმის განმარტებით, როდესაც ადგილზე მივიდა, თ-------- ჩ-------- უკვე დაჭრილი იყო, უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა გაიგო სიტყვები, რომლებსაც იქ მყოფი ბიჭები გ.კ-------ის მისამართით იძახდნენ „ეს რა ქენი, რატომ დაჭერი“. ასევე, გაიგო დაზარალებულის ძმის ხმა, რომელიც იძახდა „ძმა რატომ მომიკალიაო“. ასევე, სიტყვები „დანა წაართვით“. მოწმის განმარტებით, ადგილზე მყოფი გ------- კ-------- როდესაც გონს მოვიდა, თქვა სიტყვები „ვაიმე დედა, კაცი მოვკალიო“.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჩ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში. ღამით გვიან, 12:00 საათზე ან უფრო გვიან, ქუჩიდან გაიგონა ხმაურისა და ყვირილის ხმა. გავიდა, მივიდა გზაზე და ნახა თ-------- ჩ--------, რომელიც იწვა ძირს, ასფალტზე და იდგა სისხლის გუბე. იქვე იყვნენ ნ--- გ---------, შ----- ჩ--------, ლ-–- ჩ--------, მ-–---- ჭ----------ე და ცდილობდნენ თ--------სთვის დახმარების გაწევას. ვინაიდან სასწრაფომ დააგვიანა ადგილზე მისვლა, მეზობლის ავტომანქანით თ-------- წაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც შემდგომ გაიგო, თ-------- ჩ-------- დაჭრა გ------- კ--------მ მანამდე მომხდარი შელაპარაკების გამო. მოწმის განმარტებით, როდესაც ადგილზე მივიდა, იდგა სისხლის გუბე და იქ მყოფი ხალხი იძახდა, რომ თ-------- დაჭრილი იყო.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ჩ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს იმყოფებოდა რესტორან „მ-------–-“ მეგობრებთან ერთად, მეგობრის დაბადების დღეზე. როდესაც დაიშალნენ და წამოვიდნენ სახლში, გზაში შეხვდათ გ------- კ--------, რომელიც მოიკითხა. გ-------სა და მის ძმა - თ-------- ჩ--------ს შორის მოხდა შელაპარაკება რა დროსაც გააშველეს ისინი და გ------- წავიდა. აღნიშნულის შემდეგ ნ--- გ---------სთან, შ----- ჩ--------სთან და თ-------- ჩ--------სთან ერთად იდგა ნ--- გ--------ის სახლის მახლობლად, რა დროსაც მათთან მივიდა ს----- კ-------- და მ-–---- ჭ----------ე და იკითხეს მომხდარის შესახებ. საუბრის დროს გაიგონა მისი ძმის ხმა, რომელმაც დაიძახა „ვაიაო“, გაიხედა და დაინახა, რომ ადგილზე, ასევე, იყო გ------- კ--------ც. როდესაც მივიდა თ--------სთან, ის დაჭრილი იყო ფეხში და ზურგში, და სდიოდა სისხლი, იცლებოდა. ადგილზე მივიდა ხალხი და ცდილობდა თ--------ს დახმარებას. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ვინ დაჭრა მისი ძმა თ-------- ჩ--------. ასევე, გ------- კ--------ს ხელში დანა ეკავა თუ არა, არ დაუნახავს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 56-58), თუმცა ლ-–- ჩ--------მ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები და პროკურორის შეკითხვებზე განმარტა, რომ გ------- კ-------- დანით არ დაუნახავს და არც ის დაუნახავს გ------- მისი ძმისკენ თუ იქნევდა დანას. რაც შეეხება გაშველების ფაქტს, განმარტა, რომ გ------- კ-------- ხელში ეკავა შ--------ს, შესაბამისად, ეს ჩათვალა გაშველებად.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-----------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. გარეთ მისმა რძალმა გაიხედა და როცა შებრუნდა, უთხრა, რომ ბიჭები იყვნენ და ხმაურობდნენ. რამდენიმე ხანში კვლავ გაიგეს ხმაური და როდესაც გავიდნენ, გაიგეს მისი ძმის ტირილის ხმა. ადგილზე მისულებმა, ნახეს, რომ თ-------- ჩ-------- იყო დაჭრილი ფეხის არეში, სდიოდა სისხლი. გაიქცა სახლში, აიღო ხელში რაც მოხვდა და მიიტანა თ--------სთან და გადაუჭირეს ფეხზე მის მიერ მიტანილი ზედა, კაპიშონიანი. ასევე, თ--------ს ფეხზე გადახვეული ჰქონდა „სინა“. მოწმის განმარტებით, თ-------- ჩ-------- იყო რესტორანში ნ--- გ---------სთან, ლ-–- ჩ--------სთან, გ------- გ---–---–თან და შ-------- ჩ--------სთან ერთად, ნ--- გ--------ის დაბადების დღეზე. ადგილზე, ნ--- გ--------- ცდილობდა თ--------ს დახმარებას. გ.გ---–---–ის მანქანით წაიყვანეს თ.ჩ-------- საავადმყოფოში. საავადმყოფოში ყოფნის დროს, სხვებისგან გაიგო, რომ თ-------- დაჭრა გ------- კ--------მ.

 

14. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმე მ-----– ჭ----------ის მიერ მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 59-61) სადაც აღნიშნულია „2018 წლის 3 დეკმებრს ვიმყოფებოდი ქ.ქუთაისში, პირად საქმეებზე, მე ქუთაისში წასული ვიყავი ჩემი ნაცნობის, გვარად ბ--–-------ის, ზედმეტსახელად „კ--------“ ნათხოვარი „ფონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანით. ქუთაისიდან დავბრუნდი და შემდეგ შევყოვნდი ქ.ზესტაფონში გვიანობამდე პირად საქმეებზე. ქ.ზესტაფონიდან სოფელ საზანოში ჩემი სახლის მიმართულებით წავედი დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე, უკვე 4 დეკემბერს. დაახლოებით 10-15 წუთში ავედი საზანოში. როცა მივედი ჩემი სახლიდან დაახლოებით 500 მეტრში მცხოვრები გ------- კ-------ის სახლთან შევნიშნე, გ------- კ-------- იმყოფებოდა ქუჩაში, იქვე იდგა მერსედესის მარკის შავი ფერის ავტომანქანა და ქუჩაშივე იმყოფებოდა გ------- კ-------ის დედა შ------- კ--------. გ-------ს ეტყობოდა, რომ იყო ძლიერ ნასვამი და იგი ცდილობდა ზემოხსენებულ მანქანაში ჩაჯდომას, რასაც უშლიდა დედამისი. მე, აღნიშნულზე გავაჩერე ავტომანქანა და ჩამოვედი ავტომანქანიდან. გ------- კ--------, როგორც აღვნიშნე იყო ძლიერ ნასვამი და იძახდა რომ მას ხელი დაარტყეს, იწევდა ავტომანქანისკენ და ცდილობდა მანქანაში ჩაჯდომას. ვინაიდან გ------- კ-------- ნასვამი იყო, ზემოხსენებული მერსედესის მარკის ავტომანქანიდან მე ამოვიღე გასაღები, რათა არ მიმეცა საშუალება გ-------სთვის სადმე წასულიყო. აღნიშნულ ხმაურზე, იქვე, ქუჩაში გამოვიდნენ გ------- კ-------ის ნათესავები, მისი ბიძა დ----- კ-------- და ბიძაშვილი კ-----, იგივე კ-–-- კ--------, ასევე, ს----- კ--------. ისინიც ცდილობდნენ გ-------ს დაწყნარებას და ეუბნებოდნენ, რომ გაჩერებულიყო. გ------- კ-------- იძახდა, რომ მას ხელი მოხვდა და უნდა წასულიყო პასუხის გასაცემად, თუმცა მას იმ მომენტში არ დაუკონკრეტებია თუ ვისთან მოუვიდა ჩხუბი. აღნიშნულის შემდეგ გ------- კ-------ის შეჩერება ჩვენ ვერ მოვახერხეთ და იგი ფეხით გაუყვა გზას ჩქარი სიარულით, ზედა საზანოს მიმართლებით. ზემოხსნებებული შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელიც არის გ------- კ-------ის ბიძის, რ-------- ა------ის, მე დავქოქე და დავაყენე იგი იქვე მცხოვრებ მეზობელთან, ტ------– ჭ---------ის ეზოში. აღნიშნულის შემდეგ მე, კ----- კ--------, დ----- კ-------- და ს----- კ-------- ჩავჯექით ჩემს მანქანაში და წავედით იმ მიმართულებით, საითაც წავიდა გ------- კ--------. დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ ქუჩაში დავინახე იქვე მცხოვრები თ-------- ჩ--------, მისი ძმა ლ-–- ჩ-------- და შ----- ჩ--------. იქ, მათთან, გ------- კ-------- არ იმყოფებოდა. მე ქუჩაშივე მოვაბრუნე ავტომანქანა და დავბრუნდი უკან, რათა მენახა გ------- კ--------. დაახლოებით 150-200 მეტრის გავლის შემდეგ ქუჩაში შემოგვხვდა ფეხით სწრაფად მომავალი გ------- კ--------, რომელთანაც გავაჩერე მანქანა და მანქანიდან ჩამოვიდნენ დ----- და კ----- კ--------ები, რათა მიეხედათ გ------- კ-------ისათვის. ს----- კ-------- დარჩა მანქანაში. მე ისევ მოვაბრუნე მანქანა და წავედი უკან. ქუჩაში ისევ იმყოფებოდნენ თ-------- ჩ--------, მისი ძმა ლ-–- ჩ-------- და შ----- ჩ--------. მე მოვაბრუნე ავტომანქანა, გავაჩერე ქუჩის კიდესთან, მათ სიახლოვეს, შემდეგ მე და ს----- გადმოვედით ავტომანქანიდან და მივედით ზემოხსენებულ პირებთან. მივესალმე და ვკითხე თუ რა ხდებოდა და მათთან ხომ არ მოსვლია ჩხუბი გ------- კ--------ს. აღნიშნულზე თ-------- ჩ--------მ მითხრა, რომ გ------- კ-------- იყო ნასვამი, მასთან მოუხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც მათ გ------- კ-------- ჩაუჯენიათ მანქანაში და გაუშვიათ თავისი სახლის მიმართულებით. მე მათ ვუთხარი, რომ გ------- კ-------- მოდიოდა მათკენ საჩხუბრად. აღნიშნული საუბრიდან მალევე ჩვენთან მოვიდა სწრაფი ნაბიჯებით გ------- კ--------. მას უკან მოჰყვებოდნენ კ----- კ-------- და დ----- კ--------. მე ამ დროს ვიმოფებოდი ჩემს ავტომანქანასთან, რომელიც იდგა ქუჩის გვერდულზე. ჩემთან ერთად იმყოფებოდა ს----- კ--------, ხოლო ავტომანქანის წინ, ქუჩის გვერდულზე იდგნენ თ-------- ჩ--------, მისი ძმა ლ-–- ჩ-------- და შ----- ჩ--------. გ------- კ-------- სწრაფი ნაბიჯებით მივიდა მათთან და თ-------- ჩ--------ს უყვიროდა ხელი რატო დამარტყიო. თ--------მ უპასუხა, რომ შენ შემაგინე და იმიტომ დაგარტყი ხელიო და დაიწყო მათ შორის ჩოჩქოლი და ერთმანეთის მიმართ გაწევა, რა დროსაც დავინახე, რომ გ------- კ--------ს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა. კონკრეტულად როგორი დანა იყო, არ დამინახავს, რადგან ახლოში არ მივსულვარ. ვიდექი მათგან დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით. მე აღნიშნულ ჩოჩქოლში არ ჩავრეულვარ, ვინაიდან ვარ ნაოპერაციევი და ყბების მიდამოებში ჩასმული მაქვს სამედიცინო ფირფიტები და მოვერიდე აღნიშნულ ჩოჩქოლში ჩართვას, რათა ხელი არ მომხვედროდა და ყბების არეში არ მიმეღო რაიმე დაზიანება. ქუჩა, სადაც აღნიშნული ფაქტი ხდებოდა, განათებულია იქვე მცხოვრები დ----- ჩ-------ის ეზოში არსებული განათებით. იქვე, მე, გავიგონე კ-–-- კ-------ის და თ-------- ჩ-------ის ძმის ლ-–- ჩ-------ის ყვირილი, რომლებიც გ------- კ--------ს უყვიროდნენ „რა ქენი, რატო დაარტყი დანა თ--------სო“. ამის შემდეგ მე დავინახე, რომ თ-------- ჩ-------- წაიქცა და მას მარცხენა ფეხიდან მოსდიოდა დიდი ოდენობით სისხლი. ამავდროულად იქ მყოფი პირები, მათ შორის შ----- ჩ-------- ცდილობდნენ გ------- კ-------ისათვის დანის წართმევას. მე ამის შემდეგ გავიგონე გ------- კ-------ის ხმაც „ვაიმე რა ვქენი ესო“. გ------- კ-------ის გარდა, იქ მყოფ სხვა რომელიმე პირს ხელში დანა არ ჭერია. როგორც აღვნიშნე ჩხუბის პროცესში მე ახლოს არ მივსულვარ და გ------- კ-------ის მიერ თ-------- ჩ--------ზე დანის დარტყმის მომენტი არ დამინახავს, არც ის დამინახავს რამდენჯერ დაარტყა მან დანა თ-------- ჩ--------ს. აღნიშნულ ჩოჩქოლზე და ხმაურზე ქუჩაში გამოვიდა იქვე მაცხოვრებელი ხალხი. მათ შორის მამაკაცებიც და ქალბატონებიც, მათ შორის ვინც მახსოვს ერთერთი იყო დ----- ჩ--------. მე იმ წუთშივე მივედი ძირს წაქცეულ თ-------- ჩ--------სთან და მას ფეხზე არსებულ ჭრილობაზე დავაჭირე ხელი, რათა შემეჩერებინა ძლიერი სისხლდენა, ასევე, მოიტანეს მავთულის ნაჭერი და ეს მავთულის ნაჭერი შემოვუჭირეთ ფეხზე თ-------- ჩ--------ს. აღნიშნულის შემდეგ, მე, ჩემი ტელეფონით, რომელშიც ჩართული მაქვს ჯეოსელის სააბონენტო ნომერი 5----------- დავრეკე სასწრაფო დახმარების სამსახურში და ვითხოვე სასწრაფო დახმარების მოსვლა. ოპერატორს სად უნდა მოსულიყო სასწრაფო და ვუთხარი დაჭრილი თ-------- ჩ-------ის მდგომარეობა. ოპერატორმა მითხრა, რომ სასწრაფოს გამოუშვებდნენ მალევე. აღნიშნულის შემდეგ ჩვენ სასწრაფოს აღარ დაველოდეთ, რადგან თ-------- ჩ--------ს ჰქონდა ძლიერი სისხლდენა და საჭირო იყო მისი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაყვანა. გ------- კ-------- ჩავსვით იქვე მეზობლად მცხოვრები გ------- გ---–---–ის ოპელის მარკის ავტომანქანაში და იგი წაიყვანეს საავადმყოფოში. მე მათ გამოვყევი ჩემი ავტომანქანით. მე, მივედი ზესტაფონის ფერომედის საავადმყოფოში, სადაც გავიგე, რომ თ-------- ჩ--------ს გარდა ფეხისა, სხეულის სხვა ნაწილებშიც ჰქონია ჭრილობები. შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე, უშუალოდ არ დამინახავს კონკრეტულად როგორ დაარტყა დანა თ-------- ჩ--------ს გ------- კ--------მ, ვინაიდან აღნიშნულ მომენტში მე ვიდექი მოჩხუბრებისგან ოდნავ მოშორებით, მათ უკან, თუმცა გარკვევით გავიგონე კ----- კ-------ის და ლ-–- ჩ-------ის ხმა, რომლებიც უყვიროდნენ გ------- კ--------ს „რა ქენი ეს, რატო დაარტყი დანაო“. შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ თუ როდის და როგორ წამოვიდა გ------- კ-------- შემთხვევის ადგილიდან და სად წავიდა იგი, მე არ ვიცი, ვინაიდან მე მთელი ყურადღება გადატანილი მქონდა დაჭრილ, ძირს წაქცეულ თ-------- ჩ--------ზე და ვცდილობდი მის დახმარებას. შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ თ-------- ჩუბინის დაჭრის შემდეგ გ------- კ--------ც იძახდა „ეს რა მომივიდაო“ რაც მე გარკვევით გავიგონე, თუმცა ამის შემდეგ მე როგორც მოგახსენეთ მთელი ყურადღება გადატანილი მქონდა დაჭრილ თ-------- ჩ--------ზე და შემდეგ სად და როგორ წავიდა გ------- კ-------- არ ვიცი, ასევე, არ ვიცი სად არის დანა, რომელიც ხელში ეჭირა გ------- კ--------ს“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ ნაწილობრივ დაადასტურა ჩვენების სისწორე და განაცხადა, რომ მას გ------- კ-------ის ხელში დანა არ დაუნახავს და ასევე, არ გაუგია თუ ვინ რას იძახდა, ვინაიდან იქ ქაოსი იყო.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თეა ტ--–-----მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ფ---------–-“, მიმღები განყოფილების მედდად. 2018 წლის 4 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, იყო მორიგე, რა დროსაც მათთან მიყვანილი იქნა თ-------- ჩ--------, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და იყო ცუდ მდგომარეობაში. პაციენტს მან გახადა ტანსაცმელი და გადაყვანილი იქნა ქირურგიულ განყოფილებაში. გამომძიებლის მიერ გამოკითხული იქნა მოწმის სახით და მისგან ამოღებული იქნა თ-------- ჩ-------ის ტანსაცმელი.

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-------- ტ--–-----მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ფ---------–-“ მედდად. 2018 წლის 4 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შეყვანილი იქნა პაციენტი თ-------- ჩ--------. მის მიერ მოხდა თ.ჩ-------ისგან სისხლის აღება ერთჯერადი ინექციის ნემსით. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ნ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 4 დეკემბერს, თანამშრომლებთან ლ-–- პ------–-–---–თან, ლ---- ჯ-----ესთან და ბრალდებულ გ------- კ--------სთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც, ბრალდებულ გ.კ-------ის მითითებით და აღწერით, აღდგენილი იქნა ვითარება, თუ როგორ დაჭრა დანით თ-------- ჩ--------. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას, გ.კ-------ის მითითებით, ამოღებული იქნა დანის ქარქაში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

18. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს, მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------ ჯ-----ემ.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- გ--–-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის დეკემბრის თვეში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, პ----- ბ------–---–თან ერთად ჩხრეკა ჩაატარა გ------- კ-------ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ შ.ა------ე და გ.კ--------. შ.ა------ეს გაეცნო დადგენილება, უფლებები და ჩატარებული იქნა ჩხრეკა. გ.კ-------ის მითითებით, ბოსელიდან ამოღებული იქნა ის ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს. აღნიშნულის შემდეგ მოხდა გ.კ-------ის ადგილზე დაკავება, ჩხრეკა და გადაყვანა შესაბამის განყოფილებაში. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად ამოღებული ნივთები, დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, შედგა შესაბამისი ოქმები, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.

 

20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- გ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რაც პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები: ნ--- გ---------, დ----- კ--------, მ-----– ჭ----------ე და კ------- კ--------.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თენგიზ შეყრილაძემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები ექსპერტის მიერ, რაც დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, შეადგინა შესაბამისი ოქმი და დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, გამოკითხა მოწმეები: ს.კ--------, დ.კ-------- და ნ.ბაგაური.

 

23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა ბრალდებული და ერთი მოწმე. შეადგინა გ.კ-------ის ნერწყვისა და ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმები. ასევე, ჩაატარა გ.კ-------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 4 დეკემბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე თ-------- ჩ-------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე და აღნიშნულ საქმეზე გამოკითხა მოწმეები, ამოიღო თ.ჩ-------ის ტანსაცმელი, შეადგინა ნიმუშის აღების ოქმი.

 

25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 4 დეკემბერს, გამომძიებელ თენგიზ შეყრილაძესთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები, ქვები, რომლებსაც აღენიშნებოდა მოწითალო ლაქები. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმი. ასევე, მოახდინა გ.კ-------ისგან, ხელის, ნერწყვისა და ანაწმენდის ნიმუშების აღება, რაც დალუქა ადგილზე, მოაწერა ხელი და გადასცა გამომძიებელს. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა ოქმები. ასევე, მონაწილოება მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.

 

26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ბ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლ.გ--–-----ესთან ერთად მონაწილოება მიიღო გ.კ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რაც დაილუქა ადგილზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ადგილზე დაკავებული იქნა გ.კ--------, რომელსაც განემარტა დაკავების საფუძველი, მისი უფლებები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რაც ასევე, დალუქული იქნა ადგილზე. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ოქმები შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო გ.კ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო გ.კ--------ს და გამოკითხა ბრალდებულის სახით. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

28. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ------- კ--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინ---ა ჩადენილი დანაშაული. დაკითხვისას, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება ბრალდების შესახებ დადგენილებაში ფორმულირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და უმძიმს სასამართლო სხდომაზე მომხდარი ფაქტის გამეორება.

 

29. 2018 წლის 4 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ში და წარმოადგენს ზესტაფონი-საზანოს საავტომობილო გზის მონაკვეთს. მითითებული მონაკვეთი არის მოასფალტებული, სწორი, 6 მეტრის სიგანის სამოძრაო ზოლით, შუაში წყვეტილი ხაზით...... ზესტაფონი-საზანოს საავტომობილო გზის ცენტრალურ ნაწილში, ჩიხის მოპირდაპირე მხარეს, ასფალტის საფარზე არის სისხლისმაგვარი ლაქის გუბე, მაქსიმალური ზომით 91სმ X 72 სმ-ზე. აღნიშნული სისხლისმაგვარი ლაქის გუბედან ჩიხის მიმართულებით 10,82 მეტრის სიგრძეზე მიემართება სისხლისმაგვარი ლაქების უწყვეტი ხაზი. ექსპერტის მიერ საავტომობილო გზის ასფალტის საფარის ცენტრალური ნაწილიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N---------- პაკეტში (პაკ. N1). ჩიხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს 3,27 მეტრში, საავტომობილო გზის გვერდიდან დასავლეთით 0,8 მეტრში და დ----- ჩ-------ის მავთულბადის ღობიდან აღმოსავლეთით 1,11 მეტრში მოხრეშილგრუნტიან საფარზე არსებულ 4 პატარა ზომის ქვაზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული 4 ქვა, რომლებიც დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N----------- პაკეტში (პაკ. N2).

 

30. 2018 წლის 4 დეკემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ თეა ტ--–----ისგან ამოღებული იქნა თ-------- ჩ-------ის ტანსაცმელი, კერძოდ: მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მონაცრისფრო ფერის სპორტული შარვალი, მომწვანო ფერის სპორტული მოსაცმელი ელვა შესაკრავით, ყვითელი ფერის ჩანართებით, წარწერით adidas, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოყავისფრო ფერის ტყავის ქამრით, მოშავო ფერის ქურთუკი წარწერით NIKE AIR, მოშავო ფერის სპორტული მოსაცმელი წითელი ჩანართებით წარწერით Hummel, მოშავო ფერის სვიტრი თეთრი და მოყავისფრო ჩანართებით, მაისური მოშავო ფერის, მოშავო ფერის საცვალი, მოშავო ფერის წინდები, მოშავო ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ოთხი ცალი ას ლარიანი კუპიურა ნომრებით, A----------------------------------------------- 50 თეთრიანი მონეტა, სმარტივის ბარათი, საქართველოს ბანკის ბარათი, პინკოდის ფურცელი.

 

31. 2018 წლის 4 აგვისტოს გ------- კ-------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ------- კ-------ის მითითებით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ბოსელში ამოღებული იქნა “bershka” -ს ფირმის მოცისფრო ფერის ჯინსის შარვალი, სველ მდგომარეობაში, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; მორუხო ფერის 2 ცალი წინდა, რომელსაც ერთ-ერთს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა; პუმას ფირმის, შავი ფერის ტყავის სპორტული ორი ცალი ფეხსაცმელი, მოწითალო და თეთრი ფერის კანტებით, რომელსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, სველ მდგომარეობაში; მოშინდისფრო ფერის კაპიშონიანი, გრძელმკლავიანი სვიტრი წინა მხარეს წარწერით ორი - 2. ამოღებული ნივთებიდან ჯინსის შარვალზე, წინდებზე და სპორტულ ფეხსაცმელზე გ------- კ--------მ განაცხადა, რომ ეცვა თ-------- ჩ-------ის დაჭრის დროს, ხოლო მაისური და მოსაცმელი კვლავ აცვია.

 

32. 2018 წლის 4 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გ------- კ--------მ განაცხადა, რომ მას აცვია შავი ფერის მაისური და მოსაცმელი, რომელიც მას ეცვა, როდესაც დაჭრა თ-------- ჩ--------. გ------- კ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის მაისური გრძელი მკლავებით, გულმკერდის არეში წარწერით UNDER ARMOUR. შავი ფერის მოსაცმელი - ქურთუკი ელვა შესაკრავით, დამაგრებული კაპიშონით. წინა მხარეს ელვა შესაკრავით, გვერდებზე ელვაშესაკრავიანი ჯიბეებით. წინა მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში THE NORTH FACE ქურთუკს აღენიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა.

 

33. 2018 წლის 4 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის - გ------- კ-------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, სამსახურებრივი ავტომანქანით, გ------- კ-------ის მითითებით გავემგზავრეთ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ს მიმართულებით, სადაც ნ--- გ--------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩიხში ჩასახვევთან მან მიუთითა ადგილს, სადაც თავისი კუთვნილი დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა თ-------- ჩ--------ს. მან ასევე მოახდინა ხის ნაჭერის გამოყენებით დანის დარტყმის პროცესის დემონსტრირება. მითითებულ ტერიტორიაზე ასფალტზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მან ასევე მიუთითა ადგილს ლითონის მავთულბადესთან და განაცხადა, რომ კონფლიქტის დროს მისი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით იგი მიწოლილი იყო იქ მყოფი პირების ძალის გამოყენებით მითითებულ მავთულბადეზე. აღნიშნულის შემდეგ, საზანოდან ზესტაფონის მიმართულებით, მან მიუთითა აგურით ნაშენებ მოსაცდელს და აღნიშნა, რომ მოსაცდელს უკან იგი სწრაფად ჩავიდა მდინარე ძუსას კალაპოტში. მიუთითა მხარეს, საიდანაც იგი ჩამოვიდა სანაპიროზე, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა მიწის გრუნტზე და იქ მოგრუნტულ სამეურნეო ნარჩენებზე დაგდებული ყავისფერი ტყავის დანის ჩასადები „ქარქაში“. გ------- კ-------ის განმარტებით, აღნიშნული ქარქაში არის მისი კუთვნილი დანის, რომლითაც სხეულის დაზიანება მიაყენა თ-------- ჩ--------ს, რომელიც შესაძლოა ამოუვარდა შარვლის სათავედან, როდესაც ჩარბოდა გზიდან მდინარის კალაპოტში. აღნიშნული დანის ქარქაში ამოღებული იქნა და დაილუქა პაკეტში N-----------. გ------- კ-------ის განმარტებით, იგი წავიდა მდინარის კალაპოტში თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რომლის საკარმიდამო ნაკვეთი ესაზღვრება მდინარის კალაპოტს. აღნიშნულის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა გ------- კ-------ის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, სადაც მან მიუთითა ადგილს, საიდანაც შემოვიდა ეზოში, ასევე მიუთითა საქონლის სადგომს, სადაც გადაფენილი ჰქონდა მის მიერ გამოცვლილი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს“.

34. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ფერომედი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N1624/18 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 04.12.2018წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. თ-------- ჩ--------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 04.12.2018წ-ს 01:25სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 05:10 სთ-ზე დიაგნოზით: გულმკერდის მარჯვენა ნახევრის, მარცხენა ბარძაყის გამჭოლი ჭრილობა, ბარძაყის არტერიის და ვენის ტრავმა. მარცხენა თეძოს, მარჯვენა თეძოს, მარჯვენა დუნდულოს ჭრილობები. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას აღენიშნებოდა ნაკვეთი, სწორკიდეებიანი, მახვილკუთხეებიანი ჭრილობები მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე, მარცხენა თეძოს ფრთის ლიტერალურად შუა აქსილარულ ხაზზე, მარჯვენა შუა აქსილარულ ხაზზე მე-8 ნეკნის დონეზე, მარჯვენა თეძოს ფრთის ზემოთ წინა და უკანა აქსილარულ ხაზებს შორის, გავის ძვლის დონეზე ხერხემლის მარჯვნივ, მარჯვენა დუნდულოს არეში პარაანალურად.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. თ-------- ჩ--------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 04.12.2018 11:00სთ-ზე საიდანაც გაეწერა 17.12.2018წ-ს 12:00სთ-ზე დიაგნოზით: ბარძაყის, გულმკერდის, მუცლის და დუნდულოს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები. ბარძაყის ზედაპირული არტერიის და ვენის სრული დაზიანება. ბარძაყის ღრმა არტერიის პერფორანტული ტოტის დაზიანება, საჯდომი ნერვის სრული დაზიანება, შარდის ბუშტის უკანა კედლის შემავალი ჭრილობა. მარცხენა ბარძაყის უკანა და წინა ზედაპირებზე და მარჯვენა დუნდულოს არეში პარაანალურად არსებული ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. სხვა დანარჩენი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

35. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...ზესტაფონის რ-ნის სოფელ ქ--------------ში, საავტომობილო გზის ცენტრალური ნაწილიდან, ასფალტის საფარის ზედაპირიდან აღებული სისხლის მაგვარი ლაქა...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ჩ--------ს (ობ. N32; პაკეტი, წარწერით: „...თ-------- ჩ-------ის სისხლის ნიმუში.“)

- პაკეტში წარწერით: „...ზესტაფონის რ-ნის სოფელ ქ--------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 4 ქვა, რომლებზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები...“ მოთავსებულ ქვებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ.N2-5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ჩ--------ს (ობ. N32).

 

- პაკეტში წარწერით: „...გ------- კ-------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები...“ კონვერტში, წარწერით: „მარჯვენა ხელის ფრჩხილები“. მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებიდან გაკეთებული ანაწმენდი (ობ. N6) შეიცავს სისხლს.

 

პაკეტში მოთავსებულ კონვერტში, წარწერით: „მარცხენა ხელის ფრჩხილები“. მოთავსებული ფრჩხილების ფრაგმენტებიდან გაკეთებული ანაწმენდი (ობ.N7) სისხლს არ შეიცავს.

 

ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი და ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- კ--------ს (ობ. N31; პაკეტი, წარწერით: „...ბრალდებულ გ------- კ-------ის ნერწყვის ნიმუში...“).

 

- პაკეტში წარწერით: „...დანის ქარქაში...“ დანის ქარქაშის წინა ზედაპირზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N8,9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ჩ--------ს (ობ. N32). ამავე დანის ქარქაშზე არსებული ბიომასალის (ობ. N9ა) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის გ------- კ--------ს (ობ. N31), ხოლო მეორე წილი თ-------- ჩ--------ს (ობ. N32).

 

- პაკეტში წარწერით: „...გ------- კ-------ის ტანსაცმელი. პირადი ჩხრეკისას ამოღებული...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. N10,11,12) და მაისურზე (ობ. N1314,15) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N10-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი და ობ. N11-15-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ჩ--------ს (ობ. N32), ხოლო ობ. N10-ის მინორული წილი ეკუთვნის გ------- კ--------ს (ობ. N31).

 

- პაკეტში წარწერით: „...გ------- კ-------ის სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული. ჯინსის შარვალი. სპორტული ფეხსაცმელი. შინდისფერი მაისური და წინდები.“ მოთავსებულ მაისურზე (ობ. N16) და ფეხსაცმელებზე (ობ. N17,18) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო ამავე ფუთაში მოთავსებული შარვალი და წინდები ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია.

 

- პაკეტში წარწერით: „...თ-------- ჩ-------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. 19,20), ჯინსის შარვალზე (ობ. N21), სპორტულ შარვალზე (ობ. N22), მოლურჯო სპორტული სტილის ზედა ჩასაცმელზე (ობ. N23), მომწვანო ფერის სპორტულ ჩასაცმელზე (ობ. N25), ჯემპრზე (ობ. N26), მოლურჯო ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. N27) ქვედა საცვალზე (ობ. N28) და ფეხსაცმელებზე (ობ. N29,30) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N19-23, 25-30-ის გენეტიკური პროფილი და მოლურჯო სპორტული სტილის ზედა ჩასაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ჩ--------ს (ობ. N32). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ნ------–---–მა.

 

36. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლუქზე არსებული წარწერის და დადგენილების მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ-------- ჩ-------ის ტანსაცმლიდან (ქურთუკი, შავი და მწვანე ფერის სპორტული ქურთუკი, ჯემპრი, მაისური, სპორტული შარვალი, ჯინსის შარვალი ქამრით, ქვედა საცვალი - ტრუსი ერთი წყვილი წინდა), მხოლოდ ქურთუკზე, შავი ფერის სპორტულ ქურთუკზე, ჯემპრზე, მაისურზე, ჯინსის შარვალზე და ქვედა საცვალზე - ტრუსზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: ქურთუკზე რღვევით, ხევით და ჭრით, როგორც მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით, ასევე სავარაუდოდ სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას; შავი ფერის სპორტულ ქურთუკზე, ჯემპრზე, მაისურზე, ჯინსის შარვალზე და ტრუსზე კი ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ფეხსაცმელებს საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, გარდა მარკირებული უბნების, რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- შ--–----–---–მა.

 

37. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახი მკვლელობისათვის. მას ხშირად მარტივ მკვლელობასაც უწოდებენ, ვინაიდან ეს მკვლელობა არ გულისხმობს არც მის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და არც პრივილეგიური მკვლელობის შემადგენლობის არსებობას. როგორც მუხლის დისპოზიციიდან ირკვევა, მასში არ არის მოცემული მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები. სისხლის სამართლის კანონში პირდაპირ არ არის მითითებული, თუ მკვლელობის რომელ კონკრეტულ სახეს შეიძლება მიეკუთვნოს 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამიტომ, ამის განსასაზღვრავად, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება ეს მუხლი, უნდა გამოირიცხოს როგორც მკვლელობის დამამძიმებელი, ისე შემამსუბუქებელი გარემოებანი. ცხადია, რომ ასეთი სახის მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი: ეჭვიანობის, შურისძიების საფუძველზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და სხვა. იგი პირად ურთიერთობათა საფუძველზე აღმოცენებული მკვლელობაა.

 

შურისძიება, როგორც მკვლელობის ჩადენის მოტივი, შეიძლება გამოწვეულ იქნეს სხვა ცხოვრებისეული გარემოებითაც. ქმედების კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ჩხუბის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ.. რაც შეეხება მკვლელობას ჩხუბში, იგი ზოგჯერ შელაპარაკების ნიადაგზეა აღმოცენებული. უნდა შევნიშნოთ, რომ სწორი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, ასევე, დადგენილ უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, ასევე, ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით, რადგან არაა გამორიცხული, ჩხუბში ადგილი ჰქონდეს გაუფრთხილებლობით ჩადენილ სიცოცხლის მოსპობას. ჩხუბში მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგენილ იქნეს დანაშაულის მოტივი. სასამართლო პრაქტიკაში ხშირად გართულებულია ჩხუბში მკვლელობის გამიჯვნა ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკვლელობისგან. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, თუ ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი, ასევე იმას, ჰქონდა თუ არა მას ჩხუბის წამოწყებისათვის პირადი მოტივი (მაგალითად, შეურაცხყოფა), თუ სახეზე იყო მცირე მნიშვნელობის მოტივი (ცუდი თვალით შეხედეს) ანდა მან ჩხუბი საერთოდ ყოველგვარი საბაბის გარეშე წამოიწყო. არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ ჩაიდინა მკვლელობა - ჩხუბის წამომწყებმა თუ სხვა პირმა. ყველაფერი ეს ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. ასევე, უნდა გაიმიჯნოს განზრახი მკვლელობა მასთან ახლოს მდგომ სხვა დანაშაულთაგან, სახელდობრ, სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 118 მუხლისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ მუხლებში პირისათვის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავის დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში. აქ სახეზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, ხოლო თანმდევი შედეგის მიმართ კი - გაუფრთხილებლობას. ამიტომაც, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია (მაგალითად, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისათვის ჭრილობის მიყენება), ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვ. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით, სადაც აღნიშნულია, რომ „ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია“. ამრიგად, ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და იგი დაცულია არა მარტო კონსტიტუციით, არამედ საქართველოში არსებული სხვა კანონმდებლობითაც.

 

38. საქართველოს სსკ მე-19 მუხლის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული თავდამსხმელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა. ე.ი. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: ა) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების (დანაშაულის ჩადენის) გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ექმნება; გ) მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული გ------- კ-------- დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა დანით და მსხვერპლს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო. საგულისხმოა, უშუალოდ ჭრილობების მიყენების პროცესი, როგორც ამას აღწერენ მოწმეეები, კერძოდ ბრალდებულმა მსხვერპლს მიაყენა მრავალი დაზიანება, 2 ჭრილობა ფეხზე, 2 ჭრილობა გვერდზე და 2 ჭრილობა ზურგზე. ბრალდებული განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა, რომ არა იქ მყოფი პირების აქტიური მოქმედება, გააშველეს და დანა წაართვეს გ------- კ--------ს. ასევე, დაზარალებულისათვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარება, რის შედეგადაც მსხვერპლი გადაურჩა სიკვდილს. რაც შეეხება მიზეზობრივი კავშირის არსებობას, დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებულის მიერ დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენება გახდა მსხვერპლის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის საფუძველი, მითუმეტეს, რომ პირდაპირი განზრახვის არსებობის გარეშე შეუძლებელია პირმა მსხვერპლს მიაყენოს მრავლობითი ხასიათის ჭრილობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებში.

 

39. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- კ--------მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა თ-------- ჩ-------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

სამართლებირვი შეფასება:

 

40. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

41. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

42. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

43. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, გ------- კ--------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 19.108-ე მუხლით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------- კ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ გ------- კ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

45. გ------- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

46. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

47. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- კ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

48. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

49. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დაზარალებულთან შერიგებულია, პრეტენზია არ გააჩნია (დაზარალებულს უწევს ფინანსურ დახმარებას, გაიღო მისი მკურნალობის ხარჯები). შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, გ------- კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

50. გ------- კ-------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სადაც აღნიშნულია, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ გ------- კ-------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან (მისცა აღიარებითი ჩვენება და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე უნდა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 3 (სამი) წელი. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ----–------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია გ------- კ-------ის მიმართ საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

51. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, გ------- კ--------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

52. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;

 

გ------- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

გ------- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 დეკემბრიდან;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ------- კ--------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საავტომობილო გზის ცენტრალურ ნაწილში ასფალტის საფარიდან ამოღებული სისხლის ლაქა და ოთხი ქვა; თ-------- ჩ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში; გ------- კ-------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში; გ------- კ-------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუში; გ------- კ-------ის ნერწყვის ნიმუში და გ------- კ-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანის ქარქაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2018 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული თ-------- ჩ-------ის ტანსაცმელი - სპორტული ფეხსაცმელი, სპორტული შარვალი, სპორტული მოსაცმელი, ჯინსის შარვალი, ტყავის ქამარი, ქურთუკი, მოშავო ფერის სპორტული მოსაცმელი, მოშავო ფერის სვიტერი, მაისური, საცვალი, და წინდები - დაუბრუნდეს დაზარალებულ თ-------- ჩ--------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

გ------- კ-------ის სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ჯინსის შარვალი, ორი ცალი წინდა, ორი ცალი ფეხსაცმელი, კაპიშონიანი სვიტერი - დაუბრუნდეს გ------- კ--------ს ან/და მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

გ------- კ-------ის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის მაისური, შავი ფერის მოსაცმელი ქურთუკი - დაუბრუნდეს გ------- კ--------ს ან/და მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე და გ------- კ-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომლებიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე