განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2019
საქმის ნომერი
010100119003133256
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
21.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003133256

საქმე N1-687/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18.09. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ან---------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ბა------------------ა

მამის სახელი: და-----

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ფოთი, და---–-------------.

 

ადვოკატი - მა-----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171020719008

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

1.1 2019 წლის 02 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ი. ჭა-------სა და ნ. ბა------–---–ის ქუჩების მიმდებარედ, ქვეითთა სავალ ნაწილზე, ბა------------------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნო---------ას, კერძოდ რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ნო---------ამ მიიღო დაზიანება დაეცა ძირს, რის შემდგომაც ძირს დაცემულ ნო---------ას კვლავ დაარტყა ხელი კეფის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბა------------------ას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნო---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2 2019 წლის 02 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ბა------------------ა შვილის ლუ-------------ას მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნო---------ას.

ბა------------------ას ქმედების შედეგად ნო---------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის

მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა

მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,2.1. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი)

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 23.07.2019წ დასკვნის თანახმად, მოქ. ნო---------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას(0--07.2019წ) მარჯვენა ყვრიმალის, მარჯვენა ლოყის, მარჯვენა თვალბუდის ქვედა, მარცხენა თვალბუდის ქვედა, ქვედა ტუჩის, ცხვირის და მარჯვენა წინა მხრის მიდამოებში აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევი, მარჯვენა თვალბუდის ქვედა მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან შესამოწმებლის მიერ მითითებულ ხარისხს. (იხ. ს.ფ.19-22);

 

2.4. 0--07.2019 წლის ნო---------ას სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ნო---------ას თანხმობით მოხდა მისი სხეულის დათვალიერება, რომელსაც სახის მარჯვენა არეში ცხვირსა და ლოყაზე აქვს დაზიანებები, შეწითლებები, ასევე ამავე მხარეს კისრის არეში, მარჯვენა ხელის ინდაყვზე აქვს დაზიანებები ნაკაწრების სახით, ნო---------ას სხეულის გარეგნული ვიზუალური დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. (იხ. ს.ფ.6-7);

 

2.5. 0--07.2019 წლის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 ივლისს ქ. ბათუმში, ი. ჭა-------სა და ნ. ბა------–---–ის ქუჩების კვეთაში ბა------------------ამ ცემა ნო---------ა.(იხ.ს.ფ 28-34)

 

2.6. 2019 წლის 08 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებული ბა------------------ა დაკავებულია 2019 წლის 08 ივლისს 15:20 საათზე. (იხ.ს.ფ 45-49)

 

2.7. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.8 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით ( შეტყობინება, მოწმეების; ნო---------ას, ლუ-------------ას და სვ----–--------------ას გამოკითხვის ოქმები, ნო---------ას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი და ფოტო ცხრილი; ბრალდებულის დაკავების ოქმი, 2019 წლის 02 ივლისის შემაკავებელი ორდერი N0----- და ორდერის ოქმი, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა და ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბა------------------ამ, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბა------------------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბა------------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;

 

4.2. ბა------------------ას პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბა------------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.ხოლო საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ბა------------------ამ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთან ურთიერთობას ადვოკატის განმარტებით დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან; კონფლიქტი არ გრძელდება; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ბა------------------ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მისი ასაკის, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სანქციით გათვალისწინებული ზომით. ბა------------------ას მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ნუ----------------ას (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მისამართი: ქ. ფოთი, ამ------------–--------, ზონა ფოთი 0-- სექტორი-ნ---------------–ი 0-- კვარტალი- 1-- ნაკვეთი-1--- კოდი 0-----, საკადასტრო კოდი N0--0--1--177.01.--- ) 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას ზ/აღნიშნულ უძრავ ქონებას;

 

ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - ნო---------ას სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბა------------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ბა------------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბა------------------ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 125 (ასოცდახუთი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბა------------------ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის N10ა-286/19 განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - ნუ---------------ას (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მისამართი: ქ. ფოთი, ამ------------–--------, ზონა ფოთი 0-- სექტორი-ნ---------------–ი 0-- კვარტალი- 1-- ნაკვეთი-1--- კოდი 0-----, საკადასტრო კოდი N0--0--1--177.01.--- ) 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერ მტკიცებულება - ნო---------ას სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე