გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2019
საქმის ნომერი
010210017001991655
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0-02-00-700-991655

2-2-53/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03/07/20-9 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ’’პ------------------ი’’

წარმომადგენელი: შ------------–----------------------------–-–---–ი

მოპასუხეები: ფ-------- ჯ-----–--ე, ო---- ხ---–--–---–ი და შპს „ნ-------–-----“

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების იძულებით რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს ,,პ------------------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- ფ-------- ჯ-----–--ეს და შპს „ნ-------–-----ს“ სოლიდარულად დაეკისროთ 188 436.30 ლარის და 170 162.10 აშშ დოლარის გადახდა

- დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები:

ა) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ-----–----------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--)

ბ) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, შ--–--------------- (15) (ს/კ 0-.2-.0-.0-3.0-.5--)

გ) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ----–------------------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.0-3)

დ) ო---- ხავროშვილის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, ტ---–--------------------------1 ბინა 53ა მ--------ი (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--

ე) ო---- ხ---–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ბათუმი, ტ---–------------------- №2-ბ ბინა 53 (ს/კ0-.2-.0-.0--.0-.0-3)

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2015 წლის 17 თებერვალს ერთის მხრივ სს „პ------------------სა“ და მეორეს მხრივ ფ-------- ჯ-----–--ესა და შპს „ნ-------–-----ს“ შორის გაფორმდა მულტი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

- საკრედიტო ლიმიტი 500 000 დოლარი

- ვადა 360 თვე;

- მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 36 %;

 

20-5 წლის 22 დეკემბერს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და ფ-------- ჯ-----–--ეს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ფ-------- ჯ-----–--ეს ასესხა 125 000 დოლარი 120 თვით, 8.5 წლიური საპროცენტო განაკვეთით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ შპს „ნ-------–-----სთან“ 2016 წლის 30 მაისს გააფორმა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მას სესხად გადასცა 175 000 ლარი 36 თვის ვადით და 13.5 წლიური საპროცენტო განაკვეთით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 თებერვალს ფ-------- ჯ-----–--ესთან და შპს „ნ-------–-----სთან“ გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც ფ-------- ჯ-----–--ემ და შპს „ნ-------–-----მ“ ერთმანეთის ვალდებულებების შესრულებაზე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული კრედიტები ასევე უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით. კერძოდ, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა:

- ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ.აბაშიძის ქუჩა №16-18 (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--)

- ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, შ--–--------------- (15) (ს/კ 0-.2-.0-.0-3.0-.5--)

- ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ----–------------------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.0-3)

- ო---- ხ---–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, ტ---–--------------------------1 ბინა 53ა მ--------ი (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--

- ო---- ხავროშვილის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, ტ---–------------------- №21ბ ბინა 53 (ს/კ0-.2-.0-.0--.0-.0-3)

 

მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეებს სესხად მიღებული თანხა უნდა დაეფარათ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და სესხის დაფარვა შეწყვიტეს ვადაზე ადრე. №3.12430 ხელშეკრულების შესრულება ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 22 დეკემბრიდან, ხოლო №3.12972 ხელშეკრულების შესრულება ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 30 ნოემბრიდან. ფ-------- ჯ-----–--ეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 117 455.62 დოლარი, სარგებელი -51432.60 დოლარი, პირგასამტეხლო -1273, 88 დოლარი. შპს „ნ-------–-----ს“ დავალიანებაა 188 436.30 ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 154 808, 56 ლარს, პროცენტი 29230.87 ლარი, ხოლო ჯარიმაა 4 396.87 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1 ფ-------- ჯ-----–--ე და ო---- ხ---–--–---–ი სარჩელს ცნობენ სრულად;

2.2 შპს „ნ-------–-----მ“ შესაგებელი წარმოადგინა, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 20-5 წლის 17 თებერვალს სს „პ------------------მა“ ფ-------- ჯ-----–--ესთან და შპს „ნ-------–-----სთან“ დადო მულტი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

- საკრედიტო ლიმიტი 500 000 დოლარი

- ვადა 360 თვე;

- მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 36 %;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მულტი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ.19-26.

3.1.2. მულტი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ 2015 წლის 22 დეკემბერს ფ-------- ჯ-----–--ესთან დადო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №3.12430, რომლითაც მოსარჩელემ ფ-------- ჯ-----–--ეს ასესხა 125 000 დოლარი 120 თვით, 8.5 წლიური საპროცენტო განაკვეთით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ 27-28.

 

3.1.3. ფ-------- ჯ-----–--ეს სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

გრაფიკი ს.ფ. 29-32

 

3.1.4. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 30 მაისს მოსარჩელემ შპს „ნ-------–-----სთან“ გააფორმა შემადგენელი №3.12972 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მას სესხად გადასცა 175 000 ლარი 36 თვის ვადით და 13.5 წლიური საპროცენტო განაკვეთით. შპს „ნ-------–-----ს“ სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №3.12972 ს.ფ 33-35

 

3.1.5. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 თებერვალს ფ-------- ჯ-----–--ესთან გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ფ-------- ჯ-----–--ემ იკისრა შპს „ნ-------–-----ს“ სესხის დაფარვაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ ს.ფ 55-57

 

3.1.6. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 თებერვალს შპს „ნ-------–-----სთან“ გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება,რომლითაც შპს „ნ-------–-----მ“ იკისრა ფ-------- ჯ-----–--ის სესხის დაფარვაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება ს.ფ 58-60.

 

3.1.7. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ რომ, სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება გადასახდელი თანხის 0.5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება ს.ფ 19-26

 

3.1.8. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული კრედიტები ასევე უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით. კერძოდ, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა:

ა) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ-----–----------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--)

ბ) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, შ--–--------------- (15) (ს/კ 0-.2-.0-.0-3.0-.5--)

გ) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ----–------------------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.0-3)

დ) ო---- ხავროშვილის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, ტ---–--------------------------1 ბინა 53ა მ--------ი (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--

ე) ო---- ხავროშვილის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ბათუმი, ტ---–------------------- №2-ბ ბინა 53 (ს/კ0-.2-.0-.0--.0-.0-3)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 53-54

იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 48-51

იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 45-46

იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 41-43

იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 37-40

 

3.1.9. ფ-------- ჯ-----–--ემ და შპს ,,ნ-------–-----მ“ ვალდებულება არ შეასრულეს და სესხის დაფარვა შეწყვიტეს ვადაზე ადრე. №3.12430 ხელშეკრულების შესრულება ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 22 დეკემბრიდან, ხოლო №3.12972 ხელშეკრულების შესრულება ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 30 ნოემბრიდან. ფ-------- ჯ-----–--ეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 117 455.62 დოლარი, სარგებელი -51432.60 დოლარი, პირგასამტეხლო -1273, 88 დოლარი. შპს „ნ-------–-----ს“ დავალიანებაა 188 436.30 ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 154 808, 56 ლარს, პროცენტი 29230.87 ლარი, ხოლო ჯარიმაა 4 396.87 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტება;

-სს „პ------------------ის“ ცნობა ს.ფ 84-85

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ფ-------- ჯ-----–--ემ და შპს ,,ნევ ქუალიტუმ“ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნა უკან. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს მოპასუხეებმა სესხად მიიღეს თუ არა თანხა და რა თანხა გადაიხადეს, ან რა თანხა აქვთ გადასახდელი. თუ მათ სესხი მიიღეს და შემდეგში შეთანხმებული პირობებით მოსარჩელეს არ დაუბრუნეს, მაშინ მათი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. სარჩელში აღწერილი ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმა არეგულირებს კრედიტის სახით სესხის გაცემისა და დაბრუნების წესს. შესაბამისად მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 17 თებერვალს სს „პ------------------მა“ ფ-------- ჯ-----–--ესთან და შპს „ნ-------–-----სთან“ დადო მულტი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

- საკრედიტო ლიმიტი 500 000 დოლარი

- ვადა 360 თვე;

- მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 36 %;

ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ 2015 წლის 22 დეკემბერს ფ-------- ჯ-----–--ესთან დადო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №3.12430, რომლითაც ფ-------- ჯ-----–--ეს ასესხა 125 000 დოლარი 120 თვით, 8.5 წლიური საპროცენტო განაკვეთით. 2016 წლის 30 მაისს მოსარჩელემ შპს „ნ-------–-----სთან“ გააფორმა შემადგენელი №3.12972 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მას სესხად გადასცა 175 000 ლარი 36 თვის ვადით და 13.5 წლიური საპროცენტო განაკვეთით. შპს „ნ-------–-----ს“ სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს, ვალდებულება შესრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მოსარჩელემ, საკრედიტო ხელშეკრულების დადებისა და თანხის გადაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ფ-------- ჯ-----–--ისა და შპს ,,ნ-------–-----საგან“ მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ფ-------- ჯ-----–--ე და შპს ,,ნ-------–-----ს“ ვალდებული იყვენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ კრედიტის სახით სესხად მიღებული თანხა მოსარჩელისათვის დაებრუნებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება და კრედიტი არ დაფარეს გრაფიკის მიხედვით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 40--ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებთან ხელშეკრულება შეწყვიტა ვადაზე ადრე.

 

6.6. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს. მათ პერიოდული შენატანის შეტანის ვადას გადააცილეს ორ შეტანაზე მეტჯერ. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ფ-------- ჯ-----–--ეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 117 455.62 დოლარი, ხოლო შპს „ნ-------–-----ს“ ძირი თანხის დავალიანება შეადგენს 154 808, 56 ლარს. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ისინი ვალდებულნი არიან მოსარჩელეს გადაუხდონ სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეებს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინათ საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მათ ხელშეკრულებით ეკისრებოდათ ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მათ უნდა შეეტანათ გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. მოპასუხეებმა გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანეს თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩათ, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით ფ-------- ჯ-----–--ეს გადასახდელი აქვს სარგებელი 51432.60 დოლარი, ხოლო შპს „ნ-------–-----ს“ გადასახდელი პროცენტი შეადგენს 29230.87 ლარს. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ფ-------- ჯ-----–--ემ და შპს ,,ნ-------–-----მ“ არ შეასრულეს თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადეს გრაფიკის მიხედვით. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეებს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. სარჩელის აღძვრამდე გასული ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ფ-------- ჯ-----–--ის ნაწილში პირგასამტეხლო 1273, 88 დოლარს, ხოლო შპს „ნ-------–-----ს“ ნაწილში 4 396.87 ლარს.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა ფ-------- ჯ-----–--ესთან და შპს ,,ნ-------–-----სთან“, რომლითაც მათ იკისრეს პასუხისმგებლობა საკრედიტო ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლებმა დაადგინა, რომ სოლიდარულად ვალდებულმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე და იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადეს თავდებობა. დადგენილია და სადაო არაა, რომ ფ-------- ჯ-----–--ემ და შპს ,,ნ-------–-----მ“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი, ამიტომაც ბანკი ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ ის ვალდებულება, რაც ფ-------- ჯ-----–--ეს და შპს ,,ნ-------–-----ს“ აქვს ბანკის მიმართ, უნდა გავრცელდეს სოლიდარულად ვალდებული პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც შპს ,,ნ-------–-----ს“ ისე ფ-------- ჯ-----–--ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც კრედიტის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული უძრავი ქონება. კერძოდ:

ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ.აბაშიძის ქუჩა №16-18 (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--)

- ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, შ--–--------------- (15) (ს/კ 0-.2-.0-.0-3.0-.5--)

- ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ----–------------------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.0-3)

- ო---- ხ---–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, ტ---–--------------------------1 ბინა 53ა მ--------ი (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--

- ო---- ხავროშვილის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, ტ---–------------------- №2-ბ ბინა 53 (ს/კ0-.2-.0-.0--.0-.0-3)

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ ფ-------- ჯ-----–--ემ და შპს ,,ნ-------–-----მ“ დაარღვიეს კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.11. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ მხარეები, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 13.1 პუნქტით შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. ასეთივე შეათანხმება აქვთ იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 მუხლით და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების 7.1 მუხლითაც. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეების მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხეებისათვის თანხების დაკისრება. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 13.1 მუხლის, იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 მუხლის და სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების 7.1 საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 5000 ლარს. ფ-------- ჯ-----–--ემ და ო---- ხ---–--–---–მა სარჩელი სცნეს სრულად. შესაბამისად ისინი საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდენ. შპს ,,ნევ ქუალიტუს“ უნდა დაეკისროს 1666 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი ბაჟის თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან. მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ ფოსტის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 16 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. სს ,,პ------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ფ-------- ჯ-----–--ეს და შპს ,,ნევ ქუალიტუს“ სს ,,პ------------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 188 436.30 ლარის და 170 162.10 აშშ დოლარის გადახდა

3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები:

ა) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ-----–----------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--)

ბ) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, შ--–--------------- (15) (ს/კ 0-.2-.0-.0-3.0-.5--)

გ) ფ-------- ჯ-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, მ----–------------------------- (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.0-3)

დ) ო---- ხ---–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, ტ---–--------------------------1 ბინა 53ა მ--------ი (ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--

ე) ო---- ხ---–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ბათუმი, ტ---–------------------- №21ბ ბინა 53 (ს/კ0-.2-.0-.0--.0-.0-3)

4. ო---- ხ---–--–---–ს, ფ-------- ჯ-----–--ეს და შპს ,,ნ-------–-----ს“ სს ,,პ------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ფოსტის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 16 ლარის ოდენობით.

5. შპს ,,ნ-------–-----ს“, სს ,,პ------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილის 1666 ლარის ანაზღაურება.

6. სს ,,პ------------------ს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის ნაწილი - 3334 ლარი (საგადასახადო დავალება 469411736, გადამხდელის ბანკი - სს ‘’პ------------------ი’’, გადახდის თარიღი - 29/06/2017 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)

7. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაოქ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე