გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.08.2019
საქმის ნომერი
150210019002913714
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210--90-2913714

საქმე # 2/71-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 აგ-------, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი _ დავით მელიქიძე

მოსარჩელე _ სს „ფინკა ბანკი საქართველო“

წარმომადგენელი - გი-----ი მე-----–---–ი

მოპასუხეები _ ვა--კ გრ---------ი, ლე---ნ ჯი------ი, ი/მ „გრ----რ პა---------ი“, ნვ---დ სა------ი, ი/მ „მ-----რ ტი-------ი“

წარმომადგენელი _ ვა---–ი ბა-–----ე

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხეებს: ვა--კ გრ---------ს (პ/ნ 0----------), ლე---ნ ჯი------ს (პ/ნ 0----------), ი/მ „გრ----რ პა---------ს“ (პ/ნ 0----------), ნვ---დ სა------სა (პ/ნ 0----------) და ი/მ „მ-----რ ტი-------ს“ (პ/ნ 0----------) სოლიდარულად დაეკოსროთ სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ (ს/ნ 205235262) სასარგებლოდ სულ 11044.72 (თერთმეტი ათას ორმოცდაოთხი და სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8844.40 (რვა ათას რვაას ორმოცდაოთხი და ორმოცი) აშშ დოლარი, სარგებელი _ 1842.96 (ათას რვაას ორმოცდაორი და ოთხმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი და ჯარიმა - 357.36 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი და ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი;

20-- წლის 31 აგ-------ს # 285943.3777.0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ვა--კ გრ---------მა სს „ფინკა ბანკი საქართველოსგან“ სესხად მიიღო 13.50-.0- აშშ დოლარი, 31.08.20-- წლიდან 31.01.2020 წლამდე, ანუ 1248 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა 14.95 %-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ლე---ნ ჯი------თან, გრ----რ პა---------თან და ნვ---დ სა------თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 17,70-.0- აშშ დოლარის ოდენობით. 2018 წლის 08 თებერვალს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა არსებული დროისათვის მიმდინარე ვალდებულება და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი. მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, შემცირდა ყოველთვიური გადასახადი და გაიზარდა ვადა (სესხი მთავრდებოდა 20-- წლის 31 აგ-------ს გრაფიკის მიხედვით 03.03.2020 წელს, ხოლო ცვლილებების შეტანის შემდგომ გრაფიკის მიხედვით 09.11.2020 წ.). ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შემდგომ მსესხებელს უნდა გადაეხადა ბანკისთვის (ძველი გადახდების ჩათვლით ძირი და სარგებელი, გარდა ჯარიმისა) 19372.21 აშშ დოლარი, რომელშიც ძირი თანხა იყო 13613.3 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 5758.91. მსესხებლის მიერ სესხზე გადახდილია სულ 9995.84 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა შემცირდა 4768.9 აშშ დოლარით, სარგებელი შემცირდა 3915.95 აშშ დოლარით, ხოლო 1310.99 აშშ დოლარით შემცირდა დარიცხული ჯარიმა.

ასევე სესხის უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მ-----რ ტი-------თან. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22,40-.0- აშშ დოლარის ოდენობით. ვინაიდანნ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

ამდენად, 20-- წლის 31 აგ-------ს # 285943.3777.0-- ხელშეკრულებიდან წარმოშობილმა სასესხო ვალდებულებამ შეადგინა სულ 11044.72 (თერთმეტი ათას ორმოცდაოთხი და სამოცდათორმეტი) აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 8844.40 (რვა ათას რვაას ორმოცდაოთხი და ორმოცი) აშშ დოლარი, სარგებელი _ 1842.96 (ათას რვაას ორმოცდაორი და ოთხმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი და ჯარიმა - 357.36 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი და ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები თავის შესაგებელში ნაწილობრივ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მათი წარმომადგენელი ვა---– ბა-–----ე კი განმარტავს, რომ თანხას არ ეთანხმებიან, ენის არ ცოდნის გამო მათ ხელშეკრულების პირობები კარგად ვერ გაიგეს, ასევე ვერ გაიგებდნენ დაუყოვნებლივ აღსრულებასაც, 8.20- აშშ დოლარი უკვე გადახდილი აქვთ, თუ კი მიეცემათ გარკვეული დრო, წლის ბოლომდე თანახმა არიან რომ გადაიხადონ, კერძოდ თანახმა არიან გადაიხადონ 2.889 აშშ დოლარი პლიუს სახელმწიფო ბაჟი, პროპორციულად, რაც შეეხება ჯარიმის თანხას მისი გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ.

მოსარჩელის წარმომადგენელმა გი-----ი მე-----–---–მა სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 20-- წლის 31 აგ-------ს # 285943.3777.0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ვა--კ გრ---------მა სს „ფინკა ბანკი საქართველოსგან“ სესხად მიიღო 13.50-.0- აშშ დოლარი, 31.08.20-- წლიდან 31.01.2020 წლამდე, ანუ 1248 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა 14.95 %-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 10--102; 137-141; 147-149);

- 20-- წლის 31 აგ-------ს # 285943.3777.0-- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-21).

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ლე---ნ ჯი------თან, გრ----რ პა---------თან და ნვ---დ სა------თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 17,70-.0- აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 10--102; 137-141; 147-149);

- 20-- წლის 31 აგ-------ს თავდებობის წერილები (ს.ფ. 24-29).

 

3.1.3. 2018 წლის 08 თებერვალს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა არსებული დროისათვის მიმდინარე ვალდებულება და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი. მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, შემცირდა ყოველთვიური გადასახადი და გაიზარდა ვადა (სესხი მთავრდებოდა 20-- წლის 31 აგ-------ს გრაფიკის მიხედვით 03.03.2020 წელს, ხოლო ცვლილებების შეტანის შემდგომ გრაფიკის მიხედვით 09.11.2020 წ.). ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შემდგომ მსესხებელს უნდა გადაეხადა ბანკისთვის (ძველი გადახდების ჩათვლით ძირი და სარგებელი, გარდა ჯარიმისა) 19372.21 აშშ დოლარი, რომელშიც ძირი თანხა იყო 13613.3 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 5758.91. მსესხებლის მიერ სესხზე გადახდილია სულ 9995.84 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა შემცირდა 4768.9 აშშ დოლარით, სარგებელი შემცირდა 3915.95 აშშ დოლარით, ხოლო 1310.99 აშშ დოლარით შემცირდა დარიცხული ჯარიმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 10--102; 137-141; 147-149);

- 2018 წლის 08 თებერვლის შეთანხმება 31.08.20-- სესხის # 285943.3777.0-- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 30-32);

 

3.1.4. სესხის უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მ-----რ ტი-------თან. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22,40-.0- აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 10--102; 137-141; 147-149);

- 2018 წლის 08 თებერვლის თავდებობის წერილი (ს.ფ. 34-35).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-14; სხდომის ოქმი ს.ფ. 10--102; 137-141; 147-149);

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 36-45).

 

3.2.2. სასამართლომ ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ენის არ ცოდნის გამო მოპასუხეებმა ხელშეკრულების პირობები კარგად ვერ გაიგეს, ასევე ვერ გაიგეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხიც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 10--102; 137-141; 147-149);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 891-892, 417-ე, 317-ე, 361-ე, 286-ე, 301-ე-302-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ თანახმა არიან გადაიხადონ 2.889 აშშ დოლარი პლიუს სახელმწიფო ბაჟი, პროპორციულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის 40--ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ამავე კოდექსის 417-ე მუხლით თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ 20-- წლის 31 აგ-------ს # 285943.3777.0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ვა--კ გრ---------მა სს „ფინკა ბანკი საქართველოსგან“ სესხად მიიღო 13.50-.0- აშშ დოლარი, 31.08.20-- წლიდან 31.01.2020 წლამდე, ანუ 1248 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა 14.95 %-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ლე---ნ ჯი------თან, გრ----რ პა---------თან და ნვ---დ სა------თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 17,70-.0- აშშ დოლარის ოდენობით. 2018 წლის 08 თებერვალს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა არსებული დროისათვის მიმდინარე ვალდებულება და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი. მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, შემცირდა ყოველთვიური გადასახადი და გაიზარდა ვადა (სესხი მთავრდებოდა 20-- წლის 31 აგ-------ს გრაფიკის მიხედვით 03.03.2020 წელს, ხოლო ცვლილებების შეტანის შემდგომ გრაფიკის მიხედვით 09.11.2020 წ.). ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შემდგომ მსესხებელს უნდა გადაეხადა ბანკისთვის (ძველი გადახდების ჩათვლით ძირი და სარგებელი, გარდა ჯარიმისა) 19372.21 აშშ დოლარი, რომელშიც ძირი თანხა იყო 13613.3 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 5758.91. მსესხებლის მიერ სესხზე გადახდილია სულ 9995.84 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა შემცირდა 4768.9 აშშ დოლარით, სარგებელი შემცირდა 3915.95 აშშ დოლარით, ხოლო 1310.99 აშშ დოლარით შემცირდა დარიცხული ჯარიმა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მ-----რ ტი-------თან. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22,40-.0- აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, 20-- წლის 31 აგ-------ს # 285943.3777.0-- ხელშეკრულებიდან წარმოშობილმა სასესხო ვალდებულებამ შეადგინა სულ 11044.72 (თერთმეტი ათას ორმოცდაოთხი და სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8844.40 (რვა ათას რვაას ორმოცდაოთხი და ორმოცი) აშშ დოლარი, სარგებელი _ 1842.96 (ათას რვაას ორმოცდაორი და ოთხმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი და ჯარიმა - 357.36 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი და ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

ამავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად; ამავე კოდექსუს 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის საფუძველზე, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ საქმესთან მიმართებაში, დადგენილია და სადავო არ არის რომ მსესხებელ ვა--კ გრ---------ს ჰყავს ოთხი თავდები. კერძოდ, სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ლე---ნ ჯი------თან, გრ----რ პა---------თან და ნვ---დ სა------თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 17,70-.0- აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ასევე გაფორმდა მ-----რ ტი-------თან. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22,40-.0- აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ (ს/ნ 205235262) სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს: ვა--კ გრ---------ს (პ/ნ 0----------), ლე---ნ ჯი------ს (პ/ნ 0----------), ი/მ „გრ----რ პა---------ს“ (პ/ნ 0----------), ნვ---დ სა------სა (პ/ნ 0----------) და ი/მ „მ-----რ ტი-------ს“ (პ/ნ 0----------) სოლიდარულად დაეკისრათ სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ (ს/ნ 205235262) სასარგებლოდ სულ 11044.72 (თერთმეტი ათას ორმოცდაოთხი და სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8844.40 (რვა ათას რვაას ორმოცდაოთხი და ორმოცი) აშშ დოლარი, სარგებელი _ 1842.96 (ათას რვაას ორმოცდაორი და ოთხმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი და ჯარიმა - 357.36 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი და ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე თუ სასამართლოს მთავ--- სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავ--- სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასი შეადგენს 11044.72 (თერთმეტი ათას ორმოცდაოთხი და სამოცდათორმეტი) აშშ დოლარს, ხოლო მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 889.32 (რვაას ოთხმოცდაცხრა და ოცდათორმეტი) ლარი. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ 2.889 აშშ დოლარის ნაწილში. აღნიშნულ ნაწილში ისინი უნდა გათავისუფლდენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან,შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 60-.50 (ექვსასი და ორმოცდაათი) ლარი, იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა. შესაბამისად მოსარჩელე სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 288.82 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე, 420-ე 867-ე, 868-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ (ს/ნ 205235262) სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. მოპასუხეებს: ვა--კ გრ---------ს (პ/ნ 0----------), ლე---ნ ჯი------ს (პ/ნ 0----------), ი/მ „გრ----რ პა---------ს“ (პ/ნ 0----------), ნვ---დ სა------სა (პ/ნ 0----------) და ი/მ „მ-----რ ტი-------ს“ (პ/ნ 0----------) სოლიდარულად დაეკისროთ სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ (ს/ნ 205235262) სასარგებლოდ სულ 11044.72 (თერთმეტი ათას ორმოცდაოთხი და სამოცდათორმეტი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8844.40 (რვა ათას რვაას ორმოცდაოთხი და ორმოცი) აშშ დოლარი, სარგებელი _ 1842.96 (ათას რვაას ორმოცდაორი და ოთხმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი და ჯარიმა - 357.36 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი და ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი;

3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 60-.50 (ექვსასი და ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

4. მოსარჩელე სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 288.82 (ორას ოთხმოცდარვა და ოთხმოცდაორი) ლარი;

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასა--ვრდეს სააპელაციო სა--ვრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასა--ვრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასა--ვრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

8. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, შეიძლება კერძო სა--ვრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110), ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე