განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-699 -19
(№042180618802)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: გიორგი ლობჯანიძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული თ-------------–--–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.რუსთავი, ტ-–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.რუსთავი, მ-----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ-------------–--–-–---–ი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 ივლისის ბრძანებით დაინიშნა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სოფელ ა------–ის საჯარო სკოლის 2013 წლის საშტატო განრიგის მიხედვით, რომელიც მოქმედებდა 2018 წლის ჩათვლით, თ-------------–--–-–---–ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 400 ლარს (ხელზე ასაღები 320 ლარი).
თ-------------–--–-–---–მა გამორჩენის მისაღებად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ირიცხავდა და იღებდა საშტატო განრიგით გათვალისწინებულ ხელფასზე მეტს, კერძოდ: 2017 წლის 18 ოქტომბერს ჩაირიცხა და აიღო 400 ლარი, 2017 წლის 01 დეკემბერს ჩაირიცხა და აიღო 450 ლარი, 2018 წლის 03 იანვარს ჩაირიცხა და აიღო 400 ლარი, 2018 წლის 03 თებერვალს ჩაირიცხა და აიღო 400 ლარი, 2018 წლის 01 მარტს ჩაირიცხა და აიღო 430 ლარი, 2018 წლის 02 აპრილს ჩაირიცხა და აიღო 430 ლარი, 2018 წლის 01 მაისს ჩაირიცხა და აიღო 450 ლარი, 2018 წლის 01 ივნისს ჩაირიცხა და აიღო 450 ლარი, 2018 წლის 04 ივნისს ჩაირიცხა და აიღო 80 ლარი. ასევე, თ-------------–--–-–---–მა მივლინებაში ყოფნის მოტივით 2018 წლის 16 თებერვალს და 2018 წლის 04 აპრილს ჩაირიცხა და აიღო სამივლინებო თანხები სულ 130 ლარი, ისე რომ მივლინებაში რეალურად არ ყოფილა.
გარდა აღნიშნულისა, თ-------------–--–-–---–მა თავისი მეუღლის გ----–----------ისათვის გამორჩენის მისაღებად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სოფელ ა------–ის საჯარო სკოლის ბიუჯეტიდან გ----–----------ეს 2018 წლის 16 თებერვალს ჩაურიცხა 260 ლარი, 2018 წლის 04 აპრილს ჩაურიცხა 375 ლარი, ხოლო 2018 წლის 04 ივნისს ჩაურიცხა 300 ლარი, თითქოსდა კომპიუტერული სამუშაოების საფასურად, მაშინ როდესაც რეალურად გ----–----------ეს აღნიშნულ პერიოდში სოფელ ა------–ის საჯარო სკოლაში არ უმუშავია და არც აღნიშნული სკოლის კომპიუტერული სამუშაოები შეუსრულებია.
თ-------------–--–-–---–ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ა------–ის საჯარო სკოლას მიადგა 1995 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი და არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, თ-------------–--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მ----------------------ის, ფ------–-----–--–---ის და თ-------------–--–-–---–ის ჩვენებებს, 13.06.2018 წ. მომართვის წერილს განათლების სამინისტროდან და მასზე დართული შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას; 28.06.2018 წ. მომართვას განათლების სამინისტროდან და მასზე დართული თ------–--–-–---–ის დანიშვნა-განთავისუფლების ბრძანებებს; 27.06.2019 წ. მომართვის წერილს და მასზე დართული საგადახდო დავალებების, საბანკო ამონაწერის, სახელფასო უწყისების ასლებს; 08.07.2019 წ. მომართვის წერილი თანდართულ საშტატო განგრიგთან ერთად; ლიბერთი ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს; სოფელ ა------–ის საჯარო სკოლის საბანკო ამონაწერს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 9 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ანალოგიურად არის შეფასებული საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით №230აპ-13, §4.3.3.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხელყოფს სახელმწიფოს ნორმალურ საქმიანობას. ზიანი ადგება საჯარო სამართლის სფეროში წარმოშობილ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო აპარატისა და მისი ცალკეული რგოლის სწორ ფუნქციონირებასთან. ილახება სახელმწიფო ხელისუფლების პრესტიჟი და ავტორიტეტი. დანაშაული სპეციალური სუბიექტით გამოირჩევა, რომელიც არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება - ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, ესე იგი სამსახურებრივი უფლებამოსლების ბოროტად გამოყენებისას, მოხელე არ სცილდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, თუმცა მოქმედებს მის ფარგლებში, მაგრამ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. ბ) რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაულის შემადგელობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებასა და მავნე შედეგის დადგომას შორის, რაც გამოიხატა ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევაში. არსებითი ზიანის ცნება შეფასებითია და უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც გასათვალისწინებელია დამდგარი შედეგის ხასიათი, მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების შებღალვა, დაზარალებულების რაოდენობა და სხვა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ თ-------------–--–-–---–მა, რომელიც იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, რაც გამოიხატა პირად ანგარიშზე საჯარო სკოლის კუთვნილ თანხების დარიცხვით 1995 ლარის ოდენობით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
თ-------------–--–-–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მიაჩნია, რომ მათი რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ეკონომიურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ ჯარიმის ოდენობა უნდა განესაზღვროს 2000 ლარით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
თ-------------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქმეზე ამოღებული ერთი ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. თ-------------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ერთი ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე