განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
060100119002953118
დავის ტიპი
118
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/53-19 (№061160319001)

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------–-ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული ლე------–----------------ია დაბადებული 1----–-–------------–ს პ/N 3----------, მცხოვრები: ქ. სამტრედია, თა---------------------.

 

ადვოკატი- გ-----------ლია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მესამე ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლე--- თ--------იამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგძლივ მოშლასთან, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას- არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლე--- თ--------იამ, განაწყენების ნიადაგზე, ქ.სა----------–-, კ---------------------- წინამდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ლოღობას ხიდთან“, არასრულწლოვანი შვილის, გი------ თ--------იას, თანდასწრებით, ხელი სახის არეში დაარტყა მეუღლეს - ი-------ას, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა. ლე--- თ--------იამ განაგრძო წაქცეულ ი-------ას ხელებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ცემა, რის შედეგადაც ამ უაკანსკნელმა მიიღო ნაკვეთი ჭრილობები კისრის წინა და უკანა ზედაპირზე, ხელის მტე---ზე, თავის ტვინის შერყევა და C5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობა. ყოველივე ზემოაღნიშნულით ი-------ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლენად მძიმე ხარისხის დაზიანება, მისი ხანგძრძლივი მოშლით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლე--- თ--------იას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ლე--- თ--------იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ლე--- თ--------იას ახლო ნათესავმებმა, კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა ი-------ამ და შვილმა -დაზარალებულმა გი------ თ--------იამ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ლე--- თ--------იას წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლი-------–--–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს ქ. სამტრედიის შ--------------------–-–-’’, ანესთეზიოლოგ რეამინატოლოგად. 2015 წლის 15 მარტს მორიგეობდა მრჯ-ის განყოფილებაში. დაახლოებით 22 საათზე შეყვანილი იქნა პაციენტი ი-------ა, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა კისრის ზედაპირზე, ამასთან, უჩიოდა თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. მათ მიერ გატარებული იქნა სათანადო ღონისძიებები, კერძოდ, პაციენტს დაუმუშავდა ჭრილობა, ჩატარებულ იქნა რენდგენოლოგიური გამოკვლევები და მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, გაწერილი იქნა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც დაუდგინდა ტვინის შერყევა, ჭრილობები კისრის წინა ზედაპირზე და სავარაუდოდ კისრის მალის მოტეხილობა შემოყვანისას ი-------ამ განუმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს, ნასვამმა მეუღლემ თავში ჩაარტყა, რის გამოც იგი წაიქცა. მას აღენიშნებოდა პერიოდული გონების კარგვა და წაქცევის მომენტიდან საავადმყოფოში მოყვანამდე არაფერი ახსოვდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე უჩ---------მ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. სა----------–-, კო------------------–ი. 2019 წლის 15 მარტს, საღამოს საათებში, მისი კუთვნილი ,,ოპელ-ომეგას’’ მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდა სახლში. კ--------ს ქუჩაზე, ე--–----–----------’ ხიდთან შენიშნა ხალხმრავლობა, როდესაც ავტომანქანა შეაჩერა, დაინახა, რომ ქალბატონი იყო წაქცეული, იგი ბავშვთან და თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანა საავადმყოფოში, როგორც შემდგომ გაიგო იგი ყოფილა ი-------ა, მანქანაში მათთან არ უსაუბრია და რა სჭირდა მისთვის უცნობია. იგი მეორე დღეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მიუთითა ის ტერიტორია, სადაც ნახა დაშავებული ქალი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ეკ---------------–---მ განმარტა, რომ იგი არის ი-------ასა და ლე--- თ--------იას მეზობელი, 2019 წლის 15 მარტს, საღამოს საათებში იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, როდესაც ძაღლის ყეფის ხმაზე გავიდა გარეთ, ე-–----–---------’’ ხიდთან, შენიშნა ხალხმრავლობა და როგორც უთხრეს ი-------ა იცო ცუდად, როცა მიუახლოვდა, იქ დახვდა გი------ გა---- (ბავშვი), ი-------ა, ირ---–---------ია და ნა----------–-ძე. იმ დროს ი-------ას უკვე მანქანაში სვამდნენ და იგი გაჰყვა საავადმყოფოში, ი-------ა იწვა მანქანის სავაძელზე და კისრის მიდამოში მცირე ნაკაწრი შენიშნა, საიდანაც სისხლი მოსდიოდა, თავად დაზარალებულს მისთვის არ უთქვამს თუ რა დაემართა. როგორც შემდგომში გაიგო იამ მეუღლესთან შელაპარაკებისას მიიღო ეს დაზიანება.

სასამართლო სხდომაზე მოწმე მაი-------ამ განმარტა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს აბ-–--------------------–-----–----ნში. მისი და ი-------ა მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. სა----------–-. ი-------ას და მის მეუღლეს აქვთ ნორმალური ურთიერთობა. 2019 წლის 15 მარტს სოფელ ქო-–-----–ი დაურეკა მისმა დისშვილმა გი------ თ--------იამ და უთხრა, რომ მამამ დედა სცემა და იყვნენ საავადმყოფოში და სთხოვა მასთან მისვლა, რადგან ი-------ას თავად საუბარი არ შეეძლო მასთან აღნიშნულ თემაზე არ უსაუბრია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა----–- გა----მ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სოფელ ნი-----------ში. მისი ქალიშვილი ი-------ა მეუღლესთან, ლე--- თ--------იასთან და ორ არასრულწლოვან შვილთან გი------ და მ-----მ თ--------იებთან ერთად ცხოვრობს ქ. სა----------–-. ია 15 წელია იმყოფებია ქორწინებაში ლე--- თ--------იასთან და აქვთ ნორმალური ურთიერთობა, გარდა მცირე შეკამათებებისა, მათ შორის სერიოზულ უთანხმოებას წარსულში ადგილი არ ჰქონია. 2019 წლის 15 მარტს, საღამოს საათებში იმყოფებოდა აბ-–--------------------–-----–----ნში უფროსი ქალიშვილის ოჯახში, რა დროსაც მას შვილიშვილმა, გი------ თ--------იამ, შეატყობინა, რომ მისი შვილი ი-------ა იყო ცუდად და სთხოვა მისულიყო სა------------–---------------------–-–ი’’, საავადმყოფოში დაინახა, რომ ექიმი რაღაცას კერავდა, მას თავდაპირველად ეგონა, რომ მისი შვილი, დაზარალებული ი-------ა, დაჭრილი თუ იყო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა იგი გონს მოეგო უთხრა, რომ წაქცევის შედეგად მიიღო ეს დაზიანება, მან მართალია დარეკა პოლიციაში, მაგრამ იგი ისე იყო აღელვებული, არ ახსოვს რა უთხრა მათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ოლ----------მ განმარტა, რომ მან, როგორც ექსპერტმა, 2019 წლის 16 მარტს, მის მეწყვილესთან გუ---------------ან და გამომძიებელ გ--------–--------–---–თნ, ასევე ავტომანქანის მძღოლთან ერთად მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ. სამტრედაიში, კ--------ს ქუ-------–ი, სადაც ასევე იყო საავტომობილო ხიდი. დათვალიერების დროს, ავტომანქანის მძღოლმა, რომელმაც გადაიყვანა დაზარალებული სავადმყოფოში, მიუთითა ის ადგილი, სადაც იწვა წაქცეული ქალბატონი, რის შემდეგაც მის მიერ ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---- თ--------იამ, განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქალაქ ლანჩხუთში, არის ლე--- თ--------იას ბიძა. 2019 წლის 15 მარტს, ლე--- თ--------ია იმყოფებოდა დაკრძალვაზე ლანჩხუთის რაიონში. მას მიღებული ჰქონდა მცირე რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით საღამოს 10 საათზე წამოვიდა ლანჩხუთიდან . საღამოს საათებში მას დაუკავშირდა ლე---ის და და უთხრა, რომ ლე---ს მეუღლესთან მოსვლია კამათი და იგი გადაყვანილი ყოფილა საავადმყოფოში. კონკრეტულად რა მოხდა მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი----------–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 მარტს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების თანახმად, მოქალაქე მა----–- ლე---–---–ი განმარტავდა, რომ მისი შვილი დაჭრა მეუღლემ და მრავლობითი ჭრილობებით მოთავსებული იყო საავადმყოფოში მის მიერ დანიშნულ იქნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად დაზიანება განისაზღვრა ნაკლებად მძიმე ხარისხით. ასევე მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული ი-------ა, აგრეთვე ადვოკატისა და საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით არასრულწლოვანი დაზარალებული გი------ თ--------ია, გამოკითხულნი იქნენ აგრეთვე მეზობლებიც, რომლებიც უშუალო თვითმხილველნი არ ყოფილან. სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი თავისივე საცხოვრებელ სახლში დკავებულ იქნა ლე--- თ--------ია, რომელიც აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ ქმედებას, ასევე მის მიერ, ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა ბრალი და გაცვლილი იქნა მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------–--------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანმდებობაზე. 2019 წლის 16 მარტს ი-------ას სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოკითხული იქნა მოწმე უჩ---------, რომელმაც განუმარტა, რომ 2019 წლის 15 მარტს ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც კ--------ს ქუჩაზე, ე--–----–----------’ ხიდთან შენიშნა ხალხმრავლობა, როგორც გაიგო, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე წაქცეულ ქალბატონს ესაჭიროებოდა დახმარება და იგი 2 თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანა საავადმყოფოში, ამასთან განმარტა, რომ მას შეეძლო მიეთითებინა შემთხვევის ადგილი. სწორედ აღნიშნული პირის მითითებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი კ--------ს ქუჩაზე ,,ლ----------- ხიდთან,პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2019 წლის 20 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ--------------------–---’’ სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ის ასლის და ამავე საავადმყოფოს ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 20.03.2019წ) -მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. ი-------ამ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 15.03.2019 წ 22:35 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 20.03.2019 წ-ს 11;00 სთ-ზე, დიაგნოზით: ქალა-ტვინის ტრამვა, თავის ტვინის შერყევა. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის უკანა ზედაპირზე. ნაკვეთი ჭრილობები კისრის წინა ზედაპირზე და მარცხენა მტევნის არეში. ხერხემლის დახურული ტრამვა, G5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობა. დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

დაზიანებები თავის ტვინის შერყევისა და G5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების ) ზემოქმედების შედეგად.

 

დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანება G5 მალის სასახსრე მორჩის მოტეხილობის სახით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ლე--- თ--------იამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგძლივ მოშლასთან, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას- არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ლე--- თ--------იას პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ დაზარალებულმა - ი-------ამ და შვილმა - დაზარალებულმა გი------ თ--------იამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის ბრალდებულ ლე--- თ--------იას წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ლე--- თ--------იას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ი-- გა----სა და გი------ თ--------იას ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ ლე--- თ--------იას წინააღმდეგ. რაც შეეხება, საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნე3ლობის მქონე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ლე--- თ--------ია უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ლე--- თ--------იამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგძლივ მოშლასთან, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას- არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ლე--- თ--------იას მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ლე--- თ--------ია უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლე--- თ--------ია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111–118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლე--- თ--------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

გამართლებულ ლე--- თ--------იას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულეებები: დაზარალებულ ი-------ას ტანსაცმელი, კერძოდ, მოყავისფრო ღილებიანი ქურთუკი-ჟაკეტი, უკანა მხარეს დიდი ზომის სისხლისმაგვარი ლაქით და ორი ნახვრეტით; მოშაო გრძელსახელოებიანი მაისური, წინა მხარეს ვერცხლისფერი ნაქარგით, უკანა მხრიდან სისხლისმაგვარი დიდი ზომის ლაქით; მოიისფრო ,,ჟილეტი“ უკანა მხრიდან სისხლისმაგვარი ლაქით; მოთეთრო ფერის ბიუსჰალტერი და შავი ტუფლები - დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 სისხლისმაგვარი ლაქა რაც დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე