განაჩენი

სისხლის სამართლის 09.09.2019
საქმის ნომერი
190100118002367733
თარიღი
09.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-204-18

(№012010218005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 სექტემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ე--ტ------ პართენიშვილი

სხდომის მდივანი იმედა ინდაშვილის

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ა-----------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: დ------------------ი;

პირადი ნომერი: №3----------;

დაბადებული:12.12.1----–--–-;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. N6-6;

 

ბრალდებული: მ----------------ე

პირადი ნომერი: №------------

დაბადებული:13.0--1----–--–-;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რ---------–-------------------------–---------–-------------------------------------------–-------------–--

 

ადვოკატი - ქ-------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. რ-------–-, კოსტავას ქუ-- N---–- მდებარე ტოტალიზატორ „კრისტალ-ბეთში“, მ----------------ემ და დ------------------მა ამავე ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომელს ლ---- ე-------ს ურთიერთშელაპარაკების დროს ჯგუფურად მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დ------------------მა ლ---- ე-------ს დაარტყა ხელი შუბლ-თხემის მიდამოში, ხოლო შემდეგ მ----------------ემ მუშტები დაარტყა თავის მიდამოში. მათი დარტყმების შედეგად ლ-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი დაა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ლ-------------- განმარტა, რომ ამჟამად არის უმუშევარი, ბოლოს მუშაობდა დაცვის პოზიციაში კრისტალბეთში. პირველ თებერვალს დაინიშნა სამსახურში. საღამოს რვა საათისთვის შემოვიდნენ ბრალდებულები და კიდევ ერთი უცნობი, ისინი იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და მესამე პირს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. მან სიმშვიდისკენ მოუწოდათ, მაგრამ მ----------------ეს არ ესიამოვნა შენიშვნა. გარეთ გაიყვანა ეს პირები და ამ დროს თანამშრომლებმა გამოიძახეს დაცვის პოლიცია და სიტუაცია განიმუხტა. 10-15 წუთის შემდეგ ეს პირები უკან შემოტრიალდნენ, შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ იჯდა თვითონ, დ------------------ დასხდნენ მის მაგიდასთან, მ------------ ხელმარცხნივ დაუჯდა, დ----------- ხელმარცხნივ და დაიწყეს ისევ იმ თემაზე საუბარი. მ----------------ემ უთხრა, თუ რატომ მისცა მას შენიშვნა, ამ დროს დ------------ გამომწვევად ქურთუკზე მოქაჩა, მისი მოთმინებიდან გამოყვანას ცდილობდა, ხელი რომ გააშვებინა დ------------------მა დაარტყა მარჯვენა ხელი საფეთქლის მიდამოში მარჯვენა მხარეს, იგრძნო ტკივილი, მეორედ დარტყმას რომ აპირებდა ქურთუკით დაიჭირა, ამ დროს მ----------------ეც ჩაერთო კონფლიქტში და ცდილობდა დ----------- ხელი გაეშვებინებინა, ამის შემდეგ თავში მოარტყა ხელი რამდენჯერმე და იგრძნო ტკივილი, წაიქცა და მ----------------ე გადაყვა თან, ეს არ გაგრძელდა ერთი წუთი, დამსწრე ხალხმა გააშველა, ამის შემდეგ გავიდნენ დარბაზიდან. მოვიდა პოლიცია და მოუყვა მათ მომხდარის შესახებ. მოწმის სახით გამოკითხა ლ-–------------–---–--, სამედიცინო ექსპერტიზა თავისი სურვილით ჩაუტარდა, ექსპერტიზამდე სხვა რაიმე დაზიანება არ მიუღია. ვიდეოკამერების დათვალიერებაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ფაქტიდან 5-10 დღეში ჩატარდა, დილის საათებში, მასში მონაწილეობდა გამომძიებელი, გამომძიებელს უთითებდა ვინ ვინ იყო და რა ხდებოდა, შედგა ოქმი და მოაწერა ხელი. რომელ კომპიუტერზე იჯდა არ ახსოვს, კომპიუტერზე ასახული დრო არ ახსოვს, კამერებს ნახულობენ ხოლმე მენეჯერის თანხმობით თუ საჭირო გახდა. ფაქტის მერე ნახა ბიჭები, დაილაპარაკეს და ყველაფერი გაარკვიეს, იყვნენ ნასვამები და შეცდომა დაუშვეს. პრეტენზია აღარ ჰქონდა მათთან. მოლარეებს შეეძლოთ დაენახათ ფაქტი, თვითონაც ჰყავდა მოლარეები თვალთახედვის არეში ისე იჯდა.

 

ბრალდებულებს იცნობს ქალაქიდან. მაგიდა ისე იდგა, ადამიანს წრეზე რომ გაევლო, დ------------------ი ხან დგებოდა ხან ჯდებოდა, გაღიზიანებული იყო და თავს ვერ აკონტროლებდა, მის საუბარში ჩათრევას ცდილობდა, ცინიკურ სიტყვებს ეუბნებოდა, თავზე ხელი გადაუსვა და ქურთუკს ქაჩავდა. თვითონ მ------- ელაპარაკებოდა ამ დროს. დ------- მუშტი დაარტყა მას და მოხვდა მარჯვენა მხარეს. უ-------------- იცნობს, მისი ბიძაშვილია. უ-- გ--------- აშველებდა მათ, აჩერებდა ბიჭებს. უკანა კედლის მხარეს იჯდა. თვითონ კამერები საღამოს საათებში დაათვალიერა გამომძიებლის გარეშე, დაკეტვის პროცესი იყო. ამ დროს გოგონები გასულები იყვნენ გარეთ, მენეჯერი და ერთი გოგო იყო შიგნით. მენეჯერს სთხოვა და მან ჩაურთო ჩანაწერი. ტოტალიზატორში ის თვე არ დაუმთავრებია რამდენიმე დღე იმუშავა. კამერები რომ დაათვალიერა თავისი ინიციატივით მაშინ უკვე რეზერვში იყო, აღარ მუშაობდა, ოჯახური საქმეების გამო. გამომძიებელთან ერთად რომ დაათვალიერა მაშინ მუშაობდა ტოტალიზატორში. წინასწარ უთხრა გამომძიებელმა რომ მიდიოდა და დილის საათებში, სანამ ხალხი მივიდოდა დაათვალიერეს კამერები, მენეჯერის თანხმობა ჰქონდათ. რომელ კომპიუტერთან იჯდა არ ახსოვს, შუაში იჯდა რომელიღაცაზე. როცა თავისი ინიციატივით შეამოწმა კამერა მაშინ აღარ მუშაობდა.

 

მ----------------ემ, როცა მაგიდასთან იჯდნენ ხელი მაშინაც დაარტყა და როდესაც წაიქცა, წაქცეულსაც დაარტყა.

 

3.2 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თ-----------–-–---–-, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ტოტალიზატორ ,,---------–-----–-“. მ----------------ე ხშირად შედიოდა ტოტალიზატორში და იცნობს, რადგან მოთამაშეებს პირადობას ართმევენ ხოლმე. ლ---- ე-------საც იცნობს, რადგან მუშაობდა ამ ტოტალიზატორში. არც მასთან და არც ბრალდებულებთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს. 2018 წლის თებერვალს, ჩვეულებრივ 10:00 საათზე გახსნა ობიექტი კ--------------–-. ცვლაში იყო კ-------, ს------------, ყ----–-–---–-- ნ-----–---- და დაცვის თანამშრომელი ლ---- ე-------ც. ჩვეულებრივ მუშაობდნენ, არაფერი არ მომხდარა ისეთი დღის განმავლობაში. დაახლოებით 20:00 საათი იყო, როდესაც დ------------------ შევიდნენ, დასხდნენ და საუბრობდნენ ხმამაღლა. დაცვის თანამშრომელმა მოუწოდა, დაბალ ხმაზე ესაუბრათ. შემდეგ მათ ტონს აუწიეს და ამის გამო დაცვამ გაიყვანა ისინი გარეთ. მან გამოიძახა დაცვის პოლიცია. დაცვის პოლიციის მოსვლის შემდეგ სიწყნარე იყო. დაახლოებით 10-15 წუთში დ------------------ შებრუნდნენ შენობაში. ლ---- ე------- იჯდა მაგიდასთან და ესენიც მივიდნენ და დაუსხდნენ. როგორც ახსოვს ლ----ი იჯდა პირდაპირ, ხელმარჯვნივ იჯდა დ------ და შემდეგ იჯდა მ------. ისინი საუბრობდნენ, მაგრამ მას არ ესმოდამათი საუბარი. მისი სამუშაო მაგიდიდან სრულად ჩანს დარბაზი, ჩხუბის დროს ისინი ისხდნენ მის პირდაპირ. მოულოდნელად დ------------ ლ----ს დაარტყა ხელი თავის არეში, ლ----ს ხელი არ გაუნძრევია უბრალოდ გააშვებინა ხელი რომ გაჩერდიო, უნდოდა, რომ დაეწყნარებინა. შემდეგ ატყდა ჩხუბი და ჩაერთო მ-------ძე, სანამ მიხვდა რა მოხდა ე------- უკვე კართან ეგდო, ხალხი აირია და შემდეგ ვეღარ გაიგო ვერაფერი. პირველად დ------------ რომ დაარტყა, ლ----ი ცდილობდა ხელი მოეშორებინა და ამ დროს ჩაერთო მ-------ძე. მ------მ სად დაარტყა ზუსტად არ მახსოვს. ლ----ს ხელი არცერთისთვის არ დაურტყამს. ლ----ი როგორ აღმოჩნდა იატაკზე არ იცის, რადგან უცებ განვითარდა მოვლენები. ამ დროს ვიდეო კამერები იყო ჩართული. ამ ფაქტის შემდეგ ვიდეო კამერების ჩანაწერები ნახა ერთხელ, ლ----ისაც ერთხელ აჩვენა. დაახლოებით მარტის დასაწყისში გამომძიებელი მივიდა ლ----თან ერთად და კიდევ ერთხელ მაშინ ნახეს ჩანაწერი. დათვალიერების პროცესს თავადაც ესწრებოდა, სხვას არავის არ მოუთხოვია ჩანაწერები. გამომძიებელს რაიმე უხეში და უკანონო ქმედება მის მიმართ არ განუხორციელებია. ზეწოლა არავის მხრიდან არ ყოფილა. იგი ობიექტზე ყოველთვის ადრე მიდის. გამომძიებლის მისვლა წინასწარ არ იყო შეთანხმებული. როდესაც პირველად აჩვენა ლ----ს კამერები, ის უკვე აღარ იყო მათი თანამშრომელი, ჩანაწერების ნახვა სწორად ჩათვალა, რადგან ისეთი ფაქტი იყო მომხდარი, რომ საქმე სასამართლოს ჰქონდა გადაცემული. როცა ხვდებიან რომ ტოტალიზატორში სიტუაცია იძაბება, მათ თვალს არასდროს აშორებენ. ყველამ ყველაფერი დაინახა.

 

3.3 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ნ---------–-------, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ტოტალიზატორ ,,---------–-----–-“ (მის. კ--------------. ოპერატორად დილის 10:00 საათიდან საღამოს თორმეტ-პირველ საათამდე. ორი დღე მუშაობს და ორი დღე ისვენებს. მასთან ერთად ცვლაში არიან კ-------, ს------------, ყ----–-–---–-- ნ-----–----. დ------------------ს იცნობს სამსახურიდან, ხოლო მ----------------ეს იცნობს ბავშვობიდან. მეტნაკლებად მეგობრობს მათთან. ლ---- ე-------სთან მეგობრობს და კარგი ურთიერთობა აქვს. 2018 წლის 1 თებერვალს ის ჩამოდიოდა სამზარეულო ოთახიდან და დაინახა, რომ იყო ჩხუბი. ლ---- ე-------სთან შელაპარაკება ჰქონდათ დ------------------ს და მ----------------ეს, პოლიციის გამოძახების შემდეგ განიმუხტა სიტუაცია, დაახლოებით საღამოს 20:00 საათი იქნებოდა. 10-15 წუთის შემდეგ ისევ შემობრუნდნენ დ------------------ და დაცვასთან სალაპარაკოდ დასხდნენ მაგიდასთან, მისგან მოშორებით მარცხენა მხარეს. რას საუბრობდნენ ოპერატორების ოთახში არ ისმოდა. ჯერ საუბრობდნენ, შემდეგ აღნიშნული გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც დ------- დაარტყა ლ----ს და ლ----ი წაიქცა. მეტის დანახვა შეუძლებელი იყო, რადგან სამუშაო პროცესი არ გაუწყვეტია. ხმაური, რომ ატყდა ფეხზე წამოდგა და ამ დროს დაინახა, რომ ლ---- ე-------ს დ------------------მა დაარტყა და ამის გამო ის წაიქცა, თუ სწორად ახსოვს სახის მიდამოში დაარტყა. მ------ ჩხუბში ჩაერთო, ადგა ფეხზე, თუმცა კარგად არ ჩანდა რას აკეთებდა, რადგან ბევრი ხალხი იყო. თავისი თვალით დაინახა და კამერაშიც იგივე ჩანდა ფაქტიურად. კამერა ოთახში უყენიათ, ნებისმიერ დროს შეიძლება შეხედო კამერებს. ლ---- ე-------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ის დაინახა, რომ წაიქცა. ოპერატორების ადგილიდან ხელმარჯვნივ მოხდა ეს ფაქტი. იმ დღეს ცვლაში იყვნენ, კ-------, ს------------, ყ----–-–---–-- ნ-----–----. ლ----ი ბრალდებულებს არ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ გაუგია. დეტალურად მ----------------ე რას აკეთებდა არ იცის, რადგან დ------- რომ დაარტყა ლ----ს ის რამდენიმე წამში წამოდგა და ამ დროს უკვე ბევრი ხალხი იყო წამოშლილი. კიბეებიდან როგორც კი ჩადიხარ, დგას მენეჯერის მაგიდა და მენეჯერის კომპიუტერი, რომელშიც ჩართული იყო კამერა, სადაც ჩანდა გარეპერიმეტრი თუ როგორ კამათობდნენ. კამერაში ვიზუალური აღქმა შესაძლებელი იყო და ხედავდა კონკრეტულად ვინ იყვნენ. რომ არა კამერები გარეთ მომხდარ ფაქტს ვერ დაინახავდა. კიბეები არის ოპერატორების სივრცეში. კარებიდან მარჯვენა მხარეს პირველი თვითონ იჯდა, მერე ე-–---, ე--, ნ----- და თ------. მის გვერდით, თაროზე იდგა კამერების მონიტორი. კამერები ძალიან ბევრია, შიდა პერიმეტრზე დაახლოებით 12 კამერაა, გარე პერიმეტრზე 3 კამერა. მონიტორს როგორც დააყენებ კამერებს ისე აჩვენებს, ან სამივეს აჩვენებს ან მხოლოდ ერთს. იმ დროს როდესაც კიბეზე ჩამოდიოდა ეკრანზე ორი კამერა იყო ჩართული.

 

ვინაიდან მან გარეთ შენიშნა ეს სამი პირი კამათისას, შიგნით შემოსვლისას ყურადღება მიიპყრეს, რადგან მათი დაცვის თანამშრომელთან ერთად იყვნენ. ხმაურით არ შემოსულან. დ------------------მა დაარტყა და კარებთან დაეცა ლ----ი. რა სიძლიერით დაარტყა არ იცის მაგრამ ლ----ი მისი დარტყმის შედეგად წაიქცა. მისი ადგილიდან ნახევრად ჩანდა ეს ყველაფერი. დ------------ როდესაც დაარტყა იჯდა, ხოლო როდესაც მ------ ჩაერთო მაშინ წამოდგა. ვინ სად იჯდა არ ახსოვს, მუქარა არავის მხრიდან არ ყოფილა, მისი სალაროდან შესაძლებელია კედლის იქით დანახვა. მისი ადგილიდან, სადაც იჯდა ხედავდა ლ----ს მაგიდასთან. როდესაც ლ----ი გადავარდა გამოყვა დ------ და ამ დროს დაინახა.

 

3.4 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ე--ტ------ ს------------, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ტოტალიზატორ ,,---------–-----–-“. მ----------------ეს იცნობს ტოტალიზატორიდან, ასევე ნათესავია. დ------------------ს არ იცნობს. ლ---- ე-------ს იცნობს სამსახურიდან. 2018 წლის თებერვალში, ზუსტად დღე და საათი არ ახსოვს, არც ის იცის მ------ და დ------ როდის შევიდნენ, ყურადღება მაშინ მიიქციეს, როცა დაცვამ გარეთ გაიყვანა, იქ რა მოხდა არ იცის. მოგვიანებით შევიდა ლ----ი და შემოსასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს დაჯდა მაგიდასთან. შემდეგ ბრალდებულებიც შემოყვნენ. თავისი ადგილიდან ჩვეულებრივ შეეძლო დაენახა ყველაფერი, თუმცა დეტალები არ დაუნახავს, რადგან საქმე ჰქონდა და არ ეცალა. საუბარი არ ისმოდა. ვიზუალურად ეტყობოდათ, რომ არასასიამოვნო საუბარი ჰქონდათ. საუბრის პროცესს სრულად ვერ ხედავდა, რადგან დაკავებული იყო. შემდეგ მენეჯერმა გამოიძახა სამაშველო. თავისი თვალით დაინახა, რომ ლ----ს თავზე ედგნენ, მაგრამ ვინ დაარტყა არ დაუნახავს. ცვლაში იყო ე-–--- ნ-----–----სთან, ნ----- კ-------სთან, ნ---------–-------სთან და თ----- ყ----–-–---–----- ერთად. სხვა ოპერატორები წამოდგნენ და ხედავდნენ ყველაფერს, მას არ მიეცა ამის საშუალება. უშუალოდ კამერები არ უნახავს. დაბლა დაგდებული ლ----ი დაინახა, მაგრამ ვინ სცემდა არ დაუნახავს, დაიძახა კიდეც მიეშველეთო. პირველი კამათი, კარიდან მარჯვნივ მოხდა. არ ახსოვს მაგიდასთან ვინ ისხდნენ. სხვა ოპერატორები ადგნენ და გაიქცნენ, თავად ადგილზე დარჩა, ნ----- ორსულად იყო და საპირფარეშოში გავიდა დანარჩენები სად წავიდნენ არ იცის.

 

3.5 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ე-–--- ნ-----–----, რომელმაც განმარტა, რომ დ------------------ს იცნობს სამსახურიდან. მუშაობს ტოტალიზატორ „---------–----–-- ოპერატორად. ლ---- ე------- მისი თანამშრომელი იყო და მასთან მხოლოდ მეგობრული, თანამშრომლური ურთიერთობა აკავშირებს. ლ----ი სამსახურში ახალი მისული იყო, როდესაც ინციდენტი მოხდა, დაახლოებით ორი თვის უკან, მანამდე მასთან ნაცნობობა არ აკავშირებდა და არც მას მერე აქვს რაიმე კონტაქტი. ინციდენტის დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. შელაპარაკება მოხდა საღამოს, მუშაობის პროცესში შენიშნა, რომ მ------ და დ------ ესაუბრებოდნენ დაცვის თანამშრომელს - ლ---- ე-------ს. მერე უცებ დაიძაბა სიტუაცია და გავიდნენ გარეთ, სადაც მოხდა შელაპარაკება. თვითონ არ გასულან გარეთ, შიგნიდან კამერის საშუალებით ადევნებდნენ თვალს, როდესაც დაინახეს, რომ სიტუაცია დაიძაბა მენეჯერმა გამოიძახა პოლიცია. სიტუაცია დაიძაბა დ------------------ს, მ----------------ეს და ლ---- ე-------ს შორის. პატრულის წასვლის შემდეგ დაწყნარდა ყველაფერი და გააგრძელეს მუშაობა. არ იყო გასული 10-15 წუთი, მ------ და დ------ შებრუნდნენ ტოტალიზატორში და დასხდნენ მაგიდასთან. შუშის იქით ჩანდა მხოლოდ ის, რომ ისხდნენ და საუბრობდნენ. დ------- უხერხული, დამამცირებელი ჟესტი გაუკეთა ლ----ს, თავზე ხელი მოუფათურა, რაზეც ლ----ს რეაქცია არ ჰქონია. დიდი ხანია გასული და რაღაცები კარგად არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს გამოძიების პროცესში მიცემულ ჩვენებას, რომ დ------- დაარტყა პირველ ჯერზე ლ----ს შუბლ-თხემის არეში, შემდეგ ამ პროცესში ჩაება მ------ და ორივემ დაარტყა. ბრალდებულები ნამდვილად ის პირები არიან, ვისზეც იგი საუბრობდა გამოკითხვისას მიცემული ჩვენების დროს.

 

მასთან ერთად იმყოფებოდნენ კ--–------- ნ-----, ნ----- კ-------, ს------------ ე-- და მენეჯერი თ-----------–-–---–-. სამსახურში მისვლისას სხვადასხვა კომპიუტერებთან სხედან. იმ დღით შემდეგი თანმიმდევრობით ისხდნენ: მენეჯერი, ნ-----, ე--, თვითონ და ნ-----. ტოტალიზატორში ბევრი ხალხი იყო. სამუშაო პროცესი იმგვარად შეჩერდა, რომ ყველა ოპერატორი დარჩა ადგილზე, თუმცა კლიენტის მომსახურებას ვერ ახერხებდნენ, რადგან მომხდარის გამო დაძაბულები იყვნენ. დაუკითხავად ადგომისა და ადგილის დატოვების უფლება არ აქვს თუ მენეჯერს არ ჰკითხეს. მის ადგილზე დაჯდომა სხვას შეუძლია იმ შემთხვევაში თუ თავად არ არის სამსახურში. ოპერატორების სივრცეში მხოლოდ დაცვის თანამშრომელს შეუძლია შევიდეს. მისთვის როგორც ცნობილია, დაცვის თანამშრომელს მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა იმ დღეს, უფლება აქვს შევიდეს ოპერატორების სივრცეში. დ------------------ს ამის უფლება არ ჰქონდა, რომ ოპერატორის კომპიუტერთან დამჯდარიყო. სამუშაოს დასრულების შემდეგ ოპერატორები გამოდიან, მენეჯერი ცოტა ხნით კიდევ რჩება, შემდეგ ისიც მიდის და იკეტება ტოტალიზატორი, აღარავინ არ რჩება.

 

მაგიდა სადაც მოხდა კონფლიქტი დგას კარიდან ხელმარჯვნივ, რომელიც ნახევრად ჩანდა მისგან. ინციდენტის დღეს ადგა, მაგრამ სალარო არ მიუტოვებია. ამ ერთი წუთის განმავლობაში ყველაფერს ვერ ხედავდა, რადგან შეშინებული იყო. ამ ჩხუბის პერიოდში ის შევიდა და გამოვიდა საპირფარეშოში. ერთადერთი რაც თავისი თვალით ნახა, დ------------------მა თავზე გადაუსვა ლ----ს ხელი. ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია და გადაიზარდა დიდ ჩხუბში და ვეღარ ხედავდa ვინ ვის ურტყამდა. დ------- რომ დაარტყა და შემდგომ მ------ც ჩაება ჩხუბში დაინახა, თუმცა ამის მერე აღარაფერი დაუნახავს, ლ----იც ძირს ეგდო. დ------- ხელი დაარტყა ლ----ს, თუმცა რომელი ხელი ან რომელ მხარეს ვერ დააკონკრეტებს. ახალი მომხდარი როცა იყო მაშინ ალბათ ახსოვდა და დაწერა გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში. დ------ს დარტყმის შემდეგ ჩაერთო ჩხუბში მ----------------ეც. ლ----ი არ პასუხობდა ამ დარტყმებს. წაქცევის შემდეგ აღარ დაუნახავს, კონკრეტულად მხოლოდ კამერებში ნახა. თავისი თვალით დანახა როგორ დაარტყა ორივე ბრალდებულმა ლ----ს. რადგან დიდი დრო არის გასული დეტალურად ყველაფერი აღარ ახსოვს.

 

3.6 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ნ----- კ-------, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ტოტალიზატორ ,,---------–-----–-“, მოლარე ოპერატორად. ბრალდებულებს დ------------------ს და მ----------------ეს იცნობს ტოტალიზატორიდან, დაზარალებული ლ----ი ე------- ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომელი იყო. 2018 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, იმ დღეს ბევრი ხალხი იყო და ბეჭდავდნენ ის და მისი თანამშრომლები, მათთან მინის ბარიერია ისეთი, რომ ხმას ბლოკავს, თუმცა ყველაფერი ჩანს და ყველაფრის გაკონტროლება შესაძლებელია, ბევრი ხალხი რომც იყოს, წამოდგომის შემთხვევაში ყველაფერი ჩანს. ტოტალიზატორში იმ საღამოს ხმაური იყო, დაცვა გავიდა იმ მხარეს, საიდანაც იყო ხმაური, დ------------------ს და მ----------------ეს პრეტენზიები ჰქონდათ, რა პრეტენზიები არ იცის, დაცვა ეუბნებოდა გასულიყვნენ გარეთ, მაგრამ არ გადიოდნენ, თვითონ ხედავდა ყველაფერს, ლ----ი ე------- მათ ხელით ანიშნებდათ, რომ გარეთ გასულიყვნენ. მან დაინახა, რომ დ------------------მა დაარტყა ხელი გარეთ გაიყვანა, მ------ იქ არ ახსოვს. გარეთ რა მოხდა არ იცის. ცოტახანი გავიდა, მენეჯერმა დაცვა გამოიძახა და სიტუაცია დაწყნარდა, მერე ისევ დაიწყეს ჩხუბი. დ------------------ი და მ----------------ე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, რაზე საუბრობდნენ არ ესმოდა, დ------------------ი თავზე ხელს უსმევდა ლ----ი ე-------ს, დამამცირებლად აკეთებდა ამას, სიტუაციიდან გამომდინარე ასე აღიქვა. მერე წამოდგნენ და დაიწყო ისევ შეხლა-შემოხლა. დაინახა, რომ დ------------------მა ლ---- ე-------ს თავში დაარტყა ხელი, მერე სხვებიც მიეხმარნენ, მ----------------ე ეხმარებოდა ძირითადად, დაცვას არავინ არ ეხმარებოდა, ყველა დაცვას ურტყამდა, ბრალდებულებიც იყვნენ და სხვებიც, ხან აშველებდნენ ხან ურტყამდნენ, ეს სხვები ვინ იყვნენ არ ახსოვს. ახსოვს, რომ მ----------------ემ კარებთან, რომ ჩხუბობდნენ ერთხელ დაარტყა ხელი თავში ლ---- ე-------ს. ლ----ი ბოლომდე თავს იკავებდა ცემისგან, დაცვა იყო და არ შეეძლო ცემა. იმ დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ თანამშრომლები თ-------- ყ----–-–---–-- ნ-----–----, კ--–------- ნ-----, ე-- ს------------. იქ სადაც ჩხუბი მოხდა დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. კამერების ჩანაწერები მოგვიანებით ნახა, იმ დღეს გვიან, სანამ გამომძიებელი დაკითხავდა, რაც თვითონ დაინახა ის ჩანდა კამერებშიც. მაშინ ორსულად იყო და ზედმეტად ემოციური იყო.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ლ-–- მ---------–---–-, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში გამომძიებლად. 2018 წლის 1 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება და გავიდა მისამართზე, ხალხმრავლობა იყო, გარეთ ხალხი იყო შეკრებილი, მათ შორის ბრალდებულებიც იყვნენ, გაერკვია სიტუაციაში, არავინ არაფერი დაადასტურა და დაბრუნდა ისევ პოლიციაში. დაახლოებით ერთ საათში ისევ შევიდა შეტყობინება, სადაც ლ-------------- განაცხადა, რომ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ დაიწყო გამოძიება, დათვალიერდა შემთხვევის ადგილიც, გამოკითხა ლ---- ე------- და წარადგინა სამხარაულის ბიუროში. ასევე გამოკითხა მოწმეები, ბრალდებულები. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო დაზარალებულს, ბრალი წარუდგინა ბრალდებულებს, გააკეთა ასევე ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი. ექსპერტ-კრიმინალისტთან და მენეჯერთან ერთად ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. გამოკითხა ყველას ის პირი ვინც შემთხვევის ადგილზე იყო და ვისაც შეეძლო მიეწოდებინა ინფორმაცია, მაგრამ მათ უთხრეს, რომ სიმშვიდე იყო და არაფერი ხდებოდა. პირველად რომ მივიდა ბრალდებულები დახვდნენ ადგილზე, მეორედ უკვე აღარ. გ----–----- ახსოვს. მოწმეებს დაუსვა ის კითხვები, რაც საქმის გარემოებებს ეხებოდა, მოწმეებს განუმარტა მოწმის უფლებები. ლ---- ე------- თვითონ გამოკითხა ფაქტის შემდეგ, მას აშკარად ეტყობოდა დაზიანებები. მოწმეების და ლ---- ე------ის დაკითხვიდან გაიგო თუ ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ---- ე------- ერთ პიროვნებაზეც ამბობდა რომ წიხლს უქნევდა, მაგრამ ის გამოძიებით დაუდგენელი პირია. ვიდეოჩანაწერები არ ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს. დ------------------ს ვერ უკავშირდებოდა თავიდან, ამიტომ მის ძმას დაურე--. ბრალდებულები გაეცვნენ მათი გამოკითხვის ოქმს, რაც არ მოეწონათ, წააშლევინეს და ამის შემდეგ მოაწერეს ხელი. პროკურორთან შეთანხმებით ელაპარაკა ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებაზე. პროკურორის მითითებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. დ------------------ს მისთვის არ უთქვამს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ქურთული დაეფლითა, უთხრა, რომ ჩხუბის დროს ქურთუკი გაიწელა.

 

თავდაპირველად შეტყობინებას გაეცნო, შემდეგ გავიდა ადგილზე და დაიწყო გამოძიება. სიტუაცია როგორც დახვდა ისე აღწერა, დამლაგებელს ჰკითხა რამე ხომ არ იყო დამტვრეული. პირველად რომ მივიდა, არ დაინტერესებულა გარეთ რა ხდებოდა, მეორედ რომ მივიდა მაშინ შევიდა შიგნით, გამომძიებლის მითითებით იღებენ ექსპერტ-კრიმინალისტები სურათებს, მეორედ რომ მივიდა დარბაზში ხნიერი ხალხი შენიშნა, რომლებიც თავისთვის ისხდნენ. პირველად რომ მივიდა ყველამ უთხრა რომ არაფერი არ მომხდარა. მეორედ რომ მივიდა, შემდეგ გამოკითხა ყველა თუ რა მოხდა. ვინც რაიმე იცოდა ის გამოკითხა, გამოკითხა ასევე იქ მომუშავე პერსონალი. ლ---- ე------- განყოფილებაში თვითონ დაიბარა. ექსპერტიზაზე ე-------ს პოლიციის თანამშრომელი გაყვებოდა ისე თავისით ვერ წავიდოდა. ე--ტ------ ს------------ს გამოკითხვის ოქმზე რატომ არ აქვს ხელი მოწერილი ყურადღება არ მიუქცევია, გამორჩა ალბათ. 2018 წლის 5 მარტს განახორციელა ვიდეოკამერების დათვალიერება, დილის საათებში, სამუშაო პროცესი დაწყების ეტაპზე იყო მისული. მენეჯერი ადგილზე დახვდა თუ დაურე-- არ ახსოვს. დათვალიერება ლ---- ე------ის მონაწილეობით ჩატარდა. დამთავრების შემდეგ წამოვიდა განყოფილებაში. ე------- ბოლოს გამოკითხა ადვოკატის გამოკითხვის შემდეგ, რადგან ფაქტები დაედასტურებინა. ე-------ს 20 და 21 მარტს ესაუბრა ტელეფონით, გაიგო სამსახურიდან, რომ წავიდა და დაინტერესდა რაიმე კონფლიქტი ხომ არ ჰქონდა კიდევ. ადვოკატის გამოკითხვის შემდეგ გამოკითხა დამატებით დაზარალებული, რადგან დამატებითი კითხვები ჰქონდა. პოლიციასთან თანამშრომლობა არავის არ უნდოდა, გამოკითხა ტოტალიზატორის თანამშრომლები. არ ახსოვს იქ მისულმა ბრალდებულებს შეეკითხა თუ არა რაიმე.

 

3.8 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მ-–--------–-----, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტად. არ იცნობს ბრალდებულებს მ----------------ეს და დ------------------ს, არც დაზარალებულ ლ---- ე-------ს. 1 თებერვალს, ღამის საათებში შევიდა შეტყობინება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებიდან ცემის ფაქტზე. გამოცხადა ადგილზე და მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. ფოტოებს ვინ იღებდა ზუსტად არ ახსოვს. ნიკონის ფირმის ფოტოაპარატით მოხდა შემთხვევისა დგილის დასურათება მათი შეხედულებისამებრ. არის შემთხვევები როდესაც სურათები გადააქვთ დისკზე ან ფლეშკაზ,ე ან განყოფილებაში მიდიან და კომპიუტერში გადააქვთ.

 

3.9 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ლ-–- მ-------, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტად. 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, შეტყობინების შემდეგ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ. რ-------–-, კ--------------–- მდებარე „---------–----–--. მასთან ერთად იყო მისი მეწყვილე მ-–--------–-----, გამომძიებელი ლ-–- მ---------–---–- და კ--------–-----ს წარმომადგენელი - მენეჯერი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არაფერი არ იქნა, მხოლოდ ფოტოები გადაიღეს როგორც თვითონ, ასევე მისმა მეწყვილემაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ იცოდნენ, რომ ტოტალიზატორ ,,---------–----–-“ მოხდა დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტი. ექსპერტ-კრიმინალისტები შეხედულებისამებრ ათვალიერებენ, ასევე ითვალისწინებენ გამომძიებლის მითითებებს, რადგან ის არის ხელმძღვანელი. მათ დაფიქსირებული აქვთ უშუალოდ ტერიტორია, გარე და შიდა პერიმეტრი და შესაბამისად ის კამერები, რომლებიც შიგნით იდგა.

 

3.10 ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000980518 დასკვნით (ტომი 1, ს.ფ. 18-20) დადგინილია, რომ ლ---- ე-------ს 02.02.18 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-------------–----, რომელმაც განმარტა, რომ თავის არეში იგულისხმება თხემ საფეთქლის მიდამო. დაზიანების მიყენების საათების სიზუსტეს ვერ განსაზღვრავს ექსპერტი, საუბარია დღეების სიზუსტეზე, შუბლ-თხემი და თხემ-საფეთქელი ერთი და იგივე არ არის. კედელიც და მაგიდაც ბლაგვი საგანია.

 

3.11 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 (ტომი 1, ს.ფ. 1) დადგენილია შემდეგი:

 

2018 წლის 1 თებერვალს 07.0--1983 წ/დ ლ--------------, რომელიც მუშაობს ქ.რ-------–-, კ--------------------–ი მდებარე ტოტალიზატორ „---------–-----–--- კერძო დაცვის თანამშრომლად, განაცხადა, რომ მისთვის უცნობმა რამდენიმე მამაკაცმა აღნიშნულ ობიექტზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.12. 2018 წლის 01 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ტომი 1, ს.ფ. 6-116) დადგინდა შემდეგი:

 

შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ. რუსთავი, კოსტავას ქუ--, N---–- მდებარე ტოტალიზატორი „კ--------–-----“. ტოტალიზატორის შესასვლელის მაღლა მარცხნივ კუთხეში მოთეთრო ფერის არკაზე კედელზე აყენია ორი ცალი მართკუთხა ფორმის მოთეთრო ფერის კამერა, რომელიც უყურებს შემოსასვლელს, მის მოპირდაპირედ აყენია ასევე ორი ცალი მოთეთრო ფერის მართკუთხა ფორმის კამერა, რომელიც ასევე უყურებს შემოსასვლელ კარებს. ტოტალიზატორის შესასვლელი კარების მაღლა სიგრძეზე აწერია „c---------“, კრისტალბეთში შესასვლელია ერთ ფრთიანი რკინის კარით, შესასვლელიდან პირდაპირ კედელზე განთავსებულია 6 ცალი მართკუთხა ფორმის მონიტორი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა აზარტული თამაშები, მონიტორების დაბლა სიგრძეზე გაწყობილია გამჭირვალე ფორმის მინის ჩარჩოები, სადაც ტოტალიზატორის მენეჯერის, თ-----------–-–---–-ს განმარტებით არის ოპერატორების ოთახი. ტოტალიზატორის შემოსასვლელი კარებიდან მარცხნივ კედელზე განთავსებულია მოყავისფრო ფერის დაფა, სადაც სამ რიგად გამოკრულია სხვადასხვა წარწერებიანი ფურცლები, მის პირდაპირ ბეტონის კედელზე მაღლა აყენია მოშავო მომრგვალო ფორმის კამერა, რომელიც უყურებს დარბაზს, შემოსასვლელი კარებიდან მარჯვნივ კედელზე განთავსებულია მოყავისფრო ფერის დაფა, სადაც სამ რიგად კიდია სხვადასხვა წარწერებიანი თაბახის ფურცლები, დაფის მაღლა აყენია ოთხი ცალი მონიტორი, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა აზარტული თამაშები, მონიტორების მაღლა აყენია, მომრგვალო მოშავო ფორმის კამერა, რომელიც უყურებს შემოსასვლელ კარებს და დარბაზს. შემოსასვლელ დარბაზში არის მაგიდები და სკამები, რომლებიც არ არის არეული და დაზიანებული. შემოსასვლელი კარებიდან მარცხნივ გავდივართ ტოტალიზატორის მეორე დარბაზში, სადაც განთავსებულია კომპიუტერები, მათ მაღლა კედელზე არის განთავსებული მართკუთხა ფორმის სხვადასხვა ზომისა და ფორმის მონიტორები, მათ მაღლა განთავსებულია მოთეთრო მართკუთხა ფორმის კამერა. შემთხვევის ადგილი დეტალურად დათვალიერდა და დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რა დროს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული და ნანახი ვერ იქნა.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე გ----–-----, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებულებს დ------------------ს და მ----------------ეს იცნობს ქალაქიდან, ლ---- ე-------საც იცნობს ქალაქიდან.

 

ქ. რ-------–-, არკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ხალხმრავლობა, დაინტერესდა და მივიდა. ნახა, რომ კრიმინალური პოლიცია და დაცვის პოლიცია იდგა და რაღაცას არკვევდნენ. ერთი დაცვის პოლიციელი ძალიან მაღალ ხმაზე ყვიროდა. ის ამბავი დამთავრდა და განიმუხტა სიტუაცია. ამის შემდეგ ტოტალიზატორში ფეხბურთის საყურებლად შევიდა, ამ დროს მიიქცია ყურადღება დაცვის თანამშრომელმა, პირველად ნახა იმ პოზიციაზე, ყურადღება მიიქცია, დ------, ლ----ის, უ--ს და მ------- ერთმანეთთან საუბარმა. დაინტერესდა რა ხდებოდა, რომ მივიდა ისეთი არაფერი საუბარი არ იყო, შემდეგ დაიძაბა საუბარი, შეესწრო ასეთ სიტუაციას, რომ დ----- ეუბნებოდა რომ გელაპარაკები მომისმინეო, დაცვა კი ყურადღებას არ აქცევდა. რაც ახსოვს ისაა. რომ ლ----ი დ------ შემოსაცმელს ხელით ჩაებღაუჭა და დ----- ცდილობდა მოეშორებინა, ამ დროს მ------ შუაში ჩადგა და გაწევ-გამოწევა მოხდა. ვინაიდან არ ჰქონდა არცერთთან ახლო ურთიერთობა შუაში არ ჩადგა და განეიტრალებას შეეცადა. განეიტრალების დროს ჩხუბიც მოხდა 5-6 წამი, შემდეგ ლ----ი წაიქცა, შეეცადა სიტუაცია განემუხტა და ადამიანები გაიყვანა გარეთ. უ-- არის მისი მეზობელი, ის ლ----ის ნათესავია, ბიჭებთან რა ურთიერთობა აქვს არ იცის. ბოლომდე იქ იყო თუ არა არ იცის. რასაც შეესწრო დაინახა, რომ ლ----ი დ------ შეეხო პირველად საყელოზე, დ----- ხელს აშვებინებდა, მ------ ჩადგა შუაში და მასაც ხელი ჰკრა. ლ----ისთვის ვინმეს სახეში მოერტყა არ დაუნახავს. მაგიდა სადაც ისხდნენ შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ დგას. ლ----ი შემოსასვლელიდან ზურგით იჯდა, პირი ჰქონდა პირდაპირ კედლისკენ. სამი მხრიდან არის კედელი, ლ----ი იჯდა შემოსასვლელიდან ზურგით, დ----- იჯდა ლ----იდან მარჯვნივ. ტოტალიზატორში ბევრი ხალხი იყო, მუშაობს პროცესი მიმდინარეობდა, თვითონაც დაწერა ბილეთი. ბრალდებულებისგან სანამ ჩხუბი დაიწყებოდა რაიმე ცუდი სიტყვა არ ახსოვს, ჩხუბის დროს შეიძლება თქვეს, მაგრამ არ ახსოვს. ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელი წაიქცა და ზედ ერთი დაეცა, მაგრამ არ იცის ვინ.

 

გამოძახებული დაცვის თანამშრომელი ყვიროდა გარეთ, გარეთ ბევრნი იდგნენ, კრიმინალური პოლიციაც იდგა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ისეთი აღქმა დაეუფლა, რომ არაფერი ხდებოდა და ეს კაცი ტყუილად ყვიროდა. როცა ყურადღება მიაქცია ამ ადამიანებს უკვე მაგიდის გარშემო ისხდნენ. დ----- დაცვის თანამშრომელს ეუბნებოდა რომ მისთვის მოესმინა, ამ ფაქტმა მიიპყრო ყურადღება, ამ დროს დაცვის თანამშრომელმა დ------ ქურთუკზე ხელი მოკიდა. ამ დაცვის თანამშრომლის ფუნქცია პროვოკაციაზე წამოგება იყო პირიქით, ლ----მა დ------ წამოაგო, როცა ხელით შეეხო. სხვა არცერთი დაცვის დროს კონფლიქტები არ მომხდარა. ლ----ი რომ წაიქცა ისიც დაინახა, ბრალდებულებმა დაარტყეს თუ არა ხელი ვინმეს დანამდვილებით ვერ იტყვის, ლ----ის სახეში ხელი არ მოხვედრია ბრალდებულისგან. დანამდვილებით შეუძლია იმის თქმა, რომ ლ----ი შეეხო პირველი დავითს ქურთუკზე. შესაძლებელია დაზიანებები, რომელიც ლ----ს აქვს მიღებული, მისი წაქცევის დროს მიეღო. დავითს ქურთუკი ჰქონდა გახეული, მაგრამ არ ახსოვს სად გაეხა, უშუალოდ პროცესი არ დაუნახავს. ერთად გავიდნენ ტოტალიზატორიდან სამნი. ამ ფაქტზე პოლიციელებთან არ ულაპარაკია. გამომძიებლის სტატუსით მისთვის არავის არაფერი არავის უკითხავს, არც სხვისთვის უთქვამს ამ ფაქტის შესახებ. პოლიციაში არ მისულა ამ ფაქტზე სალაპარაკოდ თავისი ინიციატივით. მესამე თუ მეოთხე დღეს გაიგო, რომ დაცვამ ბიჭებს უჩივლა. ლ----ის გარდა ვინ წაიქცა არ იცის, არ იცნობს იმ პიროვნებას.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ა-–----------------------, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებულებს დ------------------ს და მ----------------ეს იცნობს ქალაქიდან, ახლო ურთიერთობა მათთან არ აქვს, ერთი საერთო ნაცნობი ჰყავთ. დაცვის თანამშრომელს არ იცნობს. 2018 წლის თებერვალში, რიცხვი არ ახსოვს უნივერსიტეტიდან მოდიოდა, ღამე იყო, ტოტალიზატორ კ--------–--------- დაინახა ბევრი პატრულის თანამშრომელი, პიკაპიც იყო, დაცვის პოლიციაც. ამის გამო შევიდა ტოტალიზატორში, რომ გაერკვია რა ხდებოდა. თავად ტოტალიზატორში იშვიათად შედის. შიგნით, რომ შევიდა მარჯვენა მხარეს დაინახა, რომ ისხდნენ დ------------------ი, მ----------------ე, დაცვის თანამშრომელი, გარშემო ხალხი იყო შემოხვეული. მ------ იჯდა მაგიდის მარცხენა მხარეს, დ----- ხან იქით გადიოდა, ხან აქეთ. ბოლოს დ----- კედლის მხარეს იჯდა როცა დაცვამ ხელი მოკიდა, დაცვის თანამშრომელი ისე იჯდა, რომ კედლის მხარეს იყურებოდა, კარებიდან მაგიდის მარჯვენა მხარეს იჯდა, ხოლო მაგიდა მარჯვენა მხარეს ბოლო კუთხეშია, აქეთ მხარეს გამოსასვლელია მოლარეები ზიან. ძალიან ბევრი ხალხი იყო, სალაროსთანაც ბევრი ხალხი იდგა და არ ჰგონია კარგად გამოჩენილიყო რამე. მაგიდასთან იმის განხილვა იყო რატომ მისცა შენიშვნა დაცვის თანამშრომელმა, ეუბნებოდა რატომ გვაქვს ესეთი დაძაბული ურთიერთობა ორ სიტყვას გეტყვიო. მ------ ელაპარაკებოდა დაცვის თანამშრომლებს, ეკითხებოდა ასე ცინიკურად და ირონიულად რატომ ელაპარაკებოდა. დაცვის თანამშრომელი იყო ცინიკური, სახეზეც ეტყობოდა ირონია. მ------ ეუბნებოდა დაცვის თანამშრომლებთან ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ტელეფონით დღემდე ვურთიერთობ და შენ პირველად ხარ შემოსული და ეს ინციდენტი რამ გამოიწვიაო, ეკითხებოდა აგდებულად და ცინიკურად რატომ გველაპარაკები, რა დაგიშავეთო, ამაზე დაცვის თანამშრომელმა თავი გაწია და უთხრა დაიცა რა თავი დამანებეო. აქედან გამომდინარე დ-----მ უთხრა უზრდელი ხარ, რატომ არ გვისმენ, ან მოგვისმინე ან შენ გვითხარი რის საფუძველზე ხდება ეს ყველაფერიო. ამაზე დაცვის თანამშრომელმა ტანსაცმელზე ყელთან მოკიდა ხელი დ------, დ----- რომ წამოდგა ფეხზე ყველა წამოდგნენ, ხელზეც მოკიდეს ხელი რომ გაეშველებინათ და მანაც ისე გამოქაჩა, რომ დ------ ქურთუკი გაეხა, კედელზეც მიეჯახა დ-----. დ------აც ხელი გააშვებინეს, რადგან დ------აც ეჭირა ხელი, დაძაბულობა რომ არ ყოფილიყო მაგიტომ ჩაერივნენ, დ------აც მაგიტომ გააშვებინეს ხელი, უთხრეს გაუშვი ხელი და ჩვენ გავწევთ მაგასო. ყველა აშველებდა დაცვის თანამშრომელს, გამოყავდათ დაცვა და ამ დროს წაბორძიკდნენ და დაბლა დაეცნენ, თავად გვერდზე გადავარდა, ჩოჩქოლი იყო, გაწევ-გამოწევა, ვიწრო ადგილი იყო, ვინ როგორ რას აკეთებდა ის არ ახსოვს, მაგრამ დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ დაცვის თანამშრომლისთვის ხელი არავის არ დაურტყამს. დაცვის თანამშრომელი იგინებოდა, გამომწვევად იქცეოდა ამის შემდეგაც. 10-15 წუთი გაგრძელდა მაქსიმუმ ეს ჩხუბი. დ------------------ი და მ----------------ე მშვიდად საუბრობდნენ. დაცვის თანამშრომელს რაიმე დაზიანება არ მიუღია როგორც იცის. ნასვამი არ ჩანდნენ ბრალდებულები.

 

შიგნით რომ შევიდა მერე გარეთ იდგნენ თუ არა პოლიციელები არ იცის. პირველი ჩხუბის დროს მოხდა პოლიციის გამოძახება როგორც იცის, დაძაბული საუბარი იყო დაცვის თანამშრომელს, დ------------------ს და მ----------------ეს შორის, დაცვა ეუბნებოდა ბრალდებულებს ხმამაღლა რატომ საუბრობთო და ამაზე მოხდა ეს უთანხმოება.

 

თვითონ აშველებდა, რომ წყნარად დამთავრებულიყო ყველაფერი. ლ----ს ეუბნებოდნენ ხელი გაეშვა, დაცვის თანამშრომელს აშოშმინებდა, იგინებოდა, გამომწვევად საუბრობდა, მისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა, მ------- მიმართ იყო ირონიულად განწყობილი. სამ კვირაში გაიგო, რომ ბრალი წაუყენეს. პოლიცია რომ მივიდა გარეთ იყვნენ ამ დროს, დაინახა საპატრულო პოლიციის მანქანები რომ მივიდნენ, რომ დაშოშმინდნენ ამის შემდეგ წამოვიდა იქიდან.

 

ლ. ე------- დაზიანებას თუ მიიღებდა ეს იქნებოდა წაქცევის დროს, ისეთ ადგილზე იყვნენ, რომ კარების მარცხენა მხარეს არის დახლი, ხელის ჩამოსადებია, წაქცევის დროს შეიძლება თავი დაარტყა რაღაცას, ისეთი ადგილია, რომ შეიძლება გამოწეულ ადგილზე თავი დაერტყა. იქ რომ ვინმეს ხელი მოექნია არ დაუნახავს. გ----–----- იყო შემთხვევის ადგილზე, მასაც ქალაქიდან იცნობს, ტოტალიზატორიდან გამომდინარე.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული დ------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 1 თეერვალს შევიდნენ ტოტალიზატორ ,,---------–----–-“ და მარცხენა მახარეს დარბაზში დასხდნენ, აქეთ იყო ხმაური სათამაშოდ არ შესულან. 5-10 წუთით აპირებდნენ გაჩერებას, მ------ ესაუბრებოდა ა-–-----------, ზუსტად ორ წუთში მოვიდა დაცვის თანამშრომელი და მ------- უთხრა ნუ ხმაურობდნენ, ამაზე წავიდა საუბარი, გოგოები შეწუხდნენო უთხრა, მერე მ------მ უთხრა ვინ შეწუხდა ბოდიშს მოუხდიდა, ლ-------------- უთხრა რა ,,რაზბორკები“ გამიმართეთო. ამის მერე ხელი დაადო მხარზე და უთხრა ეს რა საუბარი იყო, იმან კი ხელი ჩაარტყა, ამას მოყვა შელაპარაკება და გავიდნენ გარეთ, დაცვის პოლიცია და პატრულიც მივიდა, ყველა აგრესიულად იქცეოდა ერთი დაცვის პოლიციის მიმართ, ის ყველას ეუბნებოდა გაჩერებულიყვნენ თორე დაიჭერდათ. ხმაური სწორედ დაცვის პოლიციის ამ საქციელმა გამოიწვია. შემდეგ შებრუნდნენ უკან და დაცვის პოლიციაც წავიდა, ლ----ი იჯდა მაგიდაზე და ოპერატორებს უყურებდა პირდაპირ, მას ეჯდა მ------ და მარჯვენა მხარეს დაუჯდა. თვითონაც დაჯდა და უსმენდა მ-------ა და ლ----ის საუბარს, ის ეუბნებოდა რომ ყოველდღე შედიოდა და დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია, ის კი ეუბნებოდა დაწყნარდი ბიჭოო, საუბარში რომ ჩაერია უთხრა გაჩუმდი ბიჭოო, მან უთხრა უზრდელი ხარო და ამ ყველაფერს მოყვა ჩხუბი, საყელოში მოკიდა ხელი, წამოდგომა რომ სცადა, წავიდა ჩოჩქოლი, მ------ წინ ჩაუდგა, ლ----ის ვეღარ წვდებოდა ჩოჩქოლში, 2 წუთში კი ძირს ეგდო, წაიქცა და სხვაც წაიქცა მასთან ერთად. თვითონ ქურთუკი ჰქონდა შემოხეული. ლ----ის დეიდაშვილიც იქ იყო, გ----–-----ც, მ----------ც, ესენი მის გარშემო იყვნენ და შეესწრნენ ამ ამბავს. წამოვიდნენ და წავიდა სახლში, გამოიცვალა და ისევ ეზოში ჩამოვიდა, მ-------თან ერთად იყო ეზოში. მ------მ დაურე-- რამდენიმე დღის შემდეგ და უთხრა, რომ განყოფილებაში იყო. დაახლოებით ხუთ საათზე დახვდა პოლიციელი და უთხრა, რომ ლ-–- მ---------–---–- იყო და პოლიციაში იყო დაბარებული. უთხრა რომ მის ძმასაც ესაუბრა და მისულიყო პოლიციაში, ისეთი არაფერი იყო. ამ პიროვნებამ ნდობა დაიმსახურა, რადგან მისი ძმაც გამომძიებელია. უნდოდა ქურთუკი გადაეცა, ლ-–-მ უთხრა ეგ არაფერს არ მისცემდა. უთხრა რომ ხელი არ დაურტყამს, ლ-–-მ კი უთხრა, რომ კამერებში ჰქონდა ნანახი. მუშტი არ დაურტყამს საფეთქელთან ისეთი, რამ რომ დაეზიანებინა. ჩვენება არ წაიკითხა და ხელი მოაწერა. დაკითხვიდან ორ დღეში ის და მ------ გამომძიებელმა დაიბარა, ეგონა რომ ადმინისტრაციულად იქნებოდა დაჯარიმებული. ლ-–-მ უთხრა რომ პროკურორის შემოთავაზება იყო ასეთი: 2000 ლარიანი ჯარიმები და ორივეს ნასამართლობა, მაგრამ უთხრა, რომ არ აწყობდა, რის გამო უნდა ყოფილიყო ნასამართლევი, შემდეგ მიმართა ადვოკატს. ლ-–-ს შეხვდა ისევ და მან ჰკითხა რომ აბა რა მოატყუა, მან უთხრა რომ ქურთუკის ამბავი და მუშტის დარტყმის თემა, ლ-–-მ დაიგინა და თქვა რომ მის წინააღმდეგ წავიდოდა, შემდეგ მ------ შეიყვანა ოთახში და მას ელაპარაკა. ლ---- ე-------ს შეხვდნენ მარტის თვეში და მან უთხრა რომ კამერების დათვალიერების დროს გამომძიებელი უსვამდა კითხვებს და მერე უღებდა კამერით, ასევე ხელწერილის დაწერის თაობაზე რომ პრეტენზია არ აქვს.

 

მათთან ერთად იყო ა-–----------, მაგრამ გვარი არ ახსოვს, კონფლიქტის დროს ხალხი შეგროვდა, არ დაუნახავს, რომ ამ ა-–----------- ე------ისთვის დაერტყა. არ იცის ვინმე დაინტერესებულია თუ არა მათი საქმით, მაგრამ ფაქტია რომ დაინტერესებულები არიან, რომ მის წინააღმდეგ თქვან რამე. ქალაქიდან ე-------ს და მის დეიდაშვილებსაც იცნობს. ე-------მ უთხრა მათ, რომ რას გადაეკიდნენ პოლიციელები, ასევე უთხრა რომ ჩვენება რომ მისცა უთხრეს, რომ მათ არ დაიჭერდნენ. მათთან მიდის და მათ სასიკეთოდ ლაპარაკობს, პოლიციაში კი იმათი. ადამიანისთვის ზიანი არ მიუყენებია, საპროცესოს გააფორმებდა რამე რომ ყოფილიყო, არ უნდა ნასამართლობა. გამომძიებელმა ლ-–------------–---–-- უთხრა რომ მის წინააღმდეგ წავიდოდა. გ----–-----ს იცნობს ძალიან დიდი ხანია, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია. შანიძემ თვითონ გამოხატა ინიციატივა რომ ჩვენებას მისცემდა, მას უთხრა რომ იქ იყო და დაინახა რომ არავისთვის დაურტყამს. არ იცის შანიძემ მიმართა თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენების მისაცემად.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული მ----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ის დ----- და ა-–----------, შევიდნენ ტოტალიზატორში, მაგიდასთან დასხდნენ და ლაპარაკობდნენ, ბევრი ხალხი იყო ტოტალიზატორში. 15-20 წუთში მივიდა დაცვა და უთხრა რომ მშვიდად ელაპარაკა. ჰკითხა ვინ იყო, იმიტომ რომ ფორმა არ ეცვა, სალაროს მხარეს სულ ასეთი ჩოჩქოლია, უთხრა რომ ხმაურს იწვევდა, უთხრა რომ სხვებიც ხმაურობდნენ და მაინცდამაინც მასთან რატომ მივიდა, როცა არ ხმაურობდა. ყველა დაცვის თანამშრომელს იცნობს და ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, უთხრა რომ ოპერატორი გოგოები წუხდებოდნენ, მან უპასუხა, რომ მოუბოდიშებდა. რა ,,სხადნიაკი“ გამიმართეო უთხრა დაცვამ. საუბარში შეყვნენ, შემდეგ გავიდნენ გარეთ, დაცვის პოლიცია მივიდა, ერთ-ერთი პოლიციელი წარამარა იძახდა დამშვიდებულიყვნენ თორე დაიჭერდა. ცოტახანში შიგნით შევიდა, მაგიდასთან იჯდა ლ----ი, დაუჯდა გვერდზე და მეგობრულად უთხრა, რომ რამხელა რამე გამოიწვია, კიდევ მოუწევდა შესვლა და ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა, ამაზე ელაპარაკებოდა და მან კი უთხრა, როგორც მან უთხრა ისე იქნებოდა და უნდა შევიდოდა და უნდა არა, სულ არ აინტერესებდა სხვებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. ამ ლაპარაკის დროს დ----- შევიდა და უთხრა რომ მეგობრულად ელაპარაკებოდა, ისიც გააჩუმა, წამოდგა და წვდა ქურთუკში, თვითონ ხელს აშვებინებდა, ხალხი წამოდგა, ჩოჩქოლი ატყდა. ლ---- ე------- დახლთან წაიქცა, თან აგინებდა მას. კიდევ ერთი პიროვნება წაიქცა. ამის შემდეგ წამოვიდნენ სახლებში. დ----- მოშენებულ კედელთან იყო, ლ---- ე------- ხმამაღლა ლაპარაკობდა. როგორც ახლა ლაპარაკობს, ისე ლაპარაკობდა ე-------სთანაც. გამომძიებელმა ლ-–------------–---–-- რამდენიმე დღის მერე დაურე-- და უთხრა, რომ განყოფილებაში უნდა მისულიყო, მან უთხრა რომ არაფერი იყო, უმნიშვნელო ნიუანსები იყო და პატარა რაღაცას გამოკითხავდა, დაკითხვას იწერდა კომპიუტერში, შემდეგ წააკითხა კომპიუტერში ძლივს-ძლივობით, რომ წაიკითხა უთხრა რომ ესეთი რაღაცეები არ უთქვამს, შემდეგ შეასწორეს და ხელი მოაწერა, ვერც წარმოიდგენდა რომ იმას დაწერდა რაც არ უთქვამს, დ--------ანს ხელი არ დაურტყამს. ლ-–-მ უთხრა, რომ პროკურატურიდან შეთავაზება იყო მისული - 2000 ლარი ჯარიმა ექნებოდათ და ნასამართლობა. ლ---- ე-------ს შემთხვევით შეხვდნენ მერიასთან და ილაპარაკეს, ამბობდა, რომ რას გადაეკიდნენ, რომ მათგან არაფერი არ უნდოდა და ლ-–-მაც ტელეფონი აუფეთქა. ასევე თქვა რომ პრეტენზია არ ჰქონია მათთან და ამას წერილობით დაწერდა.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლომ შეაფასა რა ბრალდებულთა მიერ მათ ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები, შეადარა რა ისინი მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ჩვენებები არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია და გამიზნულია პასუხისმგებლობის არიდებისკენ. მათ მიერ მითითებული გარემოებები, ვერ აქარწყლებენ სხვა მოწმეთა ჩვენებებში მითითებულ ფაქტებს და გარემოებებს.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 1 თებერვალს ქ. რ-------–-, კოსტავას ქუ--, N---–- მდებარე ტოტალიზატორი „---------–----–-- შესული დ------------------ი და მ----------------ე საუბრობდნენ ხმამაღლა, იმდენად, რომ მათ დაცვის თანამშრომელმა ლ-------------- მოუწოდა სიმშვიდისკენ, აღნიშნული დამცირებად მიიღეს დ------------------მა და მ----------------ემ და შენიშვნაზე ლ---- ე-------ს უპასუხეს უხეშად. ის ფაქტი, რომ სწორედ ლ---- ე------ის შენიშვნამ გამოიწვია ბრალდებულების გაღიზიანება დაადასტურეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მოწმეებმაც. შელაპარაკება გადაიზარდა კონფლიქტში, მაგრამ ლ-------------- მალევე მოახდინა კონფლიქტის განეიტრალება და ბრალდებულები გაიყვანა შენობიდან. გამოძახებულ იქნა დაცვის პოლიციაც. სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ პოლიციელების წასვლის შემდეგ განაწყენებული დ------------------ი და მ----------------ე ბრუნდებიან შენობაში და მიზანმიმართულად სხდებიან იმ მაგიდასთან, სადაც ზის ლ---- ე-------, ანუ მათ შენობაში დაბრუნებისთანავე განზრახული ჰქონდათ ლ---- ე------ისთვის პასუხის მოთხოვნა, რაც განახორციელეს კიდეც, ეს კი გამოიხატა მათი მხრიდან დამცინავ და ირონიულ დამოკიდებულებაში დაზარალებულის მიმართ, დაცვის მოწმემაც კი განმარტა, რომ დ------------------მა ლ---- ე-------ს უზრდელი უწოდა და სთხოვდა პასუხს შენიშვნაზე, რომელსაც არ იმსახურებდა. ის გარემოება, რომ დ------------------მა ნამდვილად დაარტყა ხელი ლ---- ე-------ს, და შემდეგ მ----------------ეც ჩაერთო ჩხუბში, დადასტურებულია თვითმხილველი მოწმეების ლ---- ე------ის, თ-----------–-–---–-ს, ნ----- კალანდაძის, ე-–--- ნ-----–----ს, ნ----- კაპანაძის და ე--ტ------ სოფრომაძის ჩვენებებში. ყველა ამ პირის ჩვენება თანმიმდევრულია და თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ის გარემოება, რომ სწორედ ამ კონფლიქტის შედეგად მიიღო დაზიანება ლ-------------- და განიცადა ფიზიკური ტკივილი, დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ამ დღეს სხვა პირებთან ლ---- ე-------ს კონფლიქტი არ მოსვლია. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ამ მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობრივ ხასიათსა და არათანმიმდევრულობაზე, რადგან მოწმეების დაკითხვაში თავად დაცვის მხარემაც მიიღო აქტიური მონაწილეობა და არცერთ მათგანთან არსებითი მნიშვნელობის წინააღმდეგობრიობა ან არათანმიმდევრულობა არ გამოკვეთილა. ყველა მათგანმა დაადასტურა მის მიერ გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და სასამართლოს წინაშეც ჩვენების მიცემისას, არ გამოკვეთილა შეუსაბამობები.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულების დ------------------ის და მ----------------ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად - გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულების დ------------------ის და მ----------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დ------------------ს და მ----------------ეს მსჯავრი უნდა დაედოთ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

მ----------------ის და მ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული ელექტრონული დისკი დალუქულ მდგომარეობაში, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000(ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. მ----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000(ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მ----------------ის და დ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული ელექტრონული დისკი დალუქულ მდგომარეობაში, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ე--ტ------ პართენიშვილი