განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
330100119002890922
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1041-19

(#------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

06 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თამაზ მებონია

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - გ------ი გ-------–ის ძე ყ-------–ი (დ---დებული - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დ------------–ი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, შ--------–ის შ-------იN----ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, დ----–------, ფ---------ის ქუჩა #---ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატები - ა-–---------ე ა-–----–---–ი, ი----- ბ-------–---–ი და ი----- ხ-------ე.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით და სამი პირის მიმართ.

 

2. ბრალდებული - ე------ ნ-----–----ის ძე ზ-------–---–ი (დ---დებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დ------------–ი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, დ----–------, ს-----ის ქუჩა #--ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატები - შ------- ძ-------ე, ლ-------------ე და ს--–---ე ჩ-----–--ე.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

დისპოზიცია: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ------ი ყ-------–ის მიმართ: 2018 წლის 0------------ს გ------ი ყ-------–ი მეგობარ - ე------ ზ-------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ--- წ-----ში, შ----- რ---------–ის ქუჩა N----ში მდებარე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში და იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. ამავე რესტორანში სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში იმყოფებოდნენ მეგობრები: გ------ი ა-–----–---–ი, ზ----- მ-----–---–ი, ი-----–ი ჭ-------ა და ჭ----- გ--–----–---–ი, რომლებთანაც დაახლოებით 23:00 საათზე მივიდა გ------ი ყ-------–ი და სრულიად უმიზეზოდ მიმართა უხეშად. ამავდროულად, ჯიბიდან ამოიღო დანა და მოკვლის განზრახვით მიაეყენა მათ მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. კერძოდ, ჭ----- გ--–----–---–ს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები შემავალი მუცლის ღრუში, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხრის და თხემის მიდამოში. ი-----–ი ჭ-------ას მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები სახის არეში, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში, მარცხენა მხრის და მარცხენა მტევნის მიდამოში, ხოლო ზ----- მ-----–---–ს - მარცხენა მტევნის პირველი თითის ჭრილობა და ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა იდაყვის სახსრის, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის მიდამოში. ამასთან, გ------ი ყ-------–ი მათ მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და არ აძლევდა დარბაზიდან გასვლის საშუალებას. აღნიშნულის შემდეგ ჭ----- გ--–----–---–მა ამოიღო ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი და მიმართა გ------ი ყ-------–ის მიმართულებით, რის გამოც ეს უკანასკნელი შეყოვნდა, რითაც ისარგებლეს გ------ი ა-–----–---–მა, ზ----- მ-----–---–მა, ი-----–ი ჭ-------ამ, ჭ----- გ--–----–---–მა და დატოვეს რესტორანი. აღნიშნული გარემოების და დაზარალებულებისათვის დროულად გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გ------ი ყ-------–მა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

1.2. ე------ ზ-------–---–ის მიმართ: 2018 წლის 0------------ს, ე------ ზ-------–--–ი, გ------ი ყ-------–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ--- წ-----ში, შ----- რ---------–ის ქუჩა N----ში მდებარე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 23:00 საათზე, გამოხატა რა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, უმიზეზოდ მივიდა ამავე დარბაზში N4 მაგიდასთან, სადაც ისხდნენ გ------ი ა-–----–---–ი, ზ----- მ-----–---–ი, ი-----–ი ჭ-------ა და ჭ----- გ--–----–---–ი, სტუმრებისათვის განკუთვნილი მაგიდიდან ჯერ აიღო შუშის ჭიქა, რომელიც ესროლა ზ----- მ-----–---–ს, ხოლო შემდგომ - შუშის გრაფინი თავში ჩაარტყა ჭ----- გ--–----–---–ს. ე------ ზ-------–---–ის ქმედების შედეგად გამოწვეულ ხმაურზე დარბაზში შეიკრიბა მომსახურე პერსონალი, ხოლო სტუმრები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რესტორანი. ე------ ზ-------–---–ის ქმედების შედეგად შეფერხდა ობიექტის ნორმალური ფუნქციონირება.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. გ------ი ყ-------–ის მიმართ: 2018 წლის 0------------ს გ------ი ყ-------–ი მეგობარ - ე------ ზ-------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ--- წ-----ში, შ----- რ---------–ის უჩა N----ში მდებარე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში და იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. ამავე რესტორანში სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში იმყოფებოდნენ მეგობრები: გ------ი ა-–----–---–ი, ზ----- მ-----–---–ი, ი-----–ი ჭ-------ა და ჭ----- გ--–----–---–ი, რომლებიც ხმაურობდნენ და უხამსი სიტყვებით საუბრობდნენ ერთმანეთში. დაახლოებით 23:00 საათზე მათთან მივიდა გ------ი ყ-------–ი, რათა ამ უკანასკნელთ შეეწყვიტათ ბილწსიტყვაობა და მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ. აღნიშნული საუბარი მალევე გადაიზარდა ერთმანეთში სიტყვიერ დაპირისპირებაში, რა დროსაც, გ------ი ყ-------–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მიაეყენა მათ მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. კერძოდ, ჭ----- გ--–----–---–ს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები შემავალი მუცლის ღრუში, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხრის და თხემის მიდამოში. ი-----–ი ჭ-------ას მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები სახის არეში, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში, მარცხენა მხრის და მარცხენა მტევნის მიდამოში, ხოლო ზ----- მ-----–---–ს - მარცხენა მტევნის პირველი თითის ჭრილობა და ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა იდაყვის სახსრის, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის მიდამოში. აღნიშნულის შემდეგ ჭ----- გ--–----–---–მა ამოიღო ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი და მიმართა გ------ი ყ-------–ის მიმართულებით, რის გამოც ეს უკანასკნელი შეყოვნდა, რითაც ისარგებლეს გ------ი ა-–----–---–მა, ზ----- მ-----–---–მა, ი-----–ი ჭ-------ამ, ჭ----- გ--–----–---–მა და დატოვეს რესტორანი. ამ გარემოების და დაზარალებულებისათვის დროულად გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გ------ი ყ-------–მა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2.2. ე------ ზ-------–---–ის მიმართ: 2018 წლის 0------------ს, ე------ ზ-------–--–ი, გ------ი ყ-------–თან ერთად, იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ--- წ-----ში, შ----- რ---------–ის ქუჩა N----ში მდებარე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში, სადაც მიიღო მცირეოდენი ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 23:00 საათზე მივიდა ამავე დარბაზში N4 მაგიდასთან, სადაც ისხდნენ გ------ი ა-–----–---–ი, ზ----- მ-----–---–ი, ი-----–ი ჭ-------ა და ჭ----- გ--–----–---–ი. დაინახა რა, რომ მის თანმხლებ მეგობარსა (გ------ი ყ-------–ი) და N4 მაგიდასთან მსხდომ პირებს შორის მიმდინარეობდა ჩხუბი, თავისი მეგობრის „დახმარების“ მიზნით, ე------ ზ-------–---–მა სტუმრებისათვის განკუთვნილი მაგიდიდან ჯერ აიღო შუშის ჭიქა, რომელიც ესროლა ზ----- მ-----–---–ს, ხოლო შემდგომ - შუშის გრაფინი თავში ჩაარტყა ჭ----- გ--–----–---–ს, რითაც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გ------ი ყ-------–ის და ე------ ზ-------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გ------ი ყ-------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, ე------ ზ-------–---–ის მიერ კი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე, ვერ იქნა დადასტურებული.

 

3.2. სასამართლო ქვემოთ დეტალურად გაანალიზებს და შეაფასებს ყველა იმ რელევანტურ მტკიცებულებას, მათ შორის, მხარეების მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ი-----–ი ჭ-------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0------------ს, ი-----–ი ჭ-------ა, ზ----- მ-----–---–ი, გ------ი ა-–----–---–ი და ჭ----- გ--–----–---–ი შეიკრიბნენ ზ----- მ-----–---–ის სახლთან და გადაწყვიტეს წასულიყვნენ დ--- წ-----ში მდებარე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სადაც დაახლოებით 19-20 საათისათვის მივიდნენ, დასხდნენ მაგიდასთან და შეუკვეთეს მსუბუქი მენიუ, ღვინო, ყველი და ხილი, საჭმელი არ შეუკვეთავთ, მ-----–---–მა მაშინვე მისცა ფული მიმტანს, რათა სხვებს არ გადაეხადათ. ზ----- მ-----–---–ი მ--------ის მ--------–ის თანამდებობიდან ახალი წასული იყო, ახალი ხელმძღვანელობა ჰყავდათ და საუბრობდნენ, თუ რა ხდებოდა სამ--------ოში, შემდეგ ჩვეულებრივ თემებზე გადავიდნენ. ი-----–ი ჭ-------ა და ზ----- მ-----–---–ი 8 წელი ერთად მუშაობდნენ ნ-------–-------აში და ზ-----ი გ------ი ა-–----–---–ს უყვებოდა, თუ რა ჰქონდათ გაკეთებული ქვეყნისთვის, ხმადაბლა, უცენზურო სიტყვების გარეშე. ი-----–ი ჭ-------ა კი ბევრს არ საუბრობდა, რადგან მესიჯებს წერდა საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს და მის შვილს. მათი მაგიდა რესტორნის შესასვლელიდან პირდაპირ იდგა, მარჯვენა მხარეს ბუხარი იყო, კიდევ ერთი მაგიდა და შემდეგ მათი მაგიდა კედელზე მიდგმული. ი-----–ი ჭ-------ა კედელთან მარჯვენა მხარეს იჯდა, მის გვერდით ზ----- მ-----–---–ი, ზ-----ის მოპირდაპირე მხარეს ჭ----- გ--–----–---–ი, ჭ-----ს გვერდით კი გ------ი ა-–----–---–ი. ი-----–ი ჭ-------ა პირით მიმართული იყო მეორე და მესამე სივრცისაკენ, ვერანდისკენ. ინციდენტის მონაწილეები კი თუ სად ისხდნენ, არ დაუნახავს, სხვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით 23:00 საათზე, ტელეფონში ჩაფლულმა იგრძნო, რომ მათ მაგიდასთან ვიღაც უცნობი პირი მივიდა, მას ამისთვიდ ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ეგონა, რომ ჭ----- დაბრუნდა, რომელიც სიგარეტის მოსაწევად იყო გასული. საუბრისას ზ-----ი გაჩერდა და თქვა ,,რა ხდება დაჯექიო’’, ი-----–ი ჭ-------ამ სწორედ ამ დროს დადო ტელეფონი და დაინახა გ------ი ყ-------–ი, რომელსაც მაშინ ვერ იცნო. თავდაპირველად ზ-----იმ ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რადგან ყ-------–ი გაშეშებული, ურეაქციოდ უყურებდა. გ. ყ-------–მა გვერდით მაგიდიდან მისწია სკამი და დაჯდა, ზ----- მ-----–--–მა ჰკითხა, „ვინ ბრძანდებითო‘‘, რაზეც გ. ყ-------–მა უპასუხა: ,,მე ვარ გ------ი ყ-------–ი, ბიჭო შენ ვინა ხარ?’’, ,,ბიჭოობით და შენობით რატომ მელაპარაკები, მიცნობო’’ - იკითხა ზ-----იმ, რაზეც ყ-------–მა უწმაწური სიტყვით მიმართა, უთხრა ,,ვინ ხარ, რომ გიცნობდეო’’ და პირდაპირ სახეში მოუქნია დანა, ისე რომ ჯიბეში არც კი ჩაუყია ხელი, ზ----- მ-----–---–მა ხელი ასწია სახისკენ, რა დროსაც მოხვდა დანა, ამ დროს ი-----–ი ჭ-------აც ადგა და ზ-----ი გვერდზე გასწია, იგი შეეცადა დანა დაეჭირა, რის გამოც ჭრილობა მიიღო ხელის გულზე, გ. ყ-------–მა დანა დაუსვა სახეზეც, შემდეგ კიდევ ერთი მკერდზე, მიხვდა, რომ ვეღარ აჩერებდა. მოტრიალებისას კი გ. ყ-------–მა ზურგში ორჯერ დაარტყა დანა, ი-----–ი ჭ-------ა დაეცა და წამიერად გაითიშა. გ. ა-–----–---–მა ჩაავლო ხელი და ცოტა უკან გაათრია, ამ დროს ხალხი წამოიშალა, პარალელურად კი რაღაც ნივთები ილეწებოდა, ხოლო როდესაც ადგა დაინახა, რომ მეორე ბრალდებული ე. ზ-------–---–ი ეძიძგილავებოდა ზ-----ის და ა-–----–---–ს, მაგიდიდან ესვროდა რაღაცეებს, ჭიქებს. ამ დროს ჩხუბში ყველა ჩაერთო, ჭ----- გ--–----–---–ი შევარდა დარბაზში და ცდილობდა დაეჭირა გ------ი ყ-------–ი, რა დროსაც ჭ. გ--–----–---–ს ე. ზ-------–---–მა გრაფინი ჩაარტყა თავში, რის გამოც ჭ-----მ ინსტიქტურად გაუშვა ხელი ყ-------–ს. ე. ზ-------–---–ი ყ-------–ზე იყო გადაფარებული ნახევრად, გ------ი ყ-------–ი კი კვლავ იწევდა დანით მათკენ. ამ დროს ჭ----- გ--–----–---–მა იარაღი ამოიღო და უთხრა დანა დაეგდო, თორემ ესვროდა, ამ დროს ი-----–ი ჭ-------ამ მიუგო ჭ. გ--–----–---–ს ,,ესროლე იქნებ გაჩერდესო’’ და შეაგინა. გ. ყ-------–ი გაჩერდა, ეს ყველაფერი დაახლოებით 10-15 წამში მოხდა. როდესაც ჭ----- გ--–----–---–ი იარაღს უშვერდა ყ-------–ს, მათთან მივარდა ქალი და ყვიროდა: ,,არ ესროლოთ ჩემი შვილია’’, ი-----–ი ჭ-------ამ ჰკითხა, თუ ვისი დედა იყო, რაზეც ქალბატონმა უპასუხა: ,,მართლა ამის დედა ვარ, შვილი არ მომიკლათ თვალწინო’’, ამასთან აღნიშნული ქალბატონი ამბობდა: ,,გ------ი გაჩერდი რატომ მიკეთებ ამას, მერამდენედ უნდა გამიკეთო’’. ჭ----- გ--–----–---–მა არ იცოდა დაჭრილი რომ იყო. ი-----–ი ჭ-------ა და მისი მეგობრები რესტორნიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავიდნენ. სავადმყოფოში დაახლოებით 01:30 საათზე მიიყვანეს იმ ღამესვე დაახლოებით ერთ საათში მოხვდა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იყო, სამშაბათს გამთენიისას გამორთეს და დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს პალატაში, გამომძიებელს ჩვენება კი სავარაუდოდ სამშაბათს საღამოს მისცა. დაზარალებულის განმარტებითვე გ------ი ყ-------–მა დანა პირველად ზ----- მ-----–---–ს დაარტყა, ჭ----- გ--–----–---–ის დაჭრა არ დაუნახავს, თვითონაც არ დაუნახავს როგორც იცის; ყ-------–ი ჩხუბისას მათ აგინებდა და ყვიროდა: ,,დაგჭრით ძაღლებო, ბოზებო, დაგასახიჩრებთ, დაგხოცავთ, დაგყრით’’, მისი თანმხლები პირი კი იძახდა თუ არა რამეს, არ ახსოვს. ი-----–ი ჭ-------ასთვის გაუგებარია, რატომ მივიდა გ------ი ყ-------–ი მათ მაგიდასთან, რა მოტივი ჰქონდა, 0-------------დე გ------ი ყ-------–ი პირადად ან ფოტოსურათით არასდროს უნახავს, გვარი გაუგია ტელევიზიით, როდესაც ქალაქში გახმაურებული მკვლელობა მოხდა; შემდეგ მეგობრებისგან გაიგო, რომ ყ-------–ი და ზ-------–---–ი მათ უკან მჯდარან და ჭაჭას მიირთმევდნენ, ალბათ ისმენდნენ მათ საუბარს კიდეც. ყ-------–ი პირდაპირ ზ-----ის ელაპარაკებოდა, იცნობდა თუ არა მას არ იცის. მოწმისვე განმარტებით, ზ-------–---–მა შესაძლოა, გრაფინი მაგიდიდან აიღო, ვინაიდან გ------ი ა-–----–---–მა შეუკვეთა ლიმონის ფრეში, რომელიც გრაფინით მიუტანეს. რესტორანში კი ყოველთვის ბოთლის ღვინოს სვავენ, იმ დღეს რამდენი შეუკვეთეს და დალიეს ზუსტად არ ახსოვს, შეკვეთაში არ მონაწილეობდა, ალბათ დაახლოებით 2-3 ლიტრი შეუკვეთეს, ყველა სვავდა, გ------ი ა-–----–---–იც, რადგან მისი მძღოლი უნდა ამოსულიყო წასაყვანად. ტეკილა არ დაულევია. ამასთან მოწმემ განმარტა, რომ იმ დღეს იარაღი მარტო ჭ----- გ--–----–---–ს ჰქონდა, სხვებს რომ ჰქონოდა შეამჩნევდა. თავად, რომ ჰქონოდა სავარაუდოდ ესროდა ან ჰაერში გაისროდა, რადგან ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და სისხლისგან იცლებოდა, ისეთი სიტუაცია იყო იარაღს არავინ დამალავდა.

 

4.2. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ჭ----- გ--–----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-------------ს საღამოს საათებში, ჭ----- გ--–----–---–ი მეგობრებთან: ზ----- მ-----–---–თან, გ------ი ა-–----–---–თან და ი-----–ი ჭ-------ასთან ერთად იმყოფებოდა წ-----ში რესტორან წ------–ში, დარბაზში პირველივე მაგიდასთან დასხდნენ, ჭ----- გ--–----–---–ი კედლისკენ იჯდა, რესტორნის მეორე და მესამე სივრცისკენ ზურგით, მის წინ იჯდა ი-----–ი ჭ-------ა, გვერდით შესასვლელისკენ გ------ი ა-–----–---–ი და ა-–----–---–ის წინ ზ----- მ-----–---–ი. რამდენიმე საათის განმავლობაში მეგობრულად საუბრობდნენ და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ხმამაღლა არ უსაუბრიათ. მათ მხოლოდ ღვინო, ხილი ყველი, ჩაი, ყავა და წვენი შეუკვეთეს, ვინაიდან არ შიოდათ. წვენი და ღვინო იყო მინის უსახელურო გრაფინით მოტანილი, შეკვეთა რამდენჯერმე მისცეს. მხოლოდ სასმელს და ჩაის ამატებდნენ. მოწმის განმარტებით, ზ----- მ-----–---–მა თანხა თავიდანვე გადაიხადა, რათა სხვას არ გადაეხადა. სუფრაზე ყველა სვავდა, სხვა სასმელი ან საჭმელი არ შეუკვეთავთ. მოწმის განმარტებით, იგი დაახლოებით 22-23 საათისათვის გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად, გასვლიდან რამოდენიმე წამში შემოესმა ხმაური, ჩხუბის, მტვრევის გინების ხმა, დარბაზში შეიხედა და დაინახა, რომ მისი მეგობრები კონფლიქტურ სიტუაციაში იყვნენ, ახლოს, რომ მივიდა დაინახა: გ. ყ-------–ი და ე. ზ-------–--–ი მის სამ მეგობარს ეჩხუბებოდა. კერძოდ, გ. ყ-------–ს ხელში დანა ეკავა და იქნევდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყვიროდა ,,დაგხოცავთ ძაღლებოო’’. ამ დროს ჭ----- გ--–----–---–ი ჩხუბში ჩაერთო, იგი ცდილობდა გ. ყ-------–ისთვის დანა წაერთმია, ერთ მომენტში იგი შეებოჭა კიდეც, ხელს უკავებდა, მისი წაქცევა უნდოდა, თუმცა, დანა ვერ წაართვა. რის გამოც, გ------ი ყ-------–მა მასაც მიაყენა ჭრილობები, სახელდობრ, დანა ორჯერ დაარტყა მუცელში და ერთხელ მხარში. პირველი, რომელი ჭრილობა, თუ სად მიიღი არ ახსოვს. როდესაც მან გ. ყ-------–ს კისერში ხელი წაუჭირა, ამ დროს ე. ზ-------–---–მა გრაფინი ჩაარტყა თავში, რამაც ჭ----- გ--–----–---–ი ჩხუბის ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრით იქით გაწია. ამ დროს ყ-------–ი მისკენ დაიძრა დანით, რის გამოც ჭ----- გ--–----–---–მა ამოიღო ტაბელური იარაღი და უთხრა, რომ გაჩერებულიყო. იარაღის დანახვაზე ყ-------–ი ოდნავ შეჩერდა, მაგრამ მაინც ნელი ნაბიჯით მიიწევდა მისკენ. ამ დროს ჭ----- გ--–----–---–ისთვის უცნობი ქალბატონი ჩაერთო ჩხუბში, უყვიროდა გაჩერდი შვილი არ მომიკლათო. ჭ----- გ--–----–---–ის მეგობრებიდან კი, რომელიღაც ყვიროდა ესროლეო. ჭ----- გ--–----–---–ი კვლავ მოუწოდებდა თავდამსხმელს, რომ გაჩერებულიყო, საბოლოოდ, გ. ყ-------–ი გაჩერდა. ჭ----- გ--–----–---–მა ამ დროს უკან დაიხია, დისტანციაზე, სადაც საფრთხე აღარ ემუქრებოდა, რის შემდგომაც იარაღი უკან ჩაიდო და მეგობრებთან ერთად დატოვა დარბაზი. ამის შემდეგ ყველანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავიდნენ, რადგან მისი სამი მეგობარი დაჭრილი იყო, სისხლი სდიოდათ და ოპერაცია სჭირდებოდათ. მათ მართლაც, ჩაუტარდათ ოპერაცია და გადარჩნენ. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ რაც იარაღი მიმართა გ. ყ-------–ისკენ, ე. ზ-------–---–ი ამ დროს, თუ სად იმყოფებოდა ან რას აკეთებდა, არ იცის. მისთვიდ ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა იყო გ. ყ-------–ზე. ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის მონაწილეები იყვნენ მთლიანობაში ექვსნი და ერთი ქალბატონი. ჩხუბში სხვა ქალბატონი ან მომსახურე პერსონალი არ ჩარეულა. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით, როგორც მეგობრებმა მას მოუყვეს, მისი გასვლის შემდეგ გ------ი ყ------–ი მათ სუფრასთან მისულა და ზ-----ისთვის მიუმართავს სიტყვებით: ,,შენ ვინ ხარ ბიჭოო’’, რაზეც ზ-----ის უკითხვას, იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს, რაზეც გ------ი ყ-------–ს უზრდელური სიტყვით მიუმართავს მისთვის და ამას მოჰყოლია ჩხუბი. გ. ყ-------–ს ამ დროს ამოუღია დანა, რის შემდგომაც მას ჯერ ზ-----ისთვის დაუსვამს იგი, ხოლო შემდეგ ი-----–ი ჭ-------ასთვისაც. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ გ------ი ყ-------–ს იგი იცნობს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, კერძოდ, გ. ყ-------–ი სასჯელს პ-------–----- სისტემაში გახმაურებულ საქმეზე იხდიდა, რის გამოც, მის მიმართ ტარდებოდა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები. ჭ----- გ--–----–---–ი ამ პერიოდში მუშაობდა ი------–იის სამ--------ოს ს--–---–--------------–----------------------------------------ის მ-------ი ს-----------–ოს უ-------ის მ--------–ის თანამდებობაზე და ჩართული იყო მის მიმართ განსახორციელებელ ღონისძებებში. მართალია, იმ დროს პ-------–----- სისტემაში 9763 პატიმარი ირიცხებოდა და, რა თქმა უნდა, მას ყველა არ ახსოვს, თუმცა, ვინაიდან, გ. ყ-------–ი იყო გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული და მის მიმართ ახორციელებდნენ განსაკუთრებულ ღონისძიებებს, ვ---–ი მომხდარ ს----- ჯ-----ის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ამიტომაც მოხდა მისი ყურადღების ცენტრში და შესაბამისად, ამ მიზეზით დაამახსოვრდა იგი. მოწმის განმარტებით, გ. ყ-------–ს პირისპირ ინციდენტამდე არასდროს შეხვედრია, მხოლოდ მისი სურათი და ვიდეო კადრები უნახავს.

 

4.3. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ზ----- მ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0------------ს მეგობრებთან: გ------ი ა-–----–---–თან, ჭ----- გ--–----–---–თან და ი-----–ი ჭ-------ასთან ერთად, გ------ი ა-–----–---–ის სამსახურებრივი ავტომანქანით წავიდნენ დ--- წ-----ში მდებარე რესტორანში, რესტორანში პირველივე მაგიდასთან დასხდნენ, დაახლოებით 3-4 საათი ისხდნენ და სამსახურზე საუბრობდნენ. ხმამაღალი და დაძაბული საუბარი მათ არ ჰქონიათ, ვინმეს ყურადღება, რომ მიეპყრო. შესასვლელიდან პირველი ზ----- მ-----–---–ი იჯდა, მის გვერდით ი-----–ი ჭ-------ა, ხოლო ზ. მ-----–---–ის მოპირდაპირე მხარეს გ------ი ა-–----–---–ი, მის გვერდით კი ჭ----- გ--–----–---–ი. რესტორნის განათება სანთლის შუქზე ოდნავ მაღალი იყო, მაგიდასთან მჯდომებს არჩევდა, თუმცა, შორს ვერ არჩევდა ადამიანის სახეებს, ამასთან, მოწმის განმარტებით, დარბაზში სხვა არავინ იჯდა. მათ ხილი და ღვინო შეუკვეთეს, თანხა კი თავად გადაიხადა, კერძოდ, შესვლისთანავე მისცა მიმტანს. სუფრაზე, მოწმის განმარტებით, ბოთლის ღვინოს სვავდნენ, ასევე, წყალს და წვენს აყოლებდნენ, წვენი სავარაუდოდ შუშის ჭურჭელში იყო მოთავსებული. ქეიფისას, მათ მაგიდასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა, დადგა და უყურებდა გაუნძრევლად, რის გამოც, უხერხული სიტუაცია შეიქმნა, პაუზის შემდეგ კი, ზ----- მ-----–---–მა უცნობს უთხრა დამჯდარიყო. უცნობმა გვერდით მაგიდიდან სკამი მისწია, დაჯდა და მხოლოდ ზ----- მ-----–---–ს უყურებდა, იგრძნობოდა, რომ აგრესიულად იყო განწყობილი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაზარალებულმა უცნობს სახელი ჰკითხა, შეკითხვის ადრესატმა კი თავი წარუდგინა, როგორც გ------ი და აქეთ მიუგო: ,,შენი სახელი ბიჭოო’’, ზ. მ-----–---–ს გაუკვირდა და უპასუხა: ,,მიცნობ შენობითზე, რომ გადახვედიო?’’, რაზეც გ. ყ-------–მა უზრდელურად მიმართა: ,,ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ გიცნობდეო’’, ამაზე ზ. მ-----–---–მა უპასუხა, ,,გაეთრიე შენ უზრდელოო’’, ამ დროს კი გ------ი ყ-------–ი ადგა, დანა ამოიღო, შეაგინა და სახის მიმართულებით მოუქნია ზ. მ-----–---–ს, თან ყვიროდა დაგხოცავთო, ზ----- მ-----–---–მა ხელი ასწია და დანა მოხვდა. მოწმის განმარტებით, ამ კონფლიქტისას თავად დაიჭრა, კერძოდ, ფეხზე ორი ჭრილობა მიიღო, თუმცა, როდის მიაყენა ბრალდებულმა მას არ ახსოვს. მოგვიანებით მანქანაში აღმოაჩინა. ჩხუბის მიმდინარეობისას, დაზარალებულისვე ჩვენებით, ი-----–ი ჭ-------ა ინსტიქტურად წამოდგა, გ. ყ-------–მა კი მასაც დაარტყა დანა, მისი დაჭრის მომენტი ზ----- მ-----–---–ს არ დაუნახავს. ამ დროს, ჩხუბში ი-----–ი ჭ-------ა და გ------იც ა-–----–---–იც ჩართნენ, ჭ----- გ--–----–---–ი კი გარეთ იყო გასული. მოწმის განმარტებით, მოვლენები ძალიან მოკლე პერიოდში განვითარდა, ბიჭები ცდილობდნენ ბრალდებულისათვის დანის წართმევასა და წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ, ზ----- მ-----–---–მა სკამი მოუქნია, თუმცა, ამ დროს ჭიქა მოხვდა უკნიდან, თუ ვინ ესროლა არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, ჭ----- გ--–----–---–ის მოსვლისთანავე ისიც ჩაერთო ჩხუბში. კერძოდ, ხელი მოჰკიდა ყ-------–ს კისერში და მათგან ერთი მეტრის მოშორებით გაათრია. ჩხუბში გინება იყო ორივე მხრიდან. ჭ----- გ--–----–---–მა როდის მიიღო ჭრილობები არ დაუნახავს. დაზარალებულის ჩვენებით, იგი დანას ფრაგმენტულად ხედავდა. მოწმისვე განმარტებით, ჭ-----ს მოხვდა შუშის ჭურჭელი, რამაც გააშვებინა ხელი გ. ყ-------–ზე, თუმცა, ეს უკანასკნელი კიდევ იწევდა დანით. ამ დროს ჭ----- გ--–----–---–მა ამოიღო იარაღი და მოუწოდა თავდამსხმელს რომ გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ესროდა. უეცრად ამ დროს, იქ მყოფმა ქალბატონმა დაიყვირა: ,,არ ესროლოთ, შვილი არ მომიკლათო’’. ამის შემდეგ რესტორანში ბევრი ხალხი შეიკრიბა, კონკრეტულად ვინ არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, არ იცის, თუ რაში დაჭირდა გ------ი ყ-------–ს დანის ხმარება. მისივე ჩვენებით, ბრალდებული სრულიად უმიზეზოდ მივიდა მათთან, მისთვის შეურაცხყოფა კი არავის მიუყენებია. ინციდენტის დასრულების შემდეგ ჩვეულებრივად გამოვიდნენ გარეთ, მათ არავინ გამოდევნებიათ. ზ----- მ-----–---–მა ასევე განმარტა, რომ გ------ი ყ-------–ი მაგიდასთან მისვლისთანავე იცნო, რადგან მან ინციდენტამდე რამდენიმე თვის წინ დატოვა ს------–---------–--ის დაწესებულება, რომელიც საკმაოდ გახმაურებულ საქმის გამო იჯდა ციხეში და მისი ყოველდღიური ყოფა ზ----- მ-----–---–ისთვის ცნობილი იყო. მათ კონტროლზე ჰყავდათ მისი უსაფრთხოება აყვანილი ს------–---------–--ის დაწესებულებაში ყოფნის დროს. დაზარალებულის ჩვენებით, ზ----- მ-----–---–ი ს------–---------–--ისა და პ------–იის მ--------ის პირველი მ--------–ე იყო და მის საკურატორო სფეროში შედიოდა სწორედ პ-------–----- დ-------------ზე ზედამხედველობა. დაზარალებულმა ასევე, განმარტა, რომ ჭ----- გ--–----–---–ის გარდა, იარაღი არავის ჰქონდა, მას რომ ჰქონოდა აუცილებლად გამოიყენებდა. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს მან გარკვევით გაიგონა სიტყვები: ,,ძაღლები, ბოზები არიან, ამათი დედა...’’. შუშის ჭურჭელი კი, რომელიც ჭ----- გ--–----–---–ს მეორე ადამიანმა ჩაარტყა თავში - გატყდა. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული შუშის ჭურჭელი შესაძლოა, ყოფილიყო გრაფინი, ბოთლი ან ჭიქა, კონკრეტულად გრაფინი იყო თუ არა, არ დაუნახავს, არც ის იცის, თუ საიდან აიღო იგი გ. ყ-------–მა.

 

4.4. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა გ------ი ა-–----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 9-----------ს ზ----- მ-----–---–თან, ჭ----- გ--–----–---–თან და ი-----–ი ჭ-------ასთან ერთად, მისი სამსახურებრივი მანქანით წავიდნენ დ--- წ-----ში მდებარე რესტორან წ-----ში, საჭესთან თავად იჯდა. რესტორანში დასხდნენ შესასვლელიდან პირდაპირ მდებარე ოთახში, რამდენიმე მაგიდიდან ერთ-ერთ მაგიდაზე, რომელიც კედელზე იყო მიდგმული, გ------ი ა-–----–---–ის მოპირდაპირე მხარეს იჯდა ზ----- მ-----–---–ი, ზ-----ის გვერდით ი-----–ი ჭ-------ა, ხოლო გვერდით ჭ----- გ--–----–---–ი. შეუკვეთეს ღვინო, ხილი, ყველი, ლიმონის ფრეში, ლიმონათი, ყავა და ჩაი. სუფრაზე ჩვეულებრივად, საშუალო ტონალობაში საუბრობდნენ, გ. ა-–----–---–ი ცოტას სვავდა, ვინაიდან მძღოლი იყო, ღვინო და ლიმნის ფრეში შუშის გრაფინში იყო მოთავსებული, სხვა შეკვეთა არ გაუკეთებიათ, თანხა ზ----- მ-----–---–მა გადაიხადა. საუბრისას, როდესაც ჭ----- გ--–----–---–ი მოსაწევად იყო გასული, ზ----- მ-----–---–თან მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც შემდგომში აღმოჩნა გ------ი ყ-------–ი. ზ-----მა შესთავაზა დაბრძანებულიყო, მაგიდის თავში თავისუფალ სკამზე დაჯდა, გაეცნენ ერთმანეთს, შემდეგ ზ-----იმ უთხრა ,,ბიჭოთი რატომ მომმართავ, ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთსო’’, ამ დროს გ------ი ყ-------–მა შეაგინა და სახეში მოუქნია დანიანი ხელი, ზ-----იმ ხელი აიფარა და დანა მკლავში მოხვდა, შემდეგ წამოდგა ი-----–ი ჭ-------ა და მასაც დაარტყა დანა, წაიქცა ძლიერი სისხლდენა ჰქონდა კისრის არედან. ჩხუბის ხმაზე დარბაზში შევიდა ჭ----- გ--–----–---–ი, თავიდან ვერ გაერკვა რაში იყო საქმე, გ------ი ა-–----–---–ი და ჭ----- სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, მოუწოდენდნენ წესრიგისკენ, უთხრეს, რომ თანამშრომლები იყვნენ, ჭ-----მ შებოჭა ყ-------–ი, რა დროსაც მოხვდა დანა, ამავე დროს გ------ი ყ-------–ის მეგობარმა ჭ----- გ--–----–---–ს თავში ჩაარტყა შუშის გამჭვირვალე გრაფინი, დარტყმის შედეგად ჭ-----მ ხელი გაუშვა ყ-------–ს, იარაღი ამოიღო და უთხრა: ,,გაჩერდი გესვრიო’’. მოწმის განმარტებით, საფრთხე იყო აშკარა, რომ თავდამსხმელს კიდევ მოექნია დანიანი ხელი, ამავე დროს იყო ყვირილი: ,,დაგხოცავთ ძაღლებო’’, რაც რამდენჯერმე გაიმეორა გ------ი ყ-------–მა, ვინც მიახლოებას ცდილობდა გ------ი ყ-------–თან, რის გამოც ამოიღო ჭ----- გ--–----–---–მა იარაღი, რამაც გ. ყ-------–ის შეჩერება გამოიწვია. მოწმის ჩვენებით, შესაძლოა გ. ყ-------–მა იცნო, რომ ისინი თანამშრომლები იყვნენ. იარაღის ამოღების შემდეგ, გ------ი ა-–----–---–მა სცადა ხელი აეკრა ჭ-----ს იარაღისათვის, რათა არ გაესროლა ამ უკანასკნელს. ამის შემდეგ მან დაინახა ქალბატონი, რომელიც ჭ-----ს ჩაუვარდა მუხლებში და ეუბნებოდა: ,,დედა ვარ შვილი არ მომიკლაო’’. მოწმის განმარტებით, მისი სამივე მეგობარი დაჭრილი იყო, თავად კი ჭრილობა არ მიუღია. ვიდრე სასწრაფოში დარეკავდა, გ------ი ა-–----–--–მა გადაწყვიტა თავად წაეყვანა მეგობრები საავადმყოფოში და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებულის განმარტებით, ჭ----- გ--–----–---–ის გარდა, სხვას იარაღი არ ჰქონია, თავად, რომ ჰქონოდა აუცილებლად გამოიყენებდა, რადგან ეს თავდასხმა იყო, სამი კაცი დაიჭრა. მოწმის ჩვენებით, როგორც ახსოვს, ჭ----- გ--–----–---–ს ი-----–ი ჭ-------ამ უთხრა ესროლეო, გრაფინის გატეხვის ხმა არ ახსოვს, არც ის დაუნახავს, თუ საიდან აიღო ზ-------–---–მა ღვინის ჭურჭელი. მათ გარდა, ინციდენტში არავინ ჩარეულა, დაცვა მხოლოდ მოგვიანებით მივიდა, ბოლოს გამოსვლის დროს ირეოდა ხალხი. ჩხუბისას იყო გინება ორივე მხრიდან და ბილწსიტყვაობა, ინციდენტი დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, ხოლო მ-----–---–ის და ჭ-------ას დაჭრა რამდენიმე წამში მოხდა. ღვინო რამდენი დალიეს და რამდენჯერ შეუკვეთეს არ ახსოვს, შესაძლოა ტეკილა თავად შეუკვეთა, სხვა საკვები გარდა იმისა, რაც შეუკვეთეს მაგიდაზე არ დაუნახავს. დაზარალებულის ჩვენებით, ინციდენტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ მაგიდასთან ახლოს გადაჯდნენ ყ-------–ი და ზ-------–---–ი, საიდან არ დაუნახავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჭ----- გ--–----–---–მა გრაფინის ჩარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი, თავზე აღენიშნებოდა ჭრილობა. გ------ი ა-–----–---–ი გ------ი ყ-------–ს ინციდენტამდე არ შეხვედრია, ვიზუალურად ნანახი არ ჰყავდა, ინციდენტის შემდეგ როცა სახელი და გვარი გაიგო, გაახსენდა, რომ იგი იყო დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, მოწმისათვის გაუგებარია რა იყო გ------ი ყ-------–ის მისვლის მიზეზი, მისი აზრით, შეიძლება ბრალდებულმა ზ----- მ-----–---–ი იცნო, მანამდე სხვა საუბარი არ ყოფილა.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---–------ ჩ---–--ემ განმარტა, რომ იგი არის რესტორან ,,წ------–ის’’ ფილიალის მ---------–ი, 2018 წლის 0------------ს სამსახურში დაახლოებით 12:00 საათზე მივიდა, მთელი დღის განმავლობაში ყველაფერი წესრიგში იყო, დაახლოებით 22:30 საათის შემდეგ წავიდა სახლში. გ------ი და ე------ი თავიდან ,,VIP’’ კუპეში ისხდნენ, შემდეგ ავიდნენ მუსიკოსების ფლიგელში მე-6 დარბაზში და მე-6 მაგიდასთან დასხდნენ და წყნარად თავისთვის უსმენდნენ მუსიკას, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, რესტორანში დარბაზები სამ პოზიციადაა დაყოფილი, პირველ პოზიციაზე, მ--- მაგიდასთან ოთხი კაცი იჯდა და ქეიფობდა, სვავდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ერთერთმა ბარში რამოდენიმე ჭიქა ტეკილაც დალია, კარგახანს ისხდნენ, ისინი დღის მეორე ნახევარში, 15:00 საათის შემდგე მივიდნენ რესტორანში, როგორც მოწმისათვის ცნობილია მათი ანგარიში სამჯერ დაიხურა. ს---–------ ჩ---–--ეს აღნიშული მაგიდის წევრებიდან ახსოვს, რომ ერთი პიროვნება ცოტა მელოტი იყო, სტაფილოსფერი ზედა ეცვა, ერთს ცისფერი ზედატანი, ერთი კი შავებში იყო ჩაცმული, მ------- მამაკაცი არ ახსოვს, შესვლისთანავე სტაფილოსფერ მაისურიანმა ორი ას დოლარიანი კუპიურა მიაწოდა, გადაიხადა ვინმეს, რომ არ დაესწრო, ვინაიდან კანონმდებლობიდან გამომდინარე, დოლარს ვერ მიიღებდნენ შესთავაზეს, ფულის დასახურდავებლად თავიანთი ტაქსის გაგზავნა და ფულის დახურდავება, რაზეც დათანხმდა. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი რესტორნიდან წასვლას აპირებდა, ამ დროს რესტორანში მივიდნენ გ---–- - გ------ი მეუღლე, გ------ის დედა და ბავშვი და დასხდნენ მათ მაგიდასთან. ამის შემდეგ იგი დაემშვიდობა გ------ის და წავიდა, მისი წასვლის მომენტში რესტორანში არავინ ჩხუბობდა, სიწყნარე იყო, რომ შეემჩნია ვინმე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს აუცილებლად მიმართავდა უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც იცავს მათ ობიექტს. იმ იმედით დარწმუნებულმა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, დატოვა დარბაზი. წასვლიდან რამდენიმე წუთში მას დაუკავშირდა ს----------------ი, რომელიც ობიექტზე დარჩა და უთხრა, რომ რესტორანში რაღაც ინციდენტი იყო, ს---–------ ჩ---–--ე უკან მიბრუნდა, ხოლო როცა მივიდა ინციდენტი უკვე ამოწურული იყო. დარბაზში შესულმა დაიანახა, რომ მ--- მაგიდა არეული იყო, ნამსხვრევები ეყარა იატაკზე, რომელთა გარჩევა შეუძლებელი იყო, ერთი ხის ჩარჩო ჩამოვარდნილი იყო, ასევე მ--- მაგიდის წევრების პირადი ნივთები ეწყო. აღნიშნულ მაგიდაზე მსხდომ პირებს ს---–------ ჩ---–--ე არ იცნობდა, პოლიცია მისი მისვლიდან მალევე მივიდა. მან მონაწილეობა მიიღო რესტორნის დათვალიერებაში, დათვალიერების ოქმი წაიკითხა და ხელი მოაწერა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დარბაზის ტერიტორიაზე ვიდეოკამერები არ არის განთავსებული, არის მხოლოდ შესავლელ ჰოლში და გარე პერიმეტრთან. მოწმის ჩვენებით, გ------ი ყ-------–ი რესტორნის ხშირი სტუმარი იყო და ყოველთვის გამოირჩეოდა ღრმა პატივისცემით იქ მომუშავე პერსონალის მიმართ, იმ დღეს გ------ი ყ-------–მა და ს---–------ ჩ---–--ემ ერთად დაჩეხეს შეშა, გ. ყ-------–მა კომპოტი თავად ჩაიტანა კუპეში, რათა არ შეეწუხებინა პერსონალი, იგი რესტორნისთვის ყოველთვის სასურველი პიროვნება იყო, კონფლიქტი არასოდეს არავისთან მოსვლია, ისევე როგორც ე------ს, რომელსაც დიდხანია იცნობს, როგორც კარგ პიროვნებას. ინციდენტის შემდეგ დარბაზში შუშების მხარეს მხოლოდ ერთ მაგიდასთან ისხდნენ სტუმრები.

 

4.6. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე ნ--- კ--–--–მა განმარტა, რომ ბრალდებულებს იცნობს, გ------ი ყ-------–ი მისი მეუღლის ძმაა, 2018 წლის 0-----------ის ფაქტის თვითმხილვევლი არ ყოფილა, მოგვიანებით გაიგო. 2018 წლის 9-----------ს იმყოფებოდა თბილისში, დაახლოებით 18:30 საათზე დაურეკა გ------ი ყ-------–მა. ამის შემდეგ იგი მეგობრებთან - ვ----–-- ძ--------თან და დ-------ი შ--–---–--–თან ერთად ავიდა რესტორან წ------–ში, ნ---- კ--–--–ი, მისი მეგობრები და გ------ი ყ-------–ი წინა დღით შეთანხმდნენ შეხვედრაზე. გ------ი ყ-------–ი მეგობართან - ე. ზ-------–---–თან ერთად რესტორან ,,წ-----ის წ------–ში’’ ქვედა კუპეში იჯდა, ისინი მარხვაზე იყვნენ და არ სვავდნენ, ნ---- კ--–--–მა და მისმა მეგობრებმა დაიწყეს დალევა, გ------ი ყ-------–ი და დ-------ი შ--–---–--–ი არ სვამდნენ, ნ---- კ--–--–ი, ვ----–-- ძ--------ი და ე. ზ-------–---–ი მიირთმევდნენ იქვე დამზადებულ ჭაჭის არაყს, სასმლის რაოდენობა არ ახსოვს, ნაწილი ცეცხლის დასანთებად გამოიყენეს, რადგან შეშა ნედლი იყო, თან ამოწმებდნენ გრადუსი ჰქონდა თუ არა. ქეიფობდნენ, დაახლოებით 23:00 საათისთვის იგი მეგობრებთან ერთად წამოვიდა რესტორნიდან, საჭესთან დ-------ი შ--–---–---–ი დაჯდა, მისი იქ ყოფნის პერიოდში რაიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, შემდეგ მოწმისათვის ტელევიზიიდან და ოჯახის წევრებისაგან გახდა ცნობილი, რომ მისი წასვლის შემდეგ რესტორანში მოხდა დაპირისპირება და გ------ის მოუწია რამდენიმე ადამიანის მოგერიება. მოწმის განმარტებით, მათთან სახლში პოლიცია მივიდა ჩხრეკის ჩატარების მიზნით, რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, რესტორანში ყოფნისას ვინმესთვის ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი არ შეუნიშნავს.

 

4.7. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე დ----- ჯ--–------იამ განმარტა, რომ მუშაობს რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ ს----------------ის პოზიციაზე, 2018 წლის 9-----------ს სამსახურში დაახლოებით 15:00 საათზე მივიდა, 7-8 მაგიდა სტუმარი ჰყავდათ, გ------ი ყ-------–ი რესტორანში მეგობართან ერთად დაახლოებით 18:00 საათზე მივიდა, ჩავიდნენ ,,VIP’’ კუპეში მ-------ი დარბაზის ქვედა მხარეს, დაახლოებით ერთ საათში დაემატათ სამი ადამიანი, შეუკვეთეს, შემდეგ გადაინაცვლეს მ------- დარბაზში N- მაგიდაზე, აღნიშნული მაგიდა ოთხი, მაქსიმუმ ხუთი პერსონისთვის იყო განკუთვნილი, შემდეგ მათთან მივიდა გ------ი ყ-------–ის მეუღლე ბავშთან ერთად, შემდეგ კი დაახლოებით 45-50 წლის ქალბატონი. მოწმის განმარტებით, დარბაზი სამ პოზიციადაა დაყოფილი, გ------ი ყ-------–ი იჯდა პირობითად B პოზიციაზე, ამ დარბაზში სტუმრები ისხდნენ N9 მაგიდაზეც, ამ დროს A პოზიციაზე დაკავებული იყო ერთი მაგიდაზე, ხოლო C პოზიციაზე - ორი, აღნიშნულ მაგიდებს ემსახურებდათ მიმტანი მ------ გ---------ე, როგორც მ--- ასევე მე-6 მაგიდას, მ--- მაგიდასთან იჯდა ოთხი პიროვნება, მათგან რამოდენიმეს დ----- ჯ--–------ია სახეზე სცნობდა, ადრეც იყვნენ რესტორანში, მათი სახელი და გვარი არ იცის, ერთერთს სტაფილოსფერი ზედა ეცვა და რესტორის შესასვლელიდან პირდაპირ იჯდა მის წინ ცოტა ჩაფსკვნილი მამაკაცი დაახლოებით 175 სმ სიმაღლის, ოდნავ გადაპარსული თმებით, ღვინოს მიირთმევდნენ, მათ დაახლოებით სამჯერ გააკეთეს შეკვეთა, პირველად დაახლოებით 2-3 ლიტრი კახური ღვინო, ლიმნის ფრეშ ლიმონათი, წყალი, სამი თურქული ყავა, მწვანე ჩაი, ხილის ასორტი მარწყვით, ქართული მოხალული თხილი და კიდევ ერთი თურქული შეუკვეთეს, მეორედ 20:10 საათზე დაამატეს 2 ლიტრი კახური ღვინო, ტეკილა - ,,ომეგა გოლდი’’ და ამ----კანო, მესამედ - 22:55 საათზე შეუკვეთეს ყველი სულგუნი, ქაბაბი, ხბოს მწვადი, პური ტყემალი საწებელი, მექსიკური კარტოფილი. მე-6 მაგიდის წევრები რას მიირთმევდნენ არ ახსოვს. სამზარეულოში ყოფნისას დ----- ჯ--–------იამ გაიგონა ჭურჭლის მსხვრევისა და ყვირილის ხმა, რის გამოც დარბაზისკენ გაემართა, გზად შეხვდა გ------ის მეუღლე გ---–- ბავშვთან ერთად, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვი მოერიდებინათ, დ----- ჯ--–------იამ გადასცა აღნიშნული ინფორმაცი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს გ--- ს------ეს. დარბაზში შესვლისას მას შეხვდა მ--- მაგიდასთან მჯდომი ორი მამაკაცი, ერთ-ერთს შეამჩნია ჭრილობა გულმკერდის არეში, შემდეგ დაინახა მ--- მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი, რომელსაც იარაღი ჰქონდა დამიზნებული გ------ი ყ-------–ისთვის, გ------ის ზურგით ეფარებოდა მასთან მყოფი პირი, მ--- მაგიდასთან მყოფმა ერთერთმა პირმა ხელით ჩამოაწევინა იარაღი და უთხრა: ,,წამო, წამოო’’, დარბაზში შესვლის მომენტში არავინ შეუმჩნევია, შემდეგ შეამჩნია მ---- და მიმტანი მ------ გ---------ე. სხვა მაგიდის სტუმრები არ შეუნიშნავს, დ----- ჯ--–------იას მე-6 მაგიდის სტუმრების ხელში იარაღი არ დაუნახავს. ინციდენტის შემდეგ აღნიშნული ოთხი მამაკაცი დ----- ჯ--–------იას მანქანების სადგომზე შეხვდნენ, ისინი შავი ფერის ,,პრადოში’’ ჩასხდნენ და წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ინციდენტის გამო მაგიდა არავის მიუტოვებია, N11 მაგიდის სტუმრები განაგრძობდნენ ქეიფს. უფრო მეტიც, როცა პოლიცია შემთხვევის ადგილს ათვალიერებდა, ისინი კვლავ განაგრძობდნენ ქეიფს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე მ--- მაგიდაზე იყო ხმამაღალი საუბარი, რამაც დ----- ჯ--–------იას ყურადღება მიიპყრო. აღნიშნულ მაგიდასთან მსხდომი პირები ერთმანეთის მისამართით იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობნენ, რის შესახებაც შეატყობინა კიდეც უსაფრთხოების თანამშრომელს გ--- ს------ეს, რათა თვალყური ედევნებინა და შორიახლოს მდგარიყო. გ------ი ყ-------–ის ან მისი თანმხლები პირის მხრიდან ბილწისტყვაობა ან უხეშობა არ გაუგია. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ გ------ი ყ-------–ს კარგად იცნობს, იგი რესტორნის ხშირი სტუმარია, ხოლო მასთან ერთად მყოფ პიროვნებას მანამდე არ იცნობდა, გ----------–ის მიერ ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას, დ----- ჯ--–------იამ სურათზე ამოიცნო გ------ი ყ-------–ი.

4.8. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- ს------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 9-----------ს მუშაობდა რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ უსაფრთხოების სამსახურში. საღამოს საათებში, თანამშრომელმა რაციით გადასცა სასწრაფოდ ასულიყო დარბაზში, ასვლისას კიბეებთან დაჭრილები შეხვდნენ, ისინი უკვე მიდიოდნენ, ერთი მათგანი დაინახა დაჭრილი, რის გამოც, მან ,,112-ში’’ დარეკა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დარბაზში 10 წუთის შემდეგ შევიდა, სადაც ნახა, რომ მაგიდა სხვანაირად იდგა, კედლის სურათი ჩამოვარდნილი იყო, ჭურჭელი კი დაბლა ეყარა. დარბაზში დაინახა დ----- ჯ--–------ია, სხვა არავინ დაუნახავს. ჭურჭლის დანაკლისთან დაკავშირებით კი მისთვის ცნობილი არაფერია. ინციდენტის შემდეგ, ერთი მაგიდა ისევ განაგძობდა ქეიფს. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ კონფლიქტამდე ს----------------მა იგი გააფრთხილა, რომ დარაზში მ--- მაგიდასთან ოთხი პიროვნება უწმაწური სიტყვებით მიმართავდა ერთმანეთს და ყურადღებით ყოფილიყო, რის გამოც იგი გარკვეული პერიოდი დარბაზშიც იმყოფებოდა, მათი მაგიდიდან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით და აქცევდა ყურადღებას. თუმცა, სტუმრებთან მისვლა და გაფრთხილება არ ჩათვალა საჭიროდ, რადგან ისინი ამით სხვებს არ აწუხებდნენ, მხოლოდ ერთმანეთში საუბრობდნენ და ერთმანეთს მიმართავდნენ უწმაწური სიტყვებით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მე-6 მაგიდა დარბაზში N10 და N11 მაგიდიდან კარგად არ ჩანს, რადგან მას სვეტი ეფარება.

 

4.9. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მ---- მ---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 9-----------ს მუშაობდა რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სამზარეულოში ყოფნისას დარბაზიდან გაიგონა ხმაური, დ----- ჯ--–------ია რაციით გადასცემდა დაცვის თანამშრომელ გ--- ს------ეს რომ დარბაზში შესულიყო. მ---- მ---–--ე ამ ინციდენტს არ შესწრებია, დარბაზში შესვლისას შეეჩეხა ოთხ ადამიანებს, რომლებიც კიბეებზე ჩადიოდნენ, ერთ-ერთი მათგანი დაჭრილი იყო გულმკერდის არეში და მხარზე, სხვებს არ დაკვირვებია, მათგან ერთმა მეორეს უთხრა ,,იარაღი მომეცი ბიჭოო’’ და როცა გადაიხარა, მ---- მ---–--ემ შარვლის საქამრეში დაინახა შავი პისტოლეტი, დაჭრილ მამაკაცს იარაღი არ ჰქონია. მათი გასვლის შემდეგ მ---- მ---–--ე სამზარეულოში შებრუნდა და დაინახა, რომ ქალბატონი ბავშვთან ერთად სამზარეულოს იატაკზე იჯდა, ბავშვი მიხუტებული ჰყავდა ქალბატონს, რომელიც ცოტა ანერვიულებული იყო. ამის გამო მ---- მ---–--ემ მას წყალი შესთავაზა, რაზეც ქალმა უარი უთხრა. როდესაც მ---- მ---–--ე უკან გაბრუნდა მე-6 მაგიდასთან მჯდომი ორი მამაკაცი და ქალბატონი ფოიეს შესასვლელთან იმყოფებოდნენ, ნორმალურ მდგომარეობაში იყვნენ, დარბაზში კი არეულობა იყო, კერძოდ - მაგიდა წაქცეული, რამდენიმე სკამი უწესრიგოდ, იატაკზე სისხლის წვეთები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მე-6 მაგიდასთან იჯდა ორი მამაკაცი, ორი ქალი და პატარა ბავშვი, ქალბატონი დაახლოებით 20:00 საათისთვის მივიდა ბავშვთან ერთად, ეს ორი მამაკაცი კი მანამდე VIP’’ კუპეში იჯდა. მან მე-6 მაგიდასთან რამდენიმე შეკვეთა მიიტანა, მანამდე აღნიშნულ მაგიდას მ------ გ---------ე ემსახურებოდა. მ---- მ---–--ე მე-10, მე-11, მე-13 მაგიდებს ემსახურებოდა, დანარჩენს მ------ გ---------ე, დარბაზში ასევე იყო მ--- და მე-9 მაგიდა, მ--- მაგიდის წევრებიდან მხოლოდ ერთი ახსოვს, მაღალი, შავი მოკლესახელოებიანი მაისურით, რომელიც ხშირად გადიოდა დარბაზის შესასვლელთან მოსაწევად. მოწმის განმარტებით, მ--- მაგიდასთან იყო ხმაური, სიცილი და ხმამაღალი საუბარი, სვამდნენ, მ---- მ---–--ეს მ--- და მე-6 მაგიდებს შორის კონტაქტი არ შეუნიშნავს, მე-6 მაგიდის წევრები კი მშვიდად იყვნენ, მათგან გინება არ გაუგია. დაჭრილი ადამიანების წასვლიდან პოლიცია დაახლოებით 10 წუთში მივიდა, მე-10 მაგიდის სტუმრები პოლიციის მისვლიდან მალევე წავიდნენ, მე-11 მაგიდა გვიანობამდე ქეიფობდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას იქ იყვნენ, ამ მაგიდაზე ორი მამაკაცი და სამი ქალბატონი იჯდა. მოწმის განმარტებით იმ ადგილიდან, სადაც ქალბატონები ისხდნენ მ--- მაგიდა მეტნაკლებად სჩანს, შეიძლება თავად მამაკაცები ეფარებოდნენ, სვეტიც ეფარება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მომსახურე პერსონალი მაგიდებიდან აღებულ ჭურჭელს დამხმარე მაგიდებზე ალაგებს, ასეთი ერთი მაგიდა მე-6 მაგიდასთან იდგა, ერთი კი მე-3 მაგიდასთან, ბუხართან უნდა ყოფილიყო. მ---- მ---–--ის განმარტებით რესტორანში მხოლოდ შუშის გამჭვირვალე გრაფინებია.

 

4.10. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მ------ გ---------ემ განმარტა, რომ მუშაობს რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ მიმტანის პოზიციაზე, 2018 წლის 0------------ს, მუშაობა 15:00 საათზე დაიწყო მუშაობა, იმ დღეს ემსახურებოდა შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარე ე.წ. A პოზიციაზე I, II, III, და IV მაგიდებს, თავიდან ყველა მაგიდა დაკავებული იყო, შემდეგ მხოლოდ მ--- მაგიდაზე დარჩნენ სტუმრები, დაახლოებით 18:00 საათზე ოთხი მამაკაცი დაჯდა მ--- მაგიდასთან, თავიდან შეუკვეთეს ღვინო, გამაგრილებელი სასმელი, ყავა, ჩაი, სულგუნი და ხილის ასორტი, დაახლოებით ორჯერ დაამატეს ღვინო გაამეორეს ყავა, დალიეს ტეკილა, დაახლოებით 23:00 საათისთვის შეუკვეთეს კერძები. მ------ გ---------ემ დაახლოებით 22:30 საათზე ა-------------–---–ისგან გადაიბარა VIP კუპე, საიდანაც ორი მამაკაცი მოგვიანებით ავიდა დარბაზში და დასხდნენ მე-6 მაგიდაზე. როდესაც მ------ გ---------ეს მ--- მაგიდის წევრებისთვის შეკვეთა უნდა მიეტანა, სამზარეულოში შევიდა ქალბატონი ბავშვთან ერთად. სამზარეულოდან, რომ გავიდა მ--- მაგიდის წევრები მიდიოდნენ, ერთი მათგანი სისხლიანი იყო, დარბაზში არეულობა იყო, მ--- მაგიდა კი იყო არეული, ჭურჭელი და სკამები წაქცეული, ჭიქა დამტვრეული, სურათი ჩამოვარდნილი, დოქი გატეხილი იყო თუ არა, არ იცის, ხოლო მთელს დერეფანში სისხლის კვალი იყო. მ------ გ---------ემ ასევე განმარტა, რომ მ--- მაგიდის წევრებს მისვლისთანავე ეტყობოდათ ნასვამობა, თავიდან ნორმალურად იქცეოდნენ, შემდეგ სასმელი მოეკიდათ და უფრო ხმაურიანები გახდნენ, იცინოდნენ, ცუდად და უხეშად მიმართავდნენ ერთმანეთს, ღვინოს მიირთმევდნენ, ლიტრიანი გრაფინით მიჰქონდა. მიუხედავად ამისა, მათ მ------ გ---------ის მიმართ რაიმე აგრესია არ გამოუმჟღავნებიათ, მათგან ერთ-ერთს მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა, ერთს სტაფილოსფერი, ხშირად გადიოდნენ მოსაწევად. მე-6 მაგიდის წევრები მშვიდად საუბრობდნენ. ინციდენტამდე მ--- და მე-6 მაგიდის წევრებს შორის რაიმე კონფლიქტი არ შეუმჩნევია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ოთხი მამაკაციდან ორს უჩანდა იარაღი, სტაფილოსფერმაისურიანს და იმ მამაკაცს რომელსაც ხელში ეჭირა და შემდეგ ჩაიდო.

 

4.11. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ა-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 0------------ს მუშაობდა რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ მიმტანის პოზიციაზე, მოემსახურა ,,VIP’’ კუპეს, რომლის სტუმარი ორი მამაკაცი მე-6 მაგიდასთან გადაჯდნენ, დალიეს, მაგრამ ძალიან ზრდილობიანად და მშვიდად იქცეოდნენ, მ--- მაგიდიდან დაამახსოვდა, რომ ერთ მამაკაცს ეცვა სტაფილოსფერი პულოვერი, მეორე ჩადგმული მამაკაცი იყო შავი სპორტული და შავი მაისური ეცვა, აღნიშნულ მაგიდასთან ორჯერ ჰქონდა შეხება, ერთხელ როცა შეკვეთა აიღო და მეორედ როცა მიუტანა, ევროპულ ჩამოსასხმელ ღვინოს სვამდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, შავ მაისურიანმა, სპორტული აღნაგობის მამაკაცმა ტეკილაც შეუკვეთა, მ--- და მე-6 მაგიდებს შორის რაიმე კონფლიქტი არ შეუნიშნავს, ინციდენტს არ შესწრებია, მხოლოდ მეორე დღეს გაიგო ჟურნალისტისაგან.

 

4.12. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ს--–---ე ბ---–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 0------------ს, იმყოფებოდა მეგობრის ს--–---ე დ---------ას დ---დების დღეზე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სადაც დაახლოებით 21:00 საათზე მივიდნენ, აირჩიეს მაგიდა, ჯერ სხვა მაგიდაზე დასხდნენ, შემდეგ გადასხდნენ ხევის მხარეს მაგიდასთან, რესტორანში ბევრი ხალხი იყო, მუსიკა, რომ დასრულდა ხალხიც შედარებით დაიცალა, მოულოდნელად გაისმა ჩხუბის ხმა, ს--–---ე ბ---–----ე გადაიწია წინ და პირდაპირ დაინახა, რომ უფრო დ---ლმა მამაკაცმა მის წინ მდგომ შედარებით უფრო მაღალ მამაკაცს თეთრი ბოთლი, სავარაუდოდ გრაფინი „გადააფშვნა“ თავზე, მან ამ პერიოდში დაინახა ასევე, ღვინის ჭიქის გასროლაც. მოწმის განმარტებით, ეს ყველაფერი მომენტალურად თითქოს ერთად მოხდა, ჩხუბიც მალევე დასრულდა. მოწმის ჩვენებით, უსიამოვნო ფაქტი იყო, უხერხულობაც იგრძნო, ბოლოს ისიც დაინახა, რომ ერთმა მამაკაცმა თავზე ხელაფარებულმა გაირბინა, იმ პირის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც თავში ჩაარტყეს არ დაუნახავს, არც გინების ხმა გაუგია. ს--–---ე ბ---–----ეს და მის მეგობრებს ჩხუბის დასრულების შემდეგ რესტორანი არ დაუტოვებიათ, არამედ გააგრძელეს დ---დების დღის აღნიშვნა.

 

4.13. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ს--–---ე დ---------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 0------------ს დ---დების დღეს აღნიშნავდა რესტორან ,,წ-----ის წ------–ში, მეგობებთან: ა-------–--ესთან, ს--–---ე ბ---–----ესთან, მ-----– მ-----–---–თან და გ------ი ჭ------ესთან ერთად, რესტორანში დაახლოებით 20-21 საათისთვის მივიდნენ, ბევრი ხალხი იყო, თავისუფალი მხოლოდ ერთი მაგიდა ნახეს შესასვლელიდან ხელმარჯვნივ კუთხეში და დასხდნენ, შემდეგ გათავისუფლდა სხვა მაგიდა უკეთესი ხედით და იქ გადაჯდნენ, ის ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა მათი მაგიდიდან კარგად არ ჩანდა, ნაწილობრივ სვეტი ეფარებოდა, განათებაც ძალიან დ---ლი იყო. მოწმის განმარტებით, კარგი განათებაც, რომ ყოფილიყო ვერ დაინახავდა, რადგან იმ მაგიდისკენ არ გაუხედავს, საიდანც ჩხუბის ხმა ისმოდა. ს--–---ე დ---------ას და მისი მეგობრების ყურადღება ხმაურმა მიიქცია, ჭურჭლის მსხვრევის ხმა იყო და რაღაც წამოყვირების მსგავსი, აღნიშნული ინციდენტი კი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, დაახლოებით 1 წუთი, ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც არასასიამოვნო მოხდა, მართალია, ამ ფაქტმა დისკომფორტი შეუქმნა, თუმცა, რესტორანი არ დაუტოვებიათ, არამედ გააგრძელეს დ---დების დღის აღნიშვნა. მოგვიანებით პოლიციელები მივიდნენ, აღნიშნული ხმურის შემდეგ ს--–---ე დ---------ა და მისი მეგობრები კიდევ ერთი საათი იყვნენ რესტორანში, მათ გვერდით მაგიდაზე მყოფი ოთხი ადამიანი ინციდენტის შემდეგ მალევე წავიდნენ. იმ ტერიტორიაზე კი, სადაც ჩხუბი მოხდა სისხლის წვეთები და დამტვრეული ჭურჭელი იყო. ინციდენტის შესახებ ს--–---ე დ---------ამ მეორე დღეს შეიტყო.

 

4.14. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ა-------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 0-------------ს რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ დაახლოებით 21-22 საათზე მივიდნენ, მეგობრის დ---დების დღეზე, მშვიდი გარემო იყო, მუსიკა რომ დამთავრდა დაახლოებით ნახევარ საათში, 40 წუთში ა-------–--ის ყურადღება ჩხუბის ხმამ, ჩოჩქოლმა მიიქცია. შეხლაშემოხლა იყო, კერძოდ, ხელის დარტყმა, მტვრევის ხმა, მოწმის განმარტებით, რამდენიმე კაცი ჩხუბობდა, მოჩხუბრების ხელში რაიმე საგანი არ შუნიშნავს, ჩხუბი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა და უცებ დასრულდა. ვინ ჩხუბობდა ვერ გაარჩია, რადგან დარბაზში ნაწილობრივ ბოძი ეფარებოდა. ხალხი გარეთ გავიდა, ა-------–--ე და მისი მეგობრები კი დარჩნენ დარბაზში, რა შედეგი მოჰყვა აღნიშნულ ჩხუბს იმ მომენტში მათთვის უცნობი იყო. რაღაც დროის შემდეგ კი პოლიცია მივიდა რესტორანში, ჩხუბის ადგილას სისხლის წვეთები დაინახა, მაგიდა და ჭურჭელი დამსხვრეული, სკამები გადაყირავებული იყო. ჩხუბის დასრულებიდან, მცირე დროის, დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ, მათ წინ მდებარე მაგიდის წევრებმა: ორმა მამაკაცმა და ორმა ქალბატონმა დატოვეს რესტორანი. ა-------–--ე და მისი მეგობრები პოლიციის მისვლის შემდეგ მალე წავიდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩხუბის შედეგად საფრთხე არ უგრძვნია, მაგრამ არასასიამოვნო იყო.

 

4.15. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი ჭ------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 0------------ს იმყოფებოდა მეგობრის ს--–---ე დ---------ას დ---დების დღეზე რესტორან ,,წ-----ის წ------–ში’’. რესტორანი გადატყვირთული იყო, თავდაპირველად ბუხართან დასხდნენ, შემდეგ გათავისუფლდა ვიტრაჟებთან მაგიდა და გადასხდნენ, დაახლოებით 23:00 საათზე გაიგონა ჩხუბის, ყვირილი ხმა, მტვრევის და გინების, ჩხუბი ხდებოდა მისგან მარცხენა უკანა მხარეს. სპეციალურად არ გაიხედა, რათა არ ჩარეულიყო, არ დაინტერესებულა, ვინ ჩხუბობდა არ დაუნახავს, ხმაური ძალიან სწრაფად დამთავრდა, რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიცია მივიდა, გ------ი ჭ------ე და მისი მეგობრები კვლავ მაგიდასთან ისხდნენ, ინციდენტის შემდეგ გ------ი ჭ------ის უკან მდებარე მაგიდის წევრებმა მალევე დატოვეს რესტორანი. გ------ი ჭ------ემ გასვლისას შენიშნა, რომ სკამები გადაყირავებული იყო, სისხლის წვეთებიც ესხა. მოწმის განმარტებით აღნიშნული ჩხუბის შედეგად შიში არ გასჩენია, მაგრამ უსიამოვნო შგრძნება დაეუფლა.

 

4.16. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– მ-------–---–მა.

 

4.17. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გ----------–ებმა: ნ--- თ-----–--ემ, მ-----ა ა----–--ემ, ი----- ხ-----ემ, დ----- თ----------მ, ს--------- თ-----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

4.18. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გ---–- გ-----–--ემ განმარტა, რომ გ------ი ყ-------–ი არის მისი მეუღლე, 2018 წლის 9 დაახლოებით 22 საათზე, დაურეკა გ------ი ყ-------–მა და სთხოვა მისულიყო რესტორანში და დაემატებინა თანხა, რომელიც აკლდებოდა, გ---–- გ-----–--ე და მისი შვილი ნ-----–-- რესტორან წ------–ში 22:45 საათზე მივიდნენ, გ------ი იჯდა ტიხართან მდგომ მაგიდასთან უცხო პიროვნებასთან ერთად, რომელიც გააცნო, როგორც მისი მწვრთნელი, დასხდნენ, ბავშვისთვის შეუკვეთეს საჭმელი, დაახლოებით 15 წუთში მათ მისი დედამთილიც შეუერთდათ. 10-15 წუთში გ------იმ თქვა, რომ გადაჯდებოდა ბუხართან, გ---–- გ-----–--ემ ჩათვალა, რომ გათბობა უნდოდა, გადაჯდომიდან დაახლოებით 5 წუთში შემოესმათ ხმაური, ჩხუბის ხმა, გ---–- გ-----–--ე და მისი დედამთილი ადგნენ და დაინახეს, რომ გ------ი ყ-------–ს ურტყამდა ორი უცხო პიროვნება, გ---–- გ-----–--ე შვილთან დაბრუნდა, რათა ბავშვი სიტუაციისთვის მოერიდებინა, გასვლისას შენიშნა, რომ ასევე უცხო პიროვნება ცდილობდა გ------ის დახრჩობას, მისი დედამთილი - მ------ გ------იზე იყო გადაფარებული და ცდილობდა მის დაცვას, გადაფარებული იყო ასევე, ე------იც და იცავდა გ------ის, ჩათვალა, რომ ისინი საფრთხის ქვეშ იყვნენ. ამის შემდეგ იგი ბავშვთან ერთად გარეთ გავიდა და რესტორნის თანამშრომელს სთხოვა მიემართა დაცვის თანამშრომლებისათვის. თავად კი, ბავშვთან ერთად ღია სამზარეულოში შევიდა. ბავშვი ემოციურად იყო და რესტორნის თანამშრომლები ამშვიდებდნენ, დაახლოებით 5 წუთში ის პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჩხუბში გავიდნენ რესტორნის გასასვლელისკენ, ორ მათგანს მარჯვენა მხარეს იარაღი დაუნახა. ისინი ნასვამები იყვნენ, ერთ-ერთი, რომელსაც სტაფილოსფერი ზედა ეცვა, საგრძნობლად ურევდა ფეხს, გაურკვევლად ამბობდა სიტყვებს, დანარჩენებიც არანაკლებ ნასვამები იყვნენ. მათი გასვლის შემდეგ გ---–- გ-----–--ე და მისი შვილი ფოიეს შესასვლელისკენ წავიდნენ, საიდანაც მ------, გ------ი და ე------ი გადიოდნენ. მ------მ მიაწოდა მას პლასტიკური ბარათი და სთხოვა, თანხა გადაეხადა. მან თანხა გადაიხადა, გ------ი და ე------ი კი გ---–- გ-----–--ეს ჩაუსხდნენ მანქანაში. მისი დედამთილი კი თავისი მანქანით წავიდა, გზაში ჯერ ე------ი ჩავიდა, შემდეგ არმისული მათი სახლის ასახვევამდე გ------ი. მან უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. გზაში გ---–- გ-----–--ემ შენიშნა, რომ გ------ი ყ-------–ს ხელზე რაღაც ჰქონდა შემოხვეული და ცხვირზე იკიდებდა მუდმივად ხელს, როგორც შემდეგ დედამთილისგან გაიგო, მას ხელი ჰქონდა გაჭრილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რესტორანში საგძნობლად ბნელოდა, გ------ი ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს, ინციდენტის შემდეგ მხოლოდ ერთ მაგიდაზე ისხდნენ, ინციდენტამდე იმ მაგიდიდან, სადაც ოთხი მამაკაცი იჯდა, შიგადაშიგ უწმაწური სიტყვები ესმოდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მათთვის. სხვა მაგიდებზე არავინ იგინებოდა. მისივე ჩვენებით, გ------ი ყ-------–ი და ე------ ზ-------–---–ი არ იგინებოდნენ. ე------ ზ-------–---–ის არავისთვის დაურტყამს, იგი გადაფარებული იყო გ------იზე და იცავდა, ისევე როგორც მისი დედამთილი. მოწმის განმარტებით, იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც გ------ის ურტყამდნენ ერთ-ერთს ეცვა სტაფილოსფერი პულოვერი, ხოლო მეორე შედარებით მსუქანი იყო და მელოტი, ხოლო ის რომელიც კისერში უჭერდა გ------ის შედარებით მაღალი და გახდარი იყო და განსხვავდებოდა სხვებისაგან.

 

4.19. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ტ--–--–-–---–მა განმარტა, რომ ბრალდებული გ------ი ყ-------–ი მისი შვილია, 2018 წლის 9-----------ს, საღამოს დაურეკა რძალმა გ---–- გ-----–--ემ, უთხრა, რომ გ------ისთან ერთად აპირებდა ვახშმობას რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ და მისულიყო. რესტორანში მისულმა დარბაზში, პატარა მაგიდასთან დაინახა გ------ი, გ---–-, მათი შვილი ნ-----–-- და მაშინ მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც გ------იმ გააცნო, როგორც მისი მეგობარი და მწრთვნელი ე------ი. მაგიდასთან მჭიდროდ ისხდნენ, მშვიდად საუბრობდნენ, დროდადრო მათ გვერდით მდგომი მაგიდიდან ესმოდათ უწმაწური სიტყვები, მაგრამ მ------ ტ--–--–-–---–ი ყურადღებას არ აქცევდა, ნასვამი ადამიანები იყვნენ. ცოტა ხანში გ------ი და ე------ი ბუხართან გადასხდნენ, დაახლოებით 10 წუთში მ------ ტ--–--–-–---–მა გაიგონა ხმამაღალი ყვირილის და გინების ხმა, ინსტიქტურად წავიდა ბუხრის მხარეს, სადაც შვილი ეგულებოდა და დაინახა, რომ დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ გ------ის სამი მამაკაცი უტყამდა წიხლებს, რაზეც ძალიან განერვიულდა, გ------ი ცდილობდა ხელების ქნევით მოეგერიებინა ცემა, ცდილობდა ფეხზე წამოდგომას, ამ დროს კი ვიღაც უცნობი მამაკაცი შევარდა დარბაზში, გ------ის კისერში ეცა უკნიდან და ახრჩობდა. გ------ი ცდილობდა ხელებით მოეგერიებინა თავდასხმა, მამაკაცმა შეუშვა ხელი, პისტოლეტი ამოიღო, თავში დაუმიზნა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მ------ ტ--–--–-–--–ი ინსტიქტურად გადაუდგა მათ წინ. ამ დროს შეამჩნია ე------იც, რომელიც ასევე, გ------ის იცავდა. უკნიდან ესმოდა ხმები ,,ესროლე მაგისი’’, საშინელი გინებები, როდესაც შებრუნდა დაინახა იარაღიანი მამაკაცი. მას სთხოვა თავი დაენებებინა მათთვის. უცნობები მალევე გავიდნენ დარბაზიდან და სასწრაფოდ დატოვეს ტერიტორია, გასვლისას კი მ------ ტ--–--–-–---–მა ერთ-ერთს ტანსაცმელზე სისხლი შენიშნა. ამის შემდეგ გ------იმ ტანსაცმელი დაიფერთხა, სახეზე ეტყობოდა, რომ საშინლად ნაცემი იყო, ცხვირი ჰქონდა ჩასისხლიანებული, ხელებიდან და თითებიდან სისხლი სდიოდა, თავზე იკიდებდა ხელს, ხან შუბლზე და ხან კეფის არეში, რესტორნიდან გასვლისას შენიშნა დიდი გემატომა კეფაზე. გ---–- გ-----–--ე და შეშინებული ოთხი წლის შვილიშვილი - ნ-----–-- გარეთ დახვდნენ. გ---–-ს პლასტიკური ბარათი მისცა და სთხოვა ხარჯები აენაზღაურებინა, რის შემდეგაც დატოვეს რესტორნის ტერიტორია. მეორე დღეს მ------ ტ--–--–-–---–მა გ------ი ყ-------–ს კ--–----ის ქუჩაზე მიაკითხა მისი მამიდაშვილის სახლში, რომელიც გ------ი ჰქონდა ჩაბარებული. გ------ის ცხვირი საკმაოდ დაზიანებული ჰქონდა, კეფას იტკიებდა. 1------------ს თ----- ტ--–--–-–---–ის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებშიც საკმაოდ ეტყობა ცხვირის დაზიანება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ------ი ყ-------–ის ხელში დანა ან რაიმე იარაღი არ დაუნახავს, არც ე------ის ჭერია რამე ხელში, გ------ი და ე------ი სუფრასთან ზრდილობიანად იქცეოდნენ, ,,სიტყვები დაგხოცავთ ძაღლებო’’ არ გაუგია.

 

4.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების: ბ---- ხ----ის, თ----- ქ--------ას, ი-----–ი გ---იას, ს--–---ე კუ--–-–---–ის, ფ-------- ჩ------, გ-------– დ----ის, ი----- თ------ის, ზ----- ყ-------–ის, ნ---- კ-----ის, ე------ ო------–---–ის, მ--–---- ტ--–--–-–---–ის, მ------ ტ--–--–-–---–ის, ლ--–- ს-----ის, ა----------ას, მ------ უ--------ის, ლ------------ის, მ----- ზ-------–---–ის, მ--–---- თ------–---–ის, ე-–--- ქ------ას, გ------ი ქ-------–-–---–ის, ს---–---- გ---------ის, ე-–---- ჯ---–--, მ------------ას, მ-----–---------------ის, ჯ-------–---–---–ის, გ------ი უ--–--ას, ნ-----–---- ლ---–--ის, ი-----–ი ზ-------ას, გ------------ის, ი-----–ი ქ---------–-–---–ის, კ----------–--------–--–ის, ვ------------------ის, გ-----------ის, შ--–-----------ის, ლ-–----------ის, ჭ---–-----–-----ის, კ--------------–---–ის, დ----- ბ-------ის, ნ---------------ის, ნ----------ს, გ------ი პ------–-–---–ის, დ----- კ-----–---–ის, გ------ი ლ---------–---ის, ა-----–------------ის, ზ------------ას, გ------ი ღ------–--–ის, ხ------------------ის, ზ----------–-----ას, კ--------------–-----–--–ის, ქ---------------–--–ის, ვ-–---------ის, ს---------ის, პ------------–---–--ის, ზ-------------–---–ის, ჯ----–-------–--იას, თ------------------–---–ის, თ--------------ის, მ-----------–-------ას, შ------- კ--–-----ის გამოკითხვის ოქმები, საქმეზე თანდართული ნივთიერი მტკიცებებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო ასევე, უდაოდ ცნობილ მტკიცებებულებებს შეაფასებს და განიხილავს სხვა სადაო მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

4.21. თავად ბრალდებულმა - გ------ი ყ-------–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 0------------ს, გ------ი ყ-------–ი და მისი ბავშვობის მეგობარი ე------ ზ-------–---–ი ვარჯიშის შემდეგ შეთანხმდნენ ესადილათ წ-----ში მდებარე რესტორან წ------–ში. რესტორანში გ------ი ყ-------–ის დამ, მათი დედის კუთვნილი ავტომანქანით მიიყვანა, რადგან გ------ი ყ-------–ს მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ავტომანქანის სათავსოში, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა, გ------ი ყ-------–მა რამოდენიმე წლის წინ ჩადებული მინიატურული ზომის დანა ნახა და ჯიბეში ჩაიდო, სურდა თავის ნივთებთან ერთად შეენახა. დალევას არცერთი არ აპირებდა, მარხვა იყო, უბრალოდ გემრიელად ჭამის სურვილი ჰქონდათ. რესტორანში კუპეში დასხდნენ, გ------ი ყ-------–ი ე------ის ტელეფონით ესაუბრა თავის სიძეს ნ--- კ--–--–ს, რომელიც დაახლოებით 20 წუთში მათ საერთო მეგობრებთან ერთად შეუერთდა, სამარხვო საჭმელები შეუკვეთეს, რესტორნის მენეჯერმა უ--- კი პატარა გრაფინით ჭაჭა მიართვა, გ------ის და ე------ის არ უფიქრიათ ჭაჭის დალევა, საერთოდ არ სვავდნენ ჭაჭას. ბიჭები სადღეგრძელოებს ამბობდნენ, მაგრამ არ სვავდნენ, ყველანი მშვიდად საუბრობდნენ, ე------იმ იმ საღამოს გაიცნო ბიჭები. ამის შემდეგ მან ე------ის ტელეფონით დაურეკა მეუღლეს და სთხოვა გაევლო მისთვის რესტორანში, რადგან შესაძლოა თანხა დაკლებოდა. როდესაც გ------ი ყ-------–ი სიძეს აცილებდა, კიბეზე შეხვდნენ მეგობრები, რომლებიც რესტორანში მღერიან, შესთავაზეს დარბაზში გადასვლა, გ------ი ყ-------–მა მეგობრებს ასიამოვნა და ე------ ზ-------–---–თან ერთად ავიდა დარბაზში, ყველაზე პატარა მაგიდაზე დასხდნენ, მენეჯერმა ხილის ასორტი მიართვა, ჭაჭაც ამოუტანა, ამ დროს რესტორანში გ------ი ყ-------–ის ცოლ-შვილი მივიდა. 10-15 წუთის შემდეგ გაიგონა, რომ დარბაზში არსებული ერთ-ერთი მაგიდიდან შემაწუხებელი გინება და ღრიალი მიდიოდა, რაც გ------ი ყ-------–ს ძალიან არ ესიამოვნა. ამ დროს გ------ი ყ-------–ის ცოლშვილის შეკვეთა მიიტანეს, მაგიდა ძალიან პატარა იყო, სამ ადამიანს გაუჭირდებოდა ჯდომა, უხერხულობა შეიქმნა, რის გამოც, გ------ი ყ-------–ი და ე------ ზ-------–---–ი ადგნენ და დარბაზში არსებულ ბუხრისკენ წავიდნენ. შეათვალიერეს ის ბიჭები, რომლებიც იგინებოდნენ და ბუხართან დადგნენ, შეშა შეამატეს. გინება კვლავ გაგრძელდა. გ------ი ყ-------–ს წასვლა უნდოდა, დაინახა რომ მისი შვილი ისევ მიირთმევდა საჭმელს, მიმტანთან მივიდა და სთხოვა დაეჩქარებინა მათი შეკვეთა, რომელიც წასაღებად უნდოდათ. უკან რომ გამობრუნდა, გაბმული, უფრო ხმამაღალი გინება შემოესმა. ახლოს მივიდა მაგიდასთან, სადაც ისინი ისხდნენ, ყოყმანობდა ეთქვა თუ არა, რომ შეეწყვიტათ გინება. ძალიან ზრდილობიანად მიესალმა მაგიდასთან მსხდომებს, ამის შემდეგ მან გ------ი ა-–----–---–ს ხელი გაუწოდა და სახელი და გვარი უთხრა, შემდეგ ი-----–ი ჭ-------ას ჩამოართვა ხელი, ხოლო მ-----–---–მა არ ჩამოართვა, ბუხრის მხარეს იჯდა ზურგით, ქამარზე იარაღი შეისწორა და ,,დაჯექი ბოჭოო’’ უთხრა. ხელით ანიშნა რომ დამჯდარიყო. გ------ი ყ-------–ი დაჯდა სკამზე, რომელიც მათ მაგიდასთან იდგა და ქურთუკი იყო გადაკიდებული. ბრალდებულის ჩვენებით, დაჯდომისას, მათ ბიჭოთი და უცენზურო სიტყვით მიმართეს და არა პირიქით როგორც ეს დაზარალებულებმა მიუთითეს. სკამზე დაჯდომიდან ერთ წამში ზ----- მ-----–---–მა ჰკითხა, რატომ დაჯდა მათთან და ბიჭოთი მიმართა, გ------ი ყ-------–მა ძალიან ზრდილობიანი ტონით, აუღელვებელი სახით, ბოდიშის მოხდით უთხრა, რომ ოჯახთან ერთად იყო და ისინი ძალიან ხმამაღლა იგინებოდნენ, ,,აქ რატომ მოხვედი და რატომ დაჯექი ბიჭოო’’ კვლავ გაუმეორა მას, რაზეც ყ-------–მა უპასუხა, რომ თავად უთხრა დამჯდარიყო და დაჯდა. თვალებში შეხედა, ხოდა „ეხლა დავაი ადექი ბიჭოო’’ - კვლავ მიმართ მ-----–---–მა. მესამე თუ მ------- ბიჭოზე, გ------ი ყ-------–მა უპასუხა: ,,ზედმეტები მოდგის ბიჭო მეთქი; ამის თქმაზე მაშინვე, ჯერ კიდევ სკამზე მჯდომს დაარტყეს სახის არეში, კერძოდ, ცხვირში, საიდანაც წამოუვიდა სისხლი და წაბარბაცდა. დარტყმის გამო გ------ი ყ-------–ი სკამიდან არ გადავარდნილა, მაგრამ ნახევრად გაითიშა, თვალებში გაუნათდა, შემდეგ დაუწყეს რტყმევა. ურტყამდნენ მას, გ------ი ყ-------–ს კი მ-----–---–ის ხელები ეჭირა, იარაღზე რომ არ წაევლო ხელი. უცბად უკნიდან კიდევ ერთხელ იგრძნო დარტყმა და გაუნათდა თვალებში. ნახევრად წაჩოქილ მდგომარეობაში დაეცა იატაკზე, ხოლო ზემოთ როცა აიხედა დაინახა, რომ ჭ-------ა სკამის ფეხს ურტყამდა. მას გამეტებით ურტყამდნენ წიხლებს, ამ დროს მისი დედა მივარდა და ეფარებოდა თავდამსხმელებს, ისინი უტიფრად ახტებოდნენ დედამისს თავზე და გაუგონარი სიტყვებით აგინებდნენ. სწორედ ამ დროს გახსნა დანა გ. ყ-------–მა და დაიწყო უმისამართოდ ქნევა. ბრალდებულის ჩვენებით, ზ----- მ-----–---–ს ცხვირში მოხვდა დანა, თავიდან მას არც ახსოვდა დანა თუ ედო ჯიბეში. გ. ყ-------–ის ჩვენებით, არასოდეს მოუქნევია მას დანა ადამიანისთვის, იმ დღემდე არც კი უფიქრია ვინმეს დანის დასარტყმელად თუ გაიმეტებდა, რაზეც ძალიან წუხს. ამის შემდეგ ზიზღით მოიშორა მან ეს დანა და არა ნივთმტკიცების დამალვის მიზნით. მისივე ჩვენებით, იგი დანას იქნევდა იმიტომ, რომ თავი დაეცვა, ვინმესთვის ჭრილობის მიყენება არ უნდოდა, სწორედ ამიტომ უმისამართოდ იქნევდა დანას. ჩხუბისას, გ. ყ-------–ის განმარტებით, ე------იმ სცადა აეყენებინა ის, კერძოდ, მაისურში მოჰკიდა ხელი და გასწია, რა დროსაც უკნიდან ეცა ჭ----- გ--–----–---–ი და კისერში მოუჭირა ხელი, რის გამოც გ--–----–---–ისკენ დაიწყო დანის ქნევა ხელი რომ გაეშვა, ამ დროს ძალიან ცუდად იყო, თავი გაუტყდა, სისხლი სდიოდა, სკამები, იარაღები და წიხლები ურტყეს თავში, ამასთან დედისა და ცოლშვილის თვალწინ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბოლოს კი იარაღი დაუმიზნა გ--–----–---–მა, მოწმის განმარტებით, ჯერ ე------ი იყო გადაფარებული მასზედ, შემდეგ დედამისი, რომელიც სთხოვდა არ ესროლათ. გ. ყ-------–ი ე------ის ეჭიდავებოდა, რომ იქით გასულიყო და იარაღი არ მოხვედროდა. ამის შემდგომ ოთხივენი წავიდნენ, ჯერ სამი პირი გავიდა დარბაზიდან, ბოლოს იარაღიანი გ--–----–---–ი. გაკიდება არც კი უფიქრია. სისხლის დანახვაზე გ------ი ყ-------–ს ძალიან დაუმძიმდა გული, უფალს სთხოვდა, თუ ვინმეს ჭრილობა მიაყენა გადაერჩინა. ბოლოს გ------ი ყ-------–ის დედამ გადაიხადა ანგარიში. რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ გ------ი ყ-------–ი, მისი ცოლშვილი და ე------ ზ-------–---–ი ერთი მანქანით წავიდნენ, დედამისი კი - თავისი მანქანით. გზაში გ------ი ყ-------–მა სისხლიანი სალფეტკები ფაჯრიდან გადაყარა სასაფლაოსთან. ე------ი სახლთან დატოვეს, გ------ი ყ-------–მა კი მამაოსთან გადაწვიტა წასვლა. მაშინ არც უფიქრია, რომ თანამშრომლები იყვნენ ან ისეთი ჭრილობები ჰქონდათ. არც ის უფიქრია, რომ რამე მოყვებოდა ამას. ტაქსში გადაჯდა და წავიდა სხვა მიმართულებით. გზაში ტაქსის მძღოლის ტელეფონით ურეკავდა მამაოს, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, კუს ტბის ასახვევთან კი ბიძაშვილი - თ----- ტ--–--–-–--–ი დაინახა. ტაქსის მძღოლის ტელეფონით გადაურეკა, გააჩერა და მის მანქანაში გადაჯდა. იმ ღამით თ-----თან დარჩა, ხოლო დილისკენ დაეძინა. შუადღეს თ-----ისგან შეიტყო, რომ თანამშრომლები იყვნენ დაჭრილები, ტელევიზორიდან გაიგო, რომ ციხის თანამშრომლები იყვნენ, მაღლჩინოსნები. შემდეგ გაურკვევლობაში იყო, ვერავინ ურჩია ჩაბარება იქ, სადაც ეს ადამიანები უ-------ები იყვნენ და კურირებდნენ ყველაფერს. ბრალდებული არ იმალებოდა, უბრალოდ სახლში არ მიდიოდა, ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა ტაქსით, მიდიოდა მამაოსთან სახლში, ტელეფონი ისედაც არ ჰქონდა, რამდენიმე წელია არ უსარგებლია. გ------ი ყ-------–მა ასევე, განმარტა, რომ ზ----- მ-----–---–ს იარაღი მარცხენა მხარეს ედო, სტაფილოსფერი პულოვერი ეცვა, იგი განსაკუთრებით ცუდად იქცეოდა.

4.22. ბრალდებულმა ე------ ზ-------–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ გ------ი ყ-------–ი მისი მეგობარია, ბავშვობიდან იცნობს, 2018 წლის ნ---მბრიდან ყოველ დილით ერთად ვარჯიშობენ, 2018 წლის 9-----------ს, მორიგი ვარჯიშის შემდეგ შეთანხმდნენ ერთად ესადილათ წ-----ში მდებარე რესტორან წ------–ში, რაზეც ე------ ზ-------–---–ი სიამოვნებით დათანხმდა. რესტორანში გ------ის კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ, საჭესთან მანდილოსანი იჯდა, გზაში გ------ი ყ-------–მა ე------ ზ-------–---–ის მობილური ტელეფონით დაურეკა თავის სიძეს ნ----–- კ--–--–ს და დაპატიჟა. მისვლისას რესტორნის მენეჯერმა კუპე შესთავაზა, მათი მისვლიდან დაახლოებით 20 წუთში კი ნ--- კ--–--–იც მივიდა თავის ორ მეგობართან ერთად. გ------ი მარხვაზე იყო და სამარხვო საჭმელები შეუკვეთა. შეუკვეთა ასევე, არასამარხვოც, რადგან თავად ე------ ზ-------–---–ი იმ პერიოდში მხოლოდ ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობდა. მანამდე ბიჭებისთვის შეუკვეთეს ჭაჭა და წვენი. ციოდა, მომსახუხე ქალბატონმა ბუხარი ვერ აანთო, გ------იმ თავად დაჩეხა შეშა და შეიტანა, შეშა ნედლი იყო და არ ინთებოდა, ნ----–- და ბიჭები არაყს ასხამდნენ ასანთებად, ჩვეულებრივად ისადილეს, ძირითადად საუბრობდნენ დიდი ხნის უნახავი მეგობრები, სასმელს ალბათ 40 წუთში ერთხელ სმადნენ, ერთი-ორი ჭიქა შესაძლოა ბრალდებულმაც დალია, ბევრი არ დაულევიათ, რადგან მეორე დილით უნდა ევარჯიშათ. დაახლოებით 22:00 საათზე ნ--- კ--–--–ი და მისი მეგობრები წავიდნენ, გ------ი ყ-------–ი და ე------ ზ-------–---–ი რესტორნის დარბაზში ავიდნენ, გ------იმ თავის მეუღლეს გ---–-ს დაურეკა და სთხოვა მიეკითხებინა მათთვის. მიმტანმა მათი სუფრიდან საჭმელი და გრაფინში, ძირზე დარჩენილი ჭაჭა აუტანა, ეგონა რომ ქეიფს გააგრძელებდნენ. გ---–-ს მისვლიდან დაახლოებით 20 წუთში რესტორანში გ------ის დედაც მივიდა, გ------იმ მათთვის ბევრი საჭმელი შეუკვეთა, შეკვეთა, რომ მიუტანეს გ------ი ყ-------–ი და ე------ ზ-------–---–ი პატარა მაგიდასთან გადასხდნენ ბუხართან. ე------ ზ-------–---–მა ინსტიქტურად ჭაჭას მოკიდა ხელი და გადაიტანა, რადგან მაგიდასთან ქალბატონები და ბავშვი ისხდნენ. რამოდენიმე ხანი საუბრობდნენ, შემდეგ გ------იმ უთხრა, რომ ოჯახს დახედავდა და მალე დაბრუნდებოდა, მისი წასვლიდან ცოტა ხანში ე------ ზ-------–---–ს გინების და ჩხუბის ხმა შემოესმა, ბუხრისკენ სახით იჯდა, მიტრიალდა და დაინახა, რომ გ------ი ძირს ეგდო და წამოდგომას ცდილობდა, ორი თუ სამი ადამიანი კი მას გამეტებით უტყამდა. ბრალდებულის ჩვენებით, გ--–----–---–ი მერე შევიდა რესტორანში და გ------ის ყელში წაუჭირა ხელი, თან ურტყამდა. ამ დროს გ------ი ყ-------–ი კი, როგორც შეეძლო ისე იცავდა თავს. ე------ ზ-------–---–მა მიირბინა, გ------ი წამოაყენა და გვერდით გაიყვანა, ამით სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ სავარაუდოდ ჭ----- გ--–----–---–მა, რომელიც არკასთან იდგა იარაღი ასწია და სროლას აპირებდა. ე------ ზ-------–---–ი და ქალბატონი მ------ გ------ის გადაეფარნენ. დაზარალებულები უწმაწური, გაუგონარი სიტყვებით აგინებდნენ მათ, ისმოდა სიტყვები: ,,ესროლე, მოკალი’’, გ------ი ყ-------–ის დედა კი განწირული ხმით ყვიროდა ,,შვილი არ მომიკლათო’’. გ--–----–---–მა გ------ი ყ-------–ი, რომ ვერ დაინახა იარაღი ჩასწია, მათ აღარც უცდიათ შიგნით შესვლა და ყველანი გავიდნენ რესტორნიდან. ცოტა ხანში გ------ი ყ-------–მა და ე------ ზ-------–---–მაც დატოვეს რესტორანი გ---–-ს მანქანით. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მანამდე დაზარალებულებს არ იცნობდა, შემდეგ გაიგო, რომ ის ვინც დოქის ჩარტყმას აბრალებდა იყო ჭ----- გ--–----–---–ი, დანარჩენები: მ-----–---–ი, ა-–----–---–ი და ჭ-------ა, სახელები არ იცის. გ--–----–---–ს ესროლეო სავარაუდოდ მელოტი მამაკაცი ეუბნებოდა. ბრალდებულს გ------ი ყ-------–ის ხელში იარაღი ან რაიმე საგანი არ დაუნახავს, მისი განმარტებით ვერც დაინახავდა, რადგან რესტორანში ცუდი განათება იყო. ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებულები ცილს სწამებდნენ, ჭიქა და გრაფინი არავისთვის დაურტყამს. იგი წლებია სპორტითაა დაკავებული და შეეძლო ოთხივეს მარტო გამკლავებოდა ფიზიკურად, მაგრამ მისი მიზანი ვინმეს დაზიანება არ ყოფილა, პირიქით მათი გაშველება იყო. ბრალდებულის ჩვენებით, მას და გ------ი ყ-------–ს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, სიტყვები ,,ძაღლებო დაგხოცავთ’’ არავის უხსენებია, არც ინციდენტის გამო შეწუხებულა ვინმე, არც სტუმრებს დაუტოვებიათ რესტორანი. ე------ ზ-------–---–მა ასევე განმარტა, რომ პოლიციაში ორი დღის უძილოს კითხავდნენ, ყოველ ნახევარ საათში ემუქრებოდნენ, რომ ,,გასროკავდნენ’’, თუ გ------ი ყ-------–ს ხელს არ დაადებდა, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო, მას შემდეგ უამრავი დეტალი აღიდგინა მომხდარი ფაქტის შესახებ.

4.23. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 0--------ის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, - პაკეტში, წარწერით: ,, ... ანაწმენდები 7 (შვიდი) ცალი სტერილურ ჩხირებზე აღებული რესტორან წ------–იდან ობიექტები N1; 2; 3; 4; 5; 6; 9 ... მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N1-7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N1-ის გენეტიკური პროფილი ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0; პაკეტი, წარწერით: ,,... ზ----- მ-----–---–ის სისხლის ნიმუში...’’) ობ.N2,6,7-ის გენეტიკური პროფილი ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1; პაკეტი, წარწერით: ,,... ი-----–ი ჭ-------ას სისხლის ნიმუში...’’), ხოლო ობ.N3-5-ის გენეტიკური პროფილი და ჭ----- გ--–----–---–ის (ობ.N119; პაკეტი წარწერით: ,,... ჭ----- გ--–----–---–ის სისხლის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილების იდენტურია; პაკეტში, წარწერით: „... ობ.N7 სიგარეტის ნამწვი მოწითალო ლაქებით ობ N15 და ობ N-- ქაღალდის ფრაგმენტები მოწითალო ფერის ლაქებით... ‘’ მოთავსებულ: ნამწვზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N8), მამაკაცის ტუალეტში ნაგვის ურნიდან ამოღებულ ქაღალდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N9) და ქალების ტუალეტში ნაგვის ურნიდან ამოღებულ ქაღალდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N8-ის გენეტიკური პროფილი ჭ----- გ--–----–---–ის (ობ.N119), ხოლო ობ.N9-ის გენეტიკური პროფილი გ------ი ყ-------–ის (ობ.N--2; პაკეტი, წარწერით: ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებულ გ------ი გ-------–ის ძე ყ-------–ის პირის ღრუდან...’’) გენეტიკური პროფილების იდენტურია. ობ. N10-ის პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, განსხვავდება ობ.N42,72-ისა და ობ N44,75-ის პროფილის მაჟორული წილისაგან და არ ვლინდება ობ.N---ის შერეულ გენეტიკურ პროფილში; პაკეტში, წარწერით: „...ობ.N10 ხის ნაკეთობა დაზიანებულ მდგომარეობაში ორი ფრაგმენტი ამოღებული რესტორნის დარბაზში იატაკის ზედაპირიდან...’’ მოთავსებულ ხისმაგვარ მასალის დეტალებზე (ობ.N11,12) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: ,,...N---ით დანომრილ მაგიდიდან ამოღებული ოთხი ცალი გამჭვირვალე ჭიქა...’’ მოთავსებულ: პირველ ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) გენეტიკური პროფილი ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0) გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტში მოთავსებულ მ------- ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N118; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში...ე------ ზ-------–---–ის პირის ღრუდან...’’), ჭ----- გ--–----–---–ის (ობ.N119), ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0), ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1), გ------ი ყ-------–ის (ობ.N--2) გენეტიკური პროფილებისაგან და არ ვლინდება ობ.N44-ის შერეული გენეტიკურ პროფილში. ამავე პაკეტში მოთავსებულ მესამე ჭიქაზე (ობ.N15) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: ,,...ერთი ცალი შუშის ბოთლი და ოთხი ცალი გამჭვირვალე ბოკალი N---ით დანომრილი მაგიდიდან...’’ მოთავსებულ: პირველ ბოკალზე არსებულ ბიომასალის (ობ.N17) გენეტიკური პროფილი და ჭ----- გ--–----–---–ი (ობ.N119) გენეტიკური პროფილი იდენტურია. მეორე ბოკალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N18) და მ------- ბოკალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N21) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1). ამავე ბოკალებზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან თავისუფალ უბნებზე (ობ.N19,22) და პაკეტში მოთავსებულ ბოთლზე (ობ.N23) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. მესამე ბოკალზე არსებული ბიომასალის (ობ.N20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.N---ის გენეტიკური პროფილის; პაკეტში, წარწერით: ,,.... ოთხი თეფში, ოთხი დანა, ოთხი ჩანგალი, ამოღებული N---ის დანომრილი მაგიდიდან...’’ მოთავსებულ: პირველ თეფშზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N24) და მესამე თეფშზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N--) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–ი ჭ------ას (ობ.N--1). ამავე თეფშებზე, მოწითალო-მოყავიფრო ლაქებისაგან თავისუფალ უბნებზე (ობ.N25,29) და მ------- თეფშებზე (ობ.N30) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. მეორე თეფშზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N26) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- მ-----–---–ს (ობ.N--0). ამავე თეფშზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისაგან თავისუფალ უბნებზე არსებული ბიომასალის (ობ.N27), შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ ერთ წყვილ დანა-ჩანგალზე (ობ.N31) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ზ----- მ-----–---–ი (ობ.N--0) გენეტიკური პროფილი იდენტურია. მეორე წყვილ დანა-ჩანგალზე (ობ.N32) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს. ობ.N32-ის გენეტიკური პროფილი და ობ.N--,20-ის პროფილი იდენტურია. ერთ ცალ ჩანგალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N33) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1). მესამე წყვილ დანა-ჩანგალსა (ობ.N34) და ერთ ცალ დანაზე (ობ.N35) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: პაკეტში, წარწერით: „...ოთხი ცალი ეფში, ოთხი ცალი დანა, ოთხი ცალი ჩანგალი, ერთი ცალი გამჭვირვალე ჭიქა ამოღებული N14-ით დანომრილი მაგიდის ზედაპირიდან..“ მოთავსებულ: მესამე კონვერტში არსებულ ერთი წყვილ დანა-ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ. N40) გენეტიკური პროფილი და ე------ ზ-------–---–ის (ობ.N118) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე კონვერტში მოთავსებულ თეფშზე არსებული ბიომასალის (ობ.N--) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ე------ ზ-------–---–ის (ობ.N118) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N-- ის პროფილის მეორე წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ობ.N---ის პროფილში ობ. N10-ის, ობ.N42,72-ის და ობ.N44,75-ის პროფილის მაჟორული წილის, გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. მ------- კონვერტში არსებულ ერთ წყვილ დანა-ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ.N42) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება ობ. N10-ის პროფილისა და ობ.N44,75-ის პროფილის მაჟორული წილისაგან. ამავე კონვერტში მოთავსებულ თეფშზე (ობ.N43) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. მეხუთე კონვერტში მოთავსებულ ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.N44) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ.N75-ის პროფილის მაჟორული წილისა. ობ.N44–ის პროფილში ე------ ზ-------–---–ის (ობ.N118), ჭ----- გ--–----–---–ის (ობ.N119), ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0), ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1), გ------ი ყ-------–ისა (ობ.N--2) და ობ.N--,20,32-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პირველსა და მეორე კონვერტებში მოთავსებულ ნივთებზე (ობ. N36-39) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „...ორი ცალი თეფში მოწითალო ლაქებით და ერთი ცალი რესტორნის სერვირების დანა მოწითალო ლაქით...ობ. N11 მინის ნაკეთობის ფრაგმენტი...“ მოთავსებულ ორ ცალ თეფშსა (ობ. N45,46) და ერთ ცალ დანაზე (ობ.N48) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N45,46-ის გენეტიკური პროფილი ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0), ხოლო ობ.N48-ის პროფილი ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1) გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტში მოთავსებულ მინის ფრაგმენტზე (ობ.N47) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „...რესტორანში N---ით დანომრილი მაგიდის გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N49-51) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N49,50-ის პროფილი ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1), ხოლო ობ. N-1-ის პროფილი ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0) გენეტიკური პროფილების იდენტურია; პაკეტში, წარწერით: „...ერთი ცალი შავი ფერის ქურთუკი ამოღებული რესტორანში N---ით დანომრილ მაგიდასთან სკამის ზედაპირიდან...“ მოთავსებული ქურთუკის მარცხენა სახელოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N-2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჭ----- გ--–----–---–ს (ობ.N119). ამავე ქურთუკზე არსებული ბიომასალის (ობ.N-3) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N-3-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის 16 (თექვსმეტი) ნიმუში 32 (ოცდათორმეტი) ც.“ მოთავსებულ: ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა გამღები სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N-0) გენეტიკური პროფილი და გ------ი ყ-------–ის (ობ.N--2) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ა/მანქანის საჭის ქვედა ნაწილიდან (ობ.N-6) და ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან (ობ.N-8) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N-4,55,57,59,61-69) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ–ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „..ანაწმენდი 7 (შვიდი) ნიმუშია 7 (შვიდი) ც სტერილურ შესველებული გამოხდილი წყლით, აქედან 2 (ორი) ც. საკონტროლო ნიმუში...“ მოთავსებულ: ა/მანქანის უკანა სავარძლის შუა ნაწილის მარცხენა კიდიდან აღებულ ანაწმენდზე (ობ.N72) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ოგ. N72-ის გენეტიკური პროფილი და ობ. N42-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია, ა/მანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის მარჯვენა გვერდიდან აღებულ ანაწმენდზე (ობ.N73) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის, არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ბ N7(2,7174) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „.2 (ორი) ც. ხელთათმანი. ა/ მანქანა „მ----------“ ს/ ნომრით G---------..“ მოთავსებულ ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის (ობ.N75) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ობ.N75-ის პროფილის მაჟორული წილი და ობ. N44-ის პროფილის მაჟორული წილი იდენტურია. ობ.N75-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: „...წ. ნიადაგის ნიმუში 4 (ოთხი)ც. წებოვან ფირზე...“ მოთავსებულ ა/მანქანის მანქანის წინა მარჯვენა სავარძლის წინ ნოხიდან აღებულ ფირზე (ობ.N76) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ფირებზე არსებული ბიომასალის (ობ.N77-79) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: „...შავი ფერის დუტის ქურთუკი ამოღებული ან მანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ა/მანქანა „მ----------“ ს/ ნომრით G---------..“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიომასალის (ობ.N80,81) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N80-ის პროფილის მაჟორული წილი და გ------ი ყ-------–ის (ობ.N--2) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N80-ის პროფილის მინორული წილი და ობ.N81-ის პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: „...ე------ ზ-------–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.N82), მაისურზე (ობ.N83,84), ფეხსაცმელებზე (ობ.N85,86) და ქურთუკზე (ობ.N87-89) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ N82-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0), ხოლო მინორული წილი ე------ ზ-------–---–ის (ობ.N118) გენეტიკური პროფილების იდენტურია. ობ.N83,87-89-ის პროფილი გ------ი ყ-------–ის (ობ.N--2), ხოლო ობ.N84-86-ის პროფილი ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0) გენეტიკური პროფილების იდენტურია; პაკეტში, წარწერით: „...ჭ----- გ--–----–---–ის ტანსაცმელი.“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.N90-92), წინდებზე (ობ.N93,94), ქვედა საცვალზე (ობ.N95), მაისურზე (ობ.N96), ჯემპრზე (ობ.N97,98) და ფეხსაცმელებზე (ობ. N99,100) არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჭ----- გ--–----–---–ს (ობ.N119); პაკეტში, წარწერით: „...ი-----–ი ჭ-------ას ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.N101-103), ჯემპრზე (ობ.N104) და ფეხსაცმელებზე (ობ.N105,106) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1); პაკეტში, წარწერით: „...ზ----- მ-----–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.N107-109), ერთ-ერთ წინდაზე (ობ.N110), ფეხსაცმელებზე (ობ.N111,112), მაისურზე (ობ.N113), პერანგზე (ობ.N114,115) და ჯემპრზე (ობ.N116,117) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N107-113,115-117-ის გენეტიკური პროფილი ზ----- მ-----–---–ის (ობ.N--0), ხოლო ობ.N114-ის გენეტიკური პროფილი ი-----–ი ჭ-------ას (ობ.N--1) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

4.24. 2018 წლის 21----------ის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გამზირი N---ში მდებარე შპს ,,ა-------------------–----------–------–--------–----------------------------–----ის’’ ადმ--------აციულ შენობაში, ამავე კლინიკის იურისტ - ა----------ასაგან ამოღებული იქნა ზ----- მ-----–---–ის სამედიცინო ისტორია 32 ფურცლად; ჭ----- გ--–----–---–ის სამედიცინო ისტორია 33 ფურცლად და ი-----–ი ჭ-------ას სამედიცინო ისტორია 36 ფურცლად.

4.25. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 0--------ის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–-----’’-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. ზ----- მ-----–---–ი სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 0------- წ-1------- წ. დიაგნოზით: ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხრის, მარცხენა მტევნის, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

4.26. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2-----------ის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–-----’’-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N1---- და ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად მოქალაქე ჭ----- გ--–----–---–ს 2018 წლის 0------------ს დაესვა დიაგნოზი: სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა ეპიგასტრალური სისხლძაღვის დაზიანებით, მუცლის სწორი კუნთის ვრცელი ჰემატომა, ჰემოპერიტენიუმი. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში ასევე მითითებულია, რომ სახის მიდამოში აღენიშნებოდა ექკორიაციები. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ეპიგასტრალური სისხლძარღვის დაზიანებით, მუცლის სწორი კუნთის ვრცელი ჰემატომით და ჰემოპერიტონეუმი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო სხეულის სხვადასხვა მიდამოში მდებარე ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ერთოლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში დაზიანების (ექსკორიაციების) მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.

4.27. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31----------ის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–-----’’-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N----- და ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად მოქალაქე ი-----–ი ჭ-------ა სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 0------- წ.-1------- წ. დიაგნოზით: სახის მარცხენა ლოყის, ქვედა ყბის და კისრის წინა ზედაპირის (აღენიშნებოდა ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ, რომელიც ვრცელდება კისრის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლამდე) გულმკერდის (გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მედიოკლავიკულურ ხაზზე მე-3-მ--- ნეკნიდან მ----მე-8 ნეკნის დონემდე) მარცხენა მხრის, მარცხენა ბეჭის და მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობები. აღნიშნული დაზიანებები განვითრებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

4.28. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1------------ს 01:00 საათიდან 07:15 საათამდე პერიოდში შსს ძ---–-------–--ის ს-----------–ოს პოლიციის მ--- განყოფილების გ----------–ის ს---------ი თ-----–---–ის, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ს-----------–ოს უ-------ი ექსპერტის მ-----------–-------ას, ექსპერტების: გ------ი უ--–--ას და ნ-----–---- ლ---–--ის, შპს ,,წ------–ი წ-----ის’’ დირექტორის ს---–------ ჩ---–--ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი - ქ. თბილისი, დ----–------, შ. რ---------–ის ქ. N----ში მდებარე რესტორანი ,,წ------–ი წ-----ში’’, რესტორნის გარე ფასადი არის შემინული, რომელსაც სიგრძეზე მიჰყვება გამწვანების გაზონი ხუთი ნაძვის ხით. რესტორნის შესასვლელ გისოსებიან ჭიშკრის წინ ასფალტზე სხვადასხვა ადგილას აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, შესასვლელი რკინის ჭიშკართან დგას ვერცხლისფერი თუნუქის ნაგვის ურნა მარცხენა და მარჯვენა მხარეს, მარჯვენა მხარეს ასევე დგას შავი ფერის ქოთანი, რომელშიც ჩარგულია ხე. მითითებულ რკინის გისოსებიანი ჭიშკრის გავლით შევდივართ რესტორნის ღია ვერანდაზე, მის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია შუშებიანი სამზარეულო. აღნიშნულ ვერანდაზე დგას ლითონის კონსტრუქციის 6 ცალი მაგიდა გარშემო თავისივე სკამებით. მარცხენა მხარეს ასევე გასასვლელ ვერანდაზე დგას თორმეტი ლითონის კონსტრუქციის მაგიდა გარშემო თავისივე სკამებით, აღნიშნულ ვერანდაზე მარცხენა მხრის კედელზე დამონტაჟებულია ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომელიც უყურებს როგორც დახურულ ასევე ღია ვერანდას, ღია ფილაქანზე სიგრძივად დგას ხუთი ცალი სხვადასხვა ზომის ქოთანი ნაძვის ხეებით. აღნიშნულ ბეტონის ფილაქანზე, რომელიც გადის ღია ვერანდასა და სამზარეულოს შორის სიგრძივად შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც მიემართება რესტორნის კაპიტალური შენობის შესასვლელისაკენ. აღნიშნულ შენობაში ავდივართ აგურის სამსაფეხურიანი კიბეებით, რომლის მარცხენა და მარჯვენა მხარეს დგას სხვადასხვა ზომის ქოთნები ყვავილებით და მწვანე ხეებით. შენობის შესასვლელი არის თაღისებური ღია შელესილი თეთრად. მის ქვეშ ასევე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს მდებარეობს მომსახურე პერსონალის ოთახი, რომლის კარები არის მწვანედ შეღებილი, კარები ღიაა, საკეტში არის გასაღები რგოლით და მეორე გასაღებით. შენობაში შევდივართ ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარებით, რომელიც არის ორფრთიანი შუშის. მარცხენა მხარის კარები ღიაა, კარების გავლით გავდივართ მისაღებ ოთახში, სადაც არის ფილაქანი დაგებული და მარჯვენა მხარეს ხალიჩაზე დგას შუშიანი მაგიდა გარშემო სამი ცალი სკამით. აღნიშნულ ფილაქანზე შეინიშნება მოწითალო ლაქები, რომლის გავლით შევდივართ დარბაზში, აღნიშნულ მისაღებში მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბარი, რომლის ზედა თაროზე და შიგნითა თაროებზე და მაცივრებში არის სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები. ასევე არის ლუდის ჩამოსასხმელი აპარატი მარჯვენა მხარეს ასევე მისაღებში განთავსებულია ორი საპირფარეშო, რომლის კარები ღიაა, მისაღებიდან შევდივართ შენობის დარბაზში, რომელიც გაყოფილია სამ პოზიციად. მარჯვენა მხარეს დგას ოთხი მაგიდა რუხი გადასაფარებლით, რომლის გარშემო დგას სკამები, თითოეულ მაგიდაზე აწყვია თეფშები თავისივე დანა-ჩანგლით. აღნიშნულ მარჯვენა მხარის კედელთან არის ბუხარი, რომლის თავზე აწყვია სხვადასხვა ზომის და ფორმის სასმისები, როგორც ბუხარზე, ასევე კედელზე გაკეთებულ თაროზე, დაბლა დაგებულია ხის პარკეტი, ასევე მარჯვენა კედლის შუაში დგას საახალწლო ნაძვისხე, გვერდში თოვლის პაპა თეთრ ფერებში მორთული სათამაშოებით. ნაძვისხეზე ჩართულია განათება. აღნიშნულ მარჯვენა მხარის ნაწილში გასასვლელ მეორე ნაწილთან მარცხენა მხარეზე მოპირდაპირე კედელთან მდგარ მაგიდაზე შეინიშნება ნასუფრალი. მის გარშემო მარცხენა მხარეს დგას ორი სკამი, მარჯვენა მხარეს ორი რუხი და ღია ფერის სკამი გაწეული მაგიდიდან, ხოლო ერთი სკამი წაქცეულია. იატაკზე მაგიდის ძირში, მარჯვენა მხარეს დაგდებულია მოშავო ჩარჩო ფოტოსურათით, ჩარჩოს გვერდით გდია ვერცხლისფერი დანა სამი ცალი ვერცხლისფერი პატარა ელემენტი, ასევე პატარა ხის ნაკეთობა სამფეხიანი დასადგამით, ალაგ-ალაგ მწვანე საღებავით შეღებილი. მითითებული მაგიდის მარჯვენა მხარეს გადასაფარებელზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. მაგიდაზე დგას ოთხი თეფში გარშემო 4 ცალი დანით და ჩანგლებით. მარჯვენა მხარეზე თეფშზე არის პურის ნატეხი და ორი ყველის ნაჭერი გადაღებული, ასევე მაგიდაზე დევს კალათაზე ორი პატარა შოთის პური, ხის გრძივ დასადებზე ოთხი ნაჭერი ყველი, ორი თიხის ჭურჭლით ტყემალი, სალფეტკი და ჩხირები. მაგიდაზე მარცხენა და მარჯვენა თეფშზე წაქცეულია დიდი მინის სასმისი, ასევე მაგიდაზე წაქცეულია ,,სნოს’’ მინერალური წყლის ბოთლი და ერთი პატარა ღვინის ჭიქა, დანარჩენ ორ პატარა ღვინის ჭიქაში ასხია სითხე. სისხლისმაგვარი ლაქები შეინიშნება მარჯვენა მხარეს თეფშის გარშემო ჩანგალზე, ასევე მის გაყოლებაზე მდგარ თეფშზე. მითითებულ ჩანგალთან მარცხენა მხარეს დევს ვერცხლისფერი კორპუსით მაჯის საათი შავი ტყავის სამაჯურით. მაგიდიდან გაწეულ რბილ სკამზე შეინიშნება მინის ნამსხვრევები, ასევე დაბლა პარკეტის იატაკზე. მითითებული დარბაზის მარცხენა მხარეს გავდივართ ღია ორი გასასვლელით, სადაც დგას ხუთი მაგიდა თავისი გადასაფარებლით. გარშემო სკამებით გასასვლელში მარჯვენა და მარცხენა მაგიდაზე არის ნასუფრალი. მარცხენა მხარეს განთავსებულია ბუხარი, რომელზეც არის სხვადახვა დეკორაციები, მის გასწვრივ დგას ხის მაგიდა, რომელზეც აწყვია თეფშები, მარჯვენა მხარეს ღია ერთი გასასვლელით გავდივართ მეორე პოზიციაზე შუშებიან ადგილზე, სადაც დგას ოთხი მაგიდა რუხი გადასაფარებლით გარშემო სკამებით. მარცხენა მხრიდან სამ მაგიდაზე არის ნასუფრალი, მაგიდების მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბუხარი, ზედ დეკორაციებით. დარბაზის სამივე პოზიციაზე, მარჯვენა მხარის პირდაპირ კედელზე დამაგრებულია ორი სუვენირული გრძელ ლულიანი იარაღი, შუა ნაწილში პირდაპირ კედელზე ცხრა ერთეული სხვადასხვა ფორმის გრძივი იარაღები, ასევე მარცხენა კუთხეში ბუხართან მაღლა დაკიდებულია ერთი, ცალ ლულიანი სუვენირული იარაღი, მესამე პოზიციაზე მარცხენა მხარის კედელზე ასევე კიდია ორი ერთეული გრძელ ლულიანი სუვენირული იარაღი, ასევე შუა პოზიციაზე ბუხრის წინ კედელზე მარცხენა მხარეს ექვსი ერთეული სხვასახვა ზომის ხანჯალი და ხუთი ცალი ჩონგური. მარჯვენა მხარის ნასუფრალი მაგიდის ქვეშ აგდია გატეხილი ხის ნაკეთობის დეტალი მომწვანო საღებავით. აღნიშნული მაგიდის მარჯვენა მხარეს კედელზე ჩამოკიდებულია ორი ცარიელი ჩარჩო და ათი სურათიანი ჩარჩო, იქვე თაროზე დევს მინის სხვადსხვა 9 ცალ ქილაში ბოსტნეულის კონსერვები. აღნიშნული კედლიდან ჩამოვარდნილია ერთი სურათიანი ჩარჩო, რომელიც გატეხილია და აგდია პარკეტის იატაკზე, ასევე იატაკზე ჩამოვარდნილია ერთი ცალი კონსერვის პატარა ქილა. აღნიშნული ნასუფრალი მაგიდიდან გასასვლელისკენ პარკეტის იატაკზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ლაქები შეინიშნება მარჯვენა მხარეს მდგარ პირველ მაგიდაზე ორ თეფშზე ასევე გადასაფარებელზე. მარჯვენა მხარეს მდებარე მამაკაცის საპირფარეშოში ნიჟარაზე შეინიშნება მოწითაო ფერის ლაქები, ნიჟარის წინა მდგარი ნაგვის ურნაში ჩაგდებულ ხელსაწმენდზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. მარცხენა მხარეს, ქალთა საპირფარეშოში მარცხენა კუთხეში მდგარ ცილინდრისებურ ურნაში აღმოჩენილ იქნა ხელსაწმენდი მოწითალო ფერის ლაქებით. პირობითად აღნიშნულ მეორე პოზიციის მარჯვენა მხარის მაგიდაზე (ობ.14) ალაგია ოთხი თეფში თვისი დანა ჩანგლით ხის დასადებზე მწვანილი თეფშზე ერთი ცალი ხინკალი და ვაზით ხილის ასორტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა: პაკეტი N1- მოწითალო ლაქის ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე აღებული რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ ეზოს შესასვლელთან ასფალტის ზედაპირიდან (ობ,1); მოწითალო ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე აღებული ეზოს შესასვლელთან ასფალტის ზედაპირიდან (ობ.2); მოწითალო ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე აღებული ეზოს ბეტონის ქვაფენილის ზედაპირიდან ზედაპირიდან (ობ.3); მოწითალო ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე აღებული ეზოს ბეტონის ქვაფენილის ზედაპირიდან (ობ.4); მოწითალო ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე აღებული რესტორნის დარბაზში შესასვლელ კართან ქვაფენილის ზედაპირიდან (ობ.5); მოწითალო ფერის ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე აღებული რესტორნის ჰოლში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან (ობ.6); მოწითალო ფერის ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე აღებული რესტორნის დარბაზში იატაკის ზედაპირიდან (ობ.9), სულ 7 ნიმუში შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა სპეც პაკეში F---------. პაკეტი N2 - სიგარეტის ნამწვი მოწითალო ლაქით ამოღებული რესტორნის დ---ზში იატაკის ზედაპირიდან (ობ.15-16). ქაღალდის ფრაგმენტები მოწითალო ფერის ლაქებით, რესტორანში ქალისა და მამაკაცის საპირფარეშოში ნაგვის ურნებიდან, სულ სამი ობიექტი, შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა სპეც პაკეტში F---------.

პაკეტი N3 - ორი ცალი თეფში მოწითალო ფერის ლაქებით და ერთი ცალი რესტორნის სერვისების დანა მოწითალო ლაქით ამოღებული პირობითად დანომრილი N8 ობიექტიდან, მაგიდის ზედაპირიდან; ობ.11 მინის ნაკეთობის ფრაგმენტი ამოღებული N---ით დანომრილ მაგიდასთან არსებულ სკამის ზედაპირიდან სულ ოთხი ცალი ობიექტი. შეიფუთა ცალ-ცალკე, დაილუქა FCD878406 სპეც პაკეტში. პაკეტი N4 - ობ.10 ხის ნაკეთობა დაზიანებული, ორ ნაწილად ამოღებული რესტორნის დარბაზში იატაკის ზედაპირიდან, დაილუქა სპეც. პაკეტში FCD878407. პაკეტი N- - ობ.13 ერთი ცალი მაჯის საათი ამოღებული დარბაზში N---ით დანომრილი მაგიდის ზედაპირიდან, დაილუქა სპეც. პაკეტში FCD857179. პაკეტი N- - რესტორნის დარბაზში N---ით დანომრილ მაგიდიდან ამოღებული იქნა 4 ცალი პატარა ღვინის გამჭვირვალე ჭიქა, რომელიც შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა სპეც. პაკეტში FCD857178. პაკეტი N7 - რესტორნის დარბაზში N---ით დანომრილ მაგიდიდან ამოღებული იქნა ბოკალის გამჭვირვალე ჭიქები, შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა სპეც. პაკეტში FCD856176. პაკეტი N8 - დარბაზში N---ით დანომრილ მაგიდიდან ამოღებული იქნა ოთხი თეფში, ოთხი დანა და ოთხი ჩანგალი, რომელთაგან მარჯვენა მხარის ორ თეფშზე და ერთ ჩანგალზე შეინიშნება მოწითალო ლაქა, შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა სპეც. პაკეტში FCD876175. პაკეტი N9 - დარბაზში მე-2 პოზიციის N14-ით დანომრილ მაგიდიდან ამოღებული იქნა ოთხი თეფში, ოთხი დანა, ერთი ჭიქა გამწვირვალე და ოთხი ჩანგალი, რომლებიც დაილუქა სპეც. პაკეტში FCD876177. პაკეტი N10 - დარბაზში პირველ პოზიციაზე არსებულ N---ით დანომრილ მაგიდიდან ამოღებული იქნა მაგიდის გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც დაილუქა სპეც. პაკეტში FCD857177. პაკეტი N11 - დარბაზში N---ით დანომრილი მაგიდის გარშემო ხუთი სკამიდან, საზურგე და დასაჯდომი ნაწილიდან ამოღებული იქნა ნაწილაკები მწებავ ფირზე, რომლებიც დაილუქა სპეც. პაკეტში FCD749438. პაკეტი N-- - დარბაზის მე-2 პოზიციის N14 მაგიდიდან გარშემო ხუთი სკამის საზურგე და დასაჯდომი ადგილიდან ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები მწებავ ფირზე, დაილუქა სპეც. პაკეტში FCD749456. პაკეტი N13 - დარბაზის N-- მაგიდის წინ მდგარი სკამზე დაკიდებული ქურთუკიდან ამოღებული იქნა ა/მანქანის გასაღები ,,ბმვ’’ -ს ლოგოთი. ა/მანქანის გასაღები ბრელოკთან და გასაღების ასხმასთან ერთად; ოთხი ცალი პლასტიკური ბარათი და სამსახურებრივი პირადობის მოწმობა ი-----–ი ჭ-------ას სახელზე; ფულადი თანხა 3150 აშშ დოლარი, 31 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა და ერთი ცალი 50 დოლარიანი კუპიურა, რომლებიც დაილუქა სპეც. პაკეტში FCD752690. პაკეტი N14 - აღწერილ N-- მაგიდის წინ სკამდან ამოღებული იქნა შავი ფერის ქურთუკი, რომელიც დაილუქა სპეც. პაკეტში FCD876178. ,,ნ----ნის’’ ფირმის ფოტოაპარატით გადაღებული იქნა 491 ფოტოსურათი, რომელიც გადაიწერა ელექტრონულ დისკზე.შემთხვევის ადგიილს დათვალიერებისას მონაწილე პირების მხრიდან რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა.

4.29. 2018 წლის 1-----------ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 03:55 საათიდან 10:10 საათამდე პერიოდში, შსს ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების უ----------------- გ----------–ის ჯ-------–---–---–ის, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ს-----------–ოს უ-------ი ექსპერტის გ-----------ის, ექსპერტის - შ--–-----------ის, ავტომანქანის მესაკუთრის - გ---–- გ-----–--ის და უ------------------გ----------–ის ფ-------- ჩ------ მონაწილეობით, ქ. თბილისი, დ----–------, ფ---------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ავტოფარეხში დათვალიერებული იქნა ,,მ----------ს’’ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით G-------- (GLA-200), ავტომანქანა არის 4 (ოთხი) კარიანი მარცხენა საჭით, ვიზუალური დათვალიერებისას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტების მიერ ავტომანქანიდან ამოღებული იქნა 16 (თექვსმეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუში, 32 ცალ სტერილურ გამოხდილი წყლით შესველებულ ჩხირზე, კერძოდ 4 (ოთხი) ნიმუში 8 (რვა) ცალ სტერილურ ჩხირზე ავტომანქანის გარეთა სახელურებიდან, 4 (ოთხი) ნიმუში 8 (რვა) ცალ სტერილურ ჩხირზე ავტომანქანის ოთხივე კარის შიდა გამღები სახელურებიდან, 4 (ოთხი) ნიმუში 8 (რვა) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ოთხივე კარის შიდა სახელურებიდან, 3 (სამი) ნიმუში 6 (ექვსი) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული იქნა ავტომანქანის საჭის ზედა, ქვედა და შუა ნაწილებიდან, ერთი ნიმუში ორ ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ავტომანქანის სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტიდან. ყველა ნიმუში მოთავსდა მუყაოს კონტეინერებში, კონვერტებში, გაუკეთდა შესაბამისი წარწერები, მონაწილე პირთა ხელმოწერები და დაილუქა შტრიხკოდით FCD866478, პაკეტი N1. ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ანაწმენდის შვიდი ნიმუში სტერილურ ჩხირზე შესველებული წყლით, კერძოდ, ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის შიდა მხარეს დინამიკის მიმდებარედ ერთი ნიმუში, ერთი ნიმუში ავტომანქანის შუა ნაწილის მარცხენა უკანა სავარძლის მარცხენა კიდიდან (ტყავის ფაქტურა), ერთი ნიმუში ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის მარჯვენა გვერდიდან (ტყავის ფაქტურა), ერთი ნიმუში ავტომანქანის უკანა სავარძლის შუა ნაწილის მარჯვენა კიდიდან (ტყავის ფაქტურა), ერთი ნიმუში ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომი ადგილის შუა ნაწილიდან (ქსოვილიდან), საკონტროლო ანაწმენდები თითო უკანა სავარძლის ქსოვილის ფაქტურისაგან. ყველა ნიმუში მოთავსდა ცალ-ცალკე მუყაოს კოლოფებში, კონვერტებში, გაუკეთდა წარწერები და დაილუქა შტრიხკოდით სპეც. პაკეტში FCD866479, პაკეტი N2. ავტომანქანიდან ამოღებული იქნა მიკრინაწილაკები 8 ცალ წებოვან ფირზე საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, კერძოდ, ავტომანქანის წინა და უკანა სავარძლების დასაჯდომიდან და საზურგიდან, რომლებიც მოთავსდა ცალ-ცალკე კონვერტებში, გაუკეთდა შესაბამისი წარწერები და დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCD 711701, პაკეტი N3. ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ხელთათმანი, რომლებიც მოთავსდა კონვერტში, გაუკეთდა შესაბამისი წარწერა და დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCD 866480, პაკეტი N4. ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა დუტის ქურთუკი საფირმო წარწერით ,,STONE ISLAND’’ ,,MADE IN ITALY’’, რომელიც დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCD878374. პაკეტი N-. ავტომანქანის ოთხივე სავარძლის წინ მიმდებარედ ნოხიდან ამოღებული იქნა ნიადაგის ნიმუში ოთხ ცალ წებოვან ლენტზე საკონტროლო ნოხის ნიმუშებთან ერთად. საკონტროლო ნოხის ნიმუში ამოღებლი იქნა საბარგულიდან. ნიადაგის ნიმუშები მოთავსდა ცალცალკე კონვერტებში და დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCD866482, პაკეტი N-. ავტომანქანის ძრავის ხუფის გარეთა ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვლები 2 (ორი) ცალ დაქტილოფირზე, გაუკეთდა შესაბამისი წარწერა და დაილუქა სპეც. პაკეტში შტრიხკოდით FCD 711700, პაკეტი N7. ავტომანქანის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ,,ნ----ნის’’ ფირმის ფოტოაპარატით გადაღებული იქნა 230 (ორასოცდაათი) ფოტოსურათი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე. 2018 წლის 1------------ს, 10:30 საათიდან 11:40 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისი, დ----–------, ფ---------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხიდან ამოღებული იქნა, გ---–- გ-----–--ის კუთვნილი ,,მ----------ს’’ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით G--------, რომელიც დაილუქა შსს ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ------- განყოფილების ლუქით N-------.

4.30. 2018 წლის 1-----------ის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების უ----------------- გ----------–ის ჯ-------–---–---–ის, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ს-----------–ოს ექსპერტ ლ-–----------ის, უ----------------- გ----------–ის ნ---- კ-----ის და მოწმე მ------ ტ--–--–-–---–ის მონაწილეობით, ქ. თბილისი, დ----–------, ფ---------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში დათვალიერებული იქნა ,,მ----------ს’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით S--------. დათვალიერებისას ავტომანქანა რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ავტომანქანა არის შავი ფერის, ოთხ კარიანი, მუქი ფერის ტყავის სალონით. დათვალიერებისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

4.31. 2018 წლის 1-----------ის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას გამზირი N---ში მდებარე ა-------------------–----------–------–--------–----------------------------–----ის მიმღები განყოფილებიდან ამოღებული იქნა ექთან თ----- ქ--------ას მიერ წარდგენილი, ჭ----- გ--–----–---–ის ტანსაცმელი: მოლურჯო ფერის სვიტერი, თეთრი მაისური, მოლურჯო ფერის ტრუსი, მოცისფრო ფერის ერთი წყვილი წინდა, მოშავო ფერის ბოტასები, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ტყავის ქამრით. ასევე პირადი ნივთები: ხის ჯვარი და ცეფი, მეტალის მაჯის საათი, სამაჯური, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ორი 10 ლარიანი კუპიურით, საბანკო ბართები, ჭ----- გ--–----–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ი. ჭ-------ას ტანსაცმელი, კერძოდ: მოყავისფრო სვიტერი, ჯინსის შარვალი, მოლურჯო ტყავის ქამრით, შავი ფეხსაცმელი; პირადი ნივთები: შავი საფულე, რომელშიც დევს თანხა 130 ლარის ოდენობით. ი-----–ი ჭ-------ას პირადობის მოწმობა. ზ----- მ-----–---–ის ტანსაცმელი: თეთრი პერანგი, თეთრი მაისური, ნარინჯისფერი სვიტერი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი და წინდა; პირადი ნივთები: ოქროსფერი მეტალის ჯვარი და ცეფი, ამავე ფერის კულონი და ოქროსფერი რგოლის ბეჭედი. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა სთანადო წესით.

4.32. 2019 წლის 2-----–--ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმდგენილ ე------ ზ-------–---–ის ტანსაცმელზე (ქურთუკი, მაისური, ჯინსის შარვალი ქამრით) და ერთ წყვილ ფეხსაცმელზე („ბათინკზე“), საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, გარდა საექსპერტოდ საჭირო მარკირებული უბნების, მათან) მექანიკური ზემოქმედებისათვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება. ჭ----- გ--–----–---–ის ტანსაცმლიდან (ჯემპრე, მაისური, ჯინსას შარვალი ქამრით, ქვედა საცვალი – ტრუსი, ერთი წყვილი წინდა) და ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე („ბოტასზე“), საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, მხოლოდ ჯემპრე და მაისურზე წინა ზედაპირზე, მარცხენა მხარეს და მუცლის მიდამოში, ჯინსის შარვალზე, წინა ზედაპირზე მარცხნივ, პირველ საქამრე მარყუჟზე და მის შესაბამისად, როგორც სათავეზე (სალტაზე). ასევე ქამარზეც (ერთობლიობაში განხილვით) არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის კონსტრუქცია და მორფოლოგიური ნიშან თვისებები დამახასიათებელია ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნისათვის, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს მსგავსი თვისების მქონე საგნით დაზიანებების განვითარების შესაძლებლობას. სტაციონალური პაციენტის სამედიცინო N1---- დოკუმენტაციის ქსეროასლის მონაცემების მიხედვით, ჭ----- გ--–----–---–ის სხეულზე არსებული ჭრილობები, ლოკალიზაციის არით, ძირითადად შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას, როგორც დინამიკით - (დაზიანების განვითარების მომენტში ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით, ასევე დაზიანების ადგილმდებარეობით (თავი, ყური). ი-----–ი ჭ-------ას ტანსაცმლიდან (მაისური, ჯინსის შარვალი ქამრით, ერთი წყვილი ფეხსაცმელი) მხოლოდ მაისურზე წინა გულ-მკერდის მიდამოში მარჯვნივ და საყელოზე მარცხნივ, ხოლო უკანა ზედაპირზე მარცხენა მხრის და ბეჭის არეში არსებული დაზიანებები მექანიკურია და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებები, ლოკალიზაციის არით, ძირითადად შეესაბამება სტაციონალური პაციენტის სამედიცინო N----- დოკუმენტაციის ქსეროასლის მონაცემების მიხედვით, ი-----–ი ჭ-------ას სხეულზე არსებულ ჭრილობებს, გარკვეული სხვაობა გამოწვეული უნდა იყოს, როგორც დაზიანების განვითარების მომენტში ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით დინამიკაში, ასევე დაზიანებების ადგილმდებარეობით (სახის მიდამო, ხელის მტევანი). ზ----- მ-----–---–ის ტანსაცმლიდან (ჯემპრი, პერანგი, მაისური, ჯინსის შარვალი ქამრით, ერთი წყვილი წინდა, ერთ წყვილი ფეხსაცმელი), მხოლოდ ჯემპრზე და პერანგზე, მარცხენა სახელოზე, იდაყვის მიდამოში და შარვალზე, მარცხენა ტოტზე, ბარძაყის და წვივის არეში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით: ჯემპრზე და პერანგზე, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო შარვალზე მჭრელი პირის მქონე საგნით, რაც გასმითი ხასიათისაა. აღნიშნული თვისება (ჭრა) ახასიათებს როგორც ცალმხრივლესილ, ასევე ორმხრივლესილი პირის მქონე საგანსაც, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს დაზიანების განვითარების შესაძლებლობას, როგორც ცალმხრივლესილი, ასევე ორმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებითაც. კატეგორიულად გადაწყვეტა საკითხისა შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანებებში არ არის ასახული დამაზიანებელი ობიექტის კონსტრუქცია. სტაციონალური პაციენტის სამედიცინო N1---- დოკუმენტაციის ქსეროასლის მონაცემების მიხედვით, ზ----- მ-----–---–ის სხეულზე არსებული ჭრილობები, ლოკალიზაციის არით, ძირითადად შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას, როგორც დაზიანების განვითარების მომენტში ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით დინამიკაში, ასევე დაზიანებების ადგილმდებარეობით (ხელის მტევანი). ჭ----- გ--–----–---–ის, ი-----–ი ჭ-------ას და ზ----- მ-----–---–ის ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს შორის ურთიერთმსგავსება (მექანიზმი, სასიათი, პირაპირების კონფიგურაცია, ბოჭკოების განლაგების თავისებურება, მორფოლოგია) არ გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას, როგორც ერთი და იგივე დამაზიანებელი საგნით, ასევე მსგავსი კონსტრუქციის და თვისების მქონე საგნითაც. საკითხის კატეგორიულად გადაწყვეტა შეუძლებელია, დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო (ინდივიდუალურ) ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო, ხოლო რაც შეეხება ზ----- მ-----–---–ის შარვალზე არსებულ დაზიანებებს, ისინი შესაძლებელია განვითარებული იყოს როგორც ცალმხრივლესილი, ასევე ორმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებითაც. ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანებებში არ არის ასახული დამაზიანებელი ობიექტის კონსტრუქცია.

4.33. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა თ----- შ--–----–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

4.34. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ--------ის’’ 2019 წლის 0-----------–ის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1-2. 0. ღ------–-----ის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ექსპერტიზის წარმოების პროცეში ჩატარებული სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფიით და ოტორინო-ლარინგოლოგის კონსულტაციით ბრალდებულ გ------ი ყ-------–ს დაუდგინდა ცხვირის ძვლების დახურული არაკონსოლიდირებული მოტეხილობა დეფრომაციით და ძგიდის გამრუდებით. სამკურნალო რეკომენდაციის თვალსაზრისით, სუნთქვის გაუმჯობესების მიზნით, გ------ი ყ-------–ს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა - ოპერაცია სეპტორიოპლასტიკა. წარმოდგენილი ფოტომასალით ცხვირის ზურგზე ზემო მესამედში აღენიშნება ერთმანეთთან ახლოს მდებარე, ძნელად შესამჩნევი, მკრთალი მოწითალო ელფერის მცირე ზომის ორი უბანი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაზიანებას ზერელე ნაჭდევის სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------ი ყ-------–ს დაზიანება მიყენებული აქვს მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით (6-12 დღემდე). ცხვირის ძვლების მოტეხილობა ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. თავზე, თმოვანი საფარველის შესაბამისად, თხემ-კეფის საზღვარზე ცენტრალურად არსებული დაზიანება ნაწიბურების სახით წარმოადგენს დაჟეჟილი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. 3. ცხვირის ანატომიუი შენებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ლოკაციაში მყისიერი ფიზიკური ძალის ზემოქმედება იწვევს ძლიერ ტკივილს.

4.35. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ--------ის’’ 2019 წლის 2-----–--ის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1) 0------- წ შემთხვევასთან დაკავშირებით ზ----- მ-----–---–ს, ჭ----- გ--–----–---–ს და ი-----–ი ჭ-------ას სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით განლაგებული შემდეგ ლოკაციებში: ზ----- მ-----–---–ი: - მარცხენა იდაყვი (10X0,5სმ), მარცხენა ხელის მტევანი (5X0,5სმ), მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირი (3X0,1სმ) და მარცხენა წვივის გარეთა ზედაპირი (4X0,5სმ); ყველა ჭრილობა ზედაპირული ხასიათისაა კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებით, გარდა მარცხენა იდაყვის ჭრილობისა, რომელიც ნაწილობრივ აზიანებს სამთავა კუნთს. ჭ----- გ--–----–---–ი: მარცხენა ჰიპოგასტრიუმი (3X0,3სმ), მუცლის მარცხენა გვერდითა ზედაპირი შუა აქსილარული ხაზი (2X0,3სმ), მარცხენა მხარი (2X0,2სმ) და მარჯვენა თხემი (3X0,3სმ); ყველა ჭრილობა ზედაპირული ხასიათისაა კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებით, გარდა მარცხენა ჰიპოგასტრიუმის ჭრილობისა, რომელიც შემავალია მუცლის ღრუში შინაგანი ორგან---ბის დაზიანების გარეშე. ი-----–ი ჭ-------ა: მარცხენა ლოყა, ქვედა ყბა და კისრის წინა ზედაპირი (15X0,6სმ), გულმკერდის მარჯვენა ნახევარი წინა ზედაპირი (12X0,3სმ), მარცხენა მხარი გარეთა ზედაპირი (8X0,3სმ), ზურგზე მარცხნივ ბეჭის პროექცია (4X0,2სმ) და მარჯვენა ხელის მტევნის ზურგის ზედაპირი (1X0,5სმ). ყველა ჭრილობა ზედაპირული ხასიათისაა კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებით, გარდა სახის მარცხენა ნახევრის ჭრილობისა, რომელიც აზიანებს სანერწყვე ჯირკვალს, ყბა-ყურა ჯირკვლის ფასციას და პლატიზმას სახის არტერიასთან ერთად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ზ----- მ-----–---–ის, ჭ----- გ--–----–---–ის და ი-----–ი ჭ-------ას სხეულზე არსებული ნაკვეთი ჭრილობების ლოკალიზაციის, მხარეობის (ერთის გარდა ყველა განლებულია ძირითადში სხეულის წინა და ნაწილობრივ გვერდითა ზედაპირებზე) და ძირითადში ჭრილობების ზედაპირული ხასიათის (ორი ჭრილობის გარდა დაზიანებულია ძირითადში კანი და კანქვეშა ქსოვილები) მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება წარმოადგენს დინამიურ და არა სტატიკურ პროცესს, სავსებით დასაშვებია გ------ი ყ-------–ს ზ----- მ-----–---–ისთვის, ჭ----- გ--–----–---–ისთვის და ი-----–ი ჭ-------ასთვის დაზიანებები - ჭრილობები მიეყენებინა დანის ქნევის დროს. გ. ყ-------–ის გამოკითხვის ოქმით მითითებულ ვითარებაში (“... ფიზიკური თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ფიზიკური დაზიანება მომაყენა სახის არეში, რის შემდეგაც თვალებში დამიბნელდა, წავბარბაცდი და როდესაც მან და მასთან ერთად მყოფმა პირმა დამიწყეს ცემა, თავდაცვის მიზნით დავიწყე თან ნაქონი მცირე ზომის დანის ქნევა, რათა თავდამსხმელები, არ მომკარებოდნენ. კიდევ ერთი პირი კისერში მიჭერდა ხელს და მახრჩობდა, რომლის მიმართაც ასევე ვიქნევდი დანას თავდაცვის მიზნი”). 2) სამედიცინო დოკუმენტაციის (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათები) მონაცემებით სამივე პირის (ზ. მ-----–---–ი, ჭ. გ--–----–---–ი, ი. ჭ-------ა) შემთხვევაში ჭრილობების შეხორცებითი პროცესი წარიმართა პირველადი დაჭიმვით რაიმე გართულებების (ჰიპერემია, შეშუპება, ჩირქოვანი პროცესები და სხვ.) გარეშე. სტაციონარიდან გაწერის ეპიკიზების ჩანაწერებით ამბულატორული მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაციების ხანგრძლივობა მოიცავს არაუმეტეს ორი კვირის დროის ინტერვალს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული დაზიანებების ხასიათის და სამივე პირის სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის დადებითი დინამიკის გათვალისწინებით, სტაციონარიდან გამოწერის შემდგომ არაუმეტეს 2-3 კვირის განმავლობაში ზ.მ-----–---–ი, ჭ. გ--–----–---–ი და ი.ჭ-------ა ჩაითვლებოდა პრაქტიკულად ჯანმრთელი.

4.36. ზემოაღნიშნული დასკვნების მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ა-–---------ე გ-----ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მანვე დაკითხვისას მიუთითა, რომ ვინაიდან დაპირისპირებული მხარეები იმყოფებოდნენ მოძრავ (დინამიურ) მდგომარეობაში, ჭრილობები გ. ყ-------–ის მიერ მიყენებულია არა დანის ჩარტყმით/დარტყმით, არამედ დანის ქნევის/გასმის შედეგად, რომელიც შეიძლება ყოფილიყო როგორც ზემოდან ქვემოთ, ისე პირიქით, გვერდითი მოქნევით. გარდა ამისა, მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ რით იყო გამოწვეული მის მიერ გაცემულ დასკვნაში და ლ. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ჭრილობების ზომების სხვადასხვაობა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ--------ის’’ 2019 წლის 2-----–--ის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დაზარალებულის ჭ----- გ--–----–---–ის ჭრილობები აღწერილია ზომით 2X0,2სმ; 3X0,3სმ და ა.შ. მაშინ როცა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2-----------ის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნაში და ასევე დაზარალებულის სამედიცინო ისტორიის ბარათში იგი ჭრილობები მოცემულია ზომით 2X2სმ; 3X3სმ და ა.შ.), ექსპერტმა უპასუხა, რომ ისინი გამოწვეული იყო თავად დაზარალებულის სამედიცინო ისტორიაში არსებებული მექანიკური შეცდომით, რადგან, მისი აზრით, წარმოუდგენელია ამგვარი ზომის ჭრილობები მიეღო დაზარალებულს და იგი ყოფილიყო ამგვარი დაზიანებების სახით წარმოდგენილი.

 

4.37. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ--------ის’’ 2019 წლის 1--------–ის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეო ფაილში „74 - კამერა 5.mp4“, N- კამ----ს ვიდეოჩანაწერის 23:23:14 სთ-დან 23:34 სთ-მდე კადრში არსებული მოწითალო-სტაფილოსფერ პულოვერში ჩაცმულ მამაკაცს მარცხენა გვერდზე, თეძოსთან, ოდნავ უკან, პულოვერის ქვეშ, საქამრის მიდამოს შესაბამისად აღენიშნება რაღაც საგნის არსებობა.

4.38. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გ--------------–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მანვე ასევე, განმარტა, რომ კატეგორიულად არ შეუძლია იმის მტკიცება აღნიშნული საგანი ცეცხლსასროლი იარაღია, თუ სხვა რაიმე საგანი. შესაბამისად, მის მიერ გაცემული დასკვნაც არ წარმოადგენს კატეგორიულ დასკვნას ამ ნაწილში.

4.39. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, მ--- კამ----ს ჩანაწერის 23სთ 21წთ-დან - 23სთ 30წთ-მდე დროს მონაკვეთში ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ პირთა მოქმედებები და საუბრები შეძლებისდაგვარად გაშიფრულია და წარმოდგენილია დანართის N1 სახით. აღნიშნული დანართის თანახმად კი, ვიდეოჩანაწერში ისმის ადამიანის ხმები, რომლებიც ძირითადად გადაფარებულია მუსიკის ხმით, რომელიც სავარაუდოდ სტუმრების დარბაზშია ჩართული, აგრეთვე ერთიანი გუგუნისმაგვარი ხმაურით, რომელიც შექმნილია დარბაზში მყოფი ადამიანების საუბრით, მუსიკითა და აგრეთვე სავარაუდოდ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების მუშაობის ხმაურით. აქედან გამომდინარე, ადამიანების საუბრების გარჩევა თითქმის შეუძლებელია, გარჩევადია მხოლოდ ვიდეოკამ----ს მიკროფონის სიახლოევეს გავლის დროს წარმოთქმული ფრაზები და დარბაზიდან ხმამაღლა წარმოთქმული ფრაზები. აღნიშნულ დანართში ექსპერტს შეძლებისდაგვარად აქვს გაშიფრული პირთა საუბრები, სადაც ასახულია მამაკაცისა და ქალის ხმები, მამაკაცის ხმები ძირითადად არის უხამსი და შეურაცხმყოფელი ხასიათის, კერძოდ, საუბრებში ასახულია გინებები, ბილწსიტყვაობები, ხოლო ქალის საუბრები ძირითადად ეხება თხოვნა - მუდარას: „ გიოო, მიშველე გეხვეწები, გიო გეხვეწები, .... გიო რას მიკეთებ გიო, უკვე დავიღალე აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა.“ გარდა ამისა, მამაკაცის საუბრები ეხება ასევე შემდეგი შინაარსის ტექსტს: „ დააგდე მაგის დედის ----“; ესროლე მაგისი“.

4.40. ანალოგიური შინაარსის დასკვნა არის ასევე გაცემული 2019 წლის 1-----–--ს, კერძოდ, დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, მ--- კამ----ს ჩანაწერში 21 საათსა და 55 წუთიდან - 22 საათსა და 20 წუთის და 22 საათსა და 50 წუთიდან - 23 საათსა 20 წთ-მდე დროს მონაკვეთში ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ პირთა მოქმედებები და საუბრები შეძლებისდაგვარად გაშიფრულია და წარმოდგენილია დანართი N1 და დანართი 2 სახით. აღნიშნული ექპერტის დასკვნაში მითითებული საუბრები, რომლებიც ძირითადად არის უხამსი და ბილწსიტყვაობა უკავშირდება ინციდენტამდე არსებულ პერიოდს.

4.41. ზემოაღნიშნული ექპერტიზის დასკვნების მართებულება და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------–---–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. ექსპერტმა სასამართლოზე განაცხადა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, მას, მართალია, შეძლებისდაგვარად აქვს გაშიფრული პირთა საუბრები, თუმცა, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად თუ ვის (რომელი ქალი ან კაცი) ეკუთვნის აღნიშნული ფრაზები - ბრალდებულებს თუ დაზარალებულებს, ბრალდებულის დედას, თუ ბრალდებულის მეუღლეს. მას არ შეუძლია ამ ხმებით მოახდინოს პირის იდენტიფიცირება, მისი პერსონიფიცირება, სწორედ ამიტომაც იგი თავის დასკვნაში იყენებს პირობითად ტექსტის გვერდზე მითითებულ სიტყვებს - მამაკაცი N1, მამაკაცი N2, მამაკაცი N3, მამაკაცი N4, ქალი.

4.42. დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა ასევე, რესტორან წ------–ის მენეჯერის ს---–------ ჩ---–--ის მოწერილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რესტორანში მომხდარი კონფლიქტის დროს რესტორნის ნორმალური ფუნქციონირება არ შეფერხებულა, ხოლო ინციდენტის შედეგად დაზიანდა სავარაუდოდ 2 ღვინის ფუჟერი და 1 გლეხური ჭიქა, საერთო ღირებულებით 10.6 ლარი. გარდა ამისა, ამავე წერილით დგინდება, რომ რესტორნის დარბაზში მსხდომ პირებს ინციდენტის გამო რესტორანი არ დაუტოვებიათ და მშვიდად განაგრძობდნენ ქეიფს.

4.43. დაცვის მხარის მიერ ასევე, ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მოწმე მ------ გ---------ემ ამოიცნო ის პირი, რომელსაც მან დაინახა პისტოლეტი და აღნიშნული პირი აღმოჩნდა ზ----- მ-----–---–ი.

4.44. 2018 წლის 1-----------ის ამოღების ოქმის თანახმად ქ. თბილისი, დ----–------, რ---------–ის ქუჩა N----ში მდებარე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ , ამავე რესტორნის დაცვის სამსახურის უ------- ზ-------------–---–ისაგან ამოღებულ იქნა 2018 წლის 0-----------ის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

4.45. 2019 წლის 1--------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ადმ--------აციულ შენობაში ამავე განყოფილების გ----------–ის ს. თ-----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა რესტორანის ,,წ-----–- წ-----ში’’ N1 კამერა, ჩანაწერის მიხედვით 16:00:00 საათზე კადრში ჩნდება წ-----ი ბ--------კენ მიმავალი საავტომობილო ცენტალური გზა და შ. რ---------–ის ქ. N----ში მდებარე გზის მარცხენა მხარეს მდებარე რესტორანი ,,წ------–ი წ-----ში’’. რესტორნის შესასვლელთან და გზის მოპირდაპირე მხარეს არსებულ სადგომზე დგას სხვადასხვა ავტომობილები. 17:35:48 საათზე კადრში ჩნდება დ----–------დან მომავალი შავი ფერის მაღალი გამავლობის (ჯიპის) ტიპის ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომ---- და სერია არ იკითხება. ა/მანქანა ჩერდება რესტორნის ავტოსადგომის მარჯვენა მხარეს ავტობუსის გაჩერების ტრაფარეტის შემდეგ აფხაზეთის ქუჩის გადასახვევთან. რამოდენიმე წამის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოდის ოთხი პიროვნება, ორი მამაკაცი გადმოდის მარჯვენა და ორი ავტომანქანის მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან პირველი მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, ტანით აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ქურთუკი და მოწითალო ფერის სვიტერი. დანარჩენი სამი მამაკაცი არის საშუალოზე მაღალი, ტანთ აცვიათ შავი ტანსაცმელი. აღნიშნული ოთხი მამაკაცი შედის რესტორანში 17:36:52 აათზე. ასევე N1 კამ----ს ჩანაწერის მიხედვით 19:30:57 საათზე კადრში ჩნდება რუხი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გზის მარცხენა მხარეს რესტორნის შესასვლელთან, საიდანაც გადმოდის ორი პირი და პირდაპირ შედიან რესტორნის ეზოში, რის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა შემობრუნდება და მოძრაობას აგრძელებს თბილისის მიმართულებით. ჩანაწერის მიხედვით 22:43:50 საათზე კადრში ჩნდება მუქი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ჩერდება რესტორნის მოპირდაპირე სადგომზე მარჯვენა მხარეს ავტოსადგომის გაჩერების ტრაფარეტის პირველ რიგში. ა/მანქანას ჩართული აქვს უკანა მაშუქები. ავტომანქანიდან გადმოდის ქალბატონი, რომელიც ავტომანქანის უკანა მხრიდან გადმოყავს მცირეწლოვანი ბავშვი. გადმოკვეთენ გზას და 22:45:00 საათზე შედიან რესტორანში. ჩანაწერის მიხედვით 23:23:52 საათზე ზემო აღწერილი შავი ფერის ჯიპისკენ რესტორნიდან გარბის ახალგაზრდა მამაკაცი, ჯდება საჭესთან და ავტომანქანა მოძრაობს, იქვე შემობრუნდება და ჩართული წინა ფარებით გაჩერდება რესტორნის ეზოს გამოსასვლელთან. გამოსასვლელთან არის პიროვნებების მოძრაობა, რომლებიც არ ჩანან, რის შემდეგაც 23:25:11 საათზე ავტომანქანა იწყებს მოძრაობას თბილისის მიმართულებით და გადის კადრიდან. ჩანაწერის მიხედვით 23:02:00 საათზე რესტორნის მარცხენა მხარეს ჩერდება შავი ფერის მაღალი გამავლობის ავტომანქანა სახ. ნომრით S--------, საჭის მხრიდან გადმოდის ქალბატონი და პირდაპირ მიემართება რესტორნის შესასვლელში, ავტომანქანის წინა ფარები ჩართულ მდგომარეობაში რჩება, რომელსაც მოგვიანებით ჩააქრობს. ჩანაწერის მიხედვით ასევე, 23:29:53 საათზე რესტორნიდან გამოდის ზემოაღნიშნული ქალბატონი ბავშვთან ერთად, რომლებიც გადადიან მოპირდაპირე მხარეს გაჩერებულ ავტომანქანისკენ, მათ მიყვება ორი მამაკაცი. ქალბატონი ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს სვამს ბავშვს შემდეგ ჯდება საჭესთან, ხოლო აღნიშნული ორი მამაკაცი ჯდება უკანა მარცხენა და მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც ავტომანქანა 23:30:50 საათზე გადის სადგომიდან მარჯვენა მხარეს აფხაზეთის ქუჩის მიმართულებით და გადის კადრიდან. ასევე 23:31:24 საათზე რესტორნიდან გამოდის ზემო აღნიშნული ქალბატონი, რომელიც ჯდება მუქი ფერის ჯიპში ზემო აღნიშნულ ავტომანქანაში და 23:31:40 საათზე ტოვებს ტერიტორიას და გადის კადრიდან. დათვალიერების შემდგომ პირველი კამ----ს ჩანაწერი სამ ლაზერულ დისკზე მოთავსდა 16 ცალ ლაზერულ დისკთან ერთად და დაილუქა.

4.46. 2019 წლის 1--------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ადმ--------აციულ შენობაში ამავე განყოფილების გ----------–ის ს. თ-----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა რესტორანის ,,წ------–ი წ-----ში’’ N- კამერა, ჩანაწერის მიხედვით, კადრში ჩანს რესტორნის ,,წ------–ი წ-----ში’’ ეზოდან დარბაზში შესასვლელის კარები, რომელზეც დამონტაჟებულია ე.წ. პროჟექტორის განათება. მარცხენა მხარეს ჩანს ტერასაზე გასასვლელი ბილიკი ბეტონის ოთხი კიბით, რომელზეც დაგებულია ფილაქნის ნატეხები. მითითებული ბილიკის ბოლოში ჩანს რკინის მოაჯირი და მოაჯირის პირდაპირ ხეები. კადრში ჩანს რესტორნის მომსახურე პერსონალის მოძრაობა, როგორც დარბაზიდან, ასევე დარბაზიდან ეზოსკენ. ჩანაწერის მიხედვით 17:42:00 საათზე ეზოს მხრიდან შემოდის 1) ახალგაზრდა მამაკაცი საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მომრგვალო სახის, სწორი ცხვირით, შავი მოკლედ შეჭრილი თმით. ტანთ აცვია მუქი ქურთუკი კაპიშონიანი, შავი შარვალი სპორტული ფეხსაცმელი. 2) მეორე მამაკაცი, საშუალოზე მაღალი, სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახით, შავი მოკლედ შეჭრილი თმით. ტანთ აცვია შავი ქურთუკი და შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი. მესამე მამაკაცი საშუალოზე მაღალი მელოტი, უკანა თბით, მოგრძო სახით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, მოწითალო ფერის სვიტერი და ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი. ოთხივე მამაკაცი შედის რესტორნის დარბაზში. მ------- მამაკაცი არის საშუალოზე მაღალი, მოგრძო სახით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, ლურჯი ჯინსის შარვალი და შავი ფეხსაცმელი. ჩანაწერების მიხედვით 17:43:45 საათზე მითითებული წითელი ფერის სვიტერიანი მამაკაცი გამოდის დარბაზიდან და რესტორნის მომსახურე მამაკაცს აძლევს ფულად თანხას და შედის ისევ დარბაზში. 18:09:16 საათე აღნიშნული ოთხივე მამაკაცი ქურთუკებ გახდილი გადიან რესტორნის დარბაზიდან და ეწევიან სიგარეტს, რის შემდეგ ისევ შედიან დარბაზში. ჩანაწერის მიხედვით 18:16:57 საათზე ზემო აღნიშნული ტერასის ქვედა კიბიდან დარბაზის შესასვლელისკენ ადის ორი მამაკაცი. მათგან პირველი არის საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის მოგრძო სახით და ცხვირით, ოდნავ წვერში, ტანთ აცვია ლურჯი ფერის ტანსაცმელი, თავზე ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი, ფეხზე სპორტული თეთრი ფეხსაცმელი მარჯვენა ხელში უჭირავს ჭიქა. აღნიშნულ მამაკაცს უკან მიყვება საშუალო სიმაღლის მამაკაცი, სრული მრგვალი სახით, ოდნავ წვერში, თავადაპარსული. ტანთ აცვია მუქი ტანსაცმელი და შავი ფეხსაცმელი. ორივე გადის რესტორნის ეზოში. რამოდენიმე წუთის შემდეგ, მითითებული ორივე მამაკაცი იმავე ბილიკით ჩადიან ტერასაზე, ბოლოს მდებარე კუპეში. ჩანაწერის მიხედვით 22:29:06 სათზე აღნიშნული ორივე მამაკაცი: შავ ქუდიანი და თავგადაპარსული ამოდის კიბიდან. შავქუდიანს ორივე ხელში უჭირავს სასმელების ბოთლები, ხოლო მეორე თავგადაპარსულ მამაკაცს მარჯვენა ხელში უჭირავს ტელეფონი თავისი თეთრი სატენით. ორივე მამაკაცი შედის რესტორნის დარბაზში. 22:45:16 საათზე ეზოს მხრიდან დარბაზისკენ მიდის ახალგაზრდა ქალბატონი, საშუალოზე მაღალი, ხშირი ხვეული თმით, ტანთ აცვია თეთრი ზედა მოსასხამი, რომელსაც უკან მოჰყვება მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც აცვია შავი ქურთუკი და თავზე ახურავს შავი ქუდი. ორივენი შედიან რესტორნის დარბაზში. ჩანაწერის მიხედვით 23:02:47 საათზე ეზოდან დარბაზისკენ მიდის საშუალოზე მაღალი ქალბატონი, რომელსაც აცვია შინდისფერი გრძელი პალტო, თავზე ახურავს ნაცრისფერი ქუდი და შედის დარბაზში. 23:21:52 საათზე რესტორნის დარბაზიდან სიგარეტის მოსაწევად გადის ახალგაზრდა მამაკაცი საშუალოზე მაღალი, მოგრძო სახით, შავი თმით, ტანთ აცვია ლურჯი ფერის სვიტერი. ერთი წუთის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი შებრუნდება კარისკენ და ჩქარი ნაბიჯით შედის დარბაზში. რამოდენიმე წუთის შემდეგ დარბაზიდან გამორბის ზემოაღნიშნული ახალგაზრდა ხვეულთმიანი ქალბატონი, თეთრი მოსასხამით. 23:23:09 საათზე დარბაზიდან გადის ოთხი მამაკაცი პირველ აღწერილი საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის მომრგვალებული სახის, სწორი ცხვირით, შავი მოკლედ შეჭრილი თმით, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ქურთუკი. მას უკან მიყვება ზემოთ აღწერილი მეორე მამაკაცი საშუალოზე მაღალი, მელოტი, მოგრძო სახით, ტანთ აცვია ნაცრისფერი მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი, წინა მხრიდან მკერდის არეში აღენიშნება მაისურზე მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ლაქები უკანა მხრიდან მარცხენა მხარეს. მითითებულ მამაკაცს მიყვება ზემოაღნიშნული მესამე მამაკაცი, საშუალოზე მაღალი, მელოტი უკან თმით, მოგრძო სახით, ტანთ აცვია მოწითალო ფერის სვიტერი, ლურჯი ჯინსის შარვალი. აღნიშნულ მამაკაცს მარცხენა მკლავთან სვიტერზე აღენიშნება დაზიანება. ასევე უკან მიყვება ბოლოს მოსაწევად გასული ერთი მამაკაცი საშუალოზე მაღალი, მოგრძო სახით, შავი თმით, აცვია ლურჯი სვიტერი, მუქი შარვალი, რომელმაც მარჯვენა მხარეს საქამრეში უჩანს იარაღი. ჩანაწერის მიხედვით ეზოდან უკან ბრუნდება აღწერილი ხვეული თმით ახალგაზრდა ქალბატონი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დარბაზის კარებთან, სადაც გამოჩნდება აღწერილი საშუალო ასაკის ქალბატონი გრძელი პალტოთი და ქუდით, რომელიც გადის დარბაზისკენ, ხოლო მისი გასვლის შემდეგ დარბაზიდან გადის ზემოაღნიშნული ორი მამაკაცი, რომელიც შავი ქუდით დადიოდა, ახლა ხელში ეჭირა და ასევე მეორე მამაკაცი, რის შემდეგ აღნიშნული საშუალო ასაკის და ახალგაზრდა ქალბატონი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. 23:27:50 საათზე აღნიშნული მამაკაცები დარბაზიდან გადიან ტერასაზე, რის შემდეგ გადიან ეზოსკენ. ასევე ეზოსკენ გადის აღნიშნული ორივე ქალბატონი. დათვალიერების შემდგომ მე-6 კამ----ს ჩანაწერები ორ ცალ ლაზერულ დისკზე მოთავსდა დასაწყისში მითითებულ ჩვიდმეტ დისკთან ერთად და დაილუქა.

4.47. 2019 წლის 1--------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ადმ--------აციულ შენობაში ამავე განყოფილების გ----------–ის ს. თ-----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა რესტორანის ,,წ------–ი წ-----ში’’ N- კამ----ს ჩანაწერი, ჩანაწერის მიხედვით კადრში ჩანს რესტორნის ეზო და დარბაზში შესასვლელი, ასევე ეზოში განთავსებული რკინის დიდი და მცირე ზომის გადახურვის კონსტრუქციები და ეზოში დალაგებული მაგიდები თავისივე სკამებით, ეზოს მარჯვენა მხარეს განთავსებულია შუშებიანი სამზარეულო და კადრში ჩანს მისი შესასვლელი. ჩანაწერის მიხდვით მიხედვით, 17:37:00 საათზე რესტორნის ეზოდან მარჯვენა მხარეს განთავსებული დარბაზის მიმართულებით გადაადგილდება ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი: 1) პირველი საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მომრგვალო სახის, სწორი ცხვირით, შავი მოკლედ შეჭრილი თმით, ტანთ აცვია მუქი კაპიშონიანი ქურთუკი, შავი შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი; 2) მეორე მამაკაცი საშუალოზე მაღალია, მელოტი უკან თმით, მოგრძო სახით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, შიგნით მოწითალო ფერის სვიტერი და ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი; 3) მესამე მამაკაცი საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახით, შავი მოკლედ შეჭრილი თმით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი და შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი; 4) მ------- მამაკაცი არის საშუალოზე მაღალი, მოგრძო სახით, მელოტი, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, მუქი ჯინსის შარვალი და შავი ფეხსაცმელი. ჩანაწერის მიხედვით 17:56:35 საათზე ეზოს მხრიდან დარბაზისკენ გადაადგილდება ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მათგან პირველი არის საშუალო მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახით, ოდნავ წვერში, თავზე ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი, ტანზე აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, ფეხზე სპორტული თეთრი ფეხსაცმელი; მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, სრული აღნაგობის, მომრგვალო სახით, ოდნავ წვერში, თავგადაპარსული. ტანთ აცვია მუქი ტანსაცმელი და შავი ფეხსაცმელი. ორივე შედის რესტორნის დარბაზში. 22:45:13 საათზე ეზოს მხრიდან დარბაზისკენ მიემართება ახალგაზრდა ქალბატონი, საშუალოზე მაღალი, ხშირი ხვეული თმით, ტანთ აცვია თეთრი მოსასხამი, რომელიც უკან მიყვება მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც აცვია შავი ქურთუკი და თავზე ახურავს შავი ქუდი. ორივენი შედიან დარბაზში. ჩანაწერის მიხედვით 23:02:42 საათზე ეზოდან დარბაზისკენ გადაადგილდება საშუალოზე მაღალი ქალბატონი, რომელსაც აცვია შინდისფერი გრძელი პალტო, მარჯვენა მხარეზე გადაკიდებული აქვს ხელჩანთა, თავზე ახურავს ნაცრისფერი ქუდი და შედის დარბაზში, ჩანაწერის მიხედვით, რესტორნის დარბაზიდან 23:23:15 საათზე გამოდის ზემო აღწერილი ოთხი მამაკაციდან პირველად აღწერილი საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის მომრგვალო სახის, სწორი ცხვირით, შავი მოკლედ შეჭრილი თმით, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ქურთუკი, შემდეგ მიყვება ზემოაღწერილი მეორე მამაკაცი ქურთუკგახდილი, მაღალი, მელოტი უკან თმით, მოგრძო სახით, ტანთ აცვია მოწითალო ფერის სვიტერი, ლურჯი ჯინსის შარვალი. აღნიშნულ მამაკაცს მარცხენა მკლავთან სვიტერზე აღენიშნება დაზიანება. შემდეგ გამოდის ზემო აღწერილი მეორე მამაკაცი საშუალოზე მაღალი, მელოტი, მოგრძო სახით, ტანთ აცვია ნაცრისფერი მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი, წინა მხრიდან მკერდის არეში მაისურზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ლაქები უკანა მხრიდან მარცხენა მხარეს, ბოლოს უკან მიჰყვება საშუალოზე მაღალი მამაკაცი, მოგრძო სახით, შავი თმით, ტანთ აცვია ლურჯი ფერის სვიტერი, მუქი შარვალი, რომელსაც მარჯვენა მხარეს საქამრეში უჩანს იარაღი. ჩანაწერის მიხედვით, 23:28:39 საათზე ჩემი აღწერილი ორი მამაკაცი 1) შავი ქუდით, რომელიც აღარ ახურავს, საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახით, ოდნავ წვერში, თავზე აღარ ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი, ტანზე მუქი ფერის ტანსაცმელი, ფეხზე სპორტული თეთრი ფეხსაცმელი 2) მეორე მამაკაცი საშუალო სიმაღლის, სრული აღნაგობის, მომრგვალო სახით, ოდნავ წვერში, თავგადაპარსული, ტანთ აცვია მუქი ტანსაცმელი და შავი ფეხსაცმელი და ასევე ზემო აღნიშნული ორი ქალბატონიდან საშუალოზე მაღალი ქალბატონი გრძელი პალტოთი და ახალგაზრდა ხშირი თმით მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადიან დარბაზიდან.

4.48. 2019 წლის 1--------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ადმ--------აციულ შენობაში ამავე განყოფილების გ----------–ის ს. თ-----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა რესტორანის ,,წ------–ი წ-----ში’’ N4 კამერა, ჩანაწერის მიხედვით კადრში ჩნდება რესტორნის ეზო, სადაც დგას რკინის კონსტრუქციის გადახურვა, სადაც დგას ექვსი ლითონის მაგიდა თავისი ოთხი სკამით. პირდაპირ სამსაფეხურიანი კიბით შედის რესტორნის დარბაზში, მარჯვენა მხარეს არის რესტორნის ჭიშკრიდან შესასვლელი და გაყოლებაზე მარჯვენა მხარეს განთავსებულია შუშიანი სამზარეულო, სადაც შეინიშნება მომსახურე პერსონალის მოძრაობა. ჩანაწერის მიხედვით, რესტორნის ჭიშკრის მხრიდან დარბაზის მიმართულებით 17:36:55 საათზე შემოდის ოთხი მამაკაცი, რომელიც ჩანს ზურგის მხრიდან. მათგან 1) პირველი არის საშუალოზე მაღალი, მელოტი, ოგრძო სახით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, შიგნით მოწითალო ფერის სვიტერი და ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელები; 2) მეორე მამაკაცი არის საშაულოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მომრგვალებული სახის, შავი მოკლედ შეჭრილი თმით. ტანთ აცვია მუქი ქურთუკი, შავი შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი. 3) მესამე მამაკაცი საშუალოზე მაღალი, სუსტი აღნაგობის მოგრძო სახით, მოკლე თმით. ტანთ აცვია შავი ქურთუკი და შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი; 4) მ------- მამაკაცი არის საშუალოზე მაღალი, მოგრძო სახით, მელოტი, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, მუქი ჯინსის შარვალი და შავი ფეხსაცმელი. მითითებული მამაკაცები ცოტა ხნით შეყოვნდნენ დარბაზის წინ კიბეებთან და შემდეგ ოთხივე შედის დარბაზში. ჩანაწერის მიხედვით 17:56:25 საათზე რესტორნის ჭიშკრიდან შედის ორი მამაკაცი და მიდიან დარბაზისკენ. კადრში ჩანან ზურგის მხრიდან. პირველი არის საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახით, ოდნავ წვერში, თავზე ახურავს შავი ქუდი, ტანზე აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი; მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, სრული აღნაგობის, მომრგვალებული სახის, ოდნავ წვერში თავგადაპარსული დ---ლი თბით. ტანთ აცვია მუქი ტანსაცმელი და შავი ფეხსაცმელი. ორივე შედის დარბაზში.

4.49. 2019 წლის 1--------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ადმ--------აციულ შენობაში ამავე განყოფილების გ----------–ის ს. თ-----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა რესტორანის ,,წ------–ი წ-----ში’’ N7 კამერა, ჩანაწერის მიხედვით კადრში ჩნდება რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ ეზოს მხრიდან შესასვლელი კარები და პატარა ჰოლი. აღნიშნული კარების მერცხენა მხარეს, რომელიც ღია მდგომარეობაშია. მითითებულ მისაღებში მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბარი, სადაც თაროზე გამოფენილია სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები. მარცხენა მხარეს კედელთან დგას ხის კარადა (ტუმბო) მის გვერდით დგას რბილი ავეჯის სამეული და შუაში პატარა მაგიდა. იქვე დგას ღია თარო, რომელზეც აწყვია სხვადასხვა დასახელების ჭურჭელი. ბარის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ქალისა და მამაკაცის საპირფარეშო. ჰოლში შეინიშნება მომსახურე პერსონალის ხშირი მოძრაობა. ჩანაწერის მიხედვით, 17:42:08 საათზე რესტორნის ჰოლში შედის მამაკაცი, საშუალოზე მაღალი სრული აღნაგობის, მომრგვალებული სახით, შავი მოკლედ შეჭრილი თმით, ტანთ აცვია შავი კაპიშონინი ქურთუკი, შემდეგ მეორე მამაკაცი არის საშუალოზე მაღალი, მოგრძო სახით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი შიგნით მოწითალო ფერის სვიტერი, შემდეგ შედის მესამე მამაკაცი, რომელიც არის საშუალოზე მაღალი, მოგრძო სახით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, მ------- მამაკაცი საშუალოზე მაღალია, სრული აღნაგობის, შავი თმით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი. ჩანაწერის მიხედვით, 17:57:09 საათზე ეზოდან ჰოლში შედის ორი მამაკაცი, პირველი არის მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახით ოდნავ წვერით, თავზე ახურავს შავი ქუდი, ტანზე აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, სრული აღნაგობის, მომრგვალო სახის, ოდნავ წვერში, თავგადაპარსული დ---ლი თმით. ტანთ აცვია მუქი ტანსაცმელი. აღნიშნული ორივე მამაკაცი შედის რესტორნის დარბაზში. ჩანაწერის მიხედვით 22:45:17 საათზე ეზოდან ჰოლში შედის ახალგაზრდა ქალბატონი საშუალოზე მაღალი, ხშირი ხვეული თმით, ტანთ აცვია მოკლე მანტო. 23:02:50 საათზე ჰოლშ შედის საშუალოზე მაღალი ქალბატონი, რომელსაც თავზე ახურავს ნაცრისფერი ქუდი და აცვია გრძელი შინდისფერი პალტო. შედის რესტორანის დარბაზში. 23:23:15 საათზე რესტორნის დარბაზიდან ჰოლში გადის ზემოაღნიშნული ოთხი მამაკაცი, მეორე მამაკაცს ქურთუკი გახდილი აქვს. 23:27:45 საათზე რესტორნის დარბაზიდან ჰოლში გადის ზემოაღნიშნული ორი მამაკაცი, პირველს თავზე აღარ ახურავს ქუდი. 23:28:00 საათზე დარბაზიდან გადის ზემოაღნიშნული ორი ქალბატონი, შუახნის ქალბატონი გრძელი პალტოთი, ნაცრისფერი ქუდით და ახალგაზრდა ქალბატონი ბავშვთან ერთად გადიან ეზოში.

4.50. 2019 წლის 2---------- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გ----------–ის მიერ დათვალიერებული იქნა საქმეზე დართული მყარი დისკი, კერძოდ, დისკი მოთავსებული იქნა სამსახურეობრივ კომპიუტერში და დათვალიერება გაგრძელდა N2 ჩანაწერით. ჩანაწერის მიხედვით, კადრში ჩნდება წ-----ი-ბ-------- ცენტრალური საავტომობილო გზა, ჩანს რ---------–ის ქუჩა N----ში მდებარე რესტორნის ,,წ------–ი წ-----ში“ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ა/მანქანების სადგომი და აფხაზეთის ქუჩისკენ გასასვლელი. მითითებულ სადგურზე მარცხენა მხარეს დგას რამდენიმე ა/მანქანა. ჩანაწერის მიხედვით, 17:36:00 საათზე აღნიშნულ ავტოსადგომზე დგება შავი ფერის მაღალი გამავლობის ,,ჯიპის“ ტიპის ა/მანქანა, საიდანაც გადმოდის 4 მამაკაცი, 2 ა/მანქანის მარცხენა მხრიდან, ორიც მარჯვენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან პირველად გადმოსული მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, ტანთ აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი და შავი ქურთუკი. დანარჩენი 3 მამაკაცი არის საშუალოზე მაღალი, ტანთ აცვიათ შავი ტანსაცმელი. აღნიშნული ოთხივე მამაკაცი გადაკვეთენ გზას და შედიან რესტორნის ეზოში. 19:30:50 საათზე ქვედა მხრიდან კადრში ჩნდება რუხი ფერის ა/მანქანა, რომელიც ჩერდება გზის მარჯვენა მხარეს რესტორნის შესასვლელთან. ა/მანქანიდან გადმოსული პირები კადრში არ ჩანან. შემდეგ ა/მანქანა ისევ შემობრუნდება და მიდის თბილისის მიმართულებით. ჩანაწერის მიხედვით 22:43:46 საათზე ზემოაღნიშნულ სადგურზე ჩერდება მუქი ფერის ა/მანქანა თბილისის მიმართულებით მარცხენა მხარეს. ა/მანქანიდან გადმოდის ქალბატონი, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გადმოკვეთს გზას და შედიან რესტორნის ეზოში. ჩანაწერების მიხედვით 23:01:00 საათზე მიითებულ ა/სადგომზე ჩერდება შავი ფერის მაღალი გამავლობის ,,ჯიპის“ ტიპის ა/მანქანა, რომელიც ჩერდება რესტორნის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს თბილისის მიმართულებით. ჩანაწერის მიხედვით, 23:23:52 საათზე ზემოაღნიშნული შავი ჯიპიდან, რომელიც დგას ა/სადგომზე რესტორნის ეზოს მხრიდან გარბის მამაკაცი, ჯდება საჭესთან, ა/მანქანა იქვე შემობრუნდება და ჩერდება რესტორნის ეზოს გასასვლელთან. რის შემდეგაც, 23:25:11 საათზე ა/მანქანა იწყებს მოძრაობას თბილისის მიმართულებით და გადის კადრიდან. ჩანაწერების მიხედვით 23:29:53 საათზე რესტორნიდან გამოდის ზემოაღნიშნული ქალბატონი ბავშვთან ერთად, რომლებიც გადადიან ა/მანქანის მხარეს რესტორნის ეზოდან. მათ მიჰყვება 2 მამაკაცი. აღნიშნული ქალბატონი უკანა მარჯვენა მხარეს სვამს ბავშვს ა/მანქანაში, რის შემდეგაც ჯდება საჭესთან, ხოლო აღნიშნული 2 მამაკაცი ჯდება უკანა მარცხენა და მარჯვენა მხარეს. რის შემდეგაც, ა/მანქანა გადის რესტორნიდან აფხაზეთის ქუჩის მიმართულებით და გადის კადრიდან.

4.51. 2019 წლის 2--------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად გ----------–ის მიერ დაჩქარებული ფუნქციის მეშვეობით დათვალიერებული იქნა საქმეზე დართული მყარი დისკი. N10 კამ----ს ჩანაწერში მიხედვით კადრში ჩანს რესტორნის შუშებიანი ცივი საჭმელების სამზარეულო, სადაც განთავსებულია ბუხარი, სიგრძეზე გრძივი მაგიდები და შუაზე ელექტრო ღუმელი. სამზარეულოში შეინიშნება რესტორნის პერსონალის მოძრაობა. N10 კამ----ს ჩანაწერში არის ექვსი ფაილი, მეხუთე ფაილის ჩანაწერში 23:22:57 საათზე აღნიშნული სამზარეულოს კარებშ შედის ახალგაზრდა ქალბატონი, საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, შავი ხვეული თმით, ტანთ აცვია მოთეთრი ფერის მანტო, მას მიჰყვება მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც გახდილი აქვს გარე ტანსაცმელი. ისინი მალევე გადიან სამზარეულოდან.

4.52. 2019 წლის 2--------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად ძ---–-------–--ის ს-----------–ოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, გამომძიებელმა ს. თ-----–---–ის მიერ, დაზარალებულ ჭ----- გ--–----–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა რესტორნის - ,,წ------–ი წ-----ში’’ 21 კამ----ს ჩანაწერი, კერძოდ, N1,N2, N4, N-, N-, N7 კამერების ჩანაწერები. N1 კამ----ს ჩანაწერის მიხედვით 17:35:48 საათზე კადრში ჩნდება წ-----ი-ბ-------- ცენტრალურ გზაზე ზედა წ-----ისკენ მიმავალი შავი მაღალი გამავლობის ავტომანქანა (ჯიპი), რომლის სახ. ნომ---- და სერია არ ჩანს. ჭ----- გ--–----–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა ეკუთვნის მის მეგობარ გ------ი ა-–----–---–ს. ა/მანქანა ჩერდება რესტორნის ავტოსადგომის მარჯვენა მხარეს რამდენიმე წამის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოსული ოთხი პირიდან, ორი მარჯვენა და ორი მარცხენა მხრიდან, პირველი საშუალო სიმაღლის მამაკაცი, აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ქურთუკი და შიგნით მოწითალო ფერის სვიტერი არის ზ----- მ-----–---–ი, დანარჩენი სამი მამაკაცი საშუალოზე მაღალი, შავ ტანსაცმელში არიან გ------ი ა-–---–---–-, ი-----–ი ჭ-------ა და თავად ჭ----- გ--–----–---–ი. ოთხივენი შედიან რესტორნის ეზოში. მე-6 კამ----ს ჩანაწერის მიხედვით, 17:42:00 საათზე (ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით) ზემოაღნიშნული ოთხი მამაკაციდან პირველი, საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მომრგვალო სახის, საწორი ცხვირით, შავი მოკლე თმით, მუქი კაპიშონიანი ქურთუკით, შავი შარვლით, სპორტული ფეხსაცმლით არის გ------ი ა-–----–---–ი, მეორე საშუალოზე მაღალი, სუსტი აღნაგობის, გოგრძო სახით, შავი მოკლე თმით, შავი ქურთუკით და შავი შარვალით, შავი ფეხსაცმლით, არის ჭ----- გ--–----–--–ი, მესამე მამაკაცი საშუალოზე მაღალი, მელოტი უკან თმით, მოგრძო სახით, ტანთ აცვია შავი ქურთუკი, შიგნით მოწითლო ფერის სვიტერი და ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი არის ზ----- მ-----–---–ი, მეოთზე მამაკაცი საშუალოზე მაღალი მელოტი, მოგრძო სახით, შავი ქურთუკით და შავი ფეხსაცმლით არის ი-----–ი ჭ-------ა. ჩანაწერის მიხედვით 17:43:45 საათზე დარბაზიდან გადის ზემოაღნიშნული ზ----- მ-----–---–ი და რესტორნის მომსახურეს აძლევს ფულად თანხას და შედის ისევ დარბაზში. 18:16:57 საათზე დარბაზის წინ ტერასის ქვედა კიბიდან ადის ორი მამაკაცი, მათგან პირველი საშუალოზე მაღალი, სრული აღნაგობის, მოგრძო სახით და ცხვირით, ოდნავ წვერში, ჩაცმული ლურჯ ტანსაცმელში, თავზე ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი, ფეხზე აცვია თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, აღნიშნულ მამაკაცზე ჭ----- გ--–----–---–მა განმარტა, რომ არის გ------ი ყ-------–ი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს ჭიქა. მას უკან მიყვება საშუალო სიმაღლის მამაკაცი, სრული აღნაგობის, მომრგვალო სახით, ოდნავ წვერში, თავგადაპარსული, ჩაცმული მუქ ტანსაცმელში და შავ ფეხსაცმელში, რომელიც არის გ. ყ-------–თან მყოფი ე------ ზ-------–---–ი, რომელსაც ხელში უჭირავს ტელეფონი თავისი სატენით. ორივე შედის დარბაზში. 23:23:09 საათზე რესტორნის დარბაზიდან გადის ოთხი მამაკაცი, რომლებზედაც ჭ----- გ--–----–---–მა განმარტა, რომ პირველი არის გ------ი ა-–----–---–ი, მეორე მამაკაცი, რომელსაც წინა მხრიდან სვიტერზე მკერდის არეში მარჯვენა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ლაქები უკანა მხრიდან მარცხენა მხარეს - ი-----–ი ჭ-------ა, მას მიყვება ზ----- მ-----–---–ი, რომელსაც ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით მარცხენა მკლავთან სვიტერზე აღენიშნება დაზიანება, მას უკან მიყვება თავად ჭ----- გ--–----–---–ი, რომელსაც საქამრეში უჩანს იარაღი. 23:27:50 საათზე დარბაზიდან გადის ორი მამაკაცი: გ------ი ყ-------–ი, რომელსაც ქუდი უჭირავს ხელში და მასთან მყოფი ე------ ზ-------–--–ი. N- კამ----ს ჩანაწერში 17:37:00 საათზე რესტორნის ეზოდან დარბაზისკენ გადაადგილდება ოთხი პიროვნება, ჭ----- გ--–----–---–მა განმარტა, რომ პირველი არის გ------ი ა-–----–---–ი, მეორე ზ----- მ-----–--–ი, მესამე - თავად ჭ----- გ--–----–---–ი, მ------- - ი-----–ი ჭ-------ა.17:56:35 საათზე ეზოს მხრიდან დარბაზისკენ მიმავალი ორი მამაკაციდან, პირველი ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით არის გ------ი ყ-------–ი, ხოლო მეორე ე------ ზ-------–---–ი. ამავე ჩანაწერის მიხედვით 23:23:15 საათზე დარბაზიდან გადის ოთხი მამაკაცი: გ------ი ა-–----–---–ი, ზ----- მ-----–---–ი, რომელსაც მაცხენა მკლავთან აღენიშნება დაზიანება, ი-----–ი ჭ-------ა, რომელსაც მკერდის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები და ლაქები უკანა მხრიდან მარცხენა მხარეს, ასევე თავად ჭ----- გ--–----–---–ი, რომელსაც საქამრეში უჩანს იარაღი. 23:28:39 საათზე დარბაზიდან გასული ორი მამაკაცი არის გ------ი ყ-------–ი და ე------ ზ-------–---–ი. გ------ი ყ-------–ს ქუდი აღარ ახურავს. N4 კამ----ს ჩანაწერის მიხედვით 17:36:55 საათზე რესტორნის ჭიშკრიდან დარბაზისკენ ზურგით მიმავალი მამკაცი ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით არის ზ----- მ-----–---–ი, მეორე გ------ი ა-–----–---–ი, მესამე თვითონ ჭ----- გ--–----–---–ი, მ------- ი-----–ი ჭ-------ა. 17:56:25 საათზე რესტორნის ჭიშკრიდან დარბაზისკენ შესული ორი მამაკაცი არის გ------ი ყ-------–ი და ე------ ზ-------–---–ი. 23:23:20 საათზე დარბაზიდან ეზოში გასული ოთხი მამაკაციდან პირველი არის გ------ი ა-–----–---–ი, მეორე - ზ----- მ-----–---–ი, მ------- ი-----–ი ჭ-------ა, რომელსაც წინა მხრიდან მკერდის არეში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები ასევე ლაქები უკანა მხარეს, ამ უკანასკნელს მიყვება ჭ----- გ--–----–---–ი, რომელსაც უჩანს საქამეში იარაღი. გ------ი ა-–----–---–ი სირბილით გადის ეზოდან ჭიშკრისკენ. 23:28:42 საათზე ორი მამაკაცი ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით არის გ------ი ყ-------–ი და მასთან მყოფი ე------ ზ-------–---–ი. N7 კამ----ს ჩანაწერის მიხედვით, 17:42:08 საათზე რესტორნის ჰოლში შესული ოთხი მამაკაციდან ჭ. გ--–----–---–ის განმარტებით პირველი არის გ------ი ა-–----–---–ი, მეორე ზ----- მ-----–--–ი, მესამე ი-----–ი ჭ-------ა, მ------- თავად ჭ----- გ--–----–---–ი, ოთხივენი შედიან მარცხენა მხარეს განთავსებულ დარბაზში. 17:57:09 საათზე ეზოდან რესტორნის ჰოლში შესული ორი მამაკაცი არის გ------ი ყ-------–ი და ე------ ზ-------–---–ი, ორივენი შედიან მაცხენა მხარეს განთავსებულ დარბაზში. 23:23:15 საათზე რესტორნის დარბაზიდან ჰოლში გადის ზემოაღწერილი ოთხი მამაკაცი, ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით პირველი არის გ------ი ა-–----–---–ი, მეორე ზ----- მ-----–---–ი, მესამე ი-----–ი ჭ-------ა, მ------- თავად. 23:27:45 საათზე რესტორნის დარბაზიდან ჰოლში გასული ორი მამაკაციდან პირველი არის გ------ი ყ-------–ი, მეორე ე------ ზ-------–---–ი. N1 კამ----ს ჩანაწერის მიხედვით, 23:23:40 საათზე ეზოდან რესტორნის სადგომისკენ ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით გარბის გ------ი ა-–----–---–ი, ჯდება თავის შავი ფერის ა/მანქანაში ,,ტოიოტა პრადოში’’, სახ.N-------, სადგომზე შემობრუნდება და მანქანა გაცერდება რესტორნის ეზოს ჭიშკართან, სადაც ჯდებიან ი-----–ი ჭ-------ა, ზ----- მ-----–---–ი და ჭ----- გ--–----–---–ი, რომლებიც კადრში არ ჩანან და ჩანს ფარებჩართული აღნიშნული ავტომანქანა, რის შემდეგაც ა/მანქანა მოძრაობს თბილისი მიმართულებით და გადის კადრიდან. დათვალიერებაში მონაწილე პირს რაიმე შენიშვნა არ გაუკეთებია.

4.53. 2019 წლის 0-----------–ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ადმ--------აციულ შენობაში ამავე განყოფილების გ----------–ის ს. თ-----–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა რესტორნის ,,წ------–ი წ-----ში’’ N7 კამ----ს ჩანაწერი, ჩანაწერის მიხედვით კადრში ჩნდება რესტორნის ეზოს მხრიდან შემოსასვლელი კარები და პატარა ჰოლი, მითითებული კარების პირდაპირ მდებარეობს რესტორნის დარბაზში შესასვლელი კარები მარცხენა მხარეს, რომელიც ღია მდგომარეობაშია, აღნიშნულ ჰოლში მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბარი, სადაც თაროზე გამოფენილია სხვადასხვა დასახელების სასმელები. მარცხენა მხარეს კედელთან დგას ხის კარადა (ტუმბო) მის გვერდით დგა რბილი ავეჯის სამეული და შუშის პატარა მაგიდა, იქვე დგას ღია თარო, რომელზეც აწყვია სხვადასხვა სახის ჭურჭელი. ბარის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ქალისა და მამაკაცის საპირფარეშო. მითითებულ ჰოლში შეინიშნება მომსახურე პერსონალის ხშირი მოძრაობა და მათი საუბარი. მეთერთმეტე ფაილი იწყება 22:41:05 საათიდან, აღნიშნული ფაილის დათვალიერებიდან 00:41:17 საათზე დარბაზის მხრიდან ისმის გაურკვეველი ხმაური, ისმის ყვირილი, მტვრების ხმა, უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინება, სიტყვიერად ისმის: ,,გაიწი, გაიწი, ფრთხილად ფრთხილადო’’ ასევე სიტყვიერად ისმის მამაკაცის ხმა: ,,დააგდე ძირს, მოაშორეო, ესროლე მაგის დედას შე-იო’’ უწმაწური გინებით. შემდეგ ისმის ქალის ტირილი სიტყვიერად: ,,რას მიკეთებ გიო აღარ შემიძლიაო’’. აღნიშნული ხმები გრძელდება დაახლოებით 43 წამის განმავლობაში და მიჩუმათდება. 23:23:15 საათზე, რის შემდეგ ოთხი მამაკაცი გადის ჰოლიდან ეზოდან. 23:27:50 საათზე ორი მამაკაცი დარბაზიდან ჰოლში გამოსული გადის ეზოსკენ. 23:28:00 საათზე დარბაზიდან ჰოლში გამოსული ორი ქალბატონი გადის ეზოსკენ. მეთორმეტე ფაილის ჩანაწერი იწყება 00:39:00 საათიდან და მთავრდება 01:00:00 საათზე.

4.54. 2018 წლის 1-----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, დ----–------, ს-----ის ქუჩა N--ში მდებარე ე------ ზ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ე------ ზ-------–---–ის საძინებელ ოთახში არსებული საუთოებელი მაგიდიდან ამოღებული იქნა ხაკისფერი გრძელმკლავიანი სვიტერი, შიდა მხარეს წარწერით ,,GIORDANO TEE’’, შავი ჯინსის შარვალი, უკანა მხარეს საქამრესთან წარწერით ,,LSWJEANS CLASSIC’’, რომლის საქამრეში მოთავსებულია ყავისფერი ტყავის ქამარი, ბართაზე წარწერით ,LEVIS’’, ყავისფერი, გრძელმკლავიანი ტყავის ქურთუკი, წინა მხაეს ერთი დიდი ზომის ელვა შესაკრავით და ოთხი პატარა ზომის ელვა შესაკრავებით, რომლებიც განთავსებულია გვერდების და გულმკერდის არეში, ხოლო ქურთუკის შიდა მხარეს საყელოს მიდამოში იკითხება წარწერა ,,TRN 1961’’, ასევე საუთოვებელი მაგიდის ქვევიდან იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი წყვილი მოყავისფრო ფერის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმელი შიდა მხარეს წარწერით ,,Casual’’, ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ერთ ფუთად 27/1413 ლუქით.

4.55. 2018 წლის 1-----------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, დ--- წ-----ში, რ---------–ის ქუჩა N-7-ში მდებარე ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ადმ--------აციულ შენობაში დ----- ფ--------ის ძე ჯ--–------იამ, მისთვის წადგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, N4 ფოტოსურათზე, სახის საერთო მოყვანილობით, კერძოდ მოკლედ შეჭრილი მუქი წაბლისფერი თმით, საშუალო ზომის ოდნავ კეხიანი ცხვირით, საშუალო სისქის წარბებით, საშუალო სისქის ტუჩებით ამოიცნო პიროვნება, რომელიც 2018 წლის 0------------ს იმყოფებოდა რესტორანში და სახელად ჰქვია გ------ი.

4.56. 2018 წლის 1-----------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას N---ში მდებარე ნ------–--ის საუნივერსიტეტო კლინ---ში, ზ----- მ-----–---–მა მისთვის წადგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, N2 ფოტოსურათზე, სახის ფორმით, წარბების ფორმით, ცხვირის მოყვანილობით თვალების ფერით და მოყვანილობით,ტუჩების ფორმით და მოყვანილობით ამოიცნო გ------ი ყ-------–ი, რომელმაც 2018 წლის 0------------ს დანით დაჭრა იგი და მისი მეგობრები რესტორან წ------–ში. ამოცნობამდე ზ----- მ-----–---–მა აღნიშნა, რომ გ------ი ყ-------–ი სასჯელს იხდიდა მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში, იგი არის დაახლოებით 30 წლამდე, 180 სმ სიმაღლით, საშუალო აღნაგობის, ჩვეულებრივი ოვალური პირისახის, დ---ლი წაბლისფერი თმებით, დ---ლი წვერით მუქი ფერის თვალებით, ხშირი წარბებით.

4.57. 2018 წლის 1-----------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას N---ში მდებარე ნ------–--ის საუნივერსიტეტო კლინ---ში, ჭ----- გ--–----–---–მა მისთვის წადგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, N1 ფოტოსურათზე, სახის ფორმით, თვალების მოყვანლობით და ფორმით, ცხვირის ფორმით და მოყვანილობით, წარბებით, შუბლით, ტუჩებით, წვერით და თმით ამოიცნო გ------ი ყ-------–ი, რომელმაც 2018 წლის 0------------ს დანით დაჭრა იგი და მისი მეგობრები რესტორან წ------–ში. ამოცნობამდე ჭ----- გ--–----–---–მა აღნიშნა, რომ გ------ი ყ-------–ს იცნობს პატიმრობიდან, იგი არის დაახლოებით 30 წლის, 180-183 სმ სიმაღლის, გამხდარი აღნაგობის, აქვს დიდი შუბლი, მოგრძო ცხვირი ოდნავ გაბუშტული, მუქი ფერის თვალები, საშუალო ზომის ტუჩები, ხშირი წარბები, წვერი და მოკლედ შეჭრილი თმა.

4.58. 2018 წლის 1-----------ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, თ------–--–-------ში ძ---–-------–--ის ს-----------–ოს ადმ--------აციულ შენობაში, გ------ი ა-–----–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება: 1) ლ-----------–--–-, 2) ე------ ზ-------–---–ი და 3) დ----- გ------–--ე. გ------ი ა-–----–---–მა მისთვის წარდგენილი პიროვნებებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე და მარცხნიდან მეორე შუაში მდგომი პიროვნება, რომელზედაც განაცხადა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 0------------ს წ-----ში რესტორან წ------–ში მისმა მეგობარმა გ------ი ყ-------–მა დაჭრა ადამიანები, იგი აქტიურად ეხმარებოდა მას კერძოდ ღვინის გრაფინი ესროლა და თავში ჩაარტყა ჭ----- გ--–----–---–ს, ხოლო ჭიქა ესროლა და თავში მოარტყა ზ----- მ-----–---–ს და ზოგადად აქტიურობდა. გ------ი ა-–----–---–მა ე------ ზ-------–---–ი ამოიცნო გარეგნული გამომეტყველებით, ტანის სრული აგებულებით (ნავარჯიშები ტანი) სიმაღლით, თავის მრგვალი ფორმით, სახის სიმრგვალით, დ---ლი ვარცხნილობით, ცხვირის ოდნავ ფართო ფორმით, თვალის მომრგვალებული ჭრილით.

4.59. 2019 წლის 1--------ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ქ. თბილისი, თ------–--–-------ში ძ---–-------–--ის ს-----------–ოს ადმ--------აციულ შენობაში, ჭ----- გ--–----–---–მა წარდგენილი სამი პიროვნებიდან (მათ შორის ე------ ზ-------–---–ი) ამოიცნო პიროვნება, რომელიც 2018 წლის 0------------ს დ--- წ-----ში რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ გ. ყ-------–თან ერთად მონაწილეობდა ჩხუბში, კერძოდ: სწორედ აღნიშნულმა პირმა მაგიდიდან აიღო გრაფინი და თავში ჩაარტყა, რომელიც გადააფშვნა და ჩხუბობდა მის წინააღმდეგ. ჭ----- გ--–----–---–მა ე------ ზ-------–---–ი ამოიცნო მომრგვალო სახით, ტანით, სახის მოყავისფრო და თავის მოყვანილობით, ასევე ტანის სრული მოყვანილობით.

4.60. 2019 წლის 1--------ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ქ. თბილისი, თ------–--–-------ში ძ---–-------–--ის ს-----------–ოს ადმ--------აციულ შენობაში, ზ----- მ-----–---–მა წარდგენილი სამი პიროვნებიდან (მათ შორის ე------ ზ-------–---–ი) ამოიცნო პიროვნება, რომელიც 2018 წლის 0------------ს დ--- წ-----ში რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ გ. ყ-------–ის მიერ დაწრის შემდეგ ჩაერია ჩხუბში, კერძოდ, მის მეგობარს ჭ----- გ--–----–---–ს გრაფინი შუშის ჭურჭელი ჩაარტყა თავში და მისი მიმართულებით ისროლა ჭიქა და მოხვდა ტანზე მარცხენა მხარეს. ზ----- მ-----–---–მა ე------ ზ-------–---–ი ამოიცნო მრგვალი პირისახით, გადაბმული წარბებით, სპორტული ტანის აღნაგობით, სრული აღნაგობით, მთელი აღნაგობით.

4.61. 2018 წლის 1-----------ის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ე------ ნ-----–----ის ძე ზ-------–---–ი (პ/ნ-----------) დაკავებული იქნა 2018 წლის 1------------ს 20:57 საათზე, ქ. თბილისი, თ------–--–-------------ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს ადმ--------აციულ შენობაში.

4.62. 2018 წლის 2-----------ის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ------ი გ-------–ის ძე ყ-------–ი (პ/ნ 0----------) დაკავებული იქნა 2018 წლის 2------------ს 15:00 საათზე, ქ. თბილისი, კ--–----ის ქუჩა N--, კორპუსი N-, ბინა N---ში. ამავე ოქმში მითითებულია, რომ ვიზუალური დათვალიერებით მარჯვენა ფეხის წვივზე აღენიშნება მცირედი სისხლნაჟღენთი, რომელიც ბრალდებულის განმარტებით გუშინ 2018 წლის 2------------ს აბაზანაში ბანაობისას მიიღო წაქცევისას, სხვა რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს დაკავებაში მონაწილე პირები და თავად დაკავებული გ. ყ-------–ი. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ არის გაკეთებული.

 

4.63. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.64. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no.65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.65. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no.26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no.34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.66. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.67. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no.24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მ--- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. გ------ი ყ-------–ის მიერ ხულიგნური ქვენაგრძნობით, სამი პირის მკვლელობის მცდელობის ჩადენა:

 

5.6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნ---მბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.

 

5.6.2. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Haasz and Szabo v. Hungary, no.1327/14 და no.11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: McCann and others v. the United Kingdom).

 

5.6.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

5.6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.

 

5.6.5. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

5.6.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).

 

5.6.7. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გულისხმობს მკვლელობას საზოგადობაში არსებული თანაცხოვრების წესების უგულებელყოფის ნიადაგზე, დამნაშავე ისწრაფვის დაუპირპირდეს გარშემომყოფთ, მოახდინოს ზნეობრივი ნორმებისადმი უპატივცემულობა. ხულიგნური ქვენაგრძნობა ზოგჯერ დამნაშავის მიერ მისი მოქმედების თავისუფლების არასწორ აღქმას ეფუძნება, ხშირად ძალიან მცირე საბაბით ხორციელდება. მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ხშირად ხდება ჩხუბში, აქ მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი, თუ ჩხუბის წამომწყები იყო დაზარალებული ან კონფლიქტი მისმა ამორალურმა ქცევამ განაპირობა, სახეზე მარტივი მკვლელობა და არა მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით.

 

5.6.8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ხულიგნური ქვენაგრძნობა შემდეგნაირად განმარტა: საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდება განზრახი მკვლელობა მხოლოდ მაშინ, როცა ქმედების მოტივი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნე-ჩვეულებების უპატივცემულობის, სამართლისა და მორალის ნორმების უგულებელყოფის პიროვნების ღირსების აბუჩად აგდების ნიადაგზეა წარმოშობილი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №72-კოლ-02).

 

5.6.9. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტს, აღნიშნულით დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მკვლელობა ორი ან მეტი პირისა. ეს პუნქტი დამძიმებულია ობიექტური ნიშნით და გულისხმობს ერთიანი განზრახვით სულ მცირე ორი ადამიანისათვის სიცოცხლის განზრახ მოსპობას (მის მცდელობას); (იხ: უზენაესი სასამართლოს 07.06.2011, N175აპ-11 და 13.12.2018 347აპ-18 გადაწყვეტილებები).

 

5.6.10. სასამართლო გ------ი ყ-------–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ 2018 წლის 0------------ს გ------ი ყ-------–ი მეგობარ - ე------ ზ-------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ--- წ-----ში, შ----- რ---------–ის უჩა N----ში მდებარე რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში და იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. ამავე რესტორანში სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში იმყოფებოდნენ მეგობრები: გ------ი ა-–----–---–ი, ზ----- მ-----–---–ი, ი-----–ი ჭ-------ა და ჭ----- გ--–----–---–ი, რომლებიც ხმაურობდნენ და უხამსი სიტყვებით საუბრობდნენ ერთმანეთში. დაახლოებით 23:00 საათზე მათთან მივიდა გ------ი ყ-------–ი, რათა ამ უკანასკნელთ შეეწყვიტათ ბილწსიტყვაობა და მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ. აღნიშნული საუბარი მალევე გადაიზარდა ერთმანეთში სიტყვიერ დაპირისპირებაში, რა დროსაც, გ------ი ყ-------–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მიაეყენა მათ მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. კერძოდ, ჭ----- გ--–----–---–ს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები შემავალი მუცლის ღრუში, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხრის და თხემის მიდამოში. ი-----–ი ჭ-------ას მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები სახის არეში, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში, მარცხენა მხრის და მარცხენა მტევნის მიდამოში, ხოლო ზ----- მ-----–---–ს - მარცხენა მტევნის პირველი თითის ჭრილობა და ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა იდაყვის სახსრის, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის მიდამოში. აღნიშნულის შემდეგ ჭ----- გ--–----–---–მა ამოიღო ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი და მიმართა გ------ი ყ-------–ის მიმართულებით, რის გამოც ეს უკანასკნელი შეყოვნდა, რითაც ისარგებლეს გ------ი ა-–----–---–მა, ზ----- მ-----–---–მა, ი-----–ი ჭ-------ამ, ჭ----- გ--–----–---–მა და დატოვეს რესტორანი. აღნიშნული გარემოების და დაზარალებულებისათვის დროულად გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გ------ი ყ-------–მა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

5.6.11. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ:

 

5.6.11.1. დაზარალებულ ი-----–ი ჭ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 0------------ს, დ--- წ-----ში რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, დაახლოებით 23:00 საათზე, მათ მაგიდასთან მივიდა გ------ი ყ-------–ი, გაშეშებული, ურეაქციოდ უყურებდა, ზ-----იმ ჰკითხა ვინ ბრძანდებითო, რაზეც ყ-------–მა უპასუხა: ,,მე ვარ გ------ი ყ-------–ი ბიჭო შენ ვინა ხარო?’’, ,,ბიჭოობით და შენობით რატომ მელაპარაკები მიცნობო’’ - ჰკითხა ზ-----იმ, რაზეც ყ-------–მა უწმაწური სიტყვით მიმართა და პირდაპირ სახეში მოუქნია დანა, ზ----- მ-----–---–მა ხელი ასწია სახისკენ და დანა ხელზე მოხვდა, ამ დროს ი-----–ი ჭ-------აც ადგა და ზ-----ი გვერდზე გასწია, შეეცადა დანა დაეჭირა და ჭრილობა მიიღო ხელის გულზე, გ. ყ-------–მა დანა დაუსვა სახეზეც, შემდეგ კიდევ ერთი მკერდზე, მოტრიალებისას ზურგში ორჯერ დაარტყა დანა, ი-----–ი ჭ-------ა დაეცა და წამიერად გაითიშა, გ. ა-–----–---–მა ჩაავლო ხელი და ცოტა უკან გაათრია; ხალხი წამოიშალა, რაღაცეები ილეწებოდა, როდესაც ადგა დაინახა, რომ ზ-------–---–ი ეძიძგილავებოდა ზ-----ის და ა-–----–---–ს, მაგიდიდან ესროდა რაღაცეებს, ჭიქებს, ჩხუბში ყველა ჩაერთო, ჭ----- გ--–----–---–ი შევარდა დარბაზში და ცდილობდა დაეჭირა გ------ი ყ-------–ი, რა დროსაც გ--–----–---–ს ზ-------–---–მა გრაფინი ჩაარტყა თავში, ჭ-----მ ინსტიქტურად გაუშვა ხელი ყ-------–ს. გ------ი ყ-------–ი კვლავ იწევდა დანით მათკენ, ჭ----- გ--–----–---–მა იარაღი ამოიღო და უთხრა დანა დაეგდო თორემ ესვროდა, ყ-------–ი გაჩერდა, ეს ყველაფერი დაახლოებით 10-15 წამში მოხდა. ი-----–ი ჭ-------ა და მისი მეგობრები რესტორნიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავიდნენ. ინციდენტისას ყ-------–ი აგინებდათ, ყვიროდა: ,,დაგჭრით ძაღლებო ბოზებო, დაგასახიჩრებთ, დაგხოცავთ, დაგყრით’’.

 

5.6.11.2. დაზარალებულ ჭ----- გ--–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9------------ს საღამოს საათებში, ჭ----- გ--–----–---–ი მეგობრებთან: ზ----- მ-----–---–თან, გ------ი ა-–----–---–თან და ი-----–ი ჭ-------ასთან ერთად იმყოფებოდა წ-----ში რესტორან წ------–ში, დაახლოებით 22-23 საათისათვის გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად, გასვლიდან რამოდენიმე წამში შემოესმა ხმაური, ჩხუბის, მტვრევის გინების ხმა, დარბაზში შეიხედა და დაინახა, რომ მისი მეგობრები კომფლიქტურ სიტუაციაში იყვნენ, ახლოს რომ მივიდა ყ-------–ი და ზ-------–--–ი მის სამ მეგობარს ეჩხუბებოდნენ, ყ-------–ს ხელში დანა ეკავა და უქნევდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყვიროდა ,,დაგხოცავთ ძაღლებოო’’, ჭ----- გ--–----–---–ი ცდილობდა ყ-------–ისთვის დანა წამერთმია, რაღაცნაირად შეებოჭა, ხელს უკავებდა, მისი წაქცევა უნდოდა, ვერ წაართვა. გ------ი ყ-------–მა მასაც მიაყენა ჭრილობები, დანა ორჯერ დაარტყა მუცელში და ერთხელ მხარში, პირველი რომელი ჭრილობა მიაყენა არ ახსოვს. ყ-------–ს კისერში, რომ წაუჭირა ხელი, ამ დროს ზ-------–---–მა გრაფინი ჩაარტყა თავში, რამაც ჭ----- გ--–----–---–ი ჩხუბის ეპიცენტრიდან რაოდენიმე მეტრით გასწია, ყ-------–ი მისკენ დაიძრა დანით, ამ დროს ჭ----- გ--–----–---–მა ტაბელური იარაღი ამოიღო და უთხრა გაჩერებულიყო, ყ-------–ი ცოტა შეჩერდა, მაგრამ მაინც ნელი ნაბიჯით მიიწევდა მისკენ, ჭ----- გ--–----–---–ი კვლავ მოუწოდებდა გაჩერებულიყო და გაჩერდა, ჭ----- გ--–----–---–მა უკან დაიხია, დისტანციაზე, სადაც მისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა იარაღი ჩაიდო და დატოვეს დარბაზი, ყველანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავიდნენ, რადგან სამივე დაჭრილი იყო, სისხლი სდიოდათ, ოპერაცია ჩაუტარდათ და გადარჩნენ. ჭ----- გ--–----–---–ის განმარტებით, როგორც მეგობრები მოუყვნენ მისი გასვლის შემდეგ გ------ი ყ------–ი მათ სუფრასთან მისულა და ზ-----ისთვის მიუმართავს სიტყვებით ,,ვინ ხარ ბიჭოო’’, ზ-----ის უკითხვას იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს, რაზეც გ------ი ყ-------–ს უზრდელური სიტყვით მიუმართავს და ამას მოჰყოლია ჩხუბი, ამოუღია დანა, ჯერ ზ-----ისთვის დაუსვამს, შემდეგ ი-----–ი ჭ-------ასთვის.

 

5.6.11.3. დაზარალებულ ზ----- მ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 0------------ს მეგობრებთან: გ------ი ა-–----–---–თან, ჭ----- გ--–----–---–თან და ი-----–ი ჭ-------ასთან ერთად იმყოფებოდა წ-----ში მდებარე რესტორანში, მათ მაგიდასთან სრულიად უმიზეზოდ მივიდა გ------ი ყ-------–ი, დადგა და უყურებდა, უხერხული სიტუაცია შეიქმნა, პაუზის შემდეგ ზ----- მ-----–---–მა უთხრა დამჯდარიყო, გვერდით მაგიდიდან სკამი მისწია, დაჯდა და ზ----- მ-----–---–ს უყურებდა, იგრძნობოდა, რომ აგრესიულად იყო განწყობილი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაზარალებულმა სახელი ჰკითხა, თქვენობით მიმართა, შეკითხვის ადრესატმა თავი წარუდგინა როგორც გ------ი და ჰკითხა ,, შენი სახელი ბიჭოო’’ , ზ. მ-----–---–ს გაუკვირდა ჰკითხა ,,მიცნობ შენობითზე რომ გადახვედიო?’’, რაზეც გ. ყ-------–მა უზრდელურად მიმართა ,,ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ გიცნობდეო’’, ამაზე ზ. მ-----–---–მა უპასუხა ,,გაეთრიე შე უზრდელოო’’ ამ დროს გ------ი ყ-------–ი ადგა, დანა ამოიღო, შეაგინა და სახისკენ მოუქნია, ყვიროდა დაგხოცავთო, ზ----- მ-----–---–მა ხელი ასწია და დანა მოხვდა, ფეხზე ორი ჭრილობა როდის მიაყენა არ ახსოვს, მოგვიანებით მანქანაში აღმოაჩინა. ი-----–ი ჭ-------ა ინსტიქტურად წამოდგა, ყ-------–მა მასაც დაარტყა დანა, მისი დაჭრის მომენტი ზ----- მ-----–---–ს არ დაუნახავს, მის ზურგს უკან ხდებოდა. ჩხუბში ი-----–ი და გ------იც ჩართნენ, ამ დროს ჭ----- გ--–----–---–ი გარეთ იყო გასული, მოვლენები ძალიან მოკლე პერიოდში განვითარდა, ბიჭები ცდილობდნენ დანის წართმევას, ზ----- მ-----–---–მა სკამი მოიქნია, თუმცა, ჭიქა მოხვდა უკნიდან, თუ ვინ ესროლა არ დაუნახავს. ამ დროს შევიდა ჭ----- გ--–----–---–ი და ისიც ჩაერთო ჩხუბში, ხელი მოკიდა ყ-------–ს კისერში და მათგან ერთი მეტრის მოშორებით გაათრია. ჭ-----ს მოხვდა შუშის ჭურჭელი, რამაც გააშვებინა ხელი ყ-------–ზე, მიუხედავად ამისა, გ------ი ყ-------–ი კვლავ იწევდა დანით, ამ დროს ჭ----- გ--–----–---–მა იარაღი ამოიღო და უთხრა გაჩერებულიყო თორემ ესროდა. დაზარალებულმა ასევე, განმარტა, რომ ჩხუბის დროს გაიგონა სიტყვები ,,ძაღლები, ბოზები არიან, ამათი დედა’’.

 

5.6.11.4. დაზარალებულ გ------ი ა-–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9-----------ს დ--- წ-----ში მდებარე რესტორანში ყოფნისას, ზ----- მ-----–---–თან მივიდა გ------ი ყ-------–ი, ზ-----მა შესთავაზა დაბრძანებულიყო, ყ-------–ი მაგიდის თავში დაჯდა, გაეცნენ ერთმანეთს, შემდეგ ზ-----იმ უთხრა ,,ბიჭოთი რატომ მომმართავ, ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთსო’’, ამ დროს გ------ი ყ-------–მა შეაგინა და სახეში მოუქნია დანიანი ხელი, ზ-----იმ ხელი აიფარა და დანა მკლავში მოხვდა, შემდეგ წამოდგა ი-----–ი ჭ-------ა და მასაც დაარტყა დანა, წაიქცა, ძლიერი სისხლდენა ჰქონდა კისრის არიდან. ჩხუბის ხმაზე დარბაზში შევიდა ჭ----- გ--–----–---–ი, თავიდან ვერ გაერკვა რაში იყო საქმე, გ------ი ა-–----–---–ი და ჭ----- სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, მოუწოდენდნენ წესრიგისკენ, უთხრეს, რომ თანამშრომლები იყვნენ, ჭ-----მ შებოჭა ყ-------–ი, რა დროსაც მოხვდა დანა, ამავე დროს გ------ი ყ-------–ის მეგობარმა ჭ----- გ--–----–---–ს თავში ჩაარტყა შუშის გამჭვირვალე გრაფინი, დარტყმის შედეგად ჭ-----მ ხელი გაუშვა ყ-------–ს, იარაღი ამოიღო და ,,გაჩერდი გესვრიო’’ უთხრა, ვინაიდან საფრთხე იყო, თავდასხმას გავდა ეს ყველაფერი, ამავე დროს იყო ყვირილი ,,დაგხოცავთ ძაღლებო’’, რამდენჯერმე გაიმეორა გ------ი ყ-------–მა, ვინც მიახლოებას ცდილობდა გ------ი ყ-------–ი ყველას ურტყამდა დანას. მოწმის განმარტებით შესაძლოა გ. ყ-------–მა იცნო, რომ თანამშრომლები იყვნენ, გ------ი ა-–----–---–ის სამივე მეგობარი დაჭრილი იყო, თავად ჭრილობა არ მიუღია, გამოსვლისას გ------ი ყ-------–ი კვლავ იწევდა მათკენ, იარაღმა შეაჩერა. ვიდრე სასწრაფოში დარეკავდა, გ------ი ა-–----–--–მა გადაწყვიტა თავად წაეყვანა მეგობრები საავადმყოფოში და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

5.6.11.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 0--------ის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ზ----- მ-----–---–ისათვის მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხარის, მარცხენა მტევნის, მარცხენა ბარძაყის და მარცხენა წვივის მიდამოში განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

5.6.11.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2-----------ის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ჭ----- გ-----–---–ს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა ეპიგასტრალური სისხლძაღვის დაზიანებით, მუცლის სწორი კუნთის ვრცელი ჰემატომა, ჰემოპერიტენიუმი. სახის მიდამოში აღენიშნებოდა ექკორიაციები. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ეპიგასტრალური სისხლძარღვის დაზიანებით, მუცლის სწორი კუნთის ვრცელი ჰემატომით და ჰემოპერიტონეუმი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო სხეულის სხვადასხვა მიდამოში მდებარე ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ერთოლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში დაზიანების (ექსკორიაციების) მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

5.6.11.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31----------ის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ი-----–ი ჭ-------ა სახის მარცხენა ლოყის, ქვედა ყბის და კისრის წინა ზედაპირის (აღენიშნებოდა ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ, რომელიც ვრცელდება კისრის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლამდე) გულმკერდის (გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მედიოკლავიკულურ ხაზზე მე-3-მ--- ნეკნიდან მ----მე-8 ნეკნის დონემდე) მარცხენა მხრის, მარცხენა ბეჭის და მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობები განვითრებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

5.6.11.8. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ზ----- მ-----–---–ს, ი-----–ი ჭ-------ას და ჭ----- გ--–----–---–ს. ასევე ნამწვზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ჭ----- გ-----–---–ს, ხოლო მამაკაცის ტუალეტში ნაგვის ურნიდან ამოღებულ ქაღალდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ადამიანის სისხლი) გ------ი ყ-------–ს. რესტორნის N---ით დანომრილ მაგიდიდან ამოღებულ: გამჭვირვალე ჭიქაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ზ----- მ-----–---–ის, ხოლო პირველ ბოკალზე არსებულ ბიომასალის გენეტიკური პროფილი ჭ----- გ--–----–---–ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. მეორე ბოკალზე, მ------- ბოკალზე, პირველ და მესამე თეფშებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ი-----–ი ჭ-------ას. მეორე თეფშზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- მ-----–---–ს. ამავე მაგიდის გადასაფარებელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ი-----–ი ჭ-------ას და ზ----- მ-----–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია; მაგიდასთან სკამის ზედაპირიდან ამოღებული ქურთუკის მარცხენა სახელოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჭ----- გ--–----–---–ს. ამავე ქურთუკზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ი-----–ი ჭ-------ას გენეტიკური პროფილი იდენტურია. ერთ წყვილ დანა-ჩანგალზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ზ----- მ-----–---–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ერთ ცალ ჩანგალზე არსებული ადამიანის სისხლი ეკუთვნის ი-----–ი ჭ-------ას. N14-ით დანომრილი მაგიდის ზედაპირიდან ამოღებულ ორ ცალ თეფშსა და ერთ ცალ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ზ----- მ-----–---–ის და ი-----–ი ჭ-------ას გენეტიკური პროფილების იდენტურია. ე------ ზ-------–---–ის შარვალზე, მაისურზე, ფეხსაცმელებზე და ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. შარვალზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ზ----- მ-----–---–ის, ხოლო მინორული წილი ე------ ზ-------–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. მაისურე და ქურთუკზე არსებული გენ. პროფილი გ------ი ყ-------–ის, ხოლო მაისურზე და ფეხსაცმელზე - ზ----- მ-----–---–ის; ჭ----- გ--–----–---–ის შარვალზე, წინდებზე, ქვედა საცვალზე, მაისურზე, ჯემპრზე და ფეხსაცმელებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ჭ----- გ--–----–---–ს; ი-----–ი ჭ-------ას შარვალზე, ჯემპრზე და ფეხსაცმელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–ი ჭ-------ას; ზ----- მ-----–---–ის შარვალზე, ერთ-ერთ წინდაზე, ფეხსაცმელებზე, მაისურზე, პერანგზე და ჯემპრზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ზ----- მ-----–---–ს. პერანგზე არსებული სისხლი ასევე ეკუთვნის ი-----–ი ჭ-------ას.

5.6.11.9. 2019 წლის 2-----–--ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჭ----- გ--–----–---–ის ტანსაცმლიდან ჯემპრეზე და მაისურზე წინა ზედაპირზე, მარცხენა მხარეს და მუცლის მიდამოში, ჯინსის შარვალზე, წინა ზედაპირზე მარცხნივ, პირველ საქამრე მარყუჟზე და მის შესაბამისად, როგორც სათავეზე (სალტაზე) ასევე ქამარზეც (ერთობლიობაში განხილვით) არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის კონსტრუქცია და მორფოლოგიური ნიშან თვისებები დამახასიათებელია ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნისათვის, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მსგავსი თვისების მქონე საგნით დაზიანებების განვითარების შესაძლებლობას. ჭ----- გ--–----–---–ის სხეულზე არსებული ჭრილობები, ლოკალიზაციის არით, ძირითადად შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას, როგორც დინამიკით - (დაზიანების განვითარების მომენტში ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით, ასევე დაზიანების ადგილმდებარეობით (თავი, ყური). ი-----–ი ჭ-------ას მაისურზე წინა გულ-მკერდის მიდამოში მარჯვნივ და საყელოზე მარცხნივ, ხოლო უკანა ზედაპირზე მარცხენა მხრის და ბეჭის არეში არსებული დაზიანებები მექანიკურია და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებები, ლოკალიზაციის არით, ძირითადად შეესაბამება სტაციონალური პაციენტის სამედიცინო N----- დოკუმენტაციის ქსეროასლის მონაცემების მიხედვით, ი-----–ი ჭ-------ას სხეულზე არსებულ ჭრილობებს, გარკვეული სხვაობა გამოწვეული უნდა იყოს, როგორც დაზიანების განვითარების მომენტში ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით დინამიკაში, ასევე დაზიანებების ადგილმდებარეობით (სახის მიდამო, ხელის მტევანი). ზ----- მ-----–---–ის ჯემპრზე და პერანგზე, მარცხენა სახელოზე, იდაყვის მიდამოში და შარვალზე, მარცხენა ტოტზე, ბარძაყის და წვივის არეში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით: ჯემპრზე და პერანგზე, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო შარვალზე მჭრელი პირის მქონე საგნით, რაც გასმითი ხასიათისაა. აღნიშნული თვისება (ჭრა) ახასიათებს როგორც ცალმხრივლესილ, ასევე ორმხრივლესილი პირის მქონე საგანსაც, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს დაზიანების განვითარების შესაძლებლობას, როგორც ცალმხრივლესილი, ასევე ორმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებითაც. სტაციონალური პაციენტის სამედიცინო N1---- დოკუმენტაციის ქსეროასლის მონაცემების მიხედვით, ზ----- მ-----–---–ის სხეულზე არსებული ჭრილობები, ლოკალიზაციის არით, ძირითადად შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას, როგორც დაზიანების განვითარების მომენტში ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით დინამიკაში, ასევე დაზიანებების ადგილმდებარეობით (ხელის მტევანი).

5.6.11.10. 2018 წლის 1-----------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დ----- ფ--------ის ძე ჯ--–------იამ, ამოიცნო პიროვნება, რომელიც 2018 წლის 0------------ს იმყოფებოდა რესტორანში და სახელად ჰქვია გ------ი.

5.6.11.11. 2018 წლის 1-----------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის ზ----- მ-----–---–მა ამოიცნო გ------ი ყ-------–ი, რომელმაც 2018 წლის 0------------ს დანით დაჭრა იგი და მისი მეგობრები რესტორან წ------–ში.

5.6.11.12. 2018 წლის 1-----------ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ჭ----- გ--–----–---–მა ამოიცნო გ------ი ყ-------–ი, რომელმაც 2018 წლის 0------------ს დანით დაჭრა იგი და მისი მეგობრები რესტორან წ------–ში.

5.6.11.13. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, მ--- კამ----ს ჩანაწერის 23სთ 21წთ-დან - 23სთ 30წთ-მდე დროს მონაკვეთში ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ პირთა მოქმედებები და საუბრები შეძლებისდაგვარად გაშიფრულია და წარმოდგენილია დანართის N1 სახით. აღნიშნული დანართის თანახმად კი, ვიდეოჩანაწერში ისმის ადამიანის ხმები, რომლებიც ძირითადად გადაფარებულია მუსიკის ხმით, რომელიც სავარაუდოდ სტუმრების დარბაზშია ჩართული, აგრეთვე ერთიანი გუგუნისმაგვარი ხმაურით, რომელიც შექმნილია დარბაზში მყოფი ადამიანების საუბრით, მუსიკითა და აგრეთვე სავარაუდოდ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების მუშაობის ხმაურით. აქედან გამომდინარე, ექსპერტის შეფასებით, ადამიანების საუბრების გარჩევა თითქმის შეუძლებელია, გარჩევადია მხოლოდ ვიდეოკამ----ს მიკროფონის სიახლოევეს გავლის დროს წარმოთქმული ფრაზები და დარბაზიდან ხმამაღლა წარმოთქმული ფრაზები. აღნიშნულ დანართში ექსპერტს შეძლებისდაგვარად აქვს გაშიფრული პირთა საუბრები, სადაც ასახულია მამაკაცისა და ქალის ხმები, მამაკაცის ხმები ძირითადად არის უხამსი და შეურაცხმყოფელი ხასიათის, კერძოდ, საუბრებში ასახულია გინებები, ბილწსიტყვაობები, ხოლო ქალის საუბრები ძირითადად ეხება თხოვნა - მუდარას: „ გიოო, მიშველე გეხვეწები, გიო გეხვეწები, .... გიო რას მიკეთებ გიო, უკვე დავიღალე აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა.“ გარდა ამისა, მამაკაცის საუბრები ეხება ასევე შემდეგი შინაარსის ტექსტს: „ დააგდე მაგის დედის ----“; ესროლე მაგისი“.

5.6.11.14. ანალოგიური შინაარსის დასკვნა არის ასევე გაცემული 2019 წლის 1-----–--ს, კერძოდ, დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, მ--- კამ----ს ჩანაწერში 21 საათსა და 55 წუთიდან - 22 საათსა და 20 წუთის და 22 საათსა და 50 წუთიდან - 23 საათსა 20 წთ-მდე დროს მონაკვეთში ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ პირთა მოქმედებები და საუბრები ამ შემთხვევაშიც, შეძლებისდაგვარად გაშიფრულია და წარმოდგენილია დანართი N1 და დანართი 2 სახით. აღნიშნული ექპერტის დასკვნაში მითითებული საუბრები, რომლებიც ძირითადად არის უხამსი და ბილწსიტყვაობა უკავშირდება ინციდენტამდე არსებულ პერიოდს.

5.6.11.15. ნიშანდობლივია, ექსპერტ მ-------------–---–---–ის ჩვენება, რომელიც უკავშირდება ზემოაღნიშნული ექპერტიზის დასკვნებს. ექსპერტმა სასამართლოზე ცალსახად განაცხადა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, მას შეძლებისდაგვარად აქვს გაშიფრული პირთა საუბრები, ანუ ექსპერტის თქმით, მან გაშიფრა მხოლოდ ის საუბრები, რისი გაშიფრაც შეეძლო და არა ინციდენტის ამსახველი მთლიანი საუბრები/გამონათქვამები. გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად, თუ ვის (რომელი ქალი ან კაცი) ეკუთვნის აღნიშნული ფრაზები - ბრალდებულებს თუ დაზარალებულებს. მას არ შეეძლო ამ ხმებით მოახდინა პირის იდენტიფიცირება, მისი პერსონიფიცირება. გამომდინარე აქედან, აღნიშნული ექპსერტიზის დასკვნა არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ გ. ყ-------–ს დაზარალებულებისათვის მართლაც ეწოდებინა სწორედ ის ფრაზები - ,,დაგხოცავთ ძაღლებო’’; ,,ძაღლები, ბოზები არიან, ამათი დედა’’; ,,დაგჭრით ძაღლებო ბოზებო, დაგასახიჩრებთ, დაგხოცავთ, დაგყრით’’ - რაზეც თითოეული დაზარალებული მიუთითებს თავიანთ ჩვენებებში.

5.6.12. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 0------------ს დაახლოებით 23:00 საათზე გ------ი ყ-------–მა, ზ----- მ-----–---–ს, ი-----–ი ჭ-------ას და ჭ----- გ--–----–---–ს მოკვლის განზრახვით, შურისძიების მიზნით, დანით მიაეყენა მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ გ------ი ყ-------–ისა და მისი დამცველების პოზიციას იმ ნაწილში, სადაც ისინი უთითებენ, რომ, თითქოსდა, მას დაზარალებულები აქეთ დაესხნენ თავს ბრალდებულს და ამიტომ თავად გ. ყ-------–ი აღმოჩნდა თავდაცვით მდგომარეობაში. ბრალდებულის ჩვენება ამ ნაწილში არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულების ჩვენებებს, ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი მათი თანმიმდევრულობისა და ურთიერთშეთანხმებულობის გამო არ არსებობს. კერძოდ,5.6.12.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხუბის ინიციატორი იყო გ------ი ყ-------–ი, კერძოდ, იგი თავად მივიდა დაზარალებულების მაგიდასთან და თავადვე გადაწყვიტა „წესრიგის დამყარება“ დაზარალებულების სუფრაზე. მართალია, დაზარალებულები ინციდენტის დაწყებამდე სუფრასთან იქცეოდნენ, მათი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, შეუფერებლად და არაეთიკურად, სახელდობრ, ერთმანეთში იგინებდნენ და ბილწსიტყვაობდნენ, რაც სასამართლოზე დადასტურებული იქნა არაერთი მტკიცებულებით (მოწმეების: დ----- ჯ--–------იას, გ--- ს------ის, მ------ გ---------ის, გ---–- გ-----–--ის, მ------ ტ--–--–-–---–ის ჩვენებებით, ასევე, 2019 წლის 1-----–--ს, დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით), თუმცა, ეს მაინც არ აძლევდა ბრალდებულ გ. ყ-------–ს იმის უფლებას, რომ თავს დასხმოდა და მათ მიმართ გამოეყენებინა ცივი იარაღი - დანა, რაც საბოლოოდ დასრულდა სხვადასხვა სახის დაზიანებების მიეყენებინაში დანაშაულის მსხვერპლთათვის.

5.6.12.2. დაზარალებულების წინარე ქმედებებს, რაც ინციდენტის დაწყებას უძღოდა წინ, სასამართლო ვერ ჩათვლის თავდასხმის აქტად, მათ კონფლიქტის დაწყებამდე გ. ყ-------–ის ან მისი ახლობლის/ნათესავის მიმართ რაიმე სახის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ისინი მხოლოდ ერთმანეთში საუბრობდნენ უხამსად და შეურაცხმყოფელი ფრაზებით. ამდენად, ზ----- მ-----–---–ს, ი-----–ი ჭ-------ას, ჭ----- გ--–----–---–ს და გ------ი ა-–----–---–ს არავითარი თავდასმხა არ განუხორციელებიათ ბრალდებულის მიმართ, შესაბამისად, ყოველივე ეს გ. ყ-------–ს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ დაზარალებულები „მოეგერებინა“ იმ ფორმითა და საშუალებით, რაც ბრალდებულმა მოცემულ ვითარებაში გამოიყენა. მით უფრო, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ რესტორანს იმ დღეს დაცვის სამსახურიც ემსახურებოდა და მიმართვის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, სიტუაცია მთლიანად განმუხტულიყო კიდეც (უკიდურეს შემთხვევაში, გ. ყ-------–ს შეეძლო ასევე, საპატრულო პოლიციის გამოძახებაც).

5.6.12.3. გარდა ამისა, გასაზიარებელი არ არის გ. ყ-------–ის ჩვენება იმ ნაწილშიც, სადაც ის უთითებს, რომ პირველი დარტყმა მან ცხვირის არეში ერთ-ერთი დაზარალებულისაგან მიიღო, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი, წაბარბაცდა და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ამ შემთხვევაში სასამართლო რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რითაც დასტურდება, რომ ამ ნაწილშიც გ. ყ-------–ი არასწორ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს. სახელდობრ: (1) თავად დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სასამართლოს სამედიცინო ექპსპერტიზის დასკვნაში ექპსერტი ა-–---------ე გ-----ე მიუთითებს: „გ------ი ყ-------–ს დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით (ჯანმრთელობის მოშლა 6-21 დღემდე). ცხვირის ძვლების მოტეხილობა ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.“ ამდენად, ექპსერტი ა. გ-----ე როდესაც დაზიანების ხანდაზმულობაზე უთითებს, მისი დასკვნა ამ ნაწილში არ წარმოადგენს კატეგორიულ პასუხს კითხვაზე - ასეთი დაზიანების მიყენების დრო შეესაბამება თუ არა დანაშაულის ჩადენის თარიღს. სასამართლო, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, ჩხუბისას საერთოდ არ გამორიცხავს გ. ყ-------–ის ცხვირზე დაზიანების არსებობის კვალს, თუმცა, არა იმ ხარისხითა და სიმძიმით, როგორც ეს დაცვის მხარეს სურს რომ წარმოადგინოს თავის დასკვნით სიტყვაში; (2) გ. ყ-------–ი როგორც საკუთარ ჩვენებაში, ასევე, ექსპერტიზის წინაშეც, ექსპერტიზის ჩატარების დროს, უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ცხვირში დარტყმის შედეგად მას წამოუვიდა სისხლი (იხ. ბრალდებულის ჩვენება და დამოუკიდებელი სასამართლოს ექპსერტიზის ცენტრ შპს „ვ--------ის“ მიერ გაცემული დასკვნის N0------1 აღწერილობითი ნაწილი). თუმცა, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა და შემდგომშო, ზემოაღნიშნული ადგილებიდან ამოღებული სისხლის ნიმუშების საფუძველზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით იქნა დადგენილი: არც შემთხვევის ადგილზე და არც ავტომანქანის დათვალიერების შედეგად არ აღმოჩენილა გ. ყ-------–ის სისხლის კვალი. საკითხავია, თუ ასეთი ძლიერი დარტყმა მიიღო ბრალდებულმა ცხვირის არეში და მას წასკდა სისხლი, სად მოხდა ამ სისხლის დაღვრა ისე რომ ვერ იქნა აღმოჩენილი ვერც მანქანის (რითაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა) და ვერც თავად შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს; (3) საინტერესოა ასევე, მოწმე თ----- ტ--–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმის შინაარსობრივი მხარეც, რომელიც უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული მხარეების მიერ. აღნიშნული გამოკითხვის ოქმის თანახმად, თ. ტ--–--–-–---–ი უთითებს, რომ 2018 წლის 1------------ს, ანუ შემთხვევის ფაქტიდან მეორე დღეს, იგი შეხვდა გ. ყ-------–ს. ამ დროს თ. ტ--–--–-–---–ი გ. ყ-------–ის სახეზე, კერძოდ, ცხვირზე შეამჩნია დაზიანება, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ აღნიშნული დაზიანება მიიღო წინა დღით ჩხუბის დროს. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხვის ოქმი შედგენილია 2019 წლის 6--------ს, ანუ მომხდარი ფაქტიდან თითქმის ერთი თვის შემდგეგ. 2018 წლის 2------------ს კი მოხდა ბრალდებულ გ. ყ-------–ის დაკავება, ანუ მომხდარი ფაქტიდან მე-15 დღეს. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით მხოლოდ მარჯვენა ფეხის წვივზე აღენიშნებოდა მცირედი სისხლნაჟღენთი, რომელიც ბრალდებულის განმარტებით, წინა დღით ანუ 2018 წლის 2------------ს აბაზანაში ბანაობისას მიიღო წაქცევისას, სხვა რაიმე დაზიანების კვალი კი მას არ აღენიშნებოდა.

5.6.12.4. ამდენად, თუკი დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სასამართლოს სამედიცინო ექპსპერტიზის ექპსერტ ა-–---------ე გ-----ის ჩვენებასა და მის მიერ გაცემულ დასკვნას ამ ნაწილში - („გ------ი ყ-------–ს დაზიანება მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით (ჯანმრთელობის მოშლა 6-21 დღემდე), ცხვირის ძვლების მოტეხილობა ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“) - გავიზიარებთ, მაშინ, ლოგიკურად გამოდის, რომ დაზიანების კვალი გ. ყ-------–ს ასევე, უნდა ჰქონოდა მისი დაკავების მომენტშიც, რაც არ არის ზემოაღნიშნულ დაკავების ოქმში დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ დაკავებაში მონაწილე პირები და თავად დაკავებული - გ. ყ-------–ი. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა კი გაკეთებული არ არის. ნიშანდობლია ასევე, ის გარემოებაც, რომ ამ ოქმის შემდგენელი პირების ჩვენებები და თავად ოქმიც, მხარეებმა არასადავო მტკიცებულებად მიიჩნიეს.

5.6.12.5. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეჭქვეშ აყენებს ბრალდებულის ჩვენებას ამ ნაწილშიც და თვლის, რომ გ. ყ-------–ს შესაძლოა, მართლაც მიეღო გარკვეული სახის დაზიანება, ჩხუბისას, ცხვირის ნაწილზე, თუმცა, არა იმ ხარისხითა და სიმძიმით (ცხვირის ძვლების მოტეხილობა), რაზეც დაცვის მხარე აპელირებს და ამით ცდილობს სწორედ გაამართლოს ბრალდებულის ქცევა.

 

5.6.13. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა. ამასთან, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებას უნდა წარმოადგენდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №593აპ-15).

 

5.6.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების ამ ნაწილში სასამართლოს მიერ არის გასაზიარებელი და ამდენად, სასამართლო ცალსახად დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ყ-------–ი მოცემულ შემთხვევაში, ობიექტურად არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შესაბამისად, ასევე, გამორიცხულია გ. ყ-------–ის მხრიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებაც (შეად. უზენაესი სასამათლოს 12.01.2006 N-24 აპ-05 და 02.06.2006 N115 აპ-06 გადაწყვეტილებებს).

 

5.6.15. გარდა ამისა, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია ასევე, იმის დადგენაც, ბრალდებული, მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, თუ - არაპირდაპირი განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ამავე მუხლის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით/მათი შეფასებით, გ------ი ყ-------–ი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, ზ----- მ-----–---–ის, ჭ----- გ--–----–---–ის და ი-----–ი ჭ-------ას - სასიკვდილო შედეგის - მიმართ მოქმედებდა მინიმუმ არაპირდაპირი განზრახვით, რაც ამ ქმედების მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის სრულიად საკმარისია, რადგან მოქმედი კოდექსიდან გამომდინარე, მცდელობა შეიძლება არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვის შემთხვევაშიც (ამის შესახებ ქართულ ენაზე იხ.: მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, მე-9 გამოცემა, 2013 წ. გვ. 136-142; 308-312. ლ. მაღლაკელიძე, განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით, 2013 წ. გვ. 166-174; გერმანულ ენაზე იხ.: G. Stratenwehrt, W. Wohlers, Schweizerisches Strafgesetzbuch, Handkommentar, 2007, გვ. 388. H. Satzger, Der Vorsatz – einmal näher betrachtet, Jura, 2008, გვ. 113. მკვლელობის მცდელობის შესაძლებლობას არაპირდაპირ განზრახვით ასევე, აღიარებს ქართული სასამართლო პრაქტიკაც, ამის შესახებ იხ.: უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის N216აპ-03; 2007 წლის 16 დეკემბრის N987აპ-07 და 2008 წლის 24 სექტემბრის N745აპ-08 გადაწყვეტილებები).

 

5.6.16. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დაასაბუთა გ------ი ყ-------–ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი სამი პირის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა, კერძოდ: მის მიერ მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, დამნაშავის ქცევა ქმედების ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ (მიიმალა შემთხვევის ადგილიდან), დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მიუთითებენ სწორედ ბრალდებულის განზრახვაზე - შურისძიების მიზნით, მოეკლა ზ----- მ-----–---–ი, ი-----–ი ჭ-------ა და ჭ----- გ--–----–---–ი.

 

5.6.17. ამასთან სასამართლო ასევე, აქვე განმარტავს, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ჭრილობების ზომა (ჭრილობის ზომა 03 სმ იქნება, თუ 3 სმ) და ცალკეულ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხიც კი, მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის შეიძლება იყოს ირელევანტური, ვინაიდან სრულიად დასაშვებია, რომ დამნაშავის მიერ გასროლილი ტყვია ან თუნდაც მოქნეული დანიანი ხელი საერთოდაც აცდეს დანაშაულის მსხვერპლს, თუმცა, პირის დანაშაულებრივი განზრახვიდან გამომდინარე, მისი ქმედება მაინც შეფასდეს გაზრახ მკვლელობის მცდელობად (ამის შესახებ იხ.: მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, მე-9 გამოცემა, 2013 წ. გვ. 136, 308-311; ლ. მაღლაკელიძე, განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით, 2013 წ. გვ. 166-174; ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, მესამე გამოცემა, 2018, გვ. 267-275).

 

5.6.18. ამდენად, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი ყ-------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5.6.19. რაც შეეხება გ. ყ-------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას - მკვლელობის მცდელობის ჩადენას ხულიგნური ქვენაგრძნობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე ვერ იქნა საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეპუნქტით განზრახი მკვლელობა დაკვალიფიცირდება მხოლოდ მაშინ, როცა ქმედების მოტივი წარმოშობილია საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნე-ჩვეულებების უპატივცემულობის, სამართლისა და მორალის ნორმების უგულებელყოფის, პიროვნების ღირსების აბუჩად აგდების ნიადაგზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №72-კოლ-02).

 

5.6.20. ამასთან, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია ასევე, დანაშაულის ჩადენის მოტივის გამოკვეთა, კერძოდ, გ. ყ-------–ის მიერ განხორციელებული ქმედების მიზეზის დადგენა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სახის მოტივი წინ უნდა უსწრებდეს ნებელობითი ქმედების ჩადენას და უნდა იყო პირის ქცევის მამოძრავებელი ძალა. სისხლის სამართლის დოქტრინაში აღიარებულია, რომ მოტივის ქცევისგან მოწყვეტით შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს უმოტივო ქცევა (ნებელობით ქცევაზეა საუბარი) და შესაბამისად, არ არსებობს უმოტივო დანაშაულიც (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ი. დვალიძე, მოტივისა და მიზნის ზეგავლენა ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, 2008, გვ.63).

 

5.6.21. სასამართლო თვლის, მოცემულ შემთხვევაში, გ. ყ-------–ის სხვა სუფრასთან მისვლის საფუძველი და მისი ამ ქცევის მამოძრავებელი მოტივი იყო არა ხულიგნური ქვენაგრძნობა, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს თავსგასულ ეგოიზმსა და ცინიზმს, არამედ, ბრალდებულის წარმოდგენით - სოციუმში დამკვიდრებული/გაბატონებული პატივისა და ღირსების დაცვა - საზოგადოებაში მყოფ დაზარალებულებს შეეწყვიტათ ბილწსიტყვაობა და უხამსი საუბარი. ბრალდებულის ჩვენებით, მან ამ დროს თავი იგრძნო შეურაცხყოფილად, მიუხედავად იმისა, რომ სუფრაზე მყოფ პირებს, ინციდენტამდე, არც გ. ყ-------–ის და არც მისი ახლო ნათესავის/მეგობრის მიმართ არავითარი სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ყ-------–ს ამით სურდა ერთგვარი „წესრიგი დაემყარებინა“ სხვის სუფრაზე, რათა ამ გზით დაზარალებულებს შეეწყვიტათ ბილწსიტყვაობა და უხამსი საუბარი. აღნიშნულს კი სასამართლო არ მიიჩნევს ხულიგნურ ქვენაგრძნობად და ამ ნაწილში იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას. თუმცა, შემდგომში განვითარებული მოვლენები - ჩხუბის დაწყების წინარე ეპიზოდი - უკვე ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ გ. ყ-------–მა შურისძიების მიზნით, ამ დროს წარმოშობილი „ბოროტი განზრახვის“ საფუძველზე, გადაწყვიტა სუფრაზე მყოფი პირების დასჯა. სასამართლოს აზრით, გ. ყ-------–ის თითოეული ქმედება - დანის ამოღება, მისი ქნევა/მოქნევა და პირების მიმართ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მრავლობითი დაზიანებების მიყენება, ასევე, ბრალდებულის მიერ ამ დროს წარმოთქმული თითოეული ფრაზა, რაზეც დაზარალებულები ცალსახად საუბრობენ თავიანთ ჩვენებებში - ,,ძაღლები, ბოზები არიან, ამათი დედა...“; ,,დაგხოცავთ ძაღლებო’’; ,,დაგჭრით ძაღლებო ბოზებო, დაგასახიჩრებთ“, „დაგხოცავთ, დაგყრით’’ - მიუთითებს სწორედ, გ. ყ-------–ის მოკვლის განზრახვაზე, ჩადენილს შურისძიების მიზნით.

 

5.6.22. სწორედ ამიტომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ყ-------–ის მიმართ წარდგენილი ბრალიდან უნდა ამოირიცხოს ბრალდების ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება განზრახ მკვლელობის მცდელობას ჩადენილს ხულიგნური ქვენაგრძნობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

5.7. ე------ ზ-------–---–ის მიერ ხულიგნობის ჩადენა, ესე იგი ქმედების, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით:

 

5.7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. ობიექტური მხრივ ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი); 2. ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ვინაიდან, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ხულიგნობისათვის დამახასიათებელი მეორე ნიშანია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი (სუბიექტური და ობიექტური): 1. ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა ისე, როგორც სურს (სუბიექტური მომენტი) და 2. მისი ამ განწყობის დემონსტრირებისთვის პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს (ობიექტური მომენტი). ხულიგნობის მესამე ნიშანია ქმედების ჩადენა ძალადობით. ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება, მათ შორის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც. ამდენად, ხულიგნური ქმედება არ გამოიხატება მხოლოდ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში. იგი არც მხოლოდ ძალადობასა და ძალადობის მუქარაში პოვებს გამოხატვას. ხულიგნური ქმედება მოიცავს ორივე ამ ნიშანს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობასა და ძალადობას ან ძალადობის მუქარას. ამასთან, ხულიგნობის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ამგვარი ქმედების ჩადენა, აუცილებელია მას შედეგად მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. სუბიექტური მხრივ ხულიგნობის მოტივს და მიზანს წარმოადგენს პირის მისწრაფება დაუპირისპირდეს საზოგადოებას, დაუმტკიცოს მას აგრესიული ქმედების ჩადენით, რომ არაფრად თვლის გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რაც მისი აზრით, მის უპირატესობას ადასტურებს საზოგადოების სხვა წევრების მიმართ.

 

5.7.2. საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ამ შემთხვევაში ხულიგნობის ჩამდენი ძალადობის ან ძალადობის მუქარას სჩადის ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნის გამოყენებით. იარაღად გამოყენებული შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, რითაც შეიძლება ადამიანი ან ქონება დაზიანდეს. მაგალითად, ცივი იარაღი, რკინა, ჯოხი, ჭურჭელი.

 

5.7.3. სასამართლო ბრალდებულ ე------ ზ-------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, ე------ ზ-------–---–ის ქმედებაში სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, მის უხეშად დაარღვევას, ჩადენილს ძალადობით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. თუმცა, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა მის ქმედებაში ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქი დაზიანების დანაშაულის ნიშნები, კერძოდ:

 

5.7.3.1. დაზარალებულ ჭ----- გ--–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9------------ს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა დ--- წ-----ში, რესტორან წ------–ში, დაახლოებით 22-23 საათისათვის გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად, გასვლიდან რამოდენიმე წამში შემოესმა ხმაური, ჩხუბის, მტვრევის გინების ხმა, დარბაზში შეიხედა და დაინახა, რომ მისი მეგობრები კომფლიქტურ სიტუაციაში იყვნენ, ახლოს, რომ მივიდა ყ-------–ი და ზ-------–--–ი მის სამ მეგობარს ეჩხუბებოდნენ, ყ-------–ს ხელში დანა ეკავა და უქნევდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყვიროდა ,,დაგხოცავთ ძაღლებოო’’, ჭ----- გ--–----–---–ი ცდილობდა ყ-------–ისთვის დანა წამერთმია, რაღაცნაირად შეებოჭა, ხელს უკავებდა, მისი წაქცევა უნდოდა, ვერ წაართვა. გ------ი ყ-------–მა მასაც მიაყენა ჭრილობები, დანა ორჯერ დაარტყა მუცელში და ერთხელ მხარში. დაზარალებულის ჩვენებითვე, ყ-------–ს კისერში, რომ წაუჭირა ხელი, ამ დროს ზ-------–---–მა გრაფინი ჩაარტყა თავში, რამაც ჭ----- გ--–----–---–ი ჩხუბის ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრით გასწია....

 

5.7.3.2. დაზარალებულ ი-----–ი ჭ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 0------------ს, დ--- წ-----ში რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ მომხდარი ინციდენტის დროს, როდესაც გ------ი ყ-------–მა ზ----- მ-----–---–ს და ი-----–ი ჭ-------ას დანით ჭრილობები მიაყენა, ჩხუბში ასევე მონაწილეობდა ე------ ზ-------–---–ი, რომელიც ეძიძგილავებოდა ზ----- მ-----–---–ს და გ------ი ა-–----–---–ს, მაგიდიდან ისვროდა რაღაცეებს, ჭიქებს, ხოლო ჭ----- გ--–----–---–ს გრაფინი ჩაარტყა თავში, როდესაც ეს უკანასკნელი გ------ი ყ-------–ის დაჭერას ცდილობდა.

 

5.7.3.3. დაზარალებულ ზ----- მ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 0------------ს წ-----ში მდებარე რესტორანში მომხდარი ინციდენტის დრო გ------ი ყ-------–თან ერთად მყოფმა პირმა - ე------ ზ-------–---–მა ჭ----- გ--–----–---–ს ესროლა ჭიქა და შუშის ჭურჭელი ჩაარტყა თავში.

 

5.7.3.4. დაზარალებულ გ------ი ა-–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9-----------ს დ--- წ-----ში მდებარე რესტორანში ყოფნისას, ზ----- მ-----–---–თან მივიდა გ------ი ყ-------–ი, ზ-----მა შესთავაზა დაბრძანებულიყო, ყ-------–ი მაგიდის თავში დაჯდა, გაეცნენ ერთმანეთს, შემდეგ ზ-----იმ უთხრა ,,ბიჭოთი რატომ მომმართავ, ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთსო’’, ამ დროს გ------ი ყ-------–მა შეაგინა და სახეში მოუქნია დანიანი ხელი, ზ-----იმ ხელი აიფარა და დანა მკლავში მოხვდა, შემდეგ წამოდგა ი-----–ი ჭ-------ა და მასაც დაარტყა დანა, წაიქცა, ძლიერი სისხლდენა ჰქონდა კისრის არიდან. ჩხუბის ხმაზე დარბაზში შევიდა ჭ----- გ--–----–---–ი, თავიდან ვერ გაერკვა რაში იყო საქმე, გ------ი ა-–----–---–ი და ჭ----- სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, მოუწოდენდნენ წესრიგისკენ, უთხრეს, რომ თანამშრომლები იყვნენ, ჭ-----მ შებოჭა ყ-------–ი, რა დროსაც მოხვდა დანა, ამავე დროს გ------ი ყ-------–ის მეგობარმა ჭ----- გ--–----–---–ს თავში ჩაარტყა შუშის გამჭვირვალე გრაფინი, დარტყმის შედეგად ჭ-----მ ხელი გაუშვა ყ-------–ს, იარაღი ამოიღო და ,,გაჩერდი გესვრიო’’ უთხრა, ვინაიდან საფრთხე იყო, თავდასხმას გავდა ეს ყველაფერი, ამავე დროს იყო ყვირილი ,,დაგხოცავთ ძაღლებო’’, რამდენჯერმე გაიმეორა გ------ი ყ-------–მა, ვინც მიახლოებას ცდილობდა გ------ი ყ-------–ი ყველას ურტყამდა დანას. მოწმის განმარტებით შესაძლოა გ. ყ-------–მა იცნო, რომ თანამშრომლები იყვნენ, გ------ი ა-–----–---–ის სამივე მეგობარი დაჭრილი იყო, თავად ჭრილობა არ მიუღია, გამოსვლისას გ------ი ყ-------–ი კვლავ იწევდა მათკენ, იარაღმა შეაჩერა. ვიდრე სასწრაფოში დარეკავდა, გ------ი ა-–----–--–მა გადაწყვიტა თავად წაეყვანა მეგობრები საავადმყოფოში და წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

5.7.3.5. 2018 წლის 1-----------ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------ი ა-–----–---–მა ამოიცნო ე------ ზ-------–---–ი, რა დროსაც განაცხადა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 0------------ს წ-----ში რესტორან წ------–ში აქტიურად ეხმარებოდა მის მეგობარ გ------ი ყ-------–ს, რომელმაც დაჭრა ადამიანები, კერძოდ, ე------ ზ-------–---–მა ღვინის გრაფინი ესროლა და თავში ჩაარტყა ჭ----- გ--–----–---–ს, ხოლო ჭიქა ესროლა და თავში მოარტყა ზ----- მ-----–---–ს და ზოგადად აქტიურობდა.

 

5.7.3.6. 2019 წლის 1--------ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ჭ----- გ--–----–---–მა ამოიცნო ე------ ზ-------–---–ი, რომელიც 2018 წლის 0------------ს დ--- წ-----ში რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ გ. ყ-------–თან ერთად მონაწილეობდა ჩხუბში, კერძოდ: სწორედ აღნიშნულმა პირმა მაგიდიდან აიღო გრაფინი და თავში ჩაარტყა დაზარალებულს.

 

5.7.3.7. 2019 წლის 1--------ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ----- მ-----–---–მა ამოიცნო ე------ ზ-------–---–ი, რომელიც 2018 წლის 0------------ს დ--- წ-----ში რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’ გ. ყ-------–ის მიერ დაჭრის შემდეგ ჩაერია ჩხუბში, კერძოდ, მის მეგობარს ჭ----- გ--–----–---–ს გრაფინი, შუშის ჭურჭელი ჩაარტყა თავში და მისი მიმართულებით ისროლა ჭიქა, რომელიც მოხვდა ტანზე მარცხენა მხარეს.

5.7.3.8. მოწმე ს--–---ე ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 0------------ს, რესტორან ,,წ------–ი წ-----ში’’, ყოფნისას, გაიგონა ჩხუბის ხმა, აღნიშნულზე გადაიწია წინ და დაინახა, რომ უფრო დ---ლმა მამაკაცმა მის წინ მდგომ უფრო მაღალ მამაკაცს თეთრი ბოთლი, სავარაუდოდ გრაფინი გადააფშვნა თავში, ამ პერიოდში დაინახა ღვინის ჭიქის გასროლაც, თითქოს ერთად მოხდა ეს ყველაფერი მომენტალურად, ჩხუბიც მალევე დასრულდა, უსიამოვნო ფაქტი იყო და უხერხულობაც იგრძნო, ბოლოს კი დაინახა, რომ ერთმა მამაკაცმა თავზე ხელაფარებულმა გაირბინა.

 

5.7.3.9. მოწმე ს--–---ე დ---------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 0------------ს დ---დების დღეს აღნიშნავდა რესტორან ,,წ-----ის წ------–ში, მეგობებთან: ა-------–--ესთან, ს--–---ე ბ---–----ესთან, მ-----– მ-----–---–თან და გ------ი ჭ------ესთან ერთად, რესტორანში ყოფნისას მათი ყურადღება ხმაურმა მიიქცია, ჭურჭლის მსხვრევის ხმა იყო და რაღაც წამოყვირების მსგავსი, ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა დაახლოებით 1 წუთი, მიხვდნენ, რომ რაღაც არასასიამოვნო მოხდა, ამ ფაქტმა დისკომფორტი შეუქმნათ. მოგვიანებით პოლიციელები მივიდნენ, აღნიშნული ხმურის შემდეგ ს--–---ე დ---------ა და მისი მეგობრები კიდევ ერთი საათი იყვნენ რესტორანში, მათ გვერდით მაგიდაზე მყოფი ოთხი ადამიანი ინციდენტის შემდეგ მალევე წავიდნენ, იმ ტერიტორიაზე სისხლის წვეთები და დამტვრეული ჭურჭელი იყო, ინციდენტის შესახებ ს--–---ე დ---------ამ მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო.

 

5.7.3.10. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ა-------–--ემ.

 

5.7.3.11. მოწმე გ------ი ჭ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 0------------ს იმყოფებოდა მეგობრის ს--–---ე დ---------ას დ---დების დღეზე რესტორან ,,წ-----ის წ------–ში’’, დაახლოებით 23:00 საათზე გაიგონა ჩხუბის, ყვირილი ხმა, მტვრევის და გინების, ჩხუბი ხდებოდა მისგან მარცხენა უკანა მხარეს, სპეციალურად არ გაიხედა, რათა არ ჩარეულიყო, არ დაინტერესებულა, ვინ ჩხუბობდა არ დაუნახავს, ხმაური ძალიან სწრაფად დამთავრდა, რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიცია მივიდა, გ------ი ჭ------ე და მისი მეგობრები კვლავ მაგიდასთან ისხდნენ, ინციდენტის შემდეგ გ------ი ჭ------ის უკან მდებარე მაგიდის წევრებმა მალევე დატოვეს რესტორანი. გ------ი ჭ------ემ გასვლისას შენიშნა, რომ სკამები გადაყირავებული იყო, სისხლის წვეთებიც ესხა. მოწმის განმარტებით აღნიშნული ჩხუბის შედეგად შიში არ გასჩენია, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.

 

5.7.3.12. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– მ-------–---–მა.

 

5.7.3.13. 2019 წლის 0--------ის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ე------ ზ-------–---–ის შარვალზე, მაისურზე, ფეხსაცმელებზე და ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. შარვალზე შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ზ----- მ-----–---–ის, ხოლო მინორული წილი ე------ ზ-------–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. მაისურზე, ქურთუკზე არსებული გენ. პროფილი გ------ი ყ-------–ის, ხოლო მაისურზე და ფეხსაცმელებზე - ზ----- მ-----–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია.

 

5.7.3.14. აღსანიშნავია ასევე, დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი რესტორან წ------–ის მენეჯერის ს---–------ ჩ---–--ის მოწერილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რესტორანში მომხდარი კონფლიქტის დროს რესტორნის ნორმალური ფუნქციონირება არ შეფერხებულა, ხოლო ინციდენტის შედეგად დაზიანდა სავარაუდოდ 2 ღვინის ფუჟერი და 1 გლეხური ჭიქა, საერთო ღირებულებით 10.6 ლარი. გარდა ამისა, ამავე წერილით დგინდება, რომ რესტორნის დარბაზში მსხდომ პირებს ინციდენტის გამო რესტორანი არ დაუტოვებიათ და მშვიდად განაგრძობდნენ ქეიფს.

 

5.7.3.15. ამდენად, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები ცალსახად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მოწმეებმა ე------ ზ-------–---–ის ქმედებით მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტი განიცადეს და, ამიტომ მოცემულ ინციდენტს ისინი უწოდებენ არასასიამოვნო, უსიამოვნო ფაქტს. მაშინ როცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ობიექტური მხრივ ხულიგნურ ქმედებას უნდა ახასიათებდეს შემდეგი ობიექტური ნიშნები: პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი) და ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამრიგად, დამნაშავის ქმედება ამ დროს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში უნდა გამოიხატებოდეს.

 

5.7.3.16. ამ შემთხვევაში კი, ე. ზ-------–---–ის ქმედება გამოიხატა არა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში ან საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში, არამედ მისი ქცევის მამოძრავებელ მოტივს წარმოადგენდა თავისი მეგობრის გ. ყ-------–ის „დახმარება“, მიშველება (დახმარება არა სისხლისსამართლებრივი - თანამონაწილეობის - გაგებით), რომელიც, თავის მხრივ, სხვა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას ჩადიოდა. თუმცა, ასეთი „დახმარება“ არ უნდა იქნეს გაგებული ისე რომ, თითქოს, ე. ზ-------–---–ი გ. ყ-------–ს „დახმარებას“ უწევდა მკვლელობის (მცდელობის) განხორციელებაში ან მის სისრულეში მოყვანაში. სასამართლო მის ასეთ ქმედებას აფასებს როგორც დამოუკიდებელ დანაშაულად - ჯანმრთელობის დაზიანებად, ჩადენილს არაკონკრეტიზირებულ განზრახვით, რომლის დროსაც პირს, მართალია, სურს დაზარალებულის სხეულის დაზიანება, მაგრამ არ ითვალისწინებს კონკრეტულად თუ რა სიმძიმის დაზიანება მოჰყვება მის ამ მოქმედებას - მძიმე, ნაკლებად მძიმე თუ მსუბუქი. ასეთ დროს კი როგორც სისხლის სამართლის დოქტრინის (ამის შესახებ იხ.: სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, დანაშაულის ადამიანის წინააღმდეგ, ავტორთა კოლექტივი, ნაშრომის რედ. ო. გამყრელიძე, 2002, გვ.106; ვ. მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე, დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ, 1980, გვ. 74.), ისე სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა დამდგარი შედეგისათვის უნდა დაეკისროს (ამის შესახებ იხ. უზენაესი სასამართლოს: 02.12.20015 N322აპ-15; 17.02.2016 N-08აპ-15; 15.10.2015 N190აპ-15 გადაწყვეტილებები).

 

5.7.3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სუბიექტური მხარე, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებული იქნეს განზრახი ფორმით (იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) პირის მოქმედება ანდა უმოქმედობა; 2) შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (რომელსაც მიეკუთვნება: დაბეჟილობა, ჭრილობა, ცხვირის მოტეხილობა, ყბის გაბზარვა და ა.შ), კერძოდ, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან სართო შრომისუუნარობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა და 3) მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას/უმოქმედობას და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ პირის ქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თუ არ მოცემული მუხლით გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი დასჯადი შედეგი. აღნიშნულ დროს კი უმნიშვნელოვანეს (აუცილებელ) მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, აბსოლუტური სიზუსტით აღწერდეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხარისხს (ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში რისი საშუალებით და რა დროს იქნა მიყენებული დაზიანებები), რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ.

 

5.7.3.18. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამდგარი შედეგი არის სწორედ, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2-----------ის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–-----’’-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N1---- და ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად მოქალაქე ჭ----- გ--–----–---–ს 2018 წლის 0------------ს დაესვა დიაგნოზი: სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა ეპიგასტრალური სისხლძაღვის დაზიანებით, მუცლის სწორი კუნთის ვრცელი ჰემატომა, ჰემოპერიტენიუმი. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში ასევე მითითებულია, რომ სახის მიდამოში აღენიშნებოდა ექკორიაციები. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ეპიგასტრალური სისხლძარღვის დაზიანებით, მუცლის სწორი კუნთის ვრცელი ჰემატომით და ჰემოპერიტონეუმი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო სხეულის სხვადასხვა მიდამოში მდებარე ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ერთოლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჭრილობები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ექსკორიაციები კი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში დაზიანების (ექსკორიაციების) მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.

5.7.3.19. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ექპერტიზის დასკვნა (იხ. დასკვნის აღწერილობითი ნაწილი) ეყრდნობა, თავის მხრივ, ჭ----- გ--–----–---–ის ავადმყოფობის ისტორიას, რომლის თანახმადაც, ჭ----- გ--–----–---–ს თავის არეში აღენიშნება ჭრილობა, რაც ზემოაღნიშნული ექპერტიზის დასკვნით, როგორც ზემოთ იქნა მითითებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5.7.3.20. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ხულიგნობის შემადგენლობა მოიცავს, როგორც ძალადობის - სსკ-ე 126-ე მუხლი - ასევე, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების დანაშაულის ნიშნებს - სსკ-ის 120-ე მუხლი (ამის შესახებ იხ. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, წიგნი პირველი, მ--- გამოცემა, 2019, გვ.775-777) - და ამდენად, ე. ზ-------–---–ის მიმართ, ბრალდების გადაკვალიფიცირებისას ადგილი არ ექნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების - ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით, რათა სათანადოდ მოემზადოს დაცვისათვის - დარღვევას (ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპი). კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირების შემთხვევაში, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისათვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისათვის (Mattoccia v. Italy, განაცხადი no.23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 2-----–--ის გადაწყვეტილება, პუნქტი 61).

5.7.3.21. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული პრინციპი ირღვევა მაშინ, როდესაც ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ხდება სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი უმართლობის ფარგლებში (ასე მაგალითად, სსკ-ის 3311-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი აშკარად განსხვავდება სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული - სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტისგან).

5.7.3.22. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის მაშინაა წინასწარგანჭვრეტადი, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no.45830/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32). მოცემულ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება არის ე. ზ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი (დაწვრილებით ამის შესახებ იხ. ლ. მაღლაკელიძე, ბრალდების უცვლელობის პრინციპის გაგება ქართული და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი (), მესამე გამოცემა, 2017, გვ.75-79).

5.7.3.23. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს თავად ბრალდებულ ე------ ზ-------–---–ის ჩვენებას, რითაც იგი ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და სასამართლოსათვის იმის დასაბუთებას, რომ მას, თითქოსდა, საერთოდ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდებულის ზემოაღნიშნული ჩვენება ამ ნაწილში ეწინააღმდეგება სასამართლოზე გამოკვლეულ ყველა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას და შესაბამისად, იგი არასარწმუნო და არადამაჯერებელია.

5.7.4. ამდენად, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი და ისე პროცესუალურ-სამართლებრივი გაგებით გამართლებულია ე. ზ-------–---–ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლზე, მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. გ------ი ყ-------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.2. ე------ ზ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

 

7.6. ე------ ზ-------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ უა-–-----------ოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვითად ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

7.7. ზემოაღნიშნულ გარემოებათა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ე------ ზ-------–---–ს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის სანქციის ფარგლებში, კერძოდ, ე------ ზ-------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.

7.8. გ------ი ყ-------–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ უა-–-----------ოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

7.9. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ გ------ი ყ-------–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გ------ი ყ-------–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არ არის ნასამართლევი (შეწყალებულია პრეზიდენტის მიერ), სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის სანქციის ფარგლებში, კერძოდ, გ------ი ყ-------–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ორი ცალი თეფში, მოწითალო ფერის ლაქებით და ერთი ცალი დანა, მოწითალო ლაქით; რესტორნის დარბაზში #12-ით დანომრილი მაგიდიდან ამოღებული 4 ცალი პატარა ღვინის გამჭვირვალე ჭიქა, ერთი ცალი შუშის ბოთლი და ოთხი ცალი ბოკალის გამჭვირვალე ჭიქა, ასევე, ოთხი თეფში, ოთხი დანა და ოთხი ჩანგალი, ასევე, მაგიდის გადასაფარებელი, მოწითალო ფერის ლაქებით; დარბაზში მე-2 პოზიციის #14-ით დანომრილი მაგიდიდან ამოღებული ოთხი თეფში, ოთხი დანა, ერთი ჭიქა და ოთხი ჩანგალი; შავი ფერის ქურთუკი; რესტორან „წ------–ი წ-----იდან“ ამოღებული „ე------ის” ჩამწერი მოწყობილობა; ზ----- მ-----–---–ის, ი-----–ი ჭ-------ას, ჭ----- გ--–----–---–ის და ე------ ზ-------–---–ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილებაში); ასევე, ავტომანქანა „მ----------“, სახელმწიფო ნომრით ,,G--------’’, რომელიც განთავსებულია საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ავტოსადგომზე, ხოლო მისი გასაღები, დალუქული სახით, ინახება ამავე განყოფილებაში; ავტომანქანა „მ----------ს’’, სახელმწიფო #,,G--------’’, დათვალიერებისას ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული ორი ცალი ხელთათმანი და ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული დუტის ქურთუკი, წარწერით ,,STONE ISLAND’’ ,,MADE IN ITALY’’; ბრალდებულ გ------ი ყ-------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები (ინახება საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილებაში) და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ადვოკატებისთვის - ალ. ა-–----–---–ისა და ი. ხ-------ისთვის გადაცემული ერთი ცალი მობილური ტელეფონი (ერთვის სისხლის სამართის საქმეს), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ შესაბამისად მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: მოწითალო ლაქის ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე; სიგარეტის ნამწვი, მოწითალო ლაქით; ქაღალდის ფრაგმენტები, მოწითალო ფერის ლაქებით; მინის ნაკეთობის ფრაგმენტი; დაზიანებული ხის ნაკეთობა, ამოღებული ორ ნაწილად; ქსოვილის ნაჭერი ხის სკამიდან და სამი პაკეტი მიკრონაწილაკი დალუქული სახით; ასევე, ავტომანქანა „მ----------ს’’, სახელმწიფო #,,G--------’’, დათვალიერებისას ამოღებული 16 (თექვსმეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუში, 32 (ოცდათორმეტ) სტერილურ ჩხირზე; ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდის შვიდი ნიმუში, 7 (შვიდ) სტერილურ ჩხირზე და ნიადაგის ნიმუში, ოთხ ცალ წებოვან ლენტზე; ავტომანქანა „მ----------ს’’, სახელმწიფო #,,G--------’’, დათვალიერებისას ამოღებული თითის კვლები და გ------ი ყ-------–ის თითის ანაბეჭდები; ი-----–ი ჭ-------ას, ჭ----- გ--–----–---–ის და ზ----- მ-----–---–ის სისხლის ნიმუშები, ასევე, გ------ი ყ-------–ის და ე------ ზ-------–---–ის ნერწყვის ნიმუშები (ინახება საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - G--------, დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით S--------, დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რესტორან „წ------–ი წ-----იდან“ ამოღებული ჩამწერი მოწყობილობიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული ერთ ტერაბაიტიან მყარ დისკზე და 49 ლაზერულ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული 4 (ოთხ) ცალ ლაზერულ დისკზე; დაზარალებულების: ჭ. გ--–----–---–ის, ი. ჭ-------ას და ზ. მ-----–---–ის სამედიცინო ისტორიების #1----, #------ #1---- და ჯანმრთელობის ცნობის დამოწმებული ასლები, ასევე, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ--------ის“ ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 2 (ორი) ცალი CD -R დისკი, კერძოდ, ბრალდებულ გ------ი ყ-------–ის ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე და ბრალდებულ გ------ი ყ-------–ის სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფიის ამსახველი ერთი ცალი CD-R დისკი; ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისათვის გადაცემული რესტორან „წ-----ის წ------–იდან“ ამოღებული ვიდეო-მასალა, განთავსებული ერთ ცალ მყარ დისკზე (WD Elements); შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ--------ის“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 1 (ერთი) ცალი DVD-R დისკი; შპს „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 1 (ერთი) ცალი მყარი დისკი; სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დაცვის მხარისათვის გადაცემული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული DVD-R დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი ყ-------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდეს.

 

2. გ------ი ყ-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

3. მსჯავრდებულ გ------ი ყ-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ------ი ყ-------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2-----------იდან.

 

4. ე------ ზ-------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

5. ე------ ზ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

6. მსჯავრდებულ ე------ ზ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ე------ ზ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1-----------იდან.

 

7. მსჯავრდებულ ე------ ზ-------–---–ის მიმართ, ასევე, გაუქმდეს 2018 წლის 2-----------ის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამ--------ოს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დ-------------ის თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მ-------ი ს-----------–ოს ვ---------------–ოს ს-----------–ოს მ-------------------–---–-- განყოფილების ცვლის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ორი ცალი თეფში, მოწითალო ფერის ლაქებით და ერთი ცალი დანა, მოწითალო ლაქით; რესტორნის დარბაზში #12-ით დანომრილი მაგიდიდან ამოღებული 4 ცალი პატარა ღვინის გამჭვირვალე ჭიქა, ერთი ცალი შუშის ბოთლი და ოთხი ცალი ბოკალის გამჭვირვალე ჭიქა, ასევე, ოთხი თეფში, ოთხი დანა და ოთხი ჩანგალი, ასევე, მაგიდის გადასაფარებელი, მოწითალო ფერის ლაქებით; დარბაზში მე-2 პოზიციის #14-ით დანომრილი მაგიდიდან ამოღებული ოთხი თეფში, ოთხი დანა, ერთი ჭიქა და ოთხი ჩანგალი; შავი ფერის ქურთუკი; რესტორან „წ------–ი წ-----იდან“ ამოღებული „ე------ის” ჩამწერი მოწყობილობა; ზ----- მ-----–---–ის, ი-----–ი ჭ-------ას, ჭ----- გ--–----–---–ის და ე------ ზ-------–---–ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილებაში); ასევე, ავტომანქანა „მ----------“, სახელმწიფო ნომრით ,,G--------’’, რომელიც განთავსებულია საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილების ავტოსადგომზე, ხოლო მისი გასაღები, დალუქული სახით, ინახება ამავე განყოფილებაში; ავტომანქანა „მ----------ს’’, სახელმწიფო #,,G--------’’, დათვალიერებისას ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული ორი ცალი ხელთათმანი და ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული დუტის ქურთუკი, წარწერით ,,STONE ISLAND’’ ,,MADE IN ITALY’’; ბრალდებულ გ------ი ყ-------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები (ინახება საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილებაში) და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ადვოკატებისთვის - ალ. ა-–----–---–ისა და ი. ხ-------ისთვის გადაცემული ერთი ცალი მობილური ტელეფონი (ერთვის სისხლის სამართის საქმეს), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ შესაბამისად მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: მოწითალო ლაქის ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე; სიგარეტის ნამწვი, მოწითალო ლაქით; ქაღალდის ფრაგმენტები, მოწითალო ფერის ლაქებით; მინის ნაკეთობის ფრაგმენტი; დაზიანებული ხის ნაკეთობა, ამოღებული ორ ნაწილად; ქსოვილის ნაჭერი ხის სკამიდან და სამი პაკეტი მიკრონაწილაკი დალუქული სახით; ასევე, ავტომანქანა „მ----------ს’’, სახელმწიფო #,,G--------’’, დათვალიერებისას ამოღებული 16 (თექვსმეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუში, 32 (ოცდათორმეტ) სტერილურ ჩხირზე; ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდის შვიდი ნიმუში, 7 (შვიდ) სტერილურ ჩხირზე და ნიადაგის ნიმუში, ოთხ ცალ წებოვან ლენტზე; ავტომანქანა „მ----------ს’’, სახელმწიფო #,,G--------’’, დათვალიერებისას ამოღებული თითის კვლები და გ------ი ყ-------–ის თითის ანაბეჭდები; ი-----–ი ჭ-------ას, ჭ----- გ--–----–---–ის და ზ----- მ-----–---–ის სისხლის ნიმუშები, ასევე, გ------ი ყ-------–ის და ე------ ზ-------–---–ის ნერწყვის ნიმუშები (ინახება საქართველოს შს სამ--------ოს ქ. თბილისის პოლიციის დ-------------ის ძ---–-------–--ის ს-----------–ოს მ--- განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - G--------, დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით S--------, დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რესტორან „წ------–ი წ-----იდან“ ამოღებული ჩამწერი მოწყობილობიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული ერთ ტერაბაიტიან მყარ დისკზე და 49 ლაზერულ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული 4 (ოთხ) ცალ ლაზერულ დისკზე; დაზარალებულების: ჭ. გ--–----–---–ის, ი. ჭ-------ას და ზ. მ-----–---–ის სამედიცინო ისტორიების #1----, #------ #1---- და ჯანმრთელობის ცნობის დამოწმებული ასლები, ასევე, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ--------ის“ ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 2 (ორი) ცალი CD -R დისკი, კერძოდ, ბრალდებულ გ------ი ყ-------–ის ფოტომასალა, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე და ბრალდებულ გ------ი ყ-------–ის სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფიის ამსახველი ერთი ცალი CD-R დისკი; ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისათვის გადაცემული რესტორან „წ-----ის წ------–იდან“ ამოღებული ვიდეო-მასალა, განთავსებული ერთ ცალ მყარ დისკზე (WD Elements); შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ--------ის“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 1 (ერთი) ცალი DVD-R დისკი; შპს „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-–-----------ას“ ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე დართული 1 (ერთი) ცალი მყარი დისკი; სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დაცვის მხარისათვის გადაცემული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული DVD-R დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე