1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ამ კოდექსის 144-ე, 227-ე, 227
1, 227
2, 227
3, 229-ე, 230-ე, 231-ე, 231
1 და 231
2 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ან/და წინასწარი შეცნობით ტერორისტისათვის ან ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევა, ტერორისტისათვის სამალავის ან თავშესაფრის მიცემა ან/და ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის რესურსებით უზრუნველყოფა ან სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ;

ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერორისტი არის პირი, რომელიც მონაწილეობს საქმიანობაში, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით და ამ კოდექსის 144-ე, 227-ე−2273, 229-ე და 230-ე−2312 მუხლებით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერორისტული ორგანიზაცია არის ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი იმ საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით და ამ კოდექსის 144-ე, 227-ე−2273, 229-ე და 230-ე−2312 მუხლებით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულ ორგანიზაციად, თუ ის არის დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული ორზე მეტი პირის ორგანიზებული გაერთიანება. ორგანიზებულ გაერთიანებად ჩაითვლება გაერთიანება, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები გაერთიანების წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5953 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.56

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

საქართველოს 2013 წლის
27
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის
4 აპრილის
კანონი №2185
- ვებგვერდი, 16.04.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის

კანონი
№3699
- ვებგვერდი, 29.06.2015