გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2019
საქმის ნომერი
330310018002409781
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

 

სხდომის მდივანი თეა აფციაური

 

მოსარჩელეები - ა------------–---–ი, მ--–----------–---–---–ი

წარმომადგენლები - დ--------------–ი, ქ-----------–-–---–ი

 

მოპასუხე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

წარმომადგენელი - გ----------------ა, თ---------------------ე

 

დავის საგანი - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვეულად აღიარება, მორალური ზიანი ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დადგინდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, 2----–-–----------------ს და 2----–-–-------------ს გაკეთებული განცხადებების შედეგად, მოსარჩელეების შვილის - თ------–--------–---–---–ის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

1.2. მოპასუხე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მოსარჩელეების - ა------------–---–ისა და მ--–----------–---–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელეები- ა------------–---–ი და მ--–----------–---–---–ი არიან, 2018 წლის 10 იანვარს გარდაცვლილი თ------–--------–---–---–ის მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ს/ფ 35)

- გარდაცვალების მოწმობა (ს/ფ 36)

- სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა (ს.ფ. 37-38)

 

3.2. 2----–-–----------------ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, პირთა დაკავების მიზნით ჩატარდა სპეცოპერაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლის საფუძველზე წარმოებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. დაკავებული იქნა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში, სადაც სპეცოპერაციის დროს, თავის არეში დაიჭრა მოსარჩელეების შვილი-თ------–--------–---–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის ვიდეო-ჩანაწერი (CD დისკი, ს/ფ 76)

 

3.3. 2----–-–----------------სა და 2----–-–------------ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ჩატარებული იქნა ბრიფინგი, რომლითაც საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლის საფუძველზე წარმოებული სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ(2--------------ს თბილისში, ბ-------------–----–----ს ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ). ამასთან, 2----–-–------------ს გასაჯაროებული იქნა ვიდეომასალა, სადაც კადრებში ჩანს თ------–--------–---–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 2017 წლის 2-----------ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ბრიფინგის ვიდეო ჩანაწერი (CD დისკი, ს/ფ 76)

- 2018 წლის 0--------ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ბრიფინგის ვიდეო ჩანაწერი (CD დისკი,ს/ფ 77)

- 2----–-–-------------ს გასაჯაროებული ვიდეომასალა - (CD დისკი, ს/ფ 78)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს, დადგინდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, 2----–-–----------------ს და 2----–-–-------------ს გაკეთებული განცხადებების შედეგად, მოსარჩელეების შვილის თ------–--------–---–---–ის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მოპასუხე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსარჩელეების ა------------–---–ისა და მ--–----------–---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება- 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7.2. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის საკითხი განმტკიცებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. მე-6 პუნქტის თანახმად არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. მე-2 ნაწილის თანახმად კი, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების შემადგენელი ნაწილია და ამ პრინციპის დაცვა ევალება ყველა სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.

 

ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--–----------–---–---–ი და ა------------–---–ი წარმოადგენენ თ------–--------–---–---–ის მშობლებს. მათი განმარტებით, მათ ინტერესს წარმოადგენს გარდაცვლილი შვილის ღირსების დაცვა- მოაშორონ მათი შვილის სახელს დამნაშავის სტიგმა.

 

ასევე დადგენილია, რომ 2----–-–----------------სა და 2----–-–------------ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ჩატარებული იქნა ბრიფინგი, რომლითაც საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლის საფუძველზე წარმოებული სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ დადგინდეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ბრიფინგის ფარგლებში გაკეთებული განცხადებების შედეგად დარღვეულია თუ არა თ------–--------–---–---–ის უდანაშაულობის პრეზუმფცია, უნდა შეფასდეს რა კონტექსტში, რა ფორმულირებით გაკეთდა სადავო განცხადებები.

 

სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება. პირველი პუნქტის თანახმად ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

 

კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, მითითებული მუხლიდან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც აუცილებელია ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის ან უფლებების დაცვა.

 

გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“(ჰენდისაიდი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (7 დეკემბერი 1976, Series A no. 24).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-10 მუხლთან მიმართებაში იმგვარია, რომ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ვერ აუკრძალავს ხელისუფლებას, რომ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს.

 

,,38.კონვენციის მე-10 მუხლით (მ. 10) გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, მოიცავს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (მ. 6-2) თავისთავად ვერ აუკრძალავს ხელისუფლებას, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ, ის მათგან მოითხოვს, რომ ეს გააკეთონ მათ ხელთ არსებული დისკრეციის ზომებისა და წინდახედულობის გამოჩენით, რაც აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმფციის დასაცავად(ალენე დე რიბემონი საფრანგეთის წინააღმდეგ (Allenet de Ribemont v. France, N 15175/89).

 

ამდენად, საზოგადოებისთვის აქტუალური საქმეების გაცნობისას, რომლის მიღების სპეციალური ინტერესი აქვს საზოგადოებას, პოლიციას და ბრალდების მხარეს მართებს დიდი სიფრთხილე. არის თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, უნდა დადგინდეს სადავო განცხადების გარკვეული გარემოებების კონტექსტში. აღნიშნულზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე საქმეში დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ (ECtHR, 10/10/2000, Daktaras v LIT, No. 42095/98).

 

ამდენად, სავარაუდო დანაშაულის შესახებ განცხადების გაკეთება შეიძლება, გამართლებული იყოს საზოგადოების მაღალი ინტერესით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადების გაკეთებისას გამოსაყენებელი ლექსიკა ფრთხილად უნდა შეარჩიონ.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2----–-–----------------ს და 2----–-–------------ს ჩატარებული ბრიფინგის დროს ინფორმაცია გაჟღერებული იქნა შემდეგნაირად:

 

2017 წლის 2-----------ის პრესკონფერენციის ჩანაწერის მიხედვით - ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზ----------------–---–ი, რ----–-----–-------ი, რ-------------–---–ი, ბ----------------–---–ი და თ------–--------–---–---–ი. დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 2--------------ს ბ-------------–----–----ს ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. თ------–--------–---–---–ი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისათვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ა-------------ის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში. სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შ-----------------ია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე ი------------–--ი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ა--–----------–-----------ი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ-------------–----–----ს ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული, ა-------------ის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან, მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ა-------------ი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებისა და 2--------------ს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი. დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება 3311-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.’’

 

ნ------------------ი ასევე ჟურნალისტის შეკითხვაზე - ეს ადამიანები თუ იყვნენ უშუალოდ ჩართული ამ ტერაქტების მზადების პროცესში- პასუხობს - ,,ეს უკვე გამოძიების პროცესში დადგინდება, როცა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება მათ მიმართ, ხოლო შეკითვაზე- ISIS-თან კავშირი თუ იკვეთება მათი- იგი პასუხობს: ,,ამ პირების კავშირები რაც გამოიკვეთა ამ ეტაპისთვის, უკვე გითხარით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და როცა იქნება რაიმე სიახლე ამ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ. საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულებულა, გრძელდება როგორც გითხარით.’’

 

ასევე 2018 წლის 0--------ის პრესკონფერენციის ჩანაწერის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ნ------------------ი ჟურნალისტებს მოახსენებს - ,,გვსურს გაგაცნოთ, ამ ეტაპისთვის არსებული დამატებითი ინფორმაცია 2--------------ს, თბილისში, ბ-------------–----–----ს ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ.როგორც მოგეხსენებათ, სპეცოპერაციის დროს ა-------------მა თავი აიფეთქა, ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, ი------------–--ი და ა--–----------–-----------ი ლიკვიდირებულ იქნენ, ასევე დაკავებულ იქნა ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შ-----------------ი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა. რ----–-----–-------ის, ბ----------------–---–ის, რ-------------–---–ის, თ------–--------–---–---–ის და ზ----------------–---–ის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე, იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2----–-–----------------ს, თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ა-------------თან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ვიდეო-კადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ა-------------ის დაჯგუფის წევრები: შ-----------------ი და ა--–----------–-----------ი, თ------–--------–---–---–თან ერთად. აღნიშნული კადრები დღეს გასაჯაროვდა. ბ-------------–----–----ს ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ა-------------ი იმყოფებოდა, ამოღებულია თ------–--------–---–---–ის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თ------–--------–---–---–ის საბანკო ანგარიშების შემოწმება.ბ-------------–----–----ს ქუჩაზე დაკავებული შ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თ------–--------–---–---–ის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო. გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზ----------------–---–ი, პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ა-------------ის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ა-------------ს და მისი დაჯგუფების წევრებს. საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რ----–-----–-------ი, ბ----------------–---–თან, რ-------------–---–თან და თ------–--------–---–---–თან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ა-------------ისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას. ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება 3311-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.’’

 

თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიფინგის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების აღმნიშვნელი ტერმინი, ამასთან, სიტყვა ,,დადგენილია“, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით, ვერ შეფასდება პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, ვინაიდან ბრიფინგისის მსვლელობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იყენებს ტერმინს ,,გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია“, მიუთითებს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმ ეტაპისთვის მოპოვებულ მტკიცებულებებზე, ამასთან საუბარია, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნული კი ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებულობას ქვეყანაში მიმდინარე და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თავისი არსითა და გამოხატვის ფორმით არ შეიძლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად- უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად დაკვალიფიცირდეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას ასევე 2----–-–-------------ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალასთან დაკავშირებით, რადგან გავრცელებული ვიდეომასალით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ნ------------------ი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას 2017 წლის 2--------------ს ბ-------------–----–----ს ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების ახალი დეტალების შესახებ.

 

7.3. საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება)

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

მითითებული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

კანონმდებლობით განსაზღვრულია მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, კერძოდ დადგენილია მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.“

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ დგინდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან 2----–-–----------------ს და 2----–-–-------------ს გაკეთებული განცხადებების შედეგად, მოსარჩელეების შვილის თ------–--------–---–---–ის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ასევე არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი ელემენტი - ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად არც მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საპროცესო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 600 (ექვსასი) ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------------–---–ის, მ--–----------–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე