განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1485-19
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლეილა ქეშელაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---- შ-----ს ძე კ--–-----ძე (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ--------–-----–----–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისში, ს-------------------ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატები - ე-–--- ლ--------–---–ი და დ----- ბ--------ე.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქალაქ თბილისში, ლეო ქი----–------------ში მდებარე შპს „მიდ ნაით თბილისის“ კუთვნილ კინო-კლუბ „კ-–-ს“ პირველ სართულზე არსებულ კინოდარბაზში, ბ---- კ--–-----ძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ხელთარსებული დანის გამოყენებით, დ--- ს-----–---–ს მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა მრავლობითი შემავალი და ნაკვეთი ჭრილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ--- ს-----–---–ი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაწეული დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ბ---- კ--–-----ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ---- კ--–-----ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. დაზარალებულმა დ--- ს-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის ახალი წლის შესახვედრად მის სამეგობროს დაქირავებული ჰქონდათ ქ. თბილისში, ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბი, რომლის მ--------- არის მ-----------ე. მისთვის გაცნობის დღიდან, მათ შორის 2018 წლის 3-----------ის ღამით, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 2019 წლის 0---------ს იგი სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან - კ----–-- შ-----–---თან, საიდანაც მთვრალ მდგომარეობაში წამოვიდა გვიან ღამით მარტო. გზად უნდა გაევლო კინო-კლუბი, სადაც უნდა ყოფილიყო ახალი წლის სუფრიდან მორჩენილი ღვინო და საჭმელი და გადაწყვიტა გზად აღნიშნულ კინო-კლუბში შესვლა და ქეიფის გაგრძელება. იგი აღნიშნულ კინო-კლუბში შევიდა მარტო და როგორც კი კარი გააღო, სხეულზე იგრძნო დარტყმები, რის შედეგადაც მიიღო ოთხი ჭრილობა - მუცლისა და გულმკერდის არეში, ასევე, მარცხენა მკლავზე. მან დარტყმების დროს დაინახა პიროვნების სილუეტი, რომლის აღწერაც, მართალია, არ შეუძლია, თუმცა, შეუძლია მისი ამოცნობა. შემდეგ უჰაერობის გამო, გავიდა ისევ უკან, გარეთ, რა დროსაც დაინახა მისი მეუღლე, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში. დ--- ს-----–---–ის განმარტებით, კინო-კლუბში შესვლისას მას დანა არ ჰქონია, ასევე განმარტა, რომ ბ---, იგივე ბ---- კ--–-----ძეს იცნობს, მასთან გაცნობის დღიდან აქვს მეგობრული ურთიერთობა. ამასთან, პირი, რომელმაც მას ჭრილობები მიაყენა, ბ---, იგივე ბ---- კ--–-----ძე არ ყოფილა.
3.2. მოწმე ი-–-----------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, საღამოს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ბიძაშვილთან - კ----–-- შ-----–---თან სტუმრად, სადაც ასევე, დალია ალკოჰოლი. შემდეგ მან და დ--- ს-----–---–მა გადაწყვიტეს კინო-კლუბ „კ-–-–-“ წასვლა და მ-----------ისთვის ბოდიშის მოხდა წინა დღით მომხდარი ინციდენტის გამო. ისინი კინო-კლუბში მივიდნენ 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:00 საათის შემდეგ, სადაც მ-----------ეს მოუხადა ბოდიში და წამოვიდნენ, თუმცა, შემდეგ რა მოხდა, არ ახსოვს, რადგან იყო ძალიან მთვრალი. მოწმის განმარტებით, გამოკითხვისას გ-----------–ს უთხრა, რომ ზუსტად არ ახსოვდა მომხდარის შესახებ და თვითონ გ-----------–ი სხვა პირებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახსენებდა სხვადასხვა გარემოებებს და თვითონვე წერდა გამოკითხვის ოქმში, რასაც საბოლოოდ ხელი მოაწერა, რადგან ჩათვალა, რომ გ-----------–ს სწორი ინფორმაცია ექნებოდა. ამასთან, ზუსტად ახსოვს, რომ როდესაც ის და დ--- ს-----–---–ი გამოდიოდნენ, გამოსასვლელში მათ შეეჩეხათ მისთვის უცნობი პირი, რომელიც იყო ცისფერთვალება და ქერათმიანი. სწორედ ამ პირმა მიაყენა მათ ჭრილობები. აღნიშნული პირი მან კარგად დაინახა და შეუძლია მისი ამოცნობა. აღნიშნული დაპირისპირების დროს მან ხელზე მიიღო დაზიანება, რის გამოც გააჩერა ტაქსი და წავიდა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ ბ---- კ--–-----ძეს იცნობს, იგი არის მისი მეგობარი. პირი, რომელმაც მას ჭრილობა მიაყენა, ბ---- კ--–-----ძე არ ყოფილა.
3.3. მოწმე მ-----------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 0--------ის მდგომარეობით მუშაობდა ქ. თბილისში, ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბ „კ-–-–-“, მ---------ს პოზიციაზე. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აღნიშნული დაწესებულების ბარის ტერიტორია ნაქირავები ჰქონდათ ქ-----–ის ქუჩის მცხოვრებლებს - დ--- ს-----–---–ს და მის მეგობრებს, სადაც ისინი მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნული სტუმრობის დროს, დ--- ს-----–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა, მას სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს. ამის შემდეგ, 2019 წლის 0---------ს 21:00 საათზე, იგი სამსახურში მივიდა მეგობართან - ლ-------–-----–---–თან ერთად, რომელმაც იცოდა დ--- ს-----–---–თან მომხდარი ინციდენტის შესახებ. შემდეგ მათთან მივიდნენ ბ---, იგივე ბ---- კ--–-----ძე და ა-------–---–ი. ისინი დასხდნენ კინოდარბაზის ოთახში, მიირთმევდნენ ლუდს და საუბრობდნენ, რა დროსაც დაახლოებით 2019 წლის 0--------ის 00:00 საათის შემდეგ, მათთან აგრესიულად (კარების ბრახუნითა და ხმაურით) შევიდნენ ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი. ამ უკანასკნელს შესვლისთანავე ხელში ეჭირა შავტარიანი გასაშლელი დანა, დაკეცილ მდგომარეობაში და ხელში ატრიალებდა. ბ---- კ--–-----ძემ, რომელიც იცნობდა დ--- ს-----–---–ს და ი-–-----------ეს, მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა მათ, თუმცა, ი-–-----------ემ ხელი აუკრა. ვინაიდან დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ე იყვნენ აგრესიულები, ასევე, ი-–-----------ე ითხოვდა დასალაპარაკებლად მის (მ-----------ის) გარეთ გასვლას, რაზეც ბ---- კ--–-----ძემ უთხრა, რომ გოგონებთან უხერხული იყო, მამაკაცები გასულიყვნენ გარეთ და მათ ესაუბრათ, ამაზე ი-–-----------ემ უარი უთხრა. შემდეგ დ--- ს-----–---–მა ბ---- კ--–-----ძეს მხარზე ხელი წამოარტყა, რასაც მოჰყვა ი-–-----------ის მხრიდან ბ---- კ--–-----ძისთვის სახეში ხელის დარტყმა და ამ უკანასკნელის ზურგით დაბლა დაცემა. წაქცეულ ბ---- კ--–-----ძეს, რომელიც ხელებს სახეზე იფარებდა და ფეხებს იქნევდა, ორივე - ი-–-----------ე, რომელსაც ხელში ჩაქუჩი ეჭირა და დ--- ს-----–---–ი, რომელსაც ხელში დანა ჰქონდა - ზემოდან ურტყამდნენ. ამ დროს მოწმემ მარჯვენა ხელზე იგრძნო სითბო და დაინახა, რომ ორივე მხრიდან სისხლი მოსდიოდა. აღნიშნულის გამო იგი გავიდა საპირფარეშოში, თუმცა, გასვლამდე მან დაინახა, რომ ი-–-----------ე ბ---- კ--–-----ძეს ჩაქუჩს ურტყამდა თავში. იგი გავიდა საპირფარეშოში, სადაც ხელის დაბანის პროცესში გახდა შეუძლოდ, კარგავდა გონებას, რის გამოც მიეყუდა კედელს და სწორედ ამ დროს დაინახა, რომ ბ---- კ--–-----ძემ გაირბინა საპირფარეშოს წინ და უკანა კარიდან გაიქცა. ამასთან, საპირფარეშოში ყოფნის დროს, მას ცენტრალური შემოსასვლელი კარების შიგნიდან - კიბეებიდან, ესმოდა ხმამაღალი ყვირილისა და ჩხუბის ხმა. მოწმის განმარტებით, როდესაც კინოდარბაზის ოთახში დაბრუნდა, იქ დახვდა მხოლოდ ლ-------–-----–---–ი და ა-------–---–ი, რომელთაც უთხრეს, რომ მოხდა ჩხუბი და ყველანი, მათ შორის ბ---- კ--–-----ძე, ა-------–---–ი და დ--- ს-----–---–ი იყვნენ დაჭრილები. მ-----------ემ ლ-------–-----–---–ს უთხრა, რომ იყო დაჭრილი და სთხოვა დახმარება. შემდეგ დაკარგა გონება და გონზე რომ მოვიდა, ლ-------–-----–---–მა და ა-------–---–მა იგი გარეთ -ჰაერზე გაიყვანეს, რა დროსაც დაინახა, რომ დ--- ს-----–---–ი ტროტუარზე იყო ჩაკეცილი. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, გამვლელის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითონ მას და ა-------–---–ს კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის დროს ბ---- კ--–-----ძის ხელში დანა ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს. მისი თქმით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დ--- ს-----–---–ისა და ი-–-----------ის მხრიდან როგორც ბ---- კ--–-----ძეს, ასევე, მას, ა-------–---–ს და ლ-------–-----–---–ს რეალური საფრთხე ემუქრებოდათ, რადგან განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. იგი შექმნილი ქაოსიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ ი-–-----------ეს და დ--- ს-----–---–ს ერთმანეთი დაეჭრათ.
3.4. მოწმე ლ-------–-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 21:00 საათზე, იგი მ-----------ესთან ერთად მივიდა ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილას, ქ. თბილისში, ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბ „კ-–-–-“, რამდენადაც მ-----------ისგან იცოდა წინა დღით მომხდარი ინციდენტის შესახებ და არ უნდოდა მისი სამსახურში მარტო დატოვება. მოგვიანებით მათთან მივიდნენ ა-------–---–ი და ბ---- კ--–-----ძე. აღნიშნავდნენ ბედობა დღეს, მიირთმევდნენ ლუდს და საუბრობდნენ, რა დროსაც მათთან შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც როგორც მოგვიანებით გაიგო იყო ი-–-----------ე, რომელსაც შემოჰყვა ასევე დ--- ს-----–---–ი. აღნიშნული პიროვნებები შევიდნენ ხმაურით და აგრესიულად. დ--- ს-----–---–ს ხელში ეჭირა გასაშლელი დანა, დაკეცილ მდგომარეობაში, ხოლო ი-–-----------ეს ჩაქუჩი და შავტარიანი დანა. ი-–-----------ემ მ-----------ეს მოსთხოვა გვერდით გასვლა და დალაპარაკება. ამავდროულად, ბ---- კ--–-----ძე მივიდა მათთან, მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა, თუმცა, ი-–-----------ემ ხელი აუკრა. შემდეგ ბ---- კ--–-----ძემ უთხრა, რომ მამაკაცები გასულიყვნენ და მათ ცალკე ელაპარაკათ. აღნიშნულზე კი მიიღო უარი, რის შემდეგაც ი-–-----------ემ ბ---- კ--–-----ძეს ჩაარტყა ჩაქუჩი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა, ზურგით დაეცა დაბლა, ხოლო წაქცეულ ბ---- კ--–-----ძეს ორივე - დ--- ს-----–---–ი, რომელსაც ეჭირა დანა და ი-–-----------ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა ჩაქუჩი და დანა - ზემოდან ურტყამდნენ. წაქცეული ბ---- კ--–-----ძე კი სახეზე ხელებს იფარებდა და ფეხებს იქნევდა. ამის შემდეგ მ-----------ე გავიდა ოთახიდან, ხოლო ა-------–---–ი დ--- ს-----–---–ს გადაეფარა, რა დროსაც ბ---- კ--–-----ძემ მოახერხა წამოდგომა და დაინახა, რომ მას ხელში ეჭირა დანა, რომელიც მანამდე ი-–-----------ეს ჰქონდა თან. ბ---- კ--–-----ძემ აღნიშნული დანიანი ხელი ერთხელ მოუქნია დ--- ს-----–---–ს, თუმცა, არ დაუნახავს დანა ტარით ეჭირა თუ პირით, რის შედეგადაც დ--- ს-----–---–ი ჩაიკეცა, ხოლო ბ---- კ--–-----ძემ შეძლო გაქცევა. ბ---- კ--–-----ძეს გაეკიდა ი-–-----------ე, ხოლო შემდეგ დ--- ს-----–---–იც, რომელსაც ხელში ეჭირა გაშლილი დანა, ბ---- კ--–-----ძეს აგინებდა და უყვიროდა „მოგკლავო“. მას შეეშინდა, რომ დ--- ს-----–---–ს ბ---- კ--–-----ძისთვის არაფერი დაეშავებინა, რის გამოც, იგი შეეცადა არ გაეშვა, კერძოდ, მხარზე ექაჩებოდა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა, შემდეგ, ვინაიდან მასაც გაშლილ დანას უქნევდა, ვეღარ შეძლო მისი შეკავება და გაუშვა. შემდეგ ოთახში დაბრუნდა მ-----------ე, რომელიც ყვიროდა, „დაჭრილი ვარ, მიშველეთო“ და გონება დაკარგა. აღნიშნულის გამო იგი გავიდა წლის შემოსატანად, რა დროსაც გაიგო ცენტრალური შემოსასვლელიდან შიგნით, კიბეებზე, ხმამაღალი ყვირილისა და ჩხუბის ხმა. შემდეგ მ-----------ე რომ მოასულიერეს, ის, მ-----------ე და ა-------–---–ი გავიდნენ გარეთ, რა დროსაც დაინახეს, რომ დ--- ს-----–---–ი ჩაკეცილი იყო შუა ქუჩაში, გარშემო ხალხი იყო შემოხვეული, რომლიც შემდეგ გამვლელის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, როგორც მას, ასევე მ-----------ეს, ა-------–---–ს და ბ---- კ--–-----ძეს დ--- ს-----–---–ისგან და ი-–-----------ისგან სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე ემუქრებოდათ.
3.5. მოწმე ა-------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 2--------ს, დაახლოებით 23:00 საათზე, იგი მეგობარ ბ---- კ--–-----ძესთან ერთად მივიდა ქ. თბილისში, ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბ „კ-–-–-“, სადაც მისი მეგობარი მ-----------ე მუშაობდა მ---------ს პოზიციაზე. მ-----------ესთან ერთად კინო-კლუბში იმყოფებოდა აგრეთვე მ-----------ის მეგობარი ლია ს---–-----–--ლი. დაახლოებით 00:00 საათის შემდეგ, როდესაც ისინი მიირთმევდნენ ლუდს და საუბრობდნენ, აღნიშნულ კინო-კლუბში შევიდა მისთვის უცნობი ორი მამაკაცი, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაარკვია იყვნენ დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ე. ისინი შევიდნენ აგრესიულად, ხმამაღალი ყვირილით/გინებით და ითხოვდნენ მ-----------ის გაყვანას დასალაპარაკებლად. ბ---- კ--–-----ძე მივიდა მათთან, შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა, თუმცა, მათ ხელი არ ჩამოართვეს, ასევე, ბ---- კ--–-----ძემ უთხრა, რომ მ-----------ის გაყვანა საჭირო არ იყო და უშუალოდ მასთან ესაუბრათ, რაზეც აგრესიულად უთხრეს უარი. ამის შემდეგ ი-–-----------ემ ჩაქუჩიანი ხელი თავში ჩაარტყა ბ---- კ--–-----ძეს, რომელიც ზურგით დაეცა დაბლა და წაქცეულ ბ---- კ--–-----ძეს ზემოდან დაუწყეს ცემა ი-–-----------ემ და დ--- ს-----–---–მა, რომელთაგან ერთ-ერთს, კერძოდ, ი-–-----------ეს ხელში ეჭირა ჩაქუჩი, ხოლო დ--- ს-----–---–ს - დანა. ამ დროს ბ---- კ--–-----ძეს ხელში დანა ან მსგავსი საგანი არ სჭერია, იგი ხელებს სახეზე იფარებდა. აღნიშნულის დანახვისთანავე, იგი მივიდა ბ---- კ--–-----ძის დასახმარებლად, დ--- ს-----–---–ს გადაუდგა წინ, რა დროსაც ბ---- კ--–-----ძემ ი-–-----------ესთან ჭიდილში მოახერხა წამოდგომა და გაემართა მათი - მისი და დ--- ს-----–---–ის მიმართულებით, რა დროსაც ბ---- კ--–-----ძის ხელში დაინახა დანა. მან ასევე დაინახა, რომ ხელი, რომელშიც დანა ეჭირა, თუმცა, არ იცის ბ---- კ--–-----ძეს დანა ტარით ეჭირა თუ პირით, მოუქნია დ--- ს-----–---–ს, რომელიც ჩაიკეცა. აღნიშნულის შემდეგ ბ---- კ--–-----ძემ მოახერხა გაქცევა, რომელსაც გაეკიდა ი-–-----------ე, ხოლო წამოდგომის დ--- ს-----–---–იც შემდეგ გაშლილი დანით ხელში, ყვირილით „მოგკლავ, მოგკლავო“ გაეკიდა ბ---- კ--–-----ძეს. ლ-------–-----–---–ი შეეცადა დ--- ს-----–---–ის შეჩერებას, თუმცა, ვერ შეძლო მისი მოგერიება, რადგან გაშლილ დანას უქნევდა და გაუშვა. ამასთან, დაინახა, რომ ბ---- კ--–-----ძე გაიქცა კინო-კლუბის უკანა გასასვლელიდან, ხოლო ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი გაეკიდნენ ცენტრალური გასასვლელისკენ, საიდანაც ისმოდა ხმამაღალი ყვირილისა და ჩხუბის ხმა. შემდეგ მ-----------ე შემოვიდა ოთახში, რომელიც ითხოვდა შველას, ვინაიდან დიდი რაოდენობით სისხლს კარგავდა და დაკარგა გონება. ლ-------–-----–---–ი შეეცადა მის დახმარებას, ხოლო მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იგი დარეკვის პროცესში გავიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ დ--- ს-----–---–ი შუა ქუჩაში იყო ძირს დაცემული და გარშემო მყოფი პირები ყვიროდნენ სასწრაფო ვერ მოუსწრებსო და გამვლელის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
3.6. მოწმე ნ---- მ------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, მეუღლესთან - დ--- ს-----–---–თან ერთად იმყოფებოდა მის მეგობართან - კ----–-- შ-----–---თან, სადაც შეკრებილები იყვნენ და ქეიფობდნენ კ----–-- შ-----–--- მეგობრები და მათი მეუღლეები. 2019 წლის 0--------ის დაახლოებით 00:00 საათზე, დააპირეს სახლში წასვლა, რა დროსაც დამშვიდობებისას ჯერ ჩავიდა დ--- ს-----–---–ი, რომელსაც გაჰყვა ი-–-----------ე, ხოლო თვითონ და ი-–-----------ის მეუღლე ა----------ძე ცოტახანს შეყოვნდნენ კარებში. როდესაც ჩავიდნენ დაბლა, მისი მეუღლე და ი-–-----------ე ქვემოთ არ დახვდათ. მან მოპირდაპირე მხარეს დაინახა, რომ ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბში შევიდა ჯერ ი-–-----------ე, რომელსაც შეჰყვა მისი მეუღლე. დაახლოებით სამ წუთში გაიგო ყვირილის ხმა და დაინახა, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან ყვირილით გამოვარდა ი-–-----------ე: -„მოგვკლესო“, რომელსაც მოსდევდა მისთვის უცნობი ბიჭი. შემდეგ გამოვიდა მისი მეუღლე დ--- ს-----–---–ი, რომელიც ხელებში ჩაეკეცა: „ნინუცა, მგონი მომკლესო“. აღნიშნულის შემდეგ აღარავისთვის მიუქცევია ყურადღება, ვინაიდან მისი მეუღლე იყო მძიმე მდგომარეობაში და ცდილობდა მისთვის დახმარების აღმოჩენას. მას არ უთქვამს ვინ დაჭრა. იგი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ საუბარიც კი არ შეეძლო. მოწმის განმარტებით, იგი შეძლებს იმ პირის ამოცნობას, ვინც ი-–-----------ეს მოსდევდა. წარმოდგენილ ბრალდებულს არ იცნობს, პირველად ხედავს. იგი ის პირი არ არის, ვინც ი-–-----------ეს მისდევდა.
3.7. მოწმე ა----------ძემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, საღამოს, მეუღლესთან - ი-–-----------ესთან ერთად იმყოფებოდა მეუღლის მამიდაშვილთან კ----–-- შ-----–---თან, იგივე „პ-----თან“ სტუმრად, სადაც კ----–-- შ-----–--- მეგობრები და მათი მეუღლეები აღნიშნავდნენ ახალი წლის დღეებს. 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მეუღლე ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი ჩავიდნენ დაბლა, ხოლო დაახლოებით 5 წუთში ის და დ--- ს-----–---–ის მეუღლე ნ---- მ------იც ჩაყვნენ მათ, რადგან ეგონათ რომ ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი დაბლა ელოდებოდნენ, თუმცა, აღმოჩნდა რომ დაბლა არ იყვნენ. მათი ჩასვლიდან დაახლოებით 5 წუთში, დაინახა, რომ მისი მეუღლე ი-–-----------ე გამორბოდა ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბიდან, რომელსაც უკან მოსდევდა პიროვნება, დანით ხელში, რომელიც იყო დაახლოებით 180 სანტიმეტრის სიმაღლის, მუქი ფერის თვალებით და მუქი ფერის თმით. მან აღნიშნულ პიროვნებას უყვირა, „გაჩერდი, პატრული მოდისო“, რაზეც ეს პირი შეტრიალდა და ნ-----–--ის ქუჩის მხარეს გაიქცა. პირი, რომელიც მის მეუღლეს მისდევდა, ახლო მანძილიდან დაინახა და მისი ამოცნობა შეუძლია. მოწმის განმარტებით, ბ---- კ--–-----ძეს არ იცნობს. წარმოდგენილი ბრალდებული არ არის ის პირი, რომელიც მის მეუღლეს მისდევდა დანით ხელში.
3.8. მოწმე კ----–-- შ-----–იამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, მათ შორის ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი და აღნიშნავდნენ ახალი წლის დღეებს. დაახლოებით 00:00 საათზე გააცილა ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი, რომლებიც დილიდან სვამდნენ და იყვნენ ძალიან მთვრალები. დაახლოებით 10 წუთში დაურეკეს, რომ დ--- ს-----–---–ი იყო დაჭრილი. იგი მაშინვე ჩავიდა ადგილზე, თუმცა, არ იცის ვინ დაჭრა, რადგან ფაქტს არ შესწრებია, გადმოცემით კი მრავალი ვერსია აქვს მოსმენილი, კერძოდ, რომ თვითდაზიანება მიიყენა, ასევე, როგორც თავად დ--- ს-----–---–ი ამბობს, სილუეტმა დაჭრა. მოწმის განმარტებით, დ--- ს-----–---–ს აქვს ძალიან ცუდი სიმთვრალე. ი-–-----------ესაც აქვს ცუდი სიმთვრალე, თუმცა, ნაკლებად აგრესიულია.
3.9. მოწმე გ------- კ--–-----ძემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ქ. თბილისში, ლეო ქი----–------------ში მდებარე ობიექტის მფლობელი, სადაც ფუნქციონირებს კინო-კლუბი „კ-–-“. 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:30 საათზე, დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მოხდა ჩხუბი, იყვნენ დაჭრილები და სთხოვეს მისულიყო. ადგილზე მისვლისას შეიტყო, რომ კინო-კლუბში მოხდა შელაპარაკება, იყვნენ დაჭრილები, თუმცა, დეტალები არ იცის, რადგან უთხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა და თავადაც ვერ გაიგეს რა მოხდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2019 წლის 0---------ს, დილით, დ--- ს-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----------ეს და რ----- ს--------ას. აღნიშნულის შესახებ მას უთხრეს მ-----------ემ და დამლაგებელმა, ასევე, ცემის კვალი მათ ვიზუალურადაც ეტყობოდათ. მოწმის განმარტებით, ბ---- კ--–-----ძე ხშირად მიდიოდა კინო-კლუბ „კ-–-–-“, შესაბამისად, იცნობდა დ--- ს-----–---–ს და ი-–-----------ეს, რომლებიც აღნიშნული კინო-კლუბის ხშირი სტუმრები იყვნენ. მან (ბ---- კ--–-----ძემ) ასევე იცოდა, რომ კინო-კლუბს ჰქონდა სამი გასასვლელი - ერთი ცენტრალური კარიდან, მეორე სამზარეულოდან და მესამე - სარდაფიდან.
3.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილების გ-----------–მა ჭ---–- ღ-–-----მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, კერძოდ, ქ.თბილისში, ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბში მომხდარი დ--- ს-----–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, ასევე, ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული იქნენ მოწმეები, მათ შორის, გამოკითხული იქნენ ი-–-----------ე, მ-----------ე და ა-------–---–ი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ ი-–-----------ე მის მიერ გამოკითხული იქნა შემთხვევიდან მე-3 დღეს, ი-–-----------ის საცხოვრებელ ბინაში. გამოკითხვის ოქმი შედგენილი იქნა მის მიერ, თუმცა, ი-–-----------ის კარნახის საფუძველზე, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედების ოქმში დაფიქსირებული იქნა ის გარემოებები და ის სიტყვები, რაც ი-–-----------ემ უკარნახა, ასევე, გამოკითხვის ოქმს გაეცნო პირადად, რის შემდეგაც თავისივე ხელით გააკეთა ჩანაწერი, რომ გამოკითხვის ოქმი შედგენილი იყო მისი კარნახით, გაეცნო და ადასტურებდა მის სისწორეს, რის შემდეგაც მოაწერა ხელი.
3.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილების გ-----------–მა დ----- ტ------–--–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ პოლიციის განყოფილებაში 2019 წლის 0---------ს დაიწყო გამოძიება დ--- ს-----–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულ იქნა ბ---- კ--–-----ძე, რომლის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 0---------ს გაცემულ იქნა განჩინება მისი დაკავების შესახებ. 2019 წლის 0---------ს, მისი თანამშრომლის ბ---- ა--------–--ის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბ---- კ--–-----ძე უნდა ყოფილიყო ლ--------ის რაიონის სოფელ ო---------ში, ბიძამისის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, მოხდა ლ--------ში ჩასვლა და სოფელ ო---------ში საპროცესო ნორმების დაცვით ბ---- კ--–-----ძის დაკავება. მან აგრეთვე, ბრალდებულის დაკავების შესახებ შეატყობინა ბრალდებულის ახლობელს.
3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილების გ-----------–მა რ------ კ----------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ჩატარებული აქვს მოწმეების მ-----------ის, ლ-------–-----–---–ის და ა-------–---–ის გამოკითხვები, ასევე, ა-------–---–თან ჩატარებული აქვს მისი კუთვნილი ტანსაცმლის ამოღება და მ-----------ისგან და ა-------–---–ისგან აღებული აქვს სისხლის ნიმუშები შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.13. ბრალდებულმა ბ---- კ--–-----ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, გარდა დაზარალებული დ--- ს-----–---–ის, მოწმეების ი-–-----------ის, ა-------–---–ის, ლ-------–-----–---–ის, მ-----------ის, ნ---- მ------ის, ა----------ძის, კ----–-- შ-----–---, გ------- კ--–-----ძის, ჭ---–- ღ-–-----ის, დ----- ტ------–---–ის და რ------ კ----------ის ჩვენებებისა, სხვა მტკიცებულებები - 2019 წლის 0--------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების ო----------------ის, ქ----------------–---–ის, მ----------------ის, ბ-------–-----ძის, დ----- კ--–-----ძის, ა------–------ის, ა--------–------ის, ბ---- ა--------–--ის, ნ-------–---–---–ის, გ---–---------ას, ხ------------–-----–---–ის, ნ-------–---–----ის და ო--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 0--------ის ა-------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, 2019 წლის 0--------ის დ--- ს-----–---–ის და ი-–-----------ის ტანსაცმლის და პირადი ნივთების ამოღების ოქმი, 2019 წლის 0--------ის ბინის ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 0--------ის მ-----------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, 2019 წლის 1--------ის ბ---- კ--–-----ძის დაკავების ოქმი, მ-----------ის, ა-------–---–ის, ი-–-----------ის და დ--- ს-----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2--------ის #0-------- და 2019 წლის 2--------ის #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1------ის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1--------–ის ქიმიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და ნივთიერი მტკიცებულებები - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მ--- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
4.7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია, აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
4.9. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
4.10. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
4.11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.
4.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.16. განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ბ---- კ--–-----ძის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.
4.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ---- კ--–-----ძის მიერ 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქალაქ თბილისში, ლეო ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბ „კ-–-ს“ პირველ სართულზე არსებულ კინოდარბაზში, დ--- ს-----–---–ის მოკვლის განზრახვით, ხელთარსებული დანის გამოყენებით, მისთვის მუცლისა და გულმკერდის არეში მრავლობითი შემავალი და ნაკვეთი ჭრილობის მიყენების ფაქტს. ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქალაქ თბილისში, ლეო ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბ „კ-–-ს“ ტერიტორიაზე დ--- ს-----–---–ისთვის მუცლისა და გულმკერდის არეში მრავლობითი შემავალი და ნაკვეთი ჭრილობის მიყენების ფაქტს, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, თუმცა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - ვინ განახორციელა აღნიშნული დანაშაული და ვინ არის ამ დანაშაულის სუბიექტი.
4.18. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ბ---- კ--–-----ძეს, ედავება დ--- ს-----–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას, რაც არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა დ--- ს-----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მარტო წამოვიდა მეგობრის კ----–-- შ-----–--- სახლიდან და მარტო შევიდა ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბში, სადაც კარის გაღებისთანავე სხეულზე იგრძნო დარტყმები, რის შედეგადაც მიიღო ოთხი ჭრილობა - მუცლისა და გულმკერდის არეში, ასევე, მარცხენა მკლავზე. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მან დაინახა იმ პიროვნების სილუეტი, რომელმაც დარტყმები მიაყენა. ასევე, განმარტა, რომ შეუძლია მისი ამოცნობა. მანვე კატეგორიულად მიუთითა, რომ პირი, რომელმაც მას ჭრილობები მიაყენა, ბ---, იგივე ბ---- კ--–-----ძე არ იყო.
4.19. ბ---- კ--–-----ძის მხრიდან დ--- ს-----–---–ისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტს არ ადასტურებს, აგრეთვე, ი-–-----------ე, რომელიც ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ახლდა (მართალია თავად დ--- ს-----–---–ი არ ადასტურებს ი-–-----------ის მასთან ერთად ყოფნის ფაქტს, თუმცა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით) დ--- ს-----–---–ს. მისი განმარტებით, ზუსტად ახსოვს, რომ როდესაც ის და დ--- ს-----–---–ი გამოდიოდნენ კინო-კლუბიდან, გამოსასვლელში მათ შეეჩეხათ მისთვის უცნობი პირი, რომელიც იყო ცისფერთვალება და ქერათმიანი. სწორედ ამ პირმა მიაყენა მათ ჭრილობები. აღნიშნული პირი მან კარგად დაინახა და შეუძლია მისი ამოცნობა, თუმცა, ეს პირი ბ---- კ--–-----ძე არ იყო.
4.20. რაც შეეხება დ--- ს-----–---–ის მეუღლის ნ---- მ------ის და ი-–-----------ის მეუღლის ა----------ძის განმარტებას, ისინი, მართალია, არ შესწრებიან დ--- ს-----–---–ისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტს, თუმცა, მათ გაიგეს ყვირილი, ხოლო შემდეგ დაინახეს კინო-კლუბიდან გამოქცეული ი-–-----------ე, რომელსაც მისდევდა მათთვის უცნობი, დანით შეიარაღებული ბიჭი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი ბრალდებული - ბ---- კ--–-----ძე.
4.21. მოწმეებმა მ-----------ემ, ა-------–---–მა და ლ-------–-----–---–მა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები დაზარალებულისა და დაზარალებულის თანმხლები პირისგან განსხვავებულად აღწერეს. კერძოდ, სამივე მათგანმა მიუთითა, რომ 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:15 საათზე, უკიდურესად მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ე აგრესიული ფორმით შევიდნენ კინო-კლუბ „კ-–-ს“ კინოდარბაზში და მ-----------ეს მოსთხოვეს დასალაპარაკებლად გარეთ გასვლა. მათთან ერთად მყოფი ბ---, იგივე ბ---- კ--–-----ძე მათ თავაზიანად მიესალმა, შესთავაზა, რომ გოგოებისთვის თავი დაენებებინათ და მათ ცალკე ესაუბრათ, თუმცა, ი-–-----------ემ მას ჩაქუჩიანი ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ბ---- კ--–-----ძე წაიქცა, ზურგით დაეცა და წაქცეულ ბ---- კ--–-----ძეს ჩაქუჩით და დანით შეიარაღებული ი-–-----------ე და შავტარიანი დასაკეცი დანით შეიარაღებული დ--- ს-----–---–ი, ზემოდან ურტყამდნენ ბ---- კ--–-----ძეს.
4.22. ლ-------–-----–---–ისა და ა-------–---–ის განმარტებით კი, მას შემდეგ, რაც ა-------–---–ი შეეცადა ბ---- კ--–-----ძის დახმარებას და დ--- ს-----–---–ს გადაუდგა წინ, ბ---- კ--–-----ძემ შეძლო ფეხზე წამოდგომა, რა დროსაც დაინახეს რომ ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა დანა და დანიანი ხელი მხოლოდ ერთხელ (არ იციან ტარით თუ პირით) მოუქნია დ--- ს-----–---–ს, რომელიც ამ დროს, თავის მხრივ, გაშლილ დანას უქნევდა ა-------–---–ს. აღნიშნული ერთი მოქნევის შედეგად დ--- ს-----–---–ი ჩაიკეცა, ხოლო ბ---- კ--–-----ძემ შეძლო გაქცევა. ა-------–---–მა და ლ-------–-----–---–მა ასევე, აღნიშნეს, რომ მას შემდეგ რაც ბ---- კ--–-----ძე გაიქცა, მას გაეკიდა ი-–-----------ე, ხოლო შემდეგ ასევე, გაეკიდა დ--- ს-----–---–იც ყვირილით: „მოგკლავ, მოგკლავო“. ამასთან, მათი თქმით, დ--- ს-----–---–ის ბ---- კ--–-----ძისთვის გაკიდების პროცესში არ შეუნიშნავთ, რომ იგი დაჭრილი იყო, რამდენადაც ჯერ ერთი, მასზე სისხლი არ შეუნიშნავთ და მეორეც, ლ-------–-----–---–ი შეეცადა დ--- ს-----–---–ის შეჩერებას, თუმცა, მისი მოგერიება ვერ შეძლო.
4.23. შესაბამისად, ლ-------–-----–---–ისა და ა-------–---–ის ჩვენებებით, რომელთაც ბრალდების მხარე პირდაპირ მტკიცებულებებს უწოდებს, დასტურდება მხოლოდ ბ---- კ--–-----ძის ხელში დანის ჭერის ფაქტი და დანიანი ხელის დ--- ს-----–---–ისთვის ერთხელ მოქნევის ფაქტი, თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ აღნიშნული ერთჯერადი დანიანი ხელის მოქნევის შედეგად დ--- ს-----–---–ი დაიჭრა თუ არა. უფრო მეტიც, დ--- ს-----–---–ის შემდგომი ქმედებებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ დაჭრილი არ უნდა ყოფილიყო დაზარალებული. აქედან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ ბ---- კ--–-----ძის მოქნეული დანიანი ხელით დაიჭრა დ--- ს-----–---–ი, რაც ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.24. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ლ-------–-----–---–ი და ა-------–---–ი საუბრობენ დანიანი ხელის მხოლოდ ერთხელ მოქნევაზე, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის უდავოდ ცნობილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, დ--- ს-----–---–ს აღენიშნებოდა მრავლობითი შემავალი და ნაკვეთი ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში.
4.25. მოწმეების მ-----------ის, ლ-------–-----–---–ის და ა-------–---–ის განმარტებებით, მას შემდეგ, რაც ბ---- კ--–-----ძემ კინო-კლუბის უკანა გასასვლელიდან გაქცევა შეძლო, ცენტრალური შემოსასვლელიდან - კიბეებიდან, რა მიმართულებითაც ბ---- კ--–-----ძეს შეცდომით გაეკიდნენ ი-–-----------ე და დ--- ს-----–---–ი, ისმოდა ჩხუბისა და ხმამაღალი ყვირილის ხმა. აღნიშნულ ადგილას მათი დაჭრის ფაქტს ადასტურებენ თავად დ--- ს-----–---–ი და ი-–-----------ეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არა აქვს შესაძლებლობა კატეგორიულად ამტკიცოს, რომ დაზარალებულ დ--- ს-----–---–ის მიმართ მრავლობითი დაზიანებების მიყენება მოხდა კინოდარბაზში და არა ცენტრალური შესასვლელის კიბეებზე.
4.26. ამასთან, სასამართლომ კიდევაც რომ გაიზიაროს ლ-------–-----–---–ისა და ა-------–---–ის ჩვენებები, რომლებიც, მართალია, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ და სასამართლოზე გამოიკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლო მაინც ვერ შეძლებს გადაჭრით იმის დაადასტურებას, რომ ბ. კ--–-----ძის მიერ ჩადენილია დანაშაული (სსკ-ის 19,108-ე მუხლი). ვინაიდან, ბრალდებულის ქმედებაში, სწორედ ლ-------–-----–---–ისა და ა-------–---–ის ჩვენებებიდან გამომდინარე, იკვეთება არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი ხასიათის ქცევა. კონკრეტულად კი, ბ. კ--–-----ძე ამ დროს უფრო მეტად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაზეც ცალსახად მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლი, ვიდრე ის, რომ მის მიერ ჩადენილი უნდა იყოს რაიმე სახის დანაშაული და, მათ შორის, განხრახ მკვლელობის მცდელობა.
4.27. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა. ამასთან, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებას უნდა წარმოადგენდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №593აპ-15).
4.28. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს: თუკი სასამართლო დაეყრდნობა მხოლოდ ლ-------–-----–---–ისა და ა-------–---–ის ჩვენებებს, მაშინ ვერც ამ ჩვენებების საფუძველზე მოხდება ბრალდებულ ბ. კ--–-----ძის ქმედების შეფასება, როგორც დანაშაულებრივი აქტი. თუმცა, ვინაიდან, ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხველი და ამასთან, ეწინააღმდეგება ყველა სხვა მტკიცებულებას, შესაბამისად, სასამართლო ვერც მათ ჩვენებებს ვერ გაიზიარებს.
4.29. რაც შეეხება მოწმეების - ჭ---–- ღ-–-----ის, დ----- ტ------–---–ის და რ------ კ----------ის ჩვენებებს და უდავოდ ცნობილ ი-----–----------იას, გ------- მ--–---–---–ის, დ------------–--ის, გ------- ჯ----–--–---–ის, გ------- ქ------–---–ის და ბ---- ა--------–--ის ჩვენებებს ისინი არიან საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილებისა თანამშრომლები. მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ.
4.30. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეები - ჭ---–- ღ-–-----ი, დ----- ტ------–---–ი, რ------ კ----------ე, ი-----–----------ია, გ------- მ--–---–---–ი, დ------------–--ე, გ------- ჯ----–--–---–ი, გ------- ქ------–---–ი, ბ---- ა--------–--ე არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების/ბრალდებულის ქმედების მიმართ, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით განახორციელა ბ---- კ--–-----ძემ, წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.
4.31. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა ბ---- კ--–-----ძემ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4.32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალსიწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ბ---- კ--–-----ძის მიერ დ--- ს-----–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მხოლოდ ის ფაქტი რომ 2019 წლის 0---------ს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ. თბილისში, ლეო ქი----–------------ში მდებარე კინო-კლუბ „კ-–-–-“ დ--- ს-----–---–ს მუცლისა და გულმკერდის არეში, ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი შემავალი და ნაკვეთი ჭრილობები, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ბ---- კ--–-----ძემ, შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი (ქმედების სუბიექტი პირი).
4.33. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ბ---- კ--–-----ძემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
4.34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
4.35. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---- კ--–-----ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
4.36. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---- კ--–-----ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩანთა, მასში არსებული ნივთებით; კომპიუტერის ქეისის ხუფი; მაგიდიდან ამოღებული ნივთები; პლასტმასის ჭურჭელი, აბებთან ერთად; ქუდი; პლასტმასის ქილა, ასევე, ამოღებული დ--- ს-----–---–ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები; ი-–-----------ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები; მ-----------ისა და ა-------–---–ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ, შესაბამისად, მათ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები; ქვა, მოწითალო ფერის ანაწმენდებთან ერთად და სიგარეტის სამი ცალი ნამწვი, ასევე, ამოღებული დ--- ს-----–---–ის დანა; მ-----------ის, ი-–-----------ის, ა-------–---–ის და დ--- ს-----–---–ის სისხლის ნიმუშები და ბ---- კ--–-----ძის ნერწყვის ნიმუში (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- კ--–-----ძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ბ---- კ--–-----ძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. გამართლებულ - ბ---- კ--–-----ძეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩანთა, მასში არსებული ნივთებით; კომპიუტერის ქეისის ხუფი; მაგიდიდან ამოღებული ნივთები; პლასტმასის ჭურჭელი, აბებთან ერთად; ქუდი; პლასტმასის ქილა, ასევე, ამოღებული დ--- ს-----–---–ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები; ი-–-----------ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები; მ-----------ისა და ა-------–---–ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ, შესაბამისად, მათ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები; ქვა, მოწითალო ფერის ანაწმენდებთან ერთად და სიგარეტის სამი ცალი ნამწვი, ასევე, ამოღებული დ--- ს-----–---–ის დანა; მ-----------ის, ი-–-----------ის, ა-------–---–ის და დ--- ს-----–---–ის სისხლის ნიმუშები და ბ---- კ--–-----ძის ნერწყვის ნიმუში (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე