განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3793-17 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---------------–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ბ----------–----–-----
ბრალდებული - გ------- ზ----------- კ----–--–---–-, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი N------------, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, მცხოვრები: ქ-------–---------------------------------------------–-
კვალიფიკაცია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის დეკემბერში გ------- კ----–--–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შ------------ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წლის დეკემბრის თვეში გ------- კ----–--–---–მა შ------------ დ-----------------------–---------------------- მოტყუებით განუცხადა, რომ მუშაობდა რა თითქოსდა ტელეკომპანია „-----–-- (–--------–---------- შეძლებდა შეღავათიან ფასში დაემზადებინა სარეკლამო რგოლი შ------------ პროდუქციისთვის - ავეჯისთვის და რეკლამა განეთავსებინა ტელეკომპანია „-------- ეთერში. მ-----------------, დაიჯერა რა გ------- კ----–--–---–-ს შეთავაზება, ხოლო ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა მ----------------- ნდობით, 2----–-–--------------- ქ. თბილისში, ვ-–----–----–------------------–- მდებარე ს------------ კუთვნილ მაღაზიაში, შ-------------- გააფორმა ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ და იმავე დღეს, თითქოსდა სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, ხელზე თაღლითურად დაეუფლა შ------------ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 63 224 (სამოცდასამიათას ორას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით გ------- კ----–--–---–- თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შ------------ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 63 224 (სამოცდასამიათას ორას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გ------- კ----–--–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ მ----------------- გამოკითხვის ოქმით და მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, მოწმეების - თ-----------------–---–--, თ-----------–--–---–--, ნ--------------, ა--------–-------, მ--–--------------, ქ-----------------, ა--------–--–---–--, ც-–--------------- გამოკითხვის ოქმებით, მ----------------- ტელეფონის დათვალიერების ოქმით, 2----–-–-------------- ხელშეკრულებით, სალაროს გასავლის ორდერით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასა, რომ ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------- კ----–--–---–მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი.
თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას.
თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე.
თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს.
თაღლითობა სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს ან/და გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობა: განსახილველ შემთხვევაში გ------- კ----–--–---–მა ისარგებლა რა მ----------------- ნდობით, შ-------------- გააფორმა ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ და იმავე დღეს, თითქოსდა სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, ხელზე თაღლითურად დაეუფლა შ------------ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 63 224 (სამოცდასამიათას ორას ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
თაღლითობა დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს ჯამში 63 224 ლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს 10 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული, უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- კ----–--–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- კ----–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მოცემული ბრალდების ფარგლებში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, გ------- კ----–--–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდაოდ ცნო და ამ მხრივ დაზოგა სასამართლოს რესურსი სრულად გამოეკვლია მტკიცებულებები. მხედველობაში იღებს ასევე, რომ გ------- კ----–--–---–-ს მიერ ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია და გამოხატავს მზადყოფნას სრულად აანაზღაუროს ზიანი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომების განხილვის პერიოდში, ბრალდებულმა გ------- კ----–--–---–მა დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და აპირებს ზიანის სრულად დაფარვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან სასჯელის ზომის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ითვალისწინებს რომ გ------- კ----–--–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- კ----–--–---–ს დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, წარსული ცხოვრების, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქცევის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
ამავე დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ---–----------–----------------–---------–-–------------–-- განაჩენით გ------- კ----–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------- კ----–--–---–ს ბრალადშერაცხული დანაშაული ჩადენილი აქვს 2----–-–--------------- წინა, თ---–----------–----------------–---------–-–------------–-- განაჩენის დადგენამდე, რაც წარმოადგენს მისთვის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------- კ----–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქოს თ---–----------–----------------–---------–-–------------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ------- კ----–--–---–ს საბოლოო სასჯელში მოხდილად ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–------------- დანიშნული სასჯელი.
გ------- კ----–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი