განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
330100119002795397
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/42-19

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------------------ი;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ------- ნ-------ი (დაბადებული - 1----–-–-------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: გ------------------ი, ს------–ი ყ--------–---ი, N---------------------ში);

 

ადვოკატი - თ----- გაბოძე;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სანადირო-სპროტული ცეცხლსასროლი იარაღის და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

 

თარჯიმანი - ელვინ თაღიევი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თ------- ნ-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,7656 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება. საიდანაც: 2----–-–---------------ერს, ქ----------ში, შ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------- ნ-------მა ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,1661 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 200 ლარად უკანონოდ გაასაღა თ----- მ------–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ. ასევე, 2----–-–---------------ერს, გ------------------ის რკინიგზის სადგურ ,,ვ--–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------- ნ-------მა, ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,2549 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ, გაასაღა თ----- მ------–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ. ხოლო, 3,3446 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება თ------- ნ-------მა უკანონოდ შეინახა პირადად, ასევე თავის მართვის ქვეშ მყოფ ,,კ-----------ს“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნორმით K-------- და თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე გ------------------ი, ს------–ი ყ--------–ა, N------------------ში, რაც 2----–-–------------ერს, ამოღებულ იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბინის ჩხრეკისას და ავტომანქანის ჩხრეკისას.

 

1.2 თ------- ნ-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის (Т-----) მოდელის სანადირო-სპორტული დანიშნულების შაშხანა, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და 51 (ორმოცდათერთმეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5.6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი Т----- მოდელის N------ შაშხანისათვისაც), აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. მითითებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა 2----–-–------------ერს ამოღებულ იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას, მდებარე გ------------------ი, ს------–ი ყ--------–ა, N------------------ში.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.2. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.

 

2.3. მოწმე თ----- მ------–--ემ განმარტა, რომ იგი იცნობს ბრალდებულს. ისინი ერთად იხდიდნენ სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მან გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თ------- ნ-------ისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას. იგი ნებაყოფლობით დათანხმდა გამოძიებას თანამშრომლობაზე და მოხდა მისი ჩართვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. 2----–-–---------------ერს გამომძიებელმა მას გადასცა თანხა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისთვის. იგი დაუკავშირდა ბრალდებულს მობილური ტელეფონის საშუალებით და მოგვიანებით შეხვდა ქ----------ის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაუხადა თანხა - 200 ლარის ოდენობით. თ------- ნ-------მა თანხის სანაცვლოდ გადასცა მას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, რომელიც მოგვიანებით ამოიღო მისგან გამომძიებელმა და დალუქა. 2----–-–---------------ერს, გამომძიებელმა მას კვლავ გადასცა თანხა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისთვის. იგი შეხვდა თ------- ნ-------ს ს------– ყ--------–ას გზაზე და გადაუხადა მას 200 ლარი, რომლის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელმა გადასცა ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, რომელიც მოგვიანებით ამოიღო მისგან გამომძიებელმა და დალუქა.

 

2.4. მოწმე კ------------ე გ-------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის ნ-------------------------------------–-------------------–------------------------–ოში. 2----–-–---------------ერს, მან თ----- მ------–--ე მიიყვანა ქ----------ში, ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც ეს უკანასკნელი შეხვდა თ------- ნ-------ს, რომლისგანაც შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. მოგვიანებით, მან თ----- მ------–--ისგან ამოიღო თ------- ნ-------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. 2----–-–---------------ერს, მან თ----- მ------–--ე მიიყვანა ს------–ი ყ--------–ას გზაზე, სადაც ეს უკანასკნელი კვლავ შეხვდა თ------- ნ-------ს. თ------- ნ-------ი შეხვედრაზე მივიდა თავისივე მანქანით, შეხვდა თ----- მ------–--ეს, რომელსაც გადასცა ნარკოტიკული საშუალება. თ----- მ------–--ე დაბრუნდა მის ავტომანქანაში, სადაც ვ-–-------- ა-–----–---–მა ამოუღო თ------- ნ-------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

 

2.5. მოწმე ზ------ რ----–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის ნ-------------------------------------–-------------------–------------------------–ოში. 2----–-–-------------ერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა თ------- ნ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალდებულისვე მითითებით მისი სპორტული შარვლის ჯიბიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 3 შეკვრა, ასევე სიგარეტის კოლოფი, რომელშიც იყო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 10 შეკვრა და „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რამდენიმე სატელეფონო ბარათი და 145 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. იმავე ტერიტორიაზე გაიჩხრიკა თ------- ნ-------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა - თეთრი ფერის, სახელმწიფო ნომერი K------------, საიდანაც ამოიღეს პატარა შუშის ქილაში არსებული ნივთიერება და სხვა პირადი ნივთები. თ------- ნ-------მა საგამოძიებო მოქმედების ოქმებს ხელი მოაწერა და რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს. თ------- ნ-------ი ადგილზე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა თარჯიმანი. ამოღებული ნივთები დაილუქა.

 

2.6. მოწმე შ----- ხ--–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის ნ-------------------------------------–-------------------–------------------------–ოში. 2----–-–-------------ერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა თ------- ნ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულის მითითებით, მისი სპორტული შარვლის ჯიბიდან ამოიღეს ათ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, სიგარეტის კოლოფი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებებით. ასევე, „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ბარათით და 145 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. თ------- ნ-------ი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ავტომანქანით, რომელიც ასევე გაიჩხრიკა, თუმცა მას ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ბრალდებულს მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების წარმომავლობაზე, არაფერი განუმარტავს.

 

2.7. მოწმე გ------- ა----–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის ნ-------------------------------------–-------------------–------------------------–ოში. 2----–-–------------ერს, ი-----–- ნ---------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თ------- ნ-------ის სახლის (მდებარე ს------–ი ყ--------–ა N------------------ში) ჩხრეკაში, რა დროსაც სამზარეულოდან ამოიღეს ტყავის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ვაზნები. სამზარეულოს გვერდით ოთახში, უჯრიდან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის პარკი და პლასტმასის მომრგვალებული ნაჭერი, რომელსაც აღენიშნებოდა დანაშრევი. იმავე ოთახში განთავსებული ტახტის უკან ნანახი და ამოღებული იქნა სანადირო თოფი. საძინებელი ოთახიდან ასევე ამოღებული იქნა პისტოლეტი და ვაზნები. ამოღებული ნივთები დაილუქა.

 

2.8. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ნ---------ემ (გამომძიებელი).

 

3.9. 2----–-–---------------რის განცხადების (რომელიც შეადგინა თ----- მ------–--ემ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის ნ------------------------------------–-------------------–------------------------–ოს, ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსის სახელზე) შინაარსიდან ირკვევა, რომ ვინმე თ------- ნ-------ი ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებებს ფულადი თანხის სანაცვლოდ, რაც განმცხადებლის აზრით წარმოადგენს დანაშაულს და ის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეცდება დაეხმაროს გამოძიებას.

 

2.9. 2----–-–---------------რის ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელმა, თ------- ნ-------ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, თ----- მ------–--ეს გადასცა 200 ლარი.

 

2.10. 2----–-–---------------რის ვიდეოჩანაწერის კრებსით (რაც მხარეთა მიერ უდავოდაა ცნობილი) დგინდება, რომ თ----- მ------–--ე შეხვდა თ------- ნ-------ს ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით, სადაც მან ბრალდებულს გადასცა ფულადი თანხა, რაზეც ნ-------ი შეშინდა, თუმცა მოწმემ ის დაამშვიდა, ამის შემდგომ თ------- ნ-------ი მას ფულს ართმევს და ისინი სხვადა სხვა მიმართულებით მიდიან.

 

2.11. 2----–-–---------------რის ამოღების ოქმის თანახმად თ----- მ------–--ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გაურკვეველი ნივთიერება, რომელიც მან 200 ლარად შეიძინა თ------- ნ-------ისგან.

 

2.12. 2----–-–---------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნის თანახმად, თ----- მ------–--ისგან ამოღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, წონით - 0,3349 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,1661 გრამი.

 

2.13. ზემოაღნიშნული ექპსერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- უ---–---მ.

 

2.14. 2----–-–---------------რის ოქმის თანახმად, შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელმა, თ------- ნ-------ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, თ----- მ------–--ეს გადასცა 200 ლარი.

 

2.15. 2----–-–---------------რის ვიდეოჩანაწერის კრებსით (რაც მხარეთა მიერ უდავოდაა გახდილი) ირკვევა, რომ თ----- მ------–--ე კვლავ შეხვდა თ------- ნ-------ს ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით, კადრში ნათლად ჩანს თუ როგორ აწვდის ნ-------ი მოწმეს მცირე ზომის პაკეტს, მოწმე აღფრთოვანდება მიწოდებული პაკეტის შიგთავსით - ,,კაი ფაქტი კია ისე სიმონ“, რაზეც ნ-------ი პასუხობს ჯიბეში ჩაიდეო. მ------–--ე ამის შემდგომ მას 200 ლარს აწვდის, რომელსაც ბრალდებული გამოართმევს და წავა.

 

2.16. 2----–-–---------------რის ამოღების ოქმის თანახმად თ----- მ------–--ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული გაურკვეველი ნივთიერება, რომელიც მან 200 ლარად შეიძინა თ------- ნ-------ისგან.

 

2.17. 2----–-–---------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნის თანახმად თ----- მ------–--ისგან ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,2549 გრამი.

 

2.18. ზემოაღნიშნული ექპსერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- უ---–---მ.

 

2.19. 2----–-–------------ერს ჩატარდა თ------- ნ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 3 ცალი შეკვრა, რომლებიც მოთავსებული იყო შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტებში. ასევე ამოღებულ იქნა სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო 10 ცალი შეკვრა, რომელთაგან 7 ცალი იყო მოთავსებული შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, 2 ცალი თეთრი-მწვანე ფერის პარკში და 1 ცალი ლურჯი ფერის პარკში.

 

2.20. 2----–-–------------ერს, ჩატარდა თ------- ნ-------ის მფლობელობაში არსებული ,,კ-----------ს“ ფირმის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც მარცხენა კარის სათავსოში ნანახი იქნა მცირე ზომის მინის ქილა თავსახურით, რომელშიც იყო მუქი ფერის სითხე და მუქი ფერის გაურკვეველი ნივთიერება.

 

2.21. 2----–-–------------ერს ჩატარდა თ------- ნ-------ის სახლის ჩხრეკა, მდებარე ს------–ი ყ--------–ა N------------------ში, რა დროსაც სახლში არსებული კარადის მეორე თაროზე განთავსებულ ტყავის ჩანთაში ნანახი იქნა სხვადასხვა ფერის, ფორმის და ზომის 63 ცალი მრგვალი საგანი. იმავე თაროზე განთავსებული იყო მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკი, სადაც განთავსებული იყო გამჭვირვალე, მრგვალი ფორმის პოლიეთილენის ნაჭერი, რომელსაც აღენიშნებოდა გაურკვეველი ნივთიერების დანაშრევი.

 

2.22. ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის გამცემი ექსპერტების თ----- ო-----–---–ის და მ----------–--ს მიერ გაცემული დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დგინდება, რომ თ------- ნ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები შეიცავენ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - წონით 3,3324 გრამს. თ------- ნ-------ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები შეიცავენ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - წონით 0,0111 გრამს, ხოლო თ------- ნ-------ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები შეიცავენ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - წონით 0,0011 გრამს.

 

2.23. 2----–-–------------ერს გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, თ------- ნ-------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების, კერძოდ ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

2.24. 2----–-–------------ერს გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, თ------- ნ-------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული შაშხანა მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

2.25. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის N------------------ წერილით დგინდება, რომ თ------- ნ-------ის სახელზე რაიმე სახის იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

2.26. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა გ-------–--------–---–მა და ნ---------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ბრალდებულს რამე შენიშვნა არ განუცხადებია.

 

2.27. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

2.28. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ------- ნ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: მოწმე ვ-–-------- ა-–----–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2----–-–------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნა, 2----–-–------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N------ დასკვნა, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის N----------- წერილი, ფარული საგამოძებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალები, ექსპერტების - პ-------–--–---–----------------------------------------–---–----------------–---–ის, გ------- ნ------------–-----------–-----------------------------ის ჩვენებების, მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.29. ბრალდებულმა თ------- ნ-------მა განმარტა, რომ დაკავებამდე იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რომლის შედეგად მოხდა ნარკოტიკების გამსაღებლის დაკავება. შსს-ში სამმართველოს უფროსის მოადგილე - დ----- ლ-–----ე გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ჰპირდებოდა დაკავებული სიძის და დისშვილის გათავისუფლებას. მან გადასცა დ----- ლ-–----ეს საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო თანხა, სულ ჯამში 30000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა, თავისი თანამშრომლის - ჭ------ს ხელით, მოგვიანებით, უკან დაუბრუნა, რადგან დაპირებული საქმე ვერ გაუკეთა. თ----- მ------–--ის შესახებ თავად დ----- ლ-–----ემ შეატყობინა დაკავებამდე ერთი თვით ადრე. შეთანხმდნენ, რომ მას თ----- მ------–--ისთვის უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალება, რითაც მოიპოვებდა ამ უკანასკნელის ნდობას. იგი შეთანხმებისამებრ მოიქცა, თ----- მ------–--ეს 5-6-ჯერ მაინც, მათ შორის 10 და 13 ოქტომბერს მიჰყიდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თავის მხრივ ქალისგან შეიძინა, რომლის სახელი არ იცის. იგი სახლში არანაირ ნარკოტიკულ საშუალებას არ ინახავდა. 2----–-–------------ერს, მას ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია, პირადად და ავტომანქანაში ინახავდა, რაც მოგვიანებით იქნა ამოღებული ჩხრეკების შედეგად.

 

2.30. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.

 

2.31. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოწმეების თ----- მ------–--ის, კ------------ე გ-------ის და ბრალდებულ თ------- ნ-------ის (ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს) ჩვენებებით, 2----–-–---------------რის ფულადი თანხის გადაცემის ოქმით, 2----–-–---------------რის ამოღების ოქმითა და 2----–-–---------------ერს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერით, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2----–-–---------------ერს, ქ. რ-------ში, შ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------- ნ-------მა თ----- მ------–--ეს 200 ლარის სანაცვლოდ გადასცა ერთ წონაკად დაფასოებული ნივთიერება, რაც შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,1661 გრამი.

 

2.32. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწმეების თ----- მ------–--ის და კ------------ე გ-------ის და ბრალდებულ თ------- ნ-------ის (ადასტურებ ფაქტობრივ გარემოებებს) ჩვენებებით, 2----–-–---------------რის ფულადი თანხის გადაცემის ოქმით, 2----–-–---------------რის ამოღების ოქმითა და 2----–-–---------------ერს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერით, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2----–-–---------------ერს, გ------------------ის რკინიგზის სადგურ ,,ვ--–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------- ნ-------მა თ----- მ------–--ეს 200 ლარის სანაცვლოდ გადასცა ერთ წონაკად დაფასოებული ნივთიერება, რაც შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნის თანახმად შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,2549 გრამი.

 

2.33. მოწმეების ზ------ რ----–---–ის, შ----- ხ--–-–---–ის და ბრალდებულ თ------- ნ-------ის ჩვენებებით, 2----–-–------------რის თ------- ნ-------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ თ------- ნ-------მა შეიძინა და 2----–-–------------ერს პირადად ინახავდა 10 ცალ ნაჭერში, თეთრ-მწვანე ფერის პოლიეთილენის 2 ცალ ნაჭერში და ლურჯი ფერის პოლიეთილენის 1 ცალ ნაჭერში, სულ 13 ნაჭერში მოთავსებულ ნივთიერებებს, რაც 2----–-–------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 3,3324 გრამს და მის მფლობელობაში არსებულ ავტომნაქანაში ინახავდა - მინის ფლაკონში მოთავსებულ მოყავისფრო ფერის სითხეს, რაც 2----–-–------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს წონით 0,0111 გრამს.

 

2.34. მოწმეების გ------- ა----–---–ის და ი-----–- ნ---------ის ჩვენებებით, 2----–-–------------რის სახლის ჩხრეკის ოქმით, სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------- ნ-------ის სახლიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრის და უფერო გამჭვრივალე პოლიმერული მასალის ნაჭრის ერთ ზედაპირზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი, რაც 2----–-–------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N---------------- დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,0011 გრამს. აღნიშნული თ------- ნ-------მა შეიძინა და ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში. საყურადღებოა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ თ------- ნ-------ის მეუღლის - ა-----ა ნ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - სახლის ჩხრეკის და ამოღებული ნივთმტკიცებების კანონიერება.

 

2.35. მოწმეების გ------- ა----–---–ის და ი-----–- ნ---------ის ჩვენებებით, 2----–-–------------რის სახლის ჩხრეკის ოქმით, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ თ------- ნ-------ის სახლიდან ამოღებული იქნა Т----- მოდელის სანადირო-სპორტული დანიშნულების შაშხანა, რაც 2----–-–------------ერს გაცემული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N------ დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), მიკეუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე, ამოღებული იქნა 51 ცალი ვაზნა, რაც ამავე ექსპერტის დასკვნით, არის ქარხნული წესით დამზადებული 5.6 მმ კალიბრის ვაზნები, რომლებიც განკუთვნილია სანადირო-სპორტული შაშხანისთვის, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო ვაზნათა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, რომელიც თ------- ნ-------მა შეიძინა და ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის N----------- წერილით (1---------) უტყუარად არის დადგენილი, რომ თ------- ნ-------ს ამოღებული იარაღის კანონიერი შეძენისა და შენახვის უფლება, მოპოვებული არ ჰქონია. საყურადღებოა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ თ------- ნ-------ის მეუღლის - ა-----ა ნ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - სახლის ჩხრეკის და ამოღებული ნივთმტკიცებების კანონიერება.

 

2.36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.37. სასამართლო ვერ გაიზიარებს თ------- ნ-------ის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი საცხოვრებელ სახლში არ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, ვინაიდან საწინააღმდეგო დადასტურდა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებშიც გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოს, არ გასჩენია. რაც შეეხება თ------- ნ-------ის ვერსიას იმის თაობაზე, რომ იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ახდენდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც სასამართლოს წინაშე ხდება ასეთი ტიპის არგუმენტების გაჟღერება, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მხარე წარმოადგენს რაიმე ტიპის მტკიცებულებას (მაგალითად, რეალურად არსებობს თუ არა პირი, ვისზეც საუბრობს ბრალდებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში და მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის და ამ პირის შეხვედრებს, თუნდაც ამ უკანასკნელის დაკავების შემდგომ და ა.შ.), რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა სასამართლოს დაცვის ვერსიის რეალურობაზე და ეს არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა. ამასთანავე, ასეთი ფაქტის გამოძიების დროს, გამოძიების ორგანოს მიერ ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხის გამოყოფა უნდა მოხდეს გამოძიების ფარგლებში, რაც დაცვის მხარის განმარტების საწინააღმდეგოა. ვინაიდან თ------- ნ-------ი განმარტავს, რომ ნარკოტიკების შეძენას ახდენდა ნდობის მოპოვების მიზნით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა გამოძიების დაწყება. აღნიშნულს განმარტებას სასამართლო არ მიჩნევს სარწმუნოდ და მას ვერ გაიზიარებს.

 

2.38. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე მისი უკანონო გასაღება. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა. რაც შეეხება ამ დანაშაულების მაკვალიფიცირებელ ნიშებს, დიდ ოდენობას, რაც განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განსაკუთრებით დიდ ოდენობას, რაც განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №181-ში მითითებულია ჰეროინი, რომლისთვისაც დიდ ოდენობად ითვლება 0,2 გრამიდან 1 გრამამდე ოდენობა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - 1 გრამიდან ოდენობა. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამ დანაშაულის კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ნარკოტიკული საშუალების გასაღება.

4.5. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. რაც შეეხება უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისთვის უკანონოდ გადაცემას. მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ხერხით მოხდება ეს - საზღაურით თუ მის გარეშე. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

4.6. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ თ------- ნ-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,7656 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება. საიდანაც: 0,1661 გრამი 2----–-–---------------ერს, ხოლო 0,2549 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 2----–-–---------------ერს, 200-200 ლარად უკანონოდ გაასაღა თ----- მ------–--ეზე, ხოლო, 3,3446 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა პირადად, მის მფლობელობაში არსებულ ავტომნაქანაში და თავის საცხოვრებელ სახლში, რაც 2----–-–------------ერს, იქნა ამოღებული. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რისთვისაც თ------- ნ-------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, რაც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული სანადირო იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას, პოვნას და სხვა. მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი - იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, სარდაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში, დაცულ სათავსოში და სხვა.

4.9. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ თ------- ნ-------მა უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში შეინახა ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის (Т-----) მოდელის სანადირო-სპორტული დანიშნულების შაშხანა, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და 51 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5.6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის Т----- მოდელის N------ შაშხანისათვისაც), რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, რაც ამოღებული იქნა 2----–-–------------ერს ამოღებულ იქნა. აღნიშნული ნივთების შეძენისა და შენახვის კანონიერი უფლება, თ------- ნ-------ს მინიჭებული არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც თ------- ნ-------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ თ------- ნ-------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს თ------- ნ-------ს, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

6.5. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის არაერთი დანაშაული, დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას - თ------- ნ-------ისგან ამოღებულია როგორც იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ნარკოტიკული საშუალებები, რომელსაც იგი ინახავდა როგორც პირადად, ავტომანქანაში და საცხოვრებელ სახლში, ასევე ამოღებული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას - ჰეროინს, რომელიც მიეკუთვნება სამოქალაქო ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებებს და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თ------- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ისეთი ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი არის პირი, რომელმაც, მათ შორის ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

 

6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------- ნ-------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებების ბედი. კერძოდ, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალები, ასევე თ------- ნ-------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. მოკლე კალიბრიანი შაშხანა, პისტოლეტი, მჭიდით და ვაზნებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს. თ------- ნ-------ის პირადი ნივთები, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა 2 ცალ DVD დისკზე, თ------- ნ-------ის ფოტოსურათები 1 ცალ DVD დისკზე, ასევე ნ. ახ-------ის ფოტოსურათები, სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა 1 ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ------- ნ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ------- ნ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, თ------- ნ-------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

თ------- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------რიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

1. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალები, ასევე თ------- ნ-------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

2. მოკლე კალიბრიანი შაშხანა, პისტოლეტი, მჭიდით და ვაზნებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

 

3. თ------- ნ-------ის პირადი ნივთები, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

4. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა 2 ცალ DVD დისკზე, თ------- ნ-------ის ფოტოსურათები 1 ცალ DVD დისკზე, ასევე ნ. ახ-------ის ფოტოსურათები, სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა 1 ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე