გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
190210019003027137
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1013-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი ელენე ომიაძე

მოსარჩელე - სს "ს----------–--------ი"

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ--------------ე

მოპასუხე - თ-----------ე

მოპასუხის წარმომადგენელი- რ----------------ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე თ-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს ,,ს----------–--------ის'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდით № 0------------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. 1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ სს ,,ს----------–--------მა'' საჯარო აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდი: 0------------------, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობს თ-----------ე და არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ს----------–--------ის'' წარმომადგენელი ითხოვს: 1.მოპასუხე თ-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს ,,ს----------–--------ის'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდით № 0------------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. 2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასამართლოს მთავარ სხდომაზე სს ,,ს----------–--------ის'' წარმომადგენელმა მოხსნა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. 2.მოპასუხის პოზიცია მოპასუხე თ-----------ის წარმომადგენელმა 2019 წლის 26 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი უძრავი ქონების აუქციონზე გატანის შესახებ, თ-----------ე არის მარტოხელა დედა, მისთვის აღნიშნული ქონება წარმოადგენს ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს, რის გამოც, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

33.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 31.1. უძრავი ქონება, მდებარე:ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდით № 0------------------ საკუთრების უფლებით აღრიცხულია სს ,,ს----------–--------ის'' სახელზე. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 3.1.2. უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდით № 0------------------ დღეის მდგომარეობით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს თ-----------ე მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გადაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდით № 0------------------ საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ს----------–--------ს''. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თ-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს ,,ს----------–--------ის'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდით № 0------------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განსახილველი საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, მოპასუხე თ-----------ეს ხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ს----------–--------ის'' სარჩელი მოპასუხე თ-----------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე თ-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს ,,ს----------–--------ის'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, მ----–---–ის 3, ბინა 80, საკადასტრო კოდით № 0------------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

 

3. თ-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 60 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი