გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/296-18010310018002483687
(საქმე №3/296-18; №3/329-18; №3/429-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
01. 10. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - ნ-------------------
მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება
წარმომადგენელი - ნ-----------–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N482986 განკარგულება მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 ივნისის N530103 განკარგულება მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 3 აგვისტოს N714436, და 2018 წლის 5 აგვისტოს N715213 და N715217 განკარგულებები მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
საოქმო განჩინების თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (№3/296-18; №3/329-18; №3/429-18) საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/296-18. (იხ 15.07.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს. (იხ. შესაგებლები)
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2018 წლის 29 მაისს, ნ-------------------ს მიმართ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად: 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 22.50 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N208-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა საკანში შესული პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეების, მ------------------------------------------ს მიმართ გამოხატა აგრესია, ხელჯოხის ქნევით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-29.05.2018წლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი;- მ---------------------9.05.2018 წლის პატაკი;
- დ---------------- 29.05.2018 წლის ახსნა-განმარტება;
- ზ-----–------ 29.05.2018 წლის ახსნა-განმარტება;
3.2.2018 წლის 30 მაისს, ნ------------------- წარედგინა ,,დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი”. ნ------------------- აღნიშნულ ოქმს გაეცნო, თუმცა მასზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 30 მაისის ,,დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი”;
3.3. 2018 წლის 30 მაისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმის შესაბამისად, ნ-------------------ა უარი განაცხადა 2018 წლის 29 მაისის დისციპლინური დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 30 მაისის ოქმი;
3.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N482986 განკარგულებით, ნ-------------------ს მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, და ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, 1 თვის ვადით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N482986 განკარგულება;
3.5. საქმეში წარმოდგენილი N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის, მუ--------------------ტაკის თანახმად, მიმდინარე წლის 29 მაისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 22.50 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N208-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოხატა აგრესია მთავარი ინსპექტორის მიმართ, ხელჯოხის ქნევითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მორიგე განწესის წევრებს. დაწესებულების დირექტორს აღნიშნულ ფაქტზე ეთხოვა შემდგომი რეაგირების განხორციელება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მ------------------- მიერ 2018 წლის 29 მაისს შედგენილი პატაკი;
3.6. საქმეში წარმოდგენილი N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის, დ---------------- ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 29 მაისს, დაახლოებით 22.50 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N208-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოხატა აგრესია საკანში შესული მთავარი ინსპექტორის, მ------------------- მიმართ, ხელჯოხის ქნევითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მორიგე განწესის წევრებს, დაწესებულების დირექტორს აღნიშნულ ფაქტზე ეთხოვა შემდგომი რეაგირების განხორციელება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-დ---------------- 2018 წლის 29 მაისის ახსნა-განმარტება;
3.7.საქმეში წარმოდგენილი N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის, ზ-----–------ ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 29 მაისს, დაახლოებით 22.50 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N208-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოხატა აგრესია საკანში შესული მთავარი ინსპექტორის, მ------------------- მიმართ, ხელჯოხის ქნევითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მორიგე განწესის წევრებს, დაწესებულების დირექტორს აღნიშნულ ფაქტზე ეთხოვა შემდგომი რეაგირების განხორციელება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ზ-----–------ 2018 წლის 29 მაისის ახსნა-განმარტება;
3.8. 2018 წლის 13 ივნისს, ნ------------------- ჩაბარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 ივნისის N5301013 განკარგულება. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ N5301013 განკარგულების შესაბამისად, 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 10.06 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N208-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი განაცხადა საკნიდან გამოსვლაზე, რათა განხორციელებულიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 13 ივნისის N5301013 განკარგულება;
3.9.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 ივნისის N5301013 განკარგულებით, ნ-------------------ს მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, მომდევნო ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების აკრძალვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 13 ივნისის N5301013 განკარგულება;
3.10.2018 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა N714436 განკარგულება, მსჯავრდებულ, ნ-------------------ს მიმართ, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ N714436 განკარგულების შესაბამისად, 25 ივლისს, დაახლოებით 10.33 საათზე, დილის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმებისას, N225-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა გაურკვეველი მიზეზით, უარი განაცხადა საკნიდან გამოსვლაზე, რათა განხორციელებულიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 3 აგვისტოს N714436 განკარგულება;
3.11.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 3 აგვისტოს N714436 განკარგულებით, ნ-------------------ს მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, საყვედური.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 3 აგვისტოს N714436 განკარგულება;
3.12.2018 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა N715213 განკარგულება, მსჯავრდებულ, ნ-------------------ს მიმართ, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ N715213 განკარგულების შესაბამისად, 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 10.27 საათზე, დილის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმებისას, N225-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა გაურკვეველი მიზეზით, უარი განაცხადა საკნიდან გამოსვლაზე, რათა განხორციელებულიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 5 აგვისტოს N715213 განკარგულება;
3.13. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 აგვისტოს N715213 განკარგულებით, ნ-------------------ს მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, საყვედური.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 5 აგვისტოს N715213 განკარგულება;
3.14. 2018 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა N715217 განკარგულება, მსჯავრდებულ, ნ-------------------ს მიმართ, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ N715217 განკარგულების შესაბამისად,2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 10.21 საათზე, დილის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმებისას, N225-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა გაურკვეველი მიზეზით, უარი განაცხადა საკნიდან გამოსვლაზე, რათა განხორციელებულიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 5 აგვისტოს N715217 განკარგულება;
3.15.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 აგვისტოს N715217 განკარგულებით, ნ-------------------ს მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, საყვედური.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2018 წლის 5 აგვისტოს N715217 განკარგულება;
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება;
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N482986, 2018 წლის 13 ივნისის N530103, 2018 წლის 3 აგვისტოს N714436 და 2018 წლის 5 აგვისტოს N715213 და N715217 განკარგულებები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება“, არეგულირებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. დებულების 1-ელი მუხლის მე-3-ე ნაწილის შესაბამისად, დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დებულებით, დადგენილი წესით.
,,პატიმრობის კოდექსის” მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა; გ)დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა; დ)განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა; ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით; ვ)დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა; ზ)დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება;
თ)დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობების/ სისტემების ფუნქციონირებაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა; ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;კ)ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; ლ)ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ; მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურაზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.
ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, განკარგულება
დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2018 წლის 29 მაისს, ნ-------------------ს მიმართ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად: 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 22.50 საათზე, სარეჟიმო კორპუსის N208-ე საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა საკანში შესული პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეების, მ------------------------------------------ს მიმართ გამოხატა აგრესია, ხელჯოხის ქნევით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ.
ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 22.50 საათზე, მსჯავრდებულმა, ნ-------------------ა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოხატა აგრესია N208-ე საკანში შესული მთავარი ინსპექტორის, მ------------------- მიმართ, ხელჯოხის ქნევითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მორიგე განწესის წევრებს, ხოლო, 6 ივნისს, მოსარჩელემ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი განაცხადა საკნიდან გამოსვლაზე, რათა განხორციელებულიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ აღნიშნული სახის გადაცდომა, მოსარჩელის მიერ ჩადენილ იქნა 2018 წლის 25 ივლისს, 2018 წლის 27 ივლისს და 2018 წლის 28 ივლისს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 30 მაისის N482986, 2018 წლის 13 ივნისის N530103, 2018 წლის 3 აგვისტოს N714436 და 2018 წლის 5 აგვისტოს N715213 და N715217 განკარგულებებით, ნ-------------------ს მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” და ,,დ“ და დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ;დ; და ;ლ; ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებ(ებ)ის ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელები, კერძოდ, მომდევნო ხანმოკლე პაემნის აკრძალვა, საყვედური და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, 01 თვის ვადით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტები სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” და ,,დ“ და დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ;დ; და ;ლ; ქვეპუნქტები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმსა და დაწესებულების დირექტორის განკარგულებაში დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მითითებულია: პატაკი, ახსნა-განმარტებები და დისციპლინური სახდელის ოქმი.
სამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასების გზით უნდა დაადგინოს აქტის მატერიალურ სამართლის ნორმებთან შესაბამისობის საკითხი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ჩვენებები წარმოადგენს მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს. ამასთან მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფაქტებს უნდა ეხებოდეს. მათ აზრს, დასკვნებს, როგორც წესი, არ აქვს მნიშვნელობა საქმისთვის.
გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკი მოვლენებს აღიქვამს პროფესიული მოვალეობის შესრულების ძალით. მას კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული წესრიგისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უფლებამოსილება. ამასთან, სახელმწიფო დაწესებულების მოხელე გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე და ეკისრება სამსახურებრივი ვალდებულებების განუხრელი დაცვა.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების წერილობითი ახსნა-განმატებები თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.
სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-------------------ა ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,მ” და ,,დ“ და დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის ;დ; და ;ლ; ქვეპუნქტები გათვალისწინებული ქმედება. საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ შეფასდეს თავად ნ-------------------ს მიერ ჩადენილი ქმედება.
ამასთან, სასამართლო ამახვილებს ყურადღებას მსჯავრდებული ქცევაზე სასჯელის მოხდის პერიოდში, მის დამოკიდებულებას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, მის მიმართ გამოყენებულ არაერთ დისციპლინურ სახდელზე რის გამოც სასამართლო სრულად ეთანხმება, ნ-------------------ს მიმართ, N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებებს, დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ.
6.4. პატიმრობის კოდექსის 83-ე მუხლში მოცემულია ???????????? ????????? ???????? ????????? ???????????/????????????? ???????? . გარდა ამისა, ამავე კოდექსის 84-ე მუხლი ადგენს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული ნორმის 11-მე-4 ნაწილების თანახმად: 11.დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე
განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი. 2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს. 4.დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-------------------ა ისარგებლა კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით, მას მიეცა დისციპლინური დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მიცემის, მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობის გაცხადებისა და პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუმცა, მოსარჩელე მხარემ დარღვევასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ განკარგულების გამოცემისას პროცედურული დარღვევის არსებობა, რასაც შესაძლოა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის კანონშეუსაბამობა გამოეწვია, მოცემულ დავაში არ დადასტურდა.
6.5.,,პატიმრობის კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დისციპლინური დარღვევის გამორკვევის შემდეგ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის სახის დადგენა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი უფლებამოსილია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება „შეცდომა დისკრეციაში“ - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა აღნიშნული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და შეფარდებული დისციპლინური გადაცდომის ხასიათის გათვალისწინებით, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები აუცილებელი და სრულიად საკმარისია იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ემსახურება პატიმრობის კოდექსით დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულებები, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი სადავო გადაწყვეტილებების გამოცემისას მოპასუხის მიერ აღნიშნული ნორმების დარღვევა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ნ------------------- არის მსჯავრდებული და სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულებაში, რაც მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, მსჯავრდებული ნ------------------- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ნ-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.მოსარჩელე მხარე, ნ------------------- გათავისუფლდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე: კობა გოცირიძე