განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
010100119003165015
დავის ტიპი
151
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003165015

საქმე N1-790/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24.09. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ას-–-------–-ძე

მამის სახელი: ავ--------–ი

დაბადებული: 08.---1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ქობულეთი, მე--------–---------------

 

ადვოკატი - ნუ-------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172030718005

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

1.1 2018 წლის 03 ივლისს, დღის საათებში, ქ. ქობულეთში, მე--------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ას-–-------–-ძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ შვილს ზა--------–--ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ზა--------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის

მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა

მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი);

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ცივი იარაღის ექსპერტიზის №1---–-, 05.07.2018წ დასკვნის თანახმად, ექპერტიზაზე წარდგენილი დანა, არის ჩხლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (იხ. ს.ფ.33-35);

 

2.4. 03.07.2018 წლის ქობულეთის რაიონული სამმართველოს განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისს ქ. ქობულეთში მე--------–---------------ში ას-–-------–-ძე დანით დაემუქრა შვილს ზა--------–--ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (იხ.ს.ფ 38-39)

 

2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება, ზა--------–--ის ჩვენება, მი---------–------------------------–-–--–--------------------–-------–---–ის ჩვენება, ას-–-------–-ძის ჩვენება, ამოღების ოქმი, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა და ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ას-–-------–-ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ას-–-------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ას-–-------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;

4.2. ას-–-------–-ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ას-–-------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ას-–-------–-ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთან ურთიერთობას, დაცვის მხარის განმარტებით დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან, ისინი ერთად ცხოვრობენ; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ას-–-------–-ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი იქნება პირობით, რადგან ას-–-------–-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - 2018 წლის 03 ივლისის საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ას-–-------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებულ ას-–-------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

პირობითი მსჯავრდებულის ას-–-------–-ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, ას-–-------–-ძეს კი დაევალოს პრობაციის ბიუროს ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

ნივთიერ მტკიცებულება - 2018 წლის 03 ივლისის საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე